ღმერთებს გეფიცებით
ღმერთებს გეფიცებით -ერთი ორი სამი ოთხი,დედა დედა ნახე რამდენი ჩიტია თოვლიან ხეზე. -შვილო ეგენი ბეღურებია,ისინი ზამთარშიც აქ რჩებიან და არ მინდიან თბილქვეყნებში. მიამ პატარა ცხვირი ფანჯრის მინას მიადო და გაფაციცებით ადევნებდა თვალს ბეღურებს,რომელიმე არ გამეპაროსო.მერე გაკვირვებული შემობრუნდა და მერის ჰკითხა: -დედა ზამთარში რას ჭამენ ბეღურები? მერიმ დაბნეულად შეხედა რაღაც ჩაიბურტყუნა და სამზარეულოდან პური გამოიტანა. -მოდი მიაკო ნამცეცები დავუყაროთ ბეღურებს მშივრები იქნებიან. ბავშვმა პური გამოართვა,ბეღურები თავიდან გადათვალა მერე პურის ნატეხს გადახედა ყველას თუ ეყოფაო და ფანჯარა გამოაღო.ღია ფანჯრიდან სუსხიანმა ქარმა დაუბერა.მიამ თვალები მოჭუტა და სწრაფად დაანმცეცა პური.ცოტა ხანს უცადა ბეღურებს მერე დაუძახა მაგრამ ისინი არ მოფრენილან საჭმელად.მიამ ბრაზიანად დახურა ფანჯარა და ატირებულიიქვე მდგარ სავარძელზე მოკალათდა.მერი გვერდით მიუჯდა თავზე ხელი გადაუსვა და დაამშვიდდა ბეღურებს შენი შეეშინდათ,ცოტა ხანში მოფრინდებიან და შენს ნამცეცებს შეჭამენო. მიამ ცოცხალი ცრემლიანი თვალები დედას შეანათო თითქოს თვალებით ეკითხება ხომ არ მატყუებო. დედამ საპასუხოდ გულში ჩაიკრა,მერე მიამ თავი მერის მუხლებს დაადო და ზღაპრის მოლოდინში გაირინდა,დედა ყოველდღე უყვებოდა ახალ ზღაპარს.მიას დედის მუხლებზე ჩაეძინა როცა თვალები გაახილა დაინახა ორი ბეღურა მის ფანჯარასთან მობუზულიყო გახარებული წამოდგა და ფანჯარას მივარდა,ბეღურები დაფრთხნენ და მიაც სწრაფად შემობრუნდა დედასთან რომ დაეჩივლა მაგრამ დედა ოთახში არ იყო. მია სამზარეულოში გავარდა და და დაინახა დედა სამზარეულოს მაგიდას ხელებიტ დაყრდნობოდა სახე ხელებში ჩაერგო და ტიროდა. ბავშვი დედასთან მივიდა და უკნიდან ხელებით მიეკრო დედის ზურგს.მერი უცებ დაფრთხა,ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მიამ ვერ გაბედა დედისთვის ეკითხა რატომ იყო მოწყენილი,შეეშინდა ისევ არ ატირდესო. ტიტინიტ უყვებოდა დედას როგორ დაფრთხნენ ბეღურები და თან მალულად აკვირდებოდა დედა თუ გამხიარულდაო. მერე თიტები გაშალა,რამოდენიმეჯერ გადათვალა და მერე ოდნავ განაწყენებულმა იმით რომ ცალი ხელის თითები არ ეყო მეორე ხელის ცერიც მიიმატა და დედას თიტებით აჩვენა ხვალ 6 წლის გავხდებიო. იმ ღამით დედას ჩაეხუტა და ისე დაიძინა მაგრამ ღამიტ გამოეღვიძა და საწოლში მარტო იწვა.ჯერ სიბნელის შეეშინდა და საბანში ჩაიმალა,მერე მეორე ოთახიდან ხმა მოესმა,დედა ვიღაცას ელაპარაკებოდა თუ ეჩხუბებოდა,ჩუმად წამოდგა და დამფრთხალი წავიდა იქეთკენ საიდანაც ხმა მოდიოდა.თან ჩუღჩულით ნაბიჯებს ითვლიდა და ზუსტად მეცხრე ნაბიჯზე იყო როცა დაგუდული ყვირილის ხმა შემოესმა თვლა შეწყვიტა და კარებიდან გაიჩყიტა,დაინახა დედამისი ძირს ეგდო და ვიღაც კაცი რომელიც აქამდე არ ენახა სწრაფად გავარდა კარში და მიიმალა.დამფრთხალი და შეშინებული მია დედასთან მივარდა და დაინახა დედას სისხლი მოსდიოდა ძირს კი დანა ეგდო.მიამ ჯერ ჩუმად დაიწყო ტირილი,მერე კი ხმას აუმარლა და დედას ეძახდა.ბავშვის ტირილზე მეზობელი შემოვიდა და უეცრად ღია კართან გაქვავდა.საშინელი სანახავი იყო ბავშვი იჯდა,დედისთვის ხელები ჩაეჭიდა და ეძახდა,ქალი კი უკვე მკვდარი იყო და საკუთარ სისხლში იწვა. მეორე დრეს მიასთვის ყველაზე საშინელი მეექვსე დაბადებისდღე გათენდა,მეზობლის სახლში გამოეღვიძა და დედა ვერსად იპოვა.კარგად ვერ მიხვდა რა მოხდა წინა საღამოს,მაგრამ იცოდა რომ დედას რარაც ცუდი მოუვიდა და აღარასდროს მოვიდოდა. ერთი კვირის შემდეგ,როცა დედამისი დაასაფლავეს და ყველაფერი დამთავრდა,ისინი მოვიდნენ,მოვიდნენ და მია სადღაც წაიყვანეს,მიას არც ბებია-აბუა ჰყავდა არც ვინმე ახლო ნათესავი,ამიტომ იმ ხალხმა წაიყვანა.მია გააკვირვა დიდი სახლის დანახვამ სადაც ბევრიი ბავშვები იყვნენ და არავის ჰყავდა დედა.მიამ ზუსტად 12 წელი გაატარა ამ ბავშვებიან სახლში,დრო ნელა გადიოდა,ძალიან ნელა,გამუდმებიტ ენატრებოდა დედა და იმ კაცზე ფიქრობდა დედა რომ მოუკლა.გულჩათხრობილი ბავშვი იყო და დანარჩენებისთვის რომ გეკითხათ სულელი,რადგან ბეღურებს უფრო დიდხანს და ბევრს ელაპარაკებოდა ვიდრე ბავშვებს.12 წლის იყო როცა ერთ ბავშვს ეჩხუბა, ძირს გორავდნენ და ერთმანეთშ გამეტებით ურტყავდნენ როცა უფროსებმა გააშველეს,იმ ბავშვმა კი მიას უთხრა რომ მკვლელის შვილი იყო და დედამისი მამამისმა მოკლა.ამის მერე მია კიდევ უფრო გულცათხრობილი გახდა.უკვირდა,მამა არასდროს ჰყოლია,არც დედა უყვებოდა მასზე რამეს და ყოველთვის ეგონა რომ მამა არ ჰყავდა ახლა კი იმ სულელმა ბავშვმა უთხრა რომ ის კაცი იმ საშინელ ღამეს კარებიდან რომ გაიქცა მამამისი იყო. ამის მერე მიას ერთადერთი მიზანი ჰქონდა მამამისი ენახა და პასუხი მოეთხოვა,ხშირად წარმოიდგენდა როგორ დავარდებოდა მამამისი მის ფეხებთან და როგორ სთხოვდა პატიებს როგორც ეს ფილმებში ენა,მაგრამ თვითონ არ აპატიებდა და ეტყოდა:-შენ დედაჩემი მოკალი. ერთ დღეს როცა ზამთრისთვისშეუფერებელი მზიანი ამინდი იყო მიამ თავისუფლების სურნელი იგრძნო,მია 18 წლის გახდა.ზუსტად 12 წლის წინ ამ დღეს დედა მოუკვდა და თავი აქ ამოყო,ახლა კი შეეძლო აქედან წასულიყო. მაგრამ სად? მიამ ბავშტა სახლში მომუშავე ერთი ქალის დახმარებით სამსახური იშოვა.ქალის,რომელიც მიუხედავად მისი უცნაური საქციელისა და სიჯიუტისა მაინც კარგად ექცეოდა და პირველად იგრძნო მადლიერება ვირაცის მიმართ. მერე გოგოსთან ელენთან ერთად რომელსაც თითქმის მიასთან ერთად შესრულებოდა 18 წელი ოთახი იქირავა.ესეც იმავე ქალის დახმარებით.მიას არც ამ გოგოსან ჰქონდა კარგი ურთუიერთობა,რადგან არავისთან მეგობრობდა,მაგრამ რადგან ქირის და სხვა საჩირო ნივთებისთვის მარტო თავისი ხეფასი არ ეყოფოდა იძულებული გახდა ამ გოგოსთან ერთად ეცხოვრა.თითქმის 1 წელი ისე გავიდა რომ ელენი წესიერადაც არ გაუცვნია,სახლიდან დილით ადრე გადიოდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა.ელენისთვის რომ გეკითხათ არასწორ გზას ადგა და საეჭვო ხალხთან ურთიერთობდა. ალბათ სწორად ამ საეჭვო ხალხთან ურთიერთობის გამო იყო,რომ ნორმალურ ცხოვრებაზე ხელი სულ აიღო და 12 წლის ასაკში მიზნად დასახულის განხორციელება გადაწყვიტა.ერთ დღეს ელენიც წავიდა,ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და მიამაც შვებით ამოისუნთქა,არავისთან ურთიერთობა არ სურდა. დარცა მარტო თავის ჭაობში და გადაწყვიტა ბოლომდე ჩაძირულიყო. ყველაფერი გაარკვია კაცის შესახებ,რომელიც იმ საშინელ ღამეს თავის სახლში დაინახა.გაარკვია რომ ია კაცი დედამისის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე გამოსულიყო ციხიდან,დედამისის მერე კიდევ მოეკლა ვირაც კაცი და 15წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. დაახლოებით 1 წელში ციხიდან გამოვიდოდა.მიამ ჩათვალა ერთი წელი საკმარისი დროა მოსამზადებლადო და დღეებს ითვლიდა მამასთან ”სანატრელ” შეხვედრამდე. უკვე 3 თვე იყო დარჩენილი ვეღარ მოითმინა და ციხეში ესტუმრა. სანამ ხმას ამოიღებდა ჯერ რამოდენიმე წუთით დააკვირდა მის ბნელ შავ თვალებს და საკუტარი თავი შეეზიზღა რადგან ამ კაცის თვალები ჰქონდა.დააკვირდა მის ჭარარა შერეულ თმას და წვერს და უცებ მოუნდა სახეში მიეფურთხებინა და წასულიყო,მაგრამ ამის ნაცვლად ზიზღნარევად ცაიღიმა,კაცს გაკვირვებულ მზერას თვალები გაუსწორა და რარაცნაირად ჩურჩულით უთხრა: -მიცანი ”მამიკო”? კაცი დაიბნა,თითქოს ერთბაშაქდ ყველაფერს მიხვდა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.კიდევ ცოტა ხან უყურა მიამ,წამოდგა შემობრუნდა და და სანამ მოშორდებოდა გესლიანი ხმიტ უთხრა: -დედაჩემისთვის გადაგიხდი. 3 თვეში მამამისი გაათავისუფლეს.მიამ იცოდა ასეთი ნაბიჭვრეი დიდი ხნით არ ისვენებენ და მალე ისევ ციხეში ამოყოფდა თავს რაიმე დანაშაულისთვის.ამიტომ მთავარი იყო იქამდე მიეზღო მისთვის ვიდრე ეს მოხდებოდა.თუმცა მაინც მიუხედავად ამისა გადაწყვიტა მოეცადა,თავის დაბადებისდღემდე. ზუსტად იმ დღეს როცა მია 22 წლის ხდებოდა ,იმ დგეს როცა დედამისის სიკვდილიდან 18 წელი გავიდა,გვიან ღამით მია მამას ესტუმრა თავის ბინძურ ბუნაგში.ხელში იარაღი ეჭირა,ალბათ თავისი საეჭვო მეგობრების დახმარებით მოპოვებული.კარზე ფრთხილად მიაკაკუნა და იარაღის მუქარით შეჰყვა სახლში თავის მსხვერპლს. ყველაფერი ისე არ მომხდარა როგორც ის წარმოიდგენდფა ბავშვობაში,წუთით ლამის კიდეც გადაიფიქრა.მაგრამ მერე ყველაფერი მოაგონდა და მტკიცედ გადაწყვიტე საბოლოოდ მოესპო იმ კაცის სიცოცხლე რომელმაც წლების წინ დედა წაართვა. კაცს უბრძანა ფანჯარასთან ახლოს დამდგარიყო,თვითონ კარში დადგა,და როგორც მაშინ,ბავშვობაში ჩურჩულით დაიწყო ნაბიჯების თვლა. ....... 5 6 7 8 და ზუსტად მეცხრე ნაბიჯზე,როგორც ბავშვობაში იარაღის ხმასთან ერთად ყვირილიც შემოესმა.მამამისი ძირს ეგდო,სისხლიანი და ტკივილისგან იკლაკნებოდა,მიამ დახედა დაიხარა და ჩურჩულით უთხრა: -მშვიდობით მამიკო. მერე საწოლზე ჩამოჯდა და მშვიდად დაელოდა შეშინებული მეზობლბის და პოლიციის მოსვლას. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებბია,მია დააკავეს და 1 კვირის შემდეგ სასამართლოც გაიმართა,ერთადერთი რაც მიამ სასამართლოზე თქვა ის იყო რომ არ ნანობდა. -ღმერთებს გეფიცებით,სხვას ვერავის გავიმეტები მოსაკლავად,მაგრამ ის კაცი რომ გაცოცხლდეს თავიდან მოვკლავ. ღმერთებს გეფიცებით,ღმერთებს გეფიცებით,ახლა უფრო მშვიდად ვარ ვიდრე ოდესმე. მიას 9 წელი მიუსაჯეს,მაგრამ სასამართლოს შემდეგ 9 საათიც არ უცოცხლია. თავის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს მია. თავი ისე ჩაეხარა თითქოს ჩაფიქრებულაო, და ფეხებს უსიცოცხლოდ აქანავებდა ჰაერში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.