საწოლის დედოფალი (6 ნაწილი)
ძლივს გამოიცვალა დასვრილი ტანსაცმელი და მისავათებული დაემხო საწოლზე. მართალია სხეულზე ყოველი კუნთი სტკიოდა, თუმცა ქუსლებიან ფეხსაცმელზე უარი მაინც ვერ თქვა. -წავედით? - იკითხა მობეზრებულად, როდესაც პირველ სართულზე კაკუნით ჩავიდა. -კი - უპასუხა ერეკლემ მოკლედ და მანქანისკენ გაემართა. სამსახურამდე ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მივიდნენ. გოგონა ძალიან დაღლილი იყო და მამაკაცი ამას აშკარად ატყობდა, რის გამოც ზედმეტი რეპლიკებისგან თავს იკავებდა. -მოდი ვიკი! - დაუძახა შენობაში შესულს გახარებულმა ტატომ და ხელი დაუქნია. -როგორ ხარ? - ნაძალადევად გაუღიმა გოგონამ და მამაკაცი გადაკოცნა. -ძალიან კარგად! დღეს ახალ ეტაპზე გადავდივართ! - ახარა ბედნიერად და ვიკასთან ერთად პოდიუმის ოთახში შევიდა. - ერეკლე, ხომ მოდიხარ?! - დაიძახა ხმამაღლა, რადგან მიტრიალება დაეზარა. -აქ ვარ, აქ! - უპასუხა ერეკლემ სიცილით და გზა განაგრძო. -მოკლედ! გუშინ საღამოს დავურეკე ნატას და ვთხოვე, რომ შენს მომზადებაში დამხმარებოდა. ისეთი კეთილი გოგოა, უპრობლემოდ დამთანხმდა - დაიწყო აჟიტირებულმა - ნატა! გამოდიი!!! - დაუძახა ვიღაცას კულისებში. ვიკა გულში ნატრობდა ეს ნატა „ის“ ნატა არ ყოფილიყო, თუმცა ყოველი იმედი გადაეწურა ნაცნობი წითურის დანახვისას. -იკაკოო!!! - უკანალის ქნევით გამოიქცა მოდელი პოდიუმზე და ერეკლეს ებრდღვნა პირდაპირი მნიშვნელობით. „როგორ მიშლის ნერვებს! ცოტაც და თმებს დავაპუტავ!“ - გაიფიქრა განრისხებულმა ვიკამ და წყვილს თვალი აარიდა. -ნატა, ახლა ამის დრო არ არის! - ცოტა უხეშად მოიშორა გოგონა და ხელები მისი კისრიდან ჩამოაღებინა -ნატუშკა! - დაუძახა ტატომ - მიდი აბა ახლა ანახე ვიკას როგორ უნდა პოდიუმზე სიარული - სთხოვა ღიმილით და პოდიუმზე მიანიშნა. -ახლავეე! - უპასუხა ნატამ წიკვინა ხმით და პოდიუმზე ავიდა. „ამ ქათამმა სიარული უნდა მასწავლოს?!“ - გაიფიქრა ვიკამ ირონიულად და წარბაზიდული დააკვირდა წითურს. -აი მასე! ყოჩაღ! საუკეთესო ხარ! ვიკა, კარგად დააკვირდი! - ისვრიდა აღფრთოვანებული ტატო რეპლიკებს და თვალს ვერ წყვეტდა „მის მშვენიერებას“. ეს სახელი ვიკამ შეარქვა, თუმცა რა თქმა უნდა, არავისთვის გაუმხელია. - ახლა მიხვდი, როგორ უნდა იარო? - მიუბრუნდა ტატო. -კი - გაუღიმა ნაძალადევად. -არაუშავს საყვარელო. ყველას არ გამოსდის, თუმცა იმედს ნუ დაკარგავ... - ხელი მოუთათუნა ნატამ და ისევ ბედნიერი ჩამოეკონწიალა ერეკლეს. -ყველას არ გამოსდის - გამოაჯავრა ვიკამ თავის ქნევით და ნერვებმოშლილი ავიდა პოდიუმზე. -ბიკინი გასახდელშია, გელოდები!.. - უთხრა ტატომ. ესეც ნელი ნაბიჯით გაუყვა პოდიუმს, გამოიცვალა და თავის ადგილზე დაბრუნდა. „ახლა მე ეს ნატა ადგილზე თუ არ „მოვსვი“, მერე გამამწარებს“ - გაიფიქრა და ყველანაირად შეეცადა იმ შენიშვნების გათვალისწინებას, რასაც ტატო აძლევდა-ხოლმე. -აბა, როგორი იყო? - იკითხა ტატოსთან მიახლოებისას. -იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე აქამდე - უპასუხა კმაყოფილმა - თუმცა მცირე დეტალები მაინც დასახვეწია - დაამატა მთელი სერიოზულობით. -მგონი გამომივიდა არა? - მიუახლოვდა ერეკლეზე აკრულ ნატას, რომელიც მამაკაცის კოცნით იყო გართული - უი, ისევ ხელი შეგიშალეთ?! - შეიცხადა, ვითომ არ იცოდაო და ერეკლეს განრისხებულ მზერას ირონიული ღიმილი შეაგება. -ვიკა, ერთი წამით შეიძლება დაგელაპარაკო? - ჰკითხა ტუჩებდაპრუწულმა ნატამ და კარზე ანიშნა. -რა თქმა უნდა - გაუღიმა ამან მოვალეობის მიზნით და აუჩქარებლად გაყვა მოდელს. -ჩვენ ახლავე მოვალთ! - წიკვინით გასძახა ერეკლეს და ტატოს და შემდეგ ვიკას მიუბრუნდა. - მომისმინე... - საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია - მთავარი მოდელი ვარ მე! პარიზში, მთავარ სამოსს წარვადგენ მე! ყველაზე მეტი უფლება და ავტორიტეტი აქ მაქვს მე! და არ გაბედო და არ სცადო პოდიუმზე ჩემი ადგილი დაიკავო! - უთხრა და მტრული მზერა მიაპყრო - და კიდევ... ერეკლე ჩემია! კარგად დაიმახსოვრე... - გაცლას აპირებდა როდესაც გაბრაზებულმა ვიკამ ხელი მაჯაში წაავლო და თავისკენ მიაბრუნა. -შენ თავი ვინ გგონია? რადგან მთავარი მოდელი ხარ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რამეთი ჯობნი! ნურც ის გეგონება, რომ შეუცვლელი ხარ, რადგან დარწმუნებული იყავი, შენს ადგილს სულ ცოტახანში მე დავიკავებ! - ლაპარაკობდა გაღიზიანებული და გოგონას მაჯას ხელს არ უშვებდა - რაც შეეხება ერეკლეს... შეგიძლია შენთვის დაიტოვო, თუმცა მინდა გაგაფრთხილო, რომ კაცები შენნაირ ქაჯებთან დიდხანს არ რჩებიან... - საუბარი მშვიდად დაასრულა, თუმცა თავიდან აენთო, როდესაც მარცხენა ლოყაში გაშლილი ხელისგული მოხვდა. -როგორ ბედავ! - დაუწიკვინა ნატამ. -შენ თვითონ როგორ ბედავ! მე შენ განახებ როგორ უნდა ჩემზე ხელის აღმართვა! - დაუყვირა ვიკამ და თმებში ჩააფრინდა. ნატა ძირს დააგდო და თვითონ ზემოდან დააჯდა. თმაში ხელი ნატამაც წაავლო და ისე მოქაჩა, რომ ახლა თვითონ მოექცა ზემოდან. ორივე განწირულად კიოდა და მთელი ძალით ექაჩებოდნენ ერთმანეთს. -აქ რაამბავია! ნორმალურები ხართ?! - დარბაზიდან გოგოების კივილზე ერეკლე და ტატო გამოვარდნენ. - დაცვა! აქეთ!!! - დაიძახა ერეკლემ და გოგოების გაშველება სცადა. სანამ დაცვა არ მოვიდა, მანამდე ვერაფერი გააწყო... -ვიკა! გაჩერდი ახლა! - თავის მკლავებში გააჩერა გოგონა და დაცვის მიერ გაკავებულ ნატას გახედა. -თმებს სათითაოდ დაგაპუტავ შე ძუკნა! - შემოსძახა ნატამ. -ერთი გაბედე! - შეუღრინა ამანაც. -კმარა! - ისევ დაიღრიალა გამწარებულმა ერეკლემ - ვიკა, წამოდი ჩემს ოთახში! - ხელი მაჯაში ჩაავლო და ჩქარი ნაბიჯით აიყვანა გოგონა მომდევნო სართულზე. კაბინეტის კარი გააღო და ვიკა იქ შეუშვა. -შეგიძლია მითხრა, რას აკეთებდი ნატაზე და რატომ იყავი მის თმებზე ჩაფრენილი?! - დაიწყო განრისხებულმა და მაგიდას მიუახლოვდა. -მიდი აბა დაიცავი ახლა შენი საყვარელი ნატა! - გამოჯავრებით უპასუხა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -ვიკა! დროზე ამიხსენი! - დაიგრგვინა და კუშტად შეკრული წარბები მიაპყრო. -თვითონ დაიწყო! - მხრები აიჩეჩა და მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ თმის ძირები სტკიოდა, რაზეც სახე დაჭყანა. -რა დაიწყო თვითონ გამაგებინე! რა! - ყვიროდა გაცოფებული და გოგონას სიმშვიდე უფრო აბრაზებდა. -ნუ მიყვირი! - შეეპასუხა ხმამაღალი ტონით და შეეცადა ხმა არ გაბზარვოდა. ეტკინა, რაღაც ეტკინა და ამან უკვე ტირილის პირზე მიიყვანა ჩვენი გოგო. -აბა რა ვქნა! გითხრა, ყოჩაღ, რომ ნატაზე ძლიერი ყოფილხარ და თმები ლამის დააგლიჯე-თქო?! - ჰკითხა ირონიულად და შედარებით მშვიდად. -პატარა ბავშვი არ ვარ ასე რომ მიყვირი! ვინ მოგცა უფლება, რომ ხმას უწევ?! - ახლა ამან შეუტია. -ხმა აკონტროლე! - გააფრთხილა სიბრაზისგან ლამის აწითლებულმა. -შენგანაც იგივეს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვხედავ!.. - ეს სიტყვები ბოლო ამოსუნთქვას ამოაყოლა და სავარძელზე მიესვენა. -კარგი, ორივეს ზედმეტი მოგვივიდა... - თქვა დამშვიდებულმა ერეკლემ - მშვიდად ამიხსენი რა მოხდა და რა გითხრა ასეთი, რომ გამწარებულები ჩხუბობდით. -მიდი შენს ნატასთან და თვითონ გითხრას! არც საწოლში გეტყვის ვნებების დაკმაყოფილებაზე უარს! - მიმართა ოდნავ ხმაგაბზარულმა, თუმცა ერეკლემ ეს აშკარად ვერ შენიშნა. -ისევ შენსას იწყებ! მგონი ჯობს მართლა ნატასთან წავიდე და მომიყვეს რა მოხდა! შენ კიდევ მეორედ სამსახურში ასეთი ალიაქოთი არ მოაწყო - კარიდან გასვლას აპირებდა, როდესაც ვიკას ხმამ შეაჩერა. -და იმაზე არ გიფიქრია, რომ ეს ყველაფერი მე კი არა ნატამ დაიწყო?! - ფეხზე წამოხტა და ხელების ქნევით დაუწყო ლაპარაკი - რა თქმა უნდა, შენ გაწყობს, რომ დამნაშავე მე გამომიყვანო, შემდეგ მიხვალ ნატასთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დაჩაგრული გოგოს როლს ითამაშებს და დაწყნარების მიზნით საწოლში ჩაიგორებ. წადი, თუ გინდა ათასგვარი ტყუილი მოისმინო! მე ვიცნობ ნატასნაირებს და ვიცი როგორი მატყუარებიც არიან! -ვიკა, მგონი არასწორად გაიგე - ახსნა დაიწყო ერეკლემ -კიდევ მე გავიგე არასწორად?! - გაანჩხლდა და მთელს ხმაზე იყვირა - წადი! მიდი შენს ნატასთან! ის ხომ გაგიგებს! არაფერში შეგედავება! ნერვებსაც არ მოგიშლის! მე კი სახლში წავალ! ოღონდ შენს სახლში კი არა, ჩემს სახლში! ახლა ვხვდები, ეს ყველაფერი ჩემს გასამწარებლად გააკეთე! - უკვე ტიროდა და თვალებდაბინდული ეძებდა ჩანთას, შემდეგ გაახსენდა, რომ ჩანთა გასახდელში დარჩენოდა. ძებნას თავი მიანება და კარიდან გასვლა დააპირა, თუმცა ერეკლემ არ გაუშვა. -ვიკა, სად მიდიხარ?! - ჰკითხა და დამნაშავე თვალებით შეხედა. -უკვე გითხარი სადაც მივდივარ! არ ინერვიულო, დილაობით ვირბენ და დემესთანაც ვივლი! უშენოდაც გავართმევ თავს ამ ყველაფერს! - უხეშად მოიშორა ერეკლეს ხელი და დერეფანს გაუყვა. ასე ეგონა გული შუაზე ეფლითებოდა. რატომ დაადანაშაულა ერეკლემ ის? წყნარადაც კი არ ელაპარაკა! სულ უყვიროდა და გაღიზიანებული ეჩხუბებოდა! ამან გული ატკინა... სხვების აზრი და სხვების მისდამი დამოკიდებულება არასდროს აღელვებდა, თუმცა ახლა მიხვდა, რომ ეს ასე არ იყო... თანაც ერთი შეხედვით განებივრებული გოგონა, ძალიან მგრძნობიარეა... ერეკლეს სიტყვებმა გული ატკინეს. მართალია მამაკაცი ბოლოს შეეცადა დანაშაულის გამოსწორებას, თუმცა ვიკას შერიგება ასეთი ადვილი არაა... ადვილად სწყინს და ძნელად ავიწყდება. ახლა რას გრძნობს ერეკლეს მიმართ?! ჰგონია, რომ სძულს! არა, არ სძულს, უბრალოდ მასზე ძალიან გაბრაზებულია და ამიტომაც ჰგონია ასე... აცრემლებულმა გააჩერა ტაქსი და თავისი სახლის მისამართი უკარნახა. უკვე მოენატრა იქაურობა!.. ტაქსისტმა ატირებული ლამაზმანის დანახვისას თვალები გაკვირვებისგან ჭყიტა, თუმცა ვიკამ ისე გახედა, მაშინვე მიახვედრა, რომ დაკითხვის და ლაპარაკის ხასიათზე არ იყო. შუა გზაში გაახსენდა, რომ ტატო გაუფრთხილებლად მიატოვა. ტელეფონი სასწრაფოდ ამოიღო და მისი ნომერი აკრიფა. -ვიკა, საყვარელო, სად ხარ? - ყურში ტატოს ანერვიულებული ხმა ჩაესმა. -ტატო, ვერ მოვახერხე მეთქვა. დღეს არ შემიძლია ვარჯიში. ხვალ მოვალ და მერე გავაგრძელოთ კაი? - ჰკითხა და ხმის დარეგულირება სცადა. -შენ რა ტირი? ხომ კარგად ხარ? - იკითხა აფორიაქებულმა. -კი, კი... ყველაფერი კარგადაა... ახლა აღარ მცალია, ხვალამდე - მალე მოიშორა მიხვედრილი მეგობარი და მძღოლს უთხრა აქ გამიჩერეო. სახლის კარი შეაღო და სარკის პირდაპირ კედელთან ჩაიკეცა. -იდიოტი! ცხოველი! იდიოტი! იდიოტი! - იმეორებდა გამწარებული და სარკეში თვალებაწითლებულ გოგონას უყურებდა. ნუთუ ასეთ დღეში კაცის გამო იყო? კაცის გამო მხოლოდ ერთხელ იტირა... მაშინ, როდესაც მამა მოუკვდა. მამამისი მთელს სამყაროს ერჩივნა... დედამისი მისი სიკვდილის შემდეგ სხვას გაჰყვა ცოლად. იმ კაცს ვერ იტანდა ვიკა... ცუდი კაცი არ იყო, თუმცა რატომღაც მას არ მოსწონდა. ამის გამო დედასთან ხშირად მოსდიოდა ჩხუბი. თინეიჯერობის პერიოდში განსაკუთრებით გაურჩდა და როგორც კი სრულწლოვანი გახდა ცალკე ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. მატერიალურად არასდროს უჭირდა მის ოჯახს და ამიტომ პირდაპირ ეს სახლი უყიდა დედამ, თუმცა ყოველდღიური და კომუნალური მომსახურების ფინანსები თავის თავზე აიღო და ასე საბოლოოდ მოწყდა თავის ოჯახს... სწორედ იმ დროს მივიდა კლუბში. მაშინ ჯერ კიდევ პატარა, გამოუცდელი გოგონა იყო. ლევანმა ის თავისი შვილივით მიიღო, თუმცა ბინძური საქმის შესრულება მაინც უწევდა ცეკვის მიუხედავად. აბა ფული ხომ უნდა ეშოვნა?! ასე მოვიდა დღემდე... მგონი საუბარი ძალიან გაგვიგრძელდა... რას ვამბობდი? ჰოო... კაცის გამო მხოლოდ ერთხელ იტირა, ახლა კი მეორედ... „ე“-ზე დაწყებული ყველაფერი ნერვებს უშლიდა და აღიზიანებდა. ერეკლეს ხმის გაგონებაც არ უნდოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია... ეკრანზე ერეკლეს ნომერი ეწერა. ტელეფონს ხმა გამოურთო და იქვე მიაგდო. -რეკოს რამდენიც უნდა - ჩაიბურტყუნა თავისთვის და სააბაზანოში შევიდა. ცივი წყალი შეისხა სახეზე, რათა დაწყნარებულიყო, რამაც მართლაც უშველა. ტელევიზორს მიუჯდა და 1 საათი უაზროდ უყურა. შემდეგ ისევ ტელეფონი გაახსენდა. აიღო და ერეკლესგან 50 გამოტოვებული ზარი ნახა. ეკრანი კვლავ აციმციმდა. იფიქრა, ისევ ერეკლე იქნებაო, თუმცა არა... უცხო ნომერი იყო... -გისმენთ - უპასუხა უხასიათოდ. -ვიკა შენ ხარ? - მოესმა ნაცნობი ხმა, თუმცა მაინც ვერ მიხვდა ვინ იყო... -დიახ მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით? -დებორა ვარ - უპასუხა ქალმა და ახლაღა გაახსენდა ის ნაზი ხმა, თავიდანვე რომ მიიქცია მისი ყურადღება. -აა, დებორა... რამე ხდება? - ჰკითხა ინტერესით. -კი... შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? რამდენიმე სამოსი მომიტანეს და მინდა, რომ ჯერ შენ მოიზომო რომელი მოგიხდება... -კი, შემიძლია. როდის მოვიდე? -რაც მალე, მით უკეთესი... თუ შეძლებ ახლავე წამოდი... ყავა და ნამცხვარი მაქვს, თან ვიჭორავებთ ცოტას... -კარგით - უპასუხა და გაიღიმა, თითქოს დებორა დაინახავდა. -მოდი, პირველ რიგში თქვენობით ნუღარ მელაპარაკები კარგი? მე შენ უკვე მეგობრად გთვლი და მინდა შენც ასევე აღმიქვა, თუ ძალიან ბებერი არ ვარ - ამ სიტყვებზე ჩაიცინა და დაამატა - მისამართს მოგწერ, დროებით -დროებით - უპასუხა ვიკამაც და ტელეფონი გვერდზე დაიდო. „რა ჩავიცვა?“ - ჰკითხა თავის თავს. გარეთ გაზაფხულის გრილი საღამო იყო, ამიტომ მოტკეცილი ჯინსები და თეთრი ზედა აირჩია. ზედმეტი გადაპრანჭვის თავი არ ჰქონდა... პომადა წაისვა, თმები დაივარცხნა და მითითებულ მისამართს მიაშურა... .............. -მოდი ვიკა! რა მალე მოხვედი! - კარი მომღიმარმა დებორამ გაუღო და სახლში შეიპატიჟა. გოგონა უხმოდ მიყვა დიზაინერს, რომელიც ერთ ოთახში შეუძღვა. -ვაუუ!!! რა ლამაზია ყველა! - უთხრა გაოცებულმა. -მადლობა! მიხარია რომ მოგწონს! - უპასუხა გახარებულმა - სულ ვცდილობ, რომ ახალი თაობის გემოვნებას არ ავცდე - დაამატა მორიდებულად. -რას ამბობთ! სულაც არ ხართ მაგხელა - შეუსწორა მაშინვე. -აი, ხომ ხედავ! თქვენობით ლაპარაკს ვერ გადაგაჩვიე - შენიშნა სიცილით. -კარგი - ხელები ასწია დანებების ნიშნად. - ახლავე გამოვასწორებ - გაუღიმა მეგობრულად და სამოსებს ისევ თვალი გადაავლო. - რომელი მოვიზომო? -ყველას მოზომვაა აუცილებელი, რომ შენთვის საუკეთესო შევარჩიოთ - უთხრა ქალმა. -კარგი - ღრმად ამოისუნთქა და 10-დან პირველს დაავლო ხელი. დიდხანს იპოზიორა დიზაინერის წინ... დებორას იმდენად მოსწონდა ვიკა, რომ ვერ გადაეწყვიტა რომელი სამოსი აერჩია მისთვის. ვიკაც საგონებელში იყო ჩავარდნილი... ყველა მათგანი გამორჩეული იყო და ერთმანეთზე მეტად მოსწონდა. ბევრი ორჭოფობის შემდეგ, 10-დან 2 სამოსამდე ჩამოვიდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი უნდა აერჩიათ... საბოლოოდ არჩევანი „თეთრ ფერიაზე“ შეაჩერეს... დებორამ ეს სახელი შეარქვა ამ სამოსს იმდენად მოსწონდა... -მოდი ახლა დავსხდეთ და ვიჭორაოთ ცოტა... რაღაც ხასიათზე ვერ ხარ მგონი - შეატყო დებორამ ვიკას ცვლილება და ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავიდა. -ასე მეტყობა? - ჩაიცინა ვიკამ სევდიანად. -შეგიძლია ყველაფერი მომიყვე. არაფერზე არ იდარდო... სევდა და ტკივილი მაშინაა სუსტი, როდესაც მას სხვას გაუზიარებ და როდესაც სხვასთან ერთად შეებრძოლები. შეიძლება ასაკი არ მეტყობა, მაგრამ უკვე 50 წლის ვარ, რაც არც თუ ისე მცირე დროა... -50 წლის ხართ? - გადავიდა ისევ თქვენობით ფორმაზე გაოგნებული ვიკა. - საერთოდ არ გეტყობათ... -მადლობა - ჩაიცინა და გოგონას ისევ თბილად შეხედა. - აბა, მომიყვები რა მოხდა? -ერეკლე მეჩხუბა - თავი დახარა და ხმადაბლა უთხრა - მერე მეც ვეჩხუბე... - დაამატა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ. -ოოო... საქმე რთულად ყოფილა... რაზე იჩხუბეთ? -მე და ნატა ვჩხუბობდით და მაგ დროს შემოგვისწრო, ძლივს გაგვაშველეს... თავის კაბინეტში ამიყვანა და იმის გარჩევაც კი არ დაიწყო ვინ იყო დამნაშავე! პირდაპირ მე დამაბრალა ყველაფერი! - ეს თქვა და ისევ ცრემლი წამოუვიდა. დებორა მიხვდა რაშიც იყო საქმე... ბოლო-ბოლო ამხელა გამოცდილება აქვს... რა დაასკვნა? რადა ის, რომ ვიკა ერეკლეს მიმართ გულგრილი არ იყო. თავიდანვე ეტყობოდა ამ გოგოს, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებდა, ახლა კი ამბობს, რომ ერეკლემ უყვირა და მასზე გაბრაზებულია!.. რა თქმა უნდა!.. ადამიანს ყოველთვის აინტერესებს რას იტყვის მასზე საყვარელი ადამიანი... -არაუშავს ძვირფასო... ყველაფერი მოგვარდება - დაამშვიდა და ხელი ხელზე დაადო. არჩია გოგონა თვითონ მიმხვდარიყო თავის გრძნობებს ერეკლესადმი... -იმედია... არ ვიცი... - უპასუხა სლუკუნით. -ნატა მეც მაღიზიანებს ხოლმე - დაამატა და საჭორაო თემები ააგორა. ქალებს კარგად გამოგვდის ხოლმე იმის გაჭორვა, ვინც არ მოგვწონს. აღმოჩნდა, რომ ნატა დებორასაც არ მოსწონდა. აქამდე იმიტომ აჩერებდა, რომ ერეკლე არ აშვებინებდა. როგორც ჩანდა, ნატას ავტორიტეტი ერეკლედან გამომდინარეობდა. -ხვალ ნატას ვეღარ ავიტან, ნამდვილად შემომაკვდება - ჩაილაპარაკა დანანებით. -არა, მაინც საიდან მოიტანა ტატომ, რომ ნატა მოდელის იდეალია?! - იკითხა გაკვირვებულმა. -არ ვიცი... - ამოიოხრა მოწყენილმა. -მაგას მე მოვაგვარებ... დღეიდან მე მოგხედავ პირადად. ზოგადად, მოდელების მომზადება ტატოს საქმეა, თუმცა შენზე გამონაკლისს დავუშვებ - თბილად გაუღიმა და ყავა მოსვა. -მადლობა... ახლა ჩემი წასვლის დროა და ხვალ შეგხვდებით, ხომ? - ჰკითხა და ჩანთა აიღო. -კი ძვირფასო... ნახვამდის! - დაემშვიდობა და სახლის კარი დაკეტა. ვიკა სეირნობით დაუყვა ტროტუარს. მშვენიერი საღამო იყო... გრილი და რაღაცნაირად მყუდრო... ცოტა ისეირნა და როდესაც დაიღალა ტაქსით წავიდა სახლში. კართან ყვავილები დახვდა. გაკვირვებულმა აიღო ვარდების უზარმაზარი შეკვრა და საყვარელი ყვავილების სურნელი ღრმად შეისუნთქა. ყვავილებში ბარათის ძებნა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ... „არადა, როცა გოგოებს ყვავილებს უგზავნიან, ბარათებსაც წერენ...“ - გაიფიქრა გულუბრყვილოდ. „ალბათ ზარმაცი თაყვანისმცემელი მყავს“ - თავის ფიქრებზე ჩაიცინა და ლამაზი თაიგული მისაღებ ოთახში, ვაზაში მოათავსა. ამ დროს კი ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. ერეკლესგან იყო... არ უნდოდა წაეკითხა, თუმცა ცნობისმოყვარეობამ სძლია და მესიჯი გახსნა: „ვიცი რომ დღეს ზედმეტი მომივიდა და გთხოვ, მაპატიე... მართლა ვნანობ და იმედი მაქვს ვარდების თაიგულით მაინც გამოვისყიდე დანაშაული... შენსავით ლამაზი არაა, თუმცა ვერც რომელიმე ყვავილი იქნება შენნაირი, რადგან ყვავილები ასეთი ლამაზები არ არიან...“ ........... კიდევ უფრო დიდი თავი დავდე!.. იმდენად მახარებთ და დიდ სტიმულს მაძლევთ, რომ სულ მინდა ვწერო და ვწერო. თავისუფალ დროს ასეც ვიქცევი და ახლა დაღლილი და ბედნიერი ველოდები თქვენს კომენტარებს ჩემო ლამაზებო... ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.