შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ერთი ცალი ხარ! (7)


26-08-2015, 01:02
ავტორი anuki-ano
ნანახია 3 567

ვცდილობდი თავი შემეკავებინა,რომ არ მეტირა ქუჩაში.როგორც კი მივედი სახლში კარი გავაღე და ძირს მოვიკეცე.მტკიოდა ყოველი წამი რომელიც ბექასთან ურთიერთობაში დავკარგე.ადრე ყოველთვის პრინციპული ვიყავი და ახლა რა მჭირდა ემოციებსაც ვეღარ ვაკონტროლებდი.დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა გულსა და გონებას შორის რამაც უკვე ძალიან დამღალა.ცრემლი მოვიწმინდე და ვთქვი,რომ არასდროს ვიტირებდი ცხოვრებაში.მე ძლიერი გოგო ვარ და ყველაფერს შევძლებ, თუკი ბექამ შეძლო ჩემს გარეშე ახალი ცხოვრების დაწყება მეც შევძლებდი..ამასობაში უნიც იწყებოდა უკვე და ძალიან მიხაროდა რომ შევძლებდი უფრო გულის გადაყოლებას და ბექაზეც ნაკლებად ვიფიქრებდი.როგორც არ უნდა ვიძახოთ,რომ ჩვენ ძლიერები ვართ და მეტს აღარ ვიფიქრებთ მასზე ყველამ კარგად იცის,რომ როცა გიყვარს რთულია ასე რამდენიმე დღეში ყველაფერს ხაზი გადაუსვა განსაკუთრებით რთულია გრძნობასთან გამკლავება მაშინ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები.ვეგუებოდი იმ აზრსაც,რომ ბექასთან შეხვედრა მომიწევდა რადგან ბექას გამო ლილესთან ურთიერთობას არ გავწყვეტდი.
ერთი თვე ისე გავიდა,რომ ბექას არცერთხელ არ შევხვედრივარ,ლაშასთან სახლში აღარ ამოდიოდა..დავიწყებით ვერ დავივწყე თუმცა იმდენს აღარ ვფიქრობდი რამდენსაც ადრე.ვცდილობდი ყველაფერი ნეგატიურის გახსენებას,რომ უკეთ შემძლებოდა მისი დავიწყება.ის ფაქტიც მაგიჟებდა,რომ იმ ღამესვე მარისთან გაიქცა როდესაც დავშორდით.
ლაშას დაბადების დღე ახლოვდებოდა და მაშინ მაინც მომიწევდა ბექასთან შეხვედრა,მაგრამ იმას უფრო განვიცდდი,რომ ის მარტო არ იქნებოდა და ახლა უკვე ის სხვას ეკუთვნუდა ეს ფიქრები არ მასვენებდა.რაღაც მომენტში ვიფიქრე არ წავალთქო,მაგრამ ეს,რომ გაიგო ლაშამ გადაირია თუ არ წამოხვალ ჩათვალე ერთმანეთს არ ვიცნობთო თან ისიც გამაფრთხილა,რომ ლევანიც იქნებოდა,რადგან ბოდიში მოუხადა ლაშას იმ საქციელისთვის ნასვამი ვიყავი და მაპატიეო ლაშამაც აპატია ძმაკაცი იყო და ასე ვერ დაამთავრებდა.მეც რას ვიზავდუ ეს ლაშას დაბადების დღეა და ვისაც უნდა იმას ეტყვის.
-ანუკ ხვალ რას იცვამ?ალბათ მარიც იქნება და კარგ ფორმაში უნდა იყო აუცილებლად
-ლილე რა სულელი ხარ,არ მაინტერესებს არც მარი და არც ბექა(საკუთარ თავსაც ვატყუებ)
-მოდი რა რამე ავარჩიოთ ხვალისთვის
-არა სურპრიზი იქნება იქ როგორ ფორმაშიც მოვალ
-აუ კაი რაა
ბევრი მებუზღუნა ლილემ,მაგრამ მაინც არ ვანახე რას ჩავიცვამდი და უკვე გვიანი იყო და გავაცილე სახლში.სანამ ჩამეძინებოდა სულ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და ჩამეძინა ამასობაშიც.
მეორე დღეს დილით უნიში გავვარდი და საღამოს დავბრუნდი და მზადება დავიწყე. კარგად ვიყავი გარუჯული და ისეთი ფერის კაბა მინდოდა რომ რუჯი გამოკვეთილიყო. ჩავიცვი წითელი მოკლე კაბა ზემოთ მოჭერილი და თეძოებთან გაშლილი.ფეხზე კრემისფეეი ტუფლი.თმები მაქვს გრძელი ლამის წელს ქვემოთ და გავისწორე და ბოლოები დავიხვიე ყ ელანაირად ვცდილობდი . უნაკლო ვყოფილიყავი საბოლოო შედეგით კმაყოფილი დავრჩი.
რესტორანში შევედი და მალევე ლილეს მოვკარი თვალი
-ან ნამდვილი ქალბატონი ხარ
-აუ ლილე თუ გიყვარვარ მეორედ აღარ მითხრა ქალბატონი ხარო,ბექა ამბობდა ხოლმე და მახსენდება
-უი მართლა ბექაზე გამახსენდა,ჯერ არ მობრძანებულა ვაჟბატონი.სამაგიეროდ ლევანი გკითხულობს რაც მოვიდა
ვსაუბრობდით როცა ლევანის ხმა გავიგე
-ან შეიძლება დაგელაპარაკო?
-კი
-მაპატიე რა,ნასვამი ვიყავი და მართლა არ მინდოდა,შენ ხო იცი რასაც ვგრძნობ შენს მიმართ და ამას არ ვიზავდი
ლევანის ვესაუბრებოდი და უცებ ჩვენს წინ ბექა აისვეტა.დიტყვები არ მეყოფა იმ ემოციის გამოსახატავად რა ემოციავ მე ბექას დანახვისას გამიჩნდა,ერთი თვე არ მყავდა ნანახი და როცა ახლა შევხვდით ერთმანეთს ყველა დაპირება და სიტყვა გამიქრა რასაც ჩემს თავს ვეუბნებოდი დავრწმუნდი იმაშიც,რომ ბექა ისევ ისაე მიყვარდა როგორც მაში. შეიძლება უფრო მეტადაც კი..შინაგანი ემოცია სახეზეც აისახა ვგრძნობდი როგორ ამეწვა ლოყები როცა ბექა მისი მწვანე თვალების მწველ მზერას ანაწილებდა ჩემს სახეზე.სისხლიც ჩუხჩუხით მიედინებოდა ძარღვებში.გულში და გონებაში ერთი სიტყვა მიტრიალებდა მხოლოდ "მიყვარხარ"
-გამარჯობათ,უკაცრავად ხელი შეგიშალეთ საუბარში,აღარ მოგაცდენთ
ვგრძნობდი როგორი ცეცხლი ეკიდა სახეზე და მის სიტყვებშიც ირონიასთან ერთად რამხელა ბრაზი იგრძნობოდა.უცებ ერთმა ფაქტმა დამაფიქრა,ბექა აქ მარტო რატო იყო და არა მარისთან ერთად თუმცა რა თქმა უნდა ეს კითხვაც უპასუხოდ დამრჩა.
მაგიდასთან ვიჯექით ყველა მხიარულობდა მე და ბექას გარდა.ორივე ვცდილობდით ისე გავვეპარებინა მზერა ერთმანეთისკენ რომ არ შეგვემჩნია თუმცა რამდენჯერმე შევეჩეხეთ ერთმანეთს მზერით.მას იმდენად დაჟინებული მზერა ჰქონდა,რომ გულამდე ახწევდა.
-ან ვიცეკვოთ?
-რა პრობლემაა,თავისუფალი ვარ(თან ბექას გავხედე)
ვცეკვავდით,ლევანის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ყურში რაღაცას მესაიბრებოდა,მაგრამ არაფერი მახსოვს რადგან ბექა უფრო მაინტერესებდა.ცეკვის დროს გავხედე და მისი თვალები არასდროს დამავიწყდება,მისი მწვანე თვალები სულ წყლიანი იყო და საოცრად სევდიანი ამის დანახვამ საშინლად ცუდად გამხადა,ლევანის ბოდიში მოვუხადე და საპირფარეშოში გავედი.ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებდი გულიც საშინლად ძგერდა.ცოტა დრო დამჭირდა გონზე მოსასვლელად და ცრემლის შესსაშრობად.დარბაზში დავბრუნდი,მაგრამ ბექა ვეღარ დავინახე.
-ლილე,ბექა სადა?
-ლაშას ბოდიში მოუხადა და წავიდა,სასწრაფო საქმე მაქვსო.უი ან მოიცა ლაშას უნდა ვკითხო მარიამი რატო არ იყო
-ლაშ ბექა მარტო რატო იყო დღეს?
-ლილე რა კითხვებია,აბა ვისთან ერთად უნდა ყოფილიყო?
-მარიამთან
-ბექა და მარიამი ერთად არ არიან უკვე ორი წელია.პირველად გესმის ეს?
-მეგონა ერთად იყვნენ
-არა,ბექამ საერთოდ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.კლუბში მარის ბექასთვის უკოცნია და ეს ბექას შეყვარებულს დაუნახავს და არასწორად გაუგია.ბექას დღემდე უყვარს ის გოგო და მარის ვერ პატიობს რო ცხოვრება დაუნგრია.რაც იმ გოგოს დაშორდა ბექა ფხიზელი აღარ მინახავს საერთოდ ხელი აიღო ცხოვრებაზე.
ამ სიტყვებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა,ვგრძნობდი ფეხები როგორ მეკვეთებოდა და იქვე სკამზე ნელა დავეშვი.ღმერთო რა სულელი ვარ,როგორ არ დავუჯერე ის ხომ მიმტტკიცებდა,რომ ვუყვარდი,მე თუ მტკიოდა ალბათ მას ორჯერ მეტად სტკიოდა ის,რომ მე მას არ ვენდე და ტყუილის გამო ყველაფერი გავანადგურე,ერთი ხელის მოსმით დავანგრიე ორივეს ცხოვრება და ყველაზე წმინდას ჩვენს სიყვარულს გამოვაცალე სააძირკველი.იდიოტი ვარ იდიოტი!



№1  offline წევრი Lanaa

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№2  offline წევრი Ninsi

როდის დადებ ახალ თავს ? love

 


№3  offline წევრი anuki-ano

dges tormetis shemdeg davdeb axal tavs ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent