სლიზერინის პრინცის ისტორია(თავი 28)
ოღონდ ეს არა და ყელაფერზე ვიყავი თანახმა.ბიჭმა საწოლთან ახლოს სკამი მოაჩოჩა და წინ დამიჯდა. დიდხანს ვიჯექით უსიტყვოდ.ის დაწყებას არ ჩქარობდა მე კი. სათქმელი არაფერი მქონდა.აქამდე არაოდეს უცდია ჩემთან დალაპარაკება,ახლა კი პირდაპირ საავადმყოფოში მომადგა. -ძალიან ლამაზი ხარ,ამიტომ არ მიკვირს ჩემ ძმას რომ შეუყვარდი.წამოიწყო ლაპარაკი ბიჭმა,ასეთ უცნაურ დაწყებას არ ველოდი,გაკვირვებული დავრჩი.მას რომ არა მე შეგიყვარებდი.ელდა მეცა.-გაგიკვირდა?აბა რა გგონია? შენნაირი გოგო ამ სკოლაში მეორე არ მინახავს.არადა ბიძაჩვენმა ამით გადმოგვიტყუა აქ.ნიკოს გაეცინა.მასაც ძმასავით მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა.მონოლოგის შემდეგ ისევ დიდხნიანი პაუზა გააკეთა და უცებ განაგრძო. -ჩემი ძმა მოგწონს?მკითხა საკმაოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. -მე და ფრანცისკო როგორმე გავარკვევთ ჩვენს ურთიერთობას,სხვების ჩარევის გარეშე.გავბრაზდი მე.არამგონია შენი დახმარება დაგვჭირდეს.უკმეხად ვუპასუხე მე. -საწყენად არ მითქვამს.უბრალოდ მაინტერესებს.მისი დამოკიდებულება შენდამი მაოცებს.მაგრამ შენ ისეთი აღტაცებული არ ჩანხარ და ეს ფაქტი არ მომწონს.ორივე გავჩუმდით.სიჩუმე საშინლად გაიწელა. -შუადღის მერე შენზე ლაპარაკობს.მერე ნერვიულობდა რამე ხომ არ უჭირს,ასე რომ მივატოვეო. მოკლედ ასე შორიდან იმიტომ ვუვლი, რომ თუ არ გიყვარს და ისევ იმ სიკვდილის მხვრელთან გაქცევას აპირებ, ახლავე შეეშვი.მისთვისაც ასე აჯობებს და შენთვისაც.ერთხელ უკვე ჰქონდა საშინელი დეპრესია,მსგავსი უაზრობის გამე.რამდენჯერმე ც სცადა,ამიტომ არ მინდა მეორედ უფრო მძიმე შედეგებით დამთავრდეს ყველაფერი. პირი გავაღე.ჩიკო და დეპრესია ვერ წარმომიდგენია, ის ხომ ყოველთვის ასეთი მხიარულია. ესეც ახალი სადარდებელი ერთი მღალატობდა და მერე უნამუსოდ მიმტკიცებდა საპირისპიროს,მეორეს კი თავდავიწყებით სიყვარული სცოდნია და თავს მოიკლავს თუ დავშორდი,უარეს შემთხვევაში. -ჩვენი საუბრის შესახებ არ უნდა გაიგოს. -არ წინა რომანზე კითხო რამე. თავი დაუქნიე. -მაგრამ იცოდე მისთვის ძვირფასი ხარ. ბიჭი წამოდგა,სიბნელეს შეერია და უამრავი საფიქრალი დამიტოვა,მაგრამ იმ ღამით ამაზე ფიქრით თავი არ შემიწუხებია. დილით ჩიკომ გამაღვიძა. -როგორ ხარ ჩემო ფისუნია?დაიჩურჩულა ბიჭმა და თავზე ხელი გადამისვა.უამრავი შოკოლადი და ნამცხვარი ჰქონდა მოტანილი,მაგრამ ჯერ ის საზიზღარი წვნიანი უნდა მეჭამა.ამის გახსენებაზე დავიჯღანე და მადამ პომფრიმაც არ დააყოვნა და წვნიანი მომაწოდა.ჩიკომ თავისი ხელით მაჭამა.მთელი დროის მანძილზე არ მასვენებდა მისი დეპრესიის ამბავი.მინდოდა როგორმე გამეგო რა მოხდა,მაგრამ ასე პირდაპირ ვერ ვკითხავდი.თან არ მინდოდა გული სტკენოდა.ბიჭმა ქურთუკი გაიხადა და საბნის ქვეშ შემოძვრა. -ცოტა ხანს დავრჩები და მერე გაკვეთილზე წავალ.მთელი ძალით მივეწებე.ბიჭს გაეცინა.გუშინდელმა მონაყოლმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.მერლინს ვფიცავ დეპრესიული ხალხის მაგნიტი ვარ. -კიდევ დიდხანს მოგიწევს აქ ყოფნა?მკითხა ბიჭმა. -არ ვიცი,მაგრამ გაკვეთილებზე ყოფნას აქ ყოფნა მირჩევნია. -კარგი ერთი.ენა გამომიყო ბიჭმა.საღამოს მოთელვითი ვარჯიში მაქვს,მაგრამ როგორც კი დამთავრდება მოვალ და მთელი ღამე შენთან დავრჩები.თბილად გამიღიმა ბიჭმა და განაგრძო.-ამ საღამოს ყინვა იქნება.თბილად ჩაიცვი. ღმერთო ამდენი მზრყნველობა თავში ამივარდება.ბიჭს გაეცინა. როგრომე უნდა შემეპარებინა და გამეგო ის ამბავი. -ბევრი გოგო გყოლია?ვკითხე მხიარულად.ნეტავ საიდან მოვიტანე ეს სისულელე. -კი.მაგრამ შენ რატომ დაინტერესი? -ისე უბრალოდ.სანამ ჩამოხვიდოდი მანამდე უკვე გქონდა მექალთანის სახელი,ამიტომ ყველას აკვირვებს ჩვენი ერთად ყოფნა.ბიჭმა გამიღიმა და საწოლში კარგად მოთავსდა. -მანამდეც ვიყავი შეყვარებული,მაგრამ ცუდად დამთავრდა.კითხვის დასასმელად პირი გავაღე მაგრამ ჩიკომ შემაჩერა. -გთხოვ ამაზე არაფერი მკითხო.მკაცრად განაცხადა ბიჭმა.მე შევკრთი.მან კი ფერი დაკარგა.-მაგრამ იმედი მაქვს შენთან იგივე არ გამეორდება.მითხრა და შუბლზე ცხელი ტუჩები დამადო.მეც ავღელვდი.ალბათ რამე სერიოზული მოხდა ასე რომ ასაიდუმლოვებენ. -გაკვრთილების მერე მოთელვითი ვარჯიში გვაქვს და მერე შემოგივლი. თვალები ვჭყიტე.მალფოის ვარჯიშებზე სიარული გამახსენდა და არ მესიამოვნა.ჩიკოც მიმიხვდა. -ნუ გეშინია მართლა ვარჯიშზე მოვდივარ.თან აქ კონკურენტი არ გყავს.ენა გამომიყო ბიჭმა.რამდენჯერმე ნაზად მაკოცა ტუჩებზე და საწოლიდან წამოხტა.-ძალიან კი არ მინდა შენი აქ დატოვება,მაგრამ...წარბები შეჭმუხნა ბიჭმა და სწრაფად გავიდა კარიდან. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან მით უფრო მეტად ვხდებოდი მასზე დამოკიდებული,თითქოს მის გარეშე ნაბიჯის გადადგმაც არ მინდოდა.ის ხომ ყველაზე რთულ დროს ჩემს გვერდით იყო და ცდილობდა დეპრესიას არ ჩავეთრიე. თითქმის მთელი დღე ძილში გავატარე.აქ ასე უაზროდ წოლას ისევ გაკვეთილებზე ჯდომა და მეცადინეობა მერჩივნა,უკვე კარგად დაბინდებულიყო.ჩიკო ალბათ ბიჭებთან ერთად ერთობა,ამის გაფიქრება და ჩიკოს შემოსვლა ერთი იყო. სავარჯიშო ტანსაცმელი ეცვა.შავი მოყვანილი სპორტული ზედა და მუხლამდე შორტი. -არ გცივა?შევიშმუშნე მე. -არა.გამიცინა ბიჭმა.პირიქით ისე მცხელა ვიწვი. მაისური გაიძრო, სკამზე მოისროლა და ეშმაკური მზერით მოუახლოვდა საწოლს,სწრაფად შემოძვრა საბნის ქვეშ. -ასე არ შეიძლება.დავიწუწუნე მე. -როგორ?გაიოცა ბიჭმა. -გახდილი ხარ.ფრანცისკო აკისკისდა. -ვიცი რომ ჩემს მომხიბლაობას ვერ უძლებ და ჩემი ცდუნება გინდა,ნუ პრინციპში წინააღმდეგი არ ვარ. მსუბუქად წავარტყი კლავზე.ბიჭმა კი ხელი დამიკოცნა და გვერდით მომიწვა. -მომავალ შაბათ-კვირას რა გეგმები გაქვს? -ისეთი არაფერი.ვუპასუხე მე. -ლონდონში წავიდეთ.კარგი იქნება თან ცოტას დავისვენებთ აქაურობიდან. -მარტო მე და შენ?გაკვირვებით ვიკითხე მე.ბიჭმა უხმოდ დამიქნი თავი მერე რა?რამე პრობლემაა? -არა არაფერი. უკვე გვინია ჯობია დაიძინო.მადამ პომფრიმ ხვალ საღამოს გავწერთო. -ძალიან კარგი სიხარულით წამოვიძახე მე.მალე ჩამეძინა, ჩიკო გული გამალებით მიწყებს ცემას იმის წარმოდგენაზე თუ როგორი რექცია ექნება ჩემს გოგოს როცა ყველაფერს ვეტყვი.ეს ყველაფერი თან მაშინებდა,მაგრამ აღტაცებაშიც მოვყავდი.ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთო და ფრთხილად.არ მინდა ანა შევაშინო ამ გადაწყვეტილებით.... პ.ს. მაპატიეთ ასე რომ ვაგვიანებ,მაგრამ საერთოდ ვერაფრის დაწერას ვერ ვახერხებ. თქვენი აზრით რა გადაწყვეტილებაზე საუბარი.მადლობა ყველას :* :* :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.