სკოლა ბავშვების წესებით (12)
ელენემ ორივე ოთახიდან გამოყარა. რატის წერილმა გული საშინლად ატკინა. ალბათ ახლა მასზე სერიოზულად სულ აღარ ფიქრობდა. რატის თვალში ახლა ალბათ ერთი სულელი ბავსვი იყო ,რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგაქნ ვერ არჩევდა.კართან დაჯდა თა თავი მუხლებში ჩარგო. ამასობაში კიდევ რამდენჯერმე აწკაპუნდა ფეისბუქის ჩატი. ალბათ რატი წერდა მაგრამ მის წასაკითხად არც ამდგარა. -საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე მეგონა_ამოიხვნესა ნინიმ და კიბეზე ჩამოჯდა. _მინდა დავეხმარო ,მაგრამ სასუალებას არ მაძლევს. ასე რატომ შეიცვალა?_ დაფიქრდა მარი. -რამე სჭირდება რაზეც ყურადრებას გადაიტანს...რაც გაამხიარულებს,მაგრამ რა მოვიფიქრო არც კი ვიცი... -ნინი...ნინი აქ ხარ? როგორც იქნა სენს ნახვას ვეღირსე_მოვარდა ლევანი -ლევან... -მთელი შაბათ კვირა გწერდი ,მაგრამ შენგან პასუხი არ მიმიღია...რამდენი ხანია შენთან შეხვედრა ვერ მოვახერხე.... -ლევან მაპატიე გთხოვ არც კი გაქვს წარმოდგენილი რა გიჟური დრეები მქონდა. ჩემი ზმა ჩამოვიდა,თამაში ქონდა,მერე გავაცილეთ...ელენესაც პრობლემები აქვს...მოკლედ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. მაპატიე კარგი? შენ არაფერ შუაში ხარ... -კარგი რა ყველაფერი გახსოვს ჩვენი ურთიერთობის გარდა..._მოირუსა ბიჭი -მაპატიე რა ..._მოეხვია ნინი და აკოცა. -კარგი ჰო რადგან მე არ ვარ პრობლემა ... -ვცდილობ ყველაფერი მოვაგვარო...ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო... -შემიძლია დაგეხმარო...რა სჭირს ელენეს? -განერვიულებულია და აფორიაქებული...ჩვენც კი არ გვიშვებს ახლოს. ცოტა ხნის წინაც ოთახიდან გამოგვყარა_მოწყენით თქვა მარიმ -ასე ცუდადაა საქმე?_ორივემ თავი დააქნია. - გინდა გავისეირნოოთ ეზოში ?_შესთავაზა ნინიმ -ახლა ზუსტად ეგ უნდა მეთხოვა ახლა -მარი ხომ არ გეწყინება?_გაუღიმა მეგობარს ნინიმ და ლევანთან ერთად გარეთ გავიდა. მარი იქვე ჩამოჯდა და ტელეფონში ქექვა დაიწყო. საქმე მაინც არ ქონდა. გაკვეთილების დაწებამდე კიდევ ერთი საათი იყო. კიბეს დაჩი მოუახლოვდა. უნდოდა მისულიყო და დალაპარაკებოდა ,მაგრამ თავი შეიკავა . თუმცა მოულოდნელად საღაციდან დიანა გამოვარდა და გრეხვით მოეხვია კისერზე. ბიჭს ნერვები მოეშალა ,მაგრამ ვერაფრით ვერ მოიცილა თავიდან. მარი ფეხზე წამოდგა და ორივეს გახედა. ვერ გაიგო რა ხდებოდა,მაგრამ ამის ყურება ნამდვილად არ შეეძლო. როგორც კი იგი თვალს მიეფარა დაჩიმ ხელი კრა და ზედა სართულისკენ აიღო გეზი. დიანამ ბოროტულად გაიცინა. ელენე მაშინ გამოვიდა ოთახიდან გაკვეთილების დაწყების დრო რომ მოახლოვდა. ისე იყო გათიშული ძლივს მოასწრო ფორმის ჩაცმა. საკლასო ოთახში ,რომ შევიდა ყველა არეულ-დარეული იჯდა. გოგონები ელოდნენ ,რომ რამეს მაინც ეტყოდა მაგრამ სულ ტყუილად. არაფერი უთქვამს. დეა შემოვიდა ისტორიის გაკვეთილისთვის. ელენე რაღაცეებს ჯღაბნიდა რვეულის ბოლო გვერდზე. ამ დროს ტელეფონი აზრიალდა. გოგონამ ეკრანს დახედა. ფეისბუქზე იყო მესიჯი.. ისედაც მიხვდა ვინ წერდა. უკვე მერამდენე მესიჯი მოუვიდა,რომელიც არ წაუკითხავს. ნინიმ მეგობარს გახედა. მარიმაც მიიხვდა ,რომ წერილი მოუვიდა. ორივე აკვირდებოდა. დეას გაკვეთილი კი უინტერესოდ მიდიოდა. თავს იკავებდა,მაგრამ ბოლომდე ვეღარ შეიკავა და ფეისბუქი ჩართო. ტელეფონი მერხის ქვეშ დამალა და კითხვა დაიწყო ‘’არ მინდოდა შენთვის მეწყენინებია ვიცი ,რომ ახლა ბოდისების მოხდას აზრი არ აქვს ,მაგრამ მინდოდა მიმეხვედრებინა რომ პატარა გოგონებთან თამაში ჩემი სტილი არაა’’ მერე კარგა ხანს აღარ მოეწერა. ალბათ ელენეს პასუხს ელოდა. მერე ისევ გამოეგზავნა ესემესი. ‘აქ ხარ? გესმის ჩემი? ვიცი გაბრაზებული ხარ და მაგიტომ არ მპასუხობ მითხარი რამე ‘’ ამის მერე როგორც ჩანდა მონოტონურად წერდა. ‘’ ახლა უნივერსიტეტში ვარ და ჩემს ამერიკელ მეგობარს ჯონს შენზე ვუყვები გესმის? ნუ ხარ ასეთი ჯიუტი უბრალოდ მითხარი რას ფიქრობ’’ და საბოლოოდ იმ წუთას მოსული მესიჯი. ‘’მიპასუხე თოჯინა . ვიცი ,როგორ გიყვარს ასე რომ გეძახიან .’’ ელენეს გაეღიმა და გადაწყვიტა ბოლო-ბოლო მიეწერა. ‘’წავიკითხე შენი ყველა მესიჯი. სიმართლე გითხრა ნაწყენი ვარ. არ მომწონს როცა სულელად მთვლიან. სხვათაშორის მეც გაკვეთილზე ვარ ,მაგრამ სულ დეგენერატობას ვისმენ ‘’ -ელენე ვის წერ ?_გადაუჩურჩულა ნინიმ -არავის...გთხოვ მერე ვისაუბროთ არ მინდა დეამ დამინახოს. ნინი ისევ მისი ადგილისკენ გადაჩოჩდა. ელენე მთელი გაკვეთილი წერდა. როგორც იქნა რატიმ შემოირიგა. ბოლოსკენ იცინოდა კიდევაც და ძველებურად უბრწყინავდა თვალები. ‘’სელფი გადაიღე და გამომიგზავნე...ხომ გიყვართ სელფების გადაღება? ჯონს უნდა ვაჩვენო შენი თავი’’ ამასობაში გაკვეთილიც გამოვიდა ‘’დამტავრდა როგორც იქნა’’ მისწერა მესიჯი ‘’შეიძლება დაგირეკო? ‘’ ‘’ეზოში გავალ და მერე. ხუთ წუთში.’’ -რა უცნაურად იქცევი ელე? წამოდი ირაკლის დავალება მაინც დავწეროთ_გამოუცხადა მარიმ ორივე დაქალს ,მაგრამ ელენემ ფეხი დაჰკრა და სირბილით გავარდა გარეთ. -სხვა დროს დავწეროთ _მოაძახა ორივეს -ნამდვილად გაიჟდა_ამოიხვნეშა ნინიმ -გოგონებო როგორახართ?_მოუახლოვდათ ნინა და ორივე გადაკოცნა -რა ხდება რეპეტიციებზე?_დაინტერესდა მარი. _გამოდის რამე? -თუ არ ჩავთვლით დიანას და დაჩის უაზრო ღლაბუცს ყველაფერი რიგზეა._ნინიმ თვალები დაუბრიალა გოგონას ,მაგრამ მას როგორც წესი ყურადრებაც არ მიუქცევია. -ეგ საშინელება დღეს მეც დავინახე_დაადასტურა მარიმ -მომენტს არ უშვებს ხელიდან კისერზე არ ჩამოეკიდოს...ამაზრზენია ეს ყოველივე. -ნინა ახლა ჩვენ გვეცქარება და მოდი სხვა დროს ვისაუბროთ._წაავლო მარის ხელი და გარეთ გამოათრია -ნინი ვიცი არ გინდა დიანაზე და დაჩიზე რამე მოვისმინო ,მაგრამ.... -არა ელენე სად წავიდა უნდა გავიგოთ. მგონი სიბრაზის ნიადაგზე რაღაც სისულეებს ჩადის. მისი ყველა ქცევა არაადეკვატურია... დიანა დერეფანში მოსეირნობდა დაჩიმ ხელი ,რომ წაავლო. მოფარებულში სეიყვანა და მკაცრად გამოუცხადა. -გეფიცები ჩემთვის კისერზე ჩამოკიდებას თუ არ შეწყვეტ საჯაროდ ამ თამაშს დავასრულებ. -დარწმუნებული ხარ? -ოლიმპიადა წავაგოთ კი არა სკოლიდან ,რომ გამრიცხონ მაინც . -ნუ ხარ ასეთი ფიცხი საყვარელო..._მოეაფირისტა -არ ვარ მე შენი ‘’საყვარელო’’ და ჭკუას მოუხმე_ მხარი გაჰკრა და მოშორდა. -თუ გგონია ,რომ ასე მარტივად მომიცილებ თავიდან ძალიან შემცდარხარ._ზირს დაყრილი ქარალდები აკრიფა და ისიც მოშორდა იქაურობას. ნინის და მარის გზად ლევანიც შემოხვდათ ,მაგრამ გოგონები არ გაჩერებულან. მერე ეზოშიც გავიდნენ და იქაც განაგრძეს ძებნა შენობას გვერდიდან ,რომ ჩაუარეს ნაცნობი ხმა იქ მოესმათ. გოგონა ზურგით იჯდა მინდორზე და ტელეფონზე საუბრობდა. -რა სულელი ხარ მართლა იფიქრე ,რომ გეთამაშებოდი? _ძველ თემაზე ცამოუგდო საუბარი რატიმ - აბა რა უნდა ვიფიქრო. შენ ურთიერთობებში გამოცდილი ხარ მე კი ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე. შენი გაება გამიჭირდა და ეს არ უნდა გიკვირდეს. -არც მიკვირს უბრალოდ რას ვიფიქრებდი ნაძირალად თუ შემრაცხავდი? -არც მიფიქრია ,რომ ნაძირალა ხარ . შენ ამას ვერ გაიგებ...არც გოგო ხარ და არც პირველად... -პირველად რა?... -არაფერი..._ მიუხედავად იმისა ,რომ რატი ვერ ხედავდა ელენე მთლიანად გაწითლდა და ისე შერცხვა სახეზე ხელი აიფარა. -მითხარი თორემ გაგითიშავ. აღარც დაგირეკავ და არც მოგწერ. -მე უბრალოდ პირველად ვგრძნობ იმას რასაც ახლა და არც კი ვიცი რა უნდა გითხრა ან როგორ მოვიქცე. -ვიცი... -თუ იცი რატომ მათქმევინე ...ხომ იცი როგორ მიჭირს ამაზე საუბარი? -აბა რა გინდა სულ მე ვისაუბრო და შენ მისმინო? ადრე თუ გვიან მოგიწევს ამ სიტყვების თქვა. ცოტა უფრო თამამად ... -დარწმუნებული ვარ მსგავს სიტყვებს არც მანდ დაგაკლებენ... -ხედავ? უკვე დიდი გოგოსავით იქცევი და ეჭვიანობ კიდეც. -არც კი მიფიქრია... - მე კიდევ გამიხარდა... მოიცა სულ არ ეჭვიანობ? -ცოტათი... კარგი ახლა უნდა წავიდე და მერე მოგწერ.... იქნებ ვინმესგან მათემატიკა გადავიწერო. შენს გამო გუშინ ,რომ გავაცდინე. -უკვე ვხვდები ,რომ შენი გაცდენილი ყველა გაკვეთილი მე დამბრალდება ასე ,რომ ამ ამბავთან შეგუებას დავიწყებ . ელენემ ტელეფონი გათიშა. ფეხზე წამოხტა და შენობისკენ გაიქცა. გოგონები კედელს აეკრნენ და არც კი შეუნიშნავს. -რამეს მიხვდი ნინი? -შეყვარებული ყავს. ამიტომაც მესიჯობს მთელი დღე... -ჩვენ როგორ არ გვითხრა... -მარი როდესმე იფიქრებდი ,რომ ელენე ამას დაგვიმალავდა? ჩვენ მის საუკეთესო მეგობრებს? -ამ სკოლელი არაა თორემ ტელეფონზე არ დაურეკავდა. -ვიცი ,რომ ნაძირალა არ ხარო... როგორ გგონია შეიძლება ელენე ცდებოდეს? იქნებ სულაც არ არის კარგი ბიჭი და ატყუებს. სკოლა უნებართვოთ არასდროს გაუცდენია. იმ დღეს კი სადღაც გაიპარა. -შარს ,რომ გადაეკიდოს ? ხომ არ დაველაპარაკოთ? -ცოტა ხანს ვაცადოთ იქნებ თვითონ გვითხრას. მოდი ნუღარ ჩავეძიებით და ნურც წავეჩხუბებით. იქნებ ასე მაინც გაუცნდეს ჩვენთან დალაპარაკების სურვილი. -მართალი ხარ ნინი იქნებ ჩვენ ვძაბავთ -ნეტა სად გაიცნო ან როდის დაუახლოვდა. ნეტა საერთოდ ვინაა... - იმედია მალე გავიგებთ... -ზუსტად შენ გეძებდი საქმე მაქვს . ნინი დაგვტოვე_ დიანა მოვარდა და მარის გამოუცხადა შენთან საქმე მაქვსო. -არსადაც არ დაგტოვებ მარტო ჩემს მეგობართან. თვითონ მოცილდი აქედან. -რაიყო დამსწრეების გარეშე ჩემთან საუბარი გეშინია? თუ ამათმა ოჯახებმა თუ არ გიმფარველეს ისე სიცოცხლე არ შეგიძლია?_ დაემანჭა მარის -არავის დაცვა არ მჭირდება. ნინი დაგვტოვე გავიგო რა უნდა ამ სულელს ..._ნინიმ მხარი გაჰკრა და წავიდა _თქვი რა გინდა -მინდა ,რომ ჩემს შეყვარებულს ახლოს არ გაეკარო. - ჯერ ის მითხარი შენი შეყვარებული ვინაა_თავი მოაჩვენა მარიმ თითოს არ იცოდა რაზე ელაპარაკებოდა -ისედაც კარგად იცი...დაჩიზე გალაპარაკები. -მის სიყვარულში თუ ასეთი დარწმუნებული ხარ ჩემთან რატომ მოდიხარ? -იმიტომ რომ ვიცი მათ ოჯახებს თავს როგორ აცოდებ. დიდი გაიძვერა ვინმე კი ხარ...ვერ ხვდები,რომ დაჩის შესაფერისი არ ხარ? მისი ოჯახი სამოწყალოდ გეხმარება. ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ ,რომელიც იმდენადაც კი არ გამოირჩევა რომ ბიჭმა შემოგხედოს. -მოკეტე...შენ ვინ გეკითხება იმ ურთიერთობას რაც მე და ჩემი მეგობრების ოჯახებს გვაკავშირებს. შენ რა იცი ამის შესახებ? ვერ ხვდები ,რომ ჩვენს შორის ვერ ჩადგები? ჩვენ ხუთივე ერი ოჯახი ვართ. შენ ამას ვერასდროს გაიგებ. -არც მაინტერესებს უბრალოდ ჩემს ბიჭს მოშორდი და ახლოს არ გაეკარო. -კაცრავად ,მმაგრამ შენ არ შეგეკითხები ვისთან მქონდეს ურთიერთობა. -მე უბრალოდ გირჩევ და დანარჩენი შენ იცი.... მე და დაჩი ერთად ვართ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. მან ზუსტად იცის მე რამინდა და შენგან განსხვავებით მეც ვიცი რა უნდა მას და ზოგადად ბიჭებს ... არასდროს გიფიქრია რატომ არ შემოგხედა დაჩიმ? იმიტომ ,რომ ერთი უფერული და უნიათო გოგო ხარ რომელიც მასში ვერანაირ გრძნობებს ვერ აღვიძებს. ‘’ძმასავით გიყურებ’’ თუ როგორ ეუბნები? -მოკეტე... -სამაგიეროდ მე ძამიკოს არ ვეძახი და ისე ვექცევი როგორც გოგონები ბიჭებს უნდა ექცეოდნენ. მე მას ყველაფერს ვაძლევ რაც სჭირდება და ამიტომაც ვარსებობს მის ცხოვრებაში მე და არა შენ. -რას გულისხმობ? რა გინდა ჩემგან? -აგიხსნა? თუმცა არც მიკვირს იმდენად უტვინო ხარ შენ თვითონ მაინც ვერ მიხვდები...იდიოტო ... დიანა წავიდადა. მარის გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა. ‘’- ნუთუ ამის გამოა მასთან? შეუძლებელია დაჩი ასეთი არაა. თუმცა დიანა მართალია ყველა ბიჭი ამაზე ფიქრობს როცა გოგოსთან ურთიერთობას იწყებს. დიანას გვერდით ალბათ მართლა სულელი და უფერული ვარ ’’ ...ცხვირი ჩამოუშვა მარიმ ,მაგრამ გაახსენდა რომ ნინი ელოდა და წავიდა. ნინი ძალიან გაბრაზებული იყო იმის გამო ,რომ დიანას თავხედობა ეყო და მარისთან საჩხუბრად მოვიდა. დერეფანსი იჯდა და უკვე არარ იცოდა ელენესთან უნდოდა ლაპარაკი თუ მარისთან. ორივესთან პრობლემებში იყო ჩაფლული. სკოლაში სიტუაცია აშკარად დაიძაბა. ამ დროს ირაკლი მოუახლოვდა. ჯერ უყურებდა მერე კი გამოელაპარაკა. -ესეიგი მშობლები ჩამოგივიდნენ? -მხოლოდ დედა... -და შენი ძმა წავიდა? -რა...ისევ გინდა მოგინახულოს? -თუ თავხედობ...არ გეგონოს შენი აქ ვინმეს ეშინია... -არც მგონია. მითხარი შენმა დაქალმა სკოლა რატომ გააცდინა...? -არ ვიცი ,მაგრამ რომ ვიცოდე არ გეტყოდი...ისე შენ ვინ გეკითხება? დირექტორი ხომ არ ხარ? -უზრდელი ხარ ,მაგრამ მოგაჭკვიაანებ. -სიმართლე გითხრა შენს გარდა ათასი საქმე მაქვს -მაგალითად ჩემი გაკვეთილი გაქვს სასწავლი -არა ეგ უკვე ვისწავლე... -მე სხვა გაკვეთილზე გელაპარაკები_თვალი გაუსწორა კაცმა. მერე კი წავიდა. თამუნა და გია სასადილო ოთახში მარტო ისხდნენ და სადილობდნენ. თამუნა ელენეზე აპირებდა სიტყვის ჩამოგდებას ,მაგრამ შესაფერის დროს ელოდა. -გია ელენეს ჰგონია ,რომ ძველებურად აღარ გიყვარს. კაცმა დანა-ჩანგალი უხმოდ დადო ძირს -რაა?მეხუმრები ჰო? -სულაც არა...იმ დღეს იმიტომ იყო გაბრაზებული ,რომ.... -დაუჯერებელია ჩემი შვილი ასე ფიქრობდეს ჩემზე და ჩემს გრძნობებზე -მინდა ,რომ მეტი ყურადღება დაუთმო ...ხომ იცი როგორია? თუ თავის თავს ამას დააჯერებს ვეღარასდროს გადაარწმუნებ. შეეცადე მის თვალწინ მარის მიმართ გრძნობები დამალო თორემ მათი მეგობრობა დასამარდება -მარიზე ეჭვიანობს?_შეშფოთდა კაცი -მე უბრალოდ გაგაფრთხილე...დანარჩენი შენ იცი ... კცს ჭამის სურვილი წაერთვა და ხელსახოცი მაგიდაზე დააფერთხა. მიხვდა ,რომ თუ მისი შვილი მართლა ასე ფიქრობდა საქმე ძალიან სერიოზულად იყო. ნინი ოთახში მტკიცე გადაწყვეტილებით სევარდა. ელენეს მკაცრად დალაპარაკებოდა და სიმართლე გაეგო. ისიც ვის ხვდებოდა და რამდენად სერიოზულად იყო საქმე,მაგრამ მეგობარი იქ არ დაუხვდა. სამაგიეროდ მისი აიპედი ედგო საწოლზე. მისი შესვლისთანავე რამდენჯერმე აწკრიალდა ფეისბუქის ჩატი. ეკრანზე ბლოკი არ ეყენა რაც იმას ნისნავდა,რომ იმ წუტის გასული იყო. საიდუმლოს გასაღები მის თვალწინ იდო ,მაგრამ სინდისი არ აძლევდა საშუალებას სხვისი ესემესები წაეკითხა. რამდენჯერმე მიუახლოვდა საწოლს ,მაგრამ ამაოდ . იმდენჯერვე უკან მობრუნდა. ბოლოს როგორც იქნა გაბედა და აიპედს დაეტაკა ,მაგრამ უკვე გვიანი იყო. ეკრანი ჩაქრა და მისი გამოყენება უკვე შეუძლებელი გახდა. ნინი რონეგამოცლილი დაეცა საწოლზე. უკვე აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.