პატარა გოგო, მიყვარხარ (7)
ერთი საათი ასე, ხმისამოუღებლად ისხდნენ, ბოლოს სიჩუმე გიგამ დაარღვია. -ნინე, მითხარი, მართლა მოგწონვარ? -ხომ გითხარი კი მეთქი. -როგორ მეგობარი თუ... - როგორც მეგობარზე მეტი. -მერე ასე პირდაპირ რატო მეუბნები? გოგოები ჯერ გარშემო მივლიან. -გამარჯობა გიგა, როგორ ხარ? მაგარი მაისურია, ხო რა მინდოდა მეთქვა მომწონხარ. ასე ჯობია? -არა. ჩეცინა გიგას. -პირდაპირი ვარ. ეს არის ჩემი ერთერთი ნაკლი. -კიდე რა ნაკლი გაქვს? -ხანდახან მთელი დღე ხმას არ ვიღებ. -მაინც როდის? -როცა ლაპარაკის თავი არ მაქვს. -ეგ ნაკლი არ არის. ყველა ეგრეა. -ხო მაგრამ, ხომ შეიძლება ზრდილობის გამო მაინც ამოიღო ხმა, მაგრამ მე თუ მოვკეტე, შანსი არ არის რომ ხმა ამოვიღო. -ანუ უზრდელი ხარ? -არა, დებილო, უზრდელი არ ვარ. და შენ რა ნაკლი გაქვს? -რავი... ეხა უცებ ვერ ვიხსენებ. -მე, კიდევ ძალიან მინმდობი ვარ. უბრალო ნაცნობსაც კი, ჩემზე ყველაფერს ვუყვები. ჩემ ხასიათს, ნაკლს და ყველაფერს. -მერე ეგ ცუდი არ არი. პირიქით ძაან კაია. -სულ არა. მე არ მინდა მაგრამ ენას ვერ ვაჩერებ. გადაშლილი წიგნი ვარ. -ტყუილ წარმოდგენებს ეგ ნამდვილად ჯობია, დამიჯერე. ბევრს ვიცნობდი ეგეთს, თავი რო მაგრებათ მოქონდათ და სინამდვილეში არაფერს რო არ წარმოადგენდნენ. -ეგენი არ გამოილევიან. მართლა. -ხოო... -დაგღალე არა? -არა პირიქით. მომწონს შენთან ლაპარაკი. -მართლა? თვალები გაუბრწყინდა ნინეს. -ძალიან. რატო გაგიკვირდა? -იმიტომ რომ, ჩემს ირგვლივ ყველას თავს ვაბეზრებ ჩემი ლაპარაკით. მომსმენი არავინ მყავს. ილო დილიდან დილამდე გასულია, იშვიათად, სახლში დაგხვდეს. ხოდა, ჩემი მოსმენის ტვირთი შენ დაგაწვა, ხედავ? -მერე რა? -დაგღლი და მერე ჩემთან ლაპარაკი აღარ გენდომება. -არა, რა სისულელეა. პირიქით, ძაან მომწონს შენთან ლაპარაკი. -ეს ახლა. -დამიჯერე, მერეც მომეწონება. -მპირდები? -კი. -არ მჯერა. -რატო? -ყველა არღვევს პირობას. -მე არასდროს არ ვარღვევ. -ყველა მასე მეუბნება. ნინემ თავი ჩახარა, მერე ჩემი მოსმენა არავის უნდა. მყავს მეგობრები მაგრამ, ბევრს რომ ვლაპარაკობ, იმათაც ბეზრდებათ და რაღაცეებს იმიზეზებენ რომ წავიდნენ. -ესეიგი, არავის ელაპარაკები? - არ დამცინო კარგი? ხანდახან უმნიშვნელო ნივთებს ველაპარაკები ხოლმე. სარკეს ვუყურებ და ველაპარაკები. მიქრის რო თავში? კი, ნამდვილად. უარყოფას არც ვაპირებ. მოწყენილი რომ ვარ, ჩემ თავს ველაპარაკები. კარგია, ჩემ თავს რომ ველაპარაკები, მე ჩემ თავს არასდროს დავცინი. -რატომ უნდა დაგცინო. ანუ, გინდა თქვა რო, მეგობრები დაგცინიან? -არა, არ დამცინიან, უბრალოდ ჩემს პრობლემებს რომ ვუყვები, იცინიან. -ესეიგი, შენი ნამდვილი მეგობრები არ ყოფილან, ნინე. -და შენ იქნები ჩემი ნამდვილი მეგობარი? -კი, აუცილებლად, რათქმაუნდა! -შენი საყვარელი ფერი რომელია? -ეეე... მგონი ლურჯი. -ჩემიც! და წყლისფერი. ლურჯი რატომ გიყვარს? -ალბათ, იმიტომ რომ ცის ფერია. შენ წყლისფერში რას გულისხმობ? -წყლის გარეშე ადამიანი ერთ კვირას ძლებს. არ არსებობს მდინარე დავინახო, რომ შიგნით არ ჩავხტე. წყალი ძალიან მიყვარს. -ცურავ? -კი, 4 წლიდან. -აუ მაგარია. -და შენ? -კი. სწრაფად ცურავ? -შეიძლება. არ ვიცი. -არ იცი? -ხო, არ ვიცი, მე ხომ ჩემ თავს ვერ ვუყურებ როცა ვცურავ. -აბა? -ზევით ვიყურები. მზე რომ მანათებს მომწონს. -სხვანაირი ხარ. -რა? -გასხვავებული ხარ სხვა გოგოებისგან. -რატო? გოგოებივით ბევრს ვლაპარაკობ. -მერე? ის გოგოები მხოლოდ დეპრესიაზე, ბიჭებზე და ტანსაცმელზე ლაპარაკობენ. აბა დაფიქრდი, გილაპარაკია ამ თემაზე ასე ვრცლად? -ეეე... არა. არამგონია. არ მიზიდავს ეგეთი თემები. მოსაწყენია. შეიძლება ერთხელ, ორჯერ ან სამჯერაც კი გააბა საუბარი მაგ თემაზე მაგრამ, დროდადრო მოსაწყენი ხდება. მარტო ამ თემებზე არ ვამბობ. ყველაფერი დროდადრო მოსაწყენი ხდება. იმიტომაა სიახლეები კარგი. სასაუბრო თემა უცბად არ ილევა. -აი ამიტომ ვამბობ რომ, სხვებს არ გავხარ. პატარა გოგო. -ხო, შეიძლება. -თანაც, გოგოების 99.9%-ს ვარდისფერი და ეგეთი ფერები მოსწონთ. დარწმუნებული ვარ. და მთავარი, გოგოების 101% ყოველ ბიჭს ეკიდება კისერზე. შენ ხომ ასეთი არ ხარ? -არა, არ ვარ. -ამიტომ მომწონხარ. გიგა ნინეს ლოყაზე ნაზად მოეფერა, გაუღიმა, ოდნავ დაიხარა და... -შეხედე! გიგა შეხედე! გიგამ ამოიოხრა და გაიხედა. მათი ბანაკის ადგილიდან ფოირვერკებს ისროდნენ. ნინე ფეხზე წამოდგა და ისე დააკვირდა ციმციმა ფოირვერკს, რომლებიც ათასფრად ინთებოდნენ. -რა ლამაზიაა. -ხო... გიგა ვეღარ ითმენდა. ან ახლა უნდა ეკოცნა, ან კიდევ დიდხანს უნდა ეთმინა. სწრფად წამოდგა, ნინესთან მიირბინა, მოატრიალა და ლოყაზე მოეფერა. -ნინე ეს რომ არ გავაკეთო, მოვკვდები. -რაზე ლაპარა... გიგამ სიტყვის დასრულება არ დააცადა, დაიხარა და ოდნავ შეეხო პატარა გოგოს ტუჩებზე. დარწმუნებული არ იყო რომ აკოცა, ამიტომ მეორედაც აკოცა, ახლა ოდნავ უფრო ძლიერად. ნინე რომ არ დაეფრთხო, მალევე მოშორდა და ლოყაზე აკოცა. ნინე სულ გაწითლდა, თავი ჩახარა და სახეზე ხელები აიფარა. გიგამ ხელები ჩამოწევინა და თვალებში ჩახედა: -ნინე... -ხო. -მიბრაზდები? -არა. -კიდევ მაკოცებ? -არ ვიცი... -სამაგიეროდ მე ვიცი. ოდნავ გაუღიმა გიგამ და წითელ ტუჩებზე ნაზად ეამბორა. ნინე ჭარხალივით აწითლებულიყო. -რატო გაწითლდი ნინე... -არ ვიცი გიგა. -ჩემი გრცხვენია? ალერსით ჰკითხა გიგამ. -არ ვიციიი. -ნუ მიმალავ მაგ გაწითლებულ ლოყებს. მიყვარს რო წითლდები. მითხარი, კარგად გკოცნი? -გიგა! ნინე უფრო და უფრო წითლდებოდა და სახეზე უფრო და უფრო მჭიდროდ იფარებდა ხელს. გიგას გაეცინა, მხრებზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა. -ჩემი პატარა გოგო. -გიგაა. საციდავად ამოიკნავლა ნინემ. -ხო, რა მოხდა? -გიგა, რატომ მაკოცე? -რავიცი, შეიძლება მიყვარხარ, შეიძლება არა. შენ რატომ არ მეჩხუბე? -რა ვიცი, შეიძლება მეც მიყვარხარ. ორივე დიდხანს იცინოდნენ. ერთმანეთს არ უმხელდნენ თუმცა, თავიანთი თავებისთვის უკვე დაჯერებული ჰქონდათ რომ, ერთმაენთი ძალიან, ძალიან უყვარდათ. უსიტყვოდ მოეხვივნენ ერთმანეთს და სიამოვნებისგან თვალები დახუჭეს. *** აჰაათ, დაადგა საშველი გიგას! ესეც დაპირებული მეშვიდე თავი...❤️ მეგობრებო, დიდი მადლობა რომ კითხულობთ და კომენატარებს ტოვებთ. ეს ძალიან მახარებს და სტიმულს მანიჭებს. ❤️ პ.ს მაპატიეთ, წინა თავში ბოლოში, როგორც მახსოვს იყო შეცდომა და გიგას ნაცვლად ბექა ეწერა. რატომღაც მერევა :დ ეგ არაფერი უარესი შეცდომებიც მინახავს ჩემს ნაწერში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.