ოცნების მჭერი (4)
მანქანა არც კი იყო ნორმალურად გაჩერებული, ირმამ, თამთან, ნატომ და თემურმა რომ ისკუპეს და თვალის დახამხამებაში მდინარეში აღმოჩნდნენ. მათი ქცევით გახალისებულმა საბამაც სწრაფად გაიძრო შორტი და წყალში შევიდა. თავიდან პანიკამ შეიპყრო დეა, მაგრამ მალევე დაინახა თემურს მასზე ხელი რომ ეკიდა და დაწყნარდა. მანქანიდან გადმოსვლა და ცხვირიდან სისხლის წასკდომა ერთი იყო. თავდახრილი გაჩერდა და ცხვირზე მოიჭირა ორი თითი. -გამომართვი. - ბოხმა ხმამ გასცა ბრძანება. თვალებში ჩამოფხატული თმიდან ძლივს დაინახა თარაშის ხელი, ხელსახოცი რომ ეჭირა. გამოართვა და ახლა ის აიკრა ცხვირზე. სისხლდენ არა და არ წყდებოდა. გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები, რომ იგრძნო თმა უკან გადაუწიეს და შუბლზე ცივი შეეხო. როგორც ჩანს, ჯაყელს მოეფიქრებინა და ცივი ტილო დააფინა შუბლზე. მამაკაცის საქციელით მეტად გაკვირვებული დარჩა ჯავახია. გაკვირვებული და ამავდროულად... ნასიამოვნები. ღიმილით გადაუხადა მადლობა. წელში გასწორდა და ტილო გამოართვა. -არ უნდა იარო უქუდოდ ამ სიცხეში. - უკმაყოფილო ჩანდა კაცი. -მშობლების მაგივრობას მიწევ შენი დარიგებებით? - შესცინა დეამ. -ოღონდ ახლა არ ატირდე დედა მინდაო და როგორც გინდა ისე ჩათვალე. - გაეღიმა ჯაყელს. -არ ავტირდები. - პატარა ბავშვივით იქცეოდა ჯავახია. დასვრილი ხელსახოცი და ტილო პარკში ჩადეს, მოგვიანებით რომ გადაეგდოთ. სისხლიანი ხელები თარაშმა დააბანინა, უფრო სწორად წყალს უსხამდა ბოთლიდან. მერე მფინარისკენ დაიძრნენ. ეუხერხულებოდა ჯავახიას სარაფნის გახდა. ზღვაზე არასდროს ჰქონია მსგავსი კომპლექსი, რადგან იქ ყველა საცურაო კოსტიუმითაა, ახლა კი ზღვისგან განსხვავებით მდინარეზე არიან და მაინც სხვაა. თანაც ხალხს რომ მოავლო მზერა, რამდნიმე გოგო დალანდა შორტით რომ ჩასულიყვნენ წყალში და გაკვირვებულს შუბლზე აუვიდა თვალები. ასე ცურვას სულ რომ არ ჩასულიყო ის ერჩივნა. ბოლოს სარაფნის ბოლოებს დასწვდა, ზევით ასწია და კაბა გაიხადა. როცა გაანალიზა, რომ კაბის გახდის პროცესში არც თემური უყურებდა და არც თარაში, გულზე მოეშვა. თავსიკენ ზურგშექცევით იყვნენ ისინი, ამიტომ თამამად ჩავიდა წყალში და ტუჩი მოიკვნიტა ცივი წყალი რომ დახვდა. გასახურებლად სწრაფად გაცურა მოშორებით მყოფი მეგობრებისკენ. -დეა. - უცნაურად მომღიმარმა თამთამ წარმოსთქვა მისი სახელი. -რა? -შენ და ის... თემოს მეგობარი. ჰა? - თვალებმოჭუტულები უმზერდნენ გოგოები. „სულ გააფრინეს ამათმა? რა მე და თემოს მეგობარი, ჰა?“ -ვერ გავიგე რას გულისხმობთ. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, არადა ძალიან კარგადაც მიხვდა. სახეზე მოწოლილი სიწითლე რომ დაემალა, ჰაერი ჩაისუნთქა და ჩაყვინთა. -რას და, თანახმა ხარ თუ არა ცოლად გაჰყვე თარაშ ჯაყელს და იცხოვრო მასთან ერთად, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ? - გადაიკისკისა ირმამ. -რას ბოდავთ? - მოჩვენებითი სიბრაზით გახედა მეგობრებს, თუმცა გულმა მაინც გაჰკენწლა. არ იცოდა გოგოები ხუმრობდნენ თუ მართლა ემჩნეოდა რამე, რომ თარაშზე ფიქრობდა ხოლმე, მაგრამ... -თანახმა ვარ! - სიცილში აჰყვა ჯავახიაც. თუ მიწოლაა მიწოლა იყოსო. -მეჯვარე მე ვარ! - წამოიძახა ნატომ. -მე ბავშვს ვნათლავ! - აჰყვა თამთა. -მე მეჯვარეც ვიქნები და ბავშვის ნათლიაც! - ენა გამოუყო დანარჩენებს ირმამ. დეას ეღიმებოდა მეგობრების ქცევაზე. -რომელს დაგეცათ ტუზი? - სიცილით მიუახლოვდათ თემური მოკისკისე გოგოებს. -დეას თხოვდება, დეა! - აყვირდნენ ერთხმად. -მართლა? - ჩაიცინა თემომ. -ხუმრობენ უბრალოდ. - საჭიროზე ხმამაღლა გასცა ჯავახიამ პასუხი. უნდოდა, რომ შორიახლოს მყოფ თარაშსაც გაეგონა მისი პასუხი, რადგან დარწმუნებული იყო გოგოების წამოძახილებს აუცილებლად გაიგონებდა წეღან. დიდი ხანი აღარ გაჩერებულა წყალში. მდინარიდან ამოვიდა და მის ნაპირზე დაჯდა პირსახოცზე. თუ საბას დახმარება დასჭირდებოდა ახლოს რომ ყოფილიყო. ვერ ხსნიდა რატომ მოიწყინა ასე უცებ. თითქოს ყველაფრის ხალისი დაკარგა. ჩაფიქრდა. წამით წარმოიდგინა, რომ მართლაც თხოვდება ჯაყელზე. რა ბედნიერი იქნებოდა მის გვერდით... ფიქრებით გატაცებულს ბედნიერების ღიმილმა გაუპო ბაგე. წარმოიდგინა როგორი იქნება მათი შვილი. მიუხედავად იმისა, ბიჭი იქნება, თუ გოგო, ექნება თარაშივით ლამაზი, შავი თვალები. იქნება მამასავით გაწონასწორებული, დინჯი... დამწუხრებულმა ამოიხვნეშა. ძალიან სწყინდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ოცნებაა, რომელიც ოცნებადვე დარჩებოდა. არანაირი ის და თარაში ერთად. არავითარი მათი შვილი, რა სისულელეა. როგორ დაუშვა ფიქრებშიც კი, რომ ახდებოდა?! იქნებ კაცს ჰყავს კიდეც შეყვარებული, საცოლე... რადგან ირმას დის დაბადების დღეზე, ორმეტრიანი სადღეგრძელო რომ თქვა მამამისმა თემურისა და თარაშის ქორწინების აუცილებლობაზე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კაცს რჩეული, ის ერთადერთი არ ჰყავს? აუცილებელი ხომ არაა ყველას სცოდნოდა ამის შესახებ?! პატარა ტოტს დასწვდა და მიწას დაუწყო ჩიჩქვნა ნერვებმოშლილმა. ვერც კი მიხვდა, როდის დაიწყო თარაშზე სერიოზულად ფიქრი. ნორმალურად არც კი იცნობს. მართალია უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და წარმოდგენა აქვს მასზე, მის ხასიათზე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცის ჯაყელის შესახებ. ან თუნდაც ასე რომ იყო, მაინც არ აქვს მასზე ოცნების უფლება. ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს, რადგან ნაკლებად ელოდება მამაკაცისგან საპასუხო გრძნობებს. თვალები აუწყლიანდა. არ უნდოდა რამე შემჩნეოდა და ისე მოისვა თვალში ხელი, თითქოს ექავებოდა. მის წინ, იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ თავისი მეგობრები, თარაში, საბა და თემური ცურავდნენ, აღარავინ დახვდა. შეშინებული წამოხტა ფეხზე და მიმოიხედა. მხოლოდ რამდენიმე მეტრში მოჩანდნენ ბავშვები, ისინიც სრულიად უცხოები. სასოწარკვეთამ შეიპყრო. სად შეიძლება წასულიყვნენ? დანარჩენები კარგი, მაგრამ საბა?! საბა სადღაა?! რამე რომ დაემართოს?! ნამდვილად არ იცოცხლებს თავს. არა, არა, ასე არ შეიძლება. შორს ხომ არსად წავიდოდნენ? შეიძლება მოშორებით გავიდნენ საცურაოდ. ანერვიულებულმა გადაიცვა სარაფანი და ტელეფონი მოიმარჯვა, თუმცა მერე გაახსენდა, რომ მდინარეში ტელეფონს არცერთი ჭკუათმყოფელი არ ჩაიტანდა და ვისთან რეკავდა აბა. ხელები უკანკალებდა. უნდოდა დაეძახა მათთვის, მაგრამ პირი რომ გააღო ბგერების ნაცვლად ხრიალი აღმოხდა. პირი გამშრალი ჰქონდა, კანკალი კი არ შეწყვეტილა. ძლივს იმორჩილებდა ფეხებს ორი ნაბიჯი რომ გადაედგა. ძლივსძლივობით დაუყვა მდინარის ნაპირს. ვერ აზროვნებდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ საბას არაფერი მოსვლოდა და რაც შეიძლებოდა მალე ეპოვნა ბავშვი. მერე დაინახა. შემაღლებულზე იდგნენ და იქიდან ხტებოდნენ მორევში. თვალთ დაუბნელდა. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ რომელიმეს შეიძლებოდა საბასთვისაც მიეცა იმ სიმაღლიდან გადახტომის უფლება, ამაში კი დარწმუნებული იყო, პატარა გაფრინდაშვილი რომ ხვეწნით შეიკლავდა მათ. რამდენიმე წამით მოაშორა მათ მზერა, რომ გაერკია საიდან შეიძლებოდა მათთან მისულიყო. შემაღლებული ადგილისკენ ბილიკი მიიკლაკნებოდა. მერე ისევ მათკენ გაიხედა. საბა წინ წამოსულიყო და როგორც ჩანს, გადმოხტომას აპირებდა. ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. ტელეფონი ისე, რომ არც დაუხედავს სად აგდებდა, ძირს მოისროლა და მდინარეში შეცურა. უფრო და უფრო სწრაფად უსვამდა მკლავებს, მალე რომ მიეცურა ბავშვამდე, რომელიც ის-ის ოყო წყალში ჩახტა. ისევ დაუარა პანიკის ტალღებმა. ვერც აანალიზებდა რას აკეთებდა, სად იყო, რა ხდებოდა. დაპროგრამებულივით მიიწევდა წინ. მხოლოდ ის იცოდა, რომ რაც შეიძლებოდა მალე უნდა ამოეუვანა საბა წყლიდან, რადგან არაფერი იყო გამორიცზული. შეიძლება არ ჰყოფნოდა ჰაერი, ან წყალი ჩაეყლაპა, ან პანიკაში ჩავარდნილიყო... ან... ან... ერთ წამს ამოყვინთა და დაინახა, რომ მორევში იყო თვითონაც. სწრაფადვე ჩაყვინთა და თვალები ჭყიტა ბავშვი რომ დაენახა. მართლაც, შეშინებული საბა ხელ-ფეხს იქნევდა. ვერ გაიაზრა როგორ ჩაავლო ხელი და როგორ გაიყვანა მდინარიდან. ვერც ის, როგორ დააწვა გულ-მკერდზე და ჩაყლაპული წყალი გადმოაღვრევინა. ეგონა საუკუნე გავიდა, სანამ გაფეინდაშვილი ამოისუნთქებდა და წამოჯდებოდა. მერე მიხვდა, რომ მთელი ტანით ცახცახებდა. ბრაზისგან ლამის გამსკდარიყო. დაბინდული ჰქონდა მზერა. შეიძლება შემოკვდომოდა კიდეც ვინმე, ისე ძალინ იყო გაბრაზებული. არ ესმოდა თავისი მეგობრების ხმები, ბოდიშებს რომ უხდიდნენ. ეკითხებოდნენ როგორ იყვნენ ის და საბა. არაფერი ესმოდა და არაფერი აინტერესებდა. ერთადერთი, რაც უნდოდა ის იყო, რომ სწრაფად გაცლოდა მათ და ბავშვის კარგად ყოფნაში დარწმუნებულიყო. არ გახსენებია არც ბავშვის ტანსაცმელი და არც თავისი ტელეფონი, რომელიც ქვაზე დანარცხებულიყო და აღარაფრად ვარგოდა. სწრაფად ჩაავლო საბას ხელი და წაიყვანა. უმიზნოდ და უმისამართოდ მიდიოდა. იცოდა, რომ დარჩენილიყო ბრაზს ამოანთხევდა და მერე გვიანი იქნებოდა. არ აქცევდა გოგოების ძახილს ყურადღებას. თითქოს დრო გაჩერებულიყო. იცოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და გადარჩნენ, მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა. „რამე რომ მოსვლოდა... რამე რომ მოსვლოდა...“ - მონოტორულად იმეორებდა მისი გონება „ფირებს“. სახლში რომ მივიდნენ, საკმაოდ დაბინდებულიყო. ნინელი სახლში არ დახვდათ, ალბათ მეზობელთან იქნებოდა სერიალის საყურებლად. მისი სახლში არ ყოფნა ისე გაუხარდა დეას, როგორც არასდროს. საბა აბანავა და ლოგინში ჩააწვინა. ძალა სულ წართმეოდა. -არ მომატყუო რა, მითხარი როგორ ხარ? - უკვე მერამდენედ ჰკითხა ბავშვს. -კარგად ვარ, დეა. - მისუსტებულმა უპასუხა. - მეძინება. -დაიძინე, დაიძინე. - ინსტიქტურად უპასუხა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და აკოცა. მომხდარით შეშინებული ბავშვი ძლიერად ებღაუჭებოდა ძიძის ხელს. ბრაზით ჯერ კიდევ კანკალებდა. მთელი ღამე არ მოშრებია ბავშვს გვერდიდან. გვიან, გვიან თვითონაც ჩაეძინა. ვერ იჯერებდა, რომ თარაშმა დაუშვა 7 წლის ბავშვის კლდიდან გადმოხტომა. იმედგაცრუების მწარე გემოს გრძნობდა ჯავახია მთელი ღამე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.