შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{8}-{9} ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...


29-08-2015, 12:58
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 250

{8}
ელიზაბეტი მაღვიძარამ გააღვიძა.დღეს ოფისში იწყებდა მუშაობას.მალევე გამოფხიზლდა,რადგან არ უნდოდა პირველივე დღეს დაეგვიანებინა.რას ჩაიცმევდა უკვე მოფიქრებული ჰქონდა.დღეიდან ირაკლისთვის არამარტო შვილი,არამედ უფროსი ასისტენტიც იქნებოდა.სწრაფად გამოეწყო.თმები დაისწორა.მამას ნაჩუქარი ოქროს საათი და ბრილიანტის კოლიე გაიკეთა.ტუჩსაცხი მკრთალად გადაისვა,სუნამო დაისხა,სარკეში თავისი თავი შეათვალიერა,ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა.ყავა ერთ ყლუპად დალია,საათზე გამალებით იხედებოდა.ბოლოს დუდის აკოცა,სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და ავტოფარეხიდან მანქანა გამოიყვანა.როგორც იქნა თავი დააღწია საცობს და 20 წუთში ოფისშიც მივიდა.წელში გამართული აუყვა კიბეებს.მდივანს მისალმების ნიშნად გაუღიმა და ირაკლის კაბინეტში შევიდა.
-მამი,დილამშვიდობის,საცობში მოვყევი-აკოცა მამას-იმედია არ დავაგვიანე.
-დილამშვიდობის,ელიზაბეტ-მიესალმა ირაკლიც-არა,თათბირი 5 წუთში დაიწყება.შენი კაბინეტი ჩემი კაბინეტის გვერდით იქნება.
-აუ კაია-გაუხარდა ელის-მადლობა,მა...გპირდები იმედებს არ გაგიცრუებ.
-ვიცი,დარწმუნებული ვარ.თავიდან ჩემი მდივანი დაგეხმარება,მერე თვითონაც მოახერხებ ყველაფერს.მამას ჭკვიანი გოგო ხარ.
-ჩემი საყვარელი მამიკო-ჩაეხუტა მამას.-აუ დავიწყოთ რა თათბირი.
-რა სულმოუთქმელი ხარ,ელიზაბეტ-გაეღიმა ირაკლის.-კარგი,წამოდი.
თათბირზე ირაკლიმ ყველას წარუდგინა თავისი ქალიშვილი,შემდეგ ელის გააცნო მიმდინარე საქმეები.ბოლოს ახალ პარტნიორზეც ისაუბრეს.ელიზაბეტს მოეწონა ოფისის სიტუაციები.ყოველთვის პუნქტუალური იყო.დილით მამასთან ერთად მოდიოდა და საღამომდე მუშაობდა,თუმცა მეგობრების ნახვას მაინც ახერხებდა.

{9}
-ახალ პარტნიორზე რას გვეტყვი?-იკითხა ირაკლიმ.
-საკმაოდ პრივილეგირებული კომპანიაა-უპასუხა მდივანმა.
-ძალიან კარგი და მფლობელი?-დაინტერესდა ის.
-ალექსანდრე დანელია.
-რაა?-სახე დაემანჭა ელის.
-დიახ,ელიზაბეტ.სარფიან საქმეს კარგი პარტნიორი ჭირდება.-გაუხარდა ირაკლის.
-მართალია ბატონი ალექსანდრეს კომპანიაა,მაგრამ ჩვენთან მისი შვილი:სანდრო,ითანამშრომლებს.-აღნიშნა მდივანმა.
ელიმ იგრძნო როგორ გუხშირდა პულსი და როგორ აუჩქარდა სისხლის ცირკულაცია.შემდეგ სპაზმი დაეწყო.ხელები უკანკალებდა.ნერვიულობისგან ფანქარიც გდატეხა.ყურები დაეხშო და აღარაფერი ესმოდა."ეს უკვე ზედმეტია,უეჭველი მისი მოწყობილია.თავხედი.როგორ ბედავს?!დამაცადე დანელია.მე შენ გიჩვენებ ელიზაბეტს რა შეუძლია."ელი თითქოს ფიქრებთან ერთად ოთხკედელშუა იყო გამოკეტილი,როცა ირაკლის ხმა ბუნდოვნად ჩაესმა.თავიდან ვერ მიხვდა საიდან მოდიოდა ეს ხმა.ბოლოს როგორც იქნა გმოერკვა.გაახსენდა თათბირი,მამამისი და მისი თანამშრომლები,ახალი პროექტი,პარტნიორი და სანდრო...გონს მოეგო.
-ელიზაბეტ-კვლავ მოესმა მამას ხმა-კარგად ხარ?რა დაგემართა?სახეზე ფერი არ გადევს.
-მე?...აჰ...ჰო რაღაც თავი მტკივა-თავი ვეღარ მოუტარა სიტყვებს.
-მართლა?-ირაკლი მიუახლოვდა და მიუალერსა.-აქამდე ვერ მითხარი?წადი სახლში და დაისვენე.
-ასე ცუდად არ ვარ-ანუგეშა მამა-უბრალოდ წამალს დავლევ და გამოვლის.გადავიღალე ცოტა.
-ჰოდა წადი და დაისვენე-უთხრა ირაკლიმ და თავზე აკოცა.
ელი კაბინეტიდან გამოვიდა.ახლა მხოლოდ მეგობრებთან ყოფნა უნდოდა.მობილური ამოიღო და კატოს დაურეკა.მან არ უპასუხა.ელი მოიღუშა.კონტაქტებში ნიკუშას ნომერი იპოვა და გაუმართლა.მალევე უპასუხა.
-ნიკუშ,სად ხარ?-ჰკითხა მეგობარს,ისე რომ არც მისალმებია.
-ბარში ვარ,ელლ,რა მოხდა?-ელის ხმა არ მოეწონა მას.-არ მუშაობ?
-რომელ ბარში?შენთან მოვდივარ.ახლა გმოვედი ოფისიდან.-უპასუხა ელიზამ.-მოვალ და გეტყვი.
-ოფისთან ვარ ახლოს,ლუდის ბარში-აუხსნა ნიკამ მეგობარს.-გინდა მოგაკითხო?
-აა ხო ვიცი,არა იყოოს.კატო სად არის არ იცი?დავურეკე და არ მიპასუხა.
-ალბათ ხმა აქვს გამორთული,კაი გელოდები.
-როგორც ყოველთვის-ამოიხვნეშა ელიმ.-და სად არის?
-დედამისს მიყვებოდა საყიდლებზე.
-აჰამ,კაი,10 წუთში მოვალ-ყურმილი დაკიდა და ფეხი გაზის პედალს მიაჭირა.მანქანას სწრაფად მართავდა.დანიშნულების ადგილს მალე მივიდა.ბარში შევიდა და იქ მსხდომთ თვალი მოავლო.ნიკა ზურგით იჯდა,თუმცა მისი ამოცნობა არ გაჭირვებია.ფრთხილად მიუახლოვდა და თვალებზე ხელი ააფარა.
-ელლ-დაიღიმა მან-მობილურში ისეთი ხმით მელაპარაკე ამის ხასიათზე წესით არ უნდა იყო.
-სხვაზე ვიყო გაბრაზებული,შენ რა შუაში ხარ?-ლოყაზე აკოცა მეგობარს და მის პირდაპირ დაჯდა.
-შენ ვინ გაგაბრაზა,ტო?-წარბი ასწია მან-ნეკნებს დავუმტვრევ.
-ხო ვიცი,ჩემი ძმა ხარ,ნიკუშ-ჩაეღიმა ელის.-მოკლედ დღეს თათბირი გვქონდა რა.ახალ პროექტზე ვსაუბრობდით და იცი ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი?
-ვინ?-დაინტერესდა ნიკა.
-ის ვაჟბატონი-სახეზე წამოწითლდა ელიზა.-ნუ მამამისის კომპნია რა.
-არ არსებობს-გაბრაზდა ნიკაც.-ეგ უნამუსო,ძალით ჩალიჩობს ხო ეგეთებს?
-ხო მეც ეგ ვიფიქრე-დაეთანხმა მეგობარს ელი-აუ პროსტა რო იცოდე რა დამემართა.მამაჩემი მოვატყუე თავი მტკივათქო და წამოვედი.
-წარმომიდგენია-მუშტი შეკრა ნიკუშამ.-და მერამდენედ.მად იდიოტის გამო რამდენჯერ უნდა ჩავარდე ეგეთ მდგომარეობაში?!
-ყველაფრისთვის პასუხს აგებს.
-რა თქმა უნდა,ერთი დღე ისე დავასისხლიანებ.
-ნიკუშ,კაი რაა.მე სხვა რაღაც ვიგულისხმე-ხელი ხელზე დაადო ნიკას.
-ყოველგვარ საზღვარს გაცდა უკვე შენთავს ვფიცავარ-ხელზე აკოცა ელის.-რაღაცეები დაავიწყდა მგონი და უნდა შევახსენო.
-ანუ.ნიკუშ,გთხოვ რა-ანერვიულდა ელიზა.
-მოკლედ შენ არ ინერვიულო-დაამშვიდა მეგობარი-წამო,წავიდეთ.
-სად წავიდეთ?-ჰკითხა ელიზაბეტმა.
-სახლში წაგიყვან,მართლა დაისვენე ცოტა-უპასუხა ნიკამ და ხელი მხარზე გადახვია.
საჭესთან ნიკუშა დაჯდა.ელი სახლში მიიყვანა და შუბლზე კოცნით დაემშვიდობა.ის მართლაც დაღლილი იყო,ამიტომ დილამდე მშვიდად ეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent