შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [13]


28-08-2015, 00:38
ავტორი lisebeth
ნანახია 3 183

ელენე ოთახში, რომ შევიდა ნინი ჯერ ისევ იქ იდგა და აიპედს დაშტერებოდა. გოოგონას გაუკვირდა ,მაგრამ მეგობრისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ გაუღიმა. ნინიმაც იგივეთი უპასუხა.
-კარგად ხარ ნინი?
-კი შენ?
-მეც...ვიფიქრე იქნებ მომდევნო გაკვეთილამდე შხაპის მიღება მოვასწროთქო და...
-გასაგებია... ელე ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?_სხვათაშორის იკითხა ნინიმ
-არა ...რატომ გგონია?
-რავიცი მომეჩვენა ,რომ გინდოდა...
-მე კარგად ვარ ნუ ღელავ .
ამ დროს მარი შემოვარდა . ისეთი გაბრაზებული იყო საწოლზე დაჯდომა ძლივს მოასწრო.
-რა მოხდა?_ ერთხმად შესძახეს გოგონებმა
-დიანა ნერვებს მიშლის... ყოველ ჯერზე ცდილობს გამამწაროს. წარმოგიდგენიათ? ჩემთან მოსვლა და დამუქრება გაბედა.
-დაგემუქრა?_თვალები შუბლზე აუვიდა ელენეს.
-ხო მეც იქ ვიყავი თავზე რომ დაადგა უნდა გელაპარაკოო._დაემოწმა ნინი
ელენეს ფეისბუქში ისევ მესიჯი მოვიდა. გოგონებმა იქეთ მიიხედეს ,მაგრამ ელენემ ისევ დიანაზე განაგრძო საუბარი.
-რაო რა მინდაო ? რა გითხრა იმ იდიოტმა?
-გამომიცხადა მე დაჩის იმას ვაძლევ რასაც სხვა ვერაო. მიმანიშნა ,რომ მასთან ურთიერთობა აქვს.
-დაუჯერებელია დაჩი მაგას არ იზამდა. თან აქ სკოლაში? ასე არ გარისკავდა. მაგას რომ თავი დავანებოთ იმ გველთან მაგის გამო ურთიერთობას არ დაიჭერდა_ გადაჭრით თქვა ელენემ
-მეც ასე მგონია_დაემოწმა ნინი
გოგონები კიდევ დიდხანს აპირებდნენ საუბარს ,მაგრამ ირაკლი შემოვიდა. გოგონები აღშფოთდნენ .
-როგორ ბედავთ და ჩვენს ოთახში დაუკაკუნებლად შემოდიხართ? _შეუტია ნინიმ
-ვინ მოგცათ ამის უფლება?
-თქვენი უფლების დართვა არ მჭირდება
-მომდევნო ჯერზე კარს შიგნიდან ჩავკეტავთ_თქვა მარიმ
-და ამისთვის დაისჯებით
-თქვენ დაისჯებით იმისთვის ,რომ გოგონების ოთახში უნებართვოდ იჭრებით. რათქმაუნდა მაშინ როცა ამის შესახებ დირექტორს მოვახსენებ _თვალი გაუსწორა ნინიმ
-ჯავახიშვილი დირექტორი გიბარებს. სჯობს ფეხს აუჩქარო და არ ალოდინო
-არაფერი დამიშავებია...
-მე რა ვიცი . მიბრძანდი და თავად გაიგე. მე რაც დამავალეს იმას გეუბნები...
ელენე წავიდა. ირაკლიც გაჰყვა ფეხათრევით.
-თვალწინ მედო ელენეს აიპედი და მისვლა ვერ გავბედე მენახა ვინ სწერს ასე ყოველწუთს
-ვღელავ ელენეს გამო ძალიან.
-ცოტა ხანს კიდევ დავაკვირდები და თუ არ გვეტყვის რა ხდება მერე სხვანაირად მოვიქცევით.
ელენე დირექტორის მოსაცდელში მივიდა სადაც უკვე იყვნენ დიანა , ნინა და კიდევ ორი მისი კლასელი.
-შენც დაგიბარეს?_ მოუახლოვდა ნინამ
-კი . ნეტა რა ხდება?
-წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ და კიდევ ორი ბიჭი არიან.
-შემოდით_დაუზახა ნანამ და ბავშვებს ოთახში შეუძღვა. დიანა დაღვრემილი უყურებდა დანარჩენებს. თემურმა ბავშვებს დივანზე დასხდომისკენ მოუწოდა და საუბარი დაიწყო.
- როგორც ხედავთ თქვენი კლასელებიდან მხოლოდ თქვენ დაგიძახეთ.
- არაფერი დაგვიშავებია_ ხმა ამოიღო ნინამ
-გთხოვთ მომისმინოთ. ვინმემ თქვა ,რომ რამე დააშავეთ?
-მაშინ რა ხდება?_განაგრძო დიანამ
დირექტორმა თვალები გადაატრიალა. ეტყობოდა,რომ მოთმინებას კარგავდა.
-თქვენ ხუთივე ამ კლასში დანარჩენებზე უფროსნი ხართ თვეებით. ეს იმას ნიშნავს , რომ ცოტათი დაგვიანებულად შეხვედით საშუალო სკოლაში. შესაბამისად შეგიძლიათ ეს წელი ექსტერნად გადააბაროთ.
-ეგ რას ნიშნავს?_ ვერ მიხვდა დიანამ.
-შეგიძლიათ ამ წელს გადაახტეთ და წელს სკოლა დაამთავროთ
-რაა?_შეიკივლა დიანამ და აღტაცებისგან წამოხტა.
-წლის ბოლოს სპეციალური გამოცდები ტარდება ხოლმე იმისათვის ,რომ მე-12 კლასის მასალა ჩააბაროთ. ეს გამოცდები მხოლოდ ჩვენს სკოლაში არ ტარდება. ასე ,რომ თუ რომელიმე თქვენგანს სურვილი აქვს ექსტერნად დაასრულოს სკოლა რეგისტრაცია გაიაროს.
-ეს ძალიან კარგია ,მაგრამ პასუხი ახლავე უნდა გითხრათ?_იკითხა ნინამ
- როგორც ვიცი რეგისტრაცია 15 დეკემბრამდეა . უკვე შვიდია ...
- მშობლებს უნდა დაველაპარაკო და აზრი ვკითხო . ასე ვერ გაგცემთ პასუხს. თქვა ელენემ.
-ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ და როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ მაცნობეთ.
ბავშვები ცალ-ცალკე გამოლაგდნენ ოთახიდან. ნინა კმაყოფილი იყო.
-სიმართლე გითხრა ძალიან მოხარული ვიქნებოდი წელს სკოლას თუ დავასრულებდი._დაფიქრდა ნინა
-მეც მაგრამ დედას უნდა ვკითხო.
ელენემ ტელეფონი ამოიღო და თამუნას დაურეკა. მერე ოთახისკენ გაიქცა.
ბავშვები უკვე გაკვეთილზე იყვნენ. დირექტორთან სტუმრობის გამო მას და ნინას გაკვეტილის გაცდენა მოუწია. გოგონა საშხაპეში შესვლას აპირებდა ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. რატის წერილი იყო ,მაგრამ იმხელა ტექსტი ეწერა მისი წაკითხვის დრო არ ქონდა და იქვე დატოვა. ტანსაცმელს ხელი წაავლო და აბაზანისკენ გაიქცა. უნდოდა მომდევნო გაკვეთილის დაწყებამდე მაინც მოესწრო შხაპი. ნინიმ ჯერ ისევ დერეფანში დაინახა და მიაძახა კიდევაც მაგრამ ვერ გააგონა. ოთახში შესულმა ისევ მესიჯის ზარი გაიგონა. ამჯერად არც დაუყოვნებია ისე მივიდა და ნახა. მხოლოდ იმის გაგება უნდოდა ვინ წერდა ,აგრამ ფეისბუქზე არ იყო მოსული. ტელეფონზე გამოეგზავნა. ისევ სამი წერტილი გახლდათ ადრესატი.
-რას აკეთებ ?_შემოვარდა მარი
-ელენეს ტელეფონი მიჭირავს და ვფიქრობ წავიკითხო თუ არა.
-არ გინდა გთხოვ. არ გვეკადრება ასემოქცევა.
-ისე ვნერვიულობ მზად ვარ ესეც კი ჩავიდინო. მეშინია რამე არ დამართოს თავს. მეშინია ვინმემ არ მოატყუოს. უბრალოდ მინდა ვიცოდე ,რომ კარგადაა. მინდა ვიცოდე ,რომ არ ცდება
-მაშინ წაიკითხე...არც კი ვიცი რა ვქნათ...
‘’ გეუბნები ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება დედაშენმა და მამაშენმა ჩვენი ურთიერთობა ვერ გაიგოს ,მაგრამ იძულებულნი იქნებიან შეეგუონ. მაგრამ არავის უთხრა ჩვენს შესახებ. ნუ შეიქმნი ზედმეტ პრობლემებს ნურც შენ, ნურც მე და ნურც ჩვენს ურთიერთობას. საერთოდ ნუ იფიქრებ ნურავის აზრზე და შეხედულებებზე ჩვენს შესახებ... მთავარი ისაა მე და შენ რა გვინდა. მამაშენიც შეეგუება და დედაშენიც...იზულებულნი იქნებიან შეეგუონ...’’
-ვსიო სულ ესაა და როგორც ხედავ ეს უნამუსო დამალვას აიძულებს... აიძულებს სიმართლე დამალოს და არავის უთხრას ,რომ ერთად არიან.
-მოდი პირდაპირ ცუდზე ნუ ვიფიქრებთ. სხვა არაფერია?
-მანამდელი მესიჯები წაშლილია. სულ ესაა...
-უკვე იცის ,რომ მათ ურთიერთობას შეეწინააღმდეგებიან.ასე გამოდის ...
-რათქმაუნდა მარ...პირდაპირ მასე წერს...
-ასე როგორ დუმს და არავის უმხელს რა ხდება.
-იქნებ მისი გამოყენება უნდა. მოდი დაველაპარაკოთ...
-ცოტა ხანს დაველოდოთ და თუ თვითონ არ გვეტყვის მერე ვიმოქმედოთ.
გოგონებმა ფეხის ხმა გაიგონეს და ტელეფონი სასწრაფოდ ძველ მდგომარეობაში დადეს მაგიდაზე. მერე ორივე თავიანთ საწოლებზე წამოგორდნენ. ელენე თმის მშრალებით შემოვიდა ოთახში.
-რატომ დაგიბარა დირექტორმა? _სიტყვა ჩამოაგდო ნინიმ
-ვერც წარმოიდგენთ.
-მერე გვითხარი
-მითხრა ,რომ შემიძლია მე-12 კლასი ნახტომით ექსტერნად ჩავაბარო.
-რაა?_ სიხარულისგან წამოიკივლა მარიმ
-ეგ როგორ ხდება?
- ანუ ისეთ თვეში ვარ დაბადებული ,რომ შემიძლია. დეკემბრამდე თუ დეკემბრის მერე თუ რაღაცნაირად რა. მე ომ რამდენიმე თვით უფროსი ვარ თქვენზე?
-ანუ ჩვენ არ გვიწევს ასე გამოდის?_ცხვირი ჩამოუშვა მარიმ
-არა. კიდევ დიანას და ნინას უწევს და ორი ბიჭია.
-რა საშინელებაა მეც მინდა სკოლის დამთავრება._აბუზრუნდა ნინი
- რადგან არ დაგიბარეს ესეიგი თქვენ არ გიწევთ.
-და რას აპირებ? როგორ უნდა ჩააბარო მე-12 კლასი?_ დაფიქრდა ნინი
-არ ვიცი . ჯერ დედას უნდა დაველაპარაკო იქნებ არც გავიდე გამოცდებზე....
-გაგიჟდი გოგო? ეს შანსია რომელიც უნდა გამოიყენო..._ფეხზე წამოხტა ნინი
-ხო და თან მაგარი იქნებოდა ...თუ დავამთავრებდი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა..._ოცნებებსი წავიდა ელენე
-რა იქნებოდა სხვანაირად?_ჩაეძიენ გოგონები. იქნებ რამე გვითხრასო ,მაგრამ ამაოდ ელენემ სწრაფად შეცვალა თემა და ბოლოს ინტერნეტში შეძვრა.
-არაფერი გამოვა_ანიშნა ნინიმ მარის . მერე ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა.
-კარგი მეც გავალ გავისეირნებ _თქვა მარიმ და დერეფნებს დაუყვა.
დაინახა კაფესი ლუკა იჯდა და იქეთ აიღო გეზი. ბიჭი ჰოთ-დოგს გემრიელად შეექცეოდა.
-ლუკა რამდენი ხანია არ გვისაუბრია?
-იმ ოლიმპიადამ დაქალებიც მომტაცა და ძმაკაციც_ გადაკოცნა გოგონა
-შენ რას შვები?
-იმ აუტანელი ირაკლის გაკვეთილს ვწერ და ჰოთ დოგს ვჭამ. მითხარი რა გინდა გპატიჟებ...
-გაგიჟდი ?
-არა რა გავგიჟდი ...ჭამე ჰოთ-დოგი ჩემთან ერთად და დამეხმარე ეს დებილობა დავწერო...
მარიმ გადაიხარხარა და ორ წუთში ოფიციანტმა ჰოთ-დოგიც მოართვა.
-გემრიელია ვერაფერს იტყვი.
-ნეტა მაჩვენა რას დგამენ იმ ოლიმპიადისთვის. დაჩი ოცდაოთხი საატი მაგაზე საუბრობს... სხვა თემა არ არსებობს...ოთახსი შემოდის და პირდაპირ სიტყვა ოლიმპიადა აკერია ენაზე.
-შენ აწი ნახე ...დღეს შვიდია ...31 _ში მეოთხედფინალია... მალე ამ სკოლას დაავიწყდებბა, რომ სკოლაა...უი მართლა ელენემ გითხრა დღეს დირექტორმა რაც უთხრა?
-კი ვნახე და ვესაუბრე. მაგარია რა... ისე რომ იცოდე ჩვენი ჯგუფი ბათუმსი აპირებს წასვლას ოლიმპიადაზე. გულშემატკივრობა ხომ უნდათ არა? დაჩიმ თქვა მშობლებისთვისაც იქნება ადგილებიო...
-ხო ლოგიკურია მშობლებიც ინებებენ წამოსვლას და...
-შენ და დაცი რას შვებით?
-აღარც მახსოვს ბოლოს როდის ველაპარაკე...
-არ გვეკადრება ასე დაშლა ჩვენ ხუთს ,მაგრამ დაჩი ოლიმპიადაზეა ორიენტირებული და სხვა თემაზე უბრალოდ ვერ დაელაპარაკები...
-და კიდევ ახალ შეყვარებულზე...
-ვაიმე ის აუტანელი არ გაამახსენო ვერ დავლაპარაკებივარ ,რომ არ მოვარდეს და..._ ხელები შუბლზე შემოიწყო ლუკამ
-ხო მეც ვნახე ...გულისამრევია...
-ნეტა როგორ უძლებს.
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-ჰოდა მატემატიკაზე ვისაუბროთ.
-მაგაზე მითუმეტეს_ცხირი აიბზუა მარიმ.
-მასინ წავალ და სხვას დაველაპარაკები_ წამოხტა ლუკა. მეგობარი გადაკოცნა და წავიდა. თუმცა მისი ადგილი ცარიელი დიდხანს არ ყოფილა. მალევე გაჩნდა დაჩი.
-გამარჯობა მარი. ლუკამ მითხრა ,რომ აქ ხარ_ გოგონას ჰოთ-დოგი გადაცდა და ლამის დაიხრჩო
-რა გინდდა?
-შენთან დალაპარაკება. თავს მარიდებ გხედავ. მე კი შენთან ასე არ შემიძლია...
-ასე როგორ?
-ასე როცა არ მელაპარაკები და ნაძირალასავით მიყურებ.
-სულაც არ გიყურებ მასე. უფლება გაქვს ვისთანაც გინდა იმასთან იარო. მე რა უფლება მაქვს პრეტენზია გამოვთქვა?
-კარგად იცი რაზეც გელაპარაკები...
-ვიცი და ამიტომაც გეუბნები. დავიღალე ამ თემით და მინდა უბრალოდ მოვრჩეთ. მე და შენ მეგობრები ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდები გაგიგო...თუნდაც არ გეთანხმებოდე. ახლა სჯობს წავიდე...
-მომისმინე მარ...
-სხვა დროს...
ამ დროს დიანა და ანანო შემოვიდნენ. დაჩის მათი ერთად დანახვა გაუკვირდა. გაიფიქრა როდის აქეთ მოასწრეს დამეგობრებაო. მერე ორივე მოვიდნენ .
-ნინამ თქვა ,რომ იქეთ კვირაში ფორმები მოვა. დირექტორს უთქვამს უკვე ყველაფერი შეკვეთილიაო. _თქვა დიანამ
-გასაგებია_უსიამოვნოდ თქვა დაჩიმ და იქედან მანამდე გაქრა სანამ დიანა თავის უაზრო ქცევებს გამოავლენდა.
-როგორც ჩანს იმ პატარა უტვინო გოგოს კარგად ვერ აუხსენი სიტუაცია თორემ ახლა აქ არ იჯდებოდა დაჩისთან ერთად...
-ვიცი..._ცივად თქვა დიანამ და სკამზე დაეხეთქა. ანანომ წვენი შეუკვეთა.
ელენე სკაიპში რატის ელაპარაკებოდა. ყოველი შემთხვევისთვის ყურსასმენები ეკეთა და აკვირდებოდა ფეხის ხმა ხომ არ არისო.
-ესეიგი ექსტერნად ჩაბარება შემოგთავაზეს?
-ჰო და დედას ველოდები დამირეკოს. ველაპარაკე და მითხრა მამაშენს ვკითხავო.
-არადა მაგარი იქნებოდა... სკოლის მოსწავლე შეყვარებული ცოტას ტეხავს...
ელენემ ცხვირი ჩამოუშვა
-კარგი ჰო. შენი გაბრაზება მინდოდა. აქ ყველა პატარა გოგოებს დაზდევს. ბევრს ყავს მოსწავლეები შეყვარებულებად თუმცა რადგან საერთო საცხოვრებლებია ძირითადად ერთმანეთთან აბამენ რომანს. საინტერესოა აქ ცხოვრება...
-აქ ყველა ოლიმპიადისთვის ემზადება...
-სხვათასორის ეგ ოლიმპიადაც ამერიკელეს მოპარეს იდეა
-ვიცი ,მაგრამ რას დავეძებ მე მაინც არ გამოვდივარ.
-დაესწრები შეჯიბრის დღეს?
-ჰო მგონი ბათუმშიც წავალ. ჩემებისთვის უკვე უთქვამს დირექტორს მშობლებსაც შეუძლიათ დასწრებაო და დედამ თქვა შეიძლება წამოვიდეთო. ახალ წელს უცხო ქალაქში შეხვედრა საინტერესო იქნებაო.
-ახალი წლის შეხვედრა აქ არის კარგი...
-ჰო ვიცი...
-არადდა მარტო რომ წასულიყავი ბათუმში ვიფიქრებდი ჩამოსვლაზე. გიასთან და თამუნასთან რა აზრი აქვს?
-არანაირი _მოიღუშა ელენე_თან მაგათი ამბავი ,რომ ვიცი ყველა წამოვლენ შენებიც და ლუკას და დაჩის მშობლებიც. ოღონდ ერთად წასასვლელი ნახონ. თავისუფლად არ ამოგვასუნთქებენ.
ელენე მუცელზე გადაგორდა .
-არადა მაგარი იქნებოდა. ერთად სადმე გავიპარებოდით და დროს გავატარებდით.
-გაპარვა კარგი იდეაა... თან ისე ,რომ ჩემები ვერც კი გაიგებდნენ_რატიმ გაიცინა. კართან მდგარმა ნინიმეს უკანასკნელი სიტყვები კარგად გაიგონა და იმ წუთის მოსულ მარის ხელი ჩაავლო და სააბაზანოში შეათრია.
-გავიგონე...ყველაფერი გავიგონე. ის ნაძირალა ელენეს გაპარვას თხოვს. უნდა ,რომ მასთან ერთად გაიპაროს... წარმოგიდგენია რა მოხდება? გია ბიძია დაბრდღვნის ყველაფერს...გაგიჟდება თამუნა
-რაა? დარწმუნებული ხარ?
-ჰო ელენემ უთხრა კარგი იდაა გაპარვა ...ჩემი მშობლები ვერაფერს გაიგებენოო...
მარიმ პირზე ხელები აიფარა.
-რა ვქნათ ნინი?
-არ ვიცი ,მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ
-წამოდი ახლავე დაველაპარაკოთ_ გამოიქცა მარი და ოთახსი შევარდა. ელენეს სკაიპი უკვე გაეთიშა.
-სად მიდიხარ?_მიაძახა ნინიმ.
-ქვემოთ ცოტა ხანს ბილიარდს ვითამაშებ
-რა ბედნიერი ჩანხარ?_გაუღიმა მარიმ
-მალე უფრო ბედნიერი ვიქნები _დაბზრიალდა გოგონა და გარეთ გავარდა. ისე ,რომ ვერც ერთმა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.
-რა გითხარი?_აღელდა ნინი
-რა ვქნათ? ასე ხომ ვერ ვუყურებთ სისულელეს როგორ ჩაიდენს?
-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ.
-რა?
-თამუნას ვურეკავ ... ყველაფერს ვეტყვი რაც ვიცით და ვთხოვთ რომ ყურადღება მიაქციოს. ან რა ვიცი რამე მოიმოქმედოს. სანამ გია ბიძია გაიგებს სჯობს თამუნამ უხმაუროდ მოაგვაროს ყველაფერი.
ნინიმ ნომერი აკრიფა და თამუნას პასუხს დაელოდა. რომელიც რატომღაც იგვიანებდა



№1  offline წევრი yvavi

მაღიზიანებს ასეთები, რა უბედურებაა ჭორიკანა გოგოებივით რომ ელენეს დედას ურეკავენ. დიანაზე მეტად შემზიზღდა ეგ ორი .-.

 


№2  offline წევრი mariko_2001

აი კაი რა ნერვიულობეენ თითონ ელენე არ ელაპარაკება ნუ სხვანაირადაც შეიძლებოდა მარა სუ არაფერს ეგრე ჯობდა ეხა შენ ისტორიას კითხულობ და იცი რო რატი ცუდი არაა და იმათმა არ იციაან

 


№3  offline წევრი cancara

კარგია კარგი მალე დადე

 


№4  offline წევრი nini :)

ძაან მაგარია მმალე დადე შემდეგი მაინტერესებს ძალიან იმედია ხელი შეეშლებათ და თამუნას ვერ ეტყვიან ვერაფერს

 


№5  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია ველოდები შემდეგ თავს winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent