შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა დიდი სიყვარულის საფუძვლად (VIII)დასასრული


25-08-2015, 00:26
ავტორი sllakhh
ნანახია 3 105

იმედს ვიტოვებდი , რომ ილია სწორად გამიგებდა..
ბევრჯერ უნებლიედ მიფიქრია ამ მომენტზე..ვფიქრობ სართოდ ყველა გოგო ფიქრობს თუ როგორ უნდა , რომ ხელი თხოვონ..როგორი ქორწილი ექნება..რამდენი შვილი ეყოლება და როგორი ოჯახი ექნება..
გეგმებში ისიც შედის თუ , როდის უნდა ამ გადაწყვეტილების მიღება..
ზოგი პატარა ქმნის ოჯახს.
ზოგს კი კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი ,რომ ჯერ უნდა ისწავლოს..შემდეგ იმუშაოს და მერე იფიქროს ოჯახზე.
არა , ასე არ მქონია გეგმები დაწყობილი თუმცა ის ვიცოდი , რომ აუცილებლად უნდა მესწავლა.
ისიც ვიცოდი ილიას , რომ გავყვე ცოლად ამ ყველაფერში ხელი არ შემეშლებოდა თუმცა მაინც მაკავებდა რაღაც.
ფიქრებიდან გამოვერკვიე ყველა სულ განაბული უცდიდა ჩემს პასუხს..
იმ მომენტში ვფიქრობდი ყველაზე და ყველაფერზე..მშობლებზე , რომლებიც არასდროს წავიდოდინენ ჩემი გადაწყვეტილების წინ, თუმცა სულ მეუბნებოდნენ , რომ ჯერ უნდა მესწავლა, სხვა ყველაფერს მერეც მოვასწრებდი.
-ილია.. საუბრის დაწყება საშინლად მიჭირდა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ამდენი თვალი გიყურებს..ისა მგონია ცალკე დავილაპარაკოთ ...
უხმოდ დამთანხმდა .. თითქოს გააზრებული ქონდა ის თუ რა პასუხს ვეტყოდი..

სხვებისგან მოცილებით გავედით..დიდად ვერ მიშველა ამ ფაქტმა .. საუბრის დაწყება მაინც მიძნელდებოდა..
-ილია,გთხოვ სწორად გამიგე, ყველაზე მეტად მიყვარხარ ხომ იცი.. ისიც იცი , რომ უშენოდ არ შემიძლია..მაგრამ ისიც არ შემიძლია ,რომ მშობლებს იმდები გავუცრუო..მართალია სრულწოვანი ვარ ,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ უკვე ძალიან დიდი ვარ.უბრალოდ მინდა , რომ ვისწავლო..მინდა სკოლა ჩვეულებრივად დავამათავრო და მერე ჩემს საყვარელ პროფესიას დავეუფლო..უბ რალოდ არ მინდა ჯერ გათხოვება, მაგრამ არც უშენოდ შემიძლია გამიგე გთხოვ..
თითოეულ სიტყვას გააზრებულად და სვენებით ვეუბნებოდი..
მისგან მხოლოდ თავის დაქნევა , რომ მივიღე პასუხად ..არვიცი რა დამემართა. მეგონა , რომ ვერ გამიგო თუმცა ის ხომ ..ილიაა, ჩემი ილია, რომელიც ყველაზე კარგად მიგებს..რომელიც უხმოდ ხვდება თუ როდის რა მჭირდება..
-ვიცი ნან ,ვიცი .. შენ გგონია , რომ ამის შესაძლებლობას არ მოგცემ? გგონია , რომ სწავლას დაგიშლი..სისულელეა...პირიქით ვიამაყებ იმით ,რომ შენნაირი ყველაზე მაგარი ცოლი მეყოლება..გაცდი..თუმცა იცოდე ეს ლოდინი რა დონემდე მიჯდება..ბევრს ვერა , მაგრამ გაცდი სკოლის დამთავრებას, როდესაც ჩააბარებ.. მერე უკვე ..მერე თარიღი უნდა დათქვა ქორწილის..როდის გინდა, როგორი გინდა..ყველაფერი ისე იქნება როგორიც შენ გინდა..
არამგონია ცხოვრებაში ამაზე მეტად კიდევ ,რაიმეს მოსმენა გამიხარდეს..არაფერი ჯობია იმის მოსმენას , როდესაც შენი მეორე ნახევარი ასეთ ძვირფას მომენტში გიგებს და ყველანაირად ცდილობს , რომ დაგეხმაროს და გვერდში დაგიდგეს..
-ახლა კი უკარება ქალბატონო გამომყვები ცოლად?..ახლა უკვე დამშვიდებულად ვუპასუხე
-რათქმაუნდა.. ძლიერად ჩამიხუტა..მთელი სახე დამიკოცნა..ბაგეებზე კი მთელი სინაზით,ტუმცა მალევე გაუხდა კოცნა უფრო მომთხოვდი და ვნებიანი.ძლივს შევძელი მოშორება და შიგნით შევედით.
ყველას მომლოდინე სახეები ჩვენ შემოგვეგება..პირველ რიგში ილიამ გადაწყვიტა ,რომ ჩემს მშობლებს დალაპარაკებოდა..თუმცა მანიშნა ,რომ მე შიგნით დავრჩენილიყავი.
მანამდე კი სხვები მოვიდნენ თუმცა აი ჩემი გოგოებიც რომლბმაც არავის არ აცადეს ახლოს მოსვლა და ეგრევე მოშორებით გამიყვანეს..
-ჰა ახლა თქვი რა უთხარი..იმედია სისულელე არ ქენიი და... არ ვაცადე ლანას დასრულება წინადადების და ხელი რომელზეც ბეჭები მეკეთა დავანახე..
-აააააააააააააააა, რამაგარიიია ..როგორც იქნა ძვლივს წესიერი გადაწყვეტილება მიიღე ... მათი შემხედვარე სიცილს ვერ ვიკავებდი დამიჯერე თქვენს ეგრე იქნებოდით იმ მომენტში მათი სახეები , რომ დაგენახათ.
-ვსოოო, ბავშვს მე ვნათლავ იცოდე..ამ და კიდე მეჯვარეც მე ვარ, ჰო და კიდე რაც შეილება მალე წავიდეთ კაბები ასარჩევი და საერთოდ რამდენი საქმეა...ვააიმე რამაგარიიაა..სიცილისგან უკვე ცუდად ვიყავი და მაგრად ვეხუტებოდით ერთმანეთს..აი ბედნიერება..ძვლივს მოვახერხე მეთქვა
-კაი, კაი გოგო დამშვიდდიი.. ჰო ეგ ყველაფერი მაგრამ ადრეა..სკოლა მორჩეს მერე ჩავაბარო და აი მერე შეგვილია დავიწყოთ ზრუნვა მაგ ყველაფერზე..
-ჰმ, ქალბატონო და ის თუ იცი , რომ სკოლის დამთავრებამდე ერთი თვეც არ დარჩა..და მისი მაცდური სახე მომანათა..
-ნუუ, ჰო მაშიინ.. და სიცილი აგვიტყდა..ვგიჟდები ამათზე..

როგორც იქნა ჩემი მშობლები და ილია დავინახე , რომლებიც ახლახანს შემოვიდნენ..
გულიდან თითქოს დიდი ლოდი მომეხსნა როდესაც მათი გაღიმებული საახეები დავინახე.არ ვიცი რაუთხრა ილიამ მათ მაგრამ კიდევ უნდა ვთქვა , რომ ეს ბიჭი ძალიან მიყვარს!..
ახლა უკვე უფრო მეტი მიზეზით და მხიარულებით მიდიოდა სიტუაცია..
გვიან ღამით წამოვედით რათქმაუნდა ილიამ წამომიყვანა..ბედნიერებისგან გაბერილმა ბალიშზე თავი დავდე თუ არა ეგრევე დამეძინა.

დღეები გადიოდა ერთმამეთის მიყოლებით..უკვე აღარ ვაქცევდი ბოღმიანი ადამიანების ქცევებს..საცაა ბანკეტი მექნება მე კიდევ სასწრაფოდ მესაჭიროება კაბა..რათქმაუნდა ეგრევე ზარი გოგოებთან და მაღააზიების დაპყრობა გადავყწვიტე
-ჰეი ძეტკა რაშვები?(ეს ჩვენი მიმართვაა..)
-რავი, ძეტკა არაფერს ახალაძეს ველოდები ახლა უნდა დამერეკა გამოდი რა შენც
-აუ კი გამოვალ მაგრამ მიდით რა გაემზადეთ და კაბისთვის გამყევით..
-საქმეც გამომიჩნდა კაიი წავედი თხუთმეტ წუთში აქ იყავი..ესეც მოვიდა და..
-ოქეიი ძეტკა..
მეც მოვემზადე მანამდე.. საფულე და გასაღები ავიღე და გაავედი (ჰო მშობლებმა მანქანა მაჩუქეს დაბადებისდღეზე.)
მოკლედ გავუარე ჩემს გოგოებს და მივედით დანიშნულების ადგილას..
უკვე იმდენი კაბა მოვისნჯე და თითოეულ მათგანს ისეთ მიზეზს გამოუძებნიდნენ დასაწუნებლად, მზად ვიყავი უკვე, მომდევნოკაბა გასინჯვის გარეშე ეგრევე მეყიდა..
-ნააან ეს ნახე აბა..
აახ აღარ შემეძლო იმედია ბოლო იქნება თორე უკვე ცუდად ვარ..
მესმის ახალაძის სიცილი..ეს ხომ ყველაფერზე იცინის ..
გაგიჟებული გამოვედი..
-რაგაცინებს გოგო?
-აი ერთი უბრალოდ ბანკეტის კაბა ვერ აგვირჩევია ამდენი საათია და ქორწილის კაბისთვის როგორ გავწამდებით ხო აზრზე ხართ?..რომ წარმოვიდგინე თუ რა გველოდა წინ წინასწარ გამოვიტირე..მართალია რას ვერჩი
-ეე მეტკინა ცხოველო
-არა აბა , ახლა შენი ფიქრებისთვის მცალია მიდი მალე შედი და ეს კაბა ნახე..
ერთი შეხედვით მომეწონა..გარეთ გამოვედი..
-ჰა, აბა .. ამას როგორ დაიწუნებთ ?
-ვოოოვ აი ეს მომწონს..
-ვყიდულობთ ვსო.. დაადასტურა ლანამაც.
შვებით ამოვისუნთქეთ სამივემ..კაბა მთლიანად ბისერებში იყო გაფორმებული მუხლამდე..მარცხენა მხარეს ჩაჭრილი..არც ღრმა თუმცა საკმაოდ გამომწვევი დეკოლტე რომელიც აკვდებოდა ჩემს მკერს..და ბოლომდე გრძელი რომელსაც უკვე ალაგ-ალაგ ბისერები აფორმებდა.


საკუთარი თავით კმაყოფილებმა დავტოვეთ მაღაზია და კაფეში შესვლა გადავწვიტეთ..შეკვეთა მივეცით და ახალაძე ეგრევე შემოგვიტრიალდა
-მოკლედ ძევაჩკებო..ეს ბანკეტი მოვითავოთ, ჯოჯუა მერე შენ..ისე კიდე კაი კაბა არჩეული გაქვს.. (თვითონ ერთი წლით უმცროსია.)ჰოდა რას ვამბობდი ეგრევე ქორწილის საქმეები უნდა მოვაგვაროთ რა.. გაკვირვებული სახით შევხედეთ
-კაი გოგო რას მიყურებთ ეგრე..ატესტატი უკვე შენია..და ახლა არ მითხრა , რომ არ გჯერა ჩაბარების ..პროსტა შანსიი არაა ჰოიცი ამიტო მაგაზე ნერვიულობა არც ღირს ჯობია როგორი კაბა გინდა ის თქვა..და მომლოდინე სახით მოგვაჩერდა..
-არა ისე მართალია..დაეთანხმა ლანაც და "გაიკრიჭა"
-გადამრევთ მე თქვენ..თუმცა მათი შემხედვარე სიცილი ვეღარ შევიკავე და ადვილადვე ამიყოლიეს..
-მოკლედ, წავედით რა ახლა და მოიფიქრე მანამდე როგორი კაბა გინდა..
-აუცილებლად... და ღიმილით დავემშვიდობე ჩემს გოგოებს.

როგორ შეიძლება მე როცა მჭირდება მაშინ ადრე გამეღვიძოს.. ძლივს ძლივობით ჩავიცვი და ეგრევე სალონში წავედი..თმები ჩემს სტილისტს თამუნას მივანდე..მსუბუქი მაკიაჟი და ეგაა..ახლა სახლში მისვლა და კაბის ჩაცმა იყო და მზად ვარ ...სააათს დავხედე უფ რა დრო გასულა და სასწრაფოდ წამოვედი სახლში.
მზადებას საათზე მეტი მოვანდომა ხან , რა მახსენდებოდა ხან რა ..
ბანკეტზე რათქმაუნდა ჩემი მეწყვილე ილია იყო..
უკვე მერამდენე ზარი..
-ჰოო აიი ვსო მზად ვარ გამოვდივარ... პასუხის გაცემა აღარ ვაცადე ისე გავუთიშე და სასწრაფოდ გავედი ოთახიდან..
-დეე ,ძალიან ლამაზი ხარ..
-მადლობა დე.. მივედი და ძლიერად ვაკოცე..
როგორც იქნა გავაღწიე სახლიდან და როდესაც ილია დავინახე Gelandewagen-ზე მიყრდნობილი საშინლად გამიხარდა(ვგიჟდები ამ მანქანაზე.) შემდეგ კი ილიას გაოგნებულ მზერას გადავაწყდი...მეც ამაყი ნაბიჯებით გავემართე მისკენ..
-ღირდა ლოდინად,ყველაზე ლამაზი გოგო მყავს ..მისი საფირმო ღიმილი და რათქმაუნდა კოცნა დავიმსახურე ..კარი ჯელტმენულად გამიღო და დაჯდომაში მომეხმარა..

იქ მისულებს უკვე ყველა ადგილზე დაგხვდა..ყველა ისეთი ლამაზები იყვნენ...
გვიანობამდე ვერთობოდით..მე და ილიამაც შევასრულად რამოდენიმე ცეკვა ერთად.. კიდევ კაი არანაირი უთანხმოება არ მომხდარა მთელი ამ დროის განმავლობაში..ეს ის დღეა როცა მაწავლებლები უკლებლივ ყველას გვაქებს. აქაც ეგრე იყო არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს.თითქმის დილამდე გაგრძელდა ჩვენი მხიარულება , ყველა საშინლად დაღლილები , მხიარულები და ბოლომდე ბედნიერებით სავსენი ვიყავით.
მაბედნიერებდა ის ფაქტი , რომ ასეთი კარგი ადამიანები მყავდა ამდენი წლის მანძილზე გვერდით.

ამ დღემაც ჩაირა და მოახლოვდა ეროვნულები ,საშინლად ვნერვიულობდი..ილია და ჩემი გოგოები, რომ არ მყოლოდა გვერდით არ ვიცი ასე ვინ დამეხმარებოდა და გამამხნევებდა..
როდესაც უკვე ყველა გამოცდა დავწერე და გამოვედი შენობიდან ერთიანად ამოვისუნთე ისე თითქოს დიდი ტვირთი მომეშორებინოს..ოჰ და აი ჩემი მოუთმენელიიც...ახალაძეე..
-მოკლედ წამოვედით ახლა ჩვენ კაფეში და მაგარი იდეა მაქვს..მიდით აბა ვინმემ უარი უთხარით .. ეს უბრალოდ შეუძლებელია..როდესაც ყველა მივედით მხოლოდ მაშინ ინება გოგომ საუბრის დაწყება..ილია,მისი ძმაკაცები ლანა მისი შეყვარებული(რომელთანაც ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს) და მე.
-მოკლედ..სანამ პასუხები დაიდება მანამდე წავიდეთ ბათუმში ან ქობულეთში ან რავი სადაც გვინდა..ჰო და მერე როცა დაიდება ქულები უკვე დავიწყოთ მზადება.. აბა აგვისტომდე რაუცდის იმის პასუხს თუ რომელში ჩააბარებს..
იდეა მოგვეწონა ძვლივს რაღაც მოსაწონი თქვა..არა ისე უნდა დავუფასო სულ კარგი იდეები აქვს..
-ბათუმში წავიდეთ სახლი მაქვს იქ (ნიკა..ილიას ძმაკაცი.)
-კაი იყოს ეგრე ხვალ დილით 8ზე ყველა მზად იყავით და გავდივართ მკაცრად გაგვაფრთხილა თაზომ(ლანას შეყვარებულმა.)
-კაიი დავიშალეთ ახლა საქმე გვაქვს. ვთქვი სიცილით და დავიშალეთ..
საღამომდე ვალაგებდით ბარგს..
კიდე კაი, მეორე დილით არ ჩამეძინა ამათი ამავი , რომ ვიცი არ შერცხვებოდათ დატოვება..
რამოდენიმე საათში უკვე ადგილზე ვიყავით...საშინლად გვშიოდა ყველას, ამიტო მ გადავწყვიტე მე საჭმელები გამეკეთებინა და გოგოებმა დალაგება აიღეს მის თავზე..
პირველი დღე დალაგებას მოვუნდით აი მეორე დღიდან კი ერთიანი ძალებით დავიწყეთ გართობა..ხანდახან ქორწილის თემასაც ვეხებოდით და ვაზუსტებდით რა როგორ გვინდოდა..
მოკლედ არაფერი ჯობია მეგობრებთან ერთად დასვენებას.....

ეს აქაც არ გვასვენებს..
-ჰეი ხალხო.. კერძოდ, თქვენ ძეტკებო..აწიეთ ერთი ადგილი და ნახეთ ქულები დაიდო ყველა საგნის პასუხი უკვე ..ამ შემთხვევაში ვაპატიეთ ჩვენი გაღვიძება ასე ადრე..როცა ქულები ვნახეთ კივილით ავიკალით იქაურობა.ბიჭები შეშინებულები გამოვარდნენ ოთახებიდან, აინტერესებდათ თუ რამოხდა..ეჭვიც არ გვეპარებოდა..თან ისეთი ქულები იყო აუცილებლად ჩაბარებული გვქონდა..
ისევ ახალაძეე...
-ჰე ახლა ჩალაგდით მალე და წავიდეთ ქორწილი და ამბებიი...არ დაგასვენებს რა ეს ბავშვი თუმცა რას ვერჩი, ყველას ერთმანეთზე მეტად გვინდოდა მგონი ამ დღის დადგომა..
როგორც გაცა ბრძანება "უფროსმა" ისე მოვიქეცით .
თითქმის სახლდებთან ვიყავით და უნდა დავმშვიდობებოდი, რომ ახლა ლანა მობრუნდა..
-მოკლედ ხვალ გამოგივლით ახალაძის მანქანით, დილით და მზად დაგხვდი შენი ამბავი, რომ ვიცით კარგა ხანი ვერ ავარჩევთ ისეთ კაბას როგორიც გვინდა და ამიტო ჯობია აქიდანვე დავიწყოთ..
მართალს ამბობდნენ არც შევეწინააღმდეგე და ხვალამდე დავემშვიდობე.
რა პუნქტუალურები არიან, დილით როგორც დამიბარეს თავზე დამადგნენ თუმცა გზას რომ აცდნენ მერე ვკითხე სად მივდიოდით ..
-მოკლედ ახლა კაფეში რა რაღააცები გავარკვიოთ და მერე წავიდეთ კაბაზე..
-კაიი.
როცა მივედით ბიჭები და ილია იქ იყო..ისე მოვეხვიე თითქოს თვეზე მეტია არ მენახოს არადა გუშინ ვნახე..
-მოკლედ თქვენ მერეც მოასწრებთ მაგას..ეს ხო სიცოცხლეს არ გაცლის..
ესეიგი რა ბიჭებმა დარბაზს მიხედეთ ჰო იცით როგორი დიზაინით და რაღაც მაგაზე ჩვენ არ გვაწვალო რა ჰო და ჩვენ კაბას მივხედავთ და ეგაა ვსო წავედით..მიყვარს მისი ასეთი სახე"ბოროტული"
-ეე, მოიცა ბაზარი არაა უარს როგორ ვიტყვი მარა ყველაფერი ჩვენ და თქვენ მხოლოდ კაბა?(ნიკა)
-მოიცა საყვარელო, შენ გგონია ახლა რო წავალთ ეს დღესვე აარჩევს? დამიჯერე თქვენ უფრო ადვილი საქმე გაქვთ და ეგრევე გამოვედით სიციილით გარეთ
-ესეც ასე საქმე მოგვარებულია ახლა წავედით კაბაზე..მეტი გზა არც იყო.
როგორც ვივარაუდეთ მთელი სამი დღე სრულიად უაზროდ დავდიოდით..ამას ის ემატებოდა , რომ ამ დღეების განმავლობაში ილიას ვერ ვნახულობდი.
ბოლოს გადავწყვიტეთ სხვადასხვა კაბის დეტალები ერთ კაბაში გაგვეერთიანებინა და სპეციალურად შეგვეკერა..ისე ერთი ის იყო დადებითი ჩემთვის ვერა მაგრამ გოგოებმა თავიანთთვის ნახეს კაბები.
მთელი ორი კვირა და რამოდენიმე დღე გადარბენაზე ვიყავით..დიდი ორი წუთით თუ ვახერხებდი ილიას ნახვას ისიც ვიფიქრე ხომ არ გადავიფქრო და ბევრი ამბის გარეშე ავმდგარიყავი და გავყოლოდი მაგრამ ლანამ ისე დამიქაჩა თვალები შემეშინდა.


-ვისიიიაა ვისიაა ქალიი ლამაზიი თუ როგორც არის.. სიცილით შემომივარდა ახალაძე ოთახში და ჩემს გაღვიძებას შეეცადა..
-ადექი გოგო მალე თორე გადაიფიქრა ილიამ შენი ცოლად მოყვანა....
-ჰააა ..."ფეთიანივით" წამოვარდი საწოლიდან.. დღეეს ...
-ჰა ჰა ვაიმე დაავიწყდა ცუდად ვარრ ჰა ჰა ... ლანა სიცილისგან ცუდად იყო ...დაგავიწყდა გოგო??მიდი მალე გაემზადე და მოვა სტილისტი ვუუ მაგარი დღე გველის წინ
-ახლავეე.....
მოკლედ კიდე კაი სტილისტმა მაინც, რომ არ დაიგვიანა და დროზე დაიწყო ყველაფრის გაკეთება თუმცა, ამას არც მეტი არც ნაკლები ოთხი საათი დაჭირდა..
კაბის ჩაცმააში გოგოები მომეხმარნენ..
-ვოვ ღირდა ხო იცი, იმდენი დღის ხარჯზე ..ულამაზესი ხარ ნან
ამ დროს დედაჩემი შემოვიდა ოთახში მისი სახის დანახვაზე ემოციები ვეღარ შევიკავე და ტირილი მომინდა თუმცა ლანას გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო
-არ გაბედო და მაკიაჟი არ გაიფუჭე..ჰე მალე გავედით .. მოსილია უკვე ილია..
ამის გაგონებაზე უფრო ავნერვიულდი ძვლივს შევძელი გასვლა..
როდესაც დავინახე სუნთქვა შემეკრა ისეთი სიმპატიური იყო..ძალიან უხდებოდა სმოკინგი ..ჩემი სიმპატიური "ქმარი". გული სიამაყით გამევსო..
როდესაც ასევე სიამაყით და სიყვარულით სავსე მზერა დავიჭირე გავიფიქრე , რომ ღირდა ეს ყველაფერი ამად.
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცოლი მყავს.
-მე კი მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური ქმარი.
და ზედ დავაკვდი მის ტუჩებს , ვერც მოვიფიქრებდით მოშორობას , რომ არა ლანას ჩახველება ეგ მერე გვრიტებო გვაგვიანდება..
ჯვარი სამებაში დავიწერეთ
ვერ ავღწერ რა გრძნობა იყო ყოველივე ეს..იქიდან უკვე უფლის წინაშე ცოლ-ქმარი გამოვედით , რაც ჩემთვის ქაღალდზე გაფორმებულ ფორმალობაზე მეტს წარმოადგენდა.
რესტორანში მისულს თავი ზღაპარში მეგონა..ყველაფერი ისე იყო როგორზეც ვოცნებობდი
-ძალიან , ძალიან მიყვარხარ ილია..!
ბედნიერი ძლიერად მივეკარი მას მკერდზე ..
ნამდვილად ღირდა ის დრო ყოველივე ამად როდესაც მის ნახვას ვერ ვახერხებდი.

ღამის სამი საათი იყო როდესაც ლანა და თაზო მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს წასვლის დროა.. მე ვერ მივხვდი რას ნიშნავდე ეს თუმცა როგორც ჩანს ილიამ იცოდა..
როდესაც თვითმფრინავი პარიზში დაფრინდა არ ვიცოდი რა მექნა..
ვგიჟდებოდი ამ ადამიანზე..
ყველაზე მეტად მიყვარდა.ყველაფერს აკეთებდა , რომ ბედნიერი ვყოდილიყავი , რაც რათქმაუნდა საუკეთესოდ გამოდიოდა..საუკეთესო ქმარი იყო..ყველაფერს აკეთებდა ჩემი ბედნიერებისთვის, ყოველ წამს და წუთს ჩემზე ზრუნავდა..
იმაზე ვბრაზდებოდი ხოლმე , რომ სიურპრიზებში მჯობნიდა
თუმცა როდესაც წითელი ხაზი დავინახე მაშინ გამეღიმა და გავიფიქრე..
ამაზე მეტ სიურპრიზს ვერ გამიკეთებდა..
მერე იყო ჩვენი პირველი ბიჭი..
მეტი ბედნიერება და
მეტი სიყვარულიც
რომელიც გრძელდება და კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.

----
იმედი მაქვს , რომ გავამართლე თქვენი იმედები ვინც კითხულობდით ♥ ველი შეფასებას.♥



№1  offline წევრი nini :)

მეგონა კიდევ გააგრძელებდი ძალიიან კარგი იყო

 


№2  offline წევრი sllakhh

nini :)
მეგონა კიდევ გააგრძელებდი ძალიიან კარგი იყო

ზედმეტად აღარ გავწელე...მადლობა ♡♡

 


№3  offline წევრი nini :)

sllakhh
nini :)
მეგონა კიდევ გააგრძელებდი ძალიიან კარგი იყო

ზედმეტად აღარ გავწელე...მადლობა ♡♡

არაფრის მართლა ძალიან მომეწონა ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent