შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა დიდი სიყვარულის საფუძვლად(VII)


24-08-2015, 00:05
ავტორი sllakhh
ნანახია 2 358

მეორე დილით ღიმილით ავდექი და ასევე ღიმილით წავედი სკოლაში..
პირველივე შემხვდა შორენა, ისეთი თვალებით მიყურებდა სადაცაა მომკლავსთქო ვიფიქრე და გამეღიმა..
ასევე ღიმილით ჩავუარე გვერდი და გიოს გვერდით ცარიელ მერხზე ჯერ ჩანთა დავაგდე, შემდეგ მე დავჯექი..
გიომაც არ დააყოვნა და გაბრაზებული სახით შემომხედა..
"რახდება?" სახე მივიღე და პასუხის მოლოდინში კუთვნილი ადგილიც დავიკავე..
-აიი..მოსაკლავი ხარ, როგორ მოგკლა თორე..
-რატო?? და საცოდავი სახით შევხედე..
- რა, რატო გოგო? ჯერ ერთი გუშინ ისე მოტყდი სკოლიდან, რო არ გამაფრთხილე..ვაფშე რა პონტია ეგ ჩემს გარეშე, რო მიდიხარ და მე აქ მტოვებ? ცოტახანი მიყურა და როგორც ჩვევია სიცილი დაიწყო..
ამოვისუნთქე და ისე ძლიერად მივარტყი გვერდში ხელი, მის მაგივრად მე მეტკინა...
-საზიზღარი ბიჭი ხარ..
- ჰო კაი ვსოო..დაირეკა ზარი და ჯანდაბა ამათ , დილიდანვე ამის წიკვინის მოსმენა, რომ მოგიწევს..მთელი გაკვეთილი არ გაჩუმებულა სულ მასწავლებლის "ქებაში " იყო მე კიდე სიცილით უკვე ცუდად ვიყავი..
მთელი დღე ასე გაგრძელდა..ნამდვილი მასხარა.. ხან ვის ამწარებდა ხან ვის
თან წინასწარ მაფრთხილებდა , ახლა უყურე რავუქნა ამასო..
მოკლედ გიორგის ხელში ვერ მოიწყენ.. ისე გავიდა ყველა გაკვეთილი ვერც გავიგეთ და ისევ სიცილით წავედით გასასვლელისკენ..
ოჰ და რათქმაუნდა მისი აღმატებულება ილიაც ადგილზე იყო..
გადავწყვიტეთ კაფეში წავსულიყავით..
-აბა ვის რა გინდათ?..დიდი ინტერესით იკითხა გიომ..არადა კარგად ვიცოდით ასეთ მომენტებში, საერთოდ არ ფიქრობს სხვაზე, მთავარია ჯერ მისი "გაისწოროს".
ასევე მხიარულად გავაგრძელეთ და დავტოვეთ კიდეც იქაურობა..
-მაგრად აბა გვრიტებო, თქვენი ყურება არ მარგია მე ჯობია მივხედო ჩემს თავს..და წარბების სასაცილოდ თამაში დაიწყო..
გზაში იმ დონემდე ნელა მიყავდა ილიას მანქანა გამიკვირდა და სიცილით ვკითხე
-რახდება, როდის მერეა, ასე ნელა დაგყავს მანქანა?
-ოო, აბა რავქნა ახლოს ცხოვრობდა.. მის პასუხზე სიცილი ვერ შევიკავედა ხმამაღლა გამეცინა.. დაჟინებული მზერა , რომ ვიგრძენი მისკენ გავიხედა და
-რაიყო?
-არაფერი,უბრალოდ საყვარელი ხარ როცა იცინი..მისმა კომენტარა უცებ მოახდინა ზეგავლენა ჩემს ლოყებზე..სიცილით დაამატა...ჰო ეგეც ძალიან მიყვარს,როცა ლოყები ეგრე გიწითლდება..ახლოს მოიწია და მაკოცა..
ძალიან უნდოდა გზა გაგრძელებულიყო თუმცა , მაინც მალე მივედით სახლში..გამოსამშვიდობებელი კოცნაც დავუტოვე და ღიმილით შევედი სახლში..
-ნაანიკოო ერთი წუთით მოდი..ოთახში ასვლას ვაპირებდი როდესაც ,სამზარეულოდან დედაჩემის ხმა დამეწია..
ინტერესით მივაპყარი მზერა..
-ჰო, დე რაიყო?
-ზეგ რას აპირებ?
-რას უნდა ვაპირებდე , ან რახდება ზეგ?...მის გულიან სიცილზე კიდევ უფრო გაკვირვებული სახე მივიღე
-ვინ არის , ესეთი ეგ ბიჭი, რომ თვით შენ, შენს დაბადებისდღეზე შეყვარებულს ეს დღე დაგავიწყა..აუცილებლად უნდა გავიცნო..ისევ განაგრძობდა სიცილს..ბოლოს იმდენი ქნა, რომ გაბრაზების მაგივრად მეც ამიყოლია და გამეცინა.
ისე რას ვერჩი მართალია (ზემოთ ავღნიშნე , რომ ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე.)
-კაი დე..მართლა რას აპირებ.. მამაშენი შენზე ბავშვია და უკვე მოაგვარა რესტორნის საქმე ეს მაინც , რომ იცოდე ..თან თვრამეტის ხდები..
-ჰოო?? ძალიან კაი მე არ მომიწევს ბევრი სიარული..კლასელებს და მეგობრებს ვეტყვი..ჩემთვის გავაგრძელე გეგმების დაწყობა, რომ ხვალ შოპინგზე წავსულიყავი და კაბა ამერჩია..
-კაი დე , ვინც შენ გინდა..მაცდურად შემომხედა მივხვდი ვინც იგულისხმა..მიდი გამოიცვალე და მერე ჩამოდი მშიერი იქნები..
-არა, არ მშია..გაკვეთილებს მოვილევ მირჩევნია..
მეორე დღეს სკოლაში მისულს გიო არ დამხვდა ..გამიკვირდა და დავურეკე
-ჰოო.. ნამძინარევი ხმით გამცა პასუხი
-ოჰ, ჰო არ გაგაღვიძე ვაჟბატონო..
-რამიხვედრილი ხარ.. კაი წავედი მეძინება
აღარაფლის თქმა არ მაცალა ისე გამითიშა..უჯიშოო ჩავძახე უკვე გათიშულზე და ნერვებ მოშლილი დავჯექი ჩემს ადგილას..
როგორც,ვივარაუდე ჩემი ჯამბაზის გარეშე საშინლად მოწყენილი ვიყავი მთელი დღე.
ზარის ხმის გაგონებამ, მგონი პირველად გამაღიმა დღეს...გავიფიქრე ძვლივს ილიას მაინც ვნახავთქო..
როცა გარეთ გასულმდა ვერც ილია ვერ ვნახე ვერსად, მერე უკვე საშინლად გავბრაზდი და ასე გაბრაზებული წავედი საყიდლებზე გულში "ვამკობდი" და ყველა შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობდი, თუ რატომ არ მოვიდა დღეს, თან არც დაურეკავს და არც მოუწერია..

ილია

რადგან უკარებას ორ დღეში დაბადესდღე აქვს, გადავწყვიტე ეს შანსი გამომეყენებინა და სიურპრიზი გამეკეთებინა. სამწუხაროდ ქალაქიდან გასვლა მომიწია იმისთვის , რაც ამ ყველაფრისთვის უნდა გამეკეთებინა..მობილურიც გამოვრთე..ვიცოდი როგორ გაბრაზდებოდა, რომ ორი დღე ვერც დავურეკავდი და ვერც ვნახავდი..მაგრამ, ისეთ რამეს ვუწყობდი დარწმუნებული ვიყავი, რომ შევირიგებდი ... და შეიძლება უფრო მეტიც...

ნანა

საშინლად გაბრაზებული ვიყავი..საერთოდ არ მქონდა ხალისი , რომ რაიმე გამეკეთებინა..თან ჩემს თავზე ვბრაზობდი ასეთი დამოკიდებული, რომ ვიყავი ილიას მიმართ.
დაბადებისდღის ყველა დეტალს თუ ადრე მე ვაგვარებდი და დიდი სიხარულით ვიყავი ახლა დედაჩემს მივანდე...
ფიქრების და დროის გასაყვანად ბევრი ვიბოდიალე კაბაზე..სიმართლე , რომ ვთქვა საერთოდ არ მეხალისებოდა, თუმცა თავს ძალა დავატანე ეს მაინც გამეკეთებინა..ბევრი ძებნის შემდეგ გადავწყვიტე მოკლე, თეთრი კაბა მეყიდა..
სახლში მაინც საშინლად დაღლილი დავბრუნდი..არაფრის თავი მქონდა..აღარაც ტელეფონი შემიმოწმებია, ეგრევე სააბაზანოში შევედი..წყალმა თითქოს შვება მომგვარა და დასაწოლად წავედი..
დილით, იმ ფაქტით გაახარებულმა , რომ უკვე სწულწლოვანი ვიყავი ბედნიერს გამეღიმა..
მთელი დღის მანძილზე ვიღებდი მოლოცვებს მობილურის და ინტერნეტის საშუალებით..დანარჩენები კი საღამოს რვა საათზე..
გუნება წამიხდა,უიმედოდ ველოდებოდი ილიას ზარს..
ექვსი საათი იყო დედამ , რომ შემახსენა გავმაზდებულიყავი..
ჩემი არჩეული კაბა მოვირგე ტანზე..თმებi უბრალოდ დავიხვიე და გავიშალe..ვინაიდან მაკიაჟი არ მიყვარს, ამიტომ ძალიან მსუბუქად გავიკეთე ,ფეხზე მაღლები და მზად ვარ...

რესტორანში მისულს უამრავი სტუმარი დამხვდა..ყველა მხირად მოლოცვებს და საჩუქრებს ვიღებდი..
ყოველ წამს მეგონა , თითოეული კარის გაღებაზე , რომ ილია იყო ..თუმცა იმედები ყოველ ჯერზე მიცრუვდებოდა...
ძალით ვიღიმოდი, არ მინდოდა სხვებისთვის დასანახი ყოფილიყო ჩემი უხასიათობა..
გვერდით გიო დამიდგა და მითხრა
-ნან გარეთ გამომყევი რა საქმე მაქვს..
მეც უხმოდ გავყევი.. მივუბრუნდი , რომ მეკითხა თუ რახდებოდა..თუმცა იქ არავინ დამხვდა..
შესვლას ვაპირებდი როდესაც ჩემთვის საყვარელმა ხმამ შემაჩერა..
-ნან გილოცავ დაბადებისდღეს..ეს მითხრა და ეგრევე გაისმა ფეირვერკის ხმა, ულამაზესი იყო...ბოლოს დაეწერა "უკარება გილოცავ და ძალიან მიყვარხარ" უბედნიერესი ვიყავი..ყველა გარეთ იყო გამოსული..
თუმცა ეს ყველაფერი არ ყოფილა ცაში უამრავი გულის ფორმის ფრანები გამოჩნდა..ძლიერად მოვეხვიე ილიას ასე ვიყავით რამოდენიმე წუთი..
მერე მომიშორა, გაკვირვებულმა გავხედე ..
როდესაც ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელი ჯიბისკენ წაიღო და ყუთი ამოიღო..

-----
აბა მოგწონთ? ველი შეფასებას ♥♥



№1  offline წევრი nini :)

აუნ მაგარია გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent