შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (მესამე თავი)


26-08-2015, 04:09
ნანახია 2 524

მესამე თავი - რამადანის თვეში ჩადენილი ცოდვა
ერაყი, სადღაც ჯურღმულში, 2015 წლის მარტი
ერაყში იშვიათად წვიმს... ნოემბრიდან აპრილამდე შეიძლება რამდენჯერმე წამოიწვიმოს... უეცრად სახეზე წყლის რამდენიმე წვეთი ჩამომიცურდა. მეგონა გაწვიმდა და გამიხარდა. ბოლოს წყალი სამი დღის წინ დავლიე. პირი გამშრალი მქონდა, ცოტაც და წყურვილისგან დავიხრჩობოდი. საკუთარი შარდის დალევაზეც ვიფიქრე... ის იყო პირი უნდა გამეღო, როცა სიცილის ხმა შემომესმა. ზემოთ ავიხედე. სამი ელვაგახსნილი კაცი ორმოს კიდესთან იდგა და მაფსამდა. წამოვხტი, ჯერ კედლის ერთ მხარეს მივაწყდი, მერე - მეორეს. ხარხარით მომყვებოდნენ და ცდილობდნენ ჩემთვის დაემიზნებინათ.
-კარგად გამოგდით ადამიანების დამცირება! - ვიყვირე ჩახლეჩილი ხმით. იქამდე არ ავტირდი სანამ არ გამეცალნენ...
*
საკუთარი თავი თავშალის გარეშე არც მახსოვს... თავსაბურავი წლების განმავლობაში ჩემი სხეულის ნაწილი გახდა. თმა მხრებამდე ჩამომეზარდა თუ არა დედამ შავად შემიღება. ყოველ ღამე სანთლის შუქზე მამოწმებდა, ქერა ძირები გამოჩნდებოდა თუ არა საღებავს ამზადებდა, მეორე დილას კი საძინებელში ვიკეტებოდით. ზეჰრა ჯერ ნაზად მივარცხნიდა თმას, თითქოს მეფერებოდა, მერე მუქ, ბლანტ ნაყენს თმაში მიზელდა და ოთახში მარტო მტოვებდა. დამჯერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ კელდების ყურება მალევე მბეზრდებოდა, კარზე ვაბრახუნებდი და ჯამარს ვეძახდი. სანამ დედა სადილს ამზადებდა ჩემი ძმა მეთამაშებოდა. ზეჰრა ჩვენს კისკისს გაიგონებდა თუ არა გიჟივით შემოვარდებოდა და ჯამარს პანღურების რტყმით აგდებდა ეზოში. უცნაურია, რომ ახლა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ან საათით ადრე ამაზე ვფიქრობ... დიდი ხანი დამჭირდა ერთი მარტივი ჭეშმარიტების გასააზრებლად: შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი ქერა თმით ღმერთმა რაღაც გვანიშნა, მაგრამ ჩვენ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერს მივხვდით.

*
რამადანის თვეში მშობლებთან ერთად ვმარხულობდით. მაშინ მე რვა წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 15-ის. ოცდაათი დღის განმავლობაში მზის პირველი სხივის ამოსვლიდან დაღამებამდე გვეკრძალებოდა: ჭამა-სმა, ფიზიკური სიახლოვე, ტყუილის თქმა, დიდი ზომის ნერწყვის გადაყლაპვა, თავის წყალში ჩაყოფა, სამედიცინო სანთლების გამოყენება, განზრახ ღებინება, სასქესო ორგანოების რაიმე სახით სტიმულირება.
მარხვის მეორე დღე იყო... ჩემი ძმის მოყოლილ არაბულ ზღაპარს ვისმენდი და თან მის მოცემულ პურის ნატეხს ვაცმაცუნებდი. დედა თუ სამზარეულოში ტრიალებდა, პურს ვმალავდი. ჯამარი საოცარი მთხრობელი იყო! მისი ფანტაზია ყველა გმირს ხორცს ასხამდა და ჩემს გონებაში აცოცხლებდა. მეგონა მეკობრეებთან ერთად ვცურავდი იდუმალ ოკეანეში... ვებრძოდი ღამის ბობოქარ ტალღებს, ბოროტ ცხოველებს, მაცდურ ნოზებს, ადამიანებთან თამაშის მოყვარულ ქალღმერთებს... სინდბადის მოგზაურობამ გამიტაცა და ყურადღება მოვადუნე. ზეჰრამ სარეცხით ხელში ჩაგვიარა... თვალი მომკრა, მაგრამ მხოლოდ სველი სამოსის გაფენისას მიხვდა რა დაინახა. ალქაჯივით შემოვარდა, პური სწრაფად გამომღლიტა და ძლიერად შემანჯღრია. თავბრუ დამეხვა, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.
-პური ვინ მოგცა?!- მიყვირა და სახეში გამარტყა. ლოყა ამიწითლდა. სული უფრო მტკიოდა ვიდრე სხეული. ჯამარი კაბაზე ჩამოეკონწიალა, მუხლებზე იდგა.
-ფარჰანა არ სცემო, დედა! გთხოვ! ჩემი ბრალია... პური მე მივეცი... ძალიან გამხდარია... მთელი დღეები შიმშილი დაასუსტებს... ავად გახდება. შეჭამოს რა იქნება?
-უვარგისო ბავშვო! დას რყვნი?! ღმერთი დაგსჯის! - ზეჰრას ბრაზისა და აღშფოთებისგან თვალები ქუთუთოებიდან კინაღამ გადმოუცვივდა. ასეთ დროს მის თვალებში მთელი ერაყის დანახვა შეიძლებოდა... ჯამარს თმაში სწვდა და ეზოში გაათრია. მუსტაფას მოტანილ, ჭუჭყიანი წყლით სავსე კასრში თავი ჩააყოფინა და კინაღამ ჩაახრჩო.
- უვარგისო! ხომ გითხარი, რომ მარხვისას ჭამა არ შეიძლება?! ჩემი სიტყვა კანონია, გაიგე?! თუ გეტყვი საერთოდ არ მიეკარები საჭმელს... მხოლოდ დღისით კი არა, ღამითაც! ერთი თვე კი არა, წლები!
ჩემი ძმა ძლივს სუნთქავდა. ხელებით კასრს ეყრდნობოდა, მთელი სხეულით კანკალებდა. დედა მის თმას ხელს არ უშვებდა.
-მასე ხომ შიმშილით ამომძვრება სული?!
-თუ გინდა რომ იცოცხლო, მორჩილება ისწავლე! - თავი ისევ წყალში ჩააყოფინა. მე სახლის კარს შეშინებული ვეფარებოდი, ცალი თვალით ჩემი ძმის ტანჯვას ვუყურებდი და ჩუმად ვტიროდი. ჯამარს მუხლებმა უმტყუნა, ფეხები შეუსუსტდა და დამძიმებულმა თავმა გადაწონა. მთლიანი ტანით წყალში აღმოჩნდა. ზეჰრამ ხელი უშვა. თვალებს ვერ ვუჯერებდი. კასრიდან მხოლოდ ჩემი ძმის დასვრილი ტერფები ჩანდა. ეზოში გამოვვარდი.
-დედა, ამოიყვანე! მოკვდება! დედა! - ბოლო ხმაზე ვყვიროდი. არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა... დედას სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-აწი ეცოდინება ურჩ შვილებს როგორ ექცევიან! - ზეჰრას ალბათ სჯეროდა, რომ პატივისცემა ან მორჩილება შიშის პირმშოა. როგორც იქნა, ჯამარს წელში ჩაავლო ხელი, ამოსწია და მიწაზე დააგდო... ასე ხარახურით სავსე ტომრებს აგდებენ... ჩავიმუხლე, დედმამიშვილს თავზე ვეფერებოდი, ვთხოვდი გონზე მოსულიყო.
-გამოიწიე, გამოიწიე-მეთქი! - დედა ნორმალურად არც დახრილა, ჯამარს სახეში ორჯერ ლაზათიანი სილა გააწნა და სახლში შებრუნდა.
-თვალებს არ ახელს! ღმერთო, არ მომიკლა ძმა... გემუდარები, ალაჰ... არასდროს დავარღვევ მარხვას... გეფიცები... - თვალებზე ბინდი გადამეკრა. ვეღარაფერს ვხედავდი სილუეტების გარდა, ვცახცახებდი, ხელ-ფეხი დაბუჟებული მქონდა, ცივი ოფლი მასხამდა.
-ღმერთს უნდა, რომ კარგად იკვებო სანამ პატარა ხარ... - ჯამარის ცივი თითების შეხება ვიგრძენი.
-ნუ გეშინია, ფარჰანა... არასდროს მიგატოვებ! სულ დაგიცავ! - სუსტი ხმით მელაპარაკებოდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა მის სიტყვებში. ჩემმა ძმამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩამიტარა:
სიყვარულია როცა:
მისი ერთგული ხარ...
მასზე ზრუნავ...
მისთვის მსხვერპლზე მიდიხარ...
მისთვის განკუთვნილ დარტყმას საკუთარ თავზე იღებ...
ჯერ მასზე ფიქრობ და შემდეგ საკუთარ თავზე...
ძლიერი ადამიანივით მოქმედებ, მაშინაც კი თუ სუსტი ხარ...
ჯამარს ჩავეხუტე და უბედურების ცრემლები ბედნიერების ტირილმა შეცვალა.
-არავითარი ფიზიკური კონტაქტი! – გავიგონეთ დედაჩვემის მომთხოვნი ხმა.

რამადანის თვის ბოლო განთიადზე უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. მზე უკვე ამოსული იყო, გამიკვირდა რომ სალოცავად არ აგვაყენეს მე და ჯამარი. მეგონა დედას რაღაც სტკიოდა, კვნესოდა და იკრუნჩხებოდა. მუსტაფა გადასაფარებლის ქვეშ იყო შემძვრალი, მისი თავი დედას საშოსთან ამობურცულიყო. შემცბარი თვალებით ჯამარს გავხედე და მკლავზე ხელი მოვუჭირე. მან წამით მშობლებს შეუღრინა, მერე თვალები ხელის ერთი მოძრაობით დამახუჭინა, თავისკენ გადამაბრუნა და ყურებზე ხელი ამაფარა. კვნესის ხმა ახლა უკვე შორიდან მესმოდა... გაკვირვებამ გამიარა და ჩემში დაუძლეველი ინტერესი დარჩა. რას შვებოდნენ დედა და მამა? რატომ არ მაძლევდა მათი ყურების და მოსმენის საშუალებას ჯამარი? ჩემში ჩაბუდებულმა ქალმა მანიშნა, რომ ზეჰრას არაფერი სტკიოდა. პირიქით, სიამოვნებდა. თავი მოვიკატუნე თითქოს ჩამეძინა და ძილში გადავტრიალდი. თვალები ოდნავ გავახილე. დედა მუსტაფასკენ ზურგით, ძაღლივით, ოთხზე იდგა, მამა უკნიდან მიჰკრობოდა, უცნაურად მოძრაობდა, თითქოს მასში შედიოდა, მერე კი უკან იხევდა. ჯერ ნელა, მერე ჩქარა. საწოლმა ჭრაჭუნი დაიწყო. ზეჰრამ რამდენჯერმე წამოიკივლა. უეცრად ვიგრძენი, რომ ჯამარმა მკლავებში მომიმწყვდია, წამოდგა და გარეთ გამიყვანა. ძალიან შემრცხვა... არ ვიცოდი რისი მერიდებოდა, მაგრამ ლოყები მეწვოდა, თვალებს არ ვახელდი. ის ხის ძირას დაჯდა, იქამდე ვყავდი ხელებში მოქცეული სანამ არ ,,გავიღვიძე.“
-სალამი... - თვალები მოვიფშვნიტე.
-სალამი...
-დიდი ხანია ხელში გყავარ?
-არც ისე...
-არ დაიღალე?- მკლავებზე მოვეფერე. მზერას ვარიდებდი. თვალებში ჯერ კიდევ დაურბოდა მშობლებისადმი მრისხანება.
-წამოდი...
-სად მიგყავარ? ამწუთას არ გავიღვიძე?
-მდინარესთან...
-უკვე დილაა, ბანაობა რომ არ შეიძლება?
- ძილის შემდეგ არ გიბანავია. ასე მეჩეთში შესვლაც აკრძალულია... გადაწყვიტე რომელ წესს ვარღვევთ.
-წამოდი ვიბანაოთ. - ხანდახან წესების დარღვევა გარდაუვალია. ხელი ჩავკიდე და ტიგროსისკენ მიმავალ გზას დავადექით. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, მე კი ისიც არ ვიცოდი მათზე პასუხი ს გაცემა ვისთვის უნდა მეთხოვა. შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ თუ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ჭამა და დიდი ზომის ნერწყვის გადაყლაპვა არ შეიძლებოდა, არც მუსტაფასა და ზეჰრას აქტი იქნებოდა დაშვებული.



№1  offline მოდერი მარრიამი

ძალიან კარგია, განსხვავებული.. ^^ ძალიან კარგად წერ.. ველი შემდეგს

 


№2  offline მოდერი ლილიანა

დღეში ორჯერ დადე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი sopiko

ვკითხულობდი და ზუზღისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. სადაც ზეჰრა და ფარჰანა ცხოვრობენ იქ ყოველდღე ძალადობა ხდება და შენ ამას ძალიან კარგად გადმოგვცემ. ველიდები შემდეგს...

 


№4  offline მოდერი nicol

რამხელა გავლენას ახდენს საზოგადოება ადამიანის ცნობიერებაზე... მე არ ვიცი დედა, რომელსაც შეუძლია ასეთი სასტიკი იყოს შვილების მიმართ, მხოლიდ და მხოლოდ იმიტომ რიმ ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ეს ყველაფერი მიღებულია...სად ქრება ამ დროს ინსტინქტები... მითუმეტეს რომ საკუთარი სიამოვნების "ინსტინქტებს" არაფერი ემართება... და ამისთვის დარღვეული წესები არაფერს ნიშნავს...
შენზე რა ვთქვა... უდავოდ ნიჭიერი ხარ... ველოდები შემდეგ თავს...

ხო... რამდენიმე უხერხულ მომენტს არ ვიმჩნევთ :-D :-D :-D სიუჟეტს დასჭირდა :-D
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი nini :)

განსხვავებულია და მომწონს ძალიან მალე გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent