შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც გინახავს, კიდევ ნახავ! (თავი 1)


1-09-2015, 03:59
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 649

საშინლად ცხელა. მოკლე ბრეტელებიანი მაიკა კი მაცვია მაგრამ, რამისაა დავიწვა. ძილი თვალზე არ მეკარება, ამიტომ აივანზე გასული, შეზლონგზე კომფორტულად ვზივარ და შავში ჩახშული არემარეს სიწყნარით ვტკბები.
მხოლოდ რამდენიმე კორპუსიდან მოჩანს შუქი. ორიოდე ბინიდან გამოსული ნათების ყურება დიდად მამშვიდებს. ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი ასეთივე დამშვიდებული, სიბნელიდან წამოსული უცნაური ხმები რომ არა.
-ვინმეს კლავენ თუ რა ხდება?_ისე ვბუზღუნებ გეგონება მართლაც მიპასუხებენ.
ხმა უფრო და უფრო ახლოს ინაცვლებს ჩემსკენ. თვალებს დაბნეულად ვაცეცებ იმის იმედით, რომ რამეს მაინც მივაგნებ.
ქუჩას ვზვერავ, თუმცა არაფერი. მაღლაც ვამოწმებ ყველაფერს, ისევ არაფერი.
-აბა რა ჯანდაბა ხდება?_ფეხზე დარეტიანებულად ვხტები და მოაჯირს ვეყრდნობი, აივნის დაბლა ხომ არაა ვინმეთქო. თუმცა სულ რამდენიმე წამში, სულელური კვნესის ეპიცენტრსაც მალე ვპოულობ.
„ევრიკა!“_ ჩემთვის გავკივივარ გულში.
ორი ბინის აივნების საკმაოდ ახლო მანძილის გამო, სიბნელეში ბუნდოვან, შავ სილუეტებს ვარჩევ.
აივნის მოაჯირზე შემომჯდარი ქალი, რომელსაც სხვათაშორის უთხელესი პერანგის მეტი არაფერი არ აცვია (და ეს პერანგიც გინდა სცმია, გინდ არა) მამაკაცის შიშველ, განიერ მხრებზე ქაოსურად დააცეცებს ხელებს, ფეხებს კი წელზე მარწუხებივით უჭერს. ძლიერი სქესის წარმომადგენელიც არანაკლებ აქტიურია: ქალის თეძოებს, მტევნებით წითელ ანაბეჭდებს უტოვებს, მოღეღილ მეკერდს კი გემრიელად უკოცნის.
„სახლში ვერ შეეთრევიან?! თუ აუცილებელია რომ მე დამანახონ ეს გარყვნილობა?“
გამომეტყველება წამის მეასედში მეცვლება, ცხელი სისხლი კი ყინულივით მეთოშება, როდესაც უცნობი ქალის ცინიკური ტუჩები გამომწვევად მიღიმიან, მის სხეულზე მჭიდროდ აკრული მამაკაციც მოელვარე მზერით შემომციცინებს.
- პუპს უთხარი, მანდ დგომას და დებილივით ყურებას ჯობია შემოგვიერთდეს!_ქალის წვრილი, დამცინავი ხმა, და რაც მთავარია, ამ ხმით ნათქვამი ფრაზა ფერს მაკარგვინებს.
გულიანი სიცილის შემდეგ, „პუპსიც“ ცეცხლოვანი მზერით მათვალიერებს. ვგრძნობ როგორ მაყრის არასასიამოვნო ჟრუანტელი კანზე.
-შენ მაინც ვერ გაჯობებს._ სიცილით პასუხობს უცნობი. -მაგრამ ნახე რა მადიანი ტანი აქ._ნელი მოძრაობით ეცლება ქალს და, ჩემს თვალიერებაში, აივნის მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა. ამ სიბნელის გადამკიდე მის სახეს მაინცდამაინც გარჩეულად ვერ ვხედავ მაგრამ, ტვინი მაგრძნობინებს რომ მისი მზერა ქაოსურად დამთამაშებს სხეულზე....
და აი, ზუსტად ამ დროს ვაცნობიერებ— მხოლოდ ტრუსისა და ბრეტელებიანი მაიკის ამარა ვდგავარ!
-წამოდი პუპს, დაანებე თავი, ვერ ხედავ შოკურ მდგომარეობაშია, სექსი არც უნახავს და არც დაკავებულა მისით არასდროს ალბათ_არემარეს ქალის ხმამაღალი, გამომწვევი ხარხარი აყრუვებს. თავის “პუპსიკს” მაჯაზე ექაჩება და ზანტი მოძრაობით ათრევს ბინაში, გეგონება ვინმე უპირებდეს წართმევას. სანამ ზღურბლზე გადააბიჯებს ფეხს, კიდევ ერთხელ მზვერავს უცნობი, მერე კი სიბნელეში უჩინარდება.
ლანძღვით ვტოვებ აივანს, მეტი რაღა დამრჩენია. აზროვნების უნარი თითქოს დაკარგული მაქვს, აღარ ვიცი წეღან მომხდარი როგორ ამოვიგდო თავიდან. ტვინში მხოლოდ ორი შავი თვალის გამჭოლი მზერა და ქალის საზიზღარი ხმა მიტრიალებს...
ბინაში ბუზღუნით ვბრუნდები, ჩვეულებისამებრ, ბრეტელებიან მაისურს ერთ ხელის მოსმით ვიძრობ, მერე კი ოთხი ბალიშისა და შოკოლადისფერი ლაბრადორის კომპანიაში, არც-ისე ტკბილ ძილში ვეფლობი.
ვგრძნობ, ხვალინდელი დღე გამოუძინებლობით დაიწყება...

***
დილა, სადღაც ათის ნახევარი—დღის ის პერიოდის რომელზეც არც თუ ისე ძალიან ვგიჟდები.
თეძოებზე შემომჯდრ კაბაში ძლივს ვირხევი, მიუხედევათ ამისა მაინც ვცდილობ ჩქარი ნაბიჯებით დავფარო მარმარილოს განიერი იატაკი.
ნაცნობი სახეების ჯგუფს ვუახლოვდები თუარა, ნაბიჯებსაც ვანელებ და ამაყი ქალის იერსაც ვიბრუნებ, დაღლილობის მიუხედავათ.
-ქალბატონო..._შუშის ლიფტში შესული არ ვარ როდესაც რამდენიმე მამაკაცის გაღიმებული მზერა მწვდება მხედველობამდე. მისალმების ნიშნად მეც მედიდური მოძრაობით ვუხრი თავს, მერე კი ვიწრო სივრცეში სრულიად აუღელვედლად შევდივარ. მამაკაცებიც უკან იწევენ, იციან რომ არ ღირს ჩემი სივრცის დარღვევა.
დიახაც, ჩემს გარშემო ყველამ იცის თავისი ადგილი: პატარადან დაწყებული, დიდიდან დამთავრებულმა.
გამჭირვალე ლიფტი ჩქარი მოძრაობით წყდება მიწას, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ადის, მე კი ვდგევარ ასე და თბილისის ულამაზესი ხედებით ვტკბები. სანამ გაღიმებული სახით გავყურებ უზარმაზარ შუშის ფილებში არეკლილ ქუჩებს, ლიფტიც ნელ ნელა იცლება. კაბინა "ძინ-დონ" ხმით ჩერდება, გერმეტიულად დახურული კარები ზანტად იღება და როგორც იქნა ფეხს, შინდისფერ ორნამენტებიანი, უზარმაზარი ხალიჩით დაფარულ იატაკზე ვდგავ.
-დილამშვიდობისა, ქალბატონო მარგო._უსიამოვნო ხმა არასასიამოვნოდ მწვდება გულამდე.
"ღმერთო, მთელი დღე ამის გაბრაზებულ სახეს უნდა ვუყურო ახლა!"
-გამარჯობა თინი. ყავა გამიკეთე და ერთ თხუთმეტ წუთში შემომიტანე._მტკიცედ გავყურებ მაგიდასთან მჯდომ შავგვრემან ქალს რომელიც გაბოროტებული მზერით გამომყურებს.
„ოჰ როგორ ვერ ვიტან ასე რომ იქცევა!“ _უზარმაზარი ოთახის კარებს გრუხუნით გკეტავ. ტყავის განიერ სავარძელში მთელი ძალით ვეხეთქები თუარა, ფეხებს მაგიდაზე ვაწყობ.
-აააჰჰჰ!
ოდნავი კვნესა ამომდის ყელიდან, როდესაც ტერფებიდან მაღალქუსლიანებს ვიძრობ და იატაკზე ქაოსურად ვყრი. კიდევ ერტხელ ვიზელ დაღლილ ფეხებს, მაგრამ ამჯერად უკვე სრულიად მოკალათებული, ნახაზების, გრაფების და ათასი ოხრობის, გორაკში ვეფლობი.
როგორც კომპანიის მფლობელს და არქიტექტორს, ყველაზე მეტი ჩხლართვა საბუთებში, მე მიწევს.
"არადა როგორ ვერ ვიტან გადატვირთულ გრაფიკს!"
სანამ კადრებს არ გავანახლებთ, ანკეტებში და რეზიუმეებში მომიწევს ცხოვრება. ვშიშობ ეს ერთი კვირა ზედმეტად გადატვირთული იქნება...
ქალბატონ დევდარიანს ყავა, რათქმაუნდა, ჯერ კიდევ არ შემოუტანია...
-გადამრევს ამ გოგოს უჟმური ხასიათი._ფურცლების გორიდან თავს უკმაყოფილოდ ვწევ და განიერი კაბინეტის იატაკს ჩქარი ნაბიჯებით ვჭრი. -თი-ნი-ა! ყავა!_ყვირილით გავკივივარ კარებიდან, ჰოდა მალევე ქალის ბუზღუნიც მიახლოვდება. "ეხლავე, ეხლავეს" ჯუჯღუნით მოაბიჯებს და როგორც იქნა, ცოტა ხანში მეც გემრიელად შევექცევი ასეთივე გემრიელ ყავას.

ჯერ კიდევ ვერ გაგარკვიეთ ბოლომდე ჩემი ცხოვრებისა და ბიზნესის საქმეებში. პირველზე მხოლოდ იმას გეტყვით რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მეგობრების და საყვარელი ძაღლის გარემოცვაში. აი რაც შეეხება ბიზნესს, ის ჯობია ჩვენი ვებსაიტის პატარა ინცორმაციით გაიცნოთ:

სამშენებლო კომპანია "მწვანე სხივი".
 დაარსებულია 1997 წელს.
 დამაარსებელი-ლევან ამილახვარი.(ძვირფასი მამაჩემი)
ამჟამინდელი მფლობელი-მარგო ამილახვარი. (პატივცემული მე) მეწილე-დიანა ბარანოვსკა (იშვიათი ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ჩემი უაზრო კაპრიზების)

ჩვენი საქმიანობის მოკლე მიმოხილვამ მეც შემახსენა ამ კვირის, საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა.
რამდენიმე ხანში "მიღების დღე" გვაქვს, კადრებს ვანახლებთ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი ადამიანი გავიდა პენსიაზე ამიტომ გვიწევს ახალი კადრების შერჩევა. ძველი, გამოცდილი კოლეგები რათქმაუნდა ძალიან დაგვაკლდებიან, ჯერ კიდევ მამაჩემის "მმართველობის" დროს მუშაობდნენ აქ. მაგრამ რა ვქნათ, გადის დრო და ყველაფერი იცვლება…

***
"ძინ-დონ, ძინ-დონ!"
საბუთების ხროვიდან თავს დარეტიანებულად ვწევ, მაგრამ თვალებში მაშინვე სიხარულის ელვა გარბის. ძველებური კედლის საათის ხმა ფიქრებიდან მაღვიძებს და მატყობინებს რომ ექვსი საათია, მეც მაშინვე ქუდმოგლეჯილი ვხტები სავარძლიდან.
„სახლში წასვლის დროა!“
ფეხზე წამომდგარი, იატაკზე მიგდებულ ჩანთას ვტაცებ ხელს. სულ რამდენიმე წამიც და კაბინეტს დავტოვებდი, თუმცა კარები იხსნება, ოთახში კი ნაცნობი ქალი შემოდის.
-თქვენო უდიდებულესობავ.._რევერანნს სასაცილოდ ასრულებს და ისევ იმავე გაბრაზებული ხმით აგრძელებს ლაპარაკს. მდივნის მოვალეობა რათქმაუნდა ზურგს უკან ჩამოიტოვა. -იქნებ დღეს მაინც წამობრძანდე ჩვენთან ერთად?
-ასეთი ლაპარაკის გამო სამსახურიდან გაგაგდებ იცოდე!_"ვემუქრები". მისი გაბრაზებული ტონი სიცილს მგვრის. ჩემს უჟმურ მდივანს მწვავე მზერას ვტყორცნი, მაგრამ რისი დევდარიანი იქნებოდა ენა რომ გაეჩერებინა...სულ ერთი წამით მაინც!
-გამაგდე და გამათავისუფლე შენი დეგენერატული კაპრიზებისგან ამილახვარო!_ მაგიდას წრეს არტყავს, შემდეგ კი სავარძელში ეხეთქება. -მო, დღეს მაინც წამოდი რა. ლილეს ხათრით მაინც._ხვეწნით გამომყურებს მეგობარი.
ქალბატონი დევდარიანი, ზემოთ ხსენებული დინა და ლილე, იმ ცოტაოდენი ხალხიდან ერთ-ერთნი არიან ვისთვისაც სიცოცხლეს გაუზარებლად გავცემ. სამშობიაროდან მოყოლებულნი, ხელჩაკიდებულები დავგრიალებთ ცხოვრებაში და გაგვაქ ერთმანეთი, ლხინშიც და ჭირშიც, მიუხედავათ იმისა რომ ამჯერად, ჩვენი თინია ზუსტად ასეთ სიტუაციაში იმყოფება. მისი ოჯახიდან წამოსული პრობლემები სამეგობრო წრეზეც აისახება. აღარ, უფროსწორედ ვეღარ ვართ ისე მხიარულად როგორც ადრე, დევდარიანის შემყურე. მისი რვა წლიანი ქორწინებაც დღემდე უშვილოდ "აქტიურობს". არადა მახსოვს, ბავშვობაში ლაიზა ბებოს სულ იმას ეტლიკინებოდა, რომ გავიზრდები ბევრი ბევრი შვილუკა უნდა გავაჩინო რო შენც და მარგო ბებოსაც გეყოთო. ჩვენი "ფოე-ფოე" ბებუკებიც მაშინვე თბილად დაუკოცნიდნენ აღაჟღაჟებულ ლოყებს, მერე კი სიგარეტის მორიგ ღერს მადიანად გააბოლებდნენ. ეჰ, ერთ დროს ლაიზაც და მარგოც სიცილ-ხარხარით გაისტურებდნენ თინიას ნათქვამს, მაგრამ ახლა ორივეს დანა რომ დაარტყა გულში, სისხლი წვეთსაც ვერ დაინახავ. ნერვიულობენ რომ ოცდარვა წლის ქალს აქამდე არ ყავს შვილი, და რა ქნან? მარგოს გადაკლული ხასიათი ხომ ვიცი მე, ალბათ გული უკვდება თავისი გაზრდილი თინიას გამო.
ზუსტად ეს ქალია, ბებიაჩემი, რომლის სახელსაც დღეს მე ვატარებ. ზოგჯერ მგონია რომ ეკატერინე მეორე მიზის გვერდით და არა ჩემი მარგუშა. ოჯახის მთავარი რეფორმატორი, თავის დროზე კაცების კომპანიებსაც არ იკლებდა, სიგარეტსაც აბოლებდა და ორმოციანი წლების დისკოტეკებზეც დატასაობდა. მეოცე საუკუნის ანარქისტების რიცხვს მიეკუთვნბოდა. მაგრამ, დრომ რათქმაუნდა შეცვალა ყველაფერი. დღეს დღეობით, ვერც ჩემი მარგო და ვერც თინიას ლაიზა ბებუკა ვეღარ ატარებენ დროს ძველებურად.
„მეც ასეთი ცხოვრება მინდა, მოხუცებულ ასაკში რომ შევალ. დავჯდები ჩემს გოგოებთან ერთად და გავჭორავ უბნის ახალგაზრდობას.”
-წამოხვალ თუ არა თქო ქალო?_თინიას მოწყენილმა ხმამ უეცრად გამომაფხიზლა ძველებური ფიქრებიდან. სევდიანად გავუღიმე და გემრიელად გავიზმორე.
-თინი ნუ მტკენ გულს რა. ხო იცი როგორ მინდა თქვენთან ყოფნა არა? აი მარტო დღეს და გპირდები რომ ამ კვირას გვერდიდან არ მოგშორდებით!_ნაღვლიანი სახის დამალვას ღიმილის უკან ვცდილობ, მაგრამ ხომ ვიცი, დევდარიანს რას გამოაპარებს კაცი.
-კარგი ხო. მაშინ დღეს ერთად წავიდეთ სახლში. ცოტა ხნით მაინც დავილაპარაკოთ რა._ისევ მოწყენილი ტონი. გული მტკივა ასეთს რომ ვხედავ...
ამდენი წლის განმავლობაში ვმეგობრობთ და მისი ნაღვლიანი სახის დანახვა ყოველ ჯერზე ავლებს ბზარს ჩემს ტყვიაგაუმტარ ხასიათს. დამცინის ხომე, მეორე „რკინის ლედი“ ხარო.
-მო იცოდე კადრების შერჩევის მერე, მთელი დღე გარეთ ვიწანწალებთ გოგოებთან ერთად! და ვერანაირად ვერ დამისხლტები ხელიდან!_საჩვენებელ თითს ცხვირწინ მიქნევს, მოჭუტული თვალებით კი ცოფებს მაყრის. მისი დანახვა და ჩემი ხარხარი ერთია. ქალბატონი კი მხოლოდ მიჯლუგუნს მთავაზობს მხარში, მაგრამ მაინც მყვება სიცილში.
-გპირდები თინ!._ღიმილიანად ვჩეჩავ მხრებს და დანებების ნიშნად ხელებს მაღლა ვწევ.
-მორჩა, წავედი ეხლა თორე მომკლავენ ამდენი ხანი რომ ვალოდინე ყველა_ჩქარი მოძრაობით ტოვებს მანქანას, შემდეგ კი დახურული კარიდან გამომყვირის მიყვარხარო. სევდიანი ღიმილით გავყურებ ტროტუარზე მიმავალ ქალს რომელსაც ხალხის პატარა ჯგუფისკენ აუღია გეზი. მთელი ჩვენი სამეგობრო შეკრებილა, გამოუყვანით ქმრები და გამობრძანებულან გარეთ. დინა, ლილე და თაზო..
-როგორც იქნა გამოუტევიათ ერთი ადგილი სახლიდან!_სიცილით ვეუბნები ჩემს თავს და კიდევ ერთხელ ვავლებ "დარტყმულთა სასტავს" თვალს. საბოლოოდ ვრწმუნდები რომ თინია უსაფრთხოდ ჩაბარდა თავისი ძვირფასი ლექსოს მკლავებს. ისევ ისეთივე უაზრო ღიმილით ვარხევ თავს და ასფალტს ჩქარი მოძრაობით ვწყვიტავ მანქანას.
გაინტერესებთ ალბათ, მყავს თუ არა შეყვარებული, ქმარი, პარტნიორი. გეტყვით რომ არა, სულ არავინ არ მყავს და დარწმუნებული ვარ, დიდიად არც არავინ არ მჭირდება. ჩემი ოჯახის შემყურეს, ალბათ ყველანაირ გრძნობაზე დამეკარგა აზრი, ამიტომაც პატარა ასაკიდანვე ბობოქარ გრძნობებს ყოვეთვის მარტოობას ვარჩევდი, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც გაქრებიან აი ამ შოკოლადის ფილის ნაირად, ასე უცებ რომ შემომეჭამა.
მარგო უფროსის გამოთქმა მახსენდება:
„სიყვარული შოკოლადივითაა, ბებო, კი გემრიელია მაგრამ აბა ჭამე განუწყვეტლივ და ნახე რა შედეგსაც მიაღწევ. მარტო კალორიებისა და ზედმეტი ცხიმებს. ზუსტად ასეა სიყვარულიც, ბე, თუ ბევრია ან ნერვიულობა დაგმართებს რამეს, ანდაც ოქსიტოცინის გადამეტებული დოზა! აი ამან ჩააგდო ცხონებული ბაბუაშენი საფლავში მარგო. გრძნობებით გამოწვეულმა დიაბეტმა!“
-ბარემ გახსენებაზე, ბებუკას დავურეკავ..._ხმამაღალი ფიქრის შემდეგ, ქაოსურ ჩანთაში მობულურის პოვნას უშედეგოდ ვცდილობ. ცალი თვალი გზაზე მიჭირავს, მეორეთი კი ჩანთას ვზვერავ.
-ჯანდაბა.. სადაა ეს წყეული ტელეფონი!_საჭირან ორივე ხელს ვხსნი და როგორც იქნა, წარმატუბული ჩხრეკვის შემდეგ, მობილურსაც ვპოულობ. -ალელუია!_ამჯერად უკვე ორივე მტევანს საჭეზე ვაბრუნებ მაგრამ ჰოი სასწაულო. უფროსწორედ, ჰოი ჩემო უმოწყალე ბედო!

ძლიერი დარტყმით გამოწვეული ენერგია, ტანში არასასიამოვნოდ მივლის და წამიერად წინ მაგდებს. ცარიელ ტრასაზე მოსრიალებული მანქანა საცოდავათ გუგუნებს, მე კი გულ აფანცქალებული აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს.
-ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა..._ავტომობილიდან გადასული, გატყობ როგორ მიკანკალებენ ფეხები, ტვინში კი ალტერ ეგო საშინელი ბღავილით მიყრუვებს არემარეს. -ღმერთო, მოვკალი. ადამიანი მოვკალი..._ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ავტომობილის წინ მიგდებულ სხეულს რომელიც არც აქეთ და არც იქით არ ინძრევა. მორჩა, დამთავრდა ჩემი სიცოცხლეც. ახლა რა ვქნა? როგორ ვიცხოვრო ამ ტანჯვაში?!
-ვაიმე..._გაქვავებული მდგომარეობიდან ქალის ხმას გამოვყავარ. ბორბლების ქვეშ მიწოლილი სხეულიც ნელ ნელა ირხევა და როგორც იქნა ახელს თვალებს.
-ქალბატონო! ყველაფერი კარგად იქნება! არ დაგტოვებთ! ყველაფერი კარგად იქნება._აცახცახებული ქვითინით ვიმუხლები გზაზე მივარდნილი შუა ხნის ქალბატონისკენ და ცრემლებს მუშტებით ვიწმენდ...

***
-როგორ არის?! მოკვდება?! ხომ კარგადაა?!
-დაწყნარდით ქალბატონო. როგორც ჩანს ძლიერი ორგანიზმი აქვს ამიტომ მხოლოდ მოტეხილი ხელითა და გაბზარული ნეკნით იჩინა თავი, რომელიც საკმაოდ ადვილად გამთელდება.
-ანუ არ მოკვდება?_ გაშეშებული მზერით გავყურებ გაკვირვებულ ექთანს, რომელსაც ჩემი სიტყვების მოსმენისას ოდნავი ღიმილი გაურბის სახეზე.
-არა შვილო, არ მოკვდება. დაწყნარდი, აღარ ინერვიულო._თბილი სიტყვებით მისტუმრებს ქალი და გრძელ დერეფანში ისევ მარტოს მტოვებს. იმედი მაქვს ცოტა ხანში შევძლებ პალატაში შესვლას, ვნახო მაინც ვინაა ჩემი მსხვერპლი.
ხელების კანკალით ვიღებ სავარძელზე მიგდებულ მობილურს და ნაცნობ ნომერს დაჰიპნოზებულივით ვურეკავ. ყურმილში მალვე მესმის ქალის მომაჯადოვებელი ხმა.
-ბე...
-ბებომ გენაცვალოს, როგორ ხარ დედუ?
-ბე...მომენატრე ძალიან..._უაზრო ხმით ვპასუხობ ქალს და თვალიდან წამოსულ ცრემლს მუჭით ვიწმენდ.
-მარგო, ბებო რა ხმა გაქ? მოხდა რამე?_დანაღვლიანი ტონით მპასუხობს ჩემი ტკბილი ბებუკა და მეც ვეღარ ვიკავებ ცრემლების უხვ ნაკადს.
-ცუდათ ვარ მარგუშ. ცუდათ...
-შვილო დაწყნარდი და ამიხსენი რა მოხდა?_ვგრძნობ როგორ აუკანკალდა ხმა და ყურზე მთელი ძალით მიიჭირა ყურმილი.
-მე კი ვარ კარგად, მაგრამ ჯობდა ისევ მე დამმართნოდა რამე ვიდრე იმ საწყალ ქალს...
-მარგო მითხარი სად ხარ?! მითხარი და ახლავე მოვალ შენთან!
-არ ვიცი, რომელიღაც საავადმოყოფოში, ცენტრში...

***
დერეფანში ქორივით შემოფრენილი, ჯინსებსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი კოხტა ქალი, ჩემი დანახვისას, ჩქარი ნაბიჯებით მოდის და ძლიერად მეხუტება მხრებზე, თანაც აცრემლებულ ლოყებს მიკოცნის.
-შე სულელო, გამიხეთქე გული ადამიანო! მეგონა რაღაც დაგემართა მარგო! ამიხსენი რა მოხდა ბე!
-ვიღაცას დავარტყი მანქანა. მეუბნებიან კარგათააო მაგრამ...მაგრამ...მეშინია ბე რა... ძალიან მეშინია!_აბღავებული ვებღაუჭები ხანში შესული ქალის მხრებს.
-კარგი შვილო დაწყნარდი. მარგო, ბებო, შემომხედე აბა. აი ასე, დაწყნარდი. ყველაფერი კარგადაა. რადგან გეუბნებიან რომ ყველაფერი ნორმაშიაო ესეიგი ასეცაა. არ ინერვიულო ბებომ გენაცვალოს. ეხლა მიდი, შედი პალატაში, მერე მე წაგიყვან სახლში და შენ მანქანასაც მოგვიანებით გამოვიყვან...

***

საკაცეზე სუსტად მიწოლილი ქალი, იქვე დამდგარ პატარა რადიოს თვალებდახუჭული უსმენს. კარების ჭრაჭუნზე წამის მეასედში ახელს ჯერ ერთ ქუთუთოს, შემდეგ მეორეს და საოცარი, მწვანე თვალებით ღიმილიანად გამომყურებს.

-ქ..ქალბატონო..._ყოყმანით ძლივს ვუყრი ერთადერთ სიტყვას თავს, მაშინვე ცრემლები მვარდება თვალებიდან. ვინ იცის რა უსუსურის შთაბეჭდილებას ვტოვებ.
-არ გინდა შვილო, ნუ ტირი._ქალის თბილი ხმა სასიამოვნოდ მეცემა გულზე და უფრო უხვად იწყებს ცრემლების ნაკადი სვლას. მის გვერდით მდგარი სკამისკენ დარეტიანებულად ვიწევ. ლოგინზე თავს საცოდავათ ვდებ და საბანში ვაგრძელებ ტირილს. ქალის დაკოჟრილი ხელები რბილ თმებზე სასიამოვნოდ მეხებიან და მეც ოდნავ მიწყნარდება კანკალი.
-არ გინდა შვილო. შენნაირად ლამაზი ქალი არ უნდა ტიროდეს ასეთი მოხუცისთვის როგორც მე ვარ. ყველაფერი კარგად იქნებ, ვერ ხედვ როგორი ძლიერი გახლავარ?!_სიცილით, ამაყად მეუბნება. მეც შედარებით მიუმჯობესდება ხასიათი.
-მაპატიეთ რა. არც კი მიფიქრია თუ ასეთი რამ მოხდებიდა...
-არა შვილო, ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი მოუთმენლობის შედეგია, შენ არაფერ შუაში ხარ. ახლა ის მითხარი, ასეთ ლამაზ გოგოს რა ქვია?_ამჯერადაც ღიმილით მაჯილდოვებს და მტევანზე ხელს მიჭერს.
-მარგო. მარგო მქვია ქალბატონო...
-ულამაზესი ხარ შვილო. არ ღირს ტირილი. მორჩა, გაჩერდი ახლა!_მტიცედ მეუბნება თმაჭაღარა და ცრემლებს წვრილი თითებით მაშორებს თვალებიდან.

***
ღამის თერთმეტი საათია. დაღლილი კი არა ფაქტიურად გულწასული ვარ. მხოლოდ ათი წუთი იქნება რაც ბებომ მომიყვანა სახლში, ჰოდა მეც მაშინვე გავიძრე ტანსაცმელი და ჩვეული მოქმედებით მხოლოდ ტოპიკის ამარა დავრჩი. აცუღლუტებული ლაილა სველი ცხვირით ხელზე მელამუნება და მოფერებას ითხოვს...
მობილურის აციმციმებული ეკრანისკენ მეპარება თვალები. რამდენიმე საათის წინ მოსული შეტყობილება რატომღაც გულში უცნაურ გრძნობას მინთებს:

From: ჩემი თინი <3
To: მარგო
მო დღეს მთელი დღეა ვცდილობ როგორმე მაინც დაგიკავშირდე. სად ჯანდაბაში დაიკარგე გოგო? მინდა რო გცემო რა. მარა მაინც მიყვარხარ ხო იცი? <3
გოგოცუნა, მისმინე ეხლა. და არ გაბრაზდე რა, ასე უეცრად რო მოხდა ყველაფერი. მოკლედ, ამ დღეებში ვერ გნახავთ. ვერც ოფისში ვერ მოვალ. ბოდიში მო რა. ძალიან უხერხულად ვარ მაგრამ როგორც კი დავბრუნდები ქალაქში ყველაფერს მოგიყვებით. დინას და ლილეს მოკითხვა. მიყვარხართ ძალიან ჩემო ლამაზუკებო :*


როგორც კი ბოლო სიტყვა ამოვიკითხე მაშინვე ახალი შეტყობინება გავხსენი და მოწადინებით დავიწყე წერა...

]სულელი ხარ ქალო რას მიხდი ნეტა ამ ბოდიშებს. მთავარია მიხედო თავს სადაც არ უნდა იყო. სულ ყველას ძალიან გვიყვარხარ.
პ.ს გაუფრთხილდი შენს თავს თინ!
ღილაკს როგორც კი დავაჭირე თითი შეტყობინებაც მაშინვე გაიგზავნა. თინის წერილი დიდი ისტერიკით არ მიმიღია, ამიტომ ისევ მომხდარი ამბავი ამიმიტივტივდა თავში.
ჩემს "კინაღამ შეწირულს" ანა ქვია, ქალბატონი ანა.. მარგო ბებოზე ორი წლით პატარა ყოფილა. ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, იმდენი მაცინა, კინაღამ ადგილზე გავაფრინე. ქალი რამისაა მოვკალი, არადა ისევ თვითონ ცდილობდა ჩემი ხასიათის გამოსწორებას.
დავპირდი როგორც კი მოვიცლი მე და მარგო უფროსი ისევ მოგაკითხავთთქო. ძალიან მოეწონათ ბებოებს ერთმანეთი, შეეწყობიან ქალები და იჭორავებენ, ვის რამდენი აქვს წნევა და ვინ რამდენი წვეთი კატაბალახა დალია დღეში...
ამჯერად ისევ აივანზე ვზივარ. ბოლო დროის ნერვიულობისა და სტრესისგან, ძილის პრობლემები მაქვს, თანაც ეს სიცხე კიდევ უფრო მტანჯავს.
გარეთ გამოსვლამდე არემარე კარგად დავზვერე, მეთქი ის დარტყმული წყვილი ეხლაც არ "ნებივრობდეს" თქო.დავრწმუნდი თუარა რომ ყველაფერი სუფთაა, ამაყად გამოვწიე ჩემი პატივცემული შეზლონგი და ასევე ამაყად მოვკალათდი, თხელი ბრეტელებიანი პერანგით. აბა რა ვქნა ხომ არ დავიწვები ამ სიცხეში?
ყურსასმენებში საყვარელი სიმღერა გაისმის. ვერცხლისფერი მთვარის შუქი დახუჭულ თვალებზე სასიამოვნოდ მეფინება, ჰოდა მეც უფრო და უფრო ვიძირები წყნარ მელოდიაში.
-ვხედავ, ძალიან მოგწონს ღამით ნებივრობა.
მამაკაცის ნაცნობი ხმა უცნაურად მივლის კანზე. დაფეთებულად ვწევ ტანს შეზლონგიდან და სბინელეში მოელვარე ორ თვალს დაბნეულად გავყურებ. იდაყვებზე დაყრდნობილი, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი წყლის ბოთლს ათამაშებს ხელში, თან მე მათვალიერებს დაჟინებული მზერით. წამისეული შიში ზუსტად იმავე წამს ქრება, მერე ისევ ამაყი ქალის იერი მიბრუნდება.
-ვხედავ, დღეს ვიღაცას მარტო უწევს ღამის გატარება._მისივე დამცინავი ტონის პასუხის შემდეგ, ტანს არხეინად ვაბრუნებ შეზლონგზე. უცნობი რათქმაუნდა ხვდება რაზე, ანდაც ვიზეა საუბარი.
-ვიფიქრე ერთი დღით მაინც დავაძინებ საწყალ მეზობელსთქო._ცინიკურად მიბრუნებს სიტყვას და იქვე მიყუდებულ სკამზე ჯდება, ფეხებს კი პლასტმასის თეთრ მაგიდაზე აწყობს.
-მადლობა თქვენო უდიდებულესობავ რომ დღეისთვის მაინც დამინდეთ.
-როგორც ჩანს, სექსით დიდად არ ხარ აღფრთოვანებული._თვალებ მოჭუტული გამომყურებს და პროვოკაციული კითხვით დგავს მორიგ ნაბიჯს დიალოგისკენ. ყველაფრის მიუხედავათ, მისი კითხვა დიდად არ მძაბავს, ამიტომაც ძალიან წყნარად ვაგრძელებ ლაპარაკს.
-რატომაც არა, უბრალდოდ ვფიქრობ ჯობია შენთვითონ განიცადო ყველაფერი ვიდრე უცნობი მეზობლისგან "მოისმინო"._ უკუნეთი სიბნელის გამო მის სახეს საერთოდ ვერ ვხედავ, მხოლოდ გაფანტული სილუეტი თუ მწვდება თვალებამდე, თუმცა ვხვდები რომ ჩემს სიტყვებზე ეღიმება. -მაგრამ ზოგ ზგიერთებისგან განსხვავებით იმდენი გაგება მაინც მაქვს რომ აივანზე არ დავკავდე „უწმაწურობებით“ და მეზობლებს ნორმალურად დაძინების საშუალება მაინც მივცე!_ხელებით ვანიშნებ ბრჭყალებს, თან კულტურულად ვსვავ ადგილზე, საკუთარი თავით ამაყი კი გემრიელად ვიშლები მხრებში.
-აი დაკავდები ამ „უწმაწურობებით“ ექსტრემალურ გარემოცვაში და მერე ვნახოთ როგორ აჟუჟუნდებით ქალბატონო მეზობელო._ჩემივე გამოთქმას ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ აბრუბენს, ამიტომ ისევ მე ვრჩები წაგებული. 1-0.
- თუ აივანია „ექსტრემალური გარემოცვა“ და სხვაზე უბრალოდ ფანტაზია არ გყოფნით შენ და შენს „პუპსს“ მაშინ ხელები ჩამომიყრია._ 1-1!
-აი შემდეგ დროს თუ შემოგვიერთდები, ექსტერამლურ გარემოზე სამივემ ერთად ვიფიქროთ._სისინა გველის შხამივით მედება მისი სიტყვები ტვინზე.
ამ ჯერზე, ჩემმა გამჭრიახმა ტვინმა ვერაფერი ვერ მოიფიქრა იმისთვის რომ როგორმე მაინც მოეგერიებინა „მტერი“.
-მორჩა, მეძინება! ნახვამდის!_ცხვირ აბუზული ვდგები შეზლონგიდან და რაც შეიძლება ამაყად მივიწევ კარებისკენ, მიუხედავათ იმისა რომ ვიცი, ბუნდოვნად მხედავს. ოთახში შევდივარ თუარა ტანზე ვიხდი და ლოგინისკენ მივდივარ, იმით გულნატკენი, რომ ერთი ნორმალური სიტყვაც არ უთქვამს უცნობს. მაგრამ სულ ბოლო წამს, თითქმის იმ დროს როდესაც იმედი მთლად დამეკარგა, აივნიდან წამოსული დახშული ხმა მომესმა.
-გაიბუტე?!
-არა!_გავკივივარ ოთახიდან.
-როგორ არა, ვიცი რომ გაიბუტე!_სიცილ ნარევი ხმა ისევ შემოდის ოთახში. მეც ვეღარ ვითმენ და, კარებს ამოფარებული, გარეთ გაუსვლელად ვყოფ თავს აივანზე.
-არა თქო და მორჩა!
-კარგი. მაშინ ძილინებისა და იმედია ეს არ იქნება ღამის აივნის უკანასკნელი შეხვედრა!_თბილი, საოცრად თბილი ხმით მეუბნება მომიჯნავე აივნის მამაკაცი, მერე კი, როგორც ვხვდები, დინჯი ნაბიჯებით მიემართება ოთახისკენ.
მეღიმება. რა ვქნა, არ ვარ ცუდი გულის პატრონი და არც ბრაზი არ რჩება ჩემში დიდი ხნით.
დებილი გოგოსავით გაღიმებული ვბრუნდები ბინაში, ზურგით ლოგინს ვეხეთქები, თან თავში, „ექსტრემალი მეზობლის“ სასიამოვნო ხმა მიტრიალებს.
-მომდევნო შეხვედრამდე უცნობო მეზობელო...
__________________________________

საიტზე დადებული პირველი ისტორიით მოგესალმებით სუუულ ყველას!
დიდი იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ და რაც ყველაზე მთავარია, ერთ კომენტარსაც დამიტოვებთ ^_^ პირველი თავია და ხომ უნდა ვიცოდე რა მაქვს გამოსასწორებელი, რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ. თანაც ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის თქვენი აზრის გაგება.

ავტომატური შეცდომები მომიტევეთ. დიდი მადლობა ყველას და მომდევნო თავამდე!

პ.ს ახალ თავებს დღეგამოშვებით დავდებ. (ცოტა ინტრიგაც მესაჭიროება მეტი ეფექტისთვის :დ )



№1  offline მოდერი sopiko

მმამ მმამ მმამ მომწონს :-D ძალიან საინტერესო სიუჟეტია და კარგადაც წერ. ველოდები ახალს <3

 


№2 სტუმარი nino

Kargia gaagrdzele, magram es margo ram mogafiqra?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent