შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [14]


29-08-2015, 21:28
ავტორი lisebeth
ნანახია 3 264

მარი შესინებული იყო. ნინიმ თამუნას დაურეკა და ის იყო ყველაფერი უნდა ეთქვა,რომ ელენე უკან მობრუნდა რაღაც დამრჩაო და უჯრებში ქექვა დაიწყო. ნინიმარ სეიმჩნია ვისაც ელაპარაკებოდა და მხოლოდ ის უთხრა შენი ნახვა მინდაო.
-ნინი მანდ ვინმე გისმენს და ამიტომ დაიბენი ?
-ჰო...
-საქმე ელენეს ეხება?
-კი..._ნინიმ თვალი გააპარა ელენესკენ ,რომელიც ყურადღებას არ აქცევდა და ისევ რაღაცას ეძებდა.
-მძღოლს გამოგიგზავნი და ჩემთან წამოდი კარგი? დედაშენს მე ვეტყვი ,რომ საქმე მაქვს...
-კარგი...
-ვინ იყო? _ იკითხა ელენემ
-არავინ მე უნდა გავიდე და მალე მოვალ. კარგი?
-სად მიდიხარ?
-მერე გეტყვით
მარის არაფერი უთქვამს. ნინიმ ტანზე გამოცვლა დაიწყო.
-აი ისიც ჩემი ქიმიის რვეული _ააფრიალა ელენემ და ხტუნვა-ხტუნვით გავიდა გარეთ.
-ნინი დარწმუნებული ხარ ,რომ სწორად იქცევი? ელენე ამ ბოლო დროს ისედაც არ გვენდობა და ამის მერე საერთოდ არ შეგვიძულოს...
-გოგო მაგას იმიტომ ვაკეთებ ,რომ მისთვის კარგი მინდა. თუ ცუდი არაფერი ხდება დედამისს ვერ გაუმხილა? გოგონები დედებს იმიტომ ვუმხელთ ,რომ მათგან რჩევა და დარიგება მოვისმინოთ. ის დედას კი არა ჩვენც კი გვიმალავს ხვდები? საუკეთესო მეგობრები ვართ და მიუხედავად ამისა არაფერს გვეუბნება...ეს მაფიქრებინებს რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა.
-არ ვიცი....
-გია ბიზიამ თვიტონ ,რომ გაიგოს ეგ ამბავი წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება... სჯობს თამუნამ ისე მოაგვაროს ,რომ არ გახმაურდეს ...
-გია ბიძიას ,რომ უთხრას?
-არ ეტყვის სულელი ხომ არაა?
-კარგი როგორც გინდა. მე არ წამოვიდე?
-შენ აქ იყავი და ელენეს ყურადრება მიაქციე. მგონი ვერცაა მის ჭკუაზე
ამ დროს ისევ ელენეს აიპედი აწრიპპინდა.
-აი ხედავ? ამას ვიძახი. 24 საათი მოსვენებას არ აძლევს და ამასთან არავის არაფერს უმხელს . შენი აზრით ეს ნორმალურია? გოგონებს შეყვარებულები ,რომ ჰყავთ მეგობრებს ყოველთვის უმხელენ. ასეთი ვინაა ,რომ ჩვენც კი არ გვენდობა?
-ეგ ნამდვილად უცნაურია...
-თუ არასწორად მოქცევაზე მიდგება საქმე არც ელენე იქცევა სწორად ამდენი ხნის მეგობრებს ,რომ გვატყუებს თითქოს არავინ ვიყოთ...არ ვიმსახურებთ მისგან ,რომ გვითხრას სიმართლე?
-მართალი ხარ. იცოდე შეეცადე თამუნას ცოტა რბილ ფორმებში მოუყვე ...
ნინიმ კარი გაიკეტა და წავიდა. მარი მოწყენილი დაენარცხა საწოლზე და თავი ხელებში ჩარგო.
ელენე დერეფანში მიდიოდა და თან ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. დაჩიმ რამდენჯერმე მიაძახა ,მაგრამ ვერ გააგონა. მერე წამოეწია და მოაბრუნა.
-რამდენი ხანია გეძახი ელე...
-რა გინდა?
-ასე რატომ მელაპარაკები?
-იმიტომ...
-დიანას გამო?
-ისედაც იცი ხომ ხედავ?
-ვერ გავიგე თქვენ რა გაწუხებთ?
-რას ქვია რა გვაწუხებს. იმ გოგოსთან ყოველთვის პრობლემები გვქონდა ...მოულოდნელად კი მასთან რომანი გააბი. თანაც იცი რა გრძნობები აქვს მარის შენს მიმართ. შენი აზრით საკმარისი მიზეზი არაა იმისთვის ,რომ ასე გელაპარაკო?
-მე არასოდეს მითქვამს მარისთვის ,რომ მის მიმართ გრძნობები გქონდა . ვერ გავიგე რა სისულელეზე მელაპარაკები საერთოდ? თავი დამნაშავედ უნდა ვიგრძნო იმის გამო ,რომ დასავით ვუყურებ? და საერთოდ თქვენგან ამას ვიმსახურებ? ისე მექცევით თიტქოს არ ვარსებობ...
-არა მასე შენ იქცევი თითქოს ჩვენ აღარ ვარსებობდეთ...
-საკმარისია ისედაც იცით,რომ დაკავებული ვარ ამ წყეული ოლიმპიადის გამო...თუ ესეც თქვენთან უნდა შემეტანხმებია?
-მაპატიე უნდა წავიდე და ექსტერნ გამოცდებზე დავრეგისტრირდე. მეჩქარება...შენც ალბათ უკვე გელოდება ის ქალბატონი.
-რათქმაუნდა მელოდება_ არ დააკლო არც დაჩიმ და ცივად მოშორდა.
მეგობრების ჩხუბი არც გარშემომყოფებს გამოპარვიათ მით უფრო ,რომ მათგან ეს სკოლაში არასდროს არავის გაუგია. ყველამ თვალი გააყოლა გაქცეულ დაჩის.
ნინი კარგა ხანს იდგა სკოლასთან და მძღოლს ელოდებოდა. ირაკლიმ დიდხანს უყურა ზემოდან და ბოლოს ქვემოთ ცავიდა.
-შენს მშობლებს ჯერ არ გაუგიათ,რომ სკოლის დღეებში აქაურობის დატოვების უფლება არ გაქვს?
-შენ არავინ გეკითხება
- როგორ მიბედავ ასე უხესობას?_მაჯასი სტაცა ხელი კაცმა
-სკოლის გარეთ შენ არც ჩემი მასწავლებელი ხარ და არც ჩემი უფროსი. სადაც მინდა იქ წავალ მით უფრო როცა ამის უფლებას მშობლები მაძლევენ. შენ არავინ ხარ მიმითითო სად წავიდე და სად არა.
-როგორც ჩანს აღარ მოგაკითხავენ. უკვე ერთი საათია ელოდები._ თავისკენ მოქაჩა კაცმა.
-უკვე მოვიდნენ_ დაანახა გზაზე მანქანა
-როგორც ყოველთვის ახლაც გაგიმართლა ,მაგრამ სულ ასე არ იქნება.
დაბურული მანქანიდან მძღოლმა მინა ჩამოწია და გოგონას მიესალმა.
-რამე პრობლემაა ნინი?_მოაძახა ახალგაზრდა კაცმა
-არანაირი ... შეგვიძლია წავიდეთ.
გოგონა მანქანაში ჩახტა და მალევე თვალს მიეფარა
თამუნამ ის ის იყო გია გააცილა და მსახურს ყავის მოტანა სთხოვა,რომ ნინიც შემოვარდა სახლში. თამუნა ხელგაშლილი მიეგება და გადაკოცნა.
-ბევრი დრო არ მაქვს. ხვალისთვის უნდა ვიმეცადინო...
-შემაშინე სიმართლე გითხრა ნინი
-მაპატიე...
-მითხარი რა ხდება...მოდი ჩემთან ერთად ყავა დალიე
თამუნამ კიდევ ერთი ფინჯანი ყავა მოატანინა მსახურს.
-აბა მითხარი რა ხდება...
-ჯერ დაიფიცე ,რომ არ გადაირევი და ბოლომდე მომისმენ....ბოლომდე არც მე ვარ დარწმუნებული იმასი რაც ხდება მაგრამ არ მინდა რამე ცუდი მოხდეს და ამიტომაც გეუბნები შენ...
-მაშინებ....
-დაიფიცე...ელენე დაიფიცე ,რომ მშვიდად მიუდგები ამ საქმეს
-ისე როგორ დავიფიცო როცა არ ვიცი რა ხდება...
-მასინ არაფერს გეტყვი...
-გეფიცები...ელენეს გეფიცები ბოლომდე მოგისმენ და მშვიდად მივიღებ...
-ელენე ძალიან შეიცვალა. მე და მარის აღარ გვენდობა. სულ აგრესიულია და სულ გვეჩხუბება. ცდილობს ყველაფერზე შარი მონახოს. აღარ გვენდობა თამუნა...
-არ მეგონა თუ ერთმანეთთან პრობლემა გქონდათ
-უკვე დიდი ხანია...აღარც ვიცი რა ხდება...უცებ მობრუნდება და უცებ ისევ მტრულად გვიყურებს....
-რა ხდება? თუ თქვენთან ასე იქცევა ესეიგი რამე ცუდი ხდება ხომ? და თუ ჩემთან მოდი ესეიგი სერიოზულადაა საქმე...
- არ ვიცი თამუნა რა გითხრა ... ან როგორ გითხრა...რამდენიმე დღეა რაც შევამჩნიე ,რომ ელენე ტელეფონს მიეჯაჭვა ... სულ ტელეფონზე წერს ვიღაცას ...ან სულ ფეისბუქზეა
-მაგით რისი თქმა გინდა?
-ვფიქრობ ,რომ ვიღაც ბიჭს ხვდება...
ნინიმ დაინახა როგორ ელვის სისწრაფით ეცვალა სახე თამუნას .
-რაა? გაგიჟდი გოგო ?
-რომ არ მქონდეს ამის თქმის საფუზველი გგონია აქ მოვიდოდი?
-ვინააა?
-არ ვიცი
-ეჭვი ვინმეზე გაქვს?
-წარმოდგენა არ მაქვს... არ გეგონოს ,რომ მაბეზღარა და ცუდი მეგობარი ვარ მაგრამ ვხვდები ,რომ რაღაც ისე ვერაა და ამიტომაც მოვედი შენთან. მთელი გულით მინდა ვცდებოდე და თუ მართლა მოსწონს ვინმე ნორმალური იყოს ,მაგრამ ...რათომღაც მგონია ის ვისაც ხვდება...
-რა? რაზე მიმანიშნებ ?
-გავიგონე როგორ უთხრა მე შენ ნაზირალა არ მგონიხარო... ლამის შევიშალე ეს სიტყვა ,რომ გავიგე... რატომ არ გვიმხელს ან მე ან მარის? ჩვენ ხომ მისი საუკეტესო მეგობრები ვართ? თუ შეშფოთების მიზეზი არ არსებსებობს რატომ გვატყუებს ჩვენ მის საუკეთესო მეგობრებს? აქამდე არასდროს მოვუტყუებივართ ... ელოდი ,რომ ამას იზამდა?
-არა რათქმაუნდა ... გაოგნებული ვარ ნინი...ამწამს არც კი ვიცი რა მოვიმოქმედო ..._თამუნა სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-დაელაპარაკე ..თბილად და წყნარად. უთხარი რომ მისი გესმის და რავიცი ... უნდა გავიგოთ ვინაა. უთხარი ,რომ მისი გაცნობა გინდა ან რამე ... არ მინდა ვინმემ მოატყუოს . ხომ იცი როგორ მიყვარს?
-გიას...
-არა არავითარ შემთხვევაში გიას არ უთხრა ...თამუნა შენთან იმიტომ მოვედი ,რომ მინდა გია ბიძიამდე ეს ამბავი შენ მოაგვარო...როგორც დედამ დაელაპარაკო და გაარკვიო რა ხდება. ხომ იცი ,რომ ადრე თუ გვიან გია ბიძია ამას გაიგებს და კარგი არ მოხდება...ეს რომ თავიდან ავიცილოთ ამიტომ მოვედი შენთან. გთხოვ მშვიდად მიუდექი ამ საქმეს.
თამუნამ საათზე დაიხედა. უკვე ექვსი ხდებოდა. ტელეფონი ამოიღო და თემურს დაურეკა.
-ქალბატონო თამუნა ამ დროს რამ შეგაწუხათ?
-ხვალ დილით ელენე უნდა წავიყვანო.
-მგონი ძალიან ხსირად გაგყავტ ბავსვები სკოლიდან. ეს ჩვენი განაწესით აკრძალულია.
-ეს აუცილებელი ,რომ არ იყოს არ გთხოვდით.
-გასაგებია ,მაგრამ....
-დილით მძღოლს გამოვგზავნი.
-რათქმაუნდა.
კაცმა უსიამოვნოდ გათიშა ტელეფონი. როგორც ყოველთვის მისი სიტყვა არაფრად ჩააგდეს. თამუნამ ნინი მანქანამდე მიაცილა
-ნინი დამშვიდდი ვეცდები ყველაფერი მოვაგვარო. გმადლობ ,რომ მენდე და სიმართლე მითხარი. ნამდვილი მეგობარი ხარ..._თამუნამ შუბლზე აკოცა გოგონას და გადაეხვია
- გთხოვ არ უთხრა რომ მე გითხარი და არ ეჩხუბო. მშვიდად ელაპარაკე.
-კარგი...გპირდები...
-გამაგებინე რას გეტყვის კარგი ?
-აუცილებლად.
ნინი სკოლასი ,რომ მივიდა უკვე შვიდი ხდებოდა. ელენე და მარი ჯერ ისევ იმ იმ ქიმიას წერდა ,რომელიც წასვლამდე მოიძებნა. მარი ცდილობდა დახმარებოდა,მაგრამ როგორც კი ნინი შემოვიდა ყურადღება გაეფანტა.
-ნინი სად იყავი ?_იკითხა ელენემ
-გარეთ
-ამ ქიმიას ვერაფერი გავუგე _მოიღუშა გოგონა. მარიმ თვალებით ანიშნა რა ქენიო და ნინიმაც თავი დაუქნია.
-იცით? უკვე დავწერე განცხადება ექსტერნად ჩაბარებაზე _გაიცინა ელენემ. გოგონები მოღუშული იყვნენ ,მაგრამ მაინც გამოხატეს სიხარული.
ელენე ოთახიდან მალევე გავიდა და გვიანობდამდე არ მოსულა. გოგონები ისედაც მიხვდნენ რა ხდებოდა. კიბის ქვეშ იჯდა და სკაიპში რატისტან საუბრობდა. მერე უკან დაბრუნდა და დაიძინა. მარის და ნინის არ შეუმჩნევიათ რომ ეღვიძათ.
დილით თემურთან მყოფმა მასწავლებლებმა მალევე დატოვეს ოთახი. თემურმა ნანას დავალება მისცა.
-ნანა დღეს ჯავახიშვილი დედამისს მიჰყავს და უთხარი ,რომ არები არ დასწერონ
-სამშაბათს?
-კი წუხელ დამირეკა აუცილებლად უნდა წავიყვანოო. წადი უთხარი გაემზადოს
ნანა გარეთ გამოვიდა და ირაკლი შეეფეთა.
-რამ გაგაბრაზა?
-შეგიძლია დამეხმარო ?
-რა მოხდა?
-გთხოვ ჯავახიშვილს უთხარი მოემზადოს დღეს სახლში მიდის
-ამ შუა კვირას? წესები მაგათთვის არ არსებობს?
-თუ მეხმარები დამეხმარე რა?
-კარგი წავალ და ვეტყვი ...
ელენე უკვე ოთახს უახლოვდებოდა ირაკლიმ ,რომ გამოუცხადა სახლში მიდიხარო. თავიდან შეეშინდა რამე ხომ არ მოხდაო ,მაგრამ მერე არ შეიმჩნია.
-კარგი წავალ მოვემზადები.
-დირექტორმა თქვა ,რომ მზროლი უკვე გელოდება...
-ცოტას კიდევ დამელოდება...მიჩვეულია ,რომ უნდა მელოდოს.
გოგონა მალევე გაქრა იქედან. ირაკლი აიმრიზა ,მაგრამ არაფერი უთქვამს.
დაახლოებით ერთ საათში ელენე უკვე სახლში იყო. კიბეები აირბინა და თან დედას ეძახდა. ქალი უკვე მის ოთახში ფანჯარასთან იდგა და ისე ელოდა. შვილი,რომ დაინახა გაუღიმა და მიესალმა.
-დედა მოხდა რამე?
-არა შენთან საუბარი მინდა_გაუღიმა დედამ
-მამა ხომ კარგადაა?
-ჰო უკვე წავიდა ოფისში
-შემეშინდა...რა არ ვიფიქრე...
-შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს და დილით ამიტომ მოგიყვანე. არ მინდა მამამ გაიგოს.
-რა მოხდა?_ გოგონას გულმა ცუდი უგრძნო
-ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო და მე არასდროს არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც გავნებს?
-ჰო დედა რათქმაუნდა...
-მოდი ჩამოჯექი_ქალმა ხელი მოხვია და საწოლზე ჩამოსვა.მერე სკამი მოაჩოჩა და წინ დაუჯდა.
-მაშინებ დედა...
-მითხარი ვის ემესიჯები...
-რაა?_სახე ეცვალა ელენეს და სულ გაფითრდა_ვინ გითხრა?
-მე ყველაფერი ვიცი და სჯობს შენ თვითონ მითხრა ყველაფერი. ხომ ხედავ შენს წინ მშვიდად ვზივარ. არც გეჩხუბები და არც არაფერს გერჩი...უბრალოდ მენდე და მითხარი ვის ემესიჯები ...ვინ არის ის ბიჭი?

ელენეს გაურკვევლობა გამოეხატა სახეზე და ადგომა სცადა ,მაგრამ თამუნამ არ გაუშვა.



___________
დაგვიანებული თავი
ბოდიში ყველას სოფელში ვიყავი და დადება ვერ მოვახერხე
იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი Gvanca

Dzalian magariaa ertii sulii makvs shemdegii rofis daideba

 


№2  offline წევრი Thamo :)

zalia kargiii iyoooo ❤❤❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი yvavi

ელენეს მაგივრად მეშლება ნერვები რაა .-.
კარგია კარგად წერ:/

 


№4  offline წევრი lisebeth

ჩემი აზრთ ნინი სწორად მოიქცა...სჯობს გია სანამ გაიგებს ეგ ამბავი მანამდე მოაგვარონ ...რატქმაუნდა ნინის გადმოსახედიდან და არა მკიტხველის ,რომელმაც იცის ,რომ ცუდი არაფერი ხდება

 


№5  offline წევრი mariko_2001

ელენე მეცოდება მაგრამ ნინიც მართალი იყო ოღონდ ყურადღება ცოტა სხვა ვინმეზეც გადაიტანეე თორე ესე უკვე უინტერესო ხდებააა აი თავიდან რო დაიწყეე ბევრად საინტერესო იყო და ძაან გამიხარდა რო დავიწყე კითხვა ეხა აღარ არის ასე საინტერესო და გთხოოვ რა გამოასწორე ძაან შემიყვარდა ეს ისტორიაა

 


№6  offline წევრი lisebeth

mariko_2001
ელენე მეცოდება მაგრამ ნინიც მართალი იყო ოღონდ ყურადღება ცოტა სხვა ვინმეზეც გადაიტანეე თორე ესე უკვე უინტერესო ხდებააა აი თავიდან რო დაიწყეე ბევრად საინტერესო იყო და ძაან გამიხარდა რო დავიწყე კითხვა ეხა აღარ არის ასე საინტერესო და გთხოოვ რა გამოასწორე ძაან შემიყვარდა ეს ისტორიაა

ყველაზეა ყურადღება გამახვილებული მართალია სხვადასხვა დოზით მაგრამ მაინც

 


№7  offline წევრი mariko_2001

lisebeth
mariko_2001
ელენე მეცოდება მაგრამ ნინიც მართალი იყო ოღონდ ყურადღება ცოტა სხვა ვინმეზეც გადაიტანეე თორე ესე უკვე უინტერესო ხდებააა აი თავიდან რო დაიწყეე ბევრად საინტერესო იყო და ძაან გამიხარდა რო დავიწყე კითხვა ეხა აღარ არის ასე საინტერესო და გთხოოვ რა გამოასწორე ძაან შემიყვარდა ეს ისტორიაა

ყველაზეა ყურადღება გამახვილებული მართალია სხვადასხვა დოზით მაგრამ მაინც

ვიცი მაგრამ მაინც მაკლია დაჩი და მარი და ნინი დაა მისი შეყვარებულიიი საყვარლებიი იმედია რატიც მალე დაბრუნდებაა

 


№8  offline წევრი nini :)

კარგი იყო მაგრამ მალე დადე შემდეგი თავი მარის არ ეტყვიან რომ ელენეს დაა? მალე უთხრან რა დავიტანჯე ამ გოგოს ცოდვით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent