შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (13)


27-08-2015, 09:48
ნანახია 3 554

-მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები ... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს,
წვიმა მოვიდა.
წვიმამ მომისწრო.
წვიმას წავყვები.
წვიმის წილი ვარ.
წვიმით ავივსე.
წვიმად ვიქეცი.
წვიმავ.
როდემდის ვიქნები ასე.
წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები
ხის სურვილები და იმედები. - თარაშმა ლექსის თხრობა დაასრულა.
პარკში ისხდნენ, გადახურული სკამის ქვეშ და გაჰყურებდნენ როგორ ეშვებოდა წვიმის წვეთები მიწაზე.
შემოდგომის სუნი ტრიალებდა ჰაერში.
ყოველთვის ცუდ ხასიათზე აყენებდა დეას შემოდგომის დადგომა, ძალაუნებურად სევდა დაისადგურებდა ხოლმე მასში, მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. რაღაც ისეთი მომხდარიყო მის ცხოვრებაში, რაც მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.
თავი შეაბრუნა მამაკაცისკენ, მხარზე ნიკაპი ჩამოადო. გაეღიმა. ხშირად იღიმოდა, როდესაც თარაშს შეხედავდა ხოლმე და ეს ღიმილი არავითარ შემთხვევაში არ იყო ცუდი ტონი.
იგი იღიმოდა ბედნიერებისგან, რადგან ყოველ ჯერზე იაზრებდა, თუ რამხელა ბედნიერება ხვდა წილად თარაშ ჯაყელის სახით.
მადლობელი იყო ყველასი და ყველაფრის, სულ რომ არ სცდონოდა კაცს დეას არსებობის და მისი სიყვარულის შესახებ, იმ კაცისიც კი მადლობელი იყო.
-შეინარჩუნე, თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე.
მზეო,
ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან. - ისეთი გრძნობით განაგრძო ჯავახიამ ლექსის თხრობა, თვითონაც რომ უჭირდა მეტყველება, ბურთი ყელში ეჩხირებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.
ვერ ხვდებოდა, რატომ გაიხსენა თარაშმა ეს ლექსი. მოულოდნელად შიშის გრძნობა დაეუფლა, ნუთუ რამე ხდებოდა ისეთი, რის შესახებად მას წარმოდგენა არ ჰქონდა?!
-ზამთარი მოდის
და სანამ დროა,
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს.
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
თვალებში ჩაშტერებოდა თარაში დეას და ისე წარმოთქვამდა სიტყვებს. სუნთქვაც კი დავიწყნოდა გოგონას, ისეთი განაბული უსმენდა. გულისცემა აუჩქარდა გახარებულს.
მთელი ძალით მოხვია ჯაყელს ხელები და ჩაეხუტა.
ერთხანს ასე იყვნენ.
30 სექტემბერი იყო.
სექტემბრის უკანასკნელი დღე.

***
-იმ სახლის პატრონს იცნობ? - ვითომ უდარდელი გამომეტყველებით ჰკითხა დეა ჯავახიამ თავის კურსელსა და მეგობარს - თეონას და ფანჯრიდან აჩვენა თეონას სახლის გვერდით არსებული შენობა.
-არა, ახალი გადმოსულები ვართ ჩვენ აქ. მეზობლებს საერთოდ არ ვიცნობ.
ტუჩი მოიკვნიტა ჯავახიამ. ტელეფონი მოიმარჯვა და კიდევ ერთხელ სცადა თარაშთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ.
ნერვიულობდა. არ იცოდა რა ეფიქრა, არ იცოდა რა იყო მამაკაცის გაუჩინარების მიზეზი. 2 დღე იყო არც ენახა, არც დალაპარაკებოდა და საერთოდ, არაფერი სმენოდა მის შესახებ.
-შეგიძლია წამყვე? ჩენი ნათესავია, ტელეფონი გამორთული აქვს და მაინტერესებს სახლშია თუ არა. - სწრაფად ჩამოარაკრაკა გოგონამ და სასხვათაშორისოდ, კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯარაში.
-რა თქმა უნდა. - ოდნავ გაკვირვებული ჩანდა თეონა,თუმცა მეგობრისთვის უარი მაინც არ უთქვამს.
ცოტა ხანში ჯაყელის სახლის წინ იდგა დეა და კარზე ზარს რეკავდა. სახელურიც ჩამოსწია, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა. ირგვლის შემოუარა სახლს. ფანჯრები მაღალზე იყო და ვერცერთს მისწვდა, შიგნით რომ შეეხედა, მაგრამ როგორც ჩანდა, სახლში არავინ იმყოფებოდა.
ჩაფიქრებული დაბრუნდა მეგობრის სახლში.
ღამე რამდენჯერმე გამოეღვიძა. ფეხაკრეფით მიიპარებოდა ხოლმე ფანჯარასთან და დაკვირვებით ათვალიერებდა მეზობელი სახლის ეზოს, მაგრამ არც მანქანა შეუნიშნავს და არც ფანჯრიდან გამომავალი შუქი.
არ იცოდა რა ეფიქრა.
ცდილობდა მხნეობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ნერვიულობა თანდათან უფრო და უფრო იპყრობდა.
ეშინოდა, რომ აღარ გამოჩნდებოდა. ან რამე დაემართა.
ათას სისულელეს ფიქრობდა.
სექტემბრის უკანასკენი დღეც გაახსენდა.
უცნაურად იქცეოდა ჯაყელი, მაგრამ არაფერი დასცდენია.
სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა დაეცადა, სანამ გამოჩნდებოდა, ან რამეს შეატყობინებდა.
ბრაზობდა. სწყინდა. სტკიოდა.

***
ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. მთქნარებით წამოიწია მაგიდიდან და გაკვირვებულმა მიმოიხედა. მეცადინეობისას ჩასძინებოდა.
სანამ უპასუხებდა, მაგიდაზე მდგარ პატარა საათს დახედა. საღამოს 10 საათი იყო.
თვალები მოიფშვნიტა. ირმა ურეკავდა.
-ძლივს არ მიპასუხე?! - ყურმილში გოგონას სარკასტული ხმა გაისმა.
-ჩამძინებია. - გაეცინა დეას. - როგორ ხარ?
-კარგადა ვარ, შენ როგორ ხარ?
-გადაღლილი ვარ ძალიან, თორე ისე რა მიჭირს. - ჯავახიას თარაშის სახე ამოუტივტივდა გონებაში, მაგრამ მალევე უკუაგდო მასზე ფიქრები. ახლა ამის დრო არ იყო.
-ხომ გახსოვს, სტადიონზე რომ გითხარი, ჩემს ძმას ცოლი მოჰყავს-მეთქი?
-კი, კი, მახსოვს. - ისე ენერგიულად დაუქნია დეამ თავი, თითქოს ირმა ამას დაინახავდა.
-ხოდა დღეს ხომაა ოთხშაბათი?! შაბათს თბილისში აწერენ ხელს. ასე რომ მოემზადე და აუცილებლად მოდი ცერემონიაზე. ხომ მოხვალ?
-ვეცდები.
-არა, უნდა დამპირდე. - ჯიუტად გაიმეორა ირმამ.
-ჰმ. კარგი, გპირდები.
-..რომ?
-რომ შაბათს მოვალ ხელისმოწერის ცერემონიაზე.
-დღის 2 საათზე. - სიცილით დაამატა ირმამ.
-ჰო, დღის 2 საათზე.
-კარგი გოგო ხარ. წავედი მე ახლა! აბა ჭკვიანად.

იმედი მიეცა ჯავახიას, თარაშის ნახვის იმედი. თემური და თარაში ხომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ ერთმანეთისთვის, არა?! და ეს მნიშვნელოვანი დღე რომ საუკეთესო მეგობრის გარეშე არ ჩაიცლიდა?!
ტელეფონის ეკრანს დახედა. არცერთი გამოტოვებული ზარი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება.
აღარ ნერვიულობდა. ბრაზს მოეცვა ჯავახიას არსება.
მალე დადგებოდა შაბათიც, ძალიან მალე.
მეცადინეობას გული ვეღარ დაუდო. ძალაუნებურად ჯაყელე ეფიქრებოდა სულ. ტანსაცმლის კარადასთან მივიდა და უხალისოდ გადმოაწყო 3 კაბა, რომელიც წლების წინ ჰქონდა ნაყიდი. არასდროს ყვარებია ჩაცმა-დახურვა განსაკუთრებით. ტანსაცმელს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ყიდულობდა და არა იმისთვის, რომ ყოველდღე სხვადასხვა ცმოდა.
სამივე ერთი სტილის კაბა იყო, მხოლოდ ცოტაოდენი განსხვავება იყო მათ შორის, ძირითადად კი ფერი.
ღია ცისფერი კაბა ყველაზე ბოლოს იყიდა. თავისი დაბადების დღის წვეულებისთვის, 23 წლის რომ ხდებოდა, ე.წ. „ოქროს დაბადების დღისთვის“.
მშობლების საძინებლის კარზე დააკაკუნა და როდესაც შესვლისთვის თანხმობა მიიღო - ფრთხილად შეაღო კარი.
-რომელი უფრო მიხდება? - სიცილით გაიჯგიმა მათ წინ, ტანზე ცისფერი კაბა ეცვა, აქეთ-იქით კი კრემისფერი და ლურჯი კაბები დაეკავებინა.
-რომელიც გაცვია. - ეჭვისთვალით შეათვალიერა მაიამ. - ხდება რამე?
-სოფელში რომ ვიყავი, იქაური მეგობრის ძმა ქორწინდება, ხოდა დაპატიჟებული ვარ. არსად არ მივდივარ, თბილისში აწერენ ხელს. - დაამატა სწრაფად, რომ შეატყო დედამისს უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა.
როსტომი იცინოდა ცოლის ამგვარ საქციელზე.
ოთახიდან გადიოდა მამამისის ხმამ რომ შეაჩერა.
-შენ არ უნდა მოგვშორდე ჯერ? - სიცილით ეკითხებოდა კაცი.
-ჯერ ვერ მოგანიებთ მაგ ბედნიერებასო, - ღიმილით უპასუხა მამას, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სწრაფად გავიდა ოთახიდან, მშობლებს რომ მისი შეცვლილი სახე არ შეემჩნიათ.
ისიც ეყოფოდათ რაღაცებს რომ ეჭვობდნენ უკვე.

***
ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნით აიარა ქორწინების სახლის კიბეები და დარბაზი მოათვალიერა.
მთელი 3 დღე ემზადებოდა თარაშთან შესახვედრად. ცდილობდა წარმოედგინა როგორ მოიქცეოდა, მას რომ დაინახავდა, ან რა გაეკეთებინა.
დაგეგმილი ჰქონდა, რომ ერთ, უემოციო მზერას შეავლებდა და სხვა რამეზე გადაიტანდა ყურადღებას.
ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი, დარბაზში მდგარი, სმოკინგში გამოწყობილი ჯაყელი რომ დაინახა.
რატომღაც სულ ფიქრობდა, რომ ყველაზე მეტად სამხედრო ფორმა უხდებოდა კაცს, ახლა ვეღარ გადაეწყვიტა, სამხედრო ფორმა თუ სმოკინგი.
გრძნობდა, რომ საკმარისზე მეტხანს მიეშტერებინა კაცისთვის თვალი, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა. 1 კვირაზე მეტი ხნის უნახავი ჰყავდა და ენატრებოდა. უდიდესი ძალისხმევის ფასად დაუჯდა მისთვის რომ არ გაეღიმა, ან რომ არ მისულიყო და ჩახუტებოდა.
ღიმილით გადაეხვია ერთი თვის უნახავ მეგორებს - თამთას, ირმას და ნატოს. ძალიან გაუხარდა მათი ნახვა. მერე თემურს მიულოცა. მის გვერდით მდგარი გოგო შეათვალიერა და მერე მასაც მიულოცა.
ცერემონია იწყებოდა.
რაღაცები ილაპარაკა ქალმა, ჯავახიას ყურადღება არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის. გონება გაფანტული ჰქონდა. მთელი არსებით მისგან შორის ახლოს მდგარ კაცს დასტრიალებდა თავს.
აინტერესებდა სად იყო, რატომ არ გამოჩნდა ეს დღეები, როგორ იყო...
-დეა, სალომეს მეჯვარე ვერ მოვიდა. იქნებ შენ დაუდგე მოწმედ? - ფიქრებიდან ირმას ხმამ გამოარკვია. - ახლა ხომ ვერ ჩავშლით ქორწინებას. სხვა გზა არა გვაქვს. - მკლავზე ექაჩებოდა და თან სიტუაციას უხსნიდა.
ნორმალურად ვერც კი გაიაზრა რა ხდებოდა, ისე უცებ მოაწერა ხელი, როგორც მოწმემ თემურისა და სალომეს ქორწინების. თემურის მხრიდან თარაში იყო მოწმე.
ცერემონია დამთავრდა.
ერთხანს ყველა ჩუმად იყო. გაკვირვებული უყურებდა დეა ირგვლივ შეკრებილ ხალხს. ვერ გაეგო რა ხდებოდა. რამე მოხდა და მან არ იცოდა?!
წარბები შეკრა უკმაყოფილომ.
ვიღაცამ შამპანური გახსნა.
მოულოდნელად თარაშის მკლავები შემოეხვია წელზე. სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, თუმა კი ეცადა, რომ არაფერი შეტყობოდა.
თვალების ხამხამით ახედა მამაკაცს.
მონატრების ბურთი, რომელიც ყელში გაჩხერვოდა, ახრჩობდა ჯავახიას, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა.
ვიღაცამ ახლადდაქორწინებული წყვილის სადღეგრძელო შესვა.
სხვები აყვნენ.
თემურს და სალომეს კი რატომღაც არავინ ულოცავდა. ყველა მათკენ იყურებოდა მომღიმარი სახეებით.
ისევ გაურკვევლობაში იმყოფებოდა ჯავახია.
რა იცოდა, თუ მხოლოდ მას არ გააგებინეს, თარაშ ჯაყელზე რომ დაქორწინდა 13 ოქტომბრის შაბათ დღეს, დღის 2 საათზე.



№1  offline წევრი gvichiani

ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მიყვარხააააააააააააააააააააააააააარ love

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აუ რაკაიფო იყოოეგრევე ვიფიქრე რო თარაში გაუჩალიჩებდა რამეს.. აუ ჩემი ფავირიტი ხარ ამ საიტზე და ფბზეც სულ ვკითხულობ შენ იატორიებს ^_^ უმაგრესი ხარ და ^_^ მომწონს მაგრად

 


№4 სტუმარი tamuna lobjanidze

მალე დადე რა შემდეგი, კარგი იყო, მაგრამ პატარა. smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent