შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (15)


15-08-2015, 21:01
ავტორი luna
ნანახია 3 968

სასწაული დღე გათენდა.დილას,ძალიან ადრე გოგოები დამადგნენ თვაზე.ძალიან დაღლილი ვიყავი და ამიტომ ვერ მოვახერხე ადრე ადგომა.გოგონები უკვე მომზადებული იყვნენ და მეც მალევე ჩავიცვი.დილის 8 საათი იყო,ნუცასთან და ლიკუნასთან ერთად ზღვაზე ჩავედი.ბიჭებს ჯერ ეძინათ,მაგათ რას გააღვიძებ ამ დროს,ბომბი თუ არ აუფეთქე,განსაკუთრებით დემეს.ზღვა ძალიან წყნარი იყო და ეტყობოდა,წინ მზიანი დღე გველოდა.სანაპიროზე თითქმის არავინ იყო,მხოლოდ ვიღაცეები,აქა-იქ.ლიკუნა და ნუცა იმ წუთასვე ჩავიდნენ ზღვაში.ნუცამ იცოდა ცურვა ლიკამ არა,ნუ მოკლედ ხომ ვერ ვასწავლე ამ გოგოს ცურვა მაგრან დახრჩობის შიშები აქ და ამიტომ არ უნდა.მე არ ჩავსულვარ,ცოტა ხნით სანაპიროზე ვიჯექი და ჩემი ჭკუით შორიდან გოგონებს ფოტოებს ვუღებდი(სხვათაშორის ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა).უცებ სახეზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი,როგორ ამაფარა თვალებზე.რათქმუნდა ეს ჩემი დადიანი იქნებოდა,ყოველთვის "პუნქტუალური".
-როგორი ორიგინალური ხარ დადიან!-ვუთხარი სიცილით,ჩამოვწიე და ხელზე ვაკოცე.
-როგორც ყოველთვის ჩემო სიცოცხლე-მითხრა და ზევიდან შუბლზე მაკოცა.
-ასე ადრიანად რამ გაგაღვიძა?
-შენ-მითხრა და ღიმილით გვერძე მომიჯდა.
-აჰა,ანუ მე?
-ხო შენმა მონატრებამ-მითხრა და საფეთქელთან მაკოცა.
მე ჩავეხუტე და დიდხანს ვიყავი ასე,მასზე ჩახუტებული.ოო,როგორ ძალიან ძალიან მიყვარს.
-წამო არ გინდა?ჩავიდეთ-მითხრა და გამიღიმა.
-როგორ შეიძლება ასეთ ღიმილს უარი ვუთხრა-ვუთხარი და გავუღიმე.შემდეგ ერთიანი კაბა გადავიძვრე და ზღვისკენ წავედი.ცოტნე უკვე შესული იყო და მე მიცდიდა როდის შევეჩვეოდი სასწაულად ცივ წყალს.გოგონები სიცილით კვდებოდნენ.ერთი საათი ვიდექი ნაპირთან.შემდეგ ცოტნე ჩემკენ წამოვიდა მივხვდი რასაც აპირებდა და გავიქეცი.
-მოდი აქ სად გარბიხარ-მითხრა და გამომეკიდა,რათქმუნდა დამეწია(ყოფილი ფეხბურთელი სხვათაშორის)და დამიჭირა.
-არა,არა ცოტნე მაცადე ცოტა ხანი-ვყვიროდი და თან სიცილით ვკვდებოდი.ხელში ამიყვანა და წყლისკენ წამიყვანა.
-ოოჰ,მოიცა რა შენ რო დაგიცადოთ კი დაღამდება-მითხრა და მაგრად მოჭერილი ხელები უცებ გამიშვა და წყალში ჩამაგდო.სიცივე ვიგრძენი მაგრამ შემდეგ მალევე შევეჩვიე.ყველა ვიცინოდით.დადიანი შორს გავიდა და მეც მას მივყევი.
-მოიცა შენ ცურვა იცი?-მკითხა გაკვირვებულმა.
-ჰმ,რათქმუნდა და თანაც როგორ.
-შეხედეთ ჩემი გოგო როგორ ტრაბახობს კიდეც-"ჩემი გოგო"ძალიან მესიამოვნა და ყურებამდე გავიკრიჭე.უკვე საკმაოდ შორს ვიყავით. -ცოტა დავიღალე-ვუთხარი შეწუხებული ხმით.
-ნუკა იმედია მაშველობანას არ დამაწყებიებ-მითხრა სიცილით-ასე მალე როგორ დაიღალე.
-აუ რავი დავიღალე.ნუ გეშინია შენი გადარჩენა არ მჭირდება-ვუთხარი,დავეჭყანე და სხვა მიმართულებით გავცურე.
-ოო,ვიღაც გამიბრაზდა.ჩემი ბუსიაა-ისე საყვარლად მითხრა მაგრამ მაინც წინსვლა გავაგრძელე-მოდი აქ სად გამირბიხარ-მითხრა და ცურვას აუჩქარა.მეც ავუჩქარე რათქმაუნდა.
-ვერ დამეწევი ძალიანაც რომ მოინდომო-ვუთხარი სიცილით.
-მაგასაც ვნახავთ.
ოჰ ეს მედუზები,რომ არ არსებობდნენ ხომ შეიძლება მაგრამ რათქმაუნდა ჩემს თქმაზე არ გაქრებიან ამიტომ ჩემდა საუბედუროდ კიდევ გავედე ერთ უზარმაზარს.ისე შემეშინდა ისე უცებ მოვბრუნდი და ცოტნეს შიშისგან ჩავეხუტე.
-უი,ჩემი მშიშარა.რა იყო ნუკ მედუზამ შეგაშინა-მითხრა და სიცილი დაიწყო.მე უცებ მოვშორდი,უხერხულობა რომ არ ჩამოვარდნილიყო და დავეჭყანე.
-აუ რა ვქნა,ეს მედუზები მე ერთ დღეს ბოლოს მომიღებენ-ვუთხარი სიცილით.
-არაუშავს მე არ მოვუშვებ შენთან.მითხრა და გამიღიმა.
-კი კი აბა რა-ვუთხარი და მის ნათქვამზე სიცილით მოვკვდი.
-კაი გავიდეთ ნაპირზე მეც დავიღალე.
-კააიც-ვუთხარი და ორივე ნაპირზე გავედით.გოგონები სანაპიროზე ასულიყვნენ.მე ნაპირთან დავჯექი.უკნიდან კი ბიჭების სტვენა და ყვირილი მომესმა.ლუკა და დემე იყო.
-ვააა,ესენი ნახე რაა.ჩვენ დაგვტოვეს და თვითონ აქ გულაობენ-თქვა დემემ.
-შენ მაინც ვერ გაგაღვიძებდით -ვუთხარი სიცილით.თვითონაც გაეცინა.
-აბა ლუკინოოო წავედიით-იყვირა და ორ წუთში,ჩაყვინთულებმა თავი სადღაც სულ სხვაგან ამოყვეს.
სანაპირო თანდათან ივსებოდა და გართობაც ახლა იწყებოდაა.



№1  offline წევრი luna

ბოდიშით,ვერ მოვახერხე დადება love აღარ გალოდინებთ feel

 


№2  offline წევრი nini :)

მალე გააგრძელე

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent