შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება 7


15-08-2015, 18:02
ავტორი NA NO
ნანახია 2 604

7
–ნელიკო ასეთი სულელი თუ იყავი არ მეგონა, რა ვქნათ ახლა? როგორ ვერ დააბრუნე სახლში
–ლელა ვერ მოვაბრუნე ხომ გეუბნები არა? – თანაც ამ შენმა ლადომ ნინის მხარე დაიჭირა და მიწასთან გამასწორა..
– რამე უნდა მოვიფიქროთ , თორემ კვდება ეს ნოდარიც , იძაზის სანამ ლადოს ცოლს არ მანახებთ იქამდე არ გადავუფორმებ ქონებას მაგასო,
–აბა ვის გადაუფორმებს მასზე უკეთეს?
–მეშინია ყველაფერი იმ საძაგელ ოლგას არ დაუტოვოს , პირველ ცოლს
–კაი მასეც არ ექნება დაკარგული ჭკუა, დოდოს შვილიშვილს ხო უყვარდა ლადო, რატო იმას არ დაელაპარაკე?
–ვის ქალო? ელენეს შემოვუშვებ ოჯახშიი, ეგ არ იცი შენ რა არის მთელი დღე უსაქმოდ დახეტიალობს ღმერთმა უწყის სად დადის და ვისთან... არა მე ნინი მინდა რძლად, თანაც ეს ფორმალური ქორწილი სიყვარულში გადაეზრდებათ ბავშვებს და რა აჯობებს მაგათ ნახვას, შენ კიდევ მომეხმარო ჯობია თორე მარტო მოგიწევს ჩაძაღლება, თანაც რა გინდა ფული არ გაწყენს ამ სიბერეში
–არ ვიცი ეს საძაგელი გოგო სად ცხოვრობს, რა ვუყო მითხარი სულ დეხდამისია, როგორ წამართვა მაგდამ ერთადერთი ვაჟი, შეაძულა ჩემთან მოსვლა , სულ თავის ჭკუაე ატარებდა საწყალ ჯაბას
–კარგი არ გინდა მაგდას ლანძღვა , მშვენივრად ვიცნობდი და სულაც არ იყო მასეთი შენ რომ ამბობ, ეგოიტი ხარ და მაგას ვერ უშველე უბრალოდ , ნინი კიდეგამოჩნდება სად წავა, მაგრამ იმედია ნოდარის ცოცხალს მოუსწრებს
***
ნინიმ მშობლების დაღუპვამდე ოთხი ენის სწავლა მოასწრო, თავისუფლად ფლობდა ინგლისურს, რუსულს, გერმანულს და ფრნგულს. ამიტომ გადაწყვიტა სადმე თარჯიმნად მაინც ემუშავა.
საღამოს ქალბატონი ირმას შვილი ესტუმრა და ბინის საბუთები მოუტანა, ძალიან არგი მოსაუბრე აღმოჩნდა თამუნა , საერთო ენაც გამონახეს, თამუნამ შესთავაზა სამსახურის მოძებნაში მოგეხმარებიო, გერმანიის საელჩოში მუშაობს თვითონ და თუ რამე ვაკანსია გამოჩნდა პირველს შენ გეტყვიო, ამ ამბით გახარებულმა მთელი ღამე ვერ მოისვენა.
დილით სიწყნარეში თავისით გაღვიძებას ჯერ ვერ შეეჩვია, სულ ნელიკოს ყვირილი აღვიძებდა, დიდი სიამოვნება რომ მისი ხმა არ ესმის, მიუხედავად იმისა რომ კუდიან და სასტიკ ქალად თვლიდა, მაინც არ ელოდა ბეებიისგან ამდენს...
შუადღისას თამუნამ დაურეკა რაღაცეები გავიკითხე და საელჩოში მოდიო, ესეც სულ ფრენაფრენით გაემზადა, მაკიაჟზე დიდად არ გიჟდება , მაგრამ ცოტათი ფერი შეიცვალა სახეზე კლასიკურად ჩაიცვა და კიბეებზუ სირბილით დაეშვა. ალბათ ყველაფერს ბედი უნდა , სწორედ მაშინ დაამუხრუჭა მის ფეხებთან მანქანამ , როცაა ავტობუსისკენ გაქცევას აპირებდა, მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა – დაჯდები თუ კიდე დიდხანს გელოდოოო
ნინი საერთოდ არ ელოდა ლადოს გამოჩენას და არც მასთან არ სურდა ურთიერთობის გაგრძელება,
–მეჩქარება ლადო ასე რომ არ მცალია
– დაჯექი მე გაგიყვან თან რაღაც უნდა გითხრა ნინი
–გაჯიუტება მართლაც არ უცდია, ძალიან დააგვიანებდა სამომავლოო სამსახურში და მანქანაში მალევე ჩასკუპდა
–ნელიკომ გამოგზავნა თუ...
–არა ნელიკო არაფერ შუაშიაა, მე მაქ შენთან სათხოვარი, ლელამ ამიხსნა სიტუაცია და აუცილებეია, რომ მე და შენ დავქორწინდეთ, საქმე ჩემს ქონებას ეხება და სულაც არ მინდა რომ ის სხვას დარჩს
–და მე რა შუაში არ დაილია ქალები?
– ბაბუაჩემს შენ მოეწონე რძლად და სხვა გზა არ გვაქ
–ისა.. და ლადოო...., მე ცოტა ნორმალური მეგონე ამ წუთამდე იცი? რატომ გგონია რომ მე შენი ქონების დაკარგვა არ დაკარგვა მაინტერესებს? მე არ მეხება ვის ვინ მოეწონა მთავარია მე არ მინდა გათხოვება და მორჩა მითუმეტეს ასეთი სულელური მიზეზით, აქ გამიჩერე თუ შეიძლება და მეორედ არ გნახოთ შენ და ნელიკო ჩემმა თვალებმა ხომ გაიგე?
–ეცადე ჩემს მდგომარეობაში შემოხვიდე, უბრალოდ ეს ერთგვარი დახმარება იქნება, ეს ხომ ფიქტიური ქორწინებაა? შენ არაფერში იქნები შეზღუდული, ბაბუაჩემის სიკვდილის შემდეგ კი გავქორწნდებით
–და მე განათხოვი ქალის სტატუსით ვრჩები?
–ფულსაც მოგცემ, არ მითხრა ახლა ეგ სტატუსი რამედ მადარდებს და ხალხის ჭორაობის მეშინიაო
–შენ მე ვინ გგონიარ? იცი რას გეტყვი? ფულზე დახამებული და უდარდელი ნამდვილად არ ვარ , მე ჩემი პრინციპები მაქვს და ამ პრინციპებს ვერ ვუღალატებ, ასეთი ფიქტიური ქორწინებით თუ გინდა ბებიაჩემი მოიყვანე ცოლად მე თავი დამანებე ოღონდაც..
–მართალი ყოფილა ნელიკო შენზე ჯიუტი და უტაქტოაო, რომ ამბობდა, დედაშენს არ ვიცნობდი მაგრამ ალბათ მას გავხარ ასეთი, როგორც ნელიკო ამბობს... სიტყვა აღარ დაამთავრებინა ნინიმ ისე გააწნა სილა
–მეორეჯერ აღარ გაბედო და დედაჩემი არ ახსენო შე არაკაცოო, გუშინ ნელიკოს მიწასთან ასწორებდი და ახლა ფულის დაკარგვის შიშით გააღმერთე? შენნაირი ლაჩრები და ვიგინდარები არც უნდა არსბობდნენ ამ ქვეყნად, ამის მერე კაცი გგონია თავი? აქედან დამეკარგე და მეორედ არ გაბედო ჩემთან მოახლოება თორემ მომიწევს სხვა ზომებს მივმართო... უცებ გადავიდა მანქანიდან და წელგამართული შევიდა შენობაში, მაგრამ ღმერთმა უწყის რად უჯდებოდა გარეგნული სიმშვიდე, არადა სული როგორ აუფორიაქა ამ არამზადამ...
თამუნას დაძაბული ელაპარაკებოდა, ქალმაც შეატყო რიგზე , რომ ვერ იყო და გინდა თუ არა ექიმთან წავიდეთო, თუმცა რად უნდოდა ნინის ექიმი და ზემეტი თავისტკივილი...

როგორც თამუნას ლაპარაკიდან დაასკვნა გერმანიაში გასაგზავნი მასალები უნდა ეთარგმნა და შემდეგ უფროსთა უნდა შეეტანა , ნუ მის მოვალეობაში ჯერ ეს შედიოდა, რადგან უფროსი ჯერ მოსული არ იყო და ვინ იცის ისიც რას დაავალებდა, ხელფასი მარტოხელა გოგოსთვის დამაკმაყოფილებელი იყო და ნინიც დათანხმდა...



№1  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია ისტორიაც და შენც ავტორო)) მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს თავები გაზარდე რაა love

 


№2  offline წევრი NA NO

Queen ♛
ძალიან კარგია ისტორიაც და შენც ავტორო)) მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს თავები გაზარდე რაა love



მადლობაა გენაცვალეე, love საიტზე არსებული შეფერხების გამო წამეშალა თავი და თავიდან დავწერეე, ასე რომ აწი შევეცდები უფრო მსუყე თავი დავწერო love

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Raaa pataraa tavii iyo arr meyoo :(

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№5  offline წევრი NA NO

bavdhveboo es ramdenime dge ver davdrb gagrdzelebaas,ragac problemebis gamoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent