სკოლა ბავშვების წესებით: არშემდგარი დამშვიდობება [10]
დილით გოგონები რომ ადგნენ ელენეს ისე გემრიელად ეძინა არ გააღვიძეს. საბნის ქვეშ მოკუნტულიყო და თავი ბალიშში ჩაერგო. ქვემოთ ჩავიდნენ. ვანდა უკვე სასადილო ოთახში ქოთქოთებდა და მსახურს სუფრის გაწყობას აჩქარებდა. დღეს ბევრი სტუმრები ყავდათ ოჯახში. რატი ბუხარს ანთებდა. ჯინსი და თხელი სვიტერი ეცვა. რომლის შიგნითაც კუბოკრული პერანგი მოჩანდა. -ელენე სადაა_მოაყვირა ვანდამ. -ჯერ ისევ სძინავს დედა -თქვენ არ ვიცი ,მაგრამ მე მალე უნდა წავიდე ნინამ პირდაპირ ასე მომწერა სად ჯანდაბაში აგდიხარო._დაიჩივლა დაჩიმ -ჰო მაგას არ გაუჭირდებოდა..._გაეცინა ნინის და გვერდით მოუჯდა ელენე უკვე ამდგარიყო და კართან იდგა. სვიტერის მკლავებშიი ხელები ქონდა დამალული. თმა ცხენის კუდივით შეეკრა. -გცივა საყვარელო?_მიეფერა ვანდა -არც ისე..._გაუღიმა მანაც. ელენემ დაინახა ,როგორ გამოხედა რატიმ თუმცა ტვითონ თვალი აარიდა. -ახლავე ცხელ ჩაის ან ყავას დაგალევინებთ ყველას და ნახავთ როგორ გამოცოცხლდებით. ელენე დივანზე ჩამოოჯდა. -კარგად ხარ?_კითხა ნინიმ -კი...შენ? -მეც არამიშავს. წუხელ რა გჭირდა. -ხო გითხარი არა? მამას ვეჩხუბე. ყველაფერი რიგზეა უკვე გამიარა. -სიმართლე გითხრა ცოტა შემაშინე ელენემ მეგობარს გაუღიმა და ნინიმაც მოეხვია -ვიცი რთული პერიოდი გაქვს და შენგან არაფერი მწყინს ,მაგრამ ცოტა ნერვები მოთოკე. პირველ რიგში შენთვისაა ცუდი. -ვეცდები. მარი სად წავიდა? -სამზარეულოში დედას ეხმარებიან. -ნინი...ნინი... -რა გინდა ლუკა?_გასძახა გოგონამ - წამო რა ერთი წუთი რაღაც განახო გოგონა წამოხტა და გაიქცა. -ძილისგუდა ყოფილხარ_ხმადაბლა უთხრა რატიმ ისე ,რომ ბუხარს არ მოშორებია. -ცოტათი ვარ... -ესეიგი ჩემს დასთანაც გქონდა პრობლემები? -რაღაც მაგის მსგავსი ...მაგრამ ეგ არაფერი -დღეს მიდიხარ? -მგონი კი ვნახოთ. -გინდა მე წაგიყვანოთ? -არა გმადლობთ...მე თვითონ... -რატომ? გპირდები აღარ გაგიტაცებ... -ეგ არც მიფიქრია... -იცი...?_ რატის რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ნინი შემოვარდა აიპედით ხელში. -ელე ეს უნდა ნახო -რა არის? ელენემ აიპედი ჩართო. ის სიახლე იყო დიანაზე და დაჩიზე ,რომ დადეს. ზედ დიანას მიეწერა კომენტარი. ‘’ დებილო უსაქმურებო თქვენ ვინ გკითხავთ ჩემს შეყვარებულს სად და როდის ვაკოცებ?’’ -ხომ არ გააფრინა?_შეიცხადა ელენემ_თან ახალი ნიკით დარეგისტრირებულა. -გადაირევა დაჩი. ახლა მართლა შემოაკვდება_თქვა ნინიმ -რა ხდება? -არაფერი მარ ფეისბუქს ვათვალიერებდით_სასწრაფოდ გამოვიდა საიტიდან ნინი. -დროზე წამოდით თორემ სუფრას უკვე მოუსხდნენ დაჩი და რატი. _ შემოვიდა ვანდა. ელენემ მიმოიხედა და რატი ოთახიდან გასულიყო. ელენემ ტელეფონი ამოიღო და რატის მისწერა. ‘’მგონი რაღაცის თქმა გინდოდა ნინი სანამ შემოვიდოდა’’ მაგიდასთან ,რომ დაჯდა მისი გაგზავნილი მესიჯი მაშინ მიუვიდა რატის. ბიჭმა მხოლოდ გაიღიმა. -რა გაცინებს?_მხარი გაკრა ნინიმ -არაფერი მესიჯი მომივიდა -რაო რას გწერს შენი ახალი შეყვარებული? ამერიკელია? იმედია ლამაზი მაინცაა... -ძალიან ლამაზია _რატიმ ჩუმად გახედა ელენეს ,რომელიც სკამში ლამის ჩაძვრა -დედა მზად იყავი მალე ვიღაც ამერიკელს მოგითრევს სახლში. -შენ ვინ გკითხავს გოგო? -შეიძლება სულაც შვილიან ან შვილიშვილიან ქალს არის აკიდებული...მაინც ამერიკაა რა.... -ხო ეგღა მაკლია რა..._დაემანჭა დას და მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა ელენეს. გოგონა ადგილზე შეხტა. -რა მოხდა საყვარელო?_გადმოსძახა მაგიდის ტავიდან ვანდამ -არაფერი... -მოკლედ მე გავიქეცი თორემ ამიკლო ნინამ რასაც ქვია. ორზე რეპეტიცია გვაქვს_წამოდგა დაჩი. -უკაცრავად მე გავალ სქმე მაქვს დაჩისთან _უკან გაჰყვა ელენე. ტელეფონით საიტი გახსნა და დიანას დანაპოსტი აჩვენა. -რა მოხდა ელე? -ნახე რას წერს ის თავხედი? სკოლაში,რომ მიხვალ პასუხი გაეცი..._დაჩი შეთანხმებაზე დაფიქრდა და რა ეთქვა არ იცოდა. ვინმეს ,რომ გაეგო იტყუებოდნენ დიანა შუა გზაში მიატოვებდა და დამარცხებისთვის იქნებოდნენ განწირულნი. -ელე მოდი არ გვინდა ამაზე... -რა არ გვინდა ვერ ხვდები რომ სულ გათავხედდა ეს გოგო? -სიმართლეა -ვიცი ,რომ სიმართლეა აბა ტყუილა ხომ არ ვსაუბრობ ამდენს -რასაც ამბობს ისაა სიმართლე ელენე წამით ვერ მიხვდა და ხელები თვალებზე აიფარა. -დამცინი? -არა სიმართლეა რასაც გეუბნები. მე და დიანა ერთად ვართ და მორჩა...შეეგუე ამ ფაქტს და გთხოვ ამაზე აღარ ვისაუბროთ. დაჩი გარეთ გავარდა. ელენემ რამდენჯერმე მიაძახა ,მაგრამ ვერ გააგონა. მოსმენილისგან შოკში იყო. სასადილო ოთახში დაბრუნდა . მაგიდასთან დაჯდომა არაფრით არ შეეძლო. -ნინი ერთი წუთით გამოდი რა._მოიბოდიშა დანარჩენებთან. ნინიმ მარის გადახედა, რომელსაც აშკარად ეწყინა. მაგრამ არაფერი შეუმჩნევია. ელენემ იმ ითახში შეირბინა და კარი მიკეტა. -რა მოხდა ელე? მარის ეწყინა მხოლოდ მე ,რომ დამიძახე... -აბა ამას მარის როგორ ვეტყოდი... -რა მოხდა? -დაჩიმ მითხრა მე და დიანა ერთად ვართო...წარმოგიდგენია? -რაა? მაგან თავი რამეს ხომ არ მიარტყა? -მარი რომ გაიგებს იმედები გაუცრუვდება...წარმოგიდგენია რა მოხდება?_ხმა დაიწვრილა ელენემ -ლუკას მაინც როგორ არ უთხრა -მგონი აქ რაღაც ამბავია. როდის მოასწრეს...ან როდის... არც კი ვიცი რა ვთქვა. -მოდი სასადილო ოთახში დავბრუნდეთ და მაგ ამბავს სკოლაში მივხედოთ. -მიდი რამე მათხოვე მოსაცმელი რა... -გამოიღე კარადიდან რაც გინდა. -მარის არაფერი უთხრა _რათქმაუნდა_მიაძახა ნინიმ და ქვემოთ ჩაირბინა. ყველა ჯერ ისევ მაგიდასთან ისხდა. მარი მოღუშულიყო. -ბოდიშით ელენეს შესცივდა და მოსაცმელი უნდოდა _სიტუაციის განმუხტვა სცადა ნინიმ -დილითვე მივხვდი, რომ სციოდა_დაამატა ვანდამ. -მოხდა რამე?_გადაუჩურჩულა მარიმ ნინის -არაფერი ელენე ისე იბუზება მგონი მართლა ავად გახდა. -სხვა მეტი არაფერი ხდება? -არა საერთოდ არაფერი... ელენე ჩამოვიდა ნინის ჟაკეთით და თავის ადგილას დაჯდა. ეზოში მანქანა გაჩერდა. -ელე თამუნამ მოგაკითხა _გასძახა ვანდამ. -მოგესალმებით ...ყველას ვერ გადაგკოცნით ასე ,რომ მხოლოდ ხელს დაგიქნევთ...მხოლოდ რატის უნდა ვაკოცო და გამარჯვება მივულოცო...ყოჩაღ_გადაეხვია თამუნა. -დაჯექი თამუ რამეს მოგიტან...ყავა...წვენი...ჩაი... -არაფერი მინდა საყვარელო მხოლოდ ელენეს წავიყვან. დღეს გია სახლშია და გვინდა ოჯახურ გარემოში გავატაროთ დრო... -მამა სახლშია?_თვალები გაუბრწყინდა ელენეს -მარის მე წავიყვან ან მძღოლს გავატან სახლში_თქვა ვანდამ_თუ არა და დარჩეს რ პრობლემაა. ხვალ სკოლაში ისედაც შეხვდებიან ერთმანეთს. -წამოდი საყვარელო_ხელი მოხვია თამუნამ და წაიყვანა. - მოიცა ჩანთას ავიღებ დედა_ელენე მისაღებში გაიქცა და მალევე მობრუნდა. ორივენი მანქანაში ჩასხდნენ. -დეე მამა მართლა სახლშია? -ხო საყვარელო და მწვადს წვავს შენთვის...თავისი ხელით... -მართლა? -შენს თავს ვფიცავარ სიხარულო_თამუნამ შუბლზე აკოცა ქალიშვილს და ღვედი გადაიკარიო ანიშნა. ელენე სიამოვნებით შეიშმუშნა სავარძელზე და ერთი სული ქონდა სახლში როდის მივიდოდა. -კარგი იყო წუხელ? -კი ძალიან -მოგეწონა თამაში? -რათქმაუნდა... ელენეს მსიჯი მოუვიდა...ეკრანზე სახელი ‘’რატი’’ აციმციმდა. -ვინაა? -სკოლის ამხანაგი._გახსნა და წაიკითხა ‘’გაინტერესებს რისი თქმა მინდოდა?’’ ელენე დაფიქრდა. ‘’თუ მნიშვნელოვანია კი...’’ -დღეს თბილად დავსხდებით და მწვადს მივირთმევთ...მე,შენ და მამა... -მითხარი ვინ მოიფიქრა ეს ყოველივე? -მამაშენმა. ამ დილით განმიცხადა ჩემი გოგო ამ ბოლო დროს ცუდ ხასიათზეა და უნდა გავახაროო. -მართლა მასე გითხრა? ქალმა თავი დაუქნია ‘’მინდოდა რაღაც მეთქვა ,მაგრამ გამახსენდა რომ ხვალ ორშაბათია და ვერ მოხერხდება’’ ელენე დაინტერესდა ‘’ორშაბათი რა შუაშია?’’ -ვინ არის ამდენს ,რომ გწერს?_გაიკვირვა თამუნამ -კლასელია დედა რა მოხდა ასეთი? -კარგი ჰო არაფერი ‘’ხვალ დილით მივფრინავ. ვიფიქრე დავემშვიდობებითქო’’ ელენეს გულში ელვასავით გაჰკრა სიტყვა ‘’მივდივარ’’_მა. ნერწყვი გადასცდა და აღარ იცოდა რა ეთქვა. თამუნამ მანქანა გააჩერა და ორივე გადმოვიდნენ. ელენე სულაც აღარ ფიქრობდა მამიკოს მომზადებულ მწვადზე,რომელიც გიას უკვე შეეწვა სახლის უკან ეზოში. -საყვარელო მოხვედი? ნახე შენთვის რა მოვამზადე?_გულში ჩაიკრა გიამ ქალიშვილი და დაჯექიო მიანიშნა.ელენე მექანიკურად დაჯდა .მერე კი მესიჯი დაწერა. ‘’არ ვიცოდი ხვალ თუ მიდიოდი. რომელ საათზე?’’ თამუნამ მწვადი გადმოუღო თეფშზე და საუბარი გააბა.ელენე არც ერთს არ უსმენდა. ‘’12’’ -საყვარელო უთხარი მაგ შენს კლასელს ,რომ გაცადოს მშობლებთან ერთად მწვადის ჭამა. _ისაყვედურა თამუნამ -კარგი ჰო_მოირუშა ელენე და კიდევ ერთი შეტყობინება დაწერა. ‘’ კეტილი მგზავრობა.’’ ელენემ მწვადი გადმოიღო. მართლაც გემრიელი აღმოჩნდა ,როგორც ყოველთვის. -ელე იცოდე არ დამანახო შენი მოწყენილი სახე_მიეფერა გიამ_შენ ხომ ჩემი თოჯინა ხარ. აბა გაუღიმე მამას... ელენემ ნაძალადევად ,მაგრამ მაინც გაუღიმა ‘’ესეიგი არ გამაცილებ?’’ ისევ მოვიდა წერილი თამნამ ისევ გადმოხედა,მაგრამ პასუხი მაინც მისწერა ‘’ისედაც ხომ იცი,რომ ვერა? ხვალ 8_ზე სკოლაში უნდა ვიყო. და რომც არ ვიყო მე რატომ უნდა გაგაცილო? ’’ თავი მოაჩვენა გოგონამ ‘’მე მაინც დაგელოდები და გულის სმაილი’’ ელენეს ლამის გული ამოუარდა. იქ დამჯდარი ვეღარ ძლებდა. უნდა ამდგარიყო და სადმე გასულიყო. -ერთი წუთი ჩემს ოთახში გავალ_თქვა ელენემ და ოთახისკენ გაიქცა. სააბაზანოს ნიჟარას დაეყრდნო და სახეზე ცივი წყალი შეისხა. სარკეში თავისი ანარეკლი დაინახა. ვინმესთვის რამე უნდა ეთქვა თორემ გული გაუსკდებოდა. ჯერ ნინიზე იფიქრა ,მაგრამ იქვე უარყო მისი ძმააო. საიტზე შევიდა იმ ნიკით ,რომლითაც არასდროს შედიოდა. უფრო მეტიც საიტზე არასდროს არაფერი დაუპოსტავს.დიდხანს აკაკუნა აიპედზე თითები...იმდენი რამის დაწერა უნდოდა ,რომ სათქმელს ვეღარ იტევდა. ბოლოს მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა ‘’პირველ კოცნას შეუძლია შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს...’’ და დააჭირა ღილაკს ‘’send’’ მერე ინანა ,მაგრამ არ შეეძლო წაეშალა. ამის უფლება მხოლოდ ადმინებს ჰქონდათ. მისი მეგობრები,მაშინვე მიხვდებოდნენ ,რომ ის იყო. საწოლიდან წამოხტა. აიპედი ტუმბოში ჩააგდო და ქვემოთ ჩავიდა. კარგა ხანს იჯდა იქ მშობლებთან ერთად. მერე ოთახში დაბრუნდა. მის დაპოსტილზე იმდენი გამოხმაურება იყო წაკითხვაც არ უცდია. ეს მხოლოდ გულის მოსაოხებლად სჭირდებოდა. რატი დაღამებამდე წერდა რაღაც სისულელეებს თუმცა ელენე ყველაფერს სერიოზულად იღებდა. როგორც იქნა თავის თავს გამოუტყდა ,რომ არ შეეძლო დაუმშვიდოდბებლად გაეშვა. მაგრამ რა უნდა ექნა. დილაადრიან სკოლაში გააქანებდნენ. ბევრი იფიქრა თუ ცოტა ცოტა სულელური ,მაგრამ მაინც მოიფიქრა რაღაც. ლუკას დაურეკა. -ელე რა მოხდა? -უნდა დამეხმარო -თუ შემიძლია... -ხვალ სკოლა უნდა გავაცდინო... -გაგიჟდი? -დილით გამომიარე და წამიყვანე. დედას ვეტყვი თვითონ აღარ წამომყვეს...მერე სადმე ჩამომსვი და წავალ ჩემს გზაზე. -არც იცი რას ბოდავ გოგო. -გთხოვ ხვალ რომ არ წავიდე სადაც ვაპირებ გეფიცები მოვკვდები... -ჯერ მითხარი სად მიდიხარ... -სალონში....ხომ იცი რამეს ,რომ ავიჩემებ ... -დღეს სად იყავი? სკოლას მაგისთვის აცდენ? თუ მატყუებ? იცოდე მოგხვდება -რამდენიც უნდა იმდენი მომხვდეს ,მაგრამ ხვალ უნდა გავაცდინო.... -კარგი რვაზე გამოგივლი ...იცოდე მერე მეტყვი რას მაიმუნობ კაი? -კარგი ოღონდ ხვალ მიშველე... ელენეს დაიმედებულს დაეძინა. დილით შვიდი იყო ,რომ გაიღვიძა. თამუნა უკვე ფუსფუსებდა და ემზადებოდა მის წასაყვანად. გიამ გადაკოცნა და თამუნაც გაემზადა პალთოთი ხელში. -არ მოვიდა ეს სულელი_გაიფიქრა გულში ელენემ. ალბათ დაავიწყდა. ის იყო ორივე დედა-შვილმა კარი გამოაღო,რომ ლუკას მანქანაც დადგა . -ლუკა აქ რას აკეთებ?_მიაყვირა თამუნამ -ელენეს გამოვუარე...გზაში რაღაც საქმეები მაქვს -რატომ შეწუხდი მეც მოვიყვანდი.... -დავალება უნდა გადავიწერო გზაში_თვალი ჩაუკრა ლუკამ და თამუნამაც მიხვდა რაში იყო საქმე. -კარგი მე აღარ მოვცდები და წაბრძანდით ერთად...ელე ჭკვიანად იცოდე მოგაკითხავ მერე... -მეგონა დაგავიწყდა_შეუბღვირა ელენემ მეგობარს -რა დამავიწყდა გოგო...აბა დაფქვი ახლა სად მიდიხარ? -რომ მოვალ გეტყვი -ამ რვა საათზე სად მიდიხარ ალა დაიწყო ცხრა. - კარგი რა მაცადე და ,რომ მოვალ მოგიყვები -იცოდე თავი არ მაძებნინო -ორზე სკოლაში ვიქნები გეფიცები. -დედაშენმა ან მამაშენმა რომ დარეკოს? -მობილურზე დამირეკავენ -რომ გააცდენ სკოლაში დაიბარებენ -ვეტყვი ,რომ ...რამეს მოვიფიქრებ... -ელე შარს ხომ არ გადაეყრები? -გაგიჟდი ბიჭო? აი აქ გამიჩერე და ჩამოვალ... -ჭკვიანად იცოდე..._მიაძახა ლუკამ. ელენე იქვე კაფეში დაჯდა და სენდვიჩი ჭამა. მერე კოკა კოლა დალია. მის დაპოსტილზე გამოხმაურებებიც ჩაიკითხა და ამასობაში 11 საათიც მოვიდა. არავინ ურეკავდა ესეიგი არც არავინ იცოდა მისი გაუჩინარების ამბავი. კაფედან გამოვიდა და ტაქსი გააჩერა. უკვე თორმეტის თხუთმეტი წუთი იყო. ოცი წუთი მოუნდა აეროპორტში მისვლას. სულ ცოტა იყო დარჩენილი აეროპორტამდე ტაქსი საცობში ,რომ გაეჩხირა. რამდენიმე სატვირტოს გზა ქონდა გადაკეტილი. უკვე 10 წუთი აკლდა და ისევ იქ იდგნენ. -ჯანდაბა რვაზე გამოვედი სახლიდან და მაინც მაგვიანდება?_ელენემ ფული გაუწოდა ტაქსისტს და ძირს გადმოხტა. ცოტას ცრიდა ამიტომ კაპიუშონი წამოიხურა. გაშლილი თმები სულ დაუსველდა შენობასთან მისვლამდე. ის იყო შესვლას აპირებდა ,რომ დაინახა როგორ გამოვიდა ვანდა და ნინი იქედან. მანქანას ამოეფარა და დაელოდა სანამ მძღოლის მანქანაში ჩასხდებოდნენ. ‘’-ესეიგი ნინიც აცდენს?_გაიფიქრა გულში_ღმერთო ჩემო ესენი თუ გამოვიდნენ ესეიგი უკვე წავიდა? -სულელი ვარ აბა რა ვარ ახლა მეკიბეზე ააბიჯა ,მაგრამ ბოლო საფეხურზე გაჩრდა. სულელი ვარ აბა რა ვარ ...სად მივდივარ...როგორ ვიქცევი...მართლა ბავშვი ვარ რა...ალბათ გულში დამცინებს ბავშვურად ,რომ გამაბრიყვა...ამაზე აქამდე როგორ ვერ ვიფიქრე...არ უნდა მოვსულიყავი...’’ ელენე მოტრიალდა და ტაქსის გაჩერება დააპირა ,მაგრამ ვერ გაბედა. ღრმად ამოისუნთქა და თავის თავს შემოსძახა. ‘’-ადექი და შენი...დაგცინოს მერე...შენ ის მაინც გეცოდინება ,რომ მოხვედი...’’ დიდ მოსაცდელში შევიდა და მიმოიხედა. ბევრი ხალხი ირეოდა.აბა სად უნდა დაენახა სასურველი სახე ამდენ ადამიანში? მოციმციმე აბრებს დააკვირდა. ვერავის ხედავდა...მისთვის ნაცნობი არავინ იყო...ადგილზე ტრიალი დაიწყო...მაგრამ მაინც არაფერი... უცებ კომენდატორს დაუგდო ყური რომელმაც მკაფიოდ გამოაცხადა ‘’თბილისი-ლონდონი-ნიუ-იორკის რეისზე ჩასხდომა დაიწყო’’ -დამაგვიანდა...რა იდიოტი ვარ დამაგვიანდა_გულში გაიფიქრა და ცრემლი მარგალიტის მარცვალივით ჩამოეკიდა ლოყაზე ________ მიყვარხართ და ველი კომენტარებს იმედია მოგეწონებათ ვეცადე ტავი გამეზარდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.