შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საწოლის დედოფალი (13 ნაწილი)


6-09-2015, 16:18
ავტორი ანკა
ნანახია 6 063

ოჯახურმა ვახშამმა გადასარევად ჩაიარა. ბოლოს ვიკასაც უკვირდა რა მაშინებდაო, თუმცა ეს ხომ ასე ადვილი არაა... რთულია შიშის დაძლევა და ეს ვიკასაც გაუჭირდა, თუმცა როდესაც მას პირისპირ შეხედა არც თუ ისე საშიში აღმოჩნდა...
სამეგობრო შუაღამეს დაიშალა. ყველა თავის გზას დაადგა, მათ შორის ერეკლე და ვიკაც.
-დედაშენი რა საყვარელი ქალია... - გაუღიმა ვიკამ და საღამურები ჩაიცვა.
-ძალიან მოეწონე - ჩაიცინა ერეკლემ - სულ იმას მეჩიჩინება ერთი გოგო რით ვერ იპოვეო
-გოგოების მეტი რა გეყოლებოდა შენ - წარბაზიდვით მიაჩერდა და თან საწოლში მიუცუცქდა.
-ვინც მყავდა ყველა საწოლისთვის მყავდა... ნორმალური ურთიერთობა არავისთან მქონია - გოგონასკენ მიტრიალდა და ზღვისფერ თვალებს თბილი მზერა მიაპყრო.
-მართლა? - ჰკითხა გულუბრყვილო ბავშვივით.
-აჰაამ... - დაეთანხმა და თმები ყურს უკან გადაუწია.
-ანუ ოჯახისთვის ადრე არავინ წარგიდგენია? - გულის კუნჭულში ამ ამბავმა უზომოდ გაახარა.
-არაა... მე განსაკუთრებულ გოგოს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც... - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გულში ჩაიკრა...
..........
მეორე დღეს ლევანთან მივიდნენ და ახალი ამბავი უთხრეს. მამაკაცს, რა თქმა უნდა, გული დაწყდა ვიკას დაკარგვის გამო, თუმცა მათი ბედნიერება გულწრფელად გაუხარდა. დღეები ბედნიერად მისდევდნენ ერთმანეთს. პატარა გვანცას ნათლობამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ბავშვმა იქაც ისეთი ტირილი მორთო, რომ მთელი ეკლესია გააყრუა... ლიზას მოერიდა იქ მყოფი ხალხის, ამიტომ ბავშვი სწრაფად მოანათლინა და სულ სირბილით გამოიყვანა ეკლესიიდან.
ერეკლე ვიკას ეხვეწებოდა გამომყევი ხელი მოვაწეროთ, რომ ოფიციალური ცოლ-ქმარი გავხდეთო. ვიკა კი დაიჟინებდა, მე ყველაფერი იდეალურად მინდა იყოსო. თითქმის ყოველდღე ამაზე დაობდნენ გაუთავებლად. საბოლოოდ ვიკამ ერეკლე დაითანხმა ქორწილის გადახდაზე, თუმცა მცირე წრეში. ხალხმრავლობა ამ შემთხვევაში ვიკასაც არ უნდოდა, ამიტომ ამაზე ადვილად შეთანხმდნენ. გოგონა ჭკუაზე არ იყო. ელენესთან და ლიზასთან ერთად მთელი დღე წინ და უკან დარბოდა ხან კაბის ასარჩევად, ხან დარბაზის დიზაინის მოსაწყობად და კიდევ ათას საქმეზე. ბიჭებიც არანაკლებ დაკავებულები იყვნენ წყვილის ქორწილის სამზადისით. გიო, ბექა, საბა და დათო ერეკლეს თავგამოდებით ეხმარებოდნენ ყველა მნიშვნელოვანი დეტალის მოსაგვარებლად, რაც სასიძომ უნდა მოაგვაროს, როგორიცაა ბეჭდების გაკეთება, კარგი ღვინის არჩევა და ა.შ.
-ერეკლეე! - დაუძახა ვიკამ მომავალ ქმარს, თან დივანზე მოკალათდა და ფურცელი და კალამი მოიმარჯვა.
-კიდევ ქორწილზე გინდა რამე? - მეორე სართულიდან მამაკაცი დაღლილი სახით ჩამოვიდა და ოხვრით მიუჯდა ვიკას გვერდზე.
-კიი... ეს მაგიდები როგორ ჯობია დავალაგოთ? - ფურცელი დაანახა და თვითონაც ყურადღებით დააკვირდა.
-ასე არ მოგწონს? - ჰკითხა ერეკლემ.
-მაინცდამაინც არა - იუარა გოგონამ
-მაშინ, ჩვენი მაგიდა ცენტრში იყოს, ყველა რომ ხედავდეს და ეს ორი მაგიდა აქეთ მხარეს კარგად დაიდგმება - რაღაცეებზე მიანიშნა და ვიკას რეაქციას დაელოდა.
-კარგი აზრია! - მაშინვე კალმით გადაასწორა დარბაზის სავარაუდო გეგმა და შემდეგ ფურცელი გვერდზე მიაგდო - აუ როგორ მიხარია ქორწილიი - მამაკაცს კისერზე ჩამოეკონწიალა და კისერში აკოცა.
-მეც ერთი სული მაქვს როდის მოვრჩებით ამ წამებას - სიცილით დაეთანხმა.
-წამებას რატომ? ყველაზე მაგარი დღეა ცხოვრებაში და მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს... - ტუჩებდაბუშტულმა მიმართა საქმროს.
-კარგი, იყოს როგორც გინდა - ცხვირზე თითი დაკრა და ტუჩებზე მსუბუქად აკოცა.
-აუ, ჩემთან სახლში მინდა გასვლა... - თქვა ვიკამ და ერეკლეს თვალებში ჩახედა.
-გავიდეთ მერე მაგას რა უნდა... რამე გაქვს წამოსაღები? - ჰკითხა ინტერესით.
-კი, ჩანთები მაქვს დატოვებული და წვრილმანი რაღაცეები...
-ჩაიცვი და წავიდეთ - უთხრა უპრობლემოდ.
-მზად მალე ვიქნები - ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და კუნტრუშით აუყვა კიბეებს. ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი ფართხუნა ზედა და კეტები ჩაიცვა, თმები გაიშალა და პირველ სართულზე ჩავიდა.
-რა საყვარელი ხარ ეგეთ ტანსაცმელში - მამაკაცი ფეხზე წამოდგა, გოგონას ღიმილით მიუახლოვდა და ტუჩებში აკოცა.
-აუ მერე სადმე გავიაროთ რა... - ერთი ხელი კისერზე მოხვია, მეორეთი კი სახეზე მოეფერა.
-იდეები გაქვს? - ჰკითხა და ორივე ხელით ტანზე აიკრა.
-სადმე კაფეში შევიაროთ... ნაყინი მინდა... - უპასუხა უდარდელად.
-კარგი - დაიხარა, გოგონა ხელში აიტაცა და ისე გაემართა კარისკენ. ვიკა ხელებით კარგად მოეჭიდა, რათა მამაკაცს არ დავარდნოდა და აკისკისდა. ერეკლე სულ ასე ხელში ატაცებულს დაატარებს ხოლმე. ასე ეუბნება, ბუმბულივით მსუბუქი ხარო და ფარატინა სხეულს ჰაერში იტაცებს... მანქანა დაძრა და მალე დანიშნულების ადგილასაც მივიდა.
-ჩამოტანაში ჩემი დახმარება დაგჭირდება? - ჰკითხა ერეკლემ და სახლის კართან შეჩერდა.
-არა, თუ გინდა აქ იყავი - უპასუხა მაშინვე.
-კარგი, ეზოში ვისეირნებ მაშინ - გაუღიმა და გოგონა თვალებით ააცილა მის ოთახამდე. სახლის კარის კიბეებთან ფურცლის ნაგლეჯი შენიშნა. ვერ მიხვდა რა შეიძლება ყოფილიყო, რადგან ნაგავივით ნამდვილად არ გამოიყურებოდა. დაიხარა და დასვრილი ქაღალდი მტვრისგან ასე თუ ისე გაათავისუფლა. ვიღაცის წერილი იყო... ვიკასთვის განკუთვნილი... მამაკაცმა პატარა ფურცელი ხელში შეათამაშა და ნაწერის კითხვა დაიწყო.
„ვიკა!..
როგორ ხარ? ძალიან მენატრები... ამასწინათ ტელეფონზე დაგირეკე და სხვაგან მოვხვდი. ნომერი გამოცვალე? შვილო, ვიცი რომ ბევრი შეცდომა დავუშვი და ისეთი დედა არ ვიყავი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ან როგორსაც იმსახურებდი, მაგრამ ახლა ამას ძალიან ვნანობ... სულ მარტო დავრჩი, აღარავინ მყავს გვერდით, აღარც ალექსი... ვიღაც ქალი იპოვა და მიმატოვა... უსახლკაროდ დავეხეტები თბილისის ქუჩებში და შენღა დამრჩი ნუგეშად. ყველაფერი გავყიდე, თუმცა იმდენად ქარაფშუტა აღმოვჩნდი, რომ მთელი ფული რამდენიმე დღეში გავანიავე... აღარაფერი გამაჩნია, მხოლოდ ტელეფონი, რომელზეც შენს ზარს ველოდები... ჩემს ნომერს დაგიტოვებ... გთხოვ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და არ გეზიზღები იმის გამო, რაც მე გავაკეთე, დამირეკე... იმედია მანამდე ტელეფონი არ დაჯდება...
მიყვარხარ, შვილო...“
ფურცლის ბოლოს ტელეფონის ნომერი ეწერა. ცოტა გაცრეცილი იყო, თუმცა მაინც იკითხებოდა.
-მანქანა გამიღე რა... - ერეკლეს ზურგს უკან ვიკას ხმა მოესმა და მისკენ მიტრიალდა - ეგ რა არის? - ჰკითხა ინტერესით.
-მგონი დედაშენის წერილია... - უპასუხა სევდიანი ხმით და ქაღალდი გაუწოდა.
-რა ხდება? - წერილი გამოართვა და კითხვა დაიწყო. სახეზე მაშინვე სევდა და ტკივილი გამოესახა.
-შენი იმედიღა დარჩა... - თქვა ერეკლემ სევდიანად და გოგონას ხელები მოხვია, გულში ჩაიკრა...
-ნუთუ მართლა ასეთ დღეშია... - ჩაილაპარაკა ვიკამ გაბზარული ხმით.
-მიდი დაურეკე - თავისი ტელეფონი ამოიღო და გოგონას გაუწოდა. ვიკამ თითების კანკალით აკრიფა ნომერი და მობილური ყურზე მიიდო. გული უფანცქალებდა... ამდენი წლის შემდეგ დედამისის ხმა პირველად უნდა გაეგო... ბოლოს დედამისს მაშინ ელაპარაკა, როდესაც მე-19 დაბადების დღე მიულოცა.
-გისმენთ... - ტელეფონში ვიღაცის უღონო ხმა ამოიცნო. საერთოდ არ გავდა იმ ხმას მას რომ ახსოვდა.
-დე... - თქვა გაბზარული ხმით, თითქმის ჩურჩულით და ცრემლების ნაკადი მოაწვა.
-ვიკა, შენ ხარ? - იკითხა ქალმა იმედიანი ხმით.
-კი დე, მე ვარ... - უკვე სლუკუნებდა, ლაპარაკი უჭირდა. ქალიც ტიროდა... - სად ხარ? - ძალა მოიკრიბა და ხმა ამოიღო. - ახლავე მოვალთ, მანდ იყავი... - უპასუხა მას შემდეგ, რაც დედამისმა თავისი ადგილმდებარეობა უკარნახა და ტელეფონი გათიშა.
-ქუჩაშია... ერეკლე გესმის, სახლიც კი აღარ ააქვს... - ატირდა და თავი მამაკაცის კისერში ჩარგო.
-ჩუუ, დაწყნარდი... - გოგონა გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა. - წამოდი წავიდეთ... - მანქანის კარი გაუღო, ჩასვა და შემდეგ თვითონ დაიკავა თავისი ადგილი.
დანიშნულების პუნქტს მალე მიადგნენ. ორივე მანქანიდან გადმოვიდა და ხალხის თვალიერება დაიწყეს... ვიკას თვალში ერთი გამხდარი ქალი მოხვდა. ერთ ადგილას შედგა და დაკვირვებით დაუწყო დაკვირვება... ყურადღება ქალმაც მიაქცია... ორივე დაჟინებთ უყურებდა ერთმანეთს თვალებში... გოგონას ეს ცისფერი თვალები ძალიან ეცნობოდა... მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ დედამისს უყურებდა, როდესაც ქალმა მსუბუქად გაუღიმა. მაშინვე მისკენ გაიქცა და მთელი ძალით გადაეხვია...
-დეე... - ამოისლუკუნა და გამხდარ ქალს უფრო აეკრა. ვიკას უკან ერეკლე მოჰყვა...
-ვიკა, რამხელა გაზრდილხარ... - ცრემლებით გავსებული თვალებით შეხედა მაკამ შვილს და სახეზე მოეფერა.
-გამარჯობათ... - მიესალმა ერეკლეც.
-გამარჯობა... - გაუღიმა ცოტა გაკვირვებულმა და მამაკაცი აათვალიერა.
-დე, ეს ერეკლეა ჩემი საქმრო... ერეკლე, დედაჩემი მაკა... - ერთმანეთს გააცნო და ისევ მამაკაცის მკლავებს დაუბრუნდა.
-ძალიან მიხარია - გაიღიმა ქალმა.
-წამოდი, წავიდეთ... - თქვა ვიკამ და ერეკლესაც დაექაჩა - და მომიყევი ასეთ დღეში როგორ ჩავარდი... - მანქანაში ჩასხდნენ... ვიკა და მაკა უკანა სავარძლებზე მოკალათდნენ, ერეკლე რულს მიუჯდა და ქალბატონებს გადმოხედა.
-სად წავიდეთ?
-ჯერ ალბათ სახლში სჯობს... - უპასუხა ვიკამ.
მაკამ გზაში მოასწრო იმის მოყოლა, თუ როგორ შეატყო ალექსს ღალატის ნიშნები. შემდეგ, როდესაც ამ თემაზე დაელაპარაკა მამაკაცმა გამოუცხადა, რომ მასთან დაშორება უნდოდა. მაკა დეპრესიაში ჩავარდნილა და სმას მიჰყო ხელი. სად იძინებდა და სად იღვიძებდა არ იცოდა... ერთი კვირა უგონოდ მთვრალი დადიოდა. შემდეგ ფულების უაზროდ ფლანგვამ სახლ-კარის გარეშე დატოვა... ამან კი მისი დღევანდელი მდგომარეობა განაპირობა.
-ასე არ უნდა მოქცეულიყავი... - უსაყვედურა ვიკამ.
-ვიცი, მაგრამ ჩემი ბრალი არაა...
-არ უნდა გალოთებულიყავი... - გაუმეორა სათქმელი.
-კი მაგრამ მიყვარდა გესმის? ახლაც მიყვარს და გული მტკივა! მიმატოვა და წავიდა... სრულიად მოულოდნელად... ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება... - საწყალი ქალი ცრემლებს განწირული ღვრიდა.
-კარგი, ახლა ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ... აი პირსახოცი და ეს ჩემი ტანსაცმელებია... მე დიდი მაქვს და შენ კარგად თუ არ გექნება, პატარა ნამდვილად არ გექნება... საშხაპე აქეთაა... - მოკლედ მიუთითა ყველაფერი და საჭირო ნივთები გაუწოდა. ქალი ვიკას დაემორჩილა და სააბაზანოში შევიდა.
-სანამ მოწესრიგდება რამეს გავაკეთებ... - უთხრა ერეკლეს და სამზარეულოში შევიდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ... - საცოლეს შეგულიანება სცადა ერეკლემ.
-იმედია... არ გეგონოს, რომ ამდენი წლის უყურადღებობა ვაპატიე, უბრალოდ დედაჩემია და უპატრონოდ ვერ დავტოვებ... - ჩაილაპარაკა სევდიანად და მაცივრიდან პროდუქტები გამოაწყო. ცეზარის გაკეთება არჩია და საქმეს შეუდგა.
-აი ნახავ, მალე დიდი და თბილი ოჯახი გვექნება - ზურგიდან აეკრა, ხელები მუცელზე მოხვია და კისერში აკოცა. ვიკას მთელი ტანში ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მილულა.
-ასე მე საჭმელს ვერ გავაკეთებ... - ჩაიცინა და მამაკაცს ცალი ხელი კისერზე მოხვია.
-შენზე გემრიელი რა მყავს მე... - უჩურჩულა ყურში და იქვე მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა.
-კაი, მოიცა... მართლა უნდა გავაკეთო რამე... მეც მშია და დედაჩემსაც ეშიება... - მამაკაცი მოიშორა და საქმიანობა განაგრძო.
-რას აკეთებ? - ჰკითხა ერეკლემ და სკამზე ჩამოჯდა.
-ცეზარს... დედაჩემი ჩემს სახლში იცხოვრებს... - უთხრა ვიკამ.
-კარგი აზრია... მაინც უპატრონოდ რჩებოდა ეგ სახლი... - თქვა მამაკაცმა გადაწყვეტილების მოწონების ნიშნად.
-ხო...სულ ვფიქრობდი რა უნდა გვექნა ჩემი სახლისთვის... ერთი პერიოდი ვფიქრობდი ხომ არ გაგვეყიდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე... ისევ დატოვება ვარჩიე...
-ჩემი ჭკვიანი ცოლი... - მიესიყვარულა ერეკლე.
-ჯერ ცოლი არ ვარ - თვალი ჩაუკრა და სალათის მზადება განაგრძო.
-მალე გახდები... - შეეპასუხა ერეკლე.
-ისე რა უცნაურია... მალე შენი ცოლი ვიქნები, შენ კიდევ ჩემი ქმარი... - გაეცინა და ერეკლეს ნახშირის თვალებში ჩახედა.
-მაგარია... - უპასუხა მამაკაცმა და გაუღიმა.
მალე მოწესრიგებული მაკა პირველ სართულზე ჩამოვიდა. როგორც ჩანდა ძალიან შიოდა, რადგან ორი პორცია ცეზარი შეჭამა. ხმა არავის ამოუღია. ერეკლე და ვიკა ცალი ხელით ჭამდნენ, მეორე კი ერთმანეთზე ჰქონდათ ჩაკიდებული. გოგონამ ჭურჭელი დარეცხა. დედამისმა შესთავაზა დაგეხმარებიო, თუმცა უარით გაისტუმრა მისაღებ ოთახში. სიძე-სიდედრს ტელევიზორი ჩაერთოთ, თუმცა უაზროდ მიშტერებოდნენ. ვიკა დივანზე ერეკლეს გვერდით მოკალათდა და თავი მხარზე ჩამოადო.
-დე, შენ ჩემს სახლში იცხოვრებ... ადრე შენ და ალექსმა რაც მიყიდეთ... მაინც აღარავინ ცხოვრობს და არავის სჭირდება. ტანსაცმელი არ გაქვს ხომ?
-არა... - უხერხულად იუარა მაკამ.
-მაშინ საშოპინგოდ ხარ წასასვლელი. ფულს მოგცემ, გამოგყვე? - ჰკითხა და თან ჩანთის ასაღებად ფეხზე წამოდგა.
-არაა საჭირო, მე თვითონ ვიყიდი...
-კარგი.. აი ფული და როდესაც დაისვენებ და საკმარისი ენერგია გექნება ტანსაცმლის საყიდლად წადი... - ფული იქვე დაუდო და თავისი ადგილი დაიკავა.
-შვილო, ეს ძალიან ბევრია, ამდენი არ მჭირდება...
-ვიცი, მაგრამ სხვა რამეში დაგჭირდება...
-არ მინდა, ზედმეტ ტვირთად დაგაწვეთ
-ფინანსებში არ გვიჭირს მე და ერეკლეს, ასე რომ ნუ ინერვიულებ - უპასუხა ჩვეულებრივად. - მალე ქორწილი გვაქვს და გამოსასვლელი კაბაც იყიდე - დაამატა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ.
ხმა აღარ ამოუღიათ... ტელევიზორში რაღაც კინო იყო ჩართული და ყველა ეკრანს მისჩერებოდა. ვიკა და ერეკლე ერთმანეთზე მიხუტებულები იყვნენ, მაკა კი სავარძელში ცოტა უხერხულად აწურულიყო. აშკარა იყო, რომ დანაშაულს აცნობიერებდა და შვილის ძალიან მადლიერი იყო.
ვიკას ნელ-ნელა ძილი მიეპარა. ისე ჩათვლიმა, ვერც გაიგო... ბუნდოვნად იგრძნო, როგორ აიყვანა ერეკლემ საძინებელ ოთახში და როგორ დააწვინა საწოლზე, შემდეგ კი უფრო ღრმად გადაეშვა სიზმრების სამყაროში...

................
ესეც შემდეგ თავი ჩემი საყვარლებო...
გუშინ თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარეს, უბრალოდ ყველას სათითაოდ ვერ გიპასუხებდით, ამხელა კომენტარის დაწერის უფლება არ მაქვს...
ეს დღეებია ვატყობ, რომ მუზა გამირბის... თან ვიჭერ და თან ვერა, ამიტომ არ ვიცი კარგი თავი იყო თუ არა... იმედია ისიამოვნებთ და ველი შეფასებას... ძალიან მიყვარხაართ!!!
პ.ს. თუ ბევრი კომენტარი დამხვდება შემდეგ თავს დღესვე დავდეებ...



№1  offline წევრი lamazmani

პირველი ვარ აუ ძაან მაგარი თავი იყო ძაან მომეწონა love
ვიკას დედა შემეცოდაა მარა ვიკას საქციელი მომეწონა კარგად მოიქცა love
ერეკლეს და ვიკას ქორწილი მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად დაველოდები love love love love
მაგარი გოგო ხარ და თუ საღამომდე კიდე დადებ მთლად მაგარი გოგო იქნები დაველოდები love
მიყვარხარ ძაან love

 


№2 სტუმარი ....

Dzalian magaria da dzaan miyvars es motxroba <3

 


№3  offline წევრი TIME

shen nichieri gogo xar ase rom muzas rames mouxerxeb mjera :d warmatebebi chemo kargo ♥♥♥

 


№4 სტუმარი sali)

Dzalian magariaa daa mikvarxar dzalian

 


№5  offline მოდერი ანკა

lamazmani
პირველი ვარ აუ ძაან მაგარი თავი იყო ძაან მომეწონა love
ვიკას დედა შემეცოდაა მარა ვიკას საქციელი მომეწონა კარგად მოიქცა love
ერეკლეს და ვიკას ქორწილი მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად დაველოდები love love love love
მაგარი გოგო ხარ და თუ საღამომდე კიდე დადებ მთლად მაგარი გოგო იქნები დაველოდები love
მიყვარხარ ძაან love

დიდი მადლობა საყვარელო <3 ვგიჟდები შენზეე
....
Dzalian magaria da dzaan miyvars es motxroba <3

დიდი მადლობაა love love love
TIME
shen nichieri gogo xar ase rom muzas rames mouxerxeb mjera :d warmatebebi chemo kargo ♥♥♥

მადლობა საყვარელო love მუზას მოვარჯულებ როგორმე wink love love love
sali)
Dzalian magariaa daa mikvarxar dzalian

მადლობა დიიდიიიი love love love

 


№6  offline წევრი მარუშკა

აააანნნნნკკკკააააა❤️❤️❤️ ძალიან კარგი თავი იყო, ისე დედჩემი ასე რომ მოქცეულიყო, ჯერ ცოტას ვახვეწნინებდი, But anyways... უმაგრესი ხარ და წარმატებებეეეეე❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ანკა

მარუშკა
აააანნნნნკკკკააააა❤️❤️❤️ ძალიან კარგი თავი იყო, ისე დედჩემი ასე რომ მოქცეულიყო, ჯერ ცოტას ვახვეწნინებდი, But anyways... უმაგრესი ხარ და წარმატებებეეეეე❤️❤️❤️

დიდი მადლობა ჩემო მარუშკაა <3 როგორ შემიყვარდი ვერ წარმოიდგენ!!! love love love

 


№8 სტუმარი lizii

Aseti magari istoria jer ar wamikitxavs <3 ankaa umagresi xarr!! <3

 


№9  offline მოდერი ანკა

lizii
Aseti magari istoria jer ar wamikitxavs <3 ankaa umagresi xarr!! <3

დიდი მადლობა ძვირფასო... love love love

 


№10  offline წევრი nini :)

აუ ანკა მაგარია ძაან მომწონს წარმატებები love

 


№11  offline წევრი nini abashidze

Ankaaaaa shen xo ici rom dzalian miyvarxar <3 chemi favoriti mwerali xar :* xodaa istoriac shensavit rom sayvarelia da yvelaze kargi ici xo? :D xoda ai ese sul tbilad da tkbilad iyon ar chaerios es nata tore davputav mag natas :d ankusiaaa umagresi xar <3

 


№12  offline მოდერი ანკა

nini :)
აუ ანკა მაგარია ძაან მომწონს წარმატებები love

დიდი მადლობა საყვარელოო <3 love love love

 


№13  offline წევრი მარუშკა

ანკა
მარუშკა
აააანნნნნკკკკააააა❤️❤️❤️ ძალიან კარგი თავი იყო, ისე დედჩემი ასე რომ მოქცეულიყო, ჯერ ცოტას ვახვეწნინებდი, But anyways... უმაგრესი ხარ და წარმატებებეეეეე❤️❤️❤️

დიდი მადლობა ჩემო მარუშკაა <3 როგორ შემიყვარდი ვერ წარმოიდგენ!!! love love love

მეეეც❤️❤️❤️ უნიჭიერესო გოგოვ❤️❤️❤️

 


№14  offline მოდერი ანკა

nini abashidze
Ankaaaaa shen xo ici rom dzalian miyvarxar <3 chemi favoriti mwerali xar :* xodaa istoriac shensavit rom sayvarelia da yvelaze kargi ici xo? :D xoda ai ese sul tbilad da tkbilad iyon ar chaerios es nata tore davputav mag natas :d ankusiaaa umagresi xar <3

:D :D ნატაზე კარგი იყო wink ძალიან მიყვარხარ ჩემო ტკბილოოო love დიდი მადლობაა lovelovelove

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent