შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა საროსკიპოდან _''არც ისე მშვენიერია ცხოვრება'' (2)


1-09-2015, 00:00
ავტორი lisebeth
ნანახია 5 177

-მითხარი აქ რას აკეთებ?
-მე...მე აქ ვმუშაობ ...
-სტუდენტი აქ მუშაობ ? შენი აზრით სულელს ვგავარ?
-არც მიფიქრია...
-რამდენი წლის ხარ?
-ცხრამეტის
-დაუჯერებელია...რამდენი ხანია აქ ხარ?
-წუხელ მომიყვანეს
-ესე იგი აქ მუშაობას გაიძულებენ? შემომხედე და მითხარი ბოლოს და ბოლოს ხომ ხედავ ვცდილობ შენზე მეტი გავიგო
-გთხოვ არავის უთხრა ,რომ ეს ამბავი გაიგე თორემ შენც მოგკლავენ და მეც
-მითხარი აქ როგორ მოხვდი?
-მეგობარმა მომიყვანა მითხრა სამსახურს გიპოვნიო და...მე არც კი ვიცოდი ...
-რაზე ფიქრობდი საინტერესოა ,როცა ასე ბრმად ენდე ვიღაცას. სად ცხოვრობ ჭურში?
-შენ რა იცი მე სად ვცხოვრობ და რას ვგრძნობ?_მისდაუნებლიედ შეუტია მარიმ
-კარგი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ტანზე ჩაიცვი ...
-უკვე მიდიხარ?
-გინდა ,რომ დავრჩე? წარმოუდგენელია ..._კარი გაიხურა გიორგიმ და წავიდა
-უკვე მივდივართ ძმაო ?_მიაძახა ნოდარმა და ფეხზე წამოდგა.
-ჰო...ხომ გითხარი ,რომ პრობლემები მაქვს მეთქი
-მაპატიე ქეთი უნდა გავიდეთ... მგონი სანდრი დარჩენას აპირებს არა?
-გავდივართ ნოდარ ..._ გაბრაზებულმა თქვა გიორგიმ
-იმ გოგომ რამე ხომ არ გაწყენინა? უბრალოდ მითხარი _მოაბრუნა ქეთინომ
-არა არ უწყენინებია პირიქით.
-აბა ასე რატომ ჩქარობ?
-იმიტომ ,რომ საქმეები მაქვს ...ჰო მართლა აქ უფროსი შენ ხარ?
-ბარს მე ვმართავ ..._თავმომწონედ თქვა ქალმა
- ერთი წუთით ,რომ დაგელაპარაკოთ შეიძლება?
-რათქმაუნდა..._ქეთინომ გიორგი ბარისკენ გაიხმო ._რა მოხდა?
-მინდა ,რომ იმ გოგოსთან ჩემს გარდა სხვა არ შეუშვათ. შესაძლებელია?
-ვწუხვარ ,მაგრამა რა. ჩვენ არ გვყავს ექსკლუზიური გოგონები
-და თუ გადაგიხდით?
-არამგონია...ბოსი ამის უფლებას არ გვაძლევს.
-და თქვენ ბოსს ,რომ უთხრათ იხდისთქო?
-ვნახოთ...დამელოდე...
ქალმა ბარის უკან ფარდა გადასწია და შევიდა. შლაპაჩამოფხატული კაცი კარტს თამაშობდა ვიღაც უცხოებთან ერთად.
-რა ხდება ქეთი??
-აქ ერთი ბიჭია და უნდა ,რომ ის ახალი გოგო მხოლოდ მისთვის გვყავდეს
-მსგავს მომსახურებას კლიენტებს არ ვთავაზობთ
-ვუთხარი ,მაგრამ თქვა ,რომ გადაიხდის ...ალბათ ბევრს. ეტყობა ,რომ მდიდარია...არ გვინდა მსგავსი კლიენტების განაწყენება. მალე მოწყინდება და ისევ დაგვიბრუნებს უკან
კაცმა სიგარეტი ძირს დადო და დაფიქრდა.
-რაც გოგოში გადავიხადეთ სამმაგს თუ მოგვცემს დასთანხმდი
-კარგი ...
-თვალი ადევნე ორივეს _კაცმა თამაში განაგრძო
-სტუმრისთვის სასმელი მიგეწოდებინა _უსაყვედურა ბარმენს ქალმა და გიორგის მიუახლოვდა.
-მითხარი რა გითხრა...თუ პრობლემაა მე დაველაპარაკები ...
-ასე რით მოგხიბლა ,რომ ...
-ეგ არ არის თქვენი საქმე...პასუხი გამეცით კითხვაზე ...
-ბოსმა თქვა თუ სამმაგს გადაიხდისო ...
გიორგიმ ჯიბიდან წიგნაკი ამოიღო და ქეთინოს წინ დაუგდო .
-ციფრი ჩაწერე და მე ხელს მოვაწერ .
-ჩვენ მხოლოდ ნაღდი ფულით ვიღებთ
-მაშინ ციფრი ჩაწერე და ხვალ რომ მოვალ თანხას მოგიტან. ამდენ ნაღდ ფულს ჯიბით არ ვატარებ
-წამოდი ...._ქეთინო ისევ შეუძღვა გიორგი უფროსის ოთახში ,რომელიც ისევ კარტს თამაშობდა. მეორეს ანიშნა დაგვტოვეო და ისიც წავიდა.
-რა ხდება ქეთი?
-უნდა ჩეკით გადაიხადოს...
-მხოლოდ ნაღდი ფული ...
-ამდენ თანხას ჯიბით არ ვატარებ. ხვალ ,რომ მოვალ მოვიტან ...
-და რომ არ მოხვიდე... _გამომცდელად იკითხა კაცმა
-თუ არ მოვალ რაც გინდათ ის ქენით
უფროსი ისევ შეყოვნდა და გიორგის დააკვირდა. აშკარა იყო მის სავარაუდო პასუხზე დაყრდნობას არ აპირებდა. გიორგიმ თეთრი პერანგი შეიხსნა და გულზე დაკიდებული ოქროს ჯაჭვი მოიძრო.
-დამიჯერე მაგ თანხაზე ბევრად მეტი ღირს. ხვალ დავბრუნდები და ფულს მოგიტან. შენ კი ამას დამიბრუნებ... თუ არ მოვალ გოგოც შენი იყოს და ეს ჯაჭვიც
-მოსულად ..._თქვა კაცმა და ჯაჭვი გულის ჯიბეში ჩაიგდო.
გიორგი გაბრაზებული გამოვარდა იქედან და მანქანაში ჩახტა. ნოდარი უკვე იქ ელოდა.
-რას აკეთებ ძმაო სად ხარ?
-ფული გადავიხადე ,რომ იმ გოგოსთან სხვა არ შეუშვან.
-ასე მოგეწონა?
-სისულელეს ნუ ამბობ არც კი მივკარებივარ.
-რაა?
-ცხრამეტი წლის ბავშვი მოიტაცეს და უნდათ რომ კახპად მუშაობა აიძულონ.
-შენ რა იცი ? იქნებ გატყუებს
-არ მატყუებს ილიას სტუდენტია ...
-რაა?
გიორგიმ მანქანა ისე სწრაფად დაძრა მანქანამ გარშემო ბუღი დააყენა . ნოდარი გაკვირვებული იჯდა და ხმას არ იღებდა.
-წარმოგიდგენია მის მსგავსად რამდენი გააუბედურეს და მოატყუეს აქ? წარმოგიდგენია ეს ხალხი რას აკეთებს? ამ ბავშვის დაღუპვა უნდათ ...
-სახლში მიდიხარ?
-არა დედაჩემთან ....ნიას თავი არ მაქვს ხომ ვიცი რომ სცენებს გამართავს.
-შენი ცოლი უკვე ძაან თავშისაცემი გაგიხდა ძმაო. მგონი სულ გაგიჟდა... ვეღარ ვცნობ...
-შენ კი არა მე ვეღარ ვცნობ ბიჭო...მგონი მართლა გიჟდება... უკვე ნერვები აღარ მყოფნის მაგასთან სალაპარაკოდ .
-დამტოვებ სახლში?
-აბა რას ვიზამ.... ისე სანდრი არ უნდა დაგვეტოვებია იქ . დალევს ახლა და ...ეგეც გაგიჟდა ამ ბოლო დროს და ეგაა.რამდენს სვამს უყურებ ? როდის იყო ასე.
-ორი თვის წინ ჩამოხვედი შენ რა იცი როგორ იყო და როგორ არა... რას აპირებ იმ გოგოსთან დაკავშირებით? ლამაზია? იქნებ მართლა ექსკლუზივ საყვარლად გაიხადო ჰა? არ გიფიქრია მაგაზე?
-ვერ ხარ შენ ნორმალური... ბიჭო ბავშვია და მისით ვაჭრობას აპირებენ. ისედაც დათრგუნული და შეშინებულია საწყალი ...მაგაზე ფიქრობ ახლა? ნაძირალა კი არ ვარ?
-ლამაზია?_ისევ განაგრძო ნოდარმა...
-პატარა საყვარელი გოგოა. არაფრით გამორჩეული...
-ცხრამეტი წლის გოგო ბავშვი არაა ... მეორეც გამორჩეული და ლამაზი ნია გყავს სახლში...
-აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი...
-მასინ იმაზე მელაპარაკე როგორ აპირებ იმ გოგოს დახმარებას? შარს არ გადაეკიდო ძმაო ხომ წარმოგიდგენია ამ ამბავში როგორი ხალხია გარეული ????
-რათქმაუნდა წარმომიდგენია ,მაგრამ გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები როცა სადღაც უსამართლობა ხდება და თან ასეთ. მე მაქვს იმის შესაძლებლობა ,რომ იმ გოგოს დავეხმარო და ამას გავაკეთებ....ერთია როცა ქალი ამას თავისი ნებით აკეთებს და მეორე როცა ამას აიძულებენ.
-შენ იცი ძმაო ...მე შენს გვერდით ვარ ამის გამეორება არ მჭირდება.

მეორე დილით მარი ოთახიდან გამოვიდა. ტანზე ის ეცვა რითიც მოვიდა. მის და გასაკვირად ქეთინოს არც უყვირია და არც უხეშად მოქცევია. მხოლოდ იანას უთხრა ისაუზმეთო.
-დღეს ალბათ ბარში ჩამოსვლა მოუწევს. ცოტას წავავარჯიშებ _თქვა იანამ
-ბარში არ ჩამოვა_ცივად თქვა ქალმა
-რაა?_ამჯერად სხვა გოგონებმაც გაამახვილეს ყურადრება.
- მისმა წუხანდელმა კლიენტმა მოითხოვა ,რომ მხოლოდ მას მოემსახუროს
მარის ამის გაგონებაზე ლამის გული გაუჩერდა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა ,მაგრამ ასთან ყონფნას კიდევ ეს არ სჯობდა? მერე ისიც იფიქრა ალბათ ჩემს დახმარებას ასე აპირებსო .
გოგონებმა პროტესტი გამოთქვეს ,მაგრამ მათთვის არავის მოუსმენია. იანამ ხელი უჯიკა წამოდი ბარის დალაგებაში მაინც დამეხმარეო და ისიც გაჰყვა.
- გაგიმართლა ,მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ..
-შენ აქ როგორ მოხვდი?
-მას მერე რაც მშობლები დამეღუპნენ. რაღაცით ხომ უნდა მერჩინა თავი. წასასვლელი არსად მქონდა. აქ ჭერიც მაქვს და ფულიც. არ გეგონოს ამის კეთება მომწონს ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
-გასაგებია...
-დღეს ის ბიწი ალბათ ისევ მოვა. ისე შენზე ცოტა უფროსი კია ,მაგრამ სიმპატიურია და თანაც ფულიანი...ეტყობა ,რომ მასეა ჩვენს ერთ კლიენტს ახლდა.
-არ ვიცი მასთან არ მილაპარაკია
იანამ ბარი დააწკრიალა . გოგონები ცეკვაში ვარჯიშობდნენ. დრო და დრო კი მარის უბღვერდნენ.
ბარი რომ გაიღო ქეთინო თვალებს აცეცებდა გიორგი თუ მოვაო. მარის ზემოთ ასვლა უბრძანა და ისიც დაემორჩილა. შუაღამემდე ელოდა და ბოლოს როგორც იყო გამოჩნდა.
ნოდარი და სანდრიც ისევ თან ახლდა. ბიჭები მაგიდასთან დასხდნენ. ქეთინოც მალევე დაადგათ თავზე.
-ხედავ? ჩვენ პირობა შევასრულეთ და შენი გოგო ბარში არ ჩამოვუშვით.
-ჩემი ყელსაბამი მოიტანე და ფულს მოგცემ
ქეთინო რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა და ოქროს ჯაჭვი ხელში ჩაუგდო. სამაგიეროდ გიორგიმ თანხა მისცა.
-შეგიძლია ახვიდე და ნახო._თქვა ქეთინომ
გიორგი ზედა სართულისკენ წავიდა. ნოდარმა ქალთან საუბარი განაგრძო.
-მითხარი ნოდარ შენს მეგობარს ის გოგო ასე ძალიან მოეწონა?
- ჰო ასე თქვა...საეთოდ არ უყვარს ბევრი ლაპარაკი
-არადა თითქოს გამოუცდელი გოგო ჩანდა. ვიფიქრე პირველსავე ღამეს შეგვარცხვენსთქო .
-სიმართლე გითხრა გიოს ასეთი გოგონები უფრო მოსწონს ...მორცხვები...
-ახლა გასაგებია

მარი საწოლზე იწვა მოკუნტული და ელოდა როდის მოვიდოდა ახლა უკვე მისი პატრონი. ბიჭი რომელმაც გასულ ღამეს ინახულა. მართალია მას არც კი შეხებია ,მაგრამ მასზე უფლებები იყიდა და ალბათ ახლა ისე მოექცეოდა ,როგორც მოინდომებდა. ამ ფიქრებსი იყო კარზე ვიღაცამ ,რომ დააკაკუნა. თავი წამოსწია და მობრძანდითო დაუძახა. სწორედ ის იყო ვისზეც წამის წინ ფიქრობდა.
გიორგი შემოვიდა. მარისთვის ყველაფერი გასაგები იყო. ელოდა კიდევაც ,რომ მოვიდოდა. მთელს ტანში გააჟრჟოლა ,მაგრამ მაინც გაიხადა ზემოთ ხსენებული პალტო. თვალები დახუჭა და დაელოდა ,როდის მივიდოდა და შეეხებოდა ,მაგრამ მხოლოდ სითბო იგრძნო , რომელიც მისი ჩაცმისას იგრძნო.
- მე არც კი მიფიქრია ამის გაკეთება. მე უბრალოდ მინდა ,რომ დაგეხმარო...მინდა გაჩვენო , რომ მარტო არ ხარ და აქ ისე ვერ მოგექცევიან ,როგორც ნივთს.
-რაა? მართლა ამბობ მაგას?
-რათქმაუნდა ...აქ იყავი და ნუ გეშინია. ვერავინ ვერ მოგეკარება. შენზე უფლებები აქ მხოლოდ მე მაქვს. გპირდები როგორც შემეძლება დაგეხმარები.
მარის თვალზე ცრემლი მოადგა. ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა. ცხრამეტი წლის მანძილზე მასზე არავის უზრუნია ასე. იმ წუთას უნდოდა მისთვის რამით გადაეხადა მადლობა. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და კისერზე მოეხვია.



_________
დღეს ბოლომდე ვაპირებდი დადებას ,მაგრამ ფაილი ვერ ვიპოვე კომპიუტერში
იმედია ხვალ ვნახავ.



№1  offline მოდერი sopiko

აუვგეხვეწები იქნებ იპოვო და დღეს დადო რა...

 


№2  offline წევრი Be_the_ONE

ძალიან საინტერესოა და ,იმედია, მალე გაგრძელებ smile მარის არაფერი დამართო, ცოდოა.

 


საწყალი მარი..დამაინტრიგე ველი შემდეგს

 


№4  offline წევრი lisebeth

sopiko
აუვგეხვეწები იქნებ იპოვო და დღეს დადო რა...

Be_the_ONE
ძალიან საინტერესოა და ,იმედია, მალე გაგრძელებ smile მარის არაფერი დამართო, ცოდოა.

შეყვარებული გოგონა
საწყალი მარი..დამაინტრიგე ველი შემდეგს

მადლობა ყველას ,რომ კითხულობთ love

 


№5  offline წევრი მარუშკა

რა საყვარლობაა❤️

 


№6 სტუმარი tamtaa

წაკითხული მაქ ეს ისტორია და მაგარია love

 


№7  offline წევრი lisebeth

მარუშკა
რა საყვარლობაა❤️

tamtaa
წაკითხული მაქ ეს ისტორია და მაგარია love

love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent