შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ერთი ცალი ხარ! (8)


27-08-2015, 00:02
ავტორი anuki-ano
ნანახია 3 798

მაშინვე ლილეს ვთხოვე ბექას მისამართი გაეგო ჩემთვის.
ბექასთან ავედი სახლში.მთელი გზა სიტყვებს ვუყრიდი თავს და ფრაზებს ვაწყობდი როგორ დაველაპარაკებოდი და ავუხსნიდი სიტუაციას.ზარი რამდენჯერმე დავრეკე,მაგრამ არავინ გამიღო,ცოტა ხანს კიდევ მოვიცადე,თუმცა უშედეგოდ. გადავწყვიტე სახლში წასვლა და ვიფიქრე ხვალ ვნახხავთქო.სახლში მივედი.ვგრძნობდი,რომ გული იმდენად დამძიმებული აღარ მქონდა რომ ვფიქრობდი ბექას ჩემთვის არ უღალატია(მეღიმებოდა)
კარზე ზარი დარეკეს გავაღე კარი და ბექას მწვანე თვალებს გადავეყარე.ფეხზე დგომაც კი უჭირდა ისეთი ნასვამი იყო
-ან უშენოდ ვკვდები.
-შემოდი ბექა შიგნით ფეხზე ძლივს დგახარ
შემოვიყვანე შიგნით,დივანზე დაჯდა და მის გვერდით მიმითითა,რომ დავმჯდარიყავი მეც გვერდით მივუჯექი და ბექამ მოულოდნელად მიმიხუტა
-შენს სიცოცხლეს გეფიცები ჩემი ქალბატონი მარტო შენ ხარ.შენს გარდა არავინ მინდა
-ვიცი ბექა.მიყვარხარ მეც და ვიცი,რომ ჩემთვის არ გიღალატია.მე მაპატიე ის,რომ არ დაგიჯერე
ეს ვთქვი და ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე
-ანუკ შენს თვალზე ცრემლი აღარ დავინახო,ამას ვერ გადავიტაან
ჩამეხუტა და თავზე მაკოცაა
-როგორ მომენატრე ჩემო ქალბატონო.მკოცნიდა და თბილად მეხუტებოდა
ბექას დივანზე ჩაეძინა.პლედი მივაფარე და მეც იქვე კრესლოში მოვკალათდი.სანამ ჩამეძინებოდა ვუყურებდი როგორ ტკბილად ეძინა მას.საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში.აასე ჩამეძინა მეც.. დილით კოცნამ გამაღვიძა..
-დილამშვიდობის ჩემო ტკბილო
-დილამშვიდობის ბექა. გავუღიმე და ვაკოცე
-აუ ან წამო რა სამზარეულოში ყავა მინდა
ავდექი.ყველაფერი მტკიოდა,წელში ძლივს გავიშალე.
ყავა გამოვიტანეთ აივანზე და საუბარიც დავიწყეთ
-ან იცი რა რთულია როცა საყვარელ ადამიანს კარგავ და იცი, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ?.
-დავივწყოთ ყველაფერი ორივე დამნაშავე ვართ და მინდა,რომ ყველაფეერი დავიწყოთ თავიდან
სიგარეტი დადო და ჩამეხუტა
-ყველაზე კარგი ხარ დადუ!
ჩემი ტელე რეკავდა.ლილე იყო მომიკითხა რას შვრებიო?ბექას ხომ არ შეურიგდიო და რომ ვუთხარი ვინ იყო ჩემთან სახლში ემოციებისგან მანაც შეკივლა.ჩემი ტკბილები ხართ.
ბექა ახლა ლილეზე გამახსენდა ლაშას როდის ვუთხრათ ჩვენს შესახებ?
-შენ არაფერრზე იდარდო ლაშას მე დაველაპარაკები დღესვე და ავუხსნი სიტუაციას
-ისე ლაშას უმადლოდე,რომ დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ(გავუცინე)
მოვუყევი ბექას ლაშას ამბავი მერე მითხრა მიდი ჩაიცვი და გავისეირნოთო.მე ცოტა ვიწრუწუნე სიცივეათქო და არაუშავს მე ხომ გყავარო გვერდით.
ქუჩაში ვსეირნობდით ვგრძნობდი მის სუნთქვას და გაუჩერებლად ჩამესმოდა მისი თბილი ხმა,მისი თბილი მზერა და მისი ხელის მჭიდროდ ჩაკიდება ჩემს ხელზე.ვიცინოდით და ერთმანეთს ვესიყვარულებოდით,თუმცა არ დაგვცალდა უცებ წამოვიდა შხაპუნა წვიმა და სირბილით გავიქეცით უახლოეს ადგილამდე სადაც თავს შევაფარებდით,მაგრამ ბექამ არ გამაჩერა და წვიმაში გამომიყვანა,ხელში ამიყვანა და წვიმაში მატრიალა და კიოდა "მიყვარხარ" "მიყვარხარ" ყველა ჩვენ გვიყურებდა,მაგრამ საერთოდ არ დავინტერესებულვართ ამით მეც ვკიოდი თუ როგორ ძლიერად მიყვარდა..ბექა მეუბნებოდა ჩემი სიგიჟე ხარ რომელიც ცხოვრებას მიფერადებს და მიხალისებს ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ასე დავკარგავდდი თავს სიყვარულის გამო.დღეს ყველაფერს დავთმობ იმისათვის,რომ შენი სახიდან ღიმილი არასდროს წაიშალოს.ბევრი ვიგიჟეთ,დავსველდით და ბექამ მოდი ლილესთან და ლაშასთან ავიდეთ აქვე არიანო და მათკენ წავედით ლილემ,რომ დაგვინახა ასეთ წვიმაში სულ სველები მოვრბოდით გადაირია თქვენ ნორმალურები მაინც თუ ხართო და იცინოდა.
-ლილე შემოგვიშვი თორე ჩემი გოგო გამეყინა. ბექა ხითხითებდა
ლაშაც შემოვიდა ოთახში
-რა გჭირთ ტო?სად იყავით?
-არაფერი ძმა დავსველდით უბრალოდ
ლილემ მის ოთახში ამიყვანა გამოსასცვლელად გაცივდებიო და ბექას ლაშამ მისცა თავისები..
-აუ ლაშა რაღაც უნდა მოგიყვე რაც მე და ანის გვეხება და არ შემაწყვეტინო რა ძმა.ბიჭო მე და ანუკი ერთად ვართ ძალიან მიყვაარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ არ გაგიტყდეს ახლა რომ გეუბნები რადგან ვერ მოვახერხე ამ დრომდე შენთან დალაპარაკება.
- ეხა უნდა ვიგებდე მე ამას?
-უბრალოდ ვერ აეწყო სიტუაცია ისე,რომ შენთვის მეთქვა
-იცოდე არც გაბედო მისი წყენინება შენ იცი,რომ ჩემთვის დასავითაა და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ საკუთარ ძმაკაცსაც არ დავინდობ.
-კაი რა გჭირს.ანუკი საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და არასდროს ვაწყენინებ.
-მეტი რა გითხრა მე ბედნიერებას გისურვებთ.



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

ძალიან მაგარია love
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№2  offline წევრი ჰართ

ძალიან მომეონს <3 <3 ^^

 


№3  offline წევრი anuki-ano

მადლობა ყველას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent