შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ-12


7-04-2015, 15:44
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 617

სოფელში სიწყნარე და სიმშვიდე იყო.მე,დედა,მამა,ჩემი დაიკოები და საყვარელი მერი ბებო,მხოლოდ ეს ექვსი ადამიანი ვარღვევდით ჩვენი სახლის მყუდროებას,თუმცა რა ვარღვევდით- არღვევდნენ,მე ისე ვარსებობდი ვერც კი შემამჩნევდით.მთელი დღეები ან ოთახში ვიყავი ჩემთვის მარტო,ან ეზოში სარწეველაზე მოკალათებული მივსტიროდი უცნაურ წარსულს და გაურკვეველ მომავალს.ჩემს თავთან ვერ გავრკვეულიყავი,რა მინდოდა,საით მივდიოდი,რას ნიშნავდა ყოველივე რაც ცოტა ხნით ჩემს ცხოვრებაში მოხდა?მიუხედავად ამ დაბნეულობისა ერთ რამეში 100% დარწმუნებული ვიყავი-
მე მიყვარდა დათა,უანგაროდ,უპირობოდ,უსიტყვოდ,მოლოდინის გარეშე,მარადიულად,მიუხედავად გაურკვევლობისა მე ის თავდავიწყებით მიყვარდა და მზად ვიყავი ღრმა სიბერემდე მისთვის დამეცადა,თუნდაც ფუჭად სხვებისათვის- ჩემთვის კი ეს ტკბილი და ძვირფასი წლები იქნებოდა ,რომელსაც ბედნიერ მოგონებებში გავლევდი,რომელსაც კვლავდაკვლავ გავაცოცხლებდი გონებაში.თუმცა ახლაც იგივეს ვაკეთებდი,გონებაში ფილმის კადრებივით ვახვევდი,ვაპაუზებდი და ვამეორებდი მთელ იმ ორი კვირის ტკბილ მოგონებებს ,რომელიც დათასთან მაკავშირებდა და ყოველი დღის ბოლოს ვრწმუნდებოდი,რომ ჩემი სიყვარული არ იყო ტყუილი,არც უსაფუძვლო და არც ოცნება.ეს იყო ჩემი ცხოვრება,ჩემი მიზანი,ჩემი მთლიანობა,ჩემი ცნობიერება,ჩემი სისავსე,ჩემი გული და გონება,უბრალოდ მე მე აღარ ვიყავი მე უკვე სხვა ლილიანა ვიყავი,გაზრდილი დაქალებული და სამარადჟამოდ შეყვარებული.
-შვილო ჭამე რამე,ამ ერთ კვირაში ლამის 5 კილო მოიკელი,ძალიან დასუსტდი საყვარელო-დედამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი.
-მადა არ მაქვს დე-მუდარით ავხედე
-ვიცი საყვარელო,მაგრამ თვს ძალა უნდა დაატანო ,შენთვის ჩემთვის-პაუზა გააკეთა-დათასთვის
გაკვირვებულმა გავხედე
-რატომ მიყურებ?განა დათას მოეწონება ასეთ დღეში,რომ გნახავს?შენ რა გგონია სამუდამოდ დაკარგე?გამოჯამრთელდება და დაბრუნდება მოგძებნის აი ნახავ,ხოდა ასეთს რომ შეგხედავს დასუსტებულს,თალებჩაცვენილს,ნამტირალებს გული ეტკინება,ახლავე ადექი ცრემლები მოიწმინდე და საჭმელი ჭამე
თითქოს ჩემში იმედი ჩაასახლა დედის სიტყვებმა,მაშინვე წამოვფრინდი სკამიდან და ბაბანოში გავქანდი.დედამ სევდიანი ღიმილით გამაყოლა თვალი.
-დედა,მოდი რაღაც უნდა გითხრათ-საძნებლის კარიდან ჩუმათ გამოიჭყიტა თამრომ.
მარინამაც გაკვირვებული შეაბიჯა გოგონების საძინებელში.
-დე-დაიწყო სოფომ-ამ დილით ლაშამ და თემომ დაგვირეკეს ლილიანა მოიკითეს,რომ ვუთარით უარესადაათქო გადაწყვიტეს ჩამოაკითონ დღესვე ყველამ,იქნებ ცოტა გავამხიარულოთო,ოღონდ გვინდა ლილისთვის ეს სიურპრიზი იყოსო,ასე რომ დე დაგვეხმარე ისე შევუდგეთ სამზადისს,რომ ლილიკუნამ არაფერი იეჭვოს კარგი?
-რა კარგი იქნება გოგოებო,თქვენს გვერდითა ვარ,გახარებული მოეხვია ორივე ქალიშვილს და ქმრის მოსაძებნად წავიდა,რომ ახალი ამბავი ეხარებინა.
ლილი დედის სიტყვებმა გამოაყოჩარეს ,დღეც შეცვლილი იყო უფრო მეტს მოძრაობდა,ლაპარაკობდა და იღიმოდა.
-რატომ აკეთებთ ამდენ კერძებს ვინმეს ველოდებით ბებო?-ხელები ბებოს შემოხვია და მოფუსფუსე ქალებს გახედა
-არაფერი ბებომ გენაცვალოს,დედაშენმა ლილი დღეს უკეთაა მადაც უბრუნდებაო და გადავწყვიტეთ შენთვის ბევრი გემრიელობები გაგვეკეთებინა
-მე არაფერი მინდა
-შენ სულ მასე ნუ ამბობ-დატუქსა ბებომ.
ნელნელა შებინდდა,სექტემბრის სასიამოვნო ნიავმა მოუბერა.ეზოდან მანქანის სიგნალი შემოესმა ლილის.
-თამრო ,მგონი ჩვენთნ არიან გახედე რა-გასძახა მის და ს და თავად ტელევიზორის წინ მოკალათდა სარწეველა სკამში.
თამროს ჭინკები აუთამაშდა თვალებში და ღიმილიანი სახით გიჟივით გავარდა გარეთ
-რა ეტაკა?-გაოცებული გახედა სოფოს
-არ ვიცი-ვითომ არაფერი ისე აიწურა მხრები
მის რეაქციას არც კი დაკვირვებია ისე მოიმარჯვა პულტი და არხებს ჩამოყვა.
კარი გაიღო და ყველამ ერთხმად-თემომ,ლაშა,ნინომ და ლიზიმ,თაზომ და ნინიმ ერთხმად დასჭექეს
-არ გველოდი ლილიანა?
ლილი ზურგით კარისკენ იყო და უცებ შეშინებული წამოფრინდა სკამიდან,უკან დაფეთებულმა მიიხედა და ამდენი ნაცნობი სახის დანახვისას დაძაბული და გაფართოებული თვალები ღიმილმა და სიხარულის ცრემლებმა შეცვალა.
-ჩემო კარგებო-ორივე ხელის მთევნები გულთან ახლოს მიიტანა და აცრემლებული და ბენდიერი მათკენ გაემართა,ყველას სათითაოდ გულში იხუტებდა.არა მარტო ლილიანა იყო თვალცრემლიანი ამ ყველაფერს ლომიძეების ოჯახის თვალცრემლიანი უყურებდნენ,თუ როგორი ბედნიერი იყო მათი ლილიანა ამ ხალხთან.
-როგორ გამახარეთ,როგორ გამახარეთ-ლილი დაბნეული მონოტორულად ერთიდაიგივეს იმეორებდა და ხან ერთს ეხუტებოდა ხან მეორეს
-კარგი რა ლილი,აღიარე ახლა კი არ გაგიხარდა გული გაგისკდა ჩვენს დანახვაზე-
-ნუ იცი შენ ეგრე თაზო
-რა ნუ ვიცი?ნახე სიმწრის ცრემლები მოგდის თვალებიდან ალბათ შენ ქათმებს და გოჭს ემშვიდობები ასე უდროო დროს რომ უნდა გამოჭრა ჩვენ გამო ყელი
-
ლილიანამ ისე გულიანად გადაიკისკისა,მისი ასეთი სიცილი რა ხანია არ გაუგონია ოჯახის წევრებს.
-თაზო შენ,რომ არ იტყვი რა.შენ გამო ხარსაც გამოვემშვიდობები ,თხასაც და ცხვარსაც.
ყველანი მოშინაურდნენ,დაისვენეს,მერი ბებო რძალთან და შვილიშვილებთან ერთად დაფრილდა,ოჯახის უფროსი არ იყო სახლში.ლილიანას ხელი არაფერზე გაანძრვინს ,მითუმეტეს სტუმრებს,მიუხედავად იმისა რომ ნინი და ნინო ცდილობდნენ რამეში წაეშველბინათ ხელი მასპინძლისათვის.1 საათში ნამდვილი ქართული,გემრიელი სუფრა გაიშალა,სუფრას არც გოჭი აკლდა და არც ქათამი თაზოს გულის გასახარად.
-ლილი.ხომ იცი კარგი თუ ცუდი მიზეზის გამო ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ,შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია,ჩვენი კი შენი,ჩვენი მოსვლის მიზეზიც ესა,რომ გვინდა მარტო არ იგრძნო თავი,ჩვენც შენსავით ველით დათას დაბრუნებას-თბილად გაუღიმა ნინომ
-მართლაც ლილი,ვიცით შენს გულში რა ტრიალებს ,იმიტომ ,რომ პირველი წუთიდან ვიცით შენი და დათს ურთიერთობა-წამით გაჩერდა ნინი-მარინა დეიდა იცოდით,რომ ჩვენ ეს და დათა კარგა ხანს ცოლ-ქმარი,რომ გვეგონა?
ეს მართლაც არ იცოდნენ ჩემებმა,არ ჩავთვალე ე საკმაოდ უხერხული სიმართლე ცოდნოდათ,ახლა კი აი ასე გაიგეს.დედას გავხედე გაოგნებული და დაბნეული მიყურებდა
-არა ,არ ვიცოდი
-ცუდი არაფერი იფიქროთ,მარინა დეიდა-მიხვდა ნინი ,რომ სიტუაცი დაძაბა და ეცადა განემუხტა-უბრალოდ,როორც მერე გაირკვა,იქ ყველანი წყვილი ან ახლობელთან ერთად იყო მხოლოდ დათა და ლილი იყო მარტო და ჩვენს გამტაცებლებს ამით,რომ არ ესარგებლათ დათმ მოიფიქრა ვთქვათ ჩემი ცოლი რომ ხარო,უფრო დაგიცავო
-არადა სიმართლე,რომ გავიგეთ მერე ეგ ვეღარ დავიჯერეთ გვეგონა ხუმრობდნენ-ჩაერთო თემო საუბარში.ჩემები გასუსულები ისმენდნენ ,იმიტომ ,რომ მე დეტალებში არასოდეს არაფერი მომიყოლია მათტვის,მხოლოდ იცოდნენ,რომ ცუდ პირობებში ვიყავით და იქ გავიცანი დათა,რომელიც მიცავდა და შემიყვარდა.
-გახსოვს ლილიანა,რომ წაიყვანეს მცველებმა დათა,რა დღეში იყო?ბღაოდა,კედლებს ასკდებოდა,ტიროდა,ჩვენ მის შემყურეს გული გვეწვოდა,და ვფიქრობდინ,როგორ ყვარებია ცოლითქო-არ ჩერდებოდა ტემო
-ვინ მცველებმა?სად წაგიყვანეს დედიკო?-ახლა უკვე დედაჩემი ხმაში სასოწარკვეთილებას ვხედავდი
-არაფერი დედა,ყველაფერი კარგად დამთავრდა,არაფერი მომხდარა-მუდარის თვალებით გავხედე სტუმრებს ,რომ ასეთ საკითხებზე აღარ ელაპარაკათ,ისინიც მიმიხვდნენ
-მარინა დეიდა,უბრალოდ იმის თქმა გვინდოდა,რომ დათას არანაკლებ უყვარს ლილიანა ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი ვართ და გვჯერა,რომდათა აუცილებლად დაბრუნდება,ის ღირსეული მამაკაცია,ის კბილებით საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ლილის,ბევრჯერ ცემა,დამცირება და ბოლოს ტყვიაც მიიღო ლილიანას სიყვარულის გამო,უბრალოდ ჩვენ ახლა ლილის ვხედავთ თორემ შესაძლოა ახლა დათა ამაზე ნაკლებად არ იტანჯება.-თაზომ როგორც იქნა სერიოზულად ტვქა რაღაც
როგორ დამიმძიმა ამ სიტყვებმა გული,ცრემლები თავისთავად წამომივიდა
-ლილი არ იტირო,ჩვენი მოსვლის მიზანი ტირილი არაა,იცი რატომ ჩამოვედით ასე ჩუმად?-ეშმაკურად გაიღიმა ლაშამ
-რატომ?-ვკითხე და თან ცრემლები მოვიწმინდე
-2 კვირის თავზე ყველას გეპატიჟებით ჩემს საირმეში 1 კვირით,იქ ჩემი ბაბუა-ბებიის სახლი მაქვს ხოდა მინდოდა უფრო სწორად გვინდოდა ყველას ,რომ ერთობლივად დაგვეპატიჟე
მე უარის სათქმელად მოვემზადე ,თავი გავაქნიე და პირი,რომ დავაღე,ლაშამ უცებ შემაჩერა
-მოიცა,მოიცა თუ არას თქმას აპირებ არ გამოვა,არ არსებობს,არ მივიღებთ,შენი დაიკოებიც მოდიან ამ დილით დაგვთანხმდნენ
-მოიცა ამ დილით?-გავიკვირვე-აბა არ ვიცი ვინ უნდა იყოსო,ამ ყველაფერს შენ გიმზადებო-თითის ქნევით და ღიმილით გადახება მის ოჯახს და მიხვდა,რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი სიურპრიზი იყო
-რომ გვეთქვა ასეთი კაი არ გამოვიდოდა-გაუცინა თამომ
-ანუ მივდივართ ყველანი საირმეში?-იკითა ლაშამ და ყველას გადახედა,ყველამ კი მე შემომხედა,წამით დავფიქრდი
-რატომაც არა-გავიღმე და დედიკოს მაგრად ჩავეხუტე,რომელიც ჩემს გვერდით იდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent