შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა ბედნიერებისთვის(სრულად)


22-08-2015, 23:28
ავტორი black))
ნანახია 5 009

იანვრის შუა რიცხვები იყო,კარგად მახსოვს.. ღამე იყო,შუა ღამე.. სავსე მთვარე,ვარსკვლავები არ ჩანდნენ.. მხოლოდ მთვარე,იყო ეულად და მარტო.. როგორც მე.. დიახ! მე,მარიამ ავალიშვილი,ოდესღაც ცნობილი და მდიდარი ოჯახის შვილი,დიდი მეგობრების წრით,დიდი ოჯახით,ახლა მარტო ვიყავი.. ყველასგან მიტოვებული.. ყველა წავიდა გარდა ჩემი შვილის.. მოკლედ დავიწყებ ჩემი ისტორიის მოყოლას. იმედი მაქვს თავს დიდად არ შეგაწყენთ.
საერთოდ ბავშვობიდან მჩვევია უცნაური რაღაცეები.. ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი,არა იმიტომ რომ ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი და ყველა მე მანებივრებდა, არა, ამიტომ არა, უბრალოდ ასეთი ვიყავი,უცნაური, სხვებისგან განსხვავებული.
12 წლისა ვიყავი უკვე დაცვით მატარებდნენ,დამოუკიდებლად არსად წასვლა შემეძლო,არ მიშვებდნენ. აქედან მოყოლებული მივხვდი,მივხვდი იმას რომ არასდროს მეღირსებოდა თავისუფლება,ბედნიერება და სხვა ბავშვებივით ლაღი ცხოვრება. ეს ჩემი დაბადებიდანვე იყო გადაწყვეტილი.
ჩემი ბედი იმ საბედისწერო დღეს გადაწყდა როცა გამომიცხადეს თხოვდებიო. დიახ ძალით მათხოვედნენ,ვიღაც მდიდარ ბიჭზე.. ოჰ ეს ფული,ყველასთვის ეს იყი მთავარი. ბევრი ვიტირე,მთელი დღეები ვეხვეწებოდი მშობლებს ეს არ გაეკეთებინათ,მე ხომ ჯერ ამისთვის არც ისე დიდი ვიყავი, 17 წელი არ იყო ისეთი ასაკი როცა,გოგონები უკვე მზად არიან ოჯახის შესაქმნელად,თუნდაც იყოს ეს იძულებითი ქორწინება..
მაგრამ მე რას გავხდებოდი, თურმე ეს უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ყოფილა,დაგეგმილი იყო უკვე ქორწილი..
გავთხოვდი! გავთხოვდი! ამ სიტყვას იმეორებდა ჩემი გონება იმ წუთებში როცა ხელი მოვაწერე ქაღალდის სიფრიფანა ფურცელს. თავს ყველაზე უბედურად ვგრძნობდი, ჩემი 'ქმარი' კარგი პიროვნება აღმოჩნდა,ის 20 წლის იყო, მაღალი,მუქი თაფლისფერი თმითა და თვალებით,ძალიან სიმპატიური, ძალიან სიმპატიური ბიჭი იყო,ალბათ სხვა ვითარებაში რომ გამეცნო, შემიყვარდებოდა და ჩვენი ნებით დავქორწინდებოდით.
ჩვენი თანაცხოვრების პირველი თვე ასევთქვად 'შეგუების' იყო,მეორე თვეში უკვე ნელნელა ორივე ვგრძნობდით ერთმანეთისადმი გაჩენილ გრძნობებს და ამას არც ვმალავდით,ხანდახან მადლიერების გრძნობა მიჩნდება მშობლებისადმი,მასზე რომ გამათხოვეს და არა ვიღაც უვარგის,ფულიან 'ბლატნოი' ბიჭზე..
მალე გავიგეთ რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ნიკუშას(ჩემს 'ქმარს') ისე გაუხარდა ხელში ამიტაცა და აქეთ იქით დამარბენინებდა.. მაშინ მითხრა პირველად
-მარიამ, მიყვარხარ! გესმის? მიყვარხარ! მადლობას ვუხდი ღმერთს რომ 'ძალით დაგვაქორწინეს',შენ მე უბედნიერეს კაცად მაქციე..
გამიკვირდა,მივხვდი სახეზე წამოვხურდი,ისე გავვოცდი, იმდენად შოკში ვიყავი მისი სიტყვების მოსმენისას, ვერც წარმოიდგენთ რა დამემართა..
ვუთხარუ მეც მიყვარხარ მეთქი და ძლიერად ჩავეხუტე, მაშინ რა ვიცოდი რა მელოდა წინ..
იმ საბედისწერო დღეს.. ჩვენი ქორწინებიდან 6 თვე გავიდა,ვიფიქრეთ სახლში ავღნიშნოთ მშობლებთან და მეგობრებთან ერთადო, ნიკუშა მშობლების მოსაყვანად იყო წასული.. მეგობრები უკვე სახლში იყვნენ ჩვენთან,ძალიან ვნერვიულობდით ყველა რადგან უკვე საღამო იყო და არ ჩანდა ნიკუშა..
მალე ტელეფონის ხმა გაისმა..
ყველა გაჩუმდა.. ნომერს დავხედე ნიკუშა იყო..
-ჰო ნიკუშ,სად ხართ? გელოდებით..-მივაყარე ერთმანეთს და პასუხს დაველოდე..
-ქალბატონ მარიამ ავალიშვილს ვესაუბრები?-მკითხა ვიღაც უცხო კაცმა..
-დდიახ..-ვუთხარი ანერვიულებულმა და სანდრო გავხედე(ნიკუშას ბავშვობის ძმაკაცს)
-სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ,ვიზიარებ! ნიკუშა ვიბლიანი და მის მანქანაში მყოფი ორი მგზავრი ავარიაში მოყვნენ, სამწუხაროდ მგზავრების გადარჩენა ვერ მოვახერხეთ,ნიკუშა ვიბლიანი კი ძალიან მძიმედაა.. საავადმყოფოში მობრძანდით..
ცუდად გავხდი,ტელეფონი ხელიდან გამივარდა, და ისტერიული სიცილი ამივარდა..(აი ხომ ვამბობ უცნაური ვარმეთქი) ვყვიროდი..
-ჩემი ნიკუშა.. ჩემი თბილი დედა და მამა, არაა!!! მეღადავებით ხო? სანდრო. გთხოვ მითხარი რომ მეკაიფებიან.. გთხოვ მითხარი რომ ეს უბრალოდ ნიკუშას ბოროტი ხუმრობაა,გთხოვ! სანდრო გთხოვ.. მითხარით..
***
მალევე ვიყავით სავადმყოფოში.. ნიკუშას პალატაში შემიშვეს.. გონზე მოვიდა თუმცა ძალიან მძიმედ იყო,
-ნიკო..--ვუთხარი ჩურჩულით და ცრემლებმა იწყეს დენა..
-მმ..არო-მითხრა და ოდნავ გამიღიმა..
-გაუძელი გთხოვ..-ვუთხარი და ვაკოცე..
-ვერა,ხომ მხედავ.. როგორ..ვარ-ლაპარაკობდა ნელა და ჩუმად.. დავიფიცებ ასეთი ნიკუშა აქამდე არ მენახა.. მთლიანად სისხლიანი იყო.. სახეზე ფერი არ ედო.. ტუჩები.. სულ გალურჯებოდა.. და თვალები სიშავეს მოეცვა..
-მარ.. იბრძოლე ბედნიერებითვის.. ჩვენ.. პატარასთან.. ერთად..-თქვა ბოლოჯერ მომეფერა ცოტათი წამოზრდილ მუცელზე და წავიდა,დამტოვა მარტო,დავკარგე სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ყველაფრის მიუხედავარ ყველაზე მეტად მიყვარდა სამივე.. პანიკაში ჩავვარდი.. ვკიოდი ბოლო ხმაზე.. ნიკუშა ნიკუშას.. ბოლოს მახსოვს როგორი ტკივილი ვიგრძენი მუცლის მიღმა და კაბაზე დავიხედე.. სულ სისხლში ვცურავდი.. ხელებიც სისხლიანი მქონდა.. გონება დავკარგე..
მინდოდა, ძალიან მინდოდა მოვმკვდარიყავი და ჩემს ნიკუშასთან და მშობლებთან წავსულიყავი..
გონს როცა მოვედი,დავინახე თეთრი კედლები, ცხვირში უსიამოვნოდ მეცა წამლების სუნი და სახე დავმანჭე.. მაშინვე გავაანალიზე მომხდარი და მუცელზე ხელი მოვისვი,ჩემი ოდნავ წამოზრდილი მუცელი რომ ვიგრძენი და მივხვდი რომ ჩემი პატარა გადარჩა.. გზა ცრემლებმა გაიკვალეს.. ალბათ ბედის ირონიაა,ერთ დღეს მთელი შენი ცხოვრება ინგრევა,კარგავ 3 შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს.. შოკში ჩავვარდი,ჩემი ქმედებები გიჟისას უფრო ჰგავდა ვიდრე ნორმალური,სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანის..
ვკიოდი,ვყვიროდი,ძალა აღარ მქონდა მაგრამ ხელებს მაინც ვიქნევდი,ვემუდარებოდი მეგობრებს, ექიმებს, ყველას ვემუდარებოდი მათთან გამიშვითთქო..
ალბათ რომ გენახეთ მართლაც გიჟი გეგონებოდით..
დავასაფლავეთ სამივე და ახლა უკვე საბოლოოდ და სამუდამოდ ვიგრძენი სიცარიელე,საშინელი გრძნობაა მონატრება,როცა ხვდები რომ ვეღარ ნახავ,როცა აანალიზებ რომ ღამე დაწოლისას შენი საყვარელი ადამიანი მუცელზე აღარ მოგეფერება და ჩვეულად ძლიერ აღარ ჩაგეხუტება.. როცა ხვდებირომ დილით გაღვიძება შენთვის კოშმარული სიზმარი იქნება,აღარ დაგხვდება გვერდით 'ის' .. მხოლოდ ერთი იმედი მრჩებოდა,მუცელში ჩვენი სიყვარულის ნაყოფი მყავდა..ნიკუშას სისხლს და ხორცს მუცლით ვატარებდი..
საშინელებაა როცა ხვდები რომ,შენი ბავშვობის ნაწილი.. შენი მომავალი, შენი აწმყო გაქრა.. დავკარგე მშობლები,ახლა როგორ გავძლო მათი ალერსის გარეშე.. როგორ გადავუხადო სამივეს მადლობა იმისთვის რომ არსებობენ.. ისინი ხომ აღარ არსებობენ,ისინი მხოლოდ მოგონებებში და ჩემს გულში რჩებიან..
ვიხსენებ ყველაფერს და ისევ მთვარეს ვუყურებ და მეღიმება, იცით მგონია რომ როცა მთვარეს ვუყურებ მათ ვხედავ..
ახლა ისე მომაწვა ნოსტალგია როგორც არასდროს, მას შემდეგ 5 წელი გავიდა.. მე კი ამაოდ ვიბრძვი ბედნიერებისთვის.. მხოლოდ ჩემი შვილი მეცოდება,თორემ აქამდე უკვე მოვიკლავდი თავს და ჩემებთან წავიდოდი,მხოლოს ის მაძლევინებს ამ ტკივილს..
ახლა ვდგები და მივდივარ ნიკუშას(ჩვენი შვილის)ოთახში,კარგად ვამოწმებ თუ სძინავს და ძიძას ვურეკავ.. მალე მოვიდა ძიძაც,ნიკუშა მას დავუტოვე და წამოვედი სასაფლაოზე.. მერე რა რომ შუაღამეა, ვეგონო გიჟი ყველას.. მერე რა,საშინლად მინდა შევეხო მიწას სადაც ისინი განისვენებენ..
მართლაც ერთ საათში უკვე სასაფლაოზე ვიდექი.. და ვუყურებდი საყვარელ ადამიანების მომღიმარ,ქვაზე დახატულ და გაციებულ სახეებს.. ცრემლი გადმომიგორდა უნებურად.. ძალიან დავიზაფრე..
მივედი მშობლების საფლავთან და ცრემლით დავასველე ის.. ვეამბორე მშობლების სურათებს..
-დე, მა,მომენატრეთ.. ვიცი გეგონათ მონსტრებად გთვლიდით,რადგან ძალით გამათხოვეთ,მაგრამ არა დე, მამიკო არა.. ეს წამითაც არ იფიქროთ.. ღმერთო რა სულელი ვიყავი რომ ვჩხუბობდი თქვენთან,რა ვიცოდი თუ ასე მალე დამტოვებდით.. ახლა მთელს სიცოცხლეს გავწირავ ოღონდ თქვენ კიდევ ერთხელ ჩაგეხუტოთ.. გესმით ჩემი? გთხოვთ მანდ ნიკას მიმიხედეთ, მოვალ მეც მალე.. არ ინერვიულოთ..
კიდევ ერთხელ გადმომცვივდა ცრემლები,ახლა ცხარე ცრემლით ვტიროდი და ნიკას საფლავთან ჩავიმუხლე..
-ნიკუშ, მომენატრე.. -ვთქვი და სიტყვა ვეღარ გავაგრძელე ყელში გაჩხერილი ბურთის გამო, უკვე ისტერიული ტირილი ამივარდა..-ნიკუშ,მაპატიე რა თუ გაწყენინე რამე იმ 6 თვის განმავლობაში, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ შეგიყვარე იმ 6 თვეში,იცოდე საყვარელო! იცოდე და დაიმახსოვრე.. თუნდაც ვიბრძოლო ბედნიერებისთვის, თუნდაც ოდესმე ვიპოვო ის და ვიყო ბედნიერი, თუ ოდესმე ისევ მომიწევს ვინმე სხვის შეყვარება და მასთან ყოფნა,შენი სახელი ჩემს გულში ყოველთვის დარჩება,ყოველთვის იქნება პირველი! გესმის? გამიგე გთხოვ.. ვიცი დავაშავე,შენი თხოვნა ვერ შევასრულე აქამდე, ვერ ვიბრძოლე ბედნიერებისათვის, მეგობრები გვერდით არ გავიჩერე,ყველა გავუშვი, დავრჩით მხოლოდ მე და ჩვენი შვილი, მაგრამ იცოდე, გჯეროდეს ნიკუშ რომ მე აუცილებლად ვიბრძოლებ ბედნიერებისათვის, ბოლო ამოსუნთქვამდე, თუნდაც ეს ბრძოლა ამაო აღმოჩნდეს და წავაგო, მე მაინც ვიბრძოლებ.
უბრალოდ მანდედან მიყურე ჩემო ბიჭო,უბრალოდ მაგრძნობინე რომ მანდედან მაინც დამიცავ ნიკუშ.. მიყვარხარ..-ვამბობდი სლუკუნით.. და თავ მის სურათს ვეფერებოდი,ამ დროს ნაბიჯების ხმა გავიგე, ცოტა არიყოს შევშინდი, გავიხედე უკან და ჩემსკენ მომავალი სილუეტი დავინახე, კაცის სილუეტი სჩანდა, უცბად ნიკუშას ქვაზე დახატულ სურათს ჩავეხუტე,თითქოს ის დამიცავდა, მალევე მომიახლოვდა სილუეტი,სილუეტში სანდრო რომ ამოვიცანი, ცოტა მოვეშვი მაგრამ ძალიან დავიბენი..
-მარიამ..-მითხრა თითქმის ჩურჩულით.
-სანდრო-ვუთხარი სლუკუნით და ჩავეხუტე..
-დაწყნარდი მარიამ,გთხოვ დაწყნარდი დაიკო.. (ის სულ დაიკოს მეძახდა,ახლაც)მოდი ვილაპარაკოთ მარუს..
-კარგი..
ვუთხარი და იქვე სკამზე ჩამოვჯექით.. თან.. ნიკუშას სურათს თვალს არ ვაშორებდი..
-მარუს,5 წელი გავიდა, მგონი დროა დაუბრუნდე მეგობრებს, იცი ძალიან მოგვენატრე ყველას,ნიკუშაც ძალიან მოგვენატრა,ჩემი ძმისშვილი,ისე მომენატრა ვერ ავღწერ.. ნინიკო გათხოვდა, მე ცოლი მოვიყვანე მარიამ, დიტოს უკვე საცოლე ჰყავს.. ჩვენ სამივეს ძალიან გვენატრები გესმის?
გვინდა რომ ისევ გააგრძელო ცხოვრება..ჩვეულ რიტმში..
-კიმაგრამ,როგორ გავაგრძელო ჩვეულად ცხოვრება სანდრო? როგორ? მშობლები და ჩემი ნიკუშა აღარ მყვანან.. რა გავაკეთო?
-მართალიხარ მარუს,მაგრამ შენი აზრით მოეწონებოდა ნიკუშას ასე უბედურს რომ გხედავდეს? გააგრძელე ცხოვრება, იპოვე ბედნიერება გთხოვ..
ჩვენთან ერთად..თანაც შენხომ შვილი გყავს ნიკუშას შვილი..
-მადლობა სანდრო, მადლობა რომ არსებობ.. ჩემი არარსებული ძმა ხარ..-ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე..
**
გადის დღეები,მე ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი..თითქოს უფრო ბედნიერი ვხდები ყოველ დღე.. არა არ იფიქროთ ვინმე შემიყვარდა.. არა უბრალოდ მეგობრები მაძლევენ ამის ძალას.. ისინი მაძლევენ სტიმულს იმისთვის რომ ეს ბრძოლა არ წავაგო და ბედნიერი ვიყო..
რათქმაუნდა ნიკუშა არ დამვიწყებია.. როგორ შეიძლება მისი დავიწყება.. ის ჩემი წარსულია.. ჩემი ყველაზე კარგი მაგრამ ამავდროულად უბედური წარსული..
ერთი წელი გავიდა, ჩემების დახმარებით ყველაფერი ასევთქვად 'გადავაგორე',ყოველ დღე ავდიოდი ნიკუშასთან და ვუყვებოდი ახალ ამბებს.. ისკი ფოტოდან მიღიმოდა და ვგრძნობდი რომ სულში მყავდა.. ვგრძნობდი რომ ჩემთან იყო..
ჩემი ბიჭიც წამოიზარდა უკვე 6 წლის გახდა.. ისე უხაროდა დიდი ბიჭი გავხდი და ყველამ მე დამიჯერეთო ამბობდა..
იცით მას მერე არავინ მყვარებია ნიკუშას გარდა. გაგიკვირდებატ და სურვილიც არ გამჩენია ნიკუშასთვის მეღალატა.. მოვიგე ბრძოლა.. ნიკუშ მოვიგე გესმის? აგისრულე პირობა.. ბედნიერი ვარ ჩვენს შვილთან და მეგობრებთან ერთად.. ბედნიერი ვარ უზომოდ ბედნიერი.. მაბედნიერებენ ისინი.. ცემი ცხოვრება მთლიანად მათ ეკუთვნით.. ნიკუშ შენს სულს ვფივარავ ვაჟკაც გაგიზრდი.. შენნაირ ვაჟკაცს გავზრდი ნიკოლოზს..
იცი როგორ უყვარხარ და ენატრები?
ჩვენ ყველას გვიყვარხარ და გვენატრები..
**
დრო გადის ნიკოლოზი უკვე 15 წლისაა.. დიახ 15 წელი გავიდა იმ ყველაფრის შემდეგ.. 15 წელია არავინ მყვარებია ნიკუშას გარდა.. ჩემი ცხოვრების ერთადერთი მამაკაცი ჩემი ნიკოლოზია.. მართლაც ისეთი ვაჟკაცურია.. სულ მამას ჰგავს..
ახლა მალე მოვა სკოლიდან.. მოვა და როგორც ყოველთვის თბილად მომეხვვევა.. ჩემი ვაჟკაცი.. მხოლოდ ისღა დამრჩა ნიკუშასგან, ის და მოგონებები..
აი ხომ ვთქვი.. მოვიდა ჩემი ბიჭი..
როგორც ყოველთვის თბილას ჩამეხუტა და ერთად ავედით საფლავზე..
-დე მამა ძალიან გიყვარდა ჰო?-მკითხა ცრემლიანი თვალებით..
-მიყვარდა,მიყვარდა დამიყვარს.. მუდამ მეყვარება დე.. მუდამ.. იცი რა მწარეა რეალობა? როცა ხვდები რომ მას ვეღარ ნახავ.. თუმცა შენს გამო,სანდროს ნინიკოს და დემეტრეს გამო ვუძლებ.. თქვენ ხარ ჩემთან.. დე.. მამა ამაყობს შენით .. ალბათ ახლა ასე გაზრდილს რომ გიყურებს ეღიმება სა ამბობ ჩემი შვილიაო-გავუცინე ნიკოლოზს და ნიკუშას საფლავის ქვას მივეფერე..
-დე
-ჰო
-ვამაყობ შენით, და თქვენი სიყვარულით..!!
**
ასეა თუ გინდა ადამიანს ბედნიერება.. ყველაფერში იპოვი მას.. ავასრულე ნიკუშას პირობა.. ბედნიერი ვარ.. მალე ალბათ ვნახავ ჩემს ნიკუშას და იქ ვიქნებით ერთად.. მარადისობაში.. დედამიწამ თუ დაგვაშორა ცა შეგვიფარებს..!!


დასასრული..!!
--------
ჩემო ძალიან თბილები და ტკბილებო <3 ვიცი ძალიან ბევრი გალოდინეთ.. °.° ახლა კი ამ ისტორიით დაგიბრუნდით.. ვიცი არა არის მაინდამაინც 'გადარევა' და უკეთესს ელოდით მაგრამ.. სხვა ვერ დავწერე მართლა(გამიგეთ ამ ერთხელ.. შემდეგში აუცილებლად დავწერ ძალიან კარგ და თბილ *.* ისტორიას:') <3 მიყვარხართ*.* თბილებო :3 ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენატარებში.. თუნდაც იყოს ეს კრიტიკა.. მაინც:') მისაღებია<3



№1  offline წევრი black))

nini5852
ძალიან კარგი იყო, ბევრი ვიტირე მაგრამ ღირდა.

Shen ver carmoidgen me ramdens vtirodi rom vcerdi<3madloba

 


№2  offline წევრი -ფიფქია)))

ძალიან ემოციური იყო და იმოქმედა ჩემზე.. მომეწონა და რო ვკითხულობდი ჟრუანტელი მივლიდა <3

 


№3  offline წევრი black))

-ფიფქია)))
ძალიან ემოციური იყო და იმოქმედა ჩემზე.. მომეწონა და რო ვკითხულობდი ჟრუანტელი მივლიდა <3

Madloba<3 <3

 


№4  offline წევრი N14

ღმერთო! ეხლა ზუსტად ესეთი მოთხრობის ხასიათზე ვიყავი! ასეთი ემოციური არაფერი წამიკითხავს, ვერც კითხვის დროს და ვერც წაკითხვის შემდეგ, ეხლაც, ვერ ვჩერდები! ცრემლები მომდის და მომდის... ძალიან მომეწონა <3

 


№5  offline წევრი black))

N14
ღმერთო! ეხლა ზუსტად ესეთი მოთხრობის ხასიათზე ვიყავი! ასეთი ემოციური არაფერი წამიკითხავს, ვერც კითხვის დროს და ვერც წაკითხვის შემდეგ, ეხლაც, ვერ ვჩერდები! ცრემლები მომდის და მომდის... ძალიან მომეწონა <3

Madloba rom kitxulob<3<3

 


№6 სტუმარი სტუმარი pawu

მაგარი იყო.ჩემი თავი გამახსენდა.ოღონდ მე სიყვარულით გავტხოვდი და სულ რაღაც 40 დღეში გარდაიცვალა ჩემი მეუღლეც და ძალიან მტკივნეული არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent