სკოლა ბავშვების წესებით [16]
ელენე ისევ კიბის ქვეშ იჯდა და რატის ელაპარაკებოდა. უკვე შუაღამე იყო ,მაგრამ დაწოლას სულაც არ აპირებდა. -თმა შეგიჭრია ...გიხდება ... -გუშინ ვიყავი... ისე არ გეძინება?_კითხა რატიმ -არა. სიმართლე გითხრა არც მინდა ოთახში ასვლა . -რატომ არ მეუბნები რა მოხდა? -რა და შენმა დამ დამასმინა დედაჩემთან. იცის რაც ხდება.... -იცის ,რომ ჩემი შეყვარებული ხარ? დაუჯერებელია რომ დედაჩემს აქამდე არ დაურეკავს. -შენ ,რომ ხარ არ იცის. ის იცის ,რომ ვიღაცას ვწერ. -ნინიმ დაგასმინა? ვერ ვიჯერებ... -გაბრაზდა რომ არ ვუთხარი ვიღაცას ვხვდებოდი ... გაბრაზდა რომ მოვატყუე და ყველაფერთან ერთად ჰგონია ცუდი ადამიანი ხარ - რომ იცოდეს ვის ხვდები ასე არ მოიქცეოდა. -იქნებ დედას ვუთხრა. -ჯერ არა...მე ჩამოვალ და მე თვითონ ვეტყვი. მე ამხელა გზაზე ვარ. შენ მანდ ...ახლა რამე, რომ უთხრა გვერდით ვინ დაგიდგება და დაელაპარაკება. მომეცი უფლება მე თვითონ დაველაპარაკო. ეს მე უნდა გავაკეთო და არა შენ. ყველაფერი ისე იქნება ,როგორც ქართულ ოჯახებს მოსწონთ. -როდის ჩამოხვალ? -დეკემბერია და აქ გამოცდები იწყება. არ ვიცი როდის მოვახერხებ. -ჩვენ ბათუმში ვაპირებთ წასვლას. ჩვენებს გამოსვლა ხომ აქვთ. -მერე იმის მერე რაც მოხდა მიყავხარ დედაშენს? -აბა აქ დამტოვებს? ჰგონია ჩემი შეყვარებული თბილისელია -აქ უკვე დაწყებულია საახალწლო სამზადისი . ქუჩები მორთეს. -ჩვენთანაც მალე დაიწყებენ. -მითხარი რა გამოგიგზავნო საჩუქრად? ჩემებს ყოველ წელს ვუგზავნი საჩუქრებს აქედან -არ ვიცი. ჯერ არ მიფიქრია. მოვიფიქრებ და გეტყვი. ჯერ მხოლოდ 10 დეკემბერია -ისე მოვა 31 ვერც კი მიხვდები -რა ვქნა დედაჩემს რა ვუყო არც კი ვიცი -თუ რამე და უფრო მეტად გაგიჭედა იცოდე მითხარი და რამეს მოვიფიქრებ. თუ გიასთვის თქმაზე მიდგება საქმე მანამდე გამაგებინე და მე დაველაპარაკები -კარგი...თუ გამაგებინა რას აპირებს ჰო... წყვილს ისე დაათენდა ვერც კი მიხვდა. მიუხედავად იმისა ,რომ ნინი და მარი ძალიან ადრე ადგნენ ელენეს საწოლი მაინც ცარიელი დაუხვდათ. ისე გამოიყურებოდა თითქოს არც არავის აუნგრევიაო. ერთმანეთს გადახედეს. ცხადი იყო ორივე ერთნაირად ფიქრობდა. -დავიჯერო წუხელ არც კი მოსულა? _თქვა მარიმ -ალბათ ისევ მასთან ლაპარაკში დაათენდა. ხომ ხედავ ჩვენთან ერთად ერთ ოთახში ვეღარ ძლებს. -ვერ ვიჯერებ ,რომ ასე იქცევა. -მე კლასში წავალ დაჩი მელოდება ისტორიის გადაწერა მონდაო ამდილით ესემესი გამომიგზავნა მარიმ მხრები აიჩეჩა. ნინი საკლასო ოთახში ,რომ შევარდა დაჩი უკვე იქ იჯდა და ელოდებოდა. არც ისე კარგად გამოიყურებოდა. ბევრი არც არაფერი უთქვამს მხოლოდ ფაილი გამოართვა და მის ადგილას გადაჯდა. ნინის გასვლა უნდოდა ,მაგრამ ლევანი მოვიდა და გადაიფიქრა. -ლუკამ მითხრა ,რომ თქვენ ხუთმა წუხელ კიდევ იჩხუბეთ. -ჩვენი შერიგება უნდოდა. ელენეს ვუთხარი თუ ყველაფერს არ მომიყვები ეს არ მოხდებათქო და ვერც წარმოიდგენ. ის ბიჭი გვარჩია... ჩვენზე საერთოდ აღარ ფიქრობს. -ვერსიაც არ გაქვთ ვინ შეიძლება იყოს? -არანაირი. მოდი აღარ გვინდა მაგაზე და ჩვენზე ვისაუბროთ. -მოდი შაბათს კინოში წავიდეთ. გამოგიშვებენ? - დედას რამეს ვეტყვი არ იჯავრო. თუ რამე ლუკას და მარის ვთხოვ და წამოვლენ ... -მინდოდა მარტო წავსულიყავით... -ასეც იქნება ,იცინი ცალკე წავლენ ჩვენ ცალკე... დედამ ,რომ არ იფიქროს ვატყუებ ... -არ გინდა დედაშენს უთხრა ,რომ ერთად ვართ? -სხვათაშორის ვაპირებ ,მაგრამ დრო ვერ შევურჩიე... წინა შაბათ კვირას მინდოდა ,მაგრამ ძალიან ხალხმრავლობა იყო ჩვენთან...თან რატიც გავაცილეთ და...მოკლედ გადაიდო...ხო მართლა ჩემი ძაღლი როგორაა? -ძალიან ენატრები... -თუ მოვახერხეთ კინოს მერე გავვუაროთ კარგი ? -პრობლემა არაა... ჰო მართლა ბათუმში მოვდივარ. არამგონია მერე დავრჩე ,მაგრამ შოუს დავესწრები. -ჩემებიც მოდიან. არ ვიცი მამა ბრუნდება თუ არა საბერძნეთიდან ,მაგრამ დედა მოდის . ელენეს მშობლები მოდიან და ხომ ხვდები ... -მამაშენი როდის ბრუნდება? -არ ვიცი...წარმოდგენა არ მაქვს. გუშინ ველაპარაკე და მითხრა ჯერ არ ვიციო. წყვილი ის იყო ერთმანეთის კოცნას აპირებდა დიანა ,რომ შემოვარდა. დაჩი დავალებას იწერდა . უკნიდან მოეხვია და კოცნა დაუწყო. -გეყოფა_შეუბღვირა ბიჭმა და მოცილება სცადა. -რატომ წუხელ ხომ კარგად გავერთეთ?_ დაიჩურჩულა და კალთაში ჩაუხტა. -თუ ვერ ხედავ გეტყვი ,რომ ისტორიას ვიწერ და გაკვეთილის დაწყებამდე ათი წუთია. -გინდა მე გადაგიწერო ? -გმადლობ არ მინდა. -ბიჭები ნელა წერთ ... ნახე რამდენი დაგრჩენია. მომე კალამი თორემ დღეს ვერ ჩააბარებ მარი სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა. წყვილის დანახვაზე წამით შეყოვნდა ,მაგრამ მერე ნინისკენ წავიდა. -ელენე დავინახე. არ დაიჯერებ არც კი მომესალმა. არ გვაპატიებს თამუნას ,რომ ვუთხარით... -ადრე თუ გვიან მიხვდება ,რომ ეს მის გამო გავაკეთეთ მარიმ ისევ იქვე მსხდომ წყვილს გახედა. -კარგი შეეშვი რა მაგათ. ბოლო ბოლო მართლა არ გვაქვს უფლება დიანასთან ურთიერთობა დავუშალოთ. ვიცი რასაც გრძნობ ,მაგრამ ...თავს მოერიე მარი. ვინ იცის ეგებ ხვალ ყველაფერი დასრულდეს. -ელენე მოვიდა ლევანი ფეხზე წამოხტა და თავისი ადგილი დაუთმო. გაკვეთილის დაწყებამდე კიდევ არაერთო შეტყობინება მოუვიდა. გოგონები ნელ-ნელა აპარებდნენ თვალს მისკენ. ორ კვირაზე გავიდა მას მერე რაც გოგონებმა იჩხუბეს. საშობაო არდადეგები უკვე დაწყებული იყო. ყველა ბარგს ალაგებდა ,მაგრამ ამჯერად უმეტესობა ბათუმში წასასვლელად ემზადებოდა. შემოსასვლელში ჩანთებით იდგა მოსწავლეების უბრავლესობა. გუნდის წევრებს ცალკე ავტობუსი გამოუყვეს. ამ ორი კვირის მანძილზე ბევრი რამ მოხდა. დაჩიმ და მარიმ კიდევ არაერთხელ იჩხუბეს რამაც მის დიანასთან დაახლოებას ხელი კარგად შეუწყო. ელენე ყველას უბღვრდა და არავის ელაპარაკებოდა. ახლაც განცალკევებით იდგა თავის ჩანთებთან ერთად და მძღოლს ელოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ხმა არც ერთი მეგობრისთვის არ გაუცია. ირაკლი ისევ ყველას ეჩხუბებოდა. ყველაზე უარესი კი ის იყო ,რომ ამ მოგზაურობის დროს ხელმძღვანელად სწორედ ის დანიშნეს. როგორც კი ელენემ მანქანა დაინახა არაფერი უთქვამს ისე წავიდა. მარიმ და ნინიმ თვალი გააყოლეს. -ნინი ბათუმში შევხვდებით _მოეხვია ლევანმა და აკოცა. -აუცილებლად ხვალვე მოვდივართ ჩვენ. მგონი მამა ვერ ჩამოდის -მარი შენც ხომ მოდიხარ? -კი -მარი და ლუკა ჩვენთან ერთად მოდიან. -ლუკაც? -ჰო მაგის მშობლები ვერ ახერხებენ და ჩვენ მოგვყვება. -ელენეს მამა დამირეკა ჩვენთან ერთად წამოდიო ,მაგრამ უარი ვუთხარი.არ მინდა ელენესთან უფრო დამეძაბოს ურთიერთობა _თქვა დაჩიმ -არ ესიამოვნება ჩვენი დანახვა _დაამატა ნინიმ_დაჩი მოყვება ელენეს მშობლებს -კარგი მე წავალ და ხვალ ბათუმში შევხვდებით _გადაკოცნა ბავშვები ლევანმა და წავიდა. მალე სკოლა სრულიად დაცარიელდა. მოხოლოდ ნანა და თემურიღა დარჩნენ და ბოლოს ისინიც წავიდნენ. ელენე ოთახიდან საერთოდ არ გამოდიოდა. თამუნასთან შეხვედრა და ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ ქალმა იქ შემოაკითხა. -დედა გთხოვ მარტო ყოფნა მინდა -გგონია დამავიწყდა ის ამბავი რაც ნინისგან გავიგე? -არც მაქვს მაგის იმედი -ნუ გგონია,რომ კიდევ დიდხანს დაგიცდი. -მე არაფერი მაქვს სათქმელი.რაც გინდა ის ქენი... -ისევ ხვდები? -დედა არავის ვხვდები უბრალოდ ვწერ...ამით რას ვაშავებ ? უკვე დიდი ვარ . არ შეიძლება ვინმე მომწონდეს? -შეიძლება ,მაგრამ დამალვა რა საჭიროა? -მას ასე სურს... -ნაკლებად მაინტერესებს იმას რა სურს. მე ჩემს შვილზე ვფიქრობ. რატომ უნდა ,რომ დამალო თუ არაფერი გაქვთ დასამალი? -იმიტომ ,რომ ჯერ ისეთი არაფერი ხდება ჩვენს ,შორის რომ მშობლების ჩარევა გახდეს საჭირო -ექსტერნ გამოცდებზე რა ხდება? -ვმეცადინეობ. მალე იქნება ეგეც. დედა როგორ გგონია ამდენი გამოცდის ფონზე რამეზე სეროზულად ვფიქრობ? დედა გთხოვ ... -ხომ იცი ,რომ არაფერს გავაკეთებ რაც სენ გულს გატკენს. -არ შეგიძლია უბრალოდ მოიცადო? -რამდენი? -არ ვიცი დედა... -კარგი...ამ ახალ წლებს კიდევ გადროვებ...უკვე ერთი თვეა გიცდი გული გადამიშალო , მაგრამ არა...კიდევ ორ კვირას გაძლევ და თუ შენი ნებით არ მეტყვი ვისთან გაქვს ურთიერთობა იძულებული გავხდები მამაშენი ჩავრიო. -რაა? ნუ მემუქრები... -არ გემუქრები. რამე ,რომ მოხდეს მამაშენი იმას მეტყვის თუ იცოდი რამე ხდებოდა როგორ არ მითხარიო. მამაშენი არასდროს მომიტყუებია მით უფრო როცა საქმე შენ გეხებოდა და ამის გაკეთებას არ ვაპირებ. -კარგი რა დედა... თამუნას ტელეფონმა დარეკა -ვანდაა...წავალ დაველაპარაკები .შენ კი იფიქრე იმაზე რაც გითხარი. უკვე საკმარისზე მეტი გელოდე ...საკმარისზე მეტი დრო გქონდა. იცოდე ჩემს სიმშვიდესაც აქვს საზღვარიი ელენე თამუნა წავიდა. ელენემ ბალიშში ჩარგო თავი და ფიქრი დაიწყო. მერე ტელეფონზე შეტყობინება გაგზავნა. ‘’დედაჩემმა ორი კვირა მომცა იმისთვის ,რომ სიმართლე ვაღიარო ვიც ვხვდები. მერე მამაჩემისთვის აპირებს თქმას’’ გარეთ უკვე ბინდდებოდა. ეზოში მანქანა გაჩერდა. ელენემ გადაიხედა და დაინახა ვანდა მოსულიყო და დაცი მოეყვანა. ქვემოთ ჩავიდა და მიესალმა. -ელე როგორ ხარ საყვარელო?_მოეფერა ვანდამ და მერე თამუნას გადაეხვია. ყოველთვის ისე ესალმებოდნენ თითქოს ასი წელი არ ენახათ ერთმანეთი . -დაჩი მოგიყვანია..._იკითხა თამუნამ და გადაკოცნა -მამამისმა ჩვენთან მოიყვანა შუადღეს. ჩვენ ვერ მოვდივართ ბათუმშიო. მითხრა ელენესთან ერთად ვაპირებდი წასვლასო და მეც წამოვიყვანე. თან ჩვენ ერთი მანქანით ვაპირებთ წასვლას და ადგილი აღარც გვექნება . -რა პრობლემაა. ჩვენ მხოლოდ სამნი ვართ. ქალები როგორც წესი სამზარეულოში წავიდნენ. თამუნას ძაან უყვარდა საკუთარი კერძებით თავის გამოჩენა როცა დაქალები სტუმრობდნენ. -ჩაალაგე ბარგი?_იკითხა დაჩიმ -ბევრი არაფერი მომაქვს -არც მე... -მარის გამო არ წაყევი იმათ ხომ ? -დაახლოებით. თქვენ ისევ არ ელაპარაკებით ერთმანეთს? ელენემ თავი გააქნია -დაუჯერებელია ,რომ ეს ხდება.კარგი რა...თქვენ მაინც რა დაგემართათ -დამასმინეს და ეგ დამემართა. ამას არც ველოდი მაგათგან. -ისე შენგან არ ველოდი მაგათაც თუ დაუმალავდი... -წამოდი ოთახს გაჩვენებ. დაიძინე დილით ძაან ადრე გავდივართ. -რიკოთზე დიდი თოვლი დევსო გუშინ გამოაცხადეს. -მამას ჯიპით მივდივართ არ გაგვიჭირდება გადასვლა. იმათთან ვანდა ჯდება საჭესთან? -ჰო, არ იცი რა მაგარი მძღოლია? -დედაჩემს აბა ქალაქშიც კი უჭირს ტარება . რატის პასუხმა დაიგვიანა.მეორე დღეც გათენდა და პასუხი არ მიუღია.მგზავრობა ისეთი დამღლელი არმოჩნდა ლამის ყველამ ინანა ,რომ წამოვიდნენ. რიკოთზე მართლა იმხელა თოვლი იდო მანქანის მართვა ძალიან გაუჭირდათ. თან ისევ თოვდა. სასტუმრომდე ძლივს მიატანეს. ბავშვებმა მალევე დაიძინეს და საღამომდე არც ერთს გარეთ ცხვირი არ გამოუყვია. უკვე დაღამებული იყო ელენეს რომ გამოეღვიძა. ტელეფონს დასტაცა ხელი ეგებ მიპასუხაო , მაგრამ ისევ არაფერი. არც მესიჯი და არც ფეისბუქის წერილი არ ჩანდა. ოცდაცხრა ,რომ გათენდა ვანდამ აიჩემა სადმე გავისეირნოთო. დაჩი და ნინა მთელი დღე რეპეტიციაზე იყვნენ და გვიან მოდიოდნენ. არც დიანა ჩანდა არსად . ოცდაცხრაში შუადღეს ყველა ვანდას ყვირილმა გამოაფხიზლა. ბავშვებს შუადღითაც წაეთვლიმათ. ელენეს ისე შეეშინდა ლამის საწოლიდან გადმოვარდა. ბანცალით ადგა და კარი ძლივს გააღო. ნანახმა ისე განაცვიფრა გონზე მოსვლა რამდენიმე წთს ვერ შეძლო. რატის ლამის ხელში ეჭირა ვანდა და აქეთ იქეტ ატრიალებდა. ქალი ბევრად დაბალი იყო ,მაგრამ მაინც წვდებოდა საკოცნელად. მერე ყველა სათითაოდ გადაკოცნა და მიესალმა. თამუნაც აღფრთოვანებული იყო. ბოლოს ელენესთანაც მოვიდა. გოგონა ისე იყო გაოგნებული სიხარულიც ვერ გამოხატა. მხოლოდ მაშინ გაიაზრა მისმა უზარმაზარმა მკლავებმა რომ მოეხვივნენ. _ვნახე შენი წერილი და ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებ_ წასჩურჩულა ყურში __ ბოდიშით დაგვიანებისთვის წუხელ ვერ მოვახერხე დადება მიყვარხართ და იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.