შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (3)


15-08-2015, 19:04
ნანახია 3 414

სისხამ დილით ჭყიტა თვალები. გემრიელად დაამთქნარა და ფეხზე წამოდგა. ღამის პერანგი ტანზე შემოტმასვნნოდა. მუშტით მოისრისა თვალები და ღია ფანჯარაში გადაიხედა. ღიმილითა და ხელის დაქნევით მიესალმა ეზოში მოფუსფუსე მეზობლებს.
უყვარდა სოფლის დილა. სუფთა ჰაერი, აშრიალებული ხეების ხმა და შორიახლოს ჩამომავალი მდინარის ჩხრიალი.
თავი მოიწესრიგა და სპორტულ შარვალსა და ნაცრისფერ მაისურში გამოწყობილი ეხოში გავიდა. საბა ყოველთვის გვიან იღვიძებდა ხოლმე, ასე რომ თავისუფლად შეეძლო სარბენად წასვლა. მუსიკების ფონზე მიძუნძულებდა ჯავახია. იცოდა, რომ რაც არ უნდა მოენდომებინა, ნატოსა და თამთას ვერ გააღვიძებდა ასე დილა ადრიანად, ამიტომ ირმას სახლისკენ აიღო გეზი. დედამისი გზაში შეხვდა, ეზოდან საქონელს დევნიდა. შეუთანხმდა თქვენი შვილი უნდა გადავღვიძოო და მადლობელი დაგრჩებიო, რომ გაიგო, არც დაუყოვნებია ისე შეალაჯა მის ოთახში.
ბევრი წვალებისა და ნჯღრევის შემდეგ, აზრზე მოიყვანა მეგობარი. ცოტა ხანში კი ორივე გზაზე იდგნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ. წყარომდე ჩავიდეთ და უკან ამოვიდეთ სირბილითო.
წყარომდე რომ მივიდნენ, ორივე ძალიან დაღლილი იყო. შორიდავე თვალი მოკრეს ხეების ქვეშ ჩამომსხდარ ორ სილუეტს.
-ჩემი ძმა და მისი მეგობარი არიან! - აღტაცებით წამოიძახა ირმამ და სწრაფად გაიქცა მათკენ. გაკვირვებულმა დეამ მხრები აიჩეჩა, რა გაუხარდა ასე ძალიანო და ისიც მათთან მივიდა.
-დილამშვიდობისა! - ხელი დაუქნია ბიჭებს.
-გამარჯობა, დეა! - ღიმილით მიესალმნენ საპასუხოდ.
-აუ, წყალი მინდა! - დაიწუწუნა ირმამ.
-ჯერ არ დალიოთ, დაღლილები იქნებით. - მკაცრად გადმოხედა ორივეს თემურმა.
-კარგი რა, დავიხრჩო გინდა? - თავი მოისაწყლა მისმა დამ.
გაბუსხულმა ირმამ წყლიანი ჭიქა ძირს დადო. აღარცერთს ამოუღია ხმა. დეა მიწაზე დაჯდა, ხეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. დილის სუფთა ჰაერითა და სიწყნარით ტკბებოდა. თარაშმა რამდენჯერმე გააპარა გოგონასკენ მზერა. ჯავახიასგან უჩუმრად ათვალიერებდა მის ნაკვთებს.
„რა ბავშვური და ლამაზია“ - დაასკვნა ბოლოს ჯაყელმა.გაეღიმა კიდეც დეას აწითლებულ ლოყებს კიდევ ერთხელ რომ შეხედა.
ცოტა ხანი კიდევ ისხდნენ და ისვენებდნენ. რადგან თემური და თარაში ვარჯისშს აღარ აპირებდნენ, გოგოებსაც მეტი რა უნდოდათ და ისინიც მაათთან ერთად წავიდნენ სახლში ნელი სვლით, თუმცა კი ძლივს ეწეოდნენ ბიჭებს.
-დეა, შენ როდის მიდიხარ? - წამოიწყო საუბარი ირმამ.
-სად? - გაკვირვებულმა შეხედა ჯავახიამ.
-სად და თბილისში. - თვალები დაუბრიალა, როგორც ჩანს, სპეციალურად დაუწყო გამოკითხვა თავის ძმასთან და მის მეგობრართან ერთად, თუმცა კი ვერ გაეგო რატომ.
-აგვისტოს ბოლოს ალბათ. მერე მეც სწავლა მეწყება.
-კააარგია. მაშ, მანამდე აქ იქნები არა?
-კი, სად წავალ აბა?! - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა.
-ბიჭებო, ხომ წაგვიყვანთ ხოლმე მდინარეზე? - წარბები აათამაშა ირმამ და ისე გადახედა გვერდით მომავალ ახმახებს.
-რა თქმა უნდა. წავიდეთ დღეს საღამოსაც. - დაჰპირდა თემო.
-ნახე ახლა, ვითომ ხომ კარგი ძმაა, ვთხოვე რაღაც და დამეთანხმა ეგრევე, მაგრამ ისე.. ნწ. მაბრაზებს ხოლმე. - სიცილით გამოუყო ძმას ენა.
-როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან ბედნიერი ხარ, ძმაც რომ გყავს და დაც. - ალაპარაკდა ჯაყელი. - მე დედისერთა ვარ, ყოველთვის ვსაყვედურობ ამაზე მშობლებს. - წარბშეკრული მიშტერებოდა გზას და მძიმე ნაბიჯით მიიწევდა წინ.
-მეც მყავს და, ოღონდ ჩემზე დიდია და თანაც გათხოვილი. გერმანიაში წასული. ერთი სული მაქვს როდის დაიბადება ჩემი დისშვილი. დამპირდა შენს სახელს დავარქმევო. - აღტაცებული ლაპარაკობდა დეა. პატარა ბავშვს გავდა, უმნიშვნელო საგანით აღტაცებულს, თუმცა დისშვილის ყოლა როდის იყო უმნიშვნელო?!
-შენ, როგორც ჩანს, ძალიან გიყვარს ბავშვები?! - ღიმილით ჰკითხა თარაშმა.
-რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარნან. არავინ იქნებოდა ჩემზე ბედნიერი, პატარა რომ მყავდეს სახლში. ისე მოვეფერებოდი, ისე ძალიან ჩავკოცნიდი და ჩავეხუტებოდი. - ოცნებაში წასული ჯავახია ძლიერად მოეხვია წარმოსახვით ბავშვს, რეალურად კი ხელები გულ-მკერდზე მიიჭირა და თვალები დახუჭა ნეტარებისგან.
მართლა ძალიან უყვარდა ბავშვები. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ თავის აღსაზრდელს ვერ მოუთმენდა თავხედობას და კარგადაც მისტყეპავდა ხოლმე, თუმცა ეს არასდროს მომხდარა, თუ მსუბუქ გაჯავრებას არ ჩავთვლით.
-გათხოვდი მერე და გეყოლება პატარა სახლში. - წარბები აათამაშა ირმამ.
-ჩემი წამყვანი არ დაბადებულა ჯერ. - გულწრფელად გაეცინა ჯავახიას.
-მაშინ ბავშვი იშვილე. - სერიოზული გამომეტყველებით ალაპარაკდა.
-რა გჭირს, ჩემი მოშორება დაგავალა ვინმემ? - თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-არააა.
-აბა მისი გათხოვება გაქვს დავალებული? - მეგობრების დუელში ჩაერთო თარაში.
გამომეტყველება, როგორც ყოველთვის, სერიოზული ჰქონდა. წარბები სხვა დროსთან შედარებით, ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის და ისეთი მკაცრი შესახედაობა აღარ ჰქონდა, როგორც ადრე. დეას მოეჩვენა, რომ იღიმოდა კიდეც ჯაყელი.
-დეასთვის მინდა კარგი, თორემ განა მე რა. - ეშმაკურად ჩაიცინა ირმამ.
აღარავინ გამოპასუხებია. სანამ სახლში შევიდოდნენ, შეთანხმდნენ, რომ საღამოს მდინარეზე წავიდოდნენ.
ძალიან დაღლილი იყო სახლში რომ მივიდა. რამდენი ხანია არ ურბენია და კუნთები ტკიოდა. წუწუნით გადაივლო წყალი და საბა გააღვიძა, ისიც ბებიამისის დაჟინებული მოთხოვნით, თორემ რას უშლიდა, ძინებოდა ბავშვს.
-დეა, საჭმელი შენ გააკეთე რა, თორემ ბებიაჩემი ისევ მშიერს დაგვტოვებს. - სახე მოჭყანა ბავშვმა და ისე შეეხვეწა. ორივეს გაეცინათ წინა დღის ინციდენტზე, მაღაზიაში რომ მოუწიათ ჩასვლა და ისე დანაყრება.
-რა გაგიკეთო? - ღიმილით გაუჩეჩა ბიჭს თმა და თავზე აკოცა.
-ყიყლიყოები.
ხელი ჩაკიდა პატარა გაფრინდაშვილის პატარა ხელებს და კიბეზე ჩავიდნენ. თარაშის ნათქამი სიმართლე აღმოჩნდა. ტაქტიკა უნდა შეიმუშაო ბავშვთან ურთიერთობისთვის, ყველა ერთნაირი არაა, რომ მარტივად დაგიმეგობრდეს ან მინიმუმ მოეწონო. ზოგ ბავშვს დიდზე უფრო ახირებული ხასიათი აქვს, ტკბილი სიტყვით კი უფრო გახვალ ფონს, ვიდრე ჩხუბით, თუმცა ზოგთან ეს ჩხუბი უფრო ჭრის.
სანამ ჯავახია „ყიყლიყოებს“ აკეთებდა, მანამდე საბა მაგიდასთან იჯდა და თეფშზე ჩანგლის კაკუნით ელოდებოდა საუზმეს.
-პატარა პარაზიტო, დღეს თუ ჭკვიანად მოიქცევი, საღამოს მდინარეზე წაგიყვან, გაწყობს? - თვალებმოჭუტული დააჩერდა ბავშვს.
-კი. - აღტაცებულმა წამოიძახა. - ჭკვიანადაც მოვიქცევი და ეკლესიაშიც წამოვალ. იქაც ჭკვიანად მოვიქცევი. არ ვირბენ, არ ვიხმაურებ, არავის გავაწვალებ. - დამაჯერებლად ჟღერდა პატარა გაფრინდაშვილის სიტყვები.
-ძალიან კარგი. იცოდე, თუ პირობას დაარღვევ, აღარ წაგიყვან, სულ რომ ტირილით გასკდე. - მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა დეამ.
-მოსულა.
ხელი გაუშვირა საბამ. ჯავახიამაც შეთანხმების ნიშნად ხელი ხელზე დაურტყა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
არც ისე აუტანელი ბავშვი გამოდა, ადრე რომ ეგონა. ბავშვი ხომ მაინც ბავშვია და ამასთან, ყველა საყვარელია.
შუადღემდე ბევრი საქმე ჰქონდა. სახლი უნდა დაელაგებინა და ტანსაცმელი გაერეცხა. მერე წყალი მოეტანა, სადილი გაეკეთებინა და თუ დრო დარჩებოდა საბა უნდა ემეცადინა. თუ არადა ეს საქმე საღამოსთვის უნდა გადაედო.
მზე ისე ძალიან აღარ აცხუნებდა. თითქოს მოღრუბლულიც კი იყო. უქუდოდ გავიზა ეზოში და ტანსაცმლის რეცხვა დაიწყო, სიამოვნებდა გრილ წყალში რეცხვა. თან ეზოში მოთამაშე საბას ადევნებდა თვალს, მეზობლის ბიჭებთან ერთად რომ დასდევდა ბურთს.
-დეა! - მოესმა ნინელის ხმა.
ხელები დაიბანა და სახლში შევიდა, ქალი რომ ენახა.
-შენი ტელეფონი რეკავს. ლაპარაკს რომ მორჩები, მერე ისევ მოდი აქ, საქმე მაქვს.
ისე უთხრა ქალმა, რომ გაზეთისთვის თვალი არც მოუცილებია. სამზარეულოში დადებულ ტელეფონს დასწვდა დეა და სიხარულის ბგერები გამოსცა ეკრანზე დედამისის ნომერი რომ დაინახა.
-დე, როგორ ხარ? - მხიარულად ჩასძახა ტელეფონში.
-არ გრცხვენია, შვილო? მე თუ არ დაგირეკე, შენ არ უნდა დამირეკო? სულ არ გახსენდება არავინ. - საყვედურნარევი ტონი ჰქონდა დედამისს.
-ვიცი, მაია, ვიცი, მაგრამ რა ვქნა? უამრავი სამქე მაქვს. - დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა ჯავახია. არ უნდოდა ნინელის რომ გაეგო, ისეთი ქალია, მერე ეტყოდა თუ უკმაყოფილო ხარ ჩვენთან მუშაობით, არავინ გაძალებს. შეგილძლია წახვიდეო და...
-მოგიკვდეს დედა შენ! რას აიჩემებ ხოლმე უნდა ვიმუშავოო? გაკლებ რამეს, დედი? - ხმა გაებზარა ქალს. ეცოდებოდა თავისი ერთადერთი შვილი.
-ნუ დაიწყებ ახლა! არაფრით ვარ უკმაყოფილო, პირიქით, ძალიან კარგია აქ. მართალია, ვიღლები ხოლმე, მაგრამ საღამოობით მეგობრებთან ერთად ვარ და კარგადაც ვერთობით. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვს. - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს, არც დეას უნდოდა დედამისი ზედმეტად განერვიულებულიყო.
-კარგი, შვილო, კარგი, როგორც გინდა, ისე იყოს, მაგრამ ათასში ერთხელ მაინც დაგვირეკე ხოლმე. მამაშენი ნაწყენია შენზე, ელოდება როდის დაურეკავ.
-მამას უთხარი ბავშვი შენი შვილი კი არაა, შენ თვითონ ხარ-თქო! - გაეცინა. - რას მებუტება ამხელა კაცი?
-ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ და შემიწირავთ კიდეც მე. არვიცი, თქვენ მოაგვარეთ თქვენი საქმე, მე ნუ ჩამრევთ. - ხმამაღლა ლაპარაკობდა მაია, ორივეს რომ კარგად გაეგო, თავის შვილსაც და გვერდით ოთახში მყოფ ქმარსაც.
-აუცილებლად, უფროსო!
ტელეფონი გათიშა და ნინელისთან გავიდა. ოთხად მოკეცილი ქაღალდი ჩაუდო ხელში, ირმასთან წადი და დედამისს მიეცი ესო. სანამ წავიდოდა, ტანსაცმლის რეცხვა დაამთავრა, მერე პლასმამის ჭურჭლები აიღო, აქეთ-იქით დაიკავა და გზას გაუდგა. ირმას სახლამდე ჩასული წყარომდეც ჩავიდოდა და წყალსაც მოიტანდა, მერე რომ რეისები არ ეკეთებინა.
ჭიშკრის წინ ჯაყელის მანქანა იდგა. მხოლოდ ერთხელ ნახა, მაგრამ იმ ერთხელაც ისეთ სიტუაციაში, რომ რა დაავიწყებდა ამ მანქანას, ძახლს და ამ ორივეს პატრონს?! წყლის ჭურჭელი ეზოში დატოვა და ირმას სახლისკენ წავიდა, რადგან ეზოში არავინ ჩანდა. აივანზე ასულმა შიშით შეჰკივლა, სარწეველა სკამში მჯდარი თარაში რომ დაინახა.
-მოხდა რამე? - ჰკითხა კაცმა.
-არა, უბრალოდ... არ მეგონა აქ თუ ვინმე იქნებოდა და... - პაუზებით ლაპარაკობდა დეა და შეშინებული გულზე იდებდა ხელს.
თარაში სკამიდან წამოდგა, წიგნი, რომელსაც ორიოდე წუთის წინ კითხულობდა დახურა და წარბშეკრული დააჩერდა მის წინ მდგარ ერთი ციდა გოგოს.
-ირმა სახლშია? - დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტად ჰკითხა დეამ.
კაცმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
„ასეთი სიტყვაძუნწი არსებობს კიდევ მეორე დედამიწის ზურგზე? ხომ შეეძლო ეთქვა „არა“, თავის ქნევის ნაცვლად?“ - მამაკაცის საქციელით გაღიზიანებული ფიქრობდა გოგონა.
-კაარგი... და დედამისი?
თითების ტკაცუნით დაუსვა მოროგი კითხა.
-ეგ უზრდელობაა. - კიდევ უფრო მკაცრი და ბოხი ხმით წარმოსთვა მამაკაცმა.
-რა? - თვალები გაუფართოვდა ჯავახიას, ისე, რომ თითების წვალება არ შეუწყვიტავს.
-თითების ტკაცუნი უზრდელობაა. არავის უთქვამს შენთვის? - გაღიზიანება დაეტყო მკაცრ სახეზე.
-ეს... ბავშვობიდან მოყოლებული ასე ვარ. ვერ გადავეჩვიე. - თავი იმართლა დეამ და ეცადა გაჩერებულიყო. მართლაც ასე იყო, რაც თავი ახსოვს, იქიდან მოყოლებული ეს მავნე ჩვევაც თან მოჰყვება. რომ ვერ გაჩერდა, შორტის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
-ბავშვობიდან მოყოლებული? განა ახლა ბავშვი არ ხარ? - აშკარად გახალისებულმა თარაშმა კოპები გახსნა.
-ბავშვი როგორ, 23 წლის ვარ!
-23-ის? თუ 2-ის ან 3-ის? - დეას დაცინვას არ წყვეტდა კაცი.
-გეტყობათ კარგ ხასიათზე ბრძანდებით, მისტერ სერიოზულობავ! - შეუბღვირა გოგომ.
-ნამდვილად, ნამდვილად.
დეა კიდევ უფრო მოიღუშა. ნაწყენი დარჩა. ვერც სიტყვაში მოუგო კაცს. ტუჩები დაბრიცა და მამაკაცის მაღალ სილუეტს ახედა.
-არავის ვინმე სახლში?
-ჩემ გარდა არავინ.
ჯავახიამ უკან დაიხია ინსტიქტურად. არც იფიქრია, რომ ჯაყელი რამეს დაუშავებდა, მაგრამ რეფლექსებმა აიძულეს ასე გაეკეთებინა.
-ბავშვებისთვის ჩემს ძაღლსაც კი არაფერი დაუშავებია და მე ნამდვილად არ გავგიჯებულვარ. - ირონიულად ჩაიცინა კაცმა.
ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის. ძალიან რცხვენოდა მომხდარის გამო, მით უმეტეს, რომ კაცმა შენიშნა მისი ეს ქცევა.
-ეს.. ეს წერილი რომ ნონა დეიდას მისცე, შეგიძლია? - ამოღერღა ბოლოს.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია კაცმა. სწრაფად მიაწოდა ფურცელი და უკან გაბრუნდა. რცხვენოდა კაცის, თანაც ნაწყენი იყო მასზე. არ მოსწონდა ბავშვად რომ აღიქვამდა. არადა სულაც არ იყო ბავშვი, განა ბავშვობაა 23 წლის ასაკი?! კიბატონო, მამაკაცი მასთან შედარებით უფროსია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეა პატარაა.
-ერთი ის გამაგებინა თვითონ რამდენი წლისაა, მე რომ ბავშვს მეძახის? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა შედარებით ხმამაღლა და წყლის ჭურჭელს დასწვდა.
-30-ის. -იყო პასუხი.
ჯავახიას ხელი გაუშეშდა. თვალები ძლიერად მოჭუტა, ნატრობდა, რომ ეს სიმართლე არ ყოფილიყო, თუმცა არა. თავი ასწია და დაინახა. მამაკაცი მის გვერდით იდგა.
„ჯანდაბა, ჯანდაბა! სულ მე როგორ უნდა ვვარდებოდე ასეთ უხერუხულ სიტუაციებში? რა ვქნა ახლა?“ - სასოწარკვეთილმა მიმოიხედა და ბოლოს თავი დახარა.
-წამოდი. - თავით ანიშნა მანქანისკენ და თვითონ საჭესთან დაჯდა. დეა ადგილიდან არ დაძრულა.
-ნუ უბრაზდები შენს თავდაცვის ინსტიქტს. ჩათვალე, რომ არც არაფერი მომხდარა. ახლა კი წამოდი. - მოთმინებით ლაპარაკობდა კაცი.
ჯავახიამ ცას ახედა. ღრუბელი გაბნეულიყო და მზე ანათებდა. ამოიხვნეშა და ისიც მანქანაში ჩაჯდა.
-ჩემს თავდაცვის ინსტიქტს ძალიან რცხვენია და ბოდიშს გიხდის. - მოღუშულმა გახედა ჯაყელს.
-მიღებულია. - თვალი ჩაუკრა თარაშმა.
დეას გაეღიმა. რადგან უთხრეს, რომ ბოდიში მიღებული იყო, არც ეჭვი შეპარვია ამაში. წყაროსთან მისული სწრაფად ჩახტა მანქანაში და ჭურჭელი წყლის მილს მიუდგა. შუადღის სიცხის გამო არავინ ჩანდა ახლო-მახლო. თავისი სიზმარი გაახსენდა. მხოლოდ თვითონ და თარაში რომ იყვნენ წყაროსთან, სხვები კი თითქოს სადღაც გაქცეულიყვნენ. ისე რომ არც გაუაზრებია რას ამბობდა, სიზმრის მოყოლა დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სისულელეს აკეთებდა და დადუმდა. კაცის დაჟინებული თხოვნის თუ მოთხვოვნის მიუხედავად, მაინც აღარ განაგრძო თხრობა.
დეას სახლთან გაჩერდა მანქანა. ორივე ერთდროულად გადმოვიდნენ. თარაშმა წყალი შეიტანა ეზოში და მანამ არ დადგა ძირს, სანამ დეამ არ მიასწავლა თუ სად ინახავდნენ წყალს.
ეზოდან გამავალ კაცს თვალი გააყოლა ჯავახიამ. აღფრთოვანებაში მოჰყავდა მის განიერ მხარ-ბეჭს გოგონა, მიხვრა-მოხვრას, შავ თვალებს, მკაცრ, თუმცა მაინც მიმზიდველ ნაკვთებს...
ტუჩი მოიკვნიტა. უკვე მერამდენედ გამოიჭირა საკუთარი თავი მასზე ფიქრში.
________
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო.



ello1997
ალილუია, გვეღირსა))) გამიხარდა, გამიხარდი♥♥♥

გეღირსა კი, არ იტვირთებოდა საიტზე სიახლეები თორე მეორე დღევე დავდებდი belay

 


მოსულა, ძეტკა, მოსულა :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent