შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Jeans (IV ნაწილი)


1-09-2015, 10:39
ავტორი once upon
ნანახია 2 973

მომავალი ერთი კვირის მანძილზე ნუცუბიძე იმაზე მშვიდი იყო ვიდრე ოდესმე.
არც კი სჯეროდათ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ, დროებითი "ნეტარებით" ტკბებოდნენ.
პარასკევს, სკოლიდან მხიარულად გამოდიოდა ყველა.
რა თქმა უნდა, ყველას უხაროდა საახალწლო არდადეგების თითქმის 1 თვიანი დასვენება.
-წიგნი დღესაც დაგიტოვა? - ჰკითხა ქერათმიანმა ლურჯთმიანს.
ამ უკანასკნლემაც წარბი აწია და ჩანთიდან სქელყდიანი წიგნი ამოაძრო.
-სერიოზულად? ჰარი პოტერი? - სიცილი აუტყდა ქერათმიანს. - ამას გონია რო წაკითხული არ გაქვს? - ლურჯთმიანმა სიცილით აიჩეჩა მხრები და წიგნი ჩანთაში დააბრუნა.
-რა მაგარია, ახალი წელი, თოვლი და ნაძვის ხე! - გაიბადრა ნინი.
-და კიდევ თოვლის ბაბუა, არა? - ამრეზით გადახედა სალომემ.
-უი მე, ნაადრევად დაბერებულები ხართ! მე კიდევ ისევ დაველოდები წერილს ჰოგვორტსიდან, ვიცი რომ მოვა და იმიტომ! - ამაზე იმხელა ხარხარი აუტყდათ, ყველას ყურადღება მიიქციეს.
-ნაადრევად დაბერებული რატომ? მეც ველოდები. - ხელი ხელში სიცილით გაუყარა ემამ-ნინის.
-ეჰ, ბავშვები. - თავი გადააქნია ლიკამ.
-ეს უკვე თვრამეტის როა, თავი დიდი გონია! - თვალები გადაატრიალა ელენემ.
-მეც რომ გავხდები, მერე რაღას იზამს! - ენა გამოუყო ემამ.
ძალიან კარგ ხასიათზე იყო და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონდა.
კაფეში დასხდნენ, ყავა შეუკვეთეს და საუბარი დაიწყეს.
ემა თავს დამნაშავედ თვლიდა, რადგან მეგობებს მისი ცხოვრების (იმ ეტაპზე) უმნიშვნელოვანესი ფაქტების შესახებ არ ეუბნებოდა და იცოდა რომ როდესაც ყველაფერი გაირკეოდა, მისგან ძალიან ნაწყენები დარჩებოდნენ.
მაგრამ გოგონებმა, რომელთანაც ლურჯთმიანი თითქმის ერთნაირად იდელაურად იყო, შესანიშნავად იცოდნენ რომ ელენე მისთვის "სულ სხვა თემა" იყო. დასავით, ტყუპიცალივით ჰყავდა ერისთავი და ეს არავისთვის, არასდროს არ დაუმალავს.
-ახალ წელს სად ვხვდებით? - იკითხა სალომემ.
-სახლებში. - სიცილით თქვა ლიკამ.
-ოოო, რა სახლებში. ერთად შევხვდეთ და მერე ავიდეთ სახლებში. - თქვა ნინიმ და ყავა მოსვა.
-ანა ჩამოდის და არამგონია რამეს თუ იზამთ მეც იქ ვიყო. - სევდიანად თქვა ლურჯთმიანმა.
ანა მისი ბიძაშვილი იყო. ძალიან მაგარი სახით, ძალიან მაგარ ტანზე ყოფნამ, პაემნებზე სირბილმა და "ლ"-ს მაქსიმალურად შერბილებამ ის გახადა რაც ახლაა, ანუ-საკუთარ თავზე შეყვარებული, ემასგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება.
ნათესაური პატივისცემაც კი არ აქვს მის მიმართ. იმდენად ამაზრზენი საქციელები აქვს გოგოს, რომ გიჟდება ხოლმე ემა.
-ემა, ემა... - გაიგონა ელენეს ჩურჩული. საშინლად გაბრაზებული სახე ჰქონდა, თვალებს უბრიალებდა.
მზერით ჰკითხა, რა გინდაო.
მან კი თავი მათი მოპირდაპირი მაგიდისკენ გაიშვირა, სადაც შავთმიანი ბიჭი იჯდა, საფეთქალთან-შრამით და ცისფერი ჯინსით. წინ წიგნები ედო, რაღაცას წერდა.
"მოიცადე, ეხლა ეს მეცადინეობს?" - იყვირა ემას გონებამ.
ბიჭმა მისი მზერა რომ შეამჩნია, თავი აწია, ძლივს შესამჩნევად გაუღიმა და გოგოს თვალიერება გააგრძელა.
-ეს გიგა არაა? ბერიძე. რას გათვალიერებს? - წარბები შეკრა ლიკამ.
-რა ვიცი, არც ვიცნობ. - ურცხვად მოიტყუა და თავი ჩახარა.
-უფ, მზერას არ გაცილებს. სიმპატიური კია, მაგრამ მაგარი ნაგავი ტიპია. რამის მოკლა სანდრო, ფუფ! - ქოთქოთი დაიწყო სალომემ.
ემა გოგონას ნათქვამს დაუფიქრდა, სიმპატიური ნამდვილად იყო, ამას ვერ დაუკარგავდი. ის შრამიც საშინლად უხდებოდა, საფეთქლიდან თვალამდე, მთელს ჩამოყოლებაზე რომ აჩნდა წვრილ ხაზად. ნაგავზე დავა შეიძლებოდა. არა, ემასთვის ნაგავი არ იყო. არანაირად არ იყო. "რამის მოკლა სანდრო"-ს ეთანხმებოდა. კი, მაგრამ სანდრომაც არ დააკლო. თან, სალომე, რომელმაც მთლიანი ამბავი არ იცოდა და გიგასაც ვერ ხედავდა ლურჯთმიანის თვალით, ვერაფერს იტყოდა დაზუსტებით ერთის გარდა.
მართლა ძალიან სიმპატიური იყო ცისფერჯინსიანი.
-კი, მაგრამ ნურც სანდროს დანაშაულს დავიწყებდით. ჩვენ არ ვიცით რა სიტუაცია იყო, მაგრამ ამასაც არ აკლდა "სიკვდილთან ბრძოლა". - დაიცვა ელენემ.
ემამ თვალები გაადიდა, წარბი აწია და ეჭვიანი მზერით გადახედა გოგონას.
ელენემ ტელეფონი ამოიღო და მესიჯის კრეფა დაიწყო, რომელიც შემდეგ ემას მოუვიდა.
"ისეთი სახე ქონდა, შენ აპირებდი მაგის თქმას, დაგასწარი, მადლობას მერე მეტყვი."
ლურჯთმიანს დაქალის წინდახედულობაზე გაეღიმა.
საშინლად უყვარდა ელენე.
იმდენად რომ თავისუფლად დათმობდა მის გამო ყველა წიგნს, ტელეფონსაც, ყურსასმენებსაც, მუსიკასაც და სიცოცხლესაც.
-შენ საიდან იცი? - შეეწინააღმდეგა ლიკა.
-რა სიადან ვიცი, გაგახსენო, როგორ ვიდექით საავადმყოფოს კოლიდორში როცა შემოყავდათ, სულ დასახიჩრებული და ტრილიარდი ჭრილობით?!
ლიკამ თავი ჩახარა, გაახსენდა.
-რაც არ უნდა იყოს, მაინც ყველაზე დიდი ბანდიტის სახელი აქვს გავარდნილი. - გაეიცინა ნინის.
-არც ჩვენები აკლებენ. - გაეცინა ლიკას.
ლურჯთმიანს ტელეფონზე კიდევ ერთი მესიჯი მოუვიდა, ამჯერად, უცნობი-ნაცნობისგან.
"შენი მეგობრები იმხელა ხმაზე განმიხილავენ, თითქოს გვერდითა მაგიდაზე არ ვიჯდე. უთხარი რა, რამე :'( "
პასუხი არ გაუცია, მაგრამ გოგონბს უთხრა:
-კარგით რა, რამხელა ხმაზე ლაპარაკობთ, ესმის! ვერ ხედავთ, როგორ იყურება?
-უი, ხო. - აწითლდნენ ეთბაშად.
ემას გაეცინა.
-წავედი. ის "ძერკთა-ძერსკი" მოსული იქნება და თუ ვერ გავძელი რომელიმესთან გამოვიქცევი. - გაეცინა და წამოდგა.
-ოოო, რა გინდა სახლში? - იკითხა ელენემ.
-"ჰარი პოტერი" უნდა წავიკითხო. - ხარხარით თქვა ლურჯთმიანმა და ყველას დაემშვიდობა.
-მოიცადე, რა აცინებს? - იკითხა ნინიმ.
-თვითონაც ვერ ხვდება, მერწმუნე. - თავი გაადააქნია ელენემ.
სახლში ასულს ბიძაშვილი სიცილით შეეგება და მაგრად ჩაეხუტა.
-გამარჯობა, ანა. - უხერხულად გაეღიმა და ხელი გააშვებინა.
-თმას რა უყავი? - სიცილით ჰკითხა. - ბოლოს რო გნახე გრძელი გქონდა და... - გოგონამ თვალები მოჭუტა. - მემგონი ცისფერიც არ იყო. - მის სახეზე ემას ხარხარი აუტყდა.
-სამაგიეროდ ახლაა. - თქვა და მისაღებში შევიდა. - მამა? ასე ადრე რა გინდა აქ? - წარბები შეკრა დივანზე წამომჯდარი, წიგნში ჩაძირული მამამისის დანახვისას.
-მეც ძალიან მიხარია შენი ნახვა, საყვარელო. - გაეცინა.
მიუხედავად იმისა რომ დედამისთან ძალიან რთული ურთიერობა ჰქონდა, (ამას ელენე მათ ზოდიაქოებს აბრალებდა და ემას სულ აცინებდა) მამამისს შესანიშნავად ეწყობოდა. ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ცისფერთმიანმა იცოდა, ეს არასდროს შეიცვლებოდა.
-ემა, ემა! - გაიგონა ანას ხმა და მიბრუნდა.
-შენს ოთახში წიგნები ვნახე, რამხელა ბიბლიოთეკა გაქვს, არ გეზარება წაკითხვა ? - ამის გაგონებისას ემამ თვალები გადაატრიალა და გაიფიქრა: აი, ჩემი შესანიშნავი არდადეგებიც დაიწყოო. ჩანტა სახეზე აიფარა და ისე შევიდა ოთახში.
უკნიდან მამამისის ხითხითი და ანას აღშფოთებისგან გამოცემული ბგერები ესმოდა.
-ემა! - ოთახში თავი შემოყო დედამისმა.
-რა მოხდა? - ჰკითხა, ლოგინზე იყო გადაგორებული, მუცელზე კი ლეპტოპი ედო.
-ეს აიღე. - თქვა და პუდრი მიაწოდა. - და როგორც გასწავლე ისე დაიდე, თუ არ გინდა მამაშენის ლექციები და ანას რეპლიკები აიტანო.
ემამ წარბი აწია და გამოართვა.
-მადლობა... დედა. - კარგა ხნის შემდეგ პირველად დაუძახა "დედა" და უცებ გულზე საშინელ ტკივილად დააწვა ის რომ დედამისთან ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა, როგორსაც ისურვებდა.
ეს სულ ასე იყო. მისგან დიდი სითბო არასდროს უგრძვნია, ბავშვობიდანაც მამა უფრო უყვარდა ვიდრე-დედა და ამას ხმამაღლა ამბობდა.
მიუხედავად იმისა რომ დედამისი მის მიმართ დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა (ყოველ შემთხვევაში ამას არ ამჟღავნებდა) უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა. ამას ემა აფასებდა, მაგრამ ცოტა წამოიზარდა თუ არა, საკუთარი ცხოვრება თავად გადაიბარა. თმის ცისფრად შეღებვაც რომ გადაწყვიტა, დედამისმა წარბები შეკრა, სულ გარეკეო. ეგონა არ გააკეთებდა, მაგრამ მომავალ დღეს სახლიდან გასული წაბლისფერთმიანი შვილი, ცისფერთმიანი რომ დაბრუნდა, დაიჯერა და მასთან მიმართებაში უფრო გაცივდა. თუმცა მალე ამასაც შეეჩვია...
***
ახალ წლამდე დღეები უცებ გავიდა. ძირითადად სულ ან-ელენესთან იყო, ან-ლუკასთან. სახლში მინიმალურ დროს ატარებდა, ანასგან გაქცევის მიზნით, მაგრამ ხანდახან გოგონა აიტეხდა, მეც წამიყვანეო და მამამისის მოხმობა უწევდა, ეს აქედან გამითრიეო.
29 დეკემბერი იყო, ახალ წლამდე ორი დღეღა იყო დარჩენილი. მთელი თბილისი მზად იყო 2016 წლის დასახვედრად. გარემო იმაზე ჯადოსნური ჩანდა ვიდრე ოდესმე. ყველაფერი ათასფრად ანათებდა, ყველა მხიარულ განწყობაზე იყო. ძალიან სასიამოვნო იყო ასეთ გარემოში სეირნობა, ჰო და ემამამაც ეს აიტეხა და უარი ვერ უთხეს, სახლში ჯდომა არც-ერთს არ უნდოდა.
ისეთი შეფუთულები გამოვიდნენ ელენე, სალომე, ლიკა და ნინი რომ მათ დანახვაზე უბრალო ტყავის ქუთუკში, ქუდში და თხელ შარვალში გამოწყობილ ემას სიცილი აუტყდა.
-ციმბირიდან მოდიხართ? - ჰკითხა.
-შენ თუ სიცივეს ვერ გრძნობ ჩვენ რა ვქნათ? - ძლივს ამოთქვა კანშნში შეფუთულმა ნინიმ.
-გიჟი ხარ შენ? - იკითხა ელენემ და ხელთათმანები შეათვალიერა.
-არა, შენ! არ გცხელა? - წარბები შეკრა გოგონამ.
-წადი, ბავშვო, ჩაიცვი რამე! - თვალები გაადიდა ლიკამ.
-შენ იმდენი გაქცვია, ჩემნაის ოთხ ცალს ჩააცმევ. - უთხრა და მეგობრებთან ერთად ქუჩას დაუყვა.
საიდანღაც ბიჭებიც აეკიდნენ და თერთმეტივე ერთად წავიდა 'არსად'.
-სად ვხვდებით ახალ წელსო, რა თქვით? - იკითხა ანდრომ.
-არ გვითქვამს. - თვალები გადაატრიალა ელენემ.
-მერე ხო უნდა თქვათ!
-აბა გამოიცანით, ვინ არის ადამიანი რომელთანაც ყოველთვის ადიხართ როცა არ იცით სად წახვიდეთ? ვინაა ადამიანი რომლის სახლსაც თქვენსაზე ხშირად სტუმრობთ? ვინაა ადამიანი რომლის მშობლებიც გერმანიაში არიან და ძალიან დიდი სახლი აქვს? ვინ არ უნდა...- სულელურად დაიწყო ლუკამ.
-ლუკა ბოდაველი არ უნდა დავტოვოთ მარტო და მშვიდად ახალ წელს!-გაეცინა ნინის.
-ზუსტადაც. - გაიღრიჭა ბიჭმა.
ემამ თავი ჩახარა...
-ხო იცით რო ანაა ჩამოსული და ვერ მოვალ მე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-უი მე, წამოიყვანე ეგ. იმდენს დავგესლავთ და ვეღადავებით "ძერსკობაზე" უარს იტყვის. - გაიცინა ნიკამ და ხელი გადახვია.
-აუ არა რა... ვერ გამოვა. არაუშავს. - გაეღიმა ლურჯთმიანს. - მაქსიმუმ პირველის ნახევარზე მოვიფიქრებ რამეს და წამოვალ.
-აი, ესაა ის ემა რომელსაც ვიცნობ! - გაეცინა მიშიკოს.
უეცრად გაფანტეს ნეგატივი, სიცილი და ღადაობა დაიწყეს მანამ, სანამ სანდრომ არ ჰკითხა ემას:
-ემა, წიგნებს ისევ გიდებენ? - გოგონა დაიბნა, თუმცა არ შეიმჩნია, მხოლოდ ის იკითხა, შენ საიდანღა იციო.
-იმხელა ხმაზე ყვიროდით შენ და ბოდაველი იმ დღეს, მემგონი მთელ ნუცუბიძეს ესმოდა. - სიცილით თქვა ბიჭმა.
-ისევ დებენ. - "და არ გაინტერესებს ვინ დებს? ის ვინც სასიკვდილოდ დაგჭრა." - დაამატა გონებაში სიმწრით.
-და არ იცი ვინ? - თვალები მოჭურა ნიკამ.
-არა. - თავი გააქნია. - არც მაინტერესებს, ცუდ რამეს ხომ არ დებს, წიგნებია. - ნერვიულად გაეცინა.
-მე კიდე მაინტერესებს. - თქვა სანდრომ.
ემას ტანში გააჟრჟოლა.
-მე არ მიშლის ხელს არაფერში, საერთოდ არ "მიტყდება" იმ წიგნების აღება რომელსაც ჩემს კართან ტოვებენ. დატოვონ, მერე რა.
-ვიღაცას მაგრად უყვარხარ. - გაეცინა ელენეს და შეუმჩნევლად აჩვენა ხელით მოგკლავო.
'ვუყვარვარ, გიჟდება" -გაიფიქრა ლურჯთმიანმა.
-ვუყვარდე, არ ვუშლი. - უპასუხა მშვიდად.
ზუსტად იმ წამს ჩაუარეს ბიჭების კარგა მოზრდილ ჯგუფს, ტროტუარზე, ლუდებით და სიგარეტით ხელში რომ ისხდნენ და ხმამაღლა იგინებოდნენ.
თუმცა ყველა არა.
ემას არ გასჭირვებია ღია ფერის ჯინსის დანახვა და მისი მზერის, მისი ოდნავი ღიმილის შემჩნევა, შემდეგ კი მზერის არიდება, რადგან გვერდით სანდრო ედგა, რომელსაც მისთვის გადაეხვია ხელი.
წარმოიდგინა თუ რა დღეში ჩააგდო გონებაში გიგამ სანდრო და სიმწრისგან გაეცინა.
-ემა, ტელეფონს რაღაც სჭირს, მიშველე. - სიცილით უთხრა ელენემ არა და იცოდა რომ რაღაც მწარე უნდა ეთქვა და მაგიტომ ეძახდა მოშორებით.
მისკენ წავიდა და ტელეფონი გამოართვა, სადაც ლათინური ასოებით დაწერილი: "ეს ისე გაყოლებს მზერას, შემომაკვდება, გეფიცები, მიხვდებიან და მერე მე ცალკე ვიდარდო შენზე და შენ კიდევ ცალკე შენზე!"
ყურადღება აღარ მიუქცევია, ბიჭებს მალე გამოსცდნენ.
სახლში 1 საათზე იყო და ანას უყურებდა თავატკიებული.
-ხო და გოგო რო ვუთხარი, არ "მევასები" რა გავხარ თქო....
-სიმართლე გაინტერესებს იმაზე თუ რას ვფიქრობ? - წარბები შეკრა ემამ.
-კი, გოგო. - ხითხითით უთხრა გოგონამ.
-ჩერჩეტი.... - დაიწყო თუმცა მერე გაახსენდა თუ რამხელა ამბების ატანა მოუწევდა ნათქვამის შემდეგ და დაამატა. - ბიჭია მაგარი. შენნაირ ულამაზესს რომ აეკიდა, საცოდავი. წავედი, დავიძინებ. - თქვა და პასუხს არც დალოდებია ისე შევარდა ოთახში.
***
საათმა 12 რომ ჩამოკრა, ჟივილ-ხივილი ატყდა მთელი საქარველოს მაშტაბით. საშინლად სტკიოდა გული მეგობრებთან ერთად რომ არ იყო და მზერით კლავდა ყველას ვინც შეხედავდა.
-მამა... - დაიწყო როდესაც ყველას მიულოცა და "ბედნიერება, ჯანმრთელობა და ბლაბლაბლა" უსურვა.
-მიდი, წადი, უფრო ადრეც უნდა გამეშვი. - გაეღიმა კაცს.
-მადლობა! - გაიცინა, ლოყაზე უცებ აკოცა და თან მხრებზე ქურთუკი მოიგდო.
კიბეებზე ისეთი სისწრაფით დაეშვა, ეჭვი შეეპარა რომ კისერს არ მოიტეხდა, მაგრამ ელდანაკრავივით შეჩერდა როდესაც სადარბაზოსთან ნაცნობი ცისფერი ჯინსი დაინახა.
-გილოცავ ახალ წელს. - გაეღიმა და მისკენ წამოვიდა.
-მადლობა, მეც. - უნებურად გაეღიმა გოგონასაც.
გიგას ხელში რაღაც კონვერტი მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა მიუახლოვდა.
-ეს, ბუს მოჰქონდა შენთან მაგრამ მე შევეჩეხე და მე მომცა, გადაეციო. - უთხრა და გაიწოდა.
წარბაწევით გამოართვა და ლამპიონის ქვეშ დადგა, რომ დაენახა რა წერილი იყო.
როდესაც გახსნა, დაძველებულ პერგამნეტზე, დახრილი ასოებით დაწერილი:
"მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა ჰოგვორტსი" - პირი დააღო და სიცილი აუვარდა.
11 წლიდან ელოდებოდა წერილს ჰოგვორტიდან, სულ სჯეროდა რომ მოუვიდოდა და ძალიან, ძალიან უხაროდა რომ ბავშვობის ოცნება ასუ თუ ისე აუსრულდა.
"კი არ ამისრულდა, ამისრულა."
-საიდან იცოდი? - იკითხა აღფროთვანებულმა.
ბიჭს გაეცინა.
-პატარაა მეთქი, ნუცუბიძე, ხომ გითხარი, ერთგან ნათქვამი, მე მეორეგან მესმის. - გაეცინა.
ემას ხარხარი აუტყდა, საშინლად მოუნდა რომ ბიჭს ჩახუტებოდა.
ისეთი სახით უყურებდა წერილს, თითქოს 4 მილიონიანი ჩეკი ყოფილიოს.
-ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. - სახე გაბადრა და მისკენ გაიწია, შემდეგ კი ფრთხილად, ძალიან ნელა გაიწია და ლოყაზე აკოცა.
ბიჭს გაეღიმა, ხელი წელზე დაადო და ფრთხილად მიიხუტა.
-არაფრის. -ჩასჩურჩულა ყურში და გაირინდა.
იდგა ცისფერთმიანი, თვით "გიგა ბერიძეს" ჩახუტებული, ახალი წლის ღამეს, მის კორპუსთან და იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდოდა რომ დრო გაჩერებულიყო.
მერე რა რომ არასწორი იყო?
მერე რა რომ ბევრ წესს არღვევდა?
საშინლად სიამოვნებდა ყველაფერი და მზად იყო ასე სამუდამოდ დარჩენილიყო.
იმ წამს ზუსტად იცოდა, რომ გიგა ბერიძე, ცუდი კი არა,
ძალიან, ძალიან კარგი ბიჭი იყო.
"მართლა ვუყვარვარ." - გაიფიქრა დარწმუნებით და სახე გაბადრა.

****
შემეშალა და წინა თავი ორჯერ დავდე :( მაპატიეთ. აი ახალი და იმედია მოგეწონათ *-*



№1  offline წევრი Khaleesi

ოხ კარგია კარგია

 


№2  offline წევრი eni

Vaime dzalian kargia gagrdzele <3

 


№3  offline წევრი cancara

კარგია კარგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent