შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე მოთამაშე[6]


26-08-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 186

ნიაკოს სულ არ უნდოდა პროდუქტების საყიდლად გაყოლოდა დედას,მაგრამ მაინც დასთანხმდა.“ამას მაინც გადააყოლებ გულს“-ამოსძახა შინაგანმა ხმამ.თავის ოთახში გავიდა,მოკლე ჯინსის შორტი და შავი უმკლავებო მაისური ჩაიცვა,ფეხზე შავი კედები და დერეფანში გავიდა.
-ნიაკო-ანაბელმა თვალი ჩაუკრა დას,ნიაკომაც თავზე ხელი გადაუსვა.მის ხასითზე არ იყო,მაგრამ არ შეიმჩნია.ისეც დათო აფიქრებდა,როგორ უნდოდა შუაზე გაელეწა ბიჭი.თავში იმდენი საზიზღრობა უტრიალებდა,რომ ლამის იყო გასკდომოდა ტვინი და გამოშიგნული ქათამივით იატაკზე გაშოტილიყო.
-გოგონებო მზად ხართ?-ღიმილით შეათვალიერა შვილები და საკეტი გადასწია.
ერთ საათზე ცოტა მეტში სახლში დატვირთულები დაბრუნდნენ.ნიაკომ წინსაფარი გაიკეთა და სამზარეულოში დედის გვერდით შეუდგა მზადებას.
-მე ვინეგრედს გავაკეთებ-გაუღიმა დედას და ბოსტნეული მოსახარშად ჩაყარა.
-კარგი,მაგრამ სანამ მოიხარშება,პიცისთვის მოზილე ცომი,კარგი?-თბილად ჰკითხა ნანამ.
-დედიკო,მეც დავეხმარები-ანაბელი ფეხშიშველი შემოვიდა ოთახში.
-კარგი,მიდი ნიაკოსთან.კარტოფილს გაგაფცქვევინებს,მე კი მანამდე ნამცხვარს გამოვაცხობ-თვალი ჩაუკრა შვილს და საქმე განაგრძო.
^^
-მოდი,ბარში წავიდეთ...-დათომ შესთავაზა ირაკლის.
-იმ გოგოს გამო?-გადაიხარხარა ბიჭმა და ძმაკაცი აათვალიერა.
-ნუთუ,არ შეგიძლია ცოტა ხანს მაინც არ ახსენო?
-შეყვარებული ხარ,მგონი-კარები გააღო და დათოც გაჰყვა.
ბარში ცოტა ხალხი იყო.დილის საათებში არც არიან კლიენტები.აგვისტოს ბოლო იყო უკვე და ხალხსაც არ ეცალა სმისთვის.ყველა თავიდან ცდილობდა რაღაც ეშოვა,გაეკეთებინა და მომავალი წლიდან ნორმალურად ემუშავა.
-რას დალევთ?-ბარმენმა ნაცნობი სახეების დანახვისას გაიღიმა.
-ორმაგი ვისკი-შეუკვეთა დათომ და ჩამოჯდა.
-მე სოდიანს დავლევ-გვერდით მიუჯდა ირაკლი.
-რას მირჩევდი იმ გოგოსთან დაკავშირები?
-შენი გადასაწყვეტია-ნეიტრალურად უპასუხა.
-ზურასავით მირჩევ უკანალი ავსწიო?_გადაიხარხარა და სიგარეტს მოუკიდა.
-ძმაო,ვერაფერს გირჩევ.ხომ იცი როგორი უიღბლო ვარ.სად მყავს აბა მე შეყვარებული?-ირონიით უპასუხა ირაკლიმ და ვისკი მოსვა.
-ანუ გამოცდილ ზუკრიკო რჩევას ვენდო?-მასხრული სახელით მოიხსენია ზურა და სიცილი აუტყდა-აქ რომ იყოს ზურიკოზე გაგიჟდებოდა?
-შენ კიდევ დათუნას რომ გეძახიან ვერ იტან?
-გამარჯობა,დამპატიჟებ სასმელზე?-შავგვრემანი გოგონა მიუჯდა დათოს გვერდით და წითელპომადიანი ტუჩები იმხელაზე გაშალა,ლაის იყო კბილები გარეთ გადმოსცივნოდა.
-ხომ გეუბნებოდი,იღბლიანო-თვალი ჩაუკრა ზურამ და გოგონებისკენ წავიდა.
-არა-უემოციოდ უპასუხა გოგონას და მის მომღიმარ მკერს მზერა მოაშორა.
-რა იყო? რა გჭირს? იმ დღესაც ისე უხეშად მესაუბრე.
-წადი შენი-ფეხზე ადგა და ბარიდან გავიდა.მარიტას მისამართი იცოდა და შეეძლო ცოტა ხანი მასთან ესაუბრა,თუ გოგონა მოისურვებდა,მერე თან ნიაკოს დაქალია,რა იცი რა ხდება!
ძლივს მიაგნო მარიტას ბინას,მაგრამ მაინც კმაყოფილი გადმოვიდა მანქანიდან,კიდევ კარგი ერთი ჭიქის მეტი არ დამილევიაო.სუნამო შეისხა,დაზე ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვოო და კიბეებს აუყვა.
მეცამეტე სართულზე რომ იყო მხოლოდ მაშინ გაახსენდა ლიფტის არსებობა,მაგრამ სამი სართულისთვის აღარ გამოუძახებია და სულ ფეხით აიარა.ზარი მორიდებით დარეკა და თან გული უფრთხოდა,თავადაც უკვირდა რატომ აკეთებდა ამას.“გულაჩუყებული და კეთილშობილი როდიდან ვარ?“-ეკითხებოდა თავს,როცა დიასახლისმა კარი გამოაღო.ლალიმ აათვალიერა მოსული და გაკვირვებით ჰკიტხა,რა გნებავთო.
-მარიტას ნახვა მინდა,ქალბატონო-ზრდილობიანად უპასუხა მამის ყოფილ საყვარელს და პასუხს მოთმინებით დაელოდა.ქალმა,შემოდიო და დათომაც ზღურბს გადააბიჯა.
-მარიტა შვილო-გასძახა ლალიმ გოგონას და სტუმარი შეიპატიჟა.
-ვინ არის?-გოგონა გახარებული გამოვიდა,ნიაკო იქნებაო,მაგრამ ხელში ძმა შერჩა.
-უი,შენ ხარ?-შინაურულად ჰკითხა,დედას რამე რომ არ ეეჭვა და ბიჭი თავის ოთახში შეიპატიჟა.
-მარიტა,მარიტა.ანუ აქ ცხოვრობ? ძლივს კი მოგაგენი,მაგრამ ღირდა-დათო კარგ ხასიათზე მოვიდა.
-დაჯექი-ლოგინზე მიუთითა,რაც ნაცნობობის ერთგვარი ჟესტი იყო-რამეს დალევ?-ზრდილობისთვის ჰკითხა და თვითონაც გვერდზე მიუჯდა.
-მხოლოდ წყალს-გაუღიმა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.
-ახლავე-სწრაფი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოსკენ გოგონა.ლალის კიდევ კარგი არ უკითხავს ბიჭის ვინაობა,თორემ ნამდვილად გათქვამდა საკუთარ თავს.თუმცა,რაც მართალია,დედამისს მსგავსი დაკითხვები არ უყვარს!
-აჰა-მიაწოდა და,ვითომც არაფერიო,ისე ჩაიხედა ტელეფონში,არადა,ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო.
-მარიტა,შენს შესახებ ძალიან მცირედი ვიცი და მეტი,ალბათ,არც უნდა ვიცოდე,მაგრამ მინდა დაგელაპარაკო.
-დათო,მართალი ხარ!-მკაცრად უპასუხა ბიჭს.
-მინდა,რომ ნიაკოზე გესაუბრო.
-ვისზე?-თვაელები ბრაზით დააკვესა.
-ვიცი,რომ ცუდად მოვიქეცი და მინდა პატიება ვთხოვო-გოგონას უფრო მიუახლოვდა დათო.
-იცი,რა?-თვალები დაჭყიტა გოგონამ.
-მისმინე..მე-გააწყვეტინა მარიტამ და ფეხზე წამოდგა.
-უნამუსო ხარ..
-მე..-რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ გოგონამ ისევ გააწყვეტინა.
-არ გინდა..შენ მას გული ატკინე..ეს მეტიც იყო..ნეტავ იცოდე როგორ გაანადგურე?-სულ არ ესიამოვნა დაქალზე საუბარი ასეთ არამზადასთან.
-ადამიანები ცდებიან-ბანალური ფრაზა გაახმოვანა,როცა ირონიამ უეცრად გადაკრა სახეზე.
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი...თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ,მიდი და,რასაც მეუბნები,ნიაკოს უთხარი,მიდი და სთხოვე გაპატიოს..-აკანკალებული ხმით უთხრა და დათოს მომხიბლავ სახეს დააკვირდა.“მართლაც რა ბიჭია“ მზერით შეხედა და მის პასუხს დაელოდა.
-კარგი,კარგი...მაგრამ სად ვნახო? სადმე ხომ არ ჩავუსაფრდები...
-ეგ უკვე მე აღარ მეხება..შუამავლად არ გამოვდგები,ვერც საღამოებს მოგიწყობ დ ავერც წვეულებებს-გადაიხარხარა მარიტამ და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
-მგავხარ რაღაც-რაღაცებით-სიხარულით წარმოტქვა დათომ.
-არა მგონია..რითი?
-ჩემნაირი მკაცრი ხარ...ზოგჯერ..-აღარ გააგრძელა და ფეხზე წამოდგა-მე წავალ და მადლობ..
-არა,მოიცადე..-ბიჭს ხელი მოკიდა და შეაჩერა,დედიკოს ძახილით გავიდა მისაღებში და დივანზე მყოფ ქალს შეხედა-გაიცანი,ეს დათოა..-ისეთი სერიოზული სახით წარმოთქვა,რომ ლალი მაშინვე ფეხზე წამოვარდა.
-ეს დედაჩემია,ლალი-მერე ძმას მიუბრუნდა..დედა,რაღაც მინდა იცოდა..ეს გოჩას შვილია-გამბედაობა და პირდაპირობა გამოიყენა და ორივეს გაუღიმა..-ის ჩემი ნახევარძმაა,მამაჩემმა გამაცნო გუშინ..ბოდიში,რომ ასე გატაკე,უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო,ხომ იცი,რომ არაფერს გიმალავ-ხელზე ნაზად მოეფერა ქალს.
-ჰო,მართალი ხარ-დაბნევით წარმოთქვა..-რამეს ხომ არ შეჭამთ?-გახედა მარიტას და შემდეგ დათოს მიაშტერდა.
-არა,მეჩქარება..კარგად ბრძანდებოდეთ.გამიხარდა თქვენი გაცნობა-დაემვიდობა ლალის და მარიტას კარებოსკენ გაჰყვა.
-მადლობა-გაუმეორა და ზღურბს ისევ გადააბიჯა.გოგონამ ცოტა ხანს უყურა და შემდეგ ნიაკოს მიწერა.დარეკვით არ დაურეკა,რადგან იცოდა,რომ დედას ეხმარებოდა.
საღამოს ნიაკოსთან დედის რამდენიმე დაქალი მივიდა.გოგონას უკვე ენახა მარიტას შეტყობინება,მაგრამ უემოციოდ დახვდა და სულ არ ანაღვლებდა არც დათო და არც ტკივილი.მხიარულად საუბრობდა სტუმრებთან და სხვადასხვა კერძს სთავაზობდა.
-რა გოგო გყავს!-ნიაკოზე საუბრობდნენ ქალები.
-მე? მე?-ანაბელი აცეცებდა თვალებს და საყვარელ ნამცხვარს იღებდა და ირებდა...-დედამ იც,რომ ეს მიყვარს-მასზე გულიანად იცინოდნენ ნანას დაქალები.
თერთმეტი საათი იქნებოდა,როცა რომანტიკულ კომედიას უყურებდნენ პლაზმურ ეკრანზე და ყველანიგანაბულიყვნენ.
-ვინმეს ელოდები?-ნანამ გადახედა ნიაკოს,როცა ზარის ხმა მოესმა.
-არა,მაგრამ გავაღებ-რომელიმე დაქალი იქნებაო,იფიქრა და საკეტი ჭრილში გახედვის გარეშე გადასწია.ნაცნობი სილუეტის დანახვისას სახეზე გაკვირვებამ გადაკრა,მაგრამ დაბნევას არ აპირებდა.
დათო უნამუსოდ იდგა მის წინ და ხელში დიდი ტაიგული ეკავა.“ნეტავ დედაჩემმა არ გამოიხედოს“ მზერით გაიხედა უკან და შემდეგ ბიჭს მიუბრუნდა,რომელიც გატრუნული იდგა და გოგონას უღიმოდა.“უტიფარი“-გაიფიქრა ნიაკომ და ხმა არ ამოუღია.
-მინდოდა პატიება მეთხოვნა.
-პატიებას მაშინ სთხოვენ,როცა ადამიანს კინოში თავზე ფეხს დააბიჯებ და არა მაშინ,როცა გულს ამოგლეჯენ და ნაკუქებად დაუჭრიან ისე,თითქოს საქონლის ხორცი იყოს საკეპ მანქანაში გასატარებელი-ირონიით უპასუხა და ერთი ნაბიჯით უკან წაიწია,შემდეგ კარი დაკეტა და მიეყრდნო.
-მაპატიე..შეცდომა დავუშვი...-კარების მიღმა სთხოვდა დათო.ხმაში სინანული შეჭროდა,სახეზე ფერი დაეკარგა და ლამის იყოს ქალივით აქვითინებულიყო.
-მეტის ღირსი ხარ,ნაძირალა-გასძახა დათოს.
-ნიაკო...
-ჩემი სახელი არ ახსენო..შენ ხომ განმეორებით არავის ხვდები....ცხოველური ჟინი გამოძრავებს მხოლოდ,შენს ბინძურს ურჩხულს ხომ განსხვავებული საკვები სჭირდება..საჭმლად მხედავ,ჰო? აქედან წადი ახლავე..-კარებს გასცილდა და დათო გაგიჟებული სახით დატოვა,ლამის იყო კარები შეენგრია და ნიაკოს ფეხქვეშ დაგებოდა.
ნანა ისე ხარხარებდა,რომ შვილისთვის არც კი უკითხავს ვინ იყოო.ნიაკო გამარვებულის მზერით მიუჯდა სტუმრებს,გულში დიდი ზეიმი გაემართა..“გადაუხადე სამაგიერო,არა?“-შინაგანი ხმაც კი ზეიმობდა...“დღეს დღესასწაულია,ნამდვილი დღესასწაული“-ლამის იყო ეყვირა გოგონას.ფილს უყურებდა,მაგრამ სულ არ ადარდებდა რა ხდებოდა.უღიმღამოდ ადევნებდა თვალს დიდ ეკრანს და დედის მომზადებულ წვენს წრუპავდა.
გვიან,როცა სახლი დაცარიელდა და სჩმემ დაისადგურა,ნიაკოს კალთაში ანაბელს ეძინა.“რა საყვარელია“-გაუღიმა მძინარე დას და მის ოთახში გაიყვანა.
-დე,ლოგინი გაუშალე-გასძახა დედას,რომელიც მაგიდას ალაგებდა.
-ახლავე-სწრაფი ნაბიჯით წავიდა ანაბელის ოთახისკენ.
-კიდევ ერთხელ გილოცავ,დე-ოთახიდან გასვლისას ჩასჩურჩულა ნანას ყურში,ხოლო დედამ მადლიერი მზერა მიაგება გოგონას.
-ჩემი ნიაკო..
^^
დათო გვიან დაბრუნდა სახლში,სასმელის სუნად ყარდა.ლუიზამ დაინახა თუ არა,კივილი მორთო.მის ხმაზე დაღლილო გოჩაც კი გამოვიდა შემოსასვლელში,სადაც ქალი ვაჟს გაცოფებული ეჩხუბებოდა.
-რა მოხდა?-უემოიოდ ჰკითხა ცოლს.
-რა რა მოხდა? შეხედა,ყარს-თვალები ბრაზით დააკვესა და ქმარს შეხედა.
-დალია,გაანებე თავი..ესეც არ გყავდეს ლოთი-ცოლს ხელი ადახვია და დივანზე გვერდით მიისვა.
-ამ ბოლო დროს რაღაც ემართება...ვეკითხები და მხოლოდ ირონიულად მიცინი,ადრე ასეთი გალეშილი მთვრალი არ ბრუნდებოდა შინ...
-ალბათ,ახალი საჭმელი უნდა ჩაიცინა გოჩამ და ცოლს ბაგეები შეახო.ეს სიტყვები დათოაც გაიგონა და გაბრაზებით დაარტყა აგიდას ხელი.“ამის დედა...“-ტანსაცმელი გაიძრო და ლოგინზე სიგანეზე გაიშოტა.“ვინ მირეკავს?’-ახალი დაწოლილი იყო,როცა ტელეფონის წკრიალმა მყუდროება დაურღვია.
-რა ქენი?-ზურა ინტერესით ეკითხებოდა.
-მთვრალი ვარ და დედაჩემს ლამის ყო გავეგდე სახლიდან.
-მომიყევი ნიაკოსთან რა მოხდა.
-კარგი-დაიწყო თავის სამარცხვინო ამბის თხრობა.დაასრულა თუ არა ჩაეძინა.
^^
-გაიღვიძე ნიაკო-მარიტა დილაადრიან დაადგა თავს დაქალს.
-რა იყო?ახლა მოხვედი?-საათს შეხედა და გაიზმორა.-კიდევ კარგი.დღეს ფიტნესი მაქვს..ელიზას დავურეკავ,გამომიაროს-სწრაფად წამოხდა.
-დათო ნახე?-ინტერესით დააკვესა თვალები და დაქალს მიაშტერდა.
-კი,ვნახე..-დაასრულა მოყოლა და ღრმად ამოისუნთქა.
-მრცხვენია შენთან ჩემი ნახევარძმის გამო-ირონიამ გადაურბინა მარიტას სახეზე.
-ასეთი პრიმიტიულიც არ ხარ-ტელეფონს დააცქერდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო..-თუ გინდა შენც წამოდი,კარგი პონტია-თვალი ჩაუკრა დაქალს.
-მე არა,მაგრამ დათო სიამოვნებით წამოვიდოდა-გადაიხარხარა-გუშინ ექსტაზი მიიღო.
-სერიოზულად?
-კი,სერიოზულად.ღამის ოთხ საათზე დამირეკა და მაშინვე მივხვდი რაშინც იყო საქმე..ადრე მეც ვიღებდი..ნუ,ცოტა ხანს დამოკიდებული არ ვყოფილვარ,მაგრამ სიამოვნებას კი სასწაულად ვიღედი..ეტყობოდა,ზუსტად ეტყობოდა..ისეთი ხმა ჰქონდა,რომ რა ვიცი..რაღაცებს ბოდავდა,ხან შენს სახელს ამბობდა..
-კარგი,გაჩერდი...არანორმალურები არ მაინტერესებს-ნიაკო კარისკენ გაიწია..-წამოდი,ვისაუზმოთ და მანამდე ელიზაც მოვა-შესთავაზა მარიტას.
^^
-ბიჭო,ადექი-ზურა ცდილობდა ძმაკაცის გაღვიძებას,მაგრამ ეს უკანასკნელი ისე სასიამოვნოდ იწვა,რომ ძილს მოგანდომებდა.
-ჰეი,ადექი-ირაკლისთვისაც დაერეკა ლუიზას,გააღვიძეო.ქალს მაშინ ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა,რომ გაგიჟდებოდი.
-ამის დედაც...-ზურა ხასიათზე ვერ იყო და ყინულიანი წყალი თავზე გადაასხა ძილში მომღიმარ დათოს.
-რა ხდება აქ? რომელი საათია?-თვალები სასიამოვნოდ მოიფშვნიტა და წამოიწია დათო.
-საღამოს რვა საათია,ერთი საათია გაღვიძებთ..ლუიზა ისეთი შეშინებული იყო-ზურა ლოგინზე ჩამოუჯდა და ხარხარებდა.
-რა იყო სიზმარში იმ გოგოსთან ერთობოდი?-ირაკლი სიცილისგან კდებოდა.
-ბიჭო,ჩუმად რა..ამდენ ხანს მეძინა..-ზარებს გადახედა-ოთხ საათზე მარიტასთან მისაუბრია.
-რაზე?-თვალები დაძაბა ზურამ.
-აზრზე არ ვარ.დავურეკავ,აბა.
მარიტა,ნიაკო,ანი,ნუკა და სალომე კინოში მიდიოდნენ,როცა მარიტას ტელეფონი ამღერდა და ამღერდა.
-ვუპასუხე..-ჩანთა გახსნა და სიცილით აიღო.
-მარიტა..გუშინ გვისაუბრია,მაგრამ რაზე არ მახსოვს-აღელვებით დაიწყო დათომ.
-არაფერი ისეთი,არ იდარდო-ირონიით უპასუხა ძმას..-კაიფში იყავი.
-არ მჯერა რომ ასე ცუდად ხარ.წამოდი მაგარ გოგოებში წაგიყვან-შესთავაზა ირაკლიმ.
-არა,არა მგონია,კარგი იდეა იყოს-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ჩაცმას შეუდგა დათო.
-რატო,ძმა? როდიდან აღარ გიზიდავს ლამაზი ქალები?
-ლამაზი ქალები თუ ლამაზი ბოზები?-თვითონაც ვერ მიხვდა საიდან მოუვიდა ეს კითხვა აზრად.“დათო,შეიცვალე?“-ამოსძახა შინაგანმა ხმამ.
-არ მჯერა-ზურამ იმხელაზე დაიძახა,რომ ლუიზამაც კი გაიგო სახლის კუთხეში და წივილ-კივილით წამოვიდა.
-რა ხდება,ბიჭებო?
-არაფერი,ძლივს გაიღვიძა.
-რა სჭირს არ მესმის..-ლუიზამ ხელები აასავსავა ..-წამოდით,საუზმე მზადაა.
-ჩვენ ვიცით-ირაკლიმ ომახიანად წამოიძახა.ზურამ მიმიკით ანიშნა,ჩუო,მაგრამ ირაკლი ხომ თავის სურვილად ბიჭია!
-რა სჭირს? სულ ვიძახი რაღაც დაემართა ჩემ ბიჭსო-გაბრუებულ შვილს თავზე ხელი გადაუსვა.
-დედა,არ მიყვარს მსგავსი რაღაცები.
-იმ გოგოსგან ეგეც კი გაგისწორდება-არ ჩერდებოდა ირაკლი.
-რამე გამომრჩა?-თვალები დაქაჩა გაკვირვებულმა ლუიზამ და ბიჭები შეათვალიერა,მერე მზერა დათოს დაჯღანულ სახეზე გააჩერა,იქნებ მითხრას რამეო.
-რადა,ჩვენი დათუნა შეყვარებულია-წამოიძახა ირაკლიმ და ზურას გაბრაზებული სახით გადახედა.
-ღადაობ?-„ლუიზა რა თანამედროვე ქალია!“-კინაღამ ხმამაღლა თქვა ზურამ.
-არა,სერიოზულად...მოკლედ,გრძელი ამბავია...-ირაკლი ლოგინზე ჩამოჯდა და ლუიზას გამომეტყველებას შეხედა.
-არ მეტყვით?-გვერდით მიუჯდა ბიჭს.
-თვითონ გეტყვით,როცა საჭიროდ ჩათვლის-ზურამ შეაჩერა ირაკლი,რომელიც როლებში ნელ-ნელა იჭრებოდა.
-კარგით,ბიჭებო-გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა..-შემოდით,ყველაფერი მზადაა-გამოსძახა მათ.
^^
-რამდენი ვიცინეთ-გვიან გამოვიდნენ კონოდან კმაყოფილი სახეებით გამოდიოდნენ გოგონები.
-ვაიმე,ისაა-მარიტამ გახედა ზურგით მდგარ ბიჭს და გოგონებს არშფოთებით შეხედა.
-ვინ ის?-ნიაკომ უემოციოდ ჩაილაპარაკა.
-ვინ და დათო.ზურგით დგას.
ეუცრად დათო მოტრიალდა და გოგონების დანახვისას,პირდაპირ მათკენ აიღო გეზი.
-ამათ ვის ვხედავ.სამი მუშკეტერი არ იყო?-თვალი ჩაუკრა მარიტას და შემდეგ ნიაკოსკენ წაიღო მზერა.თქვენ ხუთნი ხართ!
-მარტო ხარ?-ვითომ ინტერესით ჰკითხა მარიტამ ძმას.
-კი,მარტო ვარ.გამოვისეირნე...
-უცნაურია-გოგონამ წინ გადადგა ნაბიჯი და მეგობრებიც გაყვნენ.
-გაჩერდით..მოდით,სადმე შევიდეთ..არ მჯერა,რომ ნაყინზე უარს იტყვით.
-უკვე მივირთვით-ირონიანარევი ხმით ჩაილაპარაკა მარიტამ და ძმას ანიშნა,გაიარეო.
-კიდევ გინდათ,ამას თქვენს თვალებში ვკითხულობ-არ ჩერდებოდა დათო.
-კარგი,მე მოვდივარ.გოგონებო რას იტყვით?
-მეჩქარება,თქვენ კი დარჩით-თვალით ანიშნა ნიაკომ დაქალებს და ნაბიჯს აუჩქარა.სალომე,ნუკა და ანი გაშტერებულები იყვნენ,ვინ არის ეს სიმპათიური ბიჭიო.ნიაკოს ხასიათის შეცვლა ვერაფრის აეხსნათ.“რატომ მიდის“ მზერა გაადევნეს დაქალს და მარიტას მიაჩერდნენ.
-ნიაკო,მოიცადე...-დათოს ხმა შეერყა.
-ჩემი სახელი არ ახსენო-მეთქი..-გასძახა ბიჭს.შუა თითის აწევასაც კი აპირებდა,მაგრამ კიდევ კარგი მეორე „მემ“ შეახსენა,გოგო ხარ და თანაც წესიერიო.
-ჩვენც წავალთ-მარიტას გარდა ყველა გოგო უკან გაჰყვა ნიაკოს.
-ნიაკო,მოიცადე...-დაქალების ხმამ გააჩერა გოგონა.
-ის ნაძირალა...-გაიხედა უკან და შემდეგ „ტაქსი“ გააჩერა.
-ვინ იყო?-თვალებდაჭყეტილი ანი ინტერესისგან კვდებოდა.
-ხვალ ჩვენს საყვარელ კაფეში შევიკრიბოთ 12-ზე და მოგიყვებით.
-კარგი-ერთხმად შემოსძახეს გოგონებდა.
ნიაკო სახლში დაღლილი მივიდა და მუსიკები უკანასკნელ ხმაზე ჩართო.არაფერი ესმოდა და არაფერზე ფიქრობდა..მხოლოდ ის და მუსიკა..მაგრამ ნანამ გამოაფხიზლა,როცა კარი შეუღო.
-მარიტა მოვიდა..
-ვინ?-ლოგინიდან წამოიწია და კარებისკენ წავიდა.
-მე ვარ,ნიაკო..
-შემოდი-შეიყვანა ოთახში და ლოგინზე დასვა-ხვალ აღსარება მაქვს ჩემს სამ საუკეთესო მეგოაბრთან და შენც დამჭირდები,ჩემო ფსიქოლოგო.
-არაა პრობლემა...დარწმუნებული ხარ,რომ გინდა ამის გაკეთება?
-კი,ოღონდ ისე არა,როგორც მაგ ნაძირალას ლოგინში ჩავუწექი.
-ეგ სხვა თემაა.
-ისე ხომ არ გწყინს დათოს ნაძირალათი რომ მივმართავ?
-არა,მესმის შენი..თან ის მხოლოდ ახლა გავიცანი..დღეს კაფეში შევყევი.ათას რაღაცას მიყვებოდა..ჩემი ძმაა,მაგრამ მასთან კონტაქტს არასდროს მოგთხოვ..
-ვიცი,მარიტა..
-უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ ის ჩვენს ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლის.
-ეჭვით არ მეპარება-ნაუშნიკი მიაწოდა დაქალს და გვერდზე მიიწვინა.
3 საათი ხდებოდა,მაგრამ გოგონებს პოზა ისევ არ ეცვალათ.
-რა ხდება?-როგორც ჩანდა,ნანის არ ეძინა,რადგან ოთახში შემოვარდა და გოგონები შეანჯღრია,
-რა ხდება?-„რატომ დამირღიე მყუდროება“ გამომეტყველებით შეხედა დედას ნიაკომ.
-მარიტა,შენი ტელეფონია?-გოგონას ანიშნა აცეკვებული „აიფონისკენ.“
-უიმე,ჩემია..ბოდიში,თუ გაგაღვიძეთ-თავი გააქნია ნანამ,არ მიძინიაო.
-ვაიმე,სად წავედით..-გადაიხარხარა ნიაკომ.
-გისმენთ-დათოს ნომრის დანახვისას,იფიქრა,ისევ კაიფშიაო და ირონიული ხმით უპასუხა.
-მარიტა,უნდა მოხვიდე-კატეგორიულობა იგრძნობოდა მის ხმაში..თან რაღაც ტკივილი და შიში,რომელიც აქამდე მისთვის უცხო იყო.
-რა ხდება,დათო?-ხმა აუკანკალდა გოგონას.
-ტელეფონზე ვერ გეტყვი..-მარიტამ აკანკალებული ხელით გათიშა ტელეფონი და ლოგინიდა წამოდგა.
____
ველი შეფასებებს.ჩემო ლამაზებო,არ დაიზაროთ კომენტარის დაწერა.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი lamazi gogona

mmmm pirveli var vgijdebi tkenzeee

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუ რაკარგია მალე დადეე რაააა

 


№3  offline მოდერი ჯია

გოჩას დაემართა რამე? :((((

 


№4  offline წევრი TIME

vaime gaskda guli intrigano :D ara xo vambob sauketeso xar♥♥♥

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

ნახავთ ვის რა დაემართა..

მადლობთ,ბავშვებო.. love

 


ამმმ..გოჩას მოუვა რამე ალბათ..ცოდოა!
ველიშემდეგს.ძალიან მომწონს..))

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
ამმმ..გოჩას მოუვა რამე ალბათ..ცოდოა!
ველიშემდეგს.ძალიან მომწონს..))

მადლობ.. love

 


№8  offline მოდერი ანკა

ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და ისტორიაც ძალიან მაგარია ^^
უკვე შემიყვარდი ამ უმაგრესი ისტორიის გამო და მოუთმენლად ველი მომდევნოს ძვირფასოო love love love

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

ანკა
ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და ისტორიაც ძალიან მაგარია ^^
უკვე შემიყვარდი ამ უმაგრესი ისტორიის გამო და მოუთმენლად ველი მომდევნოს ძვირფასოო love love love

დიდი მადლობა.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent