ბარიერი. -9-
რომ გითხრათ, ამ დღეებმა სწრაფად გაირბინეს მეთქი მოგატყუებთ. ეს ორი კვირა ჯოჯოხეთად მექცა, წუთები საუკუნეებად გაიწელნენ.. მკლავს ეს მონატრება, რომელიც დღითი დღე ძლიერდება და სულს მიწვავს. ყველაფერს შავი ფერებით ვხედავ, ძნელია იცოცხლო როცა ცხოვრებაში ერთ ნათელ ფერსაც ვერ ამჩნევ.. როგორც იქნა ლენუკას გამოცდებმა ჩაიარეს.. -კარგად დავისვენებთ. -ღრმად ამოვისუნთქე და გაღიმებულმა გადავხედე ნათლულს. -მიხარია, რომ იღიმი. -ბედნიერმა აღნიშნა ლენუკამ. -მაპატიე, უბრალოდ რთული პერიოდი მაქვს.. -მესმის, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. - გაოცებულმა გავხედე, ასე გაზრდა როდის მოასწრო? სასტუმროში უკვე დავბინავდით, მოვწესრიგდით და საღამოს რესტორანში წავედით სავახშმოდ. გემრიელი კერძები და ერთი ბოთლი წითელი ღვინო შევუკვეთე. -რის წვენს დალევ? -გავხედე ნათლულს. -მეც ღვინოს დავლევ. -თვალი ჩამიკრა ლენუკამ, თვალები გამიფართოვდა და პირი დავაღე. -18 წლის ვარ უკვე! -ისევ პატარა მგონიხარ. -გამეცინა და მიმტანს თავი დავუქნიე, იმის ნიშნად რომ მეტი არაფერი გვინდოდა. -აღარ ვარ პატარა და შეგიძლია ყველაფერი გამიზიარო. -სახეზე ეწერა, რომ ჩემგან გულის გადაშლას ელოდა. -შენც შეგიძლია ყველაფერი მომიყვე, ანეტას არაფერს ვეტყვი. -გავუღიმე ნათლულს. -მე შეყვარებული მყავს. -მითხრა ლაღად. -სხვათაშორის, ბათუმშია და მინდა გაგაცნო, თან გაგამხიარულებთ. ძალიან გამეხარდა გოგონას ასეთი გახსნილობა, ანუ მენდობა და ნათლიის გარდა მეგობრადაც მთვლის. -დაურეკე და მოვიდეს. - ლენუკას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. -მადლობა. -ბედნიერმა მითხრა და შეყვარებულს გახარებულმა ამცნო ჩვენი რესტორნის მისამართი, რომ მოსულიყო. -გიყვარს? -გავხედე და სასმელი მოვსვი. -ძალიან! უკვე ორი წელია ერთად ვართ, იცი რა საყვარელია? მართალია, ცოტა უფროსია ჩემზე, მაგრამ თითქმის ერთნაირები ვართ და ასაკი ხელს არ გვიშლის. - მომაყარა ნათლულმა, ისეთი აღფრთოვანებით მიყვებოდა ამ ყველაფერს, სახეზე ეწერა როგორი შეყვარებული იყო. -რამდენის არის? -23ის. -გამიღიმა და კერძის დაგემოვნება დაიწყო. -5 წელი არაფერია. -სევდიანად გავუღიმე და ისევ სასმელი მოვსვი. ასაკის თემას, რომ შეეხო გულზე რაღაცნაირად მომხვდა.. -გაუფრთხილდი იცოდე. -მინდა, რომ შენც მომიყვე.. -უცებ მითხრა გოგონამ. -რა? -ვითომ ვერ მივხვდი რაზე მითხრა. -რაც გაწუხებს.. 2 კვირაა გიყურებ და ვიცი, რომ ცუდად ხარ. ძალიან გიყვარს? -ენა გადამეყლაპა, ვუყურებდი ჩემ თვალწინ გაზრდილ ბავშვს და მართლა ვერ ვხვდებოდი, ასე როგორ მოხდა? გუშინ ბავშვის საფენებს ვუცვლიდით მე და ანეტა, დღეს კი ერთმანეთის გულის ტკივილს ან სიხარუსლ ვუზიარებდით ერთმანეთს. -მე.. მე.. -ვერაფერი ვთქვი და სასმელი ბოლომდე ჩავცალე. ამ დროს ლენუკას შეყვარებულიც მოვიდა, გულზე მომეშვა, გადამარჩინა. უკვე მომწონს! -ტაისია, გაიცანი ეს ჩემი ამიკოა. - ბიჭის გვერდით დადგა და გამიღიმა. არა, კარგი გემოვნება დამინათლებია აშკარად, ძალიან სიმპატიურია და საოცრად უხდებიან ერთმანეთს. ამიკო ზრდილობიანად მომესალმა და ისევ მაგიდას მივუსხედით. რა სასაცილოა, რამოდენიმე კვირის წინ მისი ასაკის ბიჭს ვხდებოდი, ირონიულად ჩამეღიმა და მოსიყვარულე წყვილს გავხედე. გაცნობამ სასიამოვნოდ ჩაიარა. -სწავლობ? -ვკითხე ბიჭს. -არა, შარშან დავამთავრე. მე და ჩემი ძმაკაცი სამშენებლო ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. -მითხრა და გამიღიმა. -მოკლედ, ერთი სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ. -გამეცინა და ჭიქა ავიღე. - თუ რამე დაგჭირდეთ, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. -თვალი ჩავუკარი ბიჭს და ლენუკას გადავხედე. -ლენუკა გავზარდოთ კარგ არქიტექტორად. -გაეცინა ბიჭსაც და გოგონას ხელი გადახვია. -აუცილებლად. -გვიან კლუბში წავიდეთ, არ გინდათ? -შემოგვთავაზა ბიჭმა. გულიანად გადავიკისკისე.. -თქვენ წადით, რა დროს ჩემი კლუბებია. -კარგი რა, ტაისია! ჩვენ აქ გასართობად ჩამოვედით. -წარბი ამიწია ნათლულმა. -ახლა შენ განტვირთვა გჭირდება. ისე ლაპარაკობ თითქოს 36 წელი ცხოვრების დასასრული იყოს. 36 წელი არა, მაგრამ ჩემი ცხოვრება მართლა დასრულებულია.. გავიფიქრე. -კარგი, წამოვალ. -ძალით გავუღიმე ნათლულს. არ მინდა ვაწყენინო და დასვენება ჩავუშხამო. -ძალიან კარგი. -ამაყი სახით წამოჯდა გოგონა და ჭიქა აიღო ხელში. -მოდი ჩვენი საუკეთესო დასვენების დასაწყისს გაუმარჯოს. -36 წელი აღარ გამაგონოთ, ბევრ თინეიჯერ გოგოს ჯობიხართ და გპირდებით ჩვენზე არანაკლებად გაერთობით. - ჭიქა აიღო ამიკომაც და ლენუკას მიუჭახუნა. -შენ კი ეს თქვენობითი ფორმა აღარ გამაგონო, თორემ თავი მართლა მოხუცი მგონია. -სამივეს გაგვეცინა და სასმელი დავლიეთ. რესტორნიდან პირდაპირ კლუბში წავედით, სადაც ამიკოს ძმაკაცი გველოდებოდა. -გაიცანი, ეს ლენუკას დაქალი ტაისიაა. -უთხრა ამიკომ მის ძმაკაცს, რაზეც გაოცებულმა ლენუკას გავხედე. -აგვყევი თამაშში. -გადმომიჩურჩულა ნათლულმა. ეს ბავშვები მე თავის ჭკუაზე გადამიყვანენ, გულში გამეცინა და ამიკოს ძმაკაცს გაღიმებულმა გავხედე. ესეც ძალიან სიმპატიურია და ამიკოსავით სასიამოვნო ბიჭი ჩანს. რამდენი წელია კლუბში აღარ ვყოფილვარ, მაგიდას მივუსხედით და სხვადასხვა კოქტეილები შევუკვეთეთ. რადგანაც მანამდე ღვინოს სვამდით, ალკოჰოლი უფრო მარტივად მოგვეკიდა. ბავშვები ძალიან სასაცილო ისტორიებს იხსენებდნე, რამოდენიმეჯერ ლამის წამომცდა ჩემს ახალგაზრდობაში მეთქი. ლაშა ზედმეტად დიდ ყურადღებას მაქცევდა, მივხვდი რომ მოვეწონე. რა თქმა უნდა, ეს არც ამიკოს და ლენუკას გამორჩენიათ და ბევრჯერ შევამჩნიე როგორ იავებდნენ სიცილს, ლაშას დამოკიდებულებაზე ჩემ მიმართ. იმ ღამეს 18 წლის ტაისია ვიყავი, ძალიან გავერთე.. საერთოდ დამავიწყდა ჩემი პრობლემები. არ ვნანობ რომ ბავშვების შეთავაზებას დავთანხმდი. დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, ლენუკას უკვე ეღვიძა და ჩიტივით დაბარბაცებდა. -ცუდად ხარ? -გაეცინა ლენუკას. -ხო, მართლა 18 წლის კი არ ვარ. ვეღარ უძლებს ჩემი ორგანიზმი ამდენს. -გამეცინა მეც. -ლაშამ დამირეკა, დღესაც ხომ წამოვა ტაისიაო. -გადაიკისკისა გოგონამ. -არანორმალურები ხართ, მგონი მოვეწონე. სიმართლე უთხარით. -აუ ცოტახანი არა რა. ძალიან ვერთობით, ერთი სიამოვნება იქნება ლაშას სახის დანახვა შენს ასაკს რომ გაიგებს. - არა რა, ხომ გეუბნებით ეს ბავშვები თავის ჭკუაზე გადამიყვანენთქო. -კარგი, მაგრამ როგორც კი შევამჩნევ რომ ძალიან შეტოპა, იცოდეთ სიმართლეს ვეუბნები. -შევთანხმდით. -ნიშნისმოგებით მითხრა ნათლულმა და აბაზანაში გავიდა. ზღვა, კაფეები, რესტორნები და კლუბები ყოველდღიურობაში გადაგვეზარდა. თავი მართლა თინეიჯერი მეგონა, მოწყენის საშუალებას არ მაძლევდნენ ლენუკა, ამიკო და ლაშა. მე და ლაშაც დავმეგობრდით, მივახვედრე, რომ სხვა ურთიერთობა გამორიცხული იყო, ამიტომ ისიც დანებდა. ერთ დღეს ბიჭებს თბილისში დაბრუნება მოუწიათ და საღამომდე ვერ ჩამოვიდოდნენ, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ნომერში დაგვესვენა. ყავით ხელში აივანზე ვიჯექი ჩაფიქრებული.. ისევ გამახსენდა მაქსიმე და წარსულის მოგონებებში გადავვარდი. გიჟივით ვიღიმოდი ჩემთვის, სასიამოვნო მოგონებების გახსენებისას. ერთი თვეა არ მინახავს, ამ მონატრებას უკვე მონატრება აღარ ერქვა. რაღაც სხვა არის, უფრო ძლიერი, შესაფერისს სიტყვას ვერ მოვუძებნი. -ახლა მაინც მომიყევი, რა გჭირს. -გვერდით მომიჯდა ლენუკა. -პირადი ცხოვრება ამერია.. ისევ. -სევდიანად გავხედე გოგონას და სიგარეტს მოვუკიდე. -გიღალატა? - მკითხა ნათლულმა. -არა.. -არ ვიცი როგორ ვუთხრა დაშორების მიზეზი, გამიგებს კი? -აბა რა მოხდა? -ჩემზე ბევრად პატარა აღმოჩნდა. -ამოვიქვენეშე და სიგარეტს ღრმა ნაპასი დავარტყი. -მაინც რამდენით? -ჩამეკითხა გოგონა. -12 წლით. -ამიკოს ასაკის იყო? -გაეცინა ლენუკას. -რა გაცინებს? -გამეღიმა მეც. -თუ კარგი სიყვარული გქონდათ, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? -თავიდანვე დამიმალა და ტყუილი ვერ ვაპატიე. ყველაფერთან ერთად სესილიას შვილი აღმოჩნდა. -რა? იმ სესილიას? -თვალები გაუფართოვდა გოგონას. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -სერიალია ჩვეულებრივი. -გაეცინა ლენუკას. -ხო, ყველაფერი სასწაული მე უნდა დამემართოს. -მომიყევი რა თქვენს ურთიერთობაზე. -ინტერესით შემომხედა ნათლულმა, მეც გამეღიმა და ყველაფერი სასიამოვნოდ გავიხსენე. -ჰა ჰა, როგორ გაწვალებდა თავიდან. ძალიან საყვარელია.. -ხალისიანად მითხრა გოგონამ. -არ უნდა დაშორებულიყავი, ჩემი აზრით უმნიშვნელო ტყუილი იყო. სესილიასაც მოევლებოდა.. ასაკს რაც შეეხება, მერე რა მოხდა. დემი მური 15 წლით უფროსი იყო ეშტონზე, მადონასაც ჩემი ტოლი შეყვარებული ყავს. გამეცინა, როგორ მარტივად უყურებენ დღევანდელი ახალგაზრდები ყველაფერს. -უნდა შერიგდეთ! -ბოლოს გადამიწყვიტა ნათლულმა და მის ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. -წამოდი ჩავიცვათ, ბიჭები ჩამოვიდნენ და კლუბში მივდივართ. -დღეს რომ არ წამოვიდე? -შევევედრე ნათლულს. -რაზე შევთანხმდით? -დონიჯშემორტყმული დამიდგა წინ. -კარგი, კარგი.. -ხელები ავწიე დანებების ნიშნად და მოსაწესრიგებლად ნომერში შევედით. კლუბში უკვე დიდი ხნის მისულები ვიყავით, ალკოჰოლით საკმარისად მიღებული გვქონდა. ამიკოს მოყოლილ ანეგდოტზე გიჟებივით ვიცინოდით, როდესაც.. -ეე, დავიჯერო ახლა ჩვენკენ მაქსიმე მოემართება? საქართველოშია? -ჩემ უკან იყურებოდა.. ზურგით ვიჯექი, ამის გაგონებაზე სიცილი სახეზე შემახმა და სახე ამელეწა. სხვა მაქსიმეა, სხვა მაქსიმეა.. შეტრიალება ვერ გავბედე, გახევებული ვიჯექი და დაველოდე „ჩემს განაჩენს“. --------------- ბავშვებო, მე კი ვიცი რა ბედიც ელით ტაისიას და მაქსიმეს, მაგრამ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ :) პ.ს. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შეფასებებისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.