შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{4}-{5} ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...


26-08-2015, 22:40
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 429

{4}
-აივანზე გავალ რა,უჰაერობაა აქ-ჩუმად უთხრა ელიმ კატოს.
-მოიცა-შეაჩერა დაქალმა-კარისკენ გაიხედე,ოღონდ ნელა.
ელიმ მიიხედა და...სანდრო...სისხლი აუდუღდა."აქ რა უნდა,ვითომ ბექას მაგარი ძმაკაცი იყოს."გაიფიქრა და წამსვე მოაბრუნა თავი."რა ჩემი საქმეა."
-მერე რა-მიუბრუნდა კატოს.
-აქეთ მოდის,გოგო-ამოილუღლუღა მან.-გესმის?
სანდრომ ბექას მხარზე ხელი დაჰკრა და ელისკენ გამოემართა.როგორც კი მიუახლოვდა კატოს თავი დაუქნია.მერე ელიზასკენ მიტრიალდა
-გამარჯ..-დაიწყო მან,თუმცა ელიმ გააწყვეტინა.კატოს გადახედა და მშვიდად უთხრა:მანქანაში დაგელოდებით!.
მის ლამაზ,ცისფერ თვალებს ბინდი გადაჰკროდა.ახლა მხოლოდ სუფთა ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა სურდა.კატოს უნდოდა ელის გაჰყოლოდა,მაგრამ ნიკუშამ შეაჩერა
-სჯობს მარტო იყოს.
-კი მაგრაამ..-ნიკას თითების ისე მაგრად ჩაერჭო მკლავში სიტყვა ვეღარ დაასრულა.
ელიმ ფანჯრები ჩამოწია და ცივი ჰაერი შეისუნთქვა.ფერი დაჰკარგვოდა."ღმერთო ჩემო რა ნაგავია.ვითომ აქაც არაფერი ისე უტიფრად მოვიდა მოსასალმებლად.წყალტვინა."მერე უეცრად ელის აბობოქრებული ნაწილი ჩაცხრა და სხეულში სითბო ჩაეღვარა."ისევ ისეთივეა,სულ არ შეცვლილა.აჰ,სანდრ..."ვეღარ დააბოლოვა.მისი სახელის წარმოთქმა ერთდროულად სიამოვნებასაც ჰგვრიდა და ტკივილსაც."მომნატრებია.ამას აქამდე ვერ ვხვდებოდი,თუმცა მისმა სიახლოვემ ეს მაგრძნობინა."გაუელვა თავში და იმ წამსვე ჩააქრო თითქოსდა გაღვივებული ნაპერწკალი."ელიზაბეტ!ეს აღარ გაიმეორო.არც კი იფიქრო თავის მოტყუება.ის უკვე შენი გულის ბნელ ნაწილში ჩაიკეტა."
მაგრამ ვერ მიმხვდარიყო თავს რითი იტყუებდა.მის მიმართ სიყვარულსა და სიძულვლის თანაბრად გრძნობდა.უფრო სწორად,ცდილობდა სიყვარული სიძულვილით დაეფარა და წაეშალა მისი ცხოვრებიდან.მანამდე კი ანგარიში უნდა გაესწორებინა.რასაც იტყოდა ნამდვილად აასრულებდა.ამას როგორ გააკეთებდა არც თვითონ იცოდა,თუმცა სამაგიეროს მაინც გადაუხდიდა...

{5}
12 საათი იყო,როცა ელიზამ გაიღვიძა.ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამოაფხიზლა.საწოლიდან თვალების სრესით გადმოძვრა,ხალათი მოიხურა და ოთახიდან გავიდა.კიბეებზე დუდის ხმა მოესმა და მხიარულად ჩაირბინა საფეხურები.სამზარეულოში შეიხედა,იქ არავინ იყო,სასტუმრო ოთახში გავიდა.
-დილაშმვიდობის-მიესალმა გიოს ძიძას და მათკენ წავიდა.
-გამარჯობა,ელიზა-უპასუხა ნათიამ.
-დუდიი,დაიკოს სიმპატიური ბიჭი-ჩაეხუტა ძმას-დედა და მამა უკვე წავიდნენ ხო?-ისევ ნათიას მიუბრუნდა.
-კი დილით ადრე წავიდნენ.
-მეც ვიკითხე რა -ჩაიცინა ელიმ და დუდის თავზე აკოცა.-რამეს ვერ მომიმზადებ?
-მაინც რა გინდა?
-ომლეტი იყოს.
-კაი-ჩაილაპარაკა ნათიამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
ელიმ კატოს დაურეკა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ყურმილი აიღო.
-ალო-გაისმა ხმა ბოლოს.
-სად ხარ,გოგო,ამდენ ხანს?!
-პრივეტ,ელლ.შენც დილამშვიდობის.-გაეხუმრა კატო.
-პრივეტ,პრივეტ.სადმე არ გავიდეთ?ნიკუშაც წავიყოლოთ.-შესთავაზა ელიზამ.
-აუ მართლა გავიდეთ სადმე,მომენატრა შენთან ერთად ბოდიალი.-მოწონა შეთავაზება კატოს.
-მეც მომენატრეთ.კაი მაშინ ჩემ საყვარელ კაფეში წავიდეთ რა.ჯერ მამაჩემთან მივდივარ და მერე დაგირეკავ.
-კაი..მე ნიკუშას გავაგებინებ-გაისმა დაქალის ხმა და სატელეფონო კავშირი გაწყდა.
-ელიზა,ომლეტი მზადაა-დაუძახა ნათიამ.
-მოოვდიივაარ,მადლოობაა-მიაძახა ელიმ.
ომლეტი მშვიდად მიირთვა,ყავაც დალია და ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო.ოთახში ავიდა და წასასვლელად მოემზადა.
ირაკლის ოფისში მალე მივიდა.გაუმართლა,რადგან მამამისი თათბირზე არ იყო და ლოდინი არ მოუწევდა.მდივანს სალამის ნიშნად თავი დაუკრა და კაბინეტის კარი შეაღო.
-მამი,როგორ ხარ?-ალერსიანად აკოცა მამას და სავარძელში ჩაჯდა.-რაღაც წინადადება მაქვს.
-კარგად,ელიზაბეტ.მართლა როგორ შეცვლილხარ.ორი წლის წინ სულ სხვა გოგონა შემოდიოდა,ახლა კი დალაგებული და თავდაჯერებული გოგო მიზის წინ.-გაუღიმა მამა.-ოჰოო..გისმენთ ,მადამ.
-საკუთარ ოფისში საკუთარი ქალიშვილისთვის ადგილს ხომ ვერ გამონახავდი?-ჰკითხა ელიმ.
ირაკლიმ გავკვირვებისაგან პირი დააღო-ეს მომესმა?-ამოილუღლუღა ბოლოს.-არა აშკარად სხვა ელიზაბეტი დამიბრუნდი.
-კაი რა მამ..სერიოზულად გეკითხები-მართლაც ეტყობოდა მის ხმას სერიოზულობა-გირჩევ,ასეთი კადრი ხელიდან არ გაუშვა.
-როგორ ვერ გამოვძებნი,ელიზაბეტ-ირაკლიც დასერიოზულდა-შენ უბრალოდ ისურვე,ჩემო გოგო.
-მსოფლიოში ყველაზე მაგარი მამა მყავს რა-ელი ფეხზე წამოვარდა და მამას მოეხვია.-მუშაობას როდის ვიწყებ?
-შენ თუ გინდა დღესვე დაიწყე.
-დღეს მეგობრებთან ერთად ჩემ საყვარელ კაფეში მივდივარ.-ტუჩი მოიკვნიტა ელიზამ.-ხვალიდან ვნახოთ.
-კარგი,ელიზაბეტ,საღამომდე.
-კაი,მა,წავედი..გკოცნი-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მამას და კაბინეტიდან გავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent