შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადზე ტკბილო (3)


17-08-2015, 01:09
ავტორი მთვარეული
ნანახია 2 150

გამთენიის ხანს ტკივილმა გამომაღვიძა.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და დავინათე.სისხლის მომდიოდა,როგორც ჩანს ჭრილობა გაიხსნა.
ტკივილი როცა უკვე გაუსაძლისი გახდა რომ არ მეყვირა მაჯაზე მთელი ძალით ვიკბინე,ვხვდებოდი,რომ უკვე ისტერიკებში ვვარდებოდი და ტელეფონზე გუგას ნომერი ავკრიბე.ორჯერ ვცადე მაგრამ ტელეფონში მაინც გამაყრუებელი სიგნალის ხმა ისმოდა.როგორც იქნა მესამე ცდაზე აიღო.
_რა იყო ალექსანდრა ცეცხლი გიკიდია?
_გუგა გეხვერწები დროზე მოდი ჭრილობა გამეხსნა და ცუდადა ვარ.რაც შეიძლება სწრაფად მოდი...მეტი ტკივილის ატანა აღარ შემიძლია.
_ალექსანდრა ეხლა მომისმინე.ნუ გეშინია მე სანდრექსას დავურეკავ და ის ჩამოგაკითხავს ჩემზე მალე მოვა.
არ გამიპროტესტებია და დაველოდე როდის შემოვიდოდა ალექსანდრე.მალევე გაიღო ჩემი ოთახის კარები და თმააბურძგნული ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ალექსანდრე გამოჩნდა.ხელში ამიყვანია და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.
_ალექსანდრა ნუ ნერვიულობ მალე მივალთ.
მელაპარაკკებოდა და თან გზას უყურებდა.მე კი ტკივილისგან ვიკრუნჩხებოდი და უკვე მეტი აღარ შემეძლო.მალევე მივედით საავადმყოფოში და ერთიანად დამეტაკა წამლების საზიზღარი სუნი.
_სასწრაფოდ ექიმი ცუდადაა.
მერეე მახსოვს როგორ ეჭირა ჩემი ხელი ალექსანდრეს და როგორ შემიყვანეს საოოპერაციოში.მერე არაფერი მახსოვდა,მხოლოდ ავღანეთის დღეები მახსენდებოდა რაც უფრო გაუსაძლისი და მტკივნეული იყო.კადრებად ვხედავდი ყველაფერს და ამ ყველაფრის გახსენება ვხვდებოდი რომ საბოლოოდ ჩემი გაგიჟებით დასრულდებოდა.
შოკოლადზე ტკბილო (3)

თვალები მძიმეედ გავახილე და პალატას მოვავლე თვალი.თეთრი კედლები და შავი ტელევიზორი იყო,ორი სავარძელი.მერე ჩემს სხეულს დავხედე და მილებს გავუშტერე თვალი,რომელიც ჩემს კანქვეშ იყო.როგორ მეზიზღებოდა საავადმყოფოები.როგორ მძულდა ექიმები.
ეხლაც კარები გაიღო და ექიმი შემოვიდა.
_თავს როგორ გრძნობთ?
_ეგ თქვენ უნდა იცოდეთ.
ვუთხარი მკვახედ და ვანიშნე დროზე მორჩენილიყო თავის საქმეს და აქედან გასულიყო,ისედაც სულს მიხუთავდა აქ ყოფნა.მანაც ჩემს გვერდით მდგარ ეკრანს თვალი გაუშტერა და მერე რაღაც ჩაინიშნა.
_დედათქვენს დავუძახებ.
ოთახი დატოვა და ოთახში თვალებდაწითლებული დედა შემოვიდა..სავარძელი ახლოს მოაჩოჩა და ჩემი ხელი მის ხელებს შორის მოიქცია.
_დედი როგორ ხარ?
_უკეთესად არც შეიძლება.
_რატომ ხარ ესეთი გაღიზიანებული?
_სულაც არ ვარ გაღიზიანებული უბრალოდ კითხვაზე პასუხი გაგეცი.
_იცი ექიმმა თქვა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლებნების გამო იქნებ ჯობს ფსიქოლოგთან მივიდეს და რამოდენიმეჯერ გაესაუბროსო.
_გიჟები და გადარეულები თვითონ არიან.რა მინდა მე ფსიქოლოგთან გაგიჟდით?
დავიწყე სიცილი.
_იქნებ მართლაც ჯობდეს.
_არ მინდა! არაა გესმის? არა!
ჩემს ყვირილზე ექთანი შემოვარდა და ვენაში რაღაც ნემსი გამიკეთა.ისევ ჩამეძინა და ისევ ის კადრები მიტრიალებდა.ყვირილით გავიღვიძე და ცრემლები წამომივიდა.
მილებს ხელიდან ვიგლიჯავდი და ხელებს ვიკბენდი.ვყვიროდი და სულაც არ ვაქცევდი ჭრილობის ტკივილს ყურადღებას.
ოთახში ისევ შემოვარდა ექთანი და კიდევ ერთი ნემსი გამიკეთა.
_არ მინდა!ნუ მაძინებთ!არ მინდა არაა!
ვყვიროდი მაგრამ ჩემს ყვირილს არავინ არ აქცევდა ყურადღებას.ამჯერად მამა მესიზმრა.ისევ სამხედრო ფორმა ეცვა,ისევ ისეთი სიმპატიური იყო,ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე იყო,ისევ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა,ისევ ისე თბილად მიკრავდა გულში.მე ვტიროდი და ვცდილობდი ყველა ემოციისგან დავცლილიყავი,მინდოდა მეტირა და ამ ტირილით ყველაფრისგან განვთავისუფლებულიყავი.
_მაა ტირილი არ გიხდება.შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ მამი?უნდა იბრძოლო!
ეს მითხრა და მერე გამეღვიძა.ოთახში კი თოკა იჯდა.როცა თვალებგახელილი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა.
_ალექსანდრა ბოდიში.არ უნდა მიმეცა გაშვების უფლება.სახლში უნდა დამეტოვებინე.
_რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებოდი?ორივე შემთხევევაში ჭრილობა გაიხსნებოდა.ასე რომ შენი ბრალი არაფერი.
ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
_იცი ექიმებმა თქვეს რომ ნერვული შეტევა გქონდა.
_საიდან მოიტანეთ.
ვცდილობდი დამემალა და არაფრისმეტყველი სახე მივიღე.
_ხელები სულ დაკბენილი გაქვს.
მითხრა და თვალებით ჩემს მკლავებზე მიმანიშნა,რომელსაც აშკარად ეტყობოდა ლურჯად კბილების კვალი.
_საათებს ვიკეთებდი.
ვუთხარი სიცილით.
_ალექსანდრა ეს სასაცილო აღარ არის!ნერვული შეტევა გქონდა ეს კი იმიტომ რომ შენს ფსიქიკაში ჩარჩენილია იმ დღეების მოგონებები.
_მოგონებებს ხომ ვერავინ წაშლის?
_მაგრამ ამ ცუდი შეგრძნებბების გაქრობა შესაძლებელია.
_ჯადოქარი ხარ და მიმალავ?
ვკითხე თითქოსდა მართლაც შეშფოტებული ხმით.
_სანდრა! გეყოს ხუმრობა.შენთვის აუცილებელია რომ ფსიქოლოგთან მიხვიდე.
_რად მინდა ფსიქოლოგი როცა თავს კარგად ვგრძნობ?
_ნერვული შეტევა გქონდა რამდენიმე საათის უკან!სანდრა ეს აუცილებელია.იცი დედაშენი როგორ ნერვიულობს?მას უნდა ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე შვილი და არაა აი ესეთი ისტერიკული და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული.ზურას სულს გაფიცებ როგორც კი გაგწერენ მაშინვე წახვალ.
_ხო კარგი კარგი!ისე როდის გამწერენ?
_არ ვიცით შეიძლება ერთი კვირაც დაგტოვონ,რადგან როორც ჩანს ვერ ისვენებ დაწოლილი.

----------------
ბოდიში მეტის დაწერა ვერ მოვახერხე რაღაც მიზეზებისდა გამო.
და კიდევ და კიდევ მადლობა ვინც კითხულოობთ!



№1  offline მოდერი ჯია

ახლა წავიკითხე სამივე თავი, ძალიან მომეწონა.. საინტერესოა ❤️ პატარ-პატარა შეცდომები არის, მაგრამ არაუშავს დაიხვეწები ნელ-ნელა. ყოჩაღ!
წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი Winchester ))

ძალიან კარგია ცოტცოტა შეცდომები კი გაქვს მაგრამ არაუშავს ნელნელა გამოასწორებს.

 


№3  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს თავები გაზარდე რაა((
წარმატებები <3

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent