შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -11-


1-09-2015, 04:22
ავტორი ჯია
ნანახია 4 566

კაბინეტში მაქსიმე შემოვიდა. კიდევ კარგი ვიჯექი, თორემ მოულოდნელობისგან ძირს მოვადენდი ზღართანს. ყველგან რატომ არის? ჩემს სამეგობროში -მაქსიმე, ლენუკას სამეგობროში - მაქსიმე, სამსახურშიც - მაქსიმე..
შევატყვე გაბრაზებული იყო, მოგვესალმა და ჩემ გვერდით სავარძელში ჩაჯდა.
-ბატონო დავით, როდესაც არქიტექტორს მიცვლით, თავი დავანებოთ იმას, რომ არც დაინტერესდით ჩემი აზრით. მგონი იმას მაინც ვიმსახურებ, რომ საქმის კურსში ჩამაყენოთ, არა? - თავისი ბოხი და მამაკაცური ხმა, კიდევ უფრო გამკაცრებოდა.
-მაქსიმე, უბრალოდ ტაისიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეგონა ტაისიამ გაგაფრთხილა. -უთხრა ბატონმა დავითმა, რაზეც ძალიან გავბრაზდი, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და გამოდის რომ ხელები შემახოცა. გაოცებულმა გავხედე ჩემს უფროსს, მართლა არ ველოდი.
-ბატონო დავით, როგორც მახსოვს, როდესაც ამ საგურამოს აგარაკის გამო ჩემი პროექტები ირაკლის გადავაბარე მაშინ თქვენს თავზე აიღეთ ყველაფერი. როცა როგორ გაწყობთ ისე უნდა იყოს თუ როგორ არის საქმე? - როდესაც ვბრაზდები და თან უსამართლობის შეგრძნება მაქვს, პირდაპირ იმას ვამბობ ხოლმე რასაც ვფიქრობ და სულ არ მადარდებს ამას ჩემს უფროს ვეუბნები თუ მდივანს. დღემდე ვერ გავარკვიე ეს ჩემი მინუსია, თუ პლიუსი.
-მე აქ იმის გასარკვევად არ მოვსულვარ ვის უნდა ეთქვა და ვის არა. ჩემი აგარაკის მშენებლობა თქვენ დაიწყეთ და მოვითხოვ, რომ თქვენვე დაასრულოთ, ქალბატონო ტაისია. -ბოლო ორი სიტყვა განსაკუთრებული ირონიით წარმოსთქვა მაქსიმემ და თვალები შემომანათა.
-გამორიცხულია! -კატეგორიულად მოვუჭერი ბიჭს.
-ბატონო დავით, არანაირად არ გავითვალისწინებ რომ მამაჩემის მეგობარი ხართ და სასამართლოში გიჩივლებთ. -გახედა მაქსიმემ ჩემს უფროსს. თავხედი, რა გზებით ცდილობს ჩემზე მანიპულირებას ნახეთ.
-ტაისია.. -გამომხედა ბატონმა დავითმა.
-ბატონო დავით, ერთი წამით ფურცელი და კალამი მომაწოდეთ. -გავაწყვეტინე სათქმელი და თითით თაბახის ფურცელზე მივუთითე. აშკარად ვერ მიხვდა, რაში მჭირდებოდა ეს ნივთები, მაგრამ მაინც მომაწოდა. გამოვართვი და წერა დავიწყე.
-ეს ჩემი განცხადებაა, წასვლის თაობაზე. ძალიან გთხოვთ მალე დამიდასტუროთ ხელმოწერით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. -განცხადება თვალწინ დავუდე ბატონ დავითს. მის განცვიფრებულ მზერას ყურადღება არ მივაქციე, არც არაფრის თქმა დავაცადე, სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა და ჩემს კაბინეტში შევვარდი. ყუთი ავიღე, ჩემი ნივთები ჩავყარე და კომპანიიდან გამოვედი.



ჩემს მანქანასთან მაქსიმე დამხვდა.
-რა გააკეთე? -მკითხა მკაცრად. მწველი მზერით გავხედე და რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვუყურე, შემდეგ კი უსიტყვოდ ავხადე საბარგული მანქანას, ყუთი შიგ ჩავდე, ჩავჯექი მანქანაში და სახლში წავედი.


გამწარებულმა შევაბიჯე სახლში, ყუთი სადღაც მივაგდე და აქეთ-იქეთ ბოდიალი დავიწყე. ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, იმასაც ვერ ვიაზრებდი წესიერად ასე ძალიან ნერვები რამ მომიშალა. ვერც იმას ვიაზრებდი, რომ სამსახურიდან წამოვედი. საერთოდ ასეთი ფიცხი და ფეთქებადი როდის გავხდი? მითუმეტეს ასეთ ელემენტარულ საკითხებზე, უბრალოდ ამ ყველაფერში მაქსიმე რომ ფიგურირებდა, ნერვებმა მიმტყუნა. არა რა, ბოლო მომიღო ამ ბიჭმა. იყო დრო, მშვიდი, გაწონასწორებული და მომთმენი ადამიანი ვიყავი. ახლა კი მოსიარულე ნერვოზი ვარ!
როგორ დავიღალე.. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი არ მიაქვთ გულთან ახლოს და მუდამ ხალისიანები არიან? მეც მინდა ვისწავლო ეგეთ ადამიანად ყოფნა, ძალიან მინდა..


კარებზე ბრახუნი მომესმა,მგონი არც ისე რთული გამოსაცნობია ვინ დგას კარების უკან.
-რა გინდა? -შევუბღვირე, როგორც კი კარები გავაღე.
-როდესაც გელაპარაკები, ჩემი იგნორი მეორედ აღარ გაბედო. -მითხრა მკაცრად და პირდაპირ სახლში შემოაჭრა, როგორც სჩვევია ხოლმე. -რატომ წამოხვედი სამსახურიდან? -ჩემკენ შემოტრიალდა და ხელები გადაიჯვარედინა.
-შენც ეგ არ გინდოდა? - რა შუაშია, მაგრამ რამე ხომ უნდა მეთქვა.
-რა მოიგონე ახლა? -გაკვირვებულმა გამომხედა.
-დღეს შენი საქციელი, სხვაზე არაფერზე მეტყველებდა. საჩივარი რომ შეგეტანა, კომპანიას სახელი გაუტყდებოდა. მართალია, შეიძლება ჩვენ მოგვეგო, იმდენად სულელური თემა იქნებოდა, მაგრამ მაინც ბევრი კლიენტი გაგვექცეოდა. ამის გამო კი ბატონი დავითი აუცილებლად გამომიშვებდა, ხოდა მე დავასწარი. - ახლა ეს ყველაფერი მე ვიბოდიალე? გეუბნებით, ვერ ვხვდები რას მიკეთებს ეს ბიჭი ასე რომ მაბნევს და მადებილებს ამხელა ქალს. მაქსიმე ცოტახანი გაუნძრევლად იდგა და უბრალოდ მიყურებდა, არაფერი უთქვამს. ცოტახანში მომიახლოვდა და ხელი შუბლზე მიმადო.
-სიცხე გაქვს? -შევამჩნიე როგორ გადაურბინა წამიერად ღიმილმა. ცინიკოსი! მისი ხელის შეხებისას მთელი სხეული ამითრთოლდა და ისე ავხურდი, მგონი მართლა სიცხემ მომცა.
-წადი გთხოვ. - ამოვიხავლე და ხელი ჩამოვაწევინე. მუხლები ისე მიცახცახებს, მალე წონასწორობას ვეღარ შევინარჩუნებ.
-უკვე მეორედ მესმის შენგან ეგ სიტყვები! - ხმაში სიბრაზე შევამჩნიე. საბედნიეროდ, ამ დროს ჩემი ტელეფონი ამღერდა.
-ხო, ანეტ? -ვუპასუხე დაქალს.
-რას შვები? მოდიხარ ხომ დღეს? -ანეტას ხალისიანმა ხმამ ამომძახა ტელეფონიდან.
-ვერა, ღიპუც. სერიოზული პრობლემებია სამსახურში, ხვალ შევეცდები ჩამოვიდე. -ამ ბოლო დროს შევეჩვიე ტყუილებს, თუ მე მეჩვენება? მაგრამ ტელეფონში ნამდვილი მიზეზის ახსნა არ მინდოდა, რომ ჩავალ მოვუყვები. თან ახლა მგზავრობის არც თავი მაქვს და არც სურვილი.
-ტყუილებიც დაგიწყია. -მითხრა ბიჭმა, როდესაც ანეტასთან საუბარს მოვრჩი.
-შენი სკოლაა. -თვალი ჩავუკარი და გავუხსენე კლუბში ნათქვამი მისი ირონიული რეპლიკები.
ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა მისკენ, თუმცა თვალების დახრა მოვასწარი, რომ თვალებში არ ჩამეხედა.
-შემომხედე! -მკაცრად მითხრა მაქსიმემ, თუმცა მე ცოცხალი თავით არ ვუსწორებდი თვალებს. -ტაისია, შემომხედე მეთქი! -ოდნავ ტონს აუწია ბიჭმა და ნიკაპზე თითები მომიჭირა. მეც ბოლოსდაბოლოს ავხედე და პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე. -შენი ფერადი თვალები.. -უცებ ხმა დაუთბა ბიჭს, გულში ჩამიკრა და ხელები ძლიერად შემომხვია. მკლავებში ჩავადნი, სული ამომივიდა და ზემოდან დაგვყურებდა, გული მთელს სხეულში დახტოდა და.. არ ვიცი, კიდევ სხვანაირად როგორ გადმოგცეთ ჩემი მდგომარეობა. ამ მის ყველასგან განსხვავებულ სუნს ხომ საერთოდ, ჭკუიდან გადავყავდი.
დივანზე დაჯდა ჩემთან ერთად, კალთაში ჩამისვა და პატარა ბავშვივით გულზე მიმიკრა. მეც გავიყუსე, თავი მივადე და მის გულისცემას დავუგდე ყური. ასე ვისხედით ჩუმად ერთმანეთზე მიკრულები, მაქსიმე ხან თავზე მომეფერებოდა, ხან ხელზე, ხან მაისურში შემიცურებდა ხელს და მუცელზე წამეთამაშებოდა, პერიოდულად ხან თავზე მაკოცებდა, ხან შუბლზე, მე კი ვიჯექი გაშეშებული და ვტკბებოდი თითოეული წამით. ტკივილნარევი ბედნიერება ოდესმე განგიცდიათ? მე დღეს განვიცადე..
-საქართველოდან უნდა წავიდე.. -ჩახლეჩილი ხმით მითხრა მაქსიმემ.
-რა? რატომ? -გაოცებულმა წამოვყავი თავი და თვალებში ჩავხედე.
-ასე უფრო ადვილია, ერთმანეთს აღარ შევხვდებით და ძებნასაც აღარ დაგიწყებ. -მიპასუხა და ნაღვლიანი თვალები შემომანათა.
-ჩემ გამო მიდიხარ? -ცრემლები თვალებიდან წამსკდა. -მაქსიმე, დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანე, გთხოვ ნამუსზე ნუ მაგდებ და უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებ. მე შევეცდები, რომ არსად შეგეჩეხო.
-ტაისია, ხანდახან მგონია, რომ 2 წლის ბავშვი ხარ. ვერასდროს ვერაფერს ხვდები ან არ გინდა, რომ მიხვდე. უშენოდ არც ბიზნესი მინდა, არც აგარაკი და საერთოდ არაფერი!
ვეღარაფერი ვუთხარი, ან რა უნდა მეთქვა? მაქსიმემ ხელით ცრემლები მომწმინდა და შემდეგ ჩემს ლოყაზე გააჩერა, მე ხელი დავადე, მისი ხელი ჩემი ტუჩებისკენ ჩავაცოცე და ორჯერ ვაკოცე.
-მაინც ვერ ვხვდები ხელს რატომ მკრავ? მერე რა მოხდა რომ 24 წლის ვარ?!
-პატარა ხარ, არ მინდა გაგაუბედურო. -ამოვიქვნეშე და თვალი ისევ ავარიდე.
-ჩემგან წასვლით მაუბედურებ! -თავი ისევ მის მხარეს მიმაწევინა.
-მაქსიმე, ეგ ახლა გგონია ასე, თორემ რამდენიმე თვეში მადლობას მეტყვი. -ამოვიქვნეშე.. ვერ გავიგე ვუთხრა თუ არა სესილიაზე, ისიც არ ვიცი რატომ ვუმალავ, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები რა აზრი აქვს თქმას? ჯობია იცოდეს, რომ მხოლოდ ასაკის გამო ვშორდები.
-მადლობას გეტყვი? შენ იცი როგორ მექცევი ახლა? არ შემიძლია გადმოგცე, ტაისია.. მაგრამ ეგ იცოდე, რადგანაც არ შემიძლია ლაპარაკით გადმოცემა, არ ნიშნავს რომ არაფერს ვგრძნობ ან არ მტკივა. - მითხრა ბიჭმა, რაზეც ისევ ცრემლები წამსკდა. -გეყოფა, ნუ ტირი.. -მითხრა და ისევ გულზე მიმიკრა. -ეს ერთი ღამეც და წავალ..
თავი ავწიე და პირდაპირ მას შევხედე, მაქსიმე წამოიწია და ცრემლიანი თვალები კოცნით ამომიშრო, შემდეგ კი.. მონატრებული კოცნა, მისი მონატრებული ტუჩები.. ვეღარ ვჩერდებოდით, უფრო მეტად მომთხოვნად და ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს. შემდეგ კი.. ყველაზე სასიამოვნო, ვნებიანი და ტკბილი ღამე, რომელიც მინდოდა არასოდეს დასრულებულიყო. ტკბილი და ამავდროულად, მწარე ღამე..



დილით ვიგრძენი როგორ დამიკოცნა მთელი სახე, თუმცა თვალები არ გავახილე. არ მინდოდა დამენახა, როგორ მიდიოდა.. ჩაიცვა, ისევ მაკოცა და წავიდა.. ისევ ეს აუტანელი ტკივილი, რისთვის ვისჯები ასე? თავზე ბალიში დავიმხე და ავქვითინდი.


ცოტახანში დავწყნარდი, ავდექი, სპორტულები ამოვიცვი და სუპერმარკეტში წავედი. ბევრი წითელი ღვინო და სიგარეტი მოვიმარაგე და სახლში დატვირთული დავბრუნდი. ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე და ანეტასთან სმს ვაფრინე:
„ანეტ, ვეღარ ვახერხებ საერთოდ ჩამოსვლას. ბევრი საქმეა მოსაგვარებელი.. მოუბოდიშე რა სესილიას და ბიჭებს. რომ დაბრუნდებით დამირეკეთ.“
ტელეფონი გავთიშე, ფარდები ჩამოვაფარე, რომ სახლი კარგად ჩაბნელებულიყო, კარებიც გადავრაზე, სახლიდან გასვლის სურვილი დიდი ხანი აღარ გამიჩნდებოდა, სტუმრის მიღების ხომ მითუმეტეს. შემდეგ დივანზე მოვკლათდი გემრიელად, ღვინო გავხსენი და პირდაპირ ბოთლიდან მივიყუდე. მაინც ჩემი დასალევია, რად მინდა ჭიქა? თან ასე ბევრად გემრიელია. ფეხები დივანზე ავალაგე, თავი უკან გადავაგდე, ცალ ხელში ბოთლით და ცალ ხელში სიგარეტით სრულ „ნეტარებაში“ გადავეშვი..

---------
ვიცი, გვიან დავდე.. მაგრამ საშინელება დამემართა :(( მთელი თავი წამეშალა და თავიდან მომიწია დაწერა.
მოკლედ, ასე დამათენდა :) ახლა თქვენი კომენტარები და გამხნევება მჭირდება, რომ სამსახურში არ ჩამეძინოს :/
პ.ს. ძალიან დიდი მადლობა შეფასებებსითვის..
ვგიჟდები მე თქვენზე!



№1  offline წევრი Ignifex

მესმის შენი,საშინელებაა ნაწერი რომ წაგეშლება და აბა შენ იცი სამსახურში!:D რაც შეეხება ამ თავს,ძალიან მომეწონა<3 ყოჩაღ შენ <3

 


№2  offline მოდერი ჯია

Ignifex
მესმის შენი,საშინელებაა ნაწერი რომ წაგეშლება და აბა შენ იცი სამსახურში!:D რაც შეეხება ამ თავს,ძალიან მომეწონა<3 ყოჩაღ შენ <3

ერთი წამითაც რომ ჩამოვჯდები, მეძინება :დდ
მადლობა ❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari iyooo imedia male dadeeb

 


№4  offline მოდერი ჯია

uchveulo
vaime ra magari iyooo imedia male dadeeb


მადლობა ❤️
ახლა მოვედი სახლში და ცოტა რომ არ დავიძინო მოვკვდები :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent