შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ ( დასარული)


1-09-2015, 11:21
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 336

სულ რაღაც ორი დღე იყო,რაც საქართველოში დაბრუნდა და ჯერ იმისთვისაც ვერ გამოიშვა ნათესავებიდან თუ კეთილისმსურველებისაგან თავი ,რომლებიც მასთან მოსანახულებლად იყვნენ მოსულნი,რომ თუნდაც მაღაზიაში ჩასულიყო.
_ ლევან ,რომ მითხარი ლილის კორპუსში წავალო ხომ არ იყავი?
_კი ვიყავი ძმაო,ორი თვეა სოფლად გადავიდნენ ლილიანას გამოო,მანამდე სულ საავადმყოფოში იწვაო.
_ რომელ სოფელშია?
_ გურიაშია,სოფელი შროშა.იქ რომ ჩახვალ იკითხე მერი ლომიძე სად ცხოვრობს,ბაბუა არ ყავს.
_ ჯიგარი ხარ ლეო_ მადლიერმა გადაეხვია უმცროს ძმას_ მოდი მარტო ნუ გამიშვებ რა შენც წამოდი,თან შენ სარძლოს ყველაზე ადრე გაიცნობ_ წარმოიდგინა შეხვედრის მომენტი და ბედნიერს გაეღიმა
_ სიამოვნებით,რატომაც არა
_ კარგი,გია და მარინა გავაფრთხილოთ და ხვალ დილით გავიდეთ მეტი მოცდა აღარ შემიძლია.
,...............................

შემოდგომისათვის ჩვეული ლამაზი დილა გათენდა_ მშვიდი,ფერადი და თბილი.თუმცა ლილი უჩვეულოდ აფორიაქებული და აღელვებული იყო.დილით ადრიანად წამოდგა საწოლიდან და ბებოს ოჯახის საქმეებში ეხმარებოდა.უნდოდა დარდი და ტკივილი ასე დაევიწყებინა.ყველაზე მეტად ღამეს ვერ იტანდა,როცა ფიქრებთან და მოგონებებთან მარტო რჩებოდა,მაშინ საშინელ ტკივილს გრძნობდა სულშიც და გულშიც.დღეს სტუმრებს ელოდა,მისი ბავშვობის მეგობრები ნესტანი და ირინა უნდა ამოსულიყვნენ მეზობელი უბნიდან.რაც ჩამოვიდა არავინ უნახავს,ვინც აკითხავდა არავისთან გამოდიოდა.ახლაც თავს ძალას ატანდა,რომ სტუმრები მიეღო.ჰამაკში მოკალათებული ბავშვობას იხსენებდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.მისი მყუდროება ორმა ურაგანმა_ სოფომ და თამრომ დაარღვიეს.
_ რა ბედნიერი და ღიმილიანი სახე გაქვს დაიკო_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავადაც ჰამაკში ჩაუხტა სოფო,თამრო კი იქვეპატარა სკამზე ჩამოჯდა.
_ გოგოებო დღეს ნესტანი და ირინა აპირებს ამოსვლას და რა გამოვაცხოთ ნამცხვარი თუ ტორტი?
_ ოღონდ შენ ისურვე და აქ ვართ_ წამოიძახა თამრომ
_ მოდი მაშინ ტორტი გამოვაცხოთ,წამო დავიწყოთ ხო?
_ ოკ,დავირაზმოთ.
სამივენი სამზარეულოსაკენ გაემართნენ.
შუადღიდაკენ ტორტიც გამომცხვარი იყო და სტუმრებიც მოსული,ეზოში ხეივნის ქვეშ გაეშალათ პატარა სუფრა,თან გოგოების ნახელავს შეექცეოდნენ და თან გულიანად კისკისებდნენ,ბავშვობას იხსენებდნენ.
_ ლილი კარგა ხანია გვინდა ამოსვლა მაგრამ მარინა დეიდა გვეუბნებოდა,რომ შეუძლოდ იყავი და სტუმრების ვერ მიიღებდი,თუმცა ჩვენი სული და გული შენთან იყო_ ორივეს სათქმელი ირინამ გაახმოვანა.
_ ვიცი ჩემო კარგებო,უბრალოდ მე არ ვიყავი კარგად, ახლავ ვერ ვარ ისე,როგორც უნდა მაგრამ რას ვიზამთ_ სინანულით ჩაღუნა თავი ლილიმ და ოდნავ ჩაეღიმა მის ცხოვრებაზე.
_ ალბათ ამ თემაზე გიჭირს ლაპარაკი,არ გინდა
_ რა თემაზე გოგონებო?
_ იმ ორ კვირაზე,ალბათ რამხრნად ცუდი მოგონებები გაქვს
_: პირიქით,იმდენად ბევრი კარგი მოგონებები მაქვს,რომ მხოლოდ ეგ მაცოცხლებს და მაძლებს ძალებს.სულ იქ ვარ ფიქრებით და ეგ მაცოცხლებს.
_ ალბათ იმ ბიჭს გულისხმობ არა? გავივეთ,ხომ იცი სოფლად არაფერი იმალება
_ და დასამალიც არაფერია ნესტან,კი იმ ბიჭს ვგულისხმობ,ჩემს დათად,ჩემს ცხოვრების სიყვარულს,მართალია უცნაურ ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი მაგრამ ვგრძნობ,ვიცი და მჯერა,რომ ის ისაა ვინც მე მიყვარს,მავსებს და მასულდგმურებს.
_ ხომ არაფერი გაგიგია ლილი მასზე?
_ რაც აქ წამოვედი არა,არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ გერმანიაშია,რა სჭირს,როგორაა,როდის დაბრუნდება,არაფერი ვიცი,უბრალოდ ვიცდი,მჯერა,რომ დაბრუნდება,ეს მაცოცხლებს.
ამ საუბარში იყვნენ,რომ ჭიშკართან ვრრცხლისფერი სუბარუ გაჩერდა.
_ სოფ,მიდი გახედე ვინაა,
სოფოც წამოფრინდა ფეხზე და ჭიშკშკრისაკენ გაემართა,რომ ენახა ვინ იყო მასთან მოსული სტუმრევი.კარი გააღო და მანქანიდან გადმოსულ ორ მამაკაცს მიუახლოვდა.
_ სალამი,მომასწავლეს რომ მერი ბებო ამ სახლში ცხოვრობსო და სწორად მოვედით?_ კითხვით მიმართა სოფოს დათამ და თან აკვირდებოდა" როგორ ჰგავს ლილის ალბათ მისი დაა".
_ კი ,ზუსტად მოხვედით,თქვენ ვინ გნებავთ?
_ თქვენ სოფო ხარ თუ თამრო?_ უცებ კითხა მომღიმარმა სტუმარმა
სოფო დაიბნა,უცებ ვერ გაერკვ სიტუაციაში.
_ მე,სოფო და თქვენ საიდან...... ვინ ბრძანდებით?
_ ლილიანას ჩამოვაკითხე სოფო_ უთხრა და დაელოდამის რეაქციას,ალბათ აინტერესებდა იცოდა თუ არა ლილის ოჯახმა მასზე რამ ე.
_ დათა? შენ დათა ხარ?_ გაოცებისაგან და მოულოდნელობისაგან პირი დააღო
_ ჰო მე ვარ,შენი დაიკო სადაა?
_ ეზოშია, გაგიჟდება,რომ დაფინახავთ,ღმერთო რაბედნიერებაა,ლილის სიხარყლისაგან გული გაუსკდება_ ბუტბუტებდა სოფო და თან სტუმრებს ქინ მიუძღვოდა,რომ ხეივანში მიეყვანა სადაც მისი დაიკოები და სტუმრები იყვნენ.დათა და ლევანი უკან მიყვებოდნენ,ერთი მომავალი ბედნიერების მომლოდინე,მეორე კი ინტერესით თუ ვინ იყო მისი სარძლო.
_ ლილი სტუმრები გვყავს/ შორიდანვე გასძახა მის დას სოფომ
ინტერესით გაიხედა სტუმრების მისამართით ქალმა,წარბები შეკრა უკეთ რომ გაერჩია ვინ მოდიოდა შუა ეზოში.დათა რომ მიხვდა,რომ სანატრელი თვალები მას უცქერდნენ თვალებზე ჩამოფხატული ქუდი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და ფართოფ გაიღიმა,შორიახლოდ შედგა და ლილის რეაქციას დაელოდა.
ლილიანა? წამით სუნთქვა შეეკრა,გულმა ფეთქვა შეწყვიტა,ნელა წამოდგა სკამიდან,ცრემლებმა თვითნებურად დაიწყეს დენა მის ლოყებზე,ამოიგმინა,მთელი დარდი და ტკივილი ამოაყოლა,გაოგნებულმა ცალი ხელი პირზე აიფარა და ბარბაცით სანატრელი ადამიანისაკენ წავიდა.
_ ვინაა სოფ?
_ დათა
თქვა და ყვრლაფერი ნათელი გახდაიქ მყოფთათვის,უცებ სამარისებული სუჩუმე ჩამოწვა და ცნობისმოყვარე ოთხი წყვილი თვალი შეყვარებულევისკენ მიიმართა.
თითქოს ერთ დროულად დაიძრა ორივენი ერთმანეთისაკენ მომღიმარი,სევდიანი,ცრემლიანი და ბედნიერი სახეებით.ქალმა იგრძნო ,რომ მის გულს,სულს და სხეულს მეტის ატანა აღარ შეეძლო,იგრძნო როგორ შეუსუსტდა ძალა მუხლებში და თვალთ დაუბნელდა,ვოლო რაც დაინახა და ჩაესმა დათა და მისი ხმა იყო,რომელმაც შეშინებული შესძახქ მისი სახელი დაგამორქანა,მეტი არაფერი ახსოვს,თვალთ დაუბნელდა.
ნიშადურის მწარე სუნმა ცხვირში შეუღიტინა,შორიდან მოესმა დედისხმა,რომელიც სასოწარკვეთილიმის გამოფხიზლებას ცდილობდა.ზანტად გაახილა თვალები,დაიძაბა,წამით იფოქრა,რომ სიზმარი ნახა მაგრამ მაინც ეცადა გადამოწმება
_ დედა დათა? სადაა დათა? ნუთუ სიზმარი იყო?_ თვალები აუწყლიანდა,უცებ იგრძნო მის მარჯვენაზე ჩაჭიდებული ხელი და სანატრეელი ხკაც შემოესმა
_ აქ ვარ მარგალიტო_ დათა ბედნიერი სახით უღიმოდა
_ არ ყოფილხარ სიზმარი_ გაიღიმა და თავადაც მოუჭირა ხელი.იმ წამს ყველა გაქრა და მხოლოდ ლილი და დათა იყვნენ,მკვეთრი მოძრაობით მისკენ მიიწიავაჟი მისი მკლავები მჭიდროდ შემოხვია ლილიანას აცახცახებულს სხეულს და მჭიდროდ ჩაიკრა გულში,ღრმად შეისუნთქა მისი მონატრევული სურნელი და მის თმებში ჩარგო თავი
_ მომენატრე მარგალიტო,ჩემო სოცოცხლევ,მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი,განერვიულე,ყველაფერი მაპატიე,აწი არასოდეს წავალ არ მიგატოვებ,მიყვარხარ ჩემო მარგალიტო_ მთვრალივით ბუტბუტებდა დათა და ქალს ლოყებს უკოცნიდა
_ მეც მიყვარხარ დათა,უზომოდ ბედნიერი ვარ .......
უცევ მძიმე ჩახველება შემოესმათ,წამში დაუბრუნდნენ რეალობას,უხერხულად შეიშმუშბენ,ლილის სირცხვილისაგან ლოყები აეფაკლა და დათასუფრო მიეკრა.
_ სასიამოვნოა შვილო შენი გაცნობა,როგორც იქნა_ ღიმილით გაუწოდა მარჯვენა მარინამ და ეცადა უხერხული სიტუაცია განემუხტა .
.................

_ როგორ მომენატრე საყვარელო ნეტა იცოდე,სული მელეოდა როდის გნახავდი,მაპატიე ეს თვეები ლილ გთხოვ მაპატიე_ როგორციწნა საღამოსკენ როცა სტუმრები აიშალნენ სუფრიდან ლილიანამ და დათამ ერთმანეთთან სალაპარაკოდ დრო გამონახეს.
_ ლამის ჭკუიდან შევიშალე გონს რომ მოვედი და ვერ გიპოვე,სად არ გეძებე,გერმანიაშიც კი დავრეკე მაგრამ ვერ მოგაგენი,არ ვიცი ასეთ ტკივილს აქამდე როგორ გავუძელი_ ერთ ჰამაკში მოკალათებულნი დათას მიხუტრბოდა და მის მკერდე უშფოთვრლად მიყრდნობილი ყურს უგდება მის სანატრელ გულისცემას და თან მის მონატრებას დადარდს უზიარებდა.
_ ალბათ რა არ იფიქრე,მე კი ამ დროს უგონოდ ვიყავი,სასწაულმა დამაბრუნა ლილ,ალბათ უფალმა იცოდა,რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებოდით და არ გაგწირა_ მისი კულულები თითზე დაეხვია და ათამაშებდა,თან შიგადაშიგ მის მღელვარებისაგან აწითლებულ ლოყებსა და ტუჩებს ნაზად კოცნიდა.
_ ლილ საყვარელო ხვალ უკან უნდა დავბრუნდე
_ რატომ? _ შიშმა აიტანა ქალი
_ ნუ შეშინდები,ზეგ ისევ დავბრუნდები,თუ გინდა ჩემს ძმას მძრვლად დაგიტოვებ უფრო იმედიანად ,რომ იყო_ სიცილი აუტყდა დათას
_ გთხოვ მძევალი აღარ ახსენო რა_ ლილისას გაეღიმა
_ წავალ საყვარელო და მშობლებთან ერთად დავბრუნდები,ის დრო რაც დავკარგე საკმარისია მინდა რაც შეიძლება მალე გიგულო ჩემად
_ მე ისედაც შენი ვარ საყვარელო_ ორივეს გაეღიმა ამ სიტყვებზე და ერთმანეთი მონატრებითა და დიდი სიყვარულით ჩაიკრეს გულში.
..................
_ გისმენ საყვარელო
_ დათ შენთვის ახალი ამბავი მაქვს,ახლა გამოვედი ექიმის კაბინეტიდან
_ ჰოო? რაო რა თქვა ვის უნდა ველოდოთ 5 თვეში გოგოს თუ ბიჭს?
_ ორივეს საყვარელო
_ ეგ როგორ?
_ ტყუპებს ველოდევით ტკბილო ტყუპებს
...............



№1 სტუმარი nini

რა საყვარლობაა love ძაან მაგარია <3

 


№2  offline მოდერი ლილიანა

არც წავსულვარ,სხვას ვწერდი <3 ახლა ესეც დავამთავრე,მალე ახალს დავიწყებ :)

nini
რა საყვარლობაა love ძაან მაგარია <3

მადლობა გენაცვალე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი მეამეა

მეღირსა მეც და ამ გვრიტებსაც დასვენება :))

 


№4  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
მეღირსა მეც და ამ გვრიტებსაც დასვენება :))

და მეც,იმდენი ხანია ბოლო თავი დავაგვიანე რომ......
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent