შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) ''2 თავი"


31-08-2015, 22:04
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 688

ბებია, მე სვანეთში გავიზარდე და დავიბადე. მაშინდელი ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ ბავშვობაშივე დანიშნული ბიჭი გამირიგეს. ერთმანეთს მხოლოდ შორიდან ვიცნობდით და, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციების პატივისცემას ღრმად მინერგავდნენ მაინც საშინლად გადავიტანე 16 წლის გოგომ სრულიად უცხო ადამიანებთან ცხოვრება. ჩემს ქმარს,ერეკლეს, - გაიხსენა ბებიამ და შევნიშნე როგორ გადაურბინა ღიმილმა - თავიდან ვერ ვიტანდი, გავურბოდი და კატა-თაგვივით ვიყავით. მერე ნელ-ნელა ერთმანეთი გავიცანით და ვერც მივხვდი ისე შემიყვარდა... ერთ ოთახში ცხოვრება დავიწყეთ და მალევე გავიაზრე თუ რამდენად ღირსეული ადამიანი მედგა გვერდით, ის ხომ ქორწილის შემდგომ 2 წელი მელოდა, გამზარდა, თავი შემაყვარა და მხოლოდ შემდგომ გავიყავით სარეცელი. ქალ-ვაჟი გვეყოლა, დღედაღამ ვშრომობდით, მაგრამ მაინც ბედნიერად ვცხოვრობდით იქამდე, სანამ შვილებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების დრომ არ უწიათ. ჩემმა ბიჭმა ცოლად ქალაქელი გოგო შეირთო, რომელიც ვერ ეგუებოდა ჩვენს ტრადიციებს და ისევ ქალაქში დაბრუნდნენ. ყველანაირად ვეცადე, რომ რძალთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, მაგრამ ვერ გავუგე... ვიცი, არაა სწორი, მაგრამ ხანდახან , მგონია, რომ ჩემი შვილი სწორედ მის ახირებებს შეეწირა. 5 წლის იყო ჩემი გეგა, როდესაც ზაფხულში ჩამომაკითხეს და ბავშვი დამიტოვეს. რძლის ახირების გამო ის და ჩემი შვილი იმ ღამესვე გაემართნენ თბილისისკენ, მაგრამ გზად ავარია მოუხდათ და ჩემი შვილი დაიღუპა. ჯერ ერთი ჭრილობა არ მქონდა მოშუშებული, რომ ახალი თავსატეხი დამატყდა თავს. ჩემმა რძალმა შვილი დატოვა, მე ცხოვრება წინ მაქვსო და უკანმოუხედავად დამტოვა. - ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ ივსებოდა ბებიას თვალები სევდითა და ცრემლებით და ვერ ვხვდებოდი როგორ მენუგეშებინა. არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა -ჩურჩულით მივუგე და თვალი ფინჯანს გავუშტერე. ღრმად ამოისუნთქა მართა ბებიამ და თხრობა განაგრძო. ჩემს სინათლეს, ხატიას კი, უნივერსიტეტში ერთი ბიჭი შეუყვარდა და მალევე დაოჯახდა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდნენ... არ ვიცი, ასე როგორ შეიცვალა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. ჩემმა ქმარმა ამდენ დარდს ვეღარ გაუძლო და მალევე გამომეცალა ხელიდან. მარტომ ობლობასა და გაჭირვებაში გავზარდე ჩემი გეგა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით და დღეს ჩემი ბიჭი სასახელო ადამიანია. - სევდანარევი ღიმილით დაასრულა ბებიამ თხრობა. ამასობაში ღამის 11- იც გამხდარიყო და საძინებლებისკენ გავემართეთ.
************
დილით 8-ზე გამეღვიძა და დაბლა სართულისკენ გავემართე, საუზმე გავამზადე და ამასობაში ეზოდან მართა ბებიაც შემოვიდა. მალევე ავალაგეთ სუფრა და ბებიამ სკოლის გზა მიმასწავლა. ღიმილით დავტაცე ხელი ტელეფონს და სკოლისკენ გავეშურე,იმედია, ბავშვებს ადვილად შევეჩვევი. როგორც კი დაბლა ჩავედი ჩემს მშობლებს შევეხმიანე, მერე ჩემს უახლოეს მეგობარს ანაბელს და სკოლის კარიც შევაღე. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, როდესაც მომლოდინე ბავშვებიდან სულ პატარებმა მინდვრის ყვავილების თაიგული გამომიწოდეს. არ ვაჭარბებ, იმდენად ულამაზესი იყო ყვავილები, ბავშვების თბილი ჩახუტება, რომ თავი ძლივს შევიკავე არ ავცრემლებულიყავი. ინგლისური მე-2 კლასიდან 12 ჩათვლით უნდა მესწავლებინა. დაბალ კლასელები მალევე გავუშვი და სექტემბრამდე დავეშვიდობე. ჩემი 3 მე-12 კლასელი კი დავიტოვე და ზაფხულიდან შევუდექი მათთან მუშაობას.აქედან ელენე და გაბრიელი ტყუპები აღმოჩნდნენ. ლილე, ელენე და გაბრიელი საკმაოდ განათლებული და მეგობრული ბავშვები აღმოჩნდნენ. ლილეს და ელენეს თბილისში სურდათ სწავლის გაგრძელება და შესაბამისად უფრო მეტად სჭირდებოდათ მომზადება. გაბრიელი კი მამის საოჯახო ბიზნესის გაძღოლას აპირებდა და მას უფრო ბიზნეს ინგლისური სჭირდებოდა. იმის გამო, რომ ბავშვები წინააღმდეგები არ იყვნენ არაოფიციალური გაკვეთილი მეორე დღესვე დავუნიშნე და სახლისაკენ გზას დავადექი. როგორც კი გორაკი დავამთავრე, ეზოში გაჩერებულ მანქანას მოვკარი თვალი და ნაბიჯს ავუჩქარე. ხმის ამოღება ვერ შევძელი, როდესაც მოტირალი ბებია და საოცრად დამწუხრებული ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. ბებია, ჩემი თვალისჩინი, გეგა, ავარიაში მოყოლილა და ახლა საავადმყოფოშია - მე თბილისში უნდა წავიდე სასწრაფოდ და როგორც კი შევძლებ ჩამოვალ. კი მერიდება, სტუმარს რომ მარტო გტოვებ, მაგრამ... - სევდიანად გამიღიმა და ბარგის შეგროვება გააგრძელა. ამ არეულობაში მეც დავიბენე და ჩემი ოთახისკენ უნდა წავსულიყავი, როდესაც ბოხმა ბარიტონმა შემაჩერა - მე ალექსანდრე, შენ, ალბათ, თეკლე ხომ ? - მომიგო უცნობმა და მეც გავეცანი. უცნობის უცნაურმა მზერამ ერთიანად შემბოჭა და მალევე გამოვემშვიდობე.
******
თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც მართა ბებია წავიდა. საუცრად მოქმედებს ჩემზე ბებიას სულ უფრო დამწუხრებული ხმა, როგორც ექიმს უთქვამს მისი შვილიშვილი გამოფხიზლების შემთხვევაში სიარულის ვეღარ შეძლებს და ბებიამაც აღარ იცის რა იდარდოს. შვილიშვილის გამოფხიზლებაზე ილოცოს თუ მის რეაქციაზე, როდესაც ამ ამბავს შეიტყობს. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღე გავატარე მართა ბებიათან მაინც გასაოცრად დავუახლოვდი და ჩემზეც მოქმედებს მისი გასაჭირი. მოვიწყინე კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეთორმეტე კლასელებს კარგად გავუგე და ახლა უკვე მეგობრებიც ვართ, მაინც ძნელია სრულიად მარტო უცხო გარემოში ცხოვრება. ხანდახან უზომოდ მენატრება ჩემი მშობლები, ჩემი ბელი და მინდება ყველაფრის დატოვება და მათთან წასვლა, მაგრამ მალევე მახსენდება აღებული პასუხისმგებლობა და ცხოვრებისეულ კალაპოტს ვუბრუნდები. დღეს დილით გახარებულმა ბებიამ მისი შვილიშვილის გამოფხიზლების ამბავი შემატყობინა და მეც მთელი გულით მივულოცე. თუმცაღა ბებია მალევე დასევდიანდა და ატირდა. ბებია, შენ არ იცი რა ცუდადაა! ასეთი მაშინაც კი არ იყო, როდესაც დედამ მიატოვა. ახლაც ჩამესმის მისი, რისთვის გადამარჩინეთ? ამისთვის? ხეიბრობისთვის ?!- ტკივილით გადამიშალა გული და მეც ყველანაირად შევეცადე გამემხნევებინა. გულით შემეცოდა ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი ,რომელმაც 28 წლის ასაკში უკვე ამდენი გამოიარა, მაგრამ გავბრაზდი კიდეც მის ეგოისტობაზე, მართა ბებიამ ხომ ბევრად მეტს გაუძლო და უძლებდა კიდეც შვილიშვილის გამო. მასაც უნდა ებრძოლა და ეს ბებიას გამო უნდა გაეკეთებინა.ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ძილი მომერია და მეც ცოტა ხნით დასვენება გადავწყიტე. საღამოთი ჩემს საყვარელ წიგნს ტრიუმფალურ თაღს ჩავუჯექი და ვინ იცის მერამდენად გადავიკითხე ჩემი საყვარელი მომენტები. მეორე დღეს ელენესა და გაბრიელთან ვიყავით დაპატიჟებული მე და ლილე, ამიტომ საზაფხულო, გრძელ კაბაში გამოვეწყვე, სიცივეს მიუჩვეველმა ჯინსის საშემოდგომო ქურთუკიც მოვიცვი და მოღიმარი გავემართე სკოლისკენ. შუადღემდე ვიმეცადინეთ, მერე კი სოფლის ცენტრალური ნაწილისკენ წავედით. ტყუპების მშობლები მეტად სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ, მათი საოჯახო სასტუმროც თბილ და, ამავდროულად, მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ღმერთო, რა მაგარია - გამეფიქრა და ბავშვობის ოცნება გამახსენდა საოჯახო სასტუმროსა და მყუდრო გარემოზე. გვიანობამდე ვისაუბრეთ და საღამოს 6-ისკენ დავემშვიდობე მასპინძლებს. ეზოში გაჩერებულ მანქანაზე მივხდი, რომ მართა ბებია დაბრუნდა და სწრაფად ავირბინე დარჩენილი მანძილი. ბებია დაბრუნდი ? - გარედანვე დავიძახე და ღიმილით ჩავეხუტე მართა ბებიას, როდესაც მყუდროება უკნიდან მომავალმა ხმამ დაარღვია - უფრო ხმამაღლა ვერ იკივლე ? ბებია როგორ ყველა უსახლკარო შენ უნდა შეიფარო - გაბრაზებული მივტრიალდი და საჩხუბრად გავემზადე, მაგრამ, როდესაც თვალი დივანზე გაწოლილ კაცს შევავლე, გაჩუმება ვარჩიე. მივხვდი, გეგა იქნებოდა და სულაც არ მსურდა ისედაც გაღიზიანებულისთვის საჩხუბარად მიზეზის დამატება. უხმოდ შემოვტრიალდი და ალექსანდრეს მივესალმე, რომელიც ბუხართან მოთავსებულ სკამში იჯდა.
-----------------------------------------------
ბავშვებო დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.თბილისიდან გასვლა მომიწია და იქ ვერ დავწერდი. იმედია, ისევ გააგრძლებთ კითხვას და კომენტარებით თქვენს აზრსაც გამიზიარებთ



№1  offline მოდერი sopiko

მმმ საოცრება იყო. შენც ჩემი საოცრება ხარ... მხატვრულად და არაბანალურად წერ. უკვე ალექსანდრეც მომწონს,და გეგაც და დანარჩენი შენ გაფაწყვიტე. ვიცი ყველას რაღაც შეზღუდვები გვაქვს ყველას მაგრამ თუ შეძლებ ხვალ დადე რა.. ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ეს ისტორიაც ძალიან მიყვარს <3

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
მმმ საოცრება იყო. შენც ჩემი საოცრება ხარ... მხატვრულად და არაბანალურად წერ. უკვე ალექსანდრეც მომწონს,და გეგაც და დანარჩენი შენ გაფაწყვიტე. ვიცი ყველას რაღაც შეზღუდვები გვაქვს ყველას მაგრამ თუ შეძლებ ხვალ დადე რა.. ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ეს ისტორიაც ძალიან მიყვარს <3


მადლობა... love მი სი მალატ სოფი <3 love ყველანაირად შევეცდები, რომ ხვალ დავდო :* ხომ იცი შენი გაბუტვა ან გაბრაზება არ მინდა :D აბა, გაყვარებ ნელ-ნელა სვანეთს ?

 


№3  offline წევრი brooklynbaby

ძალიან მომწონს love თუ შეძლებ მალე დადე winked love

 


№4 სტუმარი mari

dzalian momewona da gtxov gaagrdzelo

 


№5  offline წევრი duckita

გააგრძელე რაა მალე ძალიან კარგია <3

 


№6  offline წევრი coco girl

როგორც ნამდვილ სვანს, გული სიამაყით მევსება, როცა ვხედავ (თუნდ ამ საიტზე) პოსტებს, რომლებიც სვანებს ეძღვნება. თვალს რომ გადავავლებ, წავიკითხავ და მომეწონება, მაშინ უკვე მეცხრე ცის ზევით ვარ :D ხოდა, ასე დამემართა შენს მოთხრობაზე. მადლობა შენ, რომ ასეთი წარმოდგენა გაქვს სვანებზე. <3
მი სი მალატ <3
coco girl.

 


№7 სტუმარი darona

Uf dzalian momewona, ragac kargi istoriis molodinshi var, me gegam damainteresa velodebi shemdeg tavs

 


№8  offline მოდერი ლილიანა

საოცრად გავს ეს ისტორია აქაურ ერთ მოთხრობას ,იმას ქალაქელი მასეავლებელი ჰქვია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9  offline წევრი Be_the_ONE

brooklynbaby
ძალიან მომწონს love თუ შეძლებ მალე დადე winked love

მადლობა კომენტარისთვის და როგორც დავწერ დავდებ :* feel

duckita
გააგრძელე რაა მალე ძალიან კარგია <3

მადლობა, ვეცდები ხვალ დავდო smile

darona
Uf dzalian momewona, ragac kargi istoriis molodinshi var, me gegam damainteresa velodebi shemdeg tavs

მადლობა, ვეცდები ისე დავწერო, რომ ორივე პიროვნება გეგა და ალექსანდრეც საინტერესოდ წარმოჩინდეს love


ლილიანა
საოცრად გავს ეს ისტორია აქაურ ერთ მოთხრობას ,იმას ქალაქელი მასეავლებელი ჰქვია

თუ მიბაძვას გულისხმობ, ის მოთხრობა არც წამიკითხავს და ზოგადი იდეა თუ რაღაცით ჰგავს, არ ნიშნავს, რომ მას ვაკოპირებ smile მადლობა კომენტარისთვის და,იმედია, ისევ გააგრძელებ კითხვას.

coco girl
როგორც ნამდვილ სვანს, გული სიამაყით მევსება, როცა ვხედავ (თუნდ ამ საიტზე) პოსტებს, რომლებიც სვანებს ეძღვნება. თვალს რომ გადავავლებ, წავიკითხავ და მომეწონება, მაშინ უკვე მეცხრე ცის ზევით ვარ :D ხოდა, ასე დამემართა შენს მოთხრობაზე. მადლობა შენ, რომ ასეთი წარმოდგენა გაქვს სვანებზე. <3
მი სი მალატ <3
coco girl.


აი ამ კომენტარზე რამის ხტუნვა დავიწყე... :D love love love უსაზღვროდ მიხარია, რომ ჩემი ნაწერი ამგვარად შეაფასე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კუთხის წარმომადგენელმა <3 მი სი მალატ love ერთხელ ვარ ნამყოფი სვანეთში და მას მერე სულ მინდა კიდევ არაერთხელ დაბრუნება :)

 


№10  offline მოდერი ლილიანა

სადმე ვახსენე დააკოპირეთქო? ვთქვი ძალიან ჰგავსთქო,სრულიად შესაძლებელია რატომაც არა რომ ორ ადამიანს მსგავსი იდეა დაებადოს.ვნახოთ შენ როგორ გააგრძრლრბ.ისე წაიკითხე და ნახავ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline მოდერი sopiko

ლილიანა
სადმე ვახსენე დააკოპირეთქო? ვთქვი ძალიან ჰგავსთქო,სრულიად შესაძლებელია რატომაც არა რომ ორ ადამიანს მსგავსი იდეა დაებადოს.ვნახოთ შენ როგორ გააგრძრლრბ.ისე წაიკითხე და ნახავ

არ გეწყინოს მაგრამ ხალხი სულ ერთნაირებს რომ დებს თუ აკვირდები. აი მაგალითად "საწოლის დედოფალი" და "გარყვნილი ანგელოზი" ძალიან გავს ერთმანეთს და არავის აფიქრდება რომ მწერალს ეს მიუთითოს. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ისტორია და ბოლოში თქვი გავს თუ არა.

 


№12 სტუმარი mako

ძალიან მაგარია, ამ მოთხრობებით უკვე ძალიან შემიყვარდა სვანეთი. სიამოვნებით ვესტუმრებოდი. გააგრძელე და ეცადე ცოტა დიდი თავები დადო რა. მართლა ძალიან კარგია

 


№13  offline წევრი Be_the_ONE

sopiko
ლილიანა
სადმე ვახსენე დააკოპირეთქო? ვთქვი ძალიან ჰგავსთქო,სრულიად შესაძლებელია რატომაც არა რომ ორ ადამიანს მსგავსი იდეა დაებადოს.ვნახოთ შენ როგორ გააგრძრლრბ.ისე წაიკითხე და ნახავ

არ გეწყინოს მაგრამ ხალხი სულ ერთნაირებს რომ დებს თუ აკვირდები. აი მაგალითად "საწოლის დედოფალი" და "გარყვნილი ანგელოზი" ძალიან გავს ერთმანეთს და არავის აფიქრდება რომ მწერალს ეს მიუთითოს. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ისტორია და ბოლოში თქვი გავს თუ არა.


#ლილიანა
უბრალოდ ზედა კომენტარიდან დაახლოებიეთ ეგ გამოდიოდა :) მადლობა კომენტარისათვის და იმ მოთხრობას ჩემის დასრულების შემდგომ აუცილებლად წავიკითხავ smile

#სოფი უბრალოდ მი სი მალატ love

mako
ძალიან მაგარია, ამ მოთხრობებით უკვე ძალიან შემიყვარდა სვანეთი. სიამოვნებით ვესტუმრებოდი. გააგრძელე და ეცადე ცოტა დიდი თავები დადო რა. მართლა ძალიან კარგია


მადლობა კომენტარისათვის smile აუცილებლად შეძლებ და ერთ დღეს მოინახულებ სვანეთს, დიდ თავებზე ვერ შეგპირდები, მაგრამ ვეცდები ამაზე ცოტათი დიდი მაინც იყოს ;)

 


№14  offline მოდერი ლილიანა

sopiko
ლილიანა
სადმე ვახსენე დააკოპირეთქო? ვთქვი ძალიან ჰგავსთქო,სრულიად შესაძლებელია რატომაც არა რომ ორ ადამიანს მსგავსი იდეა დაებადოს.ვნახოთ შენ როგორ გააგრძრლრბ.ისე წაიკითხე და ნახავ

არ გეწყინოს მაგრამ ხალხი სულ ერთნაირებს რომ დებს თუ აკვირდები. აი მაგალითად "საწოლის დედოფალი" და "გარყვნილი ანგელოზი" ძალიან გავს ერთმანეთს და არავის აფიქრდება რომ მწერალს ეს მიუთითოს. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ისტორია და ბოლოში თქვი გავს თუ არა.

მე რატო უნდა მეწყინოს,რაც შენ თქვი არც ერთი არ მაწვს წაკითხული,სათაურმა არხერთმა დამაინტერესა.აი ეს კი როგორ გაგრძეკდევა მაინტერესებს,იმიტომ რომ ქალაქელი მასწავლეველი ძალიან მიყვარს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent