შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "5"


27-07-2015, 00:00
ავტორი ჯია
ნანახია 5 104

-ივლისი მოდის, წავიდეთ სადმე! - გეგამ შესთავაზა იდეა დანიელს და მიას, როდესაც კაფეში მათი შეკვეთა მიუტანეს.
-ზღვაზე აგვისტოში მინდა, მანამდე სხვა რამე მოიფიქრეთ. -გაუღიმა ბიჭებს მიამ და მარწყვის ტორტს გემრიელად შეექცა.
-მოვიფიქრე! -სახე გაუნათდა დანის.
-აბა, გისმენთ. - ყურადღებით დააკვირდა ძმაკაცს გეგა.
-საქართველოში ძალიან ლამაზი ბუნებაა, სადმე წავიდეთ კარვებით და ერთი კვირა ვიბოდიალოთ. -გაიღიმა დანიმ და ბავშვების რეაქციას დაელოდა. ამ დროს მია წვენს სვამდა, ამის გაგონებისა ერთი ყლუპი გადასცდა და ხველება აუტყდა.
-რა მოხდა? -გახედა გეგამ გოგონას.
-არა, არაფერი. - ძლივს ამოილაპარაკა მიამ. ისიც ეყოფა დიასახლიაობაზე, რომ დაცინიან, ახლა რომ ეკითხა ტუალეტი, რომ მომინდეს რა უნდა ვქნაო ან სად უნდა ვობანავოო, მთელი ცხოვრება დაცინვაში ამოხდიდნენ სულს, ამიტომ გაჩუმება არჩია და ბიჭებს ძალით გაუღიმა.

სახლში დაბრუნდნენ და მათი გეგმები სანდროს და ნენეს გააცნეს.
-ყველაზე მეტად იცით რა მაინტერესებს? მიამ რა პასუხი გაგცათ მაგ იდეაზე. - სიცილის შეკავებისგან სახე აუწითლდა ნენეს, ბოლოს ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე ახარხარდა. ნენემ კარგად იცოდა მიას წიკების შესახებ და წარმოიდგინა მიას ტყეში ყოფნა.
-რა გაცინებს? -ვერაფერი გაიგეს ბიჭებმა, სამაგიეროდ მია მიხვდა ნენეს სიცილის მიზეზს და წარბებშეკრული უყურებდა დაქალს.
-რამე მწერი რომ დაინახოს, მოსასულიერებელი გაგვიხდება, გველზე ან ხვლიკზე აღარაფერს ვამბობ. -სიცილით აუხსნა ბიჭებს. -მერე კიდევ კარავში 1 საათიც ვერ დაიძინებს, 1 კვირაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. -არ ჩერდებოდა ნენე და უკვე ცრემლები მოდიოდა სიცილისგან.
ბიჭებსაც აუტყდათ სიცილი.
-25 წლის ბავშვი. -გახედა გეგამ მიას და სიცილისგან მუცელზე იკიდებდა ხელს. მია ნელ-ნელა ბრაზდებოდა, თან წყინდა. რამდენი დაცინვა უთმინა მეგობრებს, ამას კი ვეღარ გაუძლო და ტირილით გავარდა სახლში.
-რა დაემართა? -უცებ დასერიოზულდა დანი.
-როცა რამეს სწყინს სულ ტირის. -ცრემლები მოიწმინდა ნენემ.
-25 წლის მტირალა ბავშვი. -ისევ გაეცინა გეგას.
-გავალ დავაწყნარებ, თორემ ვერ შემოვირიგებთ ვერასდროს. -უთხრა ბიჭებს ნენემ და ისიც სახლში გადავიდა.
მიას თავი ბალიშში ჩაერგო და სლუქუნებდა.
-მია. -თბილად დაუძახა ნენემ.
-თავი დამანებე. -ამოისლუქუნა მიამ და კიდევ უმატა ტირილს. ნენე გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა.
-ჩემი ბუტია გოგო, რა იყო აქ საწყენი?
მიამ ამოხედა და ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა.
-აბა, სულ როგორ დამცინით? -ბავშვივით იკითხა, რაზეც ნენეს ისევ გაეცინა.
-აი, კიდევ! -თავი ისევ ბალიშში ჩარგო მიამ.
-კარგი რა, ხომ იცი რომ ბოროტულად არავინ არაფერს გეუბნება? -თავზე მოეფერა დაქალს.
-ხო. -ამოიბურტყუნა და ზურგზე გადმობრუნდა. -უნდა გადავეჩვიო ყველაფერზე ტირილს.
-კარგი აზრია. -გაეღიმა ნენეს და დაქალს შუბლზე აკოცა, ამ დროს ბიჭები შემოლაგდნენ ოთახში.
-საერთოდ ნუ წავალთ ამ კარვებით, ოღონდ შენ აღარ იტირო რა! - დასჯილი ბავშვივით უთხრა სანდრომ და მიას გახედა.
-არა, წავიდეთ. უნდა შევიცვალო. - გაუღიმა ბიჭებს მიამ და ფეხზე წამოდგა.
-დასიებული თვალებითაც როგორი ლამაზი ხარ. -გაუცინა გეგამ და გოგოს გადაეხვია. საღამოს ბიჭები სახლში დაბრუნდნენ.
-სანდრომ ხვალ პაემანზე დამპატიჟა. -ახარა ნენემ მიას.
-აააა, არ არსებობს. -სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო მიამ. -ხვალ დილით საყიდლებზე მივდივართ! უნდა გამოგპრანჭო!
-აუ არ გვინდა რა, ბევრი რაღაც მაქვს ჩამოტანილი, რამეს ამოვარჩევთ. წამო ახლა ჩვენებთან წავიდეთ, ლიზიმ დამირეკა გამოდითო.
-საბაც იქნება და არ მინდა, მარტო წადი. -უცებ მოიღუშა მია.
-ეეე, საბას გარდა მილიონი კაცი იქნება იქ! არ მიაქციო ყურადღება და ეგ არის.
-ხო იცი, რომ არ შემიძლია?
-აბა უნდა შევიცვალოო? - დოინჯშემორტყმულმა ნენემ წარბი აუწია დაქალს.
-კარგი ხო! წამოვალ.. -წაიბუზღუნა მიამ და საძინებელში გავიდა გამოსაცვლელად.

ერთ საათში უკვე ლიზისთან იყვნენ. მათი მთელი სამეგობრო იქ დახვდათ, დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ერთმანეთი თბილად მოიკითხეს, რა თქმა უნდა, საბაც იქ იყო.
-მია, გთხოვ გამომყევი სალაპარაკოდ. - ვეღარ მოითმინა საბამ და მიას მიუახლოვდა.
-კარგი. -მიამ გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ყველაფრისთვის და ბიჭს აივანზე გაყვა.
-ძალიან მინდა, რომ დამიბრუნდე. ვიცი არ ვიმსახურებ პატიებას, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში უშენოდ ძალიან ცუდად ვიყავი.. ამდენი წლის ურთიერთობას ნუ დაანგრევ, გთხოვ. - თვალსაც ვერ უსწორებდა საბა მიას.
-ამდენი წელი, რომ მღალატობდი მაშინ არ გახსოვდა ჩვენი ურთიერთობა?
-ვნანობ ყველაფერს...
-რა გარანტია მაქვს, რომ იგივე ტკივილს არ განმაცდევინებ?
-არანაირი, შენს ნდობასაც არ ვიმსახურებ.
-შენ თვითონ ხვდები ყველაფერს და ჩემგან რას მოითხოვ? - მია ცდილობდა მკაცრად დალაპარაკებოდა, არადა უკვე ცრემლები ახრჩობდა და ერთი სული ჰქონდა როდის გადმოყრიდა.
-პატიებას..
-ძნელია!
-ვიცი. მაგრამ მე მაინც გთხოვ. მიყვარხარ, მია, ძალიან მიყვარხარ!
-დავფიქრდები.. -მოუჭრა მიამ, აივნიდან სწრაფად შევარდა სახლში და სააბაზანოსკენ გაემართა. ცრემლები გზაშივე გადმოუცვივდა, თავი ვეღარ შეიკავა. მისი აღელვება კი, მხოლოდ ნენემ შეამჩნია და უკან გაყვა.
-მია, გამიღე! - შესძახა აბაზანაში ჩაკეტილ მიას. მიამ შეუშვა და ისევ გადაკეტა კარები. -რა მოხდა?
-შერიგება უნდა, პატიება მთხოვა. - ცრემლები არ უჩერდებოდა მიას.
-მერე?
-მერე არ ვიცი.. ყველაფერს ვნანობო, შენგან ნდობასაც არ ვიმსახურებ, მაგრამ რა ვქნა მიყვარხარო.
-შენ გიყვარს?
-არ ვიცი..
-აბა რა გატირებს?
-გული ამიჩუყდა მისი ასე დანახვისას, პატიებას რომ მთხოვდა და თავდახრილი იდგა.
-გამაგიჟებ რა! კიდევ ის შეგეცოდა?
-ხო.. -ამოისლუქუნა მიამ და ტირილს უმატა.
-გიყვარს? -ისევ გაუმეორა დაქალს კითხვა.
-მგონი კი.
-მაშინ მიეცი კიდევ ერთი შანსი, არაფერს კარგავ. ოღონდ ნუ ტირი რა! დღეს მთელი დღეა ტირი..
-უნდა დავფიქრდე. - უპასუხა ნენეს და ცრემლები მოიწმინდა.


ნოემბრის წვიმა. "5"



№1  offline მოდერი ჯია

buubbuuu)))
აგე ესეც მე . კარგი იყო მართლა მარა რაგაც ეს საბა არ მომწონს რა უუფ


მომენატრე მე შენ!

 


№2  offline წევრი saliii

კარგია მაგრამ იმედია ბოლოს საბასთან არ დარჩება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent