შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (11-12)


20-08-2015, 12:40
ავტორი Linna
ნანახია 4 520

„პაწუუუკ, არ მიშვებეენ ბიჭებიიი.. ძალიან დამათვრეს. ბოდიში რააა.“
ანასტასიას მივწერე, ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩავიდე და ჩემი თოჯინას კოცნა გავაგრძელე.
-ტკბილი ტუჩები გაქვს, მშვენიერო.
სექსუალური ღიმილით ვუთხარი და ხელი ბარძაყიდან საჯდომზე ავაცურე.
*ანასტასია:
" არაუშავს ”
მივწერე, ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და თვალები დავხუჭე.. გვიანი იყო, მეძინებოდა, მაგრამ თორნიკეს ველოდებოდი და არ დამიძინია. ახლა კი, როცა მითხრა, რომ არ მოვიდოდა, მშვიდად მივეცი თავს დაძინების უფლება.
_____________________________________________________
*თორნიკე:
კიდევ ერთ გოგონას ვაჩუქე დაუვიწყარი ღამე და მისი ჩაძინებისთანავე დავტოვე ოთახი. ნიკას ძებნას აზრი არ ჰქონდა, ფეხით დავუყევი ქვაფენილს.
სავსე მთვარე იყო.ყოველთვის მიყვარდა ღამე, განსაკუთრებით მთვარიანი.მართალია ცა მოწმენდილი იყო და მთვარეც ანათებდა, მაგრამ ვარსკვლავები არ ჩანდნენ. მშვიდი, ნელი სიო ქროდა, რომელიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე. მაშინაც ასეთი მშვიდი ღამე იყო. მაშინ, როცა დედაჩემის ღიმილიანი სახე უკანასკნელად დავინახე..მაშინ, როცა ჩემს ძველ ცხოვრებას გამოვემშვიდობე.
ასეთმა ამინდმა კიდევ უფრო გამიმძაფრა შურისძიების სურვილი. წამით ვიფიქრე,ანასთან მივალთქო, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა მოსიყვარულე ბიჭის თამაშის თავი. თუ სწორად მახსოვდა, ლუკა ღამის სმენა არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ სახლისკენ ავიღე გეზი.
არ შევმცდარვარ, ჯოში სამზარეულოში იჯდა და ჭამდა.
სიცილით მივედი.
-იცი რომელი საათია?
-მერე?
საჭმლით გამოტენილი პირით ძვლივს ამოილუღლუღა..
-ასე გშიოდა?
მის წინ დავჯექი.
-უჰ, ძალიან.დედამ მოგიკითხა, გთხოვა მოვიდესო.
მითხრა და წვენის ბოთლი მოიყუდა.
-ჰო, ვნახავ ამ დღეებში.
ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე და მოვსვი.
-გმადლობ თორნიკე.
გაეცინა და პურის დიდი ნაჭერი მოტეხა.
-ბერიძე გახსოვს?
მოულოდნელად ვიკითხე, სახე გაუფითრდა.
-კი, მერე?
ზიზღით სავსე ხმით მითხრა.
-მალე ჩავაძაღლებ.
კმაყოფილი ღიმილით ვუთხარი და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
-როგორ?
თვალები წამოენთო.
-მისი ქალიშვილის დახმარებით.
-ქალიშვილის?
ეშმაკური ღიმილი შეეპარა სახეზე.
-ჯერ-ჯერობით.
მეც ღიმილით ვუპასუხე და წამოვდექი, ოთახისკენ წავედი.
-უჩემოდ არაფერი მოიმოქედო! მინდა მამის მკვლელის ტანჯვით სავსე თვალები დავინახო.მინდა გავამწარო. ღმერთო, როგორ მინდა.
მომწონდა ძმის ასეთი მსჯელობა.
-რათქმაუნდა.
თავი დავუქნიე და საწოლზე დავვარდი..
_______________________________
*ანასტასია:
დილით გაღვიძებისთანავე გამახსენდა მამასთან ჩხუბი.საშინლად არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა. თან მაკაარ ამოსულა..
ტელეფონი ავიღე,თორნიკეს მესიჯს ველოდი.. გული დამწყდა, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ ნაბახუსევზე იქნებოდა. ნინის მივწერე..
„დღეს სადმე აპირებ???“
არ გამიკვირდა პასუხი თხუთმეტი წუთის შემდეგაც რომ არ მოვიდა. მივხვდი, ისიც ცუდად იყო.
ამიტომ წამოვდექი, გადავივლე და მოვწესრიგდი. მამა გუშინ ღამის ცვლაში თუ იყო, წესით უნდა სძინებოდა.მთელი დღე ოთახში ვერ გავჩერდებოდი, ამიტომ, რამდენიმე საათში ჩუმად გამოვაღე ოთახის კარი და ქვემოთ ჩავიპარე.
-გაცოფებულია!
მომახალა მაკამ
-ჯერ დილამშვიდობისა გეთქვა.
შევეცადე ნერვიულობა არ გამომეჩინა.მაგრამ იცით? რატომღაც ნაკლებად ვღელავდი ამაზე.
-ანასტასია, მართლა გაბრაზებულია.
-ოოო, რავქნაა. მე გავაფრთხილე.
-ანასტასია!
ასეთმა პასუხმა მეც გამაკვირვა და მაკაც..
-სძინავს?
ჩუმად ვიკითხე.
-არა, სასწრაფო საქმეზე დაურეკეს და გაიქცა.არ გრცხვენია? ასეთი რთული სამუშაო აქვს და რამდენ პრობლემას უმატებ.
უნდა მეპასუხა, მაგრამ ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და საერთოდ გადამავიწყდა მამაც და მაკაც
“ვიმედოვნებ, ამ ღამეს ჩემთვის მოიცლიმ მშვენიერო”
მამაზე გაბრაზებულმა დაუფიქრებლად მივწერე:
„რათქმაუნდა”
“კარგი, პირველისკენ შენს სახლთან ვიქნები”
აღარ მიმიწერია, მაგიდაც არ ამილაგებია ისე შევედი ჩემს ოთახში და კაბის შერჩევა დავიწყე. რამდენიმეს მოზომების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი გარდერობი კლუბისთვის გამოუსადეგარი იყო.. ვინანე მამას ფული რომ არ გამოვართვი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ქვემოთ ჩავედი.
-მააკა !
დავიყვირე, როცა სამზარეულოსა და მისაღებში ვერ ვნახე.
-გისმენ.
სააბაზანოს კარი ფეხით გაახო და სარეცხით სავსე ყუთით გამოვიდა, აივნისკენ წავიდა.
-იცი.. ბევრი ვიფიქრე. მამა მართალია.ვიფიქრე, გოგონებს დავურეკავ და საყიდლებზე წავალთთქო.
გაეღიმა.
-ფული სამზარეულოშია, საპურის ქვემოთ.
ღიმილით მითხრა, მეც გამეღიმა, ვიცოდი!
მაკას შუბლზე ვაკოცე, ფული ავიღე და ოთახში ავირბინე.ნინის დავურეკე.
-არ მცალია, მძინავს.
ნამძინარევი ხმით მითხრა და გამითიშა, გამეცინა.ისევ დავურეკე.
-თუ რაიმე სასწრაფო არაა, ვერ გადამირჩები!
აშკარა იყო, რომ ძალიან, ძალიან ეძინებოდა.
-საყიდლებზე უნდა გამყვე.
გაუბედავად ვუთხარი.
-ღმერთო, ჯესიკა!
იყვირა
-ეგ საღამოს არ შეიძლებოდა?
-საღამოსთვის მზად უნდა ვიყო.
მშვიდად ვესაუბრებოდი.ვიცოდი, ჩემი ტონი მასაც დაამშვიდებდა.
-რა ჯანდაბა უნდა იყიდო და რა ჯანდაბისთვის?
გამეცინა.
-კაბები კლუბისთვის.
-ფული გაქვს?
ხმა უცებ გამოუცოცხლდა.
-კი, მამამ დამიტოვა.
-რამდენიი?
გამხიარულდა, ფული გადავთვალე.
-ათას ორასი.
-გაემზადე! თხუთმეტ წუთში შენს სახლთან ვიქნები.
სწრაფად მომაყარა და გათიშა.
შავი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი, შავი ჟაკეტიც მოვიცვი.. თმები გავიშალე და საათს დავხედე..ნინი წუთი წუთზე მოვიდოდა, არ მინდოდა მაკას დაენახა, ამიტომ სწრაფად გავედი სახლიდან. გასვლამდე კოცნა დავტოვე მზრუნველი ძიძის ლოყაზე.
ნინის გზაჯვარედინთან ველოდებოდი. შორიდანვე გავარჩიე განსხვავებული სიარულის მანერით, მანაც მიცნო და ხელი ამიწია, ნაბიჯები დააჩქარა.
-აბა, მეგობარო, მზად ხარ სავაჭრო ცენტრების დასაპყრობად?
მხიარულად მკითხა და გადამეხვია.
-რათქმაუნდა!
მეც მხიარულად ვუპასუხე.
-იმედი მაქვს, კონსულტანტს უსაჩუქროდ არ დატოვებ.
გამეკრიჭა.
-ნაგლოო!
სიცილით ვუთხარი და ხელი გადავხვიე.
-ანუ დღეს საღამოს კლუბში მოდიხარ?
-დიახ.
თავი დავუქნიე.
-და "მისტერ" თორნიკესი აღარ გეშინია?
ნიშნის მოგებით მკითხა.
-არა.
საჩვენებელი თითი გავაქანე.
-მეტიც, მასთან ერთად მოვდივარ.
ამაყი ღიმილით დავამატე.
სემს თვალები გაუფართოვდა.
-რა გამოვტოვეეე?
გაოცებულმა მკითხა.
-ისეთი არაფერი, ღამე სახლში მომაკითხა, აივნიდან გადმოძვრა.პატიება მთხოვა და ერთი-ორჯერ მაკოცა..ვსო.
-ერთი-ორჯერ??
ცალი წარბი აწია.
-ნუ.. სამი-ოთხი.. ან ხუთი-ექვსი..
გამეცინა.
-აჰჰაჰ, ამ ჩუმჩუმელას უყურეეთ?! პატიოსანო!
ბოლო სიტყვა დამარცვლით წარმოთქვა და გადაიხარხარა.
*****************************
-ვინაიდან და რადგანაც თორნიკესთან ერთად მოგიწევს ყოფნა, ერთი კაბა სავსებით არაა საკმარისი და ვგონებ, რომ თქვენი ურთიერთობა კლუბებს გარეთაც გაგრძელდება,ამიტომ გვესაჭიროება არა მარტო კაბები, არამედ შორტები, შარვლები მაისურები და ა.შ.
მაღალფარდოვნულად დაიწყო საუბარი და თან რამდენიმე ვარიანტს მაჩვენებდა.. მეცინებოდა ასეთ ნინიზე
-ნინ, თავისუფალი ტანსაცმელი ოხრად მაქვს.
-ჰო, მაგრამ შეგახსენებ, ეს თორნიკეა!
მასთან უფრო გამომწვევი, ქალური და როგორ გითხრა.ჰმმ. აი ისეთი, სექსუალური ნაწილების გამომკვეთი სამოსი გვჭირდება.უბრალო შორტმაც კი ჭკუიდა უნდა გადაიყვანოს!
ნინის პირღია ვუსმენდი, ჩემს სახეზე გაეცინა.
-რა იყო გოგო, სტილს გიცვლი, თორე რომელი მოდის კრიტიკოსი მე მნახე.
სიცილით მითხრა და მოკლე, წელიანი შორტი მომაწოდა.
-ამ შორტთან ეს მაისური.
თეთრი მაისური მომცა, შავი ჯვრის გამოსახულებით.
-ეს ჩაიტანიე და ნუ მიყურებ ეგრე,თორნიკეს ძალიან მოდნიცაც არ სჭირდება.. აი, გიჟი გოგო.რომელიც გემოვნებიანადაც იცმევს.მაგრამ. აუუ,ანა, ვერ გიხსნიიი
გაეცინა.
-ანუ, მისმინე. არც ძალიან ქალური, არც ძალიან ბიჭური.
-გავიგე.
სიცილით ვუთხარი და გასახდელში შევედი.
-ფეხზე ეს.
შავი, მაღალი ბატინკები შემომიგდო.
-თასმები ბოლომდე არ შემიკრა, არ გამაგიჟო.
თავი შემოყო, ლიფით და ტრუსით ვიდექი.
-უჰ, პატარავ, გააგიჟებ თორნიკეს
წარბაწეულმა ამათვალიერა.
-დებილი ხარ ნინი..
სიცილით ვუთხარი და მაისური გადავიცვი.
**************************
-დღეს ეს კაბა ჩაიცვი, ძალიან მომწონს.
მიტხრა ნინიმ მოტმასნილ, შავ კაბაზე.
-მე ლურჯი უფრო მომეწონა.
ვუპასუხე, თამ სარკეში ჩემს თავს ვაკვირდებოდი.
-დამიჯერე, ანა, ეს უფრო გამომწვევია.. ლურჯი სხვა დროს.ღია ვარდისფერიც კარგი იყო, მაგრამ შავი მაინც.
-კარგი.
თავი დავუქნიე და გასახდელში დავბრუნდი.
-პირველზე გამოგივლის ჰოო?
-ჰო..
დავუძახე.
-იცოდე, ზუსტად პირველზე იქ არ დაერჭო. ალოდინე, ოღონდ ძალიან დიდი ხანიც არა
_______________________________
ნინი მთელი გზა მარიგებდა, სახლში საღამოს რვა საათისკენ დავბრუნდი, ჩანთები და ცელოფნები ხელში არ მეტეოდა..
მამა უკვე მოსულიყო, ეტყობოდა მაკა ნათქვამი ჰქონდა, საყიდლებზე იყოო. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ მარაზიებში ნინისთან ერთად ვიყავი.
-მეტი აღარაფერი იყო?
სიცილით მკითხა მამამ და ჩანთები გამომართვა.
-ფული აღარ გვეყო, თორემ უფრო ბევრს ვიყიდდი.
სიცილით ვუპასუზე.
-შემდეგში მეტს გაგატან.
მზრუნველად გამიღიმე, მეც ღიმილით ვუპასუხე და კიბეებისკენ წავედი.
-ანა, არ გვაჩვენებ შენს შენაძენს?
დამიძახა მაკამ, რომელიც სავახშმოდ სუფრას აწყობდა.
-აუ, ძალიან დავიღალე, სხვა დროს.
არ მინდოდა ტანსაცმელი ენახათ, მარტივად მიხვდებოდნენ ვისი გემოვნებითაც იყო შერჩეული.
მამაც ამომყვა და ჩანთები კართან დაალაგა.
-ჩვენთან ერთად ივახშმებ?
მკითხა მამა, თავი დავუქნიე.
-გადავივლებ და ჩამოვალ.
გამიღიმა და ოთახი დატოვა. კეტები ფეხების ერთმანეთზე მირტყმით გავიხადე და იქვე მივყარე.
სააბაზანოდან მალე გამოვედი, თავზე პირსახოცი მოვიხვიე და ხალათით ჩავედი ქვემოთ.
მაკა და მამა უკვე მაგიდასთან ისხდნენ..
-ანა, არ გაცივდე.
შეწუხებული სახით მითხრა მაკამ.
-სახლში თბილა.
ღიმილით ვუპასუხე და მაგიდას მივუჯექი.
ეს ვახშამი ზუსტად ისეთი იყო, როგორც რამდენიმე წლის წინ.საუბრებით და სიცილით გაჯერებული. თითქოს ის ოჯახური სითბო ვიგრძენი, რომელიც რატომღაც სადღაც გაქრა.
თორმეტი საათისკენ მოვიტყუე, დავიღალე და დავწვებითქო, არადა ასვლისთანავე დავიწყე მზადება კლუბისთვის.თმები გავიშრე და ნინის რჩევით გავიშალე. შავ კაბაში გამოკვეთილად ჩანდა გამოყვანილი წელი, თეძოები. კაბის სიმოკლე კი უფრო მიგრძელებდა ფეხებს.. ჩემი თავი ძალიან მომწონდა.
-ღმერთო, სულ დამავიწყდა.
სარკეს მოვწყდი და ლოგინზე დაყრილ ცელოფნებში, პატარა ცელოფანს დავუწყე ძებნა.ძვლივს ვიპოვე. შავი ფანქარი, ტუში და რამდენიმე ფერის ტუჩსაცხი ამოვიღე.სარკესთან დავბრუნდი და თვალები ფანქრით ჩავიშავე.ტუში და ტუჩსაცხი არ წამისვამს, უფერო ბლესკი გადავისვი, რომელიც ცოტაოდენ ბზინვარებას და მარწყვის არომატს ჰმატებდა ტუჩებს.
საათს დავხედე. ორი დაწყებულიყო.
-ძალიან კარგი, ათი წუთიც და გავალ.
ვთქვი ჩემთვის და საბაზანოში შევედი.აქაც ჩემს თავს დავუწყე თვალიერება სარკეში.
რაღაც ჩხაკუნი გავიგე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-პატარავ..
ჩუმი ყვირილი მომესმა, გამეღიმა.
ორ წუთში სააბაზანოს კარი შავმა ბიჭმა შემოაღო, ჩემს დანახვაზე გაეღიმა.
-მეგონა დაგავიწყდი, მშვენიერო..

რას ფიქრობთ დააკომენტარეთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მაგარია ძაან რაღაც არაჩვეულებრივს ველოდები ამ ისტორიიდან... ისე მიმდინარეობს მოვლენები ნამდვილად რომ ვერ გამოიცნობ როგორ დამთავრდება ბოლოს.... ძალიან მაგარია რა...

 


№2  offline წევრი Linna

უცნობი ქ
მაგარია ძაან რაღაც არაჩვეულებრივს ველოდები ამ ისტორიიდან... ისე მიმდინარეობს მოვლენები ნამდვილად რომ ვერ გამოიცნობ როგორ დამთავრდება ბოლოს.... ძალიან მაგარია რა...

მადლობა ვეცადე გამორჩეული და დაუვიწყარი ყოფილიყო მკითხველისთვის :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent