შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

{10}-{11} ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...


30-08-2015, 19:20
ავტორი Anonymous^^
ნანახია 2 148

{10}
ნიკუშამ მობილური ამოიღო და გიორგის დაურეკა.
-ვა,ნიკუშ,სად დაიკარგე?
-რავი,გიო,ძმა,რას საქმიანობ?-ჰკითხა მეგობარს ნიკამ.
-ისეთს არაფერს,სახლში ვარ.რა იყო?-დაინტერესდა ის.
-შენი დახმარება მინდა რა,ერთ ტიპს რაღაცეები უნდა გავახსენოთ.-აუხსნა გიორგის.
-რა პრობლემაა,ნიკუშ.
-მოკლედ,10 წუთში მანქანით გამოგივლი,დათოს და საბას შეეხმიანე.-შეუთანხმდა მეგობარს.-ძმა ხარ.
-ჩემთან არიან,გელოდებით-გაისმა გიორგის ხმა და სატელეფონო კავშირი გაწყდა.
ნიკუშა მანქანას ისე სწრაფად მართავდა 5 წუთში უკვე გიოს სახლის წინ იყო.ბიჭები გარეთ დახვდნენ.
-ვის უნდა ვასწავლოთ ჭკუა?-იკითხა დათომ.
-სანდრო დანელიას-უპასუხა ნიკამ.-არაფერი ზედმეტი.რამდენიმე სიტყვას ვეტყვი და ეგ არი.
-თუ არ ვცდები აგარაკზეა ძმაკაცებთან ერთად-საუბარში ჩაერთო საბაც.
-ნომერი იცით?-ჰკითხა ბიჭებს ნიკუშამ.
-მე ვიცი-თქვა გიორგიმ.
15 წუთში სანდროს აგარაკზე იყვნენ.ნიკუშამ მისი ნომერი აკრიფა და გადაურეკა.
-სანდრო,შენ ხარ?-მკაცრი ტონი მიიღო მან.
-კი და შენ ვინ ხარ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-ნიკა ტალახაძე.შენთან ვარ აგარაკზე.ორი წუთის საქმე მაქვს და გამოსვლას თუ იკადრებ კარგი იქნება-უთხრა სანდროს.
-და რა საქმე გაქვს?-ისევ უკან დაუბრუნა კითხვა.
-გამოხვალ თუ არა-მოთმინებას კარგავდა ნიკა.-ან გამოდი ან მე შემოვალ.
-გამოვდივარ-ცივად უპასუხა მან.
-მარტო გამოდი,პირისპირ მინდა საუბარი.მანქანაში გელოდები.-ნიკამ ყურმილი დაკიდა და ბიჭებს მიუბრუნდა-მოკლედ,როცა გამოვა უკნიდან მიეპარებით და გათოკავთ,მერე მანქანაში ჩასვამთ.თქვენ 5 წუთი გარეთ დამელოდებით.-დაარიგა მეგობრები.
-კაი,ძმაო-ისინიც დაეთანხმნენ.
სანდრო გარეთ გამოვიდა.მარტო იყო.ნიკა მანქანისკენ მომავალ შავ სილუეტს ხედავდა.დაინახა როგორ შემოერტყა გარს კიდევ სამი სილუეტი და როგორ გათოკეს.პირიც აუკრეს და ნიკას თქმით მანქანაში ჩასვეს.
-ახლა კარგად მომისმინე.ალბათ ხვდები რა საქმეც მაქვს.ელი ჩემი მეგობარი კი არა ჩემი დაა.ვინც აწყენინებს დედამიწიდან აორთქლდება.ცოცხალი რომ ხარ ელის უმადლოდე.ახლაც მხოლოდ მისი თხოვნის გამო არ გიერთიანებ ცხვირ-პირს.მგონი დაგავიწყდა ორი წლის წინ რაც მოხდა.ზუსტამ ამის შესახსენებლად მოვედი.მოკლედ,ელისგან თავი შორს დაიჭირე.შენ გამო თუ კიდევ მოწყენილს დავინახავ თქმაც არ ჭირდება რა ბედი გეწევა.მე გაგაფრთხილე.-ნიკამ ფანჯარა ჩამოწია და ბიჭებს დაუძახა.
სანდრო მანქანიდან გადაიყვანეს,სახლთან ახლოს მიიყვანეს და მხოლოდ პირი აუხსნეს...

{11}
15 წუთი გაჰყვიროდა სანდრო დანელია ძმაკაცების სახელებს.ბოლოს როგორც იქნა შეაღწია მისმა ხმამ სახლში.ბიჭები გარეთ გამოცვივდნენ და გათოკილი ძმაკაცის დანახვაზე სიცილი დაიწყეს.
-რა გაცინებთ-დაუღრიალა სანდრომ-შემხსენით.
-რა დაგემართა?-სიცილით ჰკითხა ოთომ.
-ნიკა ტალახაძე-კბილებში გამოსცრა და ჩუმი გინებაც მიაყოლა.
-ასლანიკაშვილის მეგობარი?-ხელები გაუხსნა სანდროს თემომ.-რა უნდოდა?
-შენი აზრით?-ფეხზე წამოდგა სანდრო-ელის სიხლოვეს რა დაგინახოო.
ბიჭები სახლში შევიდნენ.გაცეცხლებულმა დანელიამ მაცივრის კარი გამოგლიჯა,ლუდი გამოიღო,მიიყუდა,ნახევრამდე დაცალა და ბოთლი კედელს მიანარცხა.ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა,ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ნიკას უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა.
-კაი დაწყნარდი-ამშვიდებდა თემო-ჩვენ მოვუვლით მაგ ნაბი*ვარს.
-არ არის საჭირო-ხუთ წუთიანი სიჩუმის შემდეგ განაცხადა სანდრომ.
-რა?-გაოგნდა ოთო-ბიჭო,შენ,სანდრო დანელიას ვისაც ვერავინ ვერაფერს გიბედავს,იმ გამოქლიავებულმა რა გაგიკეთა და პასუხიც არ გინდა მოთხოვო?!
-არა-უემოციო გამომეტყველებით გახედა მეგობარს.-ეგეთი არაფერი დაუშავებია,მართალიც არის და თქვენი ხმა აღარ გავიგონო.
-ბიჭო-ჩაერთო თემოც,თუმცა სიტყვა პირზე შეაშრა.
-მიყვარს-ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ-გაიგეთ?მიყვარს...თან ვერც კი წარმოიდგენთ როგორ.აღარ მინდა ზიანი მივაყენო.ნიკას არ შეეხოთ.გასაგებია?
-გიყვარს?-გამოშტერდა ოთო-სინტერესოა სიყვარულს რას ეძახი.ორი წლის წინ მაგრად დაუმტკიცე.
-ოთო-დაიღრიალა სანდრომ და მეგობრისკენ წაიწია,მაგრამ წინ თემო აღუდგა.
-ოთო წადი-უყვირა მან.
-წადი თქვენიც.-სახლიდან გინებით გავარდა ოთო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent