შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან_ ''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (1)


31-08-2015, 14:44
ავტორი lisebeth
ნანახია 5 849

მარიამ დოლიძე ილიას უნივერსიტეტის ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი იყო. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სტუდენტი ,რომელსაც სინამდვილეში უამრავი პრობლემა ჰქონდა. ოჯახიდან დაწყებული სამეგობროთი დამთავრებული.
მშობლები მალევე გასორდნენ ერთმანეთს რადგან მამა ლოთი იყო. დედამ და-ძმა გაწირვებით გაზარდა თუმცა გულჩათხრობილ გოგონას უფრო და უფრო უმწვავებდა სტრესს ძმის აგდებული მოპყრობა. უნივერსიტეტში ორი მეგობარი ჰყავდა ლიკა და ქეთი. მარიამმა ისიც იცოდა ,რომ ორივენი მლიქვნელები იყვნენ და იმიტომ ემეგობრებოდნენ რადგან გამოცდების მოსვლისას დახმარებოდათ. სინამდვილეში მასთან მეგობრობა სულაც არ უნდოდათ უბრალოდ სხვა გზა არ ქონდათ. მარი სულ კარგად სწავლობდა და მისი დახმარებით გამოცდებს აბარებდნენ.იმ დღეს გამოცდიდან გამოსული მარიამი ნელა დაუყვა ნაწვიმარ ასფალტს . თან ათას რამეზე ეფიქრებოდა. მოულოდნელად ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა და გაჩერდა.
-მადლობა მარი რომ დაგვეხმარე საგამოცდოს მომზადებაში
-არაფერია ლიკა..._ როგორც ყოველთვის ახლაც გაიღიმა გოგონამ და გზა განაგრძო
-ხვალ ქეთის დაბადებიის დღეა თუ გინდა მოდი
-შეეძლო თვითოდ დავეპატიჟებინე_მარიმ ფეხს აუჩქარა და იქაურობას მოსცილდა
როგორც ყოველთვის ახლაც არ შეპასუხებია არავის. როგორც ყოველთვის ახლაც თავი დახარა სხვის წინაშე... როგორც ყოველთვის ახლაც საკუთარი თავი დაჩაგრა.
ცრემლი მოერია და ფეხს აუჩქარა,მაგრამ ისევ მოესმა ვიღაცის ხმა და ისევ გაჩერდა.
-მარ როგორ ხარ?
-კარგად ლელა შენ?_გაუღიმა წითურ მეგობარს გოგონამ. დიდი ხანი არ იყო რაც ერთმანეთს იცნობდნენ ,მაგრამ უკვე დაახლოვდნენ.
-შეიძლება სადმე დავსხდეთ? მინდა გელაპარაკო
-რათქმაუნდა
გოგონები კაფეში შევიდნენ და ყავა გამოიტანეს.
-მარი შენზე ვნერვიულობ. მითხარი ,რომ იმ ვიღაც მაიას არ ემესიჯები თორემ გადავირევი იცოდე. რა იცი ვინაა და რა ზრახვები აქვს შენს მიმართ?
-მაია კარგი გოგოა . ის მიგებს და ბევრს მესაუბრება ჩემს მომავალზე. შემპირდა სამსახურს გიპოვნიო და სახლიდან წასვლას შეძლებო. ყველაფერი გექნება დამოუკიდებლად და არც შენი მლიქვნელი დაქალების ატანა მოგიწევს და არც შენი ოჯახის დამცირებისო. აღარ შემიძლია იმ სახლში ცხოვრება... აღარ შემიძლია იმის ატანა ,რომ ყველა არარაობასავით მექცევა. მინდა წავიდე აქედან და დამოუკიდებლად ვიცხოვრო...
-საშიშია გოგო. დღეს არავის ნდობა არ შეიძლება. არ გიყენებდეს ის გოგო...
-ვცდი...რა დაშავდება მაგით? თუ არ მომეწონება წამოვალ.ველოდები ახლა როდის მიპოვნის სამსახურს
-მარ იქნებ დაფიქრდე...
-ლელა უნდა წავიდე. გმადლობ რომ ჩემზე ღელავ ეს ბევრს ნიშნავს ,მაგრამ უნდა გავრისკო და წავიდე აქედან.ყველაფერი კარგად იქნება.
გოგონამ კაფე დატოვა და წავიდა. ლელას გული ცუდს უგრძნობდა. ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.
მარი საწოლზე წამოგორებული კონსპექტს წერდა. მეორე ოთახიდან ტელევიზორს ახრიგინებდა მისი ძმა. რამდენჯერმე დაუძახა გამორთე ან დაუწიეო ,მაგრამ ყურიც არ ათხოვა. ბოლოს კარი მიახეთქა და გაბრაზებულმა ბალიში თავზე დაიმხო. დიდხანს იწვა ასე. უცებ ფანჯარაზე რაღაც წკარუნის ხმა გაისმა. თავიდან ეგონა ეჩვენებოდა. მაგრამ მეორედ ,რომ გაიგონა ფეხზე წამოხტა და გადაიხედა.
-გამარჯობა მარიამ _დაუძახა ქვემოდან ნაცნობმა სახემ
-მაია? აქ რა გინდა?
-მოვედი ,რომ შენს სამსახურში წაგიყვანო...
-უკვე?
-ჰო...დროზე ჩაალაგე რაც მოგაქვს და წამოდი
მაია მარიამის მეგობარი იყო . მასზე ცოტა უფროსი ,მაგრამ გოგონას ეჩვენებოდა რომ მას ისე ესმოდა მისი როგორც არავის ამ ქვეყნად. ინტერნეტით გაცნობილმა მეგობარმა მას ისე მოაჩვენა თავი თითქოს ერთადერთი იყო რომელსაც მისთვის კარგი უნდოდა. ყოველ დღე საუბრობდნენ და როდესაც მარიამი თავის პრობლემებზე უყვებოდა უდიდესი გულისტკივილით პასუხობდა მაია. გოგონამ დაიჯერა ,რომ ის ერთადერთი იყო ,რომელსაც მისი ხსნა შეეძლო.
ზურგჩანთაში რამდენიმე ტანსაცმელი ჩაყარა. რაღაც ქაღალდები და ნივთები. ტელევიზორის ხრიგინში ისე გამოვიდა ბინიდან არც არავის გაუგია. ალბათ მის ძმას ,რომ გაეგო მაინც არაფერს ეტყოდა. საერთოდ არ დაინტერესდებოდა მისი ბედნით. საწოლზე წერილი დააგდო მივდივარ და აღარასდროს დავბრუნდები. არ მომძებნოთო.
ერთმანეთი გადაკოცნეს. მაიამ მუქი მწვანე ფერის მაქნანასთან მიიყვანა გოგონა საიდანაც მისთვის უცხო ბიჭი მიესალმა. მარიმ წამით უკან დაიხია .
-ნუ გეშინია გოგო ეს ნიკაა ჩემი საქმრო. ფეხით ხომ არ წავიდოდით ვთხოვე რომ წამოვეყანე
მარის გულზე მოეშვა და გაიღიმა კიდეც. გოგონები უკანა სავარძელში ჩასხდნენ. ნიკა მიესალმა და ხელი ჩამოართვა.
რა წამსაც მარი მანქანაში ჩაჯდა იმ წამსვე ინანა რომ ეს გააკეთა. გულის სიღრმეში ალბატ ისევ ერჩივნა იქ ეცხოვრა სადაც აქამდე. თუნდაც ტყუილში ,მაგრამ მაინც თავის რეალობაში. ფანჯრიდან შემოსული ცივი შემოდგომის ნიავი აბრუებდა. გრძნობამორეულს თითქოს ფიქრებში ჩასთვლიმა. ვერც მიხვდა ,როგორ გავიდა ქალაქგარეთ მანქანა. აქ ლამპიონების მეტი გზებზე არაფერი იყო. აქა იქ თუ შეხვდებოდით საკუთარ სახლებს. მაია საუბარს აგრძელებდა რაც იავნანასავით ჩაესმოდა მარის.
მანქანა გაჩერდა. რაღაცნაირი ადგილი იყო. ავისმომასწავებელი. თუმცა იქვე გაბრდღვიალებულ შენობასთან მივიდნენ. გარეთ სინათლეები ენთო.
-სჯობს უკან შესასვლელიდან შევიდეთ. სამუშაო საათებში ასეა მიღებული
მარი ფეხათრევით ,მაგრამ მაინც გაჰყვა მეგობარს. უკან კართან შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი იდგა,რომელმაც გზა გადაუჭრა.
-ამ დროს რატომ მოდიხარ?
-ქეთინომ იცის ,რომ უნდა მოვიდე. თუ გინდა დაურეკე. ახალი თანამშრომელი მოვუყვანე_მიანიშნა მარიზე.
კაცმა აათვალიერა გოგონა და უფროსთან გადარეკა. მანაც დაეთანხმა ველოდებიო და შემოუშვიო. კარი ფართოდ გააღო.
საშინელი განათება იყო. რამდენჯერმე ფეხი ლამის მოიტეხა. ბოლოს როგორც იქნა წესიერ ოთახშიც შევიდნენ.
-ნუ გესინია მარ იმ ადგილს საწყობად იყენებენ და ...
მარიმ შისნარევად გაიღიმა.
-მე წავალ ქეთინოს დავუძახებ და მოვალ კარგი? შენ აქაურობა დაათვალიერე თუ გინდა.
მაია სწრაფად გაქრა იქედან.მარიმ დერეფანში სიარულს მოჰყვა. ერთი კარი ფრთხილად შეაღო და შევიდა. მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. კედელთნ სარკე ,რომელზეც რამდენიმე ფერის ბუბუმბული ჩამოეკიდათ. ოთახი ცარიელი იყო. კარი ფრთხილად გამოიხურა და ახლა გვერდით ოთახისკენ წავიდა. დერეფანში არავინ ჩანდა. სახელურს დააწვა და ფრთხილად შევიდა. ბნელოდა და ხელით სინათლის ასანთები მოსინჯა. რამდენიმე წამში იპოვა კიდეც. იქაურობა წინას ჰგავდა ,მაგრამ იმ განსხვავებით რომ საწოლში შიშველი ქალი და კაცი იწვა. ქალმა კივილი დაიწყო და ზეწარი გადაიფარა თავზე.მარიმ სწრაფად გამოკეტა კარი და ლამის გული ამოუარდა. ის იყო გაქცევას აპირებდა ვიღაც ქერა ქალს შეეჯახა. ლამაზი იყო მაგრამ საშინლად უგემოვნო მაკიაჟი ქონდა. მარის ტუჩები აუთრთოლდა.
-აქაურობას ათვალიერებდი ? _მშვიდად თქვა ქალმა და გახუნებულ პალტოზე დახედა.
-მაპატიეთ მგონი არასწორ ადგილას მოვხვდი
-შენ მაიამ მოგიყვანა ხომ ?
-დიახ . თვითონ სად არის?
-უკვე წავიდა...
-რაა?მე ხომ ჯერ არ დაგთანხმებივართ სამსახურზე.
-ვინც აქ მოდის ის უკვე თანახმაა სამსახურზე...
-აქ რა უნდა გავაკეთო ისიც კი არ ვიცი ...
-შენი აზრით აქ გოგონები რას აკეთებენ ?
-აააა....არც კი ვიცი რას გულისხმობთ...
-აი ამას..._ქეთინომ ხელი წაავლო მარის და ისევ იმ ოთახსი დააბრუნა სადაც წუთის წინ გოგონამ იკივლა.
-არა შეუძლებელია მე ამას არ გავაკეთებ ....ჩემთვის არავის უთქვამს,რომ....არა ეს შეუძლებელია _მარიმ ქალს ხელი კრა და ისევ იმ გასასვლელისკენ გაიქცა ,რომლითაც მოვიდა. ბნელი დერეფანი ძლივს გაირბინა და გარეთ გავარდა,მაგრამ ამაოდ. კარში იმ შარვალ-კოსტუმიანმა კაცმა ხელი წაავლო და შიგნით შემოათრია.
-დაწყნარდი..._დაუყვირა ქეთინომ
-არ მინდა. ამას ვერ მაიძულებთ...სახლში მივდივარ...
-ის ვინც ამ კედლებში შემოდის უკან ვეღარ გავა.შეეგუე ამ ფაქტს ...
-არაა...ჯიუტად გააქნია თავი მარიმ და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე მოხვდა სახეში ქეტინოსგან.
-როცა გეუბნები რომ ამას გააკეთებ ესეიგი გააკეთებ. იცი მაინც შენში რამდენი გადავიხადე? აქ ვინც მოდის უკან ვეღარ წავა...დამთავრდა და შენთვის სჯობს წინააღმდეგობა არ გამიწიო თორემ უფრო მეტი მოგხვდება _თმაში წაავლო ხელი ქალმა და მისკენ მიიზიდა. მარიმ კიდევ ერთხელ დაიკივლა._იანა...სად ჯანდაბაში ხარ?_გასძახა ვიღაც გოგონას. მეორე ოთახიდან ტანწერწეტა ულამაზესი გოგონა გამოვიდა. აბრეშუმივით ქერა თმები წელამდე სცემდა_ამას მიხედე და ასწავლე რა და როგორ უნდა გააკეთოს_ხელი უჯიკა მარის და მისკენ მოიქნია.
-გამიშვით აქედან _ისევ დაიყვირა მარიმ და კიდევ გაუძალიანდა ,მაგრამ გოგონამ უფრო ძლიერად მოქაჩა და წაათრია. ამჯერად უცნობ ოთახში ამოჰყო თავი. დანარჩენებს ესეც ძალიან ჰგავდა.
-არ გაუძალიანდე ,თორემ ამოგიჩემებს და შავ დღეში ჩაგაგდებს. შენნაირი აქ ერთი-და ორი არ გვინახავს. დაემორჩილე თუ არ გინდა ცუდად დაამთავრო._უთხრა იანამ
-რაა? ამას ვერ გავაკეთებ ...სახლში უნდა დავბრუნდე
-ეს შეუძლებელია...სჯობს აქედანვე შეეგუო თორემ აქაურობა უარეს ჯოჯოხეთად გექცევა ვიდრე არის. ეს ჩაიცვი _რაღაც მახინჯური ვარდიფერი ზედა-ქვედა გადაუგდო და ჩაიცვიო ანიშნა
-ამას არ ჩავიცმევ...ამას არ გავაკეთებ _კარი ქეთინომ შემოაღო
-მე გაგაფრთხილე და ახლა შენ იცი _ჩაიბურტყუნა იანამ
-ტანსაცმელი აიღე და ჩაიცვი თორემ მოგხვდება_თვალები დაუქაჩა ქეთინომ. გაცვეთილი პალტო ტანზე შემოაგლიჯა და ძირს მოისროლა_აიღე...
-მარი დაიხარა და აიღო...
-იქნებ ხვალამდე გონს მოსვლა ვაცადოთ_ შესთავაზა იანამ _დრეს ისედაც თითქმის დამთავრდა მუშაობა.
ქეთინომ იანას გახედა და თავი დაუქნია. მერე იქედან გავიდა.
-დღეს გადაგარჩინე ,მაგრამ ხვალ ვერავინ გიხსნის იცოდე. ხვალამდე შეეგუე იმ აზრს , რომ დღეიდან ესაა შენი სახლი.
იანა წავიდა. მუსიკის ხმა მარის ოთახამდეც აღწევდა. გარეთ ჯერ ისევ აურზაური იყო . მარი იატაკზე დაჯდა და თავი მუხლებში ცარგო. ისე დაათენდა ჯერ ისევ ტიროდა. დილაადრიან სენდვიჩი მოუტანა იანამ და მოემზადეო უთხრა.
ცოტა ხანში სულ ძალით ჩაათრიეს ბარში სადაც გოგონები ცეკვას სწავლობდნენ. ყველას ისე ეცვა ერთი შეხედვითაც მიხვდებოდა კაცი რას საქმიანობდნენ. თავს ისე გრძნობდა თითქოს საკუთარი სახე ძალით მოგლიჯეს და ახალი მიაწებეს. ტირილი მოერია ,მაგრამ თავი შეიკავა.
ის რასაც ასწავლიდნენ მისთვის გაუგებარი და არასასიამოვნო იყო. ყველა ისე უყურებდა როგორც სათამაშო თოჯინას. დაახლოებით სამი იქნებოდა ქეთინო რომ მოვიდა. გოგონებს სუფრაზე დაუძახა და მეც ამათვალიერა. იანამ უთხრა ნელ-ნელა ისწავლის მოქცევასო. იმ მაგიდასთან დაჯდომა სიკვილივით არ მინდოდა ,მაგრამ რა მექნა...შიმშილობა რას მიშველიდა? მერე ქყველას გამოუცხადა დაისვენეთო. ბარი ზუსტად ექვსზე იღებოდა და მთელი ღამე მუშაობდა.
სწორედ მაგ დროიდან დაიწყო სტუმრებმა მოსვლა. ლამის გულის შეტევა დაემართა საწყალ გოგოს გაემზადეო რომ გამოსძახა ქეთინომ. ის იყო ქვევით ჩასვლას ვაპირებდი იანა რომ მოვიდა.
-იქნებ ჩვენი ტრადიცია გამოვიყენოთ და პირველ დღეს ბარში არ ჩავუშვათ. კლიენტი ოთახსი გამოვუგზავნოთ_ისევ სცადა მარის გამოძვრენა მან
-რა გინდა იანა?_თვალები დაუბრიალა ქეთინომ
-მხოლოდ ის ,რომ თავი არ მოგვეჭრას კლიენტებთან. თუმცა შენი საქმის შენ იცი _ კიბეები ჩაირბინა და ქვემოთ ჩავიდა.
-ოთახში შედი. დღეს აქ მოვა შენი პირველი კლიენტი_აიმრიზა ქალი და ისიც ქვემოთ ჩავიდა. დიდხანს იბოდიალა სანამ კარებში ნაცნობი ხალხი არ შენიშნა
სამი ახალგაზრდა ბიჭი ,რომლებიც სწრაფად უახლოვდებოდნენ.
-ნოდარ_გაუღიმა ქალმა
-ქეთი რამდენი ხანია არ მინახავხარ?
-კარგი რა ასე უნდა დაგვივიწყოთ?
-სანდრიც გვახლავს ,მაგრამ როგორც ყოველთვის შემოსვლისთანავე გოგოებში გააერია_მიანიშნა მაღალ გრძელთმიან ბიჭზე მან.
-დავინახე...და ეს ვინაა? პირველად გახლავს.
-მოდი დავსხდეთ...ეს ჩემი უახლოესი მეგობარია...გიორგი ჟღენტი. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა შვეიცარიიდან . გიორგი ქალს მიესალმა თუმცა უსიამოვნოდ.
-მგონი ჩემი წამოსვლა შეცდომა იყო_თქვა მან და ადგომა სცადა.
-კარგი რა... როცა პრობლემები გაქვს ყოველთვის ჩვენთან უნდა მოხვიდე...
-ცოლთან აქვს პრობლემები...როგორც ყოველთვის ახლაც იჩხუბეს და ...
-ჩვენ სწორედ ცოლთან ნაჩხუბარ ქალებს ვკურნავთ..._გადაიხარხარა ქეთინომ
-ვწუხვარ ,მაგრამ მე ამრთლა უნდა წავიდე...ნოდარ მერე გნახავ კარგი ?
-არსადაც არ წახვალ....იანა..._მიაძახა გოგონას ქეთინომ და თავისთან იხმო
-გისმენ...
-ეს სიმპატიური ბიჭი ძალიან მარტოსულია და გამხნევება სჭირდება
-მერე მე აქ რისთვის ვარ?_დაიგრიხა მის დანახვაზე გოგონა და გულში გაიფიქრა პირველად არ ვნანობ ,რომ ეს პროფესია მაქვსო.
-შენთვის არა...იმ ახალს მიუყვანე ...
-ოჰ ახალი გოგო გყავთ?_გაიღიმა ნოდარმა
-გოგონა ,რომელიც ჯერ არ უნდახავს არავის ...
-პრობლემებს ასე არ ვაგვარებ ხომ იცი ?_გადაუჩურჩულა გიორგიმ მეგობარს ,მაგრამ იანამ ხელი წაავლო და ლამის ძალით აათრია კიბეზე.
-ახალია და ძალიან საყვარელი. დღეს ბარში არაა რადგან პირველ დღეს არ ვმუშაობთ ხოლმე.... კარგად გაერთე_კარი შეუღო იანამ და იქედან გაქრა.
მარი კედელთან იატაკზე იჯდა და ტიროდა. გიორგი ,რომ დაინახა ფეხზე წამოხტა.
-გა...გა...გამარჯობა_ძლივს ამოთქვა მან და უკან დაიხია_ ვარდისფერ უშნო სამოსზე ის გახუნებული პალტო მოეცვა ,რომელიც მოსვლისას ეცვა.
-გამარჯობა_მოწყენილმა თქვა კაცმა
მარიმ პალტო მოიძრო და საწოლზე დააგდო ,მაგრამ გადმოსრიალდა და ზირს დავარდა. პალტოს ჯიბიდან პლასტიკური ბარათი გადმოსრიალნდა და გიორგის ფეხებთან დავარდა. იგი დაიხარა და აიღო. ვერ მიხვდა რატომ უნდა ჰქონოდა ბარის კახპას ეს ბარათი. თუმცა ბარათი სულაც არ აღმოჩნდა. ეს სტუდენტური მოწმობა იყო ,რომელზეც ეწერა:
‘’ილია ჭავჭავაზის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ დოლიძე;
-სტუდენტი ხარ?_აღმოხდა ბიჭს და მარის მიაჩერდა.
გოგონამ უკან დაიხია და არ იცოდა რა ეთქვა


____
გახსოვთ ეს ნაწარმოები ?
ადრე იდო აქ



№1  offline წევრი tatuli)

ki da ver vpoulobdi am istorias:))

 


№2  offline წევრი Ce Ce

ვისი იყო აგარ მახსოვს

 


№3  offline წევრი lisebeth

tatuli)
ki da ver vpoulobdi am istorias:))

Ce Ce
ვისი იყო აგარ მახსოვს

ჩემი ადე ვწერდი და დამთავრებულიც მქონდა...მერე ძველი ნიკი რომ წავშალე ესეც წაიშალა

 


№4  offline წევრი tatuli)

lisebeth
tatuli)
ki da ver vpoulobdi am istorias:))

Ce Ce
ვისი იყო აგარ მახსოვს

ჩემი ადე ვწერდი და დამთავრებულიც მქონდა...მერე ძველი ნიკი რომ წავშალე ესეც წაიშალა

დადე რა კიდევ თუ შეძლებ ბოლომდე გექნება ალბათ შენახული

 


№5  offline წევრი nini :)

მე არ მახსოვს საინტერესოა მომეწონა ძალიან გააგრძელე

 


№6  offline მოდერი sopiko

ლისაბეთ არ მინდა ცუდად გამიგომაგრამ აცლა ეს გოგო ყველა კაცს რომ გადაურჩეს და გიორგის შერჩეს ერთგულად მაგარი სულელობა იქნება, არარეალობა რაც შენ არ შეგფერის. იმედია ჩემს იმედებს გაამართლებ :-D ისე ძალიან მომეწონა, როგორც ყოველთვის, დღეს ერთი თავი კი დევ დადე რა...

 


№7  offline წევრი lisebeth

sopiko
ლისაბეთ არ მინდა ცუდად გამიგომაგრამ აცლა ეს გოგო ყველა კაცს რომ გადაურჩეს და გიორგის შერჩეს ერთგულად მაგარი სულელობა იქნება, არარეალობა რაც შენ არ შეგფერის. იმედია ჩემს იმედებს გაამართლებ :-D ისე ძალიან მომეწონა, როგორც ყოველთვის, დღეს ერთი თავი კი დევ დადე რა...

დღეს ბოლომდე დაიდება ვეძებ ახლა კომპიუტერში ამ ფაილს სად მაქ შენახული როგორც ყოველტვის ქაოსია ჩემს კომპიუტერში love

 


№8  offline წევრი tatuli)

lisebeth
sopiko
ლისაბეთ არ მინდა ცუდად გამიგომაგრამ აცლა ეს გოგო ყველა კაცს რომ გადაურჩეს და გიორგის შერჩეს ერთგულად მაგარი სულელობა იქნება, არარეალობა რაც შენ არ შეგფერის. იმედია ჩემს იმედებს გაამართლებ :-D ისე ძალიან მომეწონა, როგორც ყოველთვის, დღეს ერთი თავი კი დევ დადე რა...

დღეს ბოლომდე დაიდება ვეძებ ახლა კომპიუტერში ამ ფაილს სად მაქ შენახული როგორც ყოველტვის ქაოსია ჩემს კომპიუტერში love


velodebi dges dade uechvelat

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

მე პირადად არ მახსოვს,მაგრამ ახლა წავიკითხე დასაინტერესოა.მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ბოლო ინციდენტის მერე.

ისე,მგონი,კარგი იქნება,რომ ფიქრები რამით გამოყო ხოლმე,მაგალითად,ბრჭყალებით ან რამით,რომ განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ტექსტისგან.

 


№10  offline წევრი lisebeth

დღეს აუცილებლად დაიდება

 


№11  offline წევრი Thamo :)

zalian kargiaaa ❤❤❤ velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent