შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 7


21-03-2015, 15:21
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 692

დღე ნელა გადიოდა.მე კი საცოდავად დავბორძიკებდი კლასიდან კლასში.ჰარი და რონი კი მეხმარებოდნენ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა მათაც ძალიან ახალისებდათ.....
როგორც იქნა ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღო და ბოლო გაკვეთილის დროც დადგა.მისის ტრელოუინის გაკვეთილი,როგორც ყოველთვის საშინელება იყო,მოწყენილობისგან სახე ჩამომტიროდა, შევნიშნე.რომ სხვებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ.შუა გაკვეთილზე კარი მაგგონაგელმა შემოაღო და პროფესორს,რაღაცას ჩუმად ელაპარაკებოდა,ყველამ ყურები დავცქვიტეთ,მაგრამ სულ ტყუილად.მაგგონაგელი წავიდა და ცოტა ხანში სლიზერინის მთელ ბანდასთან ერთად დაბრუნდა.სლიზერინელები ხმაურით შემოლაგდნენ კლასში,ბოლოს კი მალფოი შემოიბღინძა,ისეთი სასაცილო იყო,გამეღიმა.ბიჭმა წეამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა, გვერდით მომიჯდა,ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება.მალფოის აშკარად არ ადაღდებდა ეს ფაქტი და ლაპარაკი გამიბა.
_უკეთესად ხარ?ამდენი ყურადღება ერთ დღეში ცოტა ზედმეტი იყო,მითუმეტეს მალფოისგან.
_კარგად ვარ.ჩუმად ვუპასუხე.ორივემ გვერძე გავიხედეთ,ჩვენი ერთად ჯდომა აშკარად უფრო საინტერესო იყო ვიდრე გაკვეთილი,ამჯერადაც ყველა ჩვენ გვიყურებდა,ისე იქცეოდნენ თითქოს მალფოი მანიაკი იყო,გაოცებულ სახეებს შორის ჯინის გაბრაზებულ სახეს მოვკარი თვალი,გამეღიმა,ლუნაც გვერძე ეჯდა,მაგრამ ჯინისგან განსხვავებით მკვლელი მზერა არ უსვრია ჩემთვის.
_იმედი მაქვს დღეს მაინც არაფერი მოგივა,თორემ აზკაბანი ნამდვილად არ ამცდება.
_გამეცინა.დღეს აშკარად კარგ ხასიათზე იყო.ჯინიმ ისევ მკვლელი მზერა მესროლა, აშკარად ვერ გადავურჩებოდი.ზარი დაირეკა ყველა წამოიწალა, მე კი ძლივს წამოვდექი უკვე თავადაც მეცინებოდა საკუთარ თავზე.
_საღამოს შეგხვდები,მომაძახა ბიჭმა და კიბეზე ჩაირბინა.
_როგორი საყვარლები ხართ.სარკაზმით მითხრა ჯინიმ.
_ჯინი ნუ აზვიადებ.
_საღამოს შევხვდებით.გამოაჯავღა მალფოის.მე და ლუნას გაგვეცინა.
_კარგი რა ჯინი....ჯინიმ სიტყვა არ დამამთავრებინა,ისე გავიდა კლასიდან...
გაკვეთილების დამთსვრებისთანავე ბიბლიოთეკაში წავედი.დავალების დაწერა უნდა მომესწრო საღამომდე....საღამოს კი დერეფნებში უნდა მებორძიკა, დრაკოსთან ერთად.იმედი.მაქვს დღესაც რამეს არ მოვიწევდი.....
დრო ისე გამეპარა ვერც კი შევნიშე სანამ მალფოი არ შემოვარდა ბიბლიოთეკაში.ისეთი სახე ჰქონდა მეგონა მომკლავდა.
_იცი რამდენი ხანია გეძებ? შესაშური სიმშვიდით მომმართა ბიჭმა.
_არაფერი მითქვამს,დავალების წერა განვაგრძე.
_მაიგნორებ,მალფოის ხმაში ბრაზი შეეპარა.
_არა,მოკლედ მოვუჭერი.წიგნები თაროებზე დავაბრუნე და გასასვლელისკენ წავედი,მალფოიც უკან მომყვებოდა.კიბესთან შევჩერდი, სიარულისას ფეხი ისე აღარ მაწუხებდა, მაგრამ კიბეზე ჩასვლა ჯერ კიდევ მიჭირდა.ჩასვლა დავაპირე,მაგრამ დრაკომ არ მაცალა,მსუბუქად ამიყვანა და სწრაფად ჩაირბინა კიბე.
_არ გეგონოს რომ მთელი საღამო ასე ვაპირებ შენს ტარებას.
_შენთვის დახმარება არ მითხოვია,როგორმე მოვახერხენდი.....
_კი აბა რა. დამცინა მალფოიმ და ფრთხილად დამსვა ძირს.დერეფნები სწრაფად შემოვიარეთ,მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა ჯერ კიდევ იგრძნობოდა დაძაბულობა ჩვენს შორის.მალფოიმ გრიფინდორის ოთახამდე მიმაცილა.
საერთო ოთახი სწრაფად გავიარე და დასაძინებლად ავედი.რამდენიმე კვირაა რაც აქ ვარ და უკვე საშინლად ვგრძნობ თავს. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ...........
დრაკო
მასთან ჩხუბის მერე თავს ცუდად ვგრძნიბდი აშკარად ზედმეტი მომივიდა, მაგრამ არც მას დაუკლია, ასეთი გამბედავი არ მეგონა...“სასჯელი“მასთან ერთად.იძულებული ვარ წესიარად მოვიქცე, თორემ მაგგონაგელი ნამდვილად აღარ დამინდობს...
...როგორც ყოველთვის დააგვიანა გავბრაზდი მაგრამ არაფერი მითქვამს.მთელი საღამო თავს მარიდებდა, მეც მაგარი ვარ აბა რას იზამდა კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი. საქმეს მალე მოვრჩით. ისე გაიქცა უკანაც კი არ მოუხედავს, უკან გავყევი და დავინახე როგორ დაეცა კიბეზე,ვყოყმანობდი დავხმარებოდი თუ არა. ასე ვერ დავტოვებდი ისეთი უმწეო იყო. ვერ ვხვდები როდის აქეთ დავიწყე სხვებზე ზრუნვა, არა სხვებზე არა მხოლოდ მასზე ზრუნვა! ოთახამდე მივიყვანე და სლიზერინის საერთო ოთახს მივაშურე.ბუხართან ზიბინი დამხვდა.ქვიდიჩის მატჩზე წამოიწყო საუბარი, ეს სულ გადამვიწყებია,არადა აქამდე ქვიდიჩი მთელ ამ სისულელეში ჩემი ერთადერთი ინტერესი იყო, მაგრამ ალბათ ესეც შეიცვალა ყვალაფერთან ერთად.... ალბათ რაღაც ახალმა ინტერესმა ჩაანაცვლა.....



№1  offline წევრი Khaleesi

კარგია დიდხანს აღარ გვალოდინო

 


№2  offline წევრი Leeluu

Mmm rogor velodebodii <3 dzalian gamaxare am tavit :-* kargia dzalian

 


№3  offline წევრი nia^_^

Hm patara.. imedi maqvs amdens agar gvalodineb daa male dadeb shemdeg tavs :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent