შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე..{6}-{7}


27-08-2015, 12:28
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 366

{6}
-რა შევუკვეთოთ?-იკითხა კატომ.
-რავი მე პიცა მინდა-განაცხადა ელიმ.-შენ,ნიკუშ?
-ოო,პიცა მოსულაა-თქვა მან.
-ამით დავიწყოთ და მერე ბარში ავღნიშნოთ-ღიმილით გადახედა მეგობრებს ელიზამ.
ვა,რას ავღნიშნავთ?-დაინტერესდა კატო.
-მოკლედ,მუშაობას ვიწყებ,მამაჩემის ოფისში.-თავისი გადაწყვეტილება გაუზიარა მეგობრებს ელიმ.
-ანუ მალე ბიზნეს ლედი ვიჩითებიო?-ჩაიცინა ნიკამ.
-ცოტა მიკლია-ხასიათი გაუსწორა ძმაკაცს.
-და როდის იწყებ?-სიცილი გააწყვეტინა მათ კატომ.
-რავი როცა მინდა,შეიძლება ხვალვე დავიწყო.-უპასუხა დაქალს.
-გოგო ზეგ ქეთას ქორწილია...
-მართლა?ასე მალე?-გაუკვირდა ელის.
-ხო..მოსაწვევი ბარათი არ მიგიღია?-დაქალების დიალოგში ჩაერთო ნიკაც.
-პირადა ჩემთვის არ მოუციათ,ალბათ სახლშია-მხრები აიჩეჩა ელიზამ.-აუ ხვალ მომზადება დამჭირდება და რა გამოდის,სამსახურს ხვალიდან ვერ ვიწყებ?
-ეგრე გამოდის-თქვა კატომ.
-კაი,ვეტყვი ირაკლის.კაატ,წამყვები ხო საყიდლებზე?-გადახედა მეგობარს.
-ჰო,აბა რა-თავი დაუქნია მან.
-მაშინ აღნიშვნა სხვა დროს იყოს.ცოტა ფეხით გავიაროთ.მომენატრა ეს ქუჩები-თქვა ელიმ.
-არაა ცუდი აზრი-მხარი აუბა ნიკუშამ.
-ოქეი,გადავიხდი და წავიდეთ.

{7}
ელიზაბეტი ისეთი ლამაზი იყო,ყველას ყურადღებას იქცევდა.მოკლე,გამოყვანილი კაბა,განსხვავებული ვარცხნილობა და გრაციოზულობა შეუმჩნეველი არავის დარჩენია.თავის სავსე ტუჩებზე წითელი ტუჩსაცხი მკრთალად გადაესვა.კატოც გემოვნებიანად გამოწყობილიყო,თუმცა ერთადერთი გოგო,რომელიც იმ საღამოს (და არა მარტო იმ საღამოს)ყველასთვის თვალთასასურველს წარმოადგენდა,ელიზა იყო.
ნიკუშას დაჟინებული თხოვნით ახლადდაქორწინებული წყვილის ახლოს დასხდნენ,ვინაიდან ნიკას ქეთას მეჯვარე "მაგრად დაევასა."დათოს მეჯვარე არსად ჩანდა.კატოს ცნობისმოყვარეობის ჭია ღრღნიდა.მაგრამ სახე დაემანჭა,როდესაც დათოს გვერდით სანდრო მხიარულად მოკალათდა.ელიმ იგრძნო,როგორ გამოჟონა ხესიგულებიდან ოფლმა.
-ოღონდ ეს იდიოტი არა რა-გაკვირვებისაგან ხმამაღლა იყვირა კატომ.
-რა გაყვირებს,კატო?-ხელი ჰკრა ნიკუშამ-მიკროფონი ხო არ მოგიტანოთ?
-კაი დაწყნარდით და იმხიარულეთ-დაამშვიდა ისინი ელიმ.-უბრალოდ იგნორ.რატო გაგიკვირდათ?ძმაკაცია და მეჯვარედ დაისვა.
-ეგრე იყოს-თქვა ნიკუშამ,რომელიც გამუდმებით ქეთას მეჯვარეს მიშტერებოდა-კიდევ ერთხელ კეთილი იყოს შენი დაბრუნება,ელლ.
-ჩვენც თუ შემოგვხედავ ხოლმე კაი იქნება-გაეხუმრა კატო.
-შეეშვი,კატ.სილამაზით ტკბება-დაქალს აჰყვა ხუმრობაში ელიც.ფეხზე წამოდგა და ბანტიანი ყუთი აიღო.
-საით?-ჰკითხა კატომ.
-საჩუქარს გადავცემ-უპასუხა მან-წამოხვალ?
-აა ხო-მანაც ამოიღო პატარა ყუთი და ადგა.-წამო.ისე სიტყვით ხო არ გამოვსულიყავით?
-კაი რაა-ჩაიცინა ელიმ.
-არა,მართლა კაი აზრია-კატომ დაქალს ხელი ჩაავლო და ტრიბუნასკენ წიყვანა.
-რას აკეთებ,გოგო-გაბრაზდა ელიზაბეტი-ეგრე თუ გიწსორდება მიკროფონის ჭერა შენ მიულოცე.მე არ მინდა.
-ჰო,მისწორდება-გაიღიმა კატომ.-არა,ორივე მივულოცავთ.
ამაღლებულ ადგილას ავიდნენ.კატომ მიკროფონი ხელში შეაჩეჩა ელის.ის უეცრად დაიბნა.არ იმჩნედა,მაგრამ მასაც უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.ჩაახველა,წელში გასწორდა და დაიწყო-სიყვარული?რთული საკითხია.მას უნდა გრძნობდე,უფრთხილდებოდე და პატივს სცემდე.ბოლო დროს სიყვარულმა სახე შეიცვალა.თითქოს გაუფერულდა კიდეც.უფრო სწორად,ადამიანებმა დაკარგეს მისი აღქმის უნარი.სიყვარული ხიდია,რომელიც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს.მოკლედ,დღეს სწორედ რომ ამ ორი ადამიანის დაკავშირებამ შეგვყარა.მთელი გულით გილოცავთ და ბედნიერებას გისურვებთ.გაითვალისწინეთ,რომ სიყვარული გულით სატარებელია და არა ენით.პატივი ეცით ამ გრძნობას,დააფასეთ ის და თქვენს გულებში არსებული ნაპერწკალი კიდევ უფრო გააღვივეთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ და სამხსოვროდ ეს მცირედი საჩუქარი თქვენ-სიტყვა დაამთავრა და ახლადდაქორწინებულ წყვილთან მივიდა.ორივე გადაკოცნა,საჩუქარი გადასცა,სანდროს თვალი აარიდა,უკან გამობრუნდა და თავისი ადგილისკენ გასწია.ნიკუშას გვერდით მიუჯდა.მის გამომეტყველებაზე ჩაეღიმა.ხალხის რეაქციას ყურადღებას არ აქცევდა.მშვიდად იჯდა და კატოს უსმენდა.როგორც იქნა სიტყვა დაასრულა და მათთან დაბრუნდა.ის მხიარულად დაეშვა სკამზე.
-საღოლ,ეს რა ჩაატარე-შეაქო ელი-აუ პროსტა სანდროს სიფათი უნდა გენახა.
ელიზაბეტსაც სწორედ ეს უნდოდა.სახეზე კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა.სანდროს მზერა სახეს უწვავდა,თუმცა არ იმჩნევდა.ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა.აი მის შიგანში,რომ ვინმეს ჩაეხედა მესამე მსოფლიო ომის
თვითმხილველი გახდებოდა."არ გაიხედო,არავითარ შემთხვევაში.წარმოიდგინე,რომ აქ არც არის.ეს ნამიოკი ჯერჯერობით საკმარისი იყო."ამ ფიქრებში იყო,როცა მხარზე ხელის შეხება იგრძნო.წამსვე გამოერკვა.აიხედა და...სანდრო...
-შეიძლება ვიცეკვოთ?-თავაზიანად ჰკითხა მან.
-რაა?-დაიბნა ელიზაბეტი,ის ნამდვილად არ მოელოდა ამას.
-არ იცეკვებ ჩემთან ერთად?-გაუმეორა სანდრომ.
-ჰმმ-ჩაფიქრდა ელი-კარგი აზრია.ნიკუშ,წამო რა ვიცეკვოთ-მიუბრუნდა მეგობარს.
-რა პრობლემაა-მიუხვდა ნიკა.
ელიზამ გონება მოიკრიბა,ღრმად ჩაისუნთქა,მხრიდან სანდროს ხელი მოიშორა და ნიკუშას გაჰყვა.ოფიციანტს შამპანური აართვა.აღელვებული მოზღვავებულ გრძნობებს ვეღარ თოკავდა.როგორმე უნდა გათავისუფლებულიყო.დალევა გადაწყვიტა.ცოტახნით მაინც ხომ დაავიწყებდა ყველაფერს.ერთი ჭიქა შამპანური დალია თუ არა მოერო აიღო.მეგობარს აჰყვა.მიუხედავად სულიერი სისუსტისა არ უნდოდა ფიზიკურადაც დატყობოდა რაიმე.გაერუგნულად ნიკუშას ემორჩილებოდა,თუმცა გრძნობდა ბინდში როგორ ეხვეოდა და თავბრუ ეხვეოდა.
-ნიკ...უშ,გარ...ეთ ვე..რ გამ..ყვე..ბი?-ამოღერღა ძლივს.
ნიკამ ჭიქა გამოართვა და მკლავში მაგრად ჩაავლო ხელი.ელიც დაეყრდნო მას და გარეთ გაჰყვა.როგორც იქნა თავი დააღწიეს ხალხის მასას.
-ელლ,ცუდად ხარ?-ჰკითხა კატომ.-გინდა სახლში წავიდეთ?
ელიზაბეტი ხმას ვერ იღებდა.მანქანას მიყრდნობოდა და მუხლები ეკეცებოდა.
-ელი,შემომხედე-უთხრა ნიკუშამ.-შენ ძლიერი გოგო ხარ.უბრალოდ დაიღალე,გრძნობებს ზედმეტად აჰყევი.ღრმად ამოისუნთქე და ყველაფერი ამოუშვი,გათავისუფლდი,გესმის?
ელი მაინც ვერ იღებდა ხმას.გაყინულ მხარზე კვლავ გრძნობდა სანდროს ხელის სითბოს.ყურთასმენა დახშობოდა და დაბინდული სივრცის გარდა ვერაფერს ხედავდა.
-კაი,ანუ ლაპარაკი არ გინდა.წამოდი სახლში წაგიყვან-ნიკამ მანქანის გასაღები ამოიღო.ელის ხელი მოჰკიდა,რომ სავარძელში ჩაესვა.
-არ მინდა-როგორც იქნა ხმა ამოიღო.თბილი ხელის შეგრძნებამ გამოაფხიზლა.გაფითრებულიყო და მთელი სხეული უთრთოდა.-კარგად ვარ.თქვენ შედით და მეც მალე შემოვალ.
-არსადაც არ შევალ-განაცხადა კატომ-დაგელოდები.
-მართლა კარგად ხარ?-მშვიდად ჰკითხა ნიკამ.
-კი,ნიკუშ,იქ უბრალოოდ ისეთი უჰაერობა იყო...
-თან ზოგზოგიერთები როგორ ამძიმებენ ჰაერს.-თქვა კატომ.მერე თვითონაც ინანა.
-კატო!-უყვირა ნიკამ.ელისთან მივიდა,შუბლზე აკოცა-აბა შევიდეთ?
-ხო აბა-ხელი გადახვია ნიკას ელიზამ.-მგონი ცეკვა ვერ დავასრულეთ ხო?
-სამწუხაროდ ვერა-თავი მოისაწყლა მან.
-მერე არ გინდა დავასრულოთ?-გაეცინა ელის.
-ეგ რა კითხვაა-ნიკასაც გაეცინა-ვის არ უნდა შენთან ცეკვა.
-მე მომტეხეთ ხო?-გაბრაზდა კატო.
სამივეს სიცილი აუტყდათ.ერთმანეთს ხელები გადახვიეს და შიგნით შევიდნენ.კარგად იმხიარულეს.ბევრიც დალიეს და ბევრიც იცეკვეს.მერე ელის ერთი აზრი მოუვიდა.
-კატო-გადაუჩურჩულა დაქალს-წამო ერთი ქეთას მეჯვარე გავიცნოთ და მერე ნიკუშას გავაცნოთ.
კატოს იდეა მოეწონა.ფეხზე წამოვარდა და ელის გაჰყვა.სიცილით მიუახლოვდნენ.
-ქეთ,რას შვები?მართლა კარგი დრო გავატარეთ,მადლობა-დაიწყო ელიზამ.
-პირიქით,დიდი მადლობა თქვენ-გაუღიმა ქეთამ.
-მეჯვარეს არ გაგვაცნობ?-საუბარში ჩართო კატოც.
-აჰ,როგორ დამავიწყდა.ჩემი ბავშვობის მეგობარია,გიცანით თათა.
-სასიამოვნოა,ელიზაბეტი-გადაკოცნა ელიმ,მერე კატოზე მიუთითა-ეს კატოა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა-სახე გაებადრა თათას-თუმცა მე გიცნობ,ნუ ელის ვინ არ იცნობს.
-ალბათ არის ვინმე-შეიფერა ელიზამ.-უი მოიცა ჩევნს მეგობარსაც გაგაცნობთ.კატ,მოიყვანე რაა.
სანამ კატომ ნიკა ფაქტიურად ძალით "მოათრია",მანამდე ელიმ თათა გამოკითხა.მოეწონა,კარგი გოგო ჩანდა.ბოლოს კატოს თვალი ჩაუკრა და ნიკას მიუბრუნდა.
-ნიკუშ,გაიცანი,თათა,ქეთას ბავშვობის მეგობარი.
-ძალიან სასიამოვნოა-წელში გასწორდა ნიკა.
-ისე ამ სკამზე დაწებებული ხარ?-გეხუმრა კატო თათას.
-ხო მართლა,ფეხზე არც ამდგარხარ.-აჰყვა დაქალს ელიც.
-არაა-გაეცინა თათას-რავი,ცეკვაც არავის შემოუთავაზებია.
-კაი,რას ამბობ-გაიცინა კატომაც.-თუ ეგრეა აი ნიკუშა და ეს გეცეკვება.
-ხო რატომაც არა-მხარი აუბდა ელიმ-მაგარი ცეკვა იცის ისე..ნიკუუუშ
-კი,რა პრობლემაა-თათასკენ გააპარა თვალი ნიკამ.-ვიცეკვოთ?
-რავი,კი-დათანხმდა ის და ლოყები აუწითლდა.
კატომ და ელიზამ გულიანად ჩაიცინეს.



№1 სტუმარი Tako Cecxladze

Aucilebladd gaagrdzelee... dzalian kargiaa .. momewonaa ♥♥

 


№2  offline წევრი Anonymous^^

Tako Cecxladze
Aucilebladd gaagrdzelee... dzalian kargiaa .. momewonaa ♥♥

აუცილებლად გავაგრძელებ...დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია თუ მოგეწონა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent