შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა დიდი სიყვარულის საფუძვლად(IV)


21-08-2015, 00:00
ავტორი sllakhh
ნანახია 3 254

როდესაც ჩემი უკარება სხვასთან ერთად დავინახე,ვერც კი ავღწერ რა დამემართა, ძარღვები დამებერა,თვალები ლამის გადმომცვივდა და გულმა მაშინვე განგაშის სიგნალი ჩართო...ასეთი რამ ადრe არასდროს დამმართნია.
გიოს გაბრაზებული მოვცილდი და მათკენ წავედი, მეგონა მოვკლავდი იმ ნა****ს, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე მივედი და ჩემს უკარებას ხელი გადავხვიე
-სიხარულო გამოხვედი უკვე? ნანა გაკვირვებული მიყურებდა. ეტყობა ფიქრობდა ვერაა ეს ბიჭიო და მეგონა ისტრერიკებს გამიმართავდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად მანაც მომხვია წელზე ხელი და გამიღიმა...
-ილია გაიცანი ეს ლერია ჩემი მეგობარი
-სასიამოვნოათქო, ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. სახეზე დაეტყო ლერის,რომ ჩემი ნახვა არ ესიამოვნა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.ნანიკოს ხელი მოვკიდე,ლერის მოვუბოდიშე და ჩემი მანქანისკენ წავიყვანე.სიბრაზისგან,როგორ დავქოქე მანქანა არც კი მახსოვს, თან ძალიან ჩქარა დამყავდა. ნანიკო კი დაძაბული იჯდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს მანქანა გზიდან გადავიყვანე და გავაჩერე...
-გოგო, შენ რა გინდა გამაგიჟო??? თავს ვეღარ ვთოკავდი და ბოლო ხმაზე ვიღრიალე.ნანიკო ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა.
-გოგოოო, რო გეკითხები მიპასუხე, ვინ იყო ის ნა****ი?
-ჯერ ეს ერთი, მაგ ნა****ს სახელი აქვს და მეორეც რა შენი საქმეა ვერ გავიგე?
-რას ნიშნავს, რა ჩემი საქმეა გოგოო? ვისი საქმეა აბა?
-შენ მგონი რაღაცეები გეშლება...ვერ გავიგე ჯერ ერთი რა უფლებით ღრიალებ, მეორეც რას ნიშნავდა ის შენი საქციელი ლერისთან?
-რომ, არ მოგწონებოდა ჩემი საქციელი ხელს არ მომხვევდი და არ გამომყვებოდი და სწორედაც, რომ მარტო მე მაქვს იმის უფლება, რომ გავბრაზდე როდესაც ვიღაც იდიოტთან ერთად დაგინახავ...შენ თავს ვფიცავარ მასთან ერთად, კიდე დაგინახავ და ნახავ თუ არ მოვტეხავ იმ ფეხებს...
-არანორმალური ხარ. რა გინდა ჩემგან? შემეშვი,დამანებე თავი...
-ნუთუ მართლა ვერ ხვდები რა მინდა შენგან?თან უკვე ძალიან გვიანია ვეღარ შეგეშვები,მაგაზე მანამდე გეფიქრა სანამ ჩემსგულსა და გონებაში შემოაღწევდი...ჩემი უკარება ხარ შენ...ეს სიტყვები ჩუმად ვთქვი და მისკენ მივიწიე მინდოდა ლოყაზე მეკოცნა მაგრამ უცებ სახეზე რაღაც წვა ვიგრძენი...
-გოგო შენ გაგიჟდი? რა არის ეს...
-სასწრაფოდ სახლში წამიყვანე და აღარსდროს აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში გიჟი ხარ გიჟი ...ბოლო ხმაზე ყვიროდა და გადავწყვიტე არაფერი მეთქვა უხმოდ დავქოქე მანქანა და სახლამდე მივიყვანე...მანქანიდამ ისე გადავიდა ხმაც კი არ გაუცია. მე კი ჩემ თავზე ნერვებ მოშლილმა სასწრაფოდ დავქოქე მანქანა და მთელი სიჩქარით გავეცალე იქაურობას....

ნანიკო...
ჩემსკენ და ლერისკენ მომავალი ილია, რომ დავინახე ცოტა დავიძაბე,თუმცა მის საქციელს მეც ავყვები იმიტო,რომ მინდოდა ლერისგან თავი დამეძვრინა,მაგრამ ილიას ეს სიბრაზე ვერ მივხვდი რისგან იყო გამოწვეული,ნუთუ ეჭვიანობს? მაგრამ , რატომ მე ხო მას სულ რაღაც ორჯერ ვყავარ ნანახი, თან როგორ მელაპარაკებოდა თითქოს მისი საკუთრება ვიყო,ფუუ თავდაჯერებული იდიოტია რა... ან როგორ გაბედა საერთოდ რო ეკოცნა აი მაშინ უკვე საკუთარი თავი ვეღარ გავაკონტროლე...

სახლში რო შევედი ფანჯრიდან ჩუმად გავხედე მის მანქანას და დავინახე რა სისწაფით გაუჩინარდა ...
მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი...სწავლის ან სხვა რამის კეთების თავი არც კი მქონდა.უბრალოდ ვფიქრობდი ილიაზე და ვერ ვხვდებოდი რისგან იყო მისი საქციელი გამოწვეული...
ისე უნდა ვაღიარო რო ძალიან სიმპატიურია და ბევრი გოგო იოცნებებდა მისნაირ ბიჭზე : საშუალოზე ოდნავ მაღალი, ხუჭუჭა თმებით რომელიც დაბალზე ქონდა დაყენებული,ყავისფერი თვალებით, მამაკაცური დახვეწილი ნაკვთებით და უსაყვარლესი ღიმილით... მის სახეს წარმოვიდგენდი და თან მეღიმებოდა. უცებ გამოვფხიზლდი და საკუთარ თავს შემოვუძახე ნანა გეყოს მაგ იდიოტზე ფიქრი,არანაირი მიზეზი არ გაქ, რომ მასზე იფიქრო მითუმეტეს მოწონებაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი...
ღამის 2 საათი იქნებოდა ლოგინში ვწრიალებდი და თითქმის არც მეძინა, როდესაც ტელეფონზე სმს მომივიდა
-"შენ ჩემი უკარება გოგო ხარ" ...ორი წუთი გაოგნებული ვუყურებდი ტელეფონის ეკრანს,ვიცოდი ილიასგან, რომ იყო მესიჯი...ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე, რომ შეიძლება მართლა მოვწონვართქო ,მაგრამ მითხრეს , რომ მაგაზე უფრო ბაბნიკი და გოგოების გრძნობებზე მოთამაშე სხვა არავინ არაა ქალაქშიო და ამიტომ ეჭვი შემეპარა იმაში , რომ მე სერიოზული თვალით მიყურებდეს...ბევრი აღარ მიფიქრია გადავწყვიტე დამეძინა...
სკოლაში შევედი თუ აარა მაშინვე გიო შემხვდა
-ნანიიკ როგორ ხარ?
-კარგად გიო შენ?
-მეც არამიშავს, წამო კლასში შევიდეთ...გიოსთან ერთად მივდიოდი , მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაც ეშმაკურად იცინოდა თუმცა ყურადღება არ მივაქციე, კლასში შევედი თუ არა მაშინვე კედელზე დიდი ასოებით დაწერილ
-"ჩემი უკარება, ჩემი სიყვარული ხარ " ამას გადავაწყდი და ჩემს მერხზე უზარმაზარი ვარდების თაიგული დავინახე...
გაკვირვებული უკან შევბრუნდი, რომ გიოსთვის მეკითხა რახდებოდა თუმცა, შებრუნებულს გიოს მაგივრად...
ილია დამხვდა...
არაფერი მითქვამს.შევეცადე დაბნეულობა და სიხარული არ დამტყობოდა სახეზე.
ის მანძილი , რაც გვაშორებდა რამოდინიმე წამში დაფარა,გააზრება ვერ მოვასწარი , ისე მაკოცა ყურთან ახლოს და დაბალი ხმით მითხრა...
-"მიყვარხარ"
ახლა ორმაგად შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი მონასმენს , მითუმეტეს რომ ყოველივე ეს ილიასგან მესმოდა...მინდოდა შევწინააღმდეგებოდი...ის ის იყო პირი გავაღე, რომ მისთვის რაღაც მეთქვა , რომ ზარის ხმა გაისმა და ბავშვები ერთიანად შემოცვივდნენ კლასსში.
-----
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ...სტიმულია თითოეული თქვენთაგანის კომენტარი...♥



№1  offline წევრი nini :)

მალე დადე შემდეგი ოღონდ ცუდი დასასრული არ გინდა რააა ძალიან კარგად მიდის ისტორია და ძაან დამწყდება გული ცუდი დასასრულის გამო, ჰეფი ენდი მინდა laughing love

 


№2  offline წევრი nino(g)

momwons male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent