შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (2 ნაწილი)


25-08-2015, 08:41
ავტორი ანკა
ნანახია 2 559

კარის ზღურბლზე შეჩერდა... პირდაპირ საწოლში ნამდვილად არ ჩაუგორდება! ბოლო-ბოლო თავმოყვარეობა და ღირსება ვიკასაც ააქვს! როგორ გააღვიძოს ჩვენი „მძინარე პრინცი“? თან ისე, რომ თავი არ დაიმციროს... ჰმმ... ცოტა დასაფიქრებელია, თუმცა ჩვენმა ეშმაკუნა ვიკიმ ყველაფერი დაგეგმა. ენერგიას საწოლის გარეთაც დახარჯავს და უკეთესადაც გაერთობა, თუ... ვნახავთ ახლა რასაც იზამს...
სამზარეულოში ჩავიდა და მაცივარი გამოაღო. შიმშილის მომიზეზება იმდენად ბუნებრივი რამაა, რომ ერეკლე ვერ გამოიჭერს. პროდუქტები აათვალიერა და ნახევარი გარეთ გამოაწყო. ესეც მზარეული არ გვყავდეს რა! ელემენტალური კერძების კეთება იცის, რა თქმა უნდა, აბა ისე მარტო ვერ იცხოვრებ ადამიანი მუდამ მზა კერძების იმედზე, თუმცა ყველა პროდუქტის დანიშნულებაც არ იცის... მაგალითად, რა ჭირი და უბედურებაა დარიჩინი? კაცმა არ იცის...
მოკლედ, პროდუქტები არეულად დაყარა და მთავარზე გადავიდა. დიდი ქვაბი და ტაფა გადმოიღო და ისე შემოსცხო ერთმანეთს გეგონებათ მიწა დაიქცაო. თვითონაც ეტკინა ყურები და უკმაყოფილოდ გააქნია თავი წუილის გასაფანტად. „ზოგჯერ რა მსხვერპლზე არ წავა ადამიანი“ გაიფიქრა და ისევ შეანარცხა ორი უშველებელი ჭურჭელი ერთმანეთს. შემდეგ თავის ბავშვურობაზე თვითონვე გაეცინა, ტაფა და ქვაბი გაზქურაზე დადო და სამზარეულოს თვალიერება განაგრძო. თეთრი სამზარეულო ძალიან სუფთად გამოიყურებოდა. „ალბათ დამლაგებელი უსუფთავებს“ - გაიფიქრა უდარდელად და უჯრები გამოაღო. ნაყინი მოუნდა და ისევ მაცივარს მიადგა.
-რის მიღწევას ცდილობ?! - მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ბარიტონი, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო დაბოხებულიყო. მისკენ გაიხედა და გაიფიქრა, გრძელი თმები რომ ჰქონოდა აჩეჩილი ექნებოდაო.
-ნაყინი მინდოდა - წამოაყრანტალა დაუფიქრებლად და საყინულე უკმაყოფილომ მიხურა. ერეკლემ ღრმად ამოიხვნეშა, ხელები სახეზე მოისვა და კუშტად შეკრული წარბებით მიაჩერდა გოგონას.
-ეს პროდუქტები, ტაფა და ქვაბიც მაგისთვის გინდოდა ხო?! - ჰკითხა ირონიულად.
-თავიდან არ მინდოდა, მერე მომინდა - უპასუხა გულუბრყვილოდ და ერეკლესაც საჩხუბარი თემა ამოუწურა, ალბათ...
-თავიდან ჯანზე იყავი და ტაფა და ქვაბი ურახუნე ერთმანეთს არა?! - დაუსვა ჩამჭრელი შეკითხვა.
-დამივარდა - იცრუა და თავი დახარა.
-ტყუილები არ გამოგდის - გაიგო დამთბარი ხმა და გაკვირვებულმა ახედა თვალებანთებულ ერეკლეს, რომელიც სხეულს ხარბად უთვალიერებდა. - ყველა ლამაზი გოგო უტვინო როგორაა - ამოიოხრა და პროდუქტების მაცივარში შეწყობა დაიწყო.
-აგალაგებინო? - ჰკითხა კომპლიმენტით ნასიამოვნებმა და გაბრაზებულმა ერთდროულად.
-მაგაზე როგორ შეგაწუხებ! - შეიცხადა მოჩვენებითად და საქმე განაგრძო.
-ღირსი არ ხარ მაგრამ დაგეხმარები - უკანალის ქნევით აიღო ტაფა და ქვაბი და თავისი ადგილი მიუჩინა. საცვლების ამარა, კუნტრუშით, აუჩქარებლად დანარნარებდა სამზარეულოში და ერეკლეს ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა და ნერვები ეშლებოდა. ერეკლე მის ყველა მოძრაობას გარკვევით ხედავდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ მისი გულგრილობა გოგონას აღიზიანებდა და შეფარულად განაგრძობდა მისი უნაკლო სხეულის თვალიერებას. ვეღარ მოითმინა, სულმოუთქმელად ეცა გოგონას ბაგეებს, ორივე ხელი შიშველ წელზე მოხვია და თავისკენ ძლიერად მიიზიდა. “ოჰო, რა ტუჩები ჰქონია...“ - გაიფიქრა კმაყოფილმა ვიკამ და არანაკლებ ვნებიანად უპასუხა კოცნაზე. ერეკლემ იგი დახლზე შემოსვა, ფეხებს შორის მოექცა და კოცნით კისერში ჩამოვიდა. ლიფი გააძრო, ძირს მოისროლა, თითქმის შიშველი ქალბატონი წელზე შეისვა და თავის ოთახს მიაშურა. საწოლზე დააწვინა და ოდნავ უხეშად და მომთხოვნად განაგრძო ბაგეების დაგემოვნება.
-რა გემრიელი ყოფილხარ - ჩასჩურჩულა ყურში ვნებამორეულმა ერეკლემ და მკერდი დაუკოცნა. „რა გემრიელი ყოფილხარ... ჰმმ...“ გონებაში გაიმეორა ერეკლეს ნათქვამი და თითქოს ესიამოვნა კიდეც. სხვა დროს კაცების წამოროშილი ფრაზები აღიზიანებს ხოლმე, ახლა კი მოეწონა. თუმცა იმასაც ხომ გააჩნია, ვინ რას გეტყვის. ყველა ეუბნება, რომ ძალიან მიმზიდველია, სექსუალურია... ამან კი გემრიელიო... გულის კუნჭულში სასიამოვნო გრძნობამ გაუელვა, თუმცა მალევე გადაავიწყდა, როდესაც მხურვალე ტუჩები დააცხრა და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. დაიბნა... არ ვიცი რატომ... თვითონაც არ იცის... ხელები გამოუცდელი გოგოსავით ააფათურა მამაკაცის დაკუნთულ სხეულზე და კისერზე შემოაწყო. ნუთუ „საწოლის დედოფალი“ დაიბნა?! საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა და გულშივე გაეცინა, როდესაც მისი უაზრობა გააანალიზა. „საწოლის დედოფალი“ ერთ-ერთი „კლიჩკაა“, რასაც კლუბში ეძახიან. თვითონ ძალიან მოსწონს... სასურველ ქალად აგრძნობინებს თავს და უფრო თავდაჯერებულს ხდის, მაგრამ სად გაქრა ვიკას თავდაჯერებულობა? კოცნას ძლივს ახერხებს, ხელები კისერზე აქვს შემოწყობილი, თითქოს ეშინია რამე არასწორად არ გააკეთოსო. ეს ერეკლესთან, თორემ სხვასთან თვითონაა ინიციატივის გამომჩენი... მაინცდამაინც ერეკლესთან... საინტერესოა... თუმცა ეს ჩვენთვის, თორემ თვითონ ერთი შტერი გოგოა და სად შეუძლია ამდენ რამეს დაუკვირდეს, თანაც ისედაც გაფანტული აქვს მთელი ფიქრები. ერეკლე ძალიან თავდაჯერებული ჩანს... მისთვის ვიკა ალბათ მორიგი ქალია, რომელიც მეორე დღეს მობეზრდება, კლუბთან მიაგდებს და ცხოვრებაში აღარასდროს შეხვდება, თუმცა ალბათ!.. ვნახოთ, ვნახოთ... მორიგია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს... ვნებით ანთებული თვალები მიანათა ვიკას სხეულს და უკანასკნელი მატერიაც ლიფის გზას გაუყენა. ხელები ფეხებზე აასრიალა, თეძოებზე მჭიდროდ ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა, შემდეგ კი ქალის კისრამდე კოცნით ავიდა. ნიკაპზე მსუბუქად დაასო კბილები, რამაც ვიკას ვნებისგან მიბნედილი ხმის ნოტები ოთახში გაავრცელა. თვითონ ვიკას ეუცხოვა თავისი ხმა, თუმცა ვინ დაასვენა მისი ხმის იოგები... ახლა კბილებით არა, თუმცა სხვა რაღაცით მოახერხა ერეკლემ ჩვენი გოგოს „ამღერება“ და კმაყოფილმა განაგრძო მისი ალერსი...
ორი დაღლილი სხეული საწოლზე გაიშოტა. ვიკა აშკარად კმაყოფილი იყო. თავიდანვე ეტყობოდა ერეკლეს, რომ სხვანაირი იყო. „საწოლში ნამდვილად ვარგა...“ - გაიფიქრა ვიკამ ძილ-ბურანში და სიზმრების სამყაროში გადაეშვა. ერეკლემ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. გრძნობდა დაღლილობას, სიამოვნებას, თუმცა ვერ დაიძინა... საწოლში ცოტახანს იწრიალა, თუმცა ვიკას გაღვიძება არ უნდოდა. განა იმიტომ, რომ მასზე ზრუნავდა, არა!.. უბრალოდ ახლა მასთან კამათის თავი და სურვილი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ამას შთააგონებდა საკუთარ თავს და ჩვენც დავიჯეროთ, ჩვენი რა მიდის... აივანზე გავიდა და ღამის გრილი ნიავი ჩაისუნთქა. როგორ უყვარს გაზაფხული, თუმცა არა... ზაფხული უფრო უყვარს, მაგრამ გაზაფხული ხომ მის მოახლოვებას მოასწავებს, ჰოდა გაზაფხულიც უყვარს და ზაფხულიც... გრილმა ნიავმა გამოაფხიზლა, იფიქრა კიდე გამოფხიზლება მინდოდა, ისედაც ვერ ვიძინებდიო. უკმაყოფილო შებრუნდა ოთახში და მესამე სართულს მიაშურა. რა ხდება მესამე სართულზე? დიდი სატრენაჟორო დარბაზი აქვს მოწყობილი. ვარჯიში უყვარს, თითქოს მისი სტიქიაა. უყვარს დაბრკოლებების გადალახვა... სულ უნდა, რომ უფრო და უფრო ძლიერი იყოს. ეს ნაწილობრივ ქალების გამოც უნდა, ისე ესევიან მის კუნთებსა და პრესს, როგორც თაფლს ჭიანჭველები, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა მიზეზებიც ააქვს... ჯერ ჰანტელებით დაიწყო, რათა გახურებულიყო, შემდეგ ტურნიკზე აიწია 20-ჯერ და შტანგასაც მიადგა. იმდენი ივარჯიშა, სანამ სულ არ გაოფლიანდა. დაღლილმა გადაივლო წყალი და თავის ოთახში, ვიკას გვერდით დაიკავა ადგილი. ისეთი დაღლილი იყო წამში ჩაეძინა...
ვიკამ დილით კუნთების დაძაბულობა იგრძნო. „მაინც ცხოველია...“ გაიფიქრა უკმაყოფილოდ და თავი ბალიშიდან წამოსწია. მაინც რა საყვარლად ეძინა ერეკლეს. არა, რამე არ იფიქროთ!.. უბრალოდ საყვარლად ეძინა, რომ გაგეღვიძებინათ... ვიკასაც მეტი რა უნდოდა, გულში ბოროტულად ჩაიცინა და „საქმეს შეუდგა“.
-ერეკლეე, ადექი, გაიღვიძეე!!! - ყურში ჩაჰყვირა და ძლიერად შეანჯღრია, თუმცა მამაკაცს „ყურიც არ გაუპარტყუნებია“. - ერეკლეე!!! - დაეჯაჯგურა ისევ მთასავით დიდ „არსებას“, თუმცა კვლავ უშედეგოდ. - ერეკლეეეე!!!!! - ბოლოს რაც ძალი და ღონე ჰქონდა იღრიალა და ერეკლემაც დაუყოვნებლივ ჭყიტა თვალები, შემდეგ გაბრაზებულმა შეათვალიერა ოთახი და უკანასკნელი მოთმინება მოიკრიბა, რომ ეს შეჩენილი ჭირი ხელებში არ შემოკვდომოდა.
-რა გინდა ამ დილაუთენია! - შეუბღვირა უკმაყოფილოდ.
-კლუბში გამიყვანე რა, ჩემი სახლის გასაღები უნდა ავიღო, მერე სახლში წავიდე, მოვწესრიგდე, სალონში წავიდე, სახლში მივიდე, გამოვიცვალო, კლუბში წავიდე, ჩემს უფროსს შევხვდე...
-ჰო, კაი კაი ვდგები... - ხელები ჰაერში აზიდა ერეკლემ დანებების ნიშნად და მოტიტინე ვიკას სათქმელი გააწყვეტინა.
-მე რა ჩავიცვა? - იკითხა წარბაზიდულმა და მოშიშვლებული მკერდი გადასაფარებლით „დამალა“.
-რაც გეცვა ის - გაიკვირვა და ტრუსისამარა მივიდა კარადასთან ტანსაცმლის ასარჩევად.
-თუ რაც დამრჩა ის - გარკვევით დაუმარცვლა ნათქვამი და მამაკაცის დაკუნთული ზურგი კმაყოფილმა შეათვალიერა.
-ვერ გავიგე... - მობრუნდა და თან შარვლის ჩაცმა დაიწყო.
-რა ვერ გაიგე, ტრუსი შუაზეა გადაგლეჯილი. - უპასუხა უკმაყოფილომ.
-მოდი დავაკონკრეტოთ, ეგ ტრუსი კი არა ტანგაა და აბა რა მექნა, სხვანაირად ვერ გაგაძრე - თავი იმართლა მამაკაცმა
-ცხოველი ხარ და მაგიტო - შეუბღვირა და სრულიად შიშველი წამოდგა ფეხზე. მართალია ერეკლეს მოშტერებული მზერა იგრძნო, თუმცა ამასაც ეს უნდოდა. უნდოდა ოდნავ მაინც დაებნია მამაკაცი, თვითონ ხომ დაიბნა უკვე და დანაკლისს გრძნობდა...
-შენ კიდევ კლუბის გამოუცდელი მოცეკვავე - ნიშნისმოგებით შეეპასუხა ერეკლე და „მაზოლზე დააჭირა ფეხი“.
-უზრდელო! - ესღა მოაფიქრდა და შიშველი ჩატანტალდა პირველ სართულზე ლიფის ასაღებად. შემდეგ ოთახში აბრუნდა და ახალი წითელი კაბა კმაყოფილმა მოირგო.
-გიხდება ეგ კაბა - უთხრა ერეკლემ დამთბარი ხმით.
-მადლობა - უპასუხა გაკვირვებულმა და ეჭვისთვალით აათვალიერა მის წინ მდგარი მამაკაცი.
-რაიყო, კომპლიმენტი გითხარი - გაიცინა ერეკლემ და ოთახიდან გავიდა. ვიკაც მას მიჰყვა, ყავა დალიეს და გზას გაუდგნენ. ერეკლე ამჯერად MBW X6-ში ჩაჯდა და ვიკაც იქ ჩაისვა. „მანქანებს მიმარიაჟებს“ - გაიფიქრა ვიკამ და ღვედი შეიკრა.
-მოვედით - თქვა ერეკლემ და მანქანიდან გადმოვიდა, რათა ვიკასთვის კარი გაეღო.
-კარგად - დაემშვიდობა გოგონა, თუმცა მამაკაცი მას მიჰყვებოდა. - სად მოდიხარ?! - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ლევანთან მაქვს საქმე - უპასუხა მოკლედ.
-„დაჟე“ ბატონოს გარეშე?! - ჰკითხა ირონიულად და ჩაიცინა.
-კი, რახდება?
-არაფერი - მხრები აიჩეჩა და თავის საგრიმიოროში შევიდა. ნივთები აიღო და უცბად ლევანის გუშინდელი შემოთავაზება გაახსენდა. მგონი კარგი იქნება... მოდელის ტანი ნამდვილად ააქვს, პროპორციებს ვერ დაუწუნებენ... მიუხედავად ბევრი ფულისა, არასდროს უმოგზაურია. რთულია იყო კლუბის მოცეკვავე და დრო გამონახო მოგზაურობისთვის, ასე რომ, კარგი იქნება... იფიქრა, ბატონ ლევანს ბარემ ახლავე ვეტყვი რომ თანახმა ვარო და კმაყოფილმა გამოიხურა საგრიმიოროს კარი. ალბათ იტყვით, ასე ორ წამში როგორ გადაწყვიტა ასეთი მნიშვნელოვანი რამო, თუმცა ვიკას ჭკუას ვინ მოსთხოვს... ვერავინ - ვერც მე და ვერც თქვენ... ქარაფშუტა გოგოა და ზედმეტს არ ფიქრობს. რაც უნდა იმას აკეთებს. ახლა უნდა, რომ მოდელობა სცადოს. ქუსლებზე პაკუნი უყვარს, მოდა უყვარს და ტანსაცმლის გახდა-ჩაცმაც არ ეზარება. მოდელობისთვისაა დაბადებული მგონი, თუმცა ამას მოგვიანებით ვნახავთ... როგორ მოეწონებათ სამოდელო სააგენტოში.
ახლა კი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და ბატონ ლევანსა და ერეკლეს მივაკითხოთ ოთახში...
-ბატონო ლევან, გცალიათ? - ჰკითხა ერეკლესთან მოლაპარაკე უფროსს და პასუხს დაელოდა.
-მოდი ვიკა, უკეთეს დროს ვერ მოხვიდოდი - შესძახა გახარებულმა და ხელით ანიშნა მოდიო. - აბა რა მოიფიქრე? - ჰკითხა ინტერესით და იმედიანი თვალებით მიაჩერდა. ერეკლემ კი გაკვირვებით აათვალიერა. ვიკამაც თვალი შეავლო და შემდეგ მზერა ისევ ლევანზე გადაიტანა.
-თანახმა ვარ - გაუღიმა და ბატონი ლევანის რეაქციას დაელოდა.
-ძალიან კარგი! - უპასუხა მხიარულად - მაშინ, გაიცანი... ჩემი მეგობრის შვილი, რომ გეუბნებოდი - ერეკლე. დღეიდან მასთან მუშაობ - წარუდგინა მომავალი უფროსი და ორივემ თვალებგაფართოებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
-ესაა ის ვიკა შენ რომ მეუბნებოდი ლევან? - ჰკითხა ერეკლემ და გაოცებული ვიკა კიდევ ერთხელ აათვალიერა.
-კი, რამე პრობლემაა? - იკითხა დაბნეულმა ლევანმა.
-არა, არანაირი. ვიკა, ხომ მეთანხმები? - გამომცდელი მზერა სტყორცნა და გოგონას განწირული გამოხედვის დაფიქსირებისას სიცილი ძლივს შეიკავა, თუმცა ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-კი - ამოილუღლუღა გაჭირვებით და გულში ერეკლე და თავისი ბედი ათასნაირად „შეამკო“.
-იცნობთ ერთმანეთს? - სიტუაციაში გარკვევა სცადა ლევანმა.
-გუშინ გავიცანით ერთმანეთი - უპასუხა ერეკლემ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
-ძალიან კარგი. მაშინ, რადგან უკვე იცნობთ ერთმანეთს, ჩემს გარეშე მოახერხებთ შეთანხმებას არა?
-კი, რა თქმა უნდა - უპასუხა ერეკლემ უდარდელად.
-მოდი მაშინ რომ აღარ მოგაცდინოთ, ვიკა აქ ხელი მომიწერე შვებულებასთან დაკავშირებით და თავისუფლები ხართ ორივე - რაღაც საბუთი ამოიღო უჯრიდან და მაგიდაზე დადო.
-რა შვებულებაზე? - გაიკვირვა ვიკამ.
-1 თვიან შვებულებას გაძლევ. ამ კვირაში ჩვენებებზე წასვლა მოგიწევს საზღვარგარეთ, რა თქმა უნდა, საჭირო მომზადების გავლის შემდეგ და 1 თვე იმოგზაურებ. უფრო დეტალურად ერეკლე აგიხსნის, ახლა კი ხელი მოაწერე - განუმარტა და ვიკას მომლოდინე მზერა მიაპყრო. დაბნეული გოგონა კინაღამ წაიქცა, სანამ მაგიდამდე მიაღწია, ხელი კანკალით მოაწერა და ერეკლეს დაჭერილი მსხვერპლის სახე მიაპყრო, თუმცა საქმე მთლად ასე მარტივადაც არაა... იცის, რომ ერეკლე გაამწარებს და ბევრს აწვალებს, თუმცა არც ვიკაა ნაკლები ადამიანის ნერვებზე თამაშში. ასე ვთქვათ, თანაბარი ძალების მქონე „მოწინააღმდეგეები“ არიან. ნეტა რომელი გაიმარჯვებს?! მე თუ მკითხავთ, გამარჯვებული... თუმცა რა ჩემი საქმეა... ისედაც ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდება და გამარჯვებულსაც ვიხილავთ...
-ანუ ჩემი უფროსი... - ჩაილაპარაკა ვიკამ თავისთვის, თუმცა მისი ნათქვამი მაინც მისწვდა ერეკლეს ყურს. - ყველა შენს ქვეშევრდომთან წვები?! - ჰკითხა და წარბი აზიდა.
-ქვეშევრდომს გააჩნია - უპასუხა ორაზროვნად. - მანქანით ისევ მე უნდა მოგემსახურო? - ჰკითხა ირონიულად.
-იყოს ტაქსით წავალ - თვალი ჩაუკრა და ერეკლეს გაღებულ კარში გავიდა. „მგონი ამ ერთ დღეში ჯელტმენობა ვასწავლე“ - გაიფიქრა კმაყოფილმა და ტაქსის ნომრის აკრეფა დაიწყო.
-გაგიყვან - გაიგო ზურგს უკან ბოხი ბარიტონი და კმაყოფილი მიტრიალდა მისკენ.
-მაგაზე როგორ შეგაწუხებ - გაიმეორა ერეკლეს ნათქვამი სიტყვები და წარბი აზიდა. ერეკლესაც ჩაეღიმა და ეშმაკურად გახედა.
-კარგია თუ ჩემს ნათქვამებს იმახსოვრებ - ჩაჭრა და თავის მანქანას მიეყუდა. ვიკა პირღია დარჩა. რა ამის ბრალია თუ დაამახსოვრდა?.. მეტი საქმე არ ააქვს ვიღაც უზრდელის სიტყვები იმახსოვროს, რომელიც თურმე მისი უფროსია!.. ჰაჰჰ... მაგრამ რა ქნას, რომ გამოიჭირეს და ახლა ახსნა-განმარტებას ვერ დაიწყებს?! როგორმე სიტუაციიდან უნდა გამოძვრეს!


............
ესეც მეორე თავი...
როგორ მომნატრებია თქვენი კომენტარები ჩემო ტკბილებო!!!
იცით რა გამალებით მიცემდა გული პირველი კომენტარის მოლოდინში?! იმდენად გამიხარდა, რომ გუშინვე დავწერე მეორე თავი და რომ შემძლებოდა მაშინვე აგიტვირთავდით...
მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ!!! და ძალიან მახარებთ!
მიხარია, რომ ისტორია მოგეწონათ. მეც მეტი რა მინდა! ყველანაირად შევეცდები თქვენი მოლოდინი გავამართლო...
ველი შეფასებას ჩემო ძვირფასებო!



№1  offline წევრი nini :)

კარგია გააგრძელე მაინტერესებს

 


№2  offline მოდერი ანკა

nini :)
კარგია გააგრძელე მაინტერესებს

მიხარია რომ მოგეწონაა love love love

 


№3  offline წევრი nini :)

ანკა
nini :)
კარგია გააგრძელე მაინტერესებს

მიხარია რომ მოგეწონაა love love love

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№4  offline მოდერი ანკა

nini :)
ანკა
nini :)
კარგია გააგრძელე მაინტერესებს

მიხარია რომ მოგეწონაა love love love

როდის დადებ შემდეგ თავს?

ხვალ დავდებ აუცილებლად love love love

 


№5  offline წევრი nini :)

ანკა
nini :)
ანკა
nini :)
კარგია გააგრძელე მაინტერესებს

მიხარია რომ მოგეწონაა love love love

როდის დადებ შემდეგ თავს?

ხვალ დავდებ აუცილებლად love love love

კარგი გელოდები მაშინ მოუთმენლად love love love

 


№6  offline მოდერი ანკა

nini5852
ანკა გითხარი უკვე რომ ძალიან მიყვარხარ??:დდ:* ძააალიან კარგია აიი რავი რაა ნუუ როგორც ყოველთვის :))) ჩემსნაირი ნერვებზე მოთამაშეაა რაკაიაა მითუმეტეს ბიჭის :დ მალეე გააგრძელე თქო და რაღაც დებილობებს არ გეტყვი ვიცი ხვალ დადებ :დდ :დდ

რა თქმა უნდა wink ხვალ ახალი თავი აუცილებლად იქნება wink
ძალიან მომენატრე ჩემო საყვარელო და მგონი მეც ნათქვამი მაქვს, რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ <3 <3 <3 love

 


№7  offline მოდერი ^paradise^

იიიიი,ჩემი გოგოოოო love აი ძალიააან მაგარი ისტორიაა wink ველოდებიიიიი მოუთმენლად ახალ თავს love

 


№8  offline მოდერი ანკა

^paradise^
იიიიი,ჩემი გოგოოოო love აი ძალიააან მაგარი ისტორიაა wink ველოდებიიიიი მოუთმენლად ახალ თავს love

როგორ მახარეებ!!! love love love

 


№9  offline წევრი chemi samyaroo

როდის დადებ მესამე თავს?????

 


№10  offline წევრი TIME

oqro gogo xar oqrooo♥♥♥♥♥

 


№11  offline მოდერი ანკა

chemi samyaroo
როდის დადებ მესამე თავს?????

ხვალ დავდებ ^^ love

TIME
oqro gogo xar oqrooo♥♥♥♥♥

მადლობააა love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent