ოცნების მჭერი (6)
დილით, 5 საათიც არ შესრულებულიყო, თვალები რომ ჭყიტა. თარაში ესიზმრებოდა და არც თუ ისე სასიამოვნო სიზმარი იყო, აქაც კი რომ მათი განშორების საფრთხე იყო. ძილი ვერ შეიბრუნა. რამდენიმე დღით უნდა დაისვენოს, თანაც მშობლებს ნახავს და მათი საყვედურების კორიანტელსაც დაიმსახურებს. ნასიამოვნებს გაეღიმა, რომ წარმოიდგინა მამას როგორ ჩაეხუტებოდა... ღია ფანჯარას მიუახლოვდა და გადაიხედა. გათენებულიყო, თუმცა სოფელს ჯერ კიდევ ეძინა. აქა-იქ ისმოდა ძაღლის ყეფა. მალე მამლის ყივილიც შეუერთდა და ჯამში სოფლის სიმფონიური ორკესტრი შედგა. წყარომდე ვერ მოასწრებდა ჩარბენა-ამორბენას, ამიტომ უფრო მოკლე მანძილზე არჩია წასვლა. არ უნდოდა ერთი დღე მაინც ჩაეგრო, დარგან დაიწყო ვარჯიში, უნდა მიყვეს კიდეც. აბურდული თმა არც დაუვარცხნია, ისე შეიკრა კოსად და სწრაფად ჩაიცვა სპორტულები. ცხელი დღის მიუედავად, დილით ცოტა აგრილებულიყო და არ უნდოდა გაოფლილი გაციებულიყო. ირმას სახლს რომ ჩაურბინა, ეზოში მყოფი ჯაყელი შენიშნა, მაგრამ ვითომ ვერ დაინახა, არც კი შეუნელებია ნაბიჯი. სახლში სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდა. სწრაფად მიიღო შხაპი, რადგან 6 საათი სრულდებოდა. სველი თმა ძლივს დაივარცხნა და ლოგინზე დაწყობილ გაუთოვებულ ტანსაცმელს დახედა. ვერ გადაეწყვიტა რომელი ჩაეცვა. -ჰმ, ეს შორტი რომ ჩავიცვა რას იფიქრებს კაცი წარმომიდგენია! ნამეტანი მოკლეა მგონი... - ტუჩი მოიკვნიტა და სახედაჭყანულმა შორტი მიიზომა. - ჯანდაბას, ჩავიცვამ ამ შორტს. -ჩაიდუდღუნა ბოლოს, როცა გადაწყვიტა სხვა ყველაფერი დისკომფორტს შემიქმნისო. თხელი, კრემისფერი პერანგი შეიკრა და ღია ჩემოდანი შეკრა. ბავსვების ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, არ უნდოდა გაღვიძებოდათ, შეიძლებოდა ეტირა კიდევ პატარა გოგოს. ფრთხილად აკოცა ორივეს ჯერ ერთ, მერე მეორე ლოყაზე და ღიმილით გამოიხურა კარი. ნინელი მისაღებში იჯდა დივანზე. „არიქა, შენ არ გამოგეპაროს ჩემი წასვლა-მოსვლის ამბები!“ თვალები გადაატრიალა დეამ და დილა მშვიდობისა უსურვა ქალს. -ხომ ისაუზმებ? - ჰკითხა ნინელიმ.; -ყავას დავლევ მხოლოდ. თქვენ მიირთმევთ? ისე, რომ არაფერი უთქვამს ქალს, ადგა და უკან გაჰყვა სამზარეულოსკენ მიმავალ ჯავახიას. კითხვის გამეორება არ უნდოდა დეას, რადგან იცოდა ძალიან კარგად გაიგონა ქალმა და მაინც არ უპასუხა. წყალი ჩაასხა მადუღარაში და ფინჯნები გადმოიღო. -ასეთ ფორმაში მიდიხარ? - დაკვირვებით შეათვალიერა ქალმა მისკენ ზურგით მდგომი ჯავახია. -დიახ. - მოკლედ მოუჭრა გოგომ და ადუღებული წყალი ფინჯნებში ჩამოასხა. -როდის დაბრუნდები? - არ წყვეტდა ნინელი დაკითხვას. -ზუსტად არვიცი, საბას მშობლები ხომ 10 დღით რჩებიან აქ, მანამდე აუცილებლად ჩამოვალ. -კარგი, კარგ დასვენებას გისურვებ. ყავას წრუპავდა ჯავახია და ერთი სული ჰქონდა როდის დაამთავრებდა, ჯერ რომ ნინელის მოშორებოდა და მერე თარაში რაც შეიძლება მალე რომ ენახა. სულ აღარ ახსოვდა ის წყენა, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ გულს უღრღნიდა. -დეა, რა მაინტერესებს... - უცნაური ტონით განაგრძო ქალმა ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საუბარი. - შეყვარებული თუ გყავს, ან საქმრო... - თვალებმოჭუტული შეჰყურებდა გოგონას. ჯავახიამ პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა მოახერხა. გაოგნებული იყო. რა ეტაკა ამ დილაუთენია ქალს, რომელიც ადრე ერთ ტკბილ სიტყვას ძლივს იმეტებდა დეასთვის, ახლა რომ მასზე ზრუნვა და ამბების გამოკითხვა დაიწყო?! -აარ..არა. - ძლივს ამოღერღა. -კარგი, კარგი. - ნასიამოვნები დარჩა ქალი პასუხით. სწრაფად გარეცხა ყავის ფინჯნები, ქალს დაემშვიდობა და ოთახში ავიდა პატარა ჩემოდნის ჩამოსატანად. -სად მიიპარები, გოგონი? - კიბეებზე ჩასვლისას ლაშას ხმა დაეწია. ღიმილით მიიხედა უკან და ხელი დაუქნია. -არ უნდა დამემშვიდობო?! - შეუწარხყოფილი სახე მიიღო თმააბურძგნულმა ბიჭმა. -გეძინა და ხომ არ გაგაღვიძებდი. - შესცინა დეამ. დიდი ხანი არ იყო გასული, რაც ლაშამ და დეამ ერთმანეთი გაიცნეს, მაგრამ კარგად გაუგეს ერთმანეთს და ეს მოკლე ხანიც საკმარისი აღმოჩნდა კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ლაშა ოთახში შებრუნდა, მაისური ჩაიცვა და მალევე ჯავახიას ამოუდგა გვერდით. ჩემოდანი გამოართვა. -ძილის მერე ჯელტმენური თვისებები იღვიძებს შენში? - დასცინა და აბურძგნული თმა კიდევ უფრო აუჩეჩა. -გოგონა, ბევრს ნუ ტლიკინებ, თორემ ჯელტმენობას დავივიწყებ მერე! - წარბების თამაშით გადახედა ბიჭმა. სიცილით გავიდნენ ეზოში. ღრმად ჩაისუნთქა დეამ დილის გრილი ჰაერი და რომ გაახსენდა, რამდენიმე წუთში თარაშს ნახავდა, სიხარულით გული აუჩქარდა. ლაშამაც შეატყო უეცარი ცვლილება, თანაც ლოყები გაუწითლდა, მაგრამ არაფერი უთხრა. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა მათ შორის. -მოვიწყენ უშენოდ, მალე ჩამოდი რა. - მოღუშული სახით შეხედა დეას, მათ წინ, საკმაოდ ახლოს მყოფი თარაში რომ შენიშნა და სპეციალურად თქვა. უნდოდა დარწმუნებულიყო თავის ეჭვებში, თანაც თუ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც თვითონ ფიქრობდა, შეიძლებოდა დეასთან ურთიერთობაზე ფიქრიც...... -საჭმელს ვეღარ შეჭამ უჩემოდ, მე - უშენოდ და ასე, გვეშველება ორივეს, 1-2 კილოს მაინც მოვიკლებთ. - კისკისებდა ჯავახია. თარაშმა მუშტები შეკრა მომძლავრებული ბრაზისგან. არ უნდოდა ხასიათი გაფუჭებოდა ვიღაცის გამო, არადა მართლაც უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გაიღვიძა დილით. წლები იყო ასე არ უგრძვნია თავი. სიამოვნებდა იმის გააზრება, რომ ჯავახიასთან ერთად იმგზავრება, პატიებასაც თხოვდა მომხდარის გამო და იმედოვნებდა, რომ ისიც აპატიებდა. -ეგ შენ გინდა გახდომა, თორემ მე მშვენივრად გამოვიყურები. - არ ჩამორჩა ლაშა. დეამ რომ თარაში შენიშნა, მაშინვე შეწყვიტა სიცილი. ჯაყელი ზუსტად მაშინ შებრუნდა მათკენ, როცა დეა უყურებდა და წამიერად თვალი თვალში გაუყარეს. ჯავახიას შერცხვა და მზერა აარიდა. მერე გაუბედავად მიესალმა, რაზეც თარაშის ჩვეულებრივი, უემოციო სალამი მიიღო. იმედი გაუცრუვდა. არც თვითონ იცოდა რას ელოდა, მაგრამ მის ასეთ უემოციობას არა. სიმწრით ჩაეცინა. გრძნობდა დაძაბულობას სამეულს შორის, ჩემოდანი გამოართვა ლაშას, მერე კი თვითონ მიაწოდა თარაშს. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს რამე მოხდებოდა პირდაპირ ლაშას ხელიდან, ჯაყელის ხელში რომ გადასულიყო. ლაშაც დარწმუნდა „რაღაც“ რომ ხდებოდა და მალევე დაემშვიდობა წყვილს. კაცმა რომ მზერა არ მოაშორა დეას, მანაც იგრძნო უხერხულობა და სხეულზე დაიხედა, რაღაც ხომ არ მაცხიაო. სირცხვილით ლოყები ჭარხალივით გაუწითლდა, რომ მიხვდა გამჭვირვალე პერანგის შიგნით მაისურის ჩაცმა დავიწყებოდა. არადა ყოველთვის იცვამდა ხოლმე, ბიუსჰალტერი და მკერდი ასე აშკარად რომ მოჩანდა პერანგიდან, რომ დაემალა. „სახლში შევბრუნდე და გამოვიცვალო, თუ რა ვქნა?“ - სასოწარკვეთილმა დაუსვა კითხვა საკუთარ თავს. „მაგრამ სახლში რომ მივბრუნდე, ცალკე ნინელი ამავსებს კითხვებით და ლაშასთანაც უხერხული იქნება, თარაშთან ხომ, მით უმეტეს. სულელი ვარ, ნამდვილი სულელი! რამ გამომაშტერა?!“ - ფიქრობდა გამწარებული. „რამ თუ ვინ?“ - ჩაეკითხა ალტერეგო. პასუხი ნათელი იყო, რა თქმა უნდა „ვინ“, ეს „ვინ“ კი მის წინ იდგა და ეკადრებინა გოგონას მკერდისთვის თვალის მოშორება. -წავედით? - ბოლოს სიჩუმე ისევ კაცმა დაარღვია. სწრაფად დაუქნია დეამ თავი და მანქანაში ჩახტა. თან თმა რაც შეეძლო წინ გადმოიყარა, მკერდს რომ დაფარებოდა. -ასეთ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ, მე მაინც საჭეს ვმართავ და არაფერი გაქვს სადარდებელი. - ჩაიცინა კაცმა, დეამ რომ საშველი არ დააყენა თმის ხან ისე გადაწევას, ხან ჩამოფარებას... კიდევ ერთხელ ინატრა დასამარება, მაგრამ სოფლის გზას რომ გასცდნენ და სწორ, სრიალა გზაზე გავიდნენ, შვებით ამოისუნთქა. სიტყვებს თავს უყრიდა ჯაყელი, უნდოდა საუბარი წამოეწყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გადაჩვეულიყო ლაპარაკს, მით უმეტეს, იმ ავადსახენებელი ამბის შემდეგ, წლები რომ გავიდა, მაინც იქ ჩარჩა და იმ ტკივილითვე ცხოვრობს დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხანი გავიდა... სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა ვერც დეამ, ჩამრთვეკ ღილაკს თითი დააჭირა და მანქანაში სასიამოვნო მელოდიის ხმა გაჟღერდა. თვალები ააფახურა მოულოდნელობისგან. ტუჩები ოდნავ დაეცილებინა ერთმანეთისთვის და ფართოდ გახელილი თვალებთ შესცქეროდა თარაშს, აქამდე თუ ჩუმ-ჩუმად გახედავდა ხოლმე, ახლა სირცხვილის გრძნობა სადღაც გამქრალიყო. კითხვის ნიშნით სავსე მზერით გადმოხედა მამაკაცმა და წარბები აწკიპა. -სერიოზულად? - ამოთქვა როდისღაცა ჯავახიამ. თარაშმა წარბები შეკრა. თქმით კი ისევ არაფერი თქვა. აღიზიანებდა გოგონას მისი ჩუმად ყოფნა. -ვივალდი? არ მოველოდი! - ხელები ზევით აღაპყრო და მერე მუხლებზე დაიტყაპუნა. -არ მოგწონს? - გვერდულად გახედა თარაშმა. -რას ამბობ, როგორ თუ არ მომწონს, პირიქით, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ! მართლა, ღმერთმანი, ვერაფერს იტყვის კაცი. - სიცილით დაამატა. კაცს ჩაეღიმა. მასაც ესიამოვნა, დეას და თავისი გემოვნება რომ დაემთხვა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე ვივალდის „ოთხ სეზონს“ უსმენდა და ფიქრებში წასულიყვნენ. დეა ახლო წარსულს იხსენებდა კიდევ ერთხელ, თარაშის და თავისი შეხვედრის პირველი დღიდან იმ წუთამდე. თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ეკლესიაში შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენი რამ მოხდა ამ ერთ თვეში, თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც, აი ასე, გაუცნობიერებლად, დეას გრძნობები გაუჩნდა ჯერ კიდევ საკმაოდ უცნობი მამაკაცის მიმართ. -გეტყოდი ახლა, მაშინ მე არ ვყოფილვარ იქ და სულ ტყუილად ხარ ჩემზე გაბრაზებული, რაც საბას უკავშირდება-მეთქი, მაგრამ რადგან ყველანი ერთად ვიყავით წასულები, არ მამართლებს ის, რომ მე მართლა არ ვიყავი მათ გვერდით და შესაბამისად, არც კი ვიცოდი თუ საბა ხტებოდა მორევში. ამიტომ, ბოდიშს გიხდი რა. მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა, მით უმეტეს, რომ შენ მდინარის ნაპირზე დაგტოვეთ სხვაგან და ყურადღებას ვერ მიაქცევდი... - დაძაბული იყო თარაში, მის გვერდით კი ანერვიულებული დეა თითების ტკაცუნს ვერ წყვეტდა. არ უნდოდა ამ თემას შეხებოდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში, ის მაინც გაუხარდა, რომ ჯაყელი არაფერ შუაში იყო მომხდართან დაკავშირებით. თავი ოდნავ მიაბრუნა კაცისკენ და დაუქნია, იმის ნიშნად, რომ ბოდიში მიღებული იყო და სუსტად გაუღიმა. მამაკაცმა რომ თვალები დაუბრიალა, მერე მიხვდა თითებს ჯერ კიდევ რომ ატკაცუნებდა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, სავარძელსა და ფეხებს შორის ჩააცურა. გრძნობდა ჯაყელის მზერას, ხანდახან, მაგრამ მაინც. თავი ფანჯარას მიადო, თვალებმილულულმა შეათვალიერა მამაკაცის პროფილი, დაჭიმული ყბა, საფეთქელთან ამობურცული ძარღვი, შავი თვალები და კუშტად შეკრული წარბები. ძილში იღიმოდა ჯავახია. თარაშმა უკანა ფანჯრები აწია, ეშინოდა არ გაცივდესო. ქარისგან აფრიალებულ თმაში თითქმის აღარ უჩანდა დეას სახე, მაგრამ ის მაინც უყურებდა. არ ეთმობოდა. ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ იგივეს გრძნობდა და თავს ვერ ერეოდა, რომ შეწყვეტილიყო ყოველივე ეს. „შენ მაინც გაგიფრთხილდები!“ - დაჰპირდა მძინარე ჯავახიას. ყელში ბურთი გაეჩხირა. ბოლოს დროს ხშირად კარგავდა თავზე კონტროლს, ვერ იტანდა ასეთ სიტუაციაში რომ იყო. ლამის ჭკუიდან შეეშალათ ფიქრებს. ბუნდოვანი იყო მომავალი, მტკივნეული წარსული კი თავს ახსენებდა ყოველ წუთში, აწმყო... აწმყო კი დეა იყო. ლოყებაწითლებული, სავარძელზე მოკუნტული და მძინარე დეა. *** მთქნარებით გასწორდა სავარძელში და ხელები განზე გაშალა. ერთიანად გაოფლილს ტანსაცმელი უსიამოვნოდ ეკვროდა ტანზე, თმა შუბლსა და კისერზე მისწებებოდა. შორტის ჯიბიდან თმის სამაგრი ამოაძვრინა, სწრაფად შეიკრა თმა და ახლაღა მიიხედ-მოიხედა დაკვირვებით. ადგილი ეუცხოვა. თარაში მანქანაში არ იყო. მანქანის კარი კი ჩაეკეტა. -რა ვქნა ახლა, პანიკა ავტეხო მომიტაცეს და მომეშველეთ-თქო, თუ მშვიდად ვიჯდე და დაველოდო, როდის მოვა?- ხმამაღლა გამოელაპარაკა საკუთარ თავს. ბოლოს მაინც წყნარად ჯდომა ამჯობინა. პატარა ჩანთიდან სავარცხელი ამოიღო და გაწეწილი თმა დაივარცხნა. -კარგია, ჩემი მაინც არ შეეშინდება. - კმაყოფილმა გაუღიმა სარკიდან მომზირალ ანარეკლს. ფანჯრები აწეული იყო და სული ეხუთებოდა. ჯერ ისედაც ოფლიანი, კიდევ უფრო გაიოფლა და დაუფიქრებლად ჩაამტვრევდა რომელიმე ფანჯარას, რამე მძიმე საგანი რომ ჰქონოდა. 15 წუთი ელოდა. შვებით ამოისუნთქა მანქანისკენ მომავალი თარაში რომ დაინახა. -როგორ გეძინა? - ბოხი ხმით ჰკითხა დეას. -ჯერ თუ ჰაერს არ ჩავყლაპავ, ვერაფერს გიპასუხებ. - გამწარებულმა დაისისინა. მანქანიდან გადმოხტა და შედარებით გრილი ჰაერით გახარებული დატრიალდა. მანქანას დაყრდნობოდა ჯაყელი და ისე უყურებდა ბავშვივით გახარებულ დეას. ძალიან უნდოდა გოგონას სიხარულის მიზეზი თვითონ ყოფილიყო და არავინ და არაფერი სხვ, ყოველ შემთხვევაში იმ წუთებში მაინც. „ეგოისტიც გავმხდარვარ ამ სიბერეში.“- გონებაში გაეცინა. ჯავახიამ რომ გაღიმებული თარაში შენიშნა დაიმორცხვა, ეგონა მასზე იცინოდა ან მსგავსი. მანქანაში ჩასხდნენ. ცივი წყლის ბოთლი, რომელიც სავარძელზე იდო, სწრაფად მოიყუდა და ნახევრამდე ჩაცალა. -ბოდიში, უბრალოდ ძალიან მწყუროდა, თანაც ისეთი ჩახუთულობა იყო მანქანაში, რომ სულს ძვილს ვითქვამდი. -შენ იცხოვრე ჩემთან, მე მოგიტან წყალს. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჯაყელმა, მაგრამ დეას არ გაუგონია. გზაზე მიჰქროდნენ და თავი ფანჯრიდან ჰქონდა გადაყოფილი. მანქანა კორპუსის წინ გაჩერდა. დუმდნენ. -მადლობა, რომ მომიყვანე. - ოდნავ გახსნა ტუჩები ღიმილის დროს დეამ. მამაკაცმა თავი დაუქნია. ჯავახია მანქანიდან გადავიდა. ჯაყელიც გადაჰყვა. საბარგული გახსნა და ჩანთა ამოიღო. ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად. ზურგი აქცია და სადარბაზოსკენ წავიდა. ცრემლები მოაწვა. ბურთი ყელში ჰქონდა გაჩხერილი და სუნთქვას უშლიდა. თვალები ძლიერად მოჭუტა, არ უნდოდა ეტირა. -დეა! - მამაკაცის ხმაზე ინსტიქტურად შეჩერდა, უკან არ მიუხედავს. იცოდა თავს ვეღარ შეიკავებდა და იტირებდა. -დეა! - კვლავ განმეორდა ძახილი. თარაშის ხმა ისეთი მომთხოვნი იყო, წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მიბრუნდა. უნდოდა მზერა მოეშორებინა კაცისთვის, მაგრამ მალევე უკუაგდო სურვილი. არ იცოდა კიდევ როდის, ან საერთოდ თუ შეხვდებოდა მას, ამიტომ უნდა დაემახსოვრებინა მისი სახლის ყოველი ნაკვთი, მათი მოძრაობა... ისიც იცოდა თვალები რომ ცრემლებით ჰქონდა სავსე, მაგრამ იმ მომენტში არ ანაღვლებდა. ჯაყელის ჩვეული, უემოციო გამომეტყველება სადღაც გამქრალიყო, მაგრამ ვერც ის გაეგო, რა ეწერა სახეზე. რაღაც უცხო იყო, ჯერ აქამდე რომ არ ენახა ისეთი... გული შეუტოკდა. ზუსტად მაშინ დარწმუნდა, რომ ეს მოკლე ხანი საკმარისი ყოფილა არც თუ ისე კარგად ნაცნობი პიროვნების შესაყვარებლად. უყვარდა ჯაყელი. აქამდე თუ ეჭვობდა, ახლა დარწმუნდა. და ამ გრძნობამ ბედნიერება კი არ მოუტანა, არამედ მწუხარება. გრძნობა ცალმხრივი იყო და ეს ტანჯავდა. ფეხები დაუბუჟდა, როცა თავისკენ მომავალი თარაში დაინახა. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ ერთმანეთს და ისიც მინიმუმამდე შეამცირა კაცმა. სულ ახლოს იდგნენ, დაიფიცებდა, რომ მისი სუნთქვაც და გულის ცემაც ესმოდა. სასაცილო იყო, ალბათ არ უნდა გეგონა, რადგან ქუჩაში იდგნენ და მანქანების ხმა სიმყუდროვეს არღვევდა, მაგრამ მაინც გაიგო. ან მოეჩვენა. ჯაყელმა მარჯვენა ხელში ჩაავლო ხელი დეას, წინ გამოაწევინა, ხელის გულზე კი ოცნების მჭერი დაუდო. -წადი ახლა! - ოდნავ გაღიმებულმა დახედა ერთდროულად გახარებულ, გაკვირვებულ და მაინც გულდაწყვეტილ გოგონას და სადარბაზოსკენ უბიძგა. ***** რავიცი, რავიცი, რატომღაც მგონია, რომ არ მოგწონთ და რა ვქნა, დაგასვენოთ და დავისვენო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.