{14}-{15} ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...
{14} ელიმ გვიან გაიღვიძა.როგორც ყოველ კვირა დღეს დღესაც შუადღემდე ეძინა.ხალათი მოიხურა და ქვემოთ ჩავიდა.სასტუმრო ოთახიდან მტვერსასრუტის ხმა ისმოდა.სამზარეულოში ყავა გაიმზადა,ჰოლი გადაკვეთა და სასტუმრო ოთახში შევიდა.სოფიოს დამლაგებლები დაექირავებინა. -ვა,დეე-გაუხარდა მისი დანახვა. -დილამშვიდობის,ელიზ-საქმიანობას თავი დაანება სოფიომ.-იმედია ჩვენ არ გაგაღვიძეთ. -არაა-აკოცა დედას.-დუდი სადაა? -ნათიას ჰყვს ზემოთ.-გაუღიმა შვილს.-აქ მტვერია. -დედა იცი მენატრები ხოლმე.-უსაყვედურა სოფიოს ელიმ.-სახლში იშვიათად ხარ.ვერ გამიგია ამდენი საქმე რა გაქვს.ან სულ ატელიეში ხარ,ან კიდევ სადმე ჩვენებაზე.მამას არ აქვს ოფისში ამდენი სამუშაო. -მეც მენატრები,ელიზ-მოიწყინა სოფიომ.-მაგრამ ამ მომენტში ატელიეში ისეთი არეულობაა.ახალ კოლექციაზე ვმუშაობთ.პლუს ეს ჩვენებებიც.თავს არ ვიმართლებ,უბრალოდ სიტუაციას გიხსნი.ერთ კვირაში დავასრულებთ ამ კოლექციას. -ხო,ვიცი.არეულობას სახლში ვერ იტან და წარმომიდგენია იქ რა დღეში იქნები.-ელის ამის წარმოდგენაზე გაეცინა. -ნუ იტყვი-გაეღიმა სოფიოსაც.-აი ახლაც 15 წუთში უნდა გვიდე.საღამოს კვლავ გვიან დავბრუნდებბი.ერთ კვირაში გპირდები დასრულდება. -კაი,კაი-დედას მდგომარეობაში შევიდა ელი.-დღეს დუდის გავასეირნებ. -კარგი აზრია-მოუწონა გადაწყვეტილება.-ამინდიც მშვენიერია.ისე ვერ იყო დღეს ხასიათზე. -არაუშავს,მე გავამხიარულებ. -დღეს მნიშვნელოვანი შეკრება მაქვს და მობილური გამორთული მექნება.-გააფრთხილა შვილი.-ეს ირაკლიც როდის დაბრუნდება. -კაი დე-სოფიოს აკოცა ელიმ და კიბეები აირბინა.დუდის ოთახში შევიდა. -დილამშვიდობის,ნათია-მიესალმა ძიძას.-ეს ლამაზი ბიჭი უნდა გავასეირნო და ჩააცვი რა. -გამარჯობა-გაუღიმა ნათიამ.-კარგი ახლავე.რომ იცოდე დღეს ცუდ ხასიათზეა. -დუდი-მოეფერა ძმას.-რა გჭირს?ვინ გაგაბრაზა?ჩემი ბიჭი.წავალ მეც ჩავიცმევ და მერე ვისეირნოთ. შხაპი უცებ მიიღო.თავის ოთახში შევიდა.თმები გაიშრო და შეიკრა.ჯინსის შარვალი,მაისური და კეტები ჩაიცვა.მზის სათვალეები გაიკეთა.მობილური ჯიბეში ჩაიდო.სუნამო დაისხა და ოთახიდან გავიდა. -3ზე უნდა ვაჭამო და დავაძინო-მიაძახა ნათიამ ელის. -3 საათამდე მოვიყვააან-ფრთხილად გაიხურა კარი ელიზამ.-მოდი დაიკოს პარკში წავიდეთ. ელიზაბეტის საყვარელი პარკი არც ისე ახლოს იყო,თუმცა მაინც ფეხით გასეირნება აირჩია.კატოსთან და ნიკუშასთან ერთად აქ ხშირად დადიოდა. -დუდი,ცოტაც და მელე მივლთ.რა მძიმე ხარ ბიჭი,ეს სიარულიც ვერ ისწავლე რა.-უსაყვედურა ძმას.-სამწუხაროდ,მარტო უნდა ვიყოთ.კატო აგარაკზე მშობლებთან ერთად.ნიკუშა ალბათ ძმაკაცებთან ერთადაა ან ძინავს.არაუშავს ჩვენ ორნიც კარგად გავერთობით. პარკში მივიდნენ.აქ ბევრი ხალხი არასდროს იყო.სწორედ ამიტომ უყვარდა ელის აქ მოსვლა და განმარტოება. -წამო,დუდი,პოპკორნი ვიყიდოთ.-აკოცა გიოს. იქვე კუთხეში პოპკორნი იყიდეს. -მოდი,ცოტახანს დავსხდეთ და დავისვენოთ. მშვიდად ისხდნენ და პოპკორნს მიირთმევდნენ.გიო მოწყენილი იჯდა.ელი დუდის თასმას უკრავდა,როცა სანდრო და თემო დაინახა.ლუდს ყიდულობდნენ.სანდრომ მისკენ გამოიხედა.ელიმ თვალი აარიდა და გიოს თამაში დაუწყო.მუხლებზე დაისვა,ქუდი გაუსწორა. -დუდი რა გჭირს?-აწითლებულ თვალებში ჩახედა ძმას.შუბლზე აკოცა,ცხელი ეჩვენა. -დუდი,ლოყებიც აგიწითლდა.-ანერვიულდა ის.-ვაიმე,სიცხე გაქვს.ახლა რა ვქნათ?მოდი ნიკუშას დავურეკოთ. ელი ფეხზე წამოიჭრა.დუდი ფრთხილად დააჯინა და მობილური ამოიღო.ნიკუშას ნომერი აკრიფა.5ჯერ დაურეკა,მაინც არ უპასუხა. -დუდი,ცოტაც მოითმინე რაა,შენი დაიკო რამეს მოიფიქრებს.-შუბლი ისევ შეუმოწმა ძმას.-კატოსთან დარეკვას აზრი არ აქვს.აქ მაინც არ წამოვსულიყავით,ტაქსებიც კი არ დადიან. ელი დაიბნა.რ იცოდა რა გაეკეთებინა.დუდი ხელში აიყვანა.ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა.სანდრო...ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ.თვალი გააპარა ელიმ."არა.ეგ არა.გამორიცხულია,რამეს მოვიფიქრებ.."სანდრო ამჩნევდა ელიზას აფორიაქებას,თუმცა მასთან მისვლას ვერ ბედავდა. ელიზაბეტი კვლავ ცდილობდა ნიკუშასთან დაკავშირებას.მაგრამ ამაოდ.სოფიოც შეხვედრაზე იყო.სხვა გზა არ ჰქონდა,ან ფეხით უნდა წასულიყო,ან დახმარება სანდროსთვის ეთხოვა. -დუდი,ცოტაც რა.სახლში ისევ ფეხით წავალთ-ჩაუარა სანდროს და თემოს.-ჩემო პატარა. -ელიზამ ისევ ნაურეკა ნიკუშას. -სად ხარ,ნიკა,სად?-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. -ელი-მოესმა უკნიდან ხმა,თუმცა ანერვიულებულმა ვერ ამოიცნო.წამსვე მიტრიალდა და თემო დაინახა. -მეჩქარება რა-გზა განაგრძო ელიმ. -გიოს რა ჭირს?-გზა გადაუღობა თემომ. -გამატარე რა-გაბრაზდა ის-სიცხე აქვს. -ფეხით ხარ?-არ ეშვებოდა სანდროს ძმაკაცი-სახლისგან ასე მოშორებით ფეხით წამოდი? -ვიცი ხო-კიდევ უფრო ანერვიულდა ელი.-მეთქი გავასეირნებთქო და აჰაა..შენ კიდე გამატარე რა. -ღადაობ?ისევ ფეხით მიდიხარ?-არ გაატარა თემომ.-წამოდი წაგიყვანთ. -არ მინდა-უყვირა ელიზამ.-სანდროს დახმარება არ მჭირდება,მისი საერთოდ არაფერი მინდა. -ელი-მიუახლოვდა სანდროც.-ნუ ჯიუტობ,საქმე გიოს ეხება. -თემო გამატარე-ხელი ჰკრა ელიმ. -თემო წაგიყვანს,მე აქ დავრჩები-შეაჩერა სანდრომ.-შეხედეე ოფლში ცურავს ბავშვი. -ელი კაი რა-ჩაერთო კვლავ თემო.-ცოტა ხნით დაივიწყე ეს სიჯიუტე. ელიმ გიოს ოფლი მოწმინდა.ტემპერატურა აშკარად უმატებდა. -ჯანდაბას.-ჩაილაპარაკა მან-ოხ,დუდი,რაა. -წამოდი,მანქანა იქეთ დგას.-ხელი გაიშვირა თემომ. სწრაფად მიუახლოვდნენ მანქანას.სანდრომ წინა კარი გაუღო ელის.მან კი უკანა კარი გააღო და დუდისთან ერთად ჩაჯდა. -თემო,სწრაფად რა,გთხოვ.-დაუძახა ელიმ. -დავრჩე თუ შეიძლება წამოვიდე?-ფანჯარაში შემოიხედა სანდრომ. -არ მახსოვს საკუთარ მანქანაში ჩასაჯდომად ვინმე ნებართვას იღებდეს.-ჩაილაპარაკა ელიზაბეტმა.-თემო სახლში წამიყვანე. -თუ ეგრეა გადმოდი თმო-უთხრა სანდრომ ძმაკაცს და საჭესთან თვითონ დაჯდა. გასაღები გადაატრიალა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.ელიმ მობილური ამოიღო,სახლში გადარეკა. -ალო,ნათია,ელიზაბეტი ვარ.დუდის სიცხე აქვს,სასწრაფოდ დაურეკე ოჯახის ექიმს,მალე მოვალ.-ნერვიულად ჩასძახა და ყურმილი დაკიდა. სანდრო სწრაფად ატარებდა,ამიტომ მალე მივიდნენ.მანქანა სახლის წინ გააჩერა. -მადლობა-ჩუმად ჩაილაპარაკა ელიმ და სწრაფად გადავიდა. დუდი ოთახში აიყვანა,ტანსაცმელი გამოუცვალა და საწოლში თბილად ჩააწვინა.ექიმიც მოვიდა. -ვირუსია?გაცივდა?რა ჭირს?-ეკითხებოდა ელი. -დამშვიდდით,ელიზაბეტ.კბილების ბრალია.თუ კიდე აუწევს დამწევი დაალევინეთ,სხვა არაფერი.-დაამშვიდა ექიმმა. -მადლობთ-შვებით ამოისუნთქა მან.-გაგაცილებთ.ნათია აქ დარჩი. -საშიში არაფერია,ჩვეულებრივი მოვლენაა.აბა,ნახვამდის.-დაემშვიდობა ელის ექიმი. -ნახვმდის-თავი დაუქნია მან.ექიმს თვალი გააყოლა.გასასვლელთან ნაცნობი მანქანა შენიშნა.სანდრო იყო."რატო არ წავიდა?"ელი გარეთ გავიდა.მანქანას მიუახლოვდა. -რამე გინდოდა?-ცივად ჰკითხა სანდროს. -არაფერი-თვალებში ვერ უყურებდა ის.-როგორ არის გიო? -კარგად,კბილები ამოსდის და..-ტუჩი მოიკვნიტა ელიზამ.-შეგიძლიათ წახვიდეთ. -ხო,ახლა წავალთ-ამოღერღა სანდრომ.-გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ელი შეტრიალდა და სახლში შევიდა. {15} ელიმ მანქანა აამუშავა.ოფისში აგვიანდებოდა."აუ როგორ ჩამეძინა რა.თათბირი მაინც არ იყოს."თავის თავს უწყრებოდა,როცა მობილურმა დაურეკა.ყურსასმენი გაიკეთა და უპასუხა. -ჰო,დეე-გაუკვირდა ელის.-მოხდა რამე? -არაფერი,ელიზაბეტ,შეგიძლია ატელიეში მოხვიდე?-დაამშვიდა შვილი.-ერთი თხოვნა და კარგი შემოთავაზება მაქვს. -აუ თათბირი მაქვს-წუწუნებდა ის.-ისედაც ვიგვიანებ. -ბევრ დროს არ წაგართმევ-შეეხვეწა სოფიო-თან თათბირის გადაწევაც შეგიძლია. -ოჰ,კარგი,კარგი-ამოიხვნეშა ელიმ.-მალე მოვალ. დედასთან სატელეფონო კავშირი გაწყვიტა და მდივანს დაურეკა. -ცოტა დამაგვიანდება-აუხსნა სიტუაცია-რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. -კარგით,ელიზაბეტ-გაისმა მისი წკრიალა ხმა-ხო მართლა,გუშინ სანდრო დანელია დაგვიკავშირდა და განაცხადა,რომ თათბირზე დასწრება სურს. -რა?აქამდე რატომ არ მითხარით?-უსაყვედურა ელიზამ მდივანს. -ელიზაბეტ..-თავის მართლება დაიწყო მან. -კარგი,გასაგებია.ძალიან არ დავიგვიანებ.-შეაწყვეტინა ელიმ და ყურმილი დაკიდა. "რა უტიფარია,სირცხვილის გრძნობა ვაფშე არ გააჩნია.მომინდომა თათბირზე დასწრება ბიჭმა."ამ ფიქრებით მივიდა ატელიეში. -მოვედი,დე-უკნიდან მიეპარა საქმეში გართულ სოფიოს.-აბა რ შემოთავაზება გაქვს? -წამოდი კაბინეტში შევიდეთ-გაუხარდა შვილის დანხვა მას-ყავას დალე? -დილით დავლიე,მაგრამ შენთან ერთად ისევ დავლევ.-გაუღიმა დედას. -ორი ყავა შემოგვიტანეთ-დაავალა ასისტენტს სოფიომ და ელის კაბინეტში შეუძღვა. -დეე,მეჩქარებ ხო იცი... -მოკლედ-დაიწყო სოფიომ.-3 დღეში ახალი კოლექცია უნდა წარვადგინოთ,რომლისთვისაც სახე გვჭირდება და ალბათ იცი როგორ გოგოსაც ვეძებთ.ზედგამოჭრილი ხარ ამ საქმისთვის.ლამაზიც,მიმზიდველიც,ეშხიანიც,გამომწვევიც.ნუ მსოფლიოში ყველაზე მაგარი შვილი მყავს რა. -რა?მე?შენი კოლექციის სახედ?-გაუკვირდა ელის.-მსოფლიო დონის მოდელები ჩამოგყავს და მე მირჩევ სახედ? -რატომ გაგიკვირდა,ელიზაბეტ-ეწყინა სოფიოს.-არავისზე ნაკლები არ ხარ,პირიქით.იმდენი ლამაზი მოდელი დავიწუნე და შენ აგირჩიე. -ნუ კარგი-დასერიოზულდა ელიზა.-მაგრამ ხო იცი მამიკო არ რ არის და ყველა საქმე ჩემი მოსაგვარებელია.თან ბოღმა ხალხის თავი არ მაქვს.დაიწყებენ თავისი შვილი "გააპიარაო." -არაფერსაც არ დაიწყებენ-ყველანაირად ცდილობდა სოფიო შვილის დარწმუნებას.-დამიჯერე და ნახავ კიდეც რამდენი დადებითი გამოხმაურება მოჰყვეს.ირაკლი კიდევ ხვალ ბრუნდება. სოფიოს დაჟინებული თხოვნით ელი დედას დათანხმდა. -მოსაწვევებს არ მომცემ?-ჰკითხა დედას.-თათბირი მაქვს და გადავცემ თანამშრომლებს. -კი როგორ არ მოგცემ-გაეღიმა სოფიოს-5 წუთში მზად იქნება. -აქამდე ვერ მოამზადეთ?-საათზე დაიხედა ელიმ. -ყველაფერი მზადაა,უბრალოდ კოლექციის სახის ვინაობა არ აწერია.დააწერენ და მორჩა.წაიღე რამდენიც გინდა. მოსაწვევების გაკეთებამდე ყავა დალიეს და ცოტ ისაუბრეს. -ქალბატონო სოფიო-კაბინეტში ასისტენტი შემოვიდა-აი მოსაწვევებიც. -მადლობა-გამოართვა მან და ელის მიაწოდა. -კაი,დე,წავედი მე -აკოცა სოფიოს და აჩქარებით გავიდა. გზაში მდივანმა დაურეკა. -ელიზაბეტ,გელოდებით-უთხრა მან. -5 წუთში მანდ ვარ-უპასუხა ელიმ. ოფისში მართლაც დათქმულ დროში მივიდა.მანქანიდან გადასვლამდე თმები შეისწორა და სუნამო მიიპკურა.შემდეგ ოფისში შევიდა და ლიფტი გამოიძახა.სათათბირო ოთახამდეც მიაღწია.მხრებში გასწორდა და სახელური ჩამოწია. -ბოდიშით,გადაუდებელი საქმე მქონდა-თავი გაიმართლა ელიმ. -არაუშავს-თბილად უპასუხეს თანამშრომლებმა. -მოკლედ.ირაკლი ხვალ ბრუნდება-შორიდან დაიწყო მან-ახალ პროექტს ისევ ის უხელმძღვანელებს. -და თქვენ?-იკითხა მდივანმა. -მეც ჩვეულებისამებრ გავაგრძელებ მუშაობას-აუხსნა ელიზამ.-უბრალოდ,ბატონ სანდროს თავად შეხვდება და არა მე. -მართლა?-გაუკვირდა სანდროს-მე ვიცოდი ბოლომდე შენ,უკაცრავად თქვენ გაუძღვებოდით პროექტს. -დიახ,მართლა-ცივად უპასუხა ელიმ,ისე,რომ არც კი შეუხედავს მისთვის. მთელი თათბირის განმავლობაში თვალს არიდებდა.კითხვებზეც მოკლედ პასუხობდა.ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა თათბირი.და აი,დამთავრდა კიდეც. -ელიზაბეტ,გიო როგორ არის?-ჰკითხა სანდრომ. -უკვე კარგად-მოკლედ მოუჭრა და მდივანს მიუბრუნდა-არის კიდევ რამე? -არა,ელიზაბეტ-ღიმილით უპასუხა მან. -კარგი,თქვენთვის მოსაწვევები მაქვს-მიმართა თანამშრომლებს.-ალბათ იცით სოფიოს კვირეულის შესახებ. -როგორ არ ვიცით-გაუხარდათ მათ.-მადლობთ,ელიზა. -ვაიმე,ახალი კოლექციის სახე თქვენ ხართ?-მოსაწვევს ჩაშტერებოდა მდივანი. -ასე გამოვიდა-ჩაილაპარაკა ელიმ-სოფიომ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. -აუცილებლად მოვალ-თავი ვერ შეიკავა სანდრომ. -ყველას გელოდებით-მშვიდად თქვა ელიზამ,ყველას გაუღიმა და სათათბირო ოთახიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.