ჩემი ერთი ცალი ხარ! (9)
[justify][/justify]გამოვედით ოთახიდან ჩვენც და ბიჭებთან მივედით.ლაშა და ბექა რომ დავინახე საუბრობდნენ მივხვდი,რომ ბექამ ყველაფერი მოუყვა და ცოტა დავიმორცხვე ლაშამ შემომხედა და გამიღიმა -ნუ სულელობ მოდი ჩემთან ჩამეხუტა და მაკოცა. -ლაშ ყველაზე საყვარელი ხარ. ბექას ვუთხარი,რომ სახლში მინდოდა წასვლა უკვე თორმეტი საათი ხდებოდა და მეძინებოდა ჩემმა ბიჭმა შენი სიტყვა ჩემთვის კანონიაო და გავედით,ვისეირნეთ ბევრი და სახლშიც ამაცილა -კარგი ახლა წავალ თუ შენთან დავრჩე ამ ღამით სიყვარულო? -ბექა გაეთრიე(ვიცინი) -კაი ხო რა უჟმური შეყვარებული მყავს რა უბედურება -წადი თუკი სხვას ჩემზე უკეთესს ნახავ. ცოტა გავებუსხე -გააჩუმე გოგო ენა რამდენს ტლიკინებ შენ(იცინოდა) -კაიი მაკოცე ახლა მალეე და გაქრი აქედან -მიყვარხარ დადუ.მაკოცა და გავაცილე შევედი საწოლში ჩავწექი თბილად დავიფარე,ძალიან მციოდა და ტელემაც აღარ დააყოვნა -ჩემი გოგო რას შვება? -აუ რავი ძალიან მცივა -გინდა ამოვიდე და გაგათბო?(იცინის) -ნუ ტლიკინებ შენ იყავი სადაც ხარ(გავიცინე) -აუ ცხოვრე მგონი სიცხეც მაქვს ლოყები მეწვის -წამალი არ გაქვს? -არა რავი.დილით დავლევ -გოგო შენ ხო არ გაგიჟდი?რა დილით დალევ.გამოვდივარ უკვე -ბექა ღამის ორი საათია.სად გამოდიხარ არ წამოხვიდე იცოდე ტელე გამითიშა და ზუსტად ნახევარ საათში კარზე ზარი.ძლივს ავდექი შეფუთული ვიყავი იმდენი რამ მქონდა მოფარებული -აი ამოგიტან წამლები მიდი დაწექი შენ მე უცებ გაგიკეთებ ჩაის და მოგიტან წამლებთან ერთად -კაი მართლა ძლივს ვდგავარ თორე ხო იცი მარტოს არ დაგტოვებდი სამზარეულოში ჩავწექი და ბექაც შემოვიდა რამდენიმე წუთის მერე -აი ეს ჩაი დალიე და წამლებიც იცოდე ყველა -აუ დადუ წამლები არა რა -ან იცოდე გავბრაზდები პატარა ბავშვივით ვებუზღუნებოდი თუმცა რათ გინდა აზრი? მაინც ისე გავაკეთე როგორც ბრძანა ბექამ. ფინჯანი გაიტანა და ისევ შემოვიდა ოთახში -ახლა როგორ ხარ? -მოიცა ჯერ არ იმოქმედებს წამალი ,ორი წამის წინ დავლიე(გავუცინე) ბექა მოდი რა გვერდით მომიწექი შენც და ერთად დავიძინოთ -კარგი ჩემო პატარა ბექა გვერდით მომიწვა და მისი ძლიერი მკლავები შემომაჭდო,ყურთან მისი სუნთქვა მეფინებოდა რაც ამ სიამოვნებას სასწაულად შვენოდა,მისი ნაზი კოცნა ყელთან. რომელმაც სუნთქვაც კი შემიჩერა რამოდენიმე წამს.ასე ტკბილად გვეძინა ორივეს ვისაც გამოცდილი აქ ს ალბათ მიხვდება რამხელა სიამოვნებაა როდესაც დილით ახელ თვალს და შენს გვერდით შენი მამაკაცია,უყურებ როგორ სძინავს რა ტკბილი სანახავია.გადმოვბრუნდი ბექას მხარეს და თმებზე ვეთამაშებოდი თან ვუყურებოდი როგორ ბრუნდებოდა სიზმრებიდან რეალობაში ჩემთვის ყველაფერი იყო მისი თვალის ყოველი დაფახუნება. -დილამშვიდობის ჩემო ტკბილო -ეე ჩემმა პრინცესამ დამასწრო დღეს გაღვიძება? ბექა ჩამეხუტა და მისკენ ამიტაცა ჰაერში -კაი გეყოს ეხა დამაწვინა საწოლზე და ღიტინი დამიწყო -ვსო ბექა ეხა იცოდე ვიკივლებ,ცოდო ვარ,ვეღარ ვსუნთქავ არ მიშვებდა და თან მიღიტინებდა თან ამ ფართხალში კოცნასაც ასწრებდა.ამ ვიცი,როგორ თუმცა დავუსხლტი ხელებიდან და გამოცექეცი ის მაინც არ შემეშვა და უკან გამომყვა -სად გინდა,რომ გამექცე(იცინოდა) დამიჭირა,ხელში ამიყვანა და ასე გამიყვანა სამზარეულოში -საყვარელო მშია და რას მომიმზადებ?აბა ახლა ვნახავ ღირს თუ არა შენი ოჯახში შეშვება. -აუ ძალიან მაგარ კვერცხს ვწვავ საყვარელო,უნიკალურს ასეთს სხვაგან ვერ გასინჯავ(ვიცინი) -ჩემი ტუტუცი გოგო მიდი გააკეთე და მე ყავას გავაკეთებ ყველაზე ბედნიერი ვიყავი ამ წამს მე ჩემს სამზარეულოში ჩემი ბიჭი ფუსფუსებდა ჩემთან ერთად და ისე საყვარლად მიღიმოდა ყველაფერი მავიწყდებოდა ჩემს გარშემო. ვისაუზმეთ მერე ცოტა ხანს ვიბოდიალეთ და ლაშამ დაურეკე ბექას ბიჭები ვიკრიბებით და გიოსთან ამოდიო.ცოტა კი ვეწუწუნე არ მეთმობოდა,მაგრამ ასეთი ეგოისტიც არ ვარ ახლა.მე ლილესთან გამიყვანა და თვითონ ბიჭებთან წავიდა. -გოგო რა ხდება აბა მომიყევი? -ჯერ კარგად ვართ ღმერთის წყალობით და ვნახოთ რა იქნება -უი გოგო მართლა ხვალ რას შვრები?აპირებ რამეს? -აუ რავი გოგო ვფიქრობ საღამოს ჩვენები რომელიმე კლუბში წავიდეთ და რას იტყვი? -კი კარგი აზრია. -უი გოგო მართლა ბექას არ შეახსენო იცოდე,რომ ხვალ ჩემი დაბადების დღეა მაინტერსებს თუ ახსოვს. ვიჭორავეთ და სახლში გავედი. ბექამ დამირეკა ტკბილი ძილი მისურვა. დილით,რომ გავიღვიძე უამრავი შერყობინება და ზარები იყო ჩემს ტელეზე,უამრავი ტკბილი და თბილი სიტყვები,განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემი გოგოს მოლოცვა.ლილე ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანია.დილა საკმაოდ ხალისიანად დავიწყე თუმცა ცოტა მოვიწყინე როცა უკვე შეადღე იყო და ბექას ჯერ კიდევ არ მოელოცა ჩემთვის,თუმცა მთელი დღე ისე გავიდა არც მოვუკითხივარ. საღამოს უკვე ვემზადებოდი ბარში წასასვლელად,მაგრამ უხალისოდ ვიყავი.თუმცა როგორც იქნა ინება ვაჟბატონმა დარეკვა,მაგრამ უბრალოდ მოსაკითხად არც ახსოვდა მერე მკითხა რას შვებიო და ვუთხარი ბარში მიდივარ მეგობრის დაბადების დღეზეთქო და კარგი მე წაგიყვანო და მოგაკითხავო.ახლა უფრო მეტად მოვიწყინე როცა დამირეკა და დავრწმუნდი,რომ მართლა არ ახსოვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.