ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე..{16}-{17}
{16} სანდრო აგარაკზე იყო,ამჯერად მარტო.ოთოს ისევ არ ელაპარაკებოდა.თემო არ წამოიყვანა.მარტო ყოფნა უნდოდა.საერთოდ აგარაკზე ორი მიზეზით მიდიოდა:ან მეგობრებთან ერთად,გართობის მიზნით,ან უბრალოდ განმარტოებისთვის.ახლაც მარტო მეორე მიზეზის გამო იყო.ბოლო დროს საკუთარ თავში ჩაიკეტა.ელის როგორც მოექცა იმას ნანობდა...ქცევებს,მოქმედებებს,შეცდომებს,წინდაუხედავად გადადგმულ ნბიჯებს და საერთოდ წარსულს ნანობდა.მიხვდა,რომ ელის დაკარგვით აწმყოსთან ერთად მომავალიც დაკარგა.ამ მომენტში მხოლოდ საკუთატი თავი ეცოდებოდა."ოხ სანდრო დანელია,რა ნაგავი ტიპი ხარ,დებილი და გამოქლიავებული...რატომ ან როგორ შეგიყვარდი,ელი?რისთვის?ჩემმა სიყვარულმა მოგაშორა შენს საყვარელ ადამიანებს.მე იდიოტი ვარ,ვერ დაგაფასე და დაგკარგე...ახლა ვხვდები...მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ ძალიან დიდი დანაკარგი ხარ...ოხ,სანდრო დანელია..."სასოწარკვეთილი თავში ხელებს ირტყამდა."შემიყვარდი ელი...თავგამეტებით შემიყვარდი...ორი წლის წინაც ვგრძნობდი სითბოს შენ მიმართ,უბრალოდ ბრმა ვიყავი.ახლა კი ისე მინდა ჩაგეხუტო,ისევ შევიგრძნო შენი აკანკალებული სხეული.ან თუნდაც შემეძლოს თვალებშო გიყურო დაუსრულებლად..როგორ მინდა შევიგრძნო შენი თმების სურნელი.მაგრამ ვიცი ეს არც ისე ადვილია,პირიქით,რთულია...ძალიან რთული.ახლა მხოლოდ ზიზღს გრძნობ,ვიცი...ნეტა შემეძლოს წარსულში დაბრუნება და ამ დიდი უფსკრულის ამოვსება...ჩემივე ხელით გათხრილი უფსკრულის..."სანდრო სავარძელში იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო.თითქოს ბინდში მოცულიყო.სულიერი სისუსტე ფიზიკურ სიძლიერეს აღემატებოდა და ტანში ამტვრევდა."არ მინდა ისევ ზიანი მოგაყენო.უბრალოდ შენთან მინდა ძალიან.ერთხელ ვცდი...შევეცდები ეგ ჩამქვრალი ნაპერწკალი გავაღვივო,მაგრამ თუ ისევ ტკივილს მოგაყენებ,გპირდები სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.ძალას არ დავიშურებ და ყველა სურვილს აგისრულებ.უბრალოდ ბედნიერს გაგხდი.გპირდები...იმ ტკივილს დაგავიწყებ.თუ ჩემთან ყოფნას აღარ მოისურვებ გაგიგებ.ამის უფლება გაქვს კიდეც.მაგრამ მე ვიბრძოლებ იქამდე სანამ ჩემ დანაშულს არ გამოვისყიდი.შენთვისაც ვიბრძოლებ.სიცოცხლის ბოლომდე უამრავ ბედნიერ მომენტს გაჩუქებ.თუ შენ გაღიმებას შევძლებ ჩავთვლი,რომ გავიმარჯვე.გახსოვდეს არ დავნებდები.მიყვარხარ ელი..."იგრძნო როგორ დაეჭიმა ძარღვები.თავი გვერდზე გადახარა,მისმა კისერმა დაიტკაცუნა.გონს მოეგო.ამ პირობას აუცილებლად აასრულებდა.სიცოცხლის ფასად რომ დაჯდომოდა მაინც... {17} ნერვიულობისგან ელის მთელი სხეული უკანკალებდა.მთელი დღე თავზე ვიზაჟისტები და სტილისტები დატრიალებდნენ.ხუთ წუთიანი ერთი გავლისთვის დილიდან ამზადებდნენ.ფოტოსესიებმა საერთოდ გააგიჟა.სიფიოს ცეცხლი ეკიდა.მაღალი ფენის საზოგადოებას თავი მოეყარა.პრესაც აქ იყო.ჩვენება სულ მალე დაიწყებოდა.სოფიომ ყველა მოდელი შეამოწმა და ბოლოს კიდევ ერთხელ შეავლო ელის თვალი. -არაჩვეულებრივად ხარ-აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ის. -მადლობა-ჩაეხუტა დედას.-ძალიან ლამაზი კაბაა,ყოჩაღ დეე. მართლაც შესანიშნავი და ორიგინალური კაბა იყო.ღრმა დეკოლტით,ამოღებული ზურგით,ძირს დაშვებული და სვაროვსკის თვლებით გაფორმებული.თვალს მოგჭრიდათ მისი მბზინვარება.ელის პირდაპირ ტანზე "აკვდებოდა."მოშიშვლებულ ყელს ბრილინტის კოლიე უმშვენებდა.აბსოლუტურად ყველა მოდელს ჩრდილავდა მისი სილამაზე.სოფიო უპირველესად თავისი შვილით და შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით ამაყობდა.დარწმუნებული იყო,რომ ელიზაბეტის გამოსვლ ფურორს მოახდენდა.ჩვენების დაწყებამდე 5 წუთი დარჩენილიყო. -ელი,მომისმინე-დაარიგა სოფიომ ელი-პრესამ ან ხალხმა არ დაგაბნიოს.წონასწორობა არ დაკარგო.წელში გასწორდი და ყველას უჩვენე ვინც ხარ. -კარგი,დედა,კარგი-გაეღიმა ელიზას.-ისედაც ძალიან ვნერვიულობ. -ნუ ნერვიულობთქო,მეც მაგას გეუბნები-უსაყვედურა შვილს.კიდევ უნდოდა ელისთვის რჩევები მიეცა,მაგრამ დრო არ იცდიდა.ჩვენება დაიწყო.მოდელები ერთმანეთს ცვლიდნენ.ყველა აღფრთოვანებული იყო.ელი უფრო და უფრო ნერვიულობდა.დამშვიდებას ცდილობდა,როცა სოფიოს ასისტენტმა დაუძახა. -ამის შემდეგ შენ გადიხარ,ელი-გააფრთხილა მან. -უკვე?-დაიბნა ელი. -ხო უკვე.მოემზადე და ნუ ნერვიულობ,ყველაფერი გამოგივა.-ამშვიდებდა ასისტენტი. ელიმ ღრმად ჩაისუნთქა.თავი ხელში აიყვანა."უბრალოდ ყველაფერი დაიკიდე.დამშვიდდი.სანერვიულო არაფერია."დაიმშვიდა თავი. -ელიზაბეტ 2 წამიც და ამ ზღურბლს გადააბიჯებ-მოესმა სოფიოს ხმა. ელი წელში გაიმართა,კონცენტრირება მოახდინა და ზღურბლს გადააბიჯა."გაიღიმე"კვლავ თავს იმხნევებდა. ელის დანახვისას აუდიტორია ფეხზე წამოიჭრა და ტაშისცემა დაიწყეს.ელიზაბეტი ამაყად მიაბიჯებდა.იქ გასვლისას თითქოს ყველაფერი დაავიწყდა.პრესას თამამად უღიმოდა.რამდენიმე წუთით გაჩერდა,დატრიალდა და უკან გაბრუნდა.მეგობრებს გაუღიმა და საგრიმიოროში შევიდა.იქაც აპლოდისმენტებით შეეგებნენ.სოფიომ მაგრად ჩაიხუტა შვილი.ელიც მოეშვა.ახლა ყველა მოდელი ერთად გავიდა. -ყოჩაღ,ჩემო ლამაზო-შეაქო სოფიომ ელი.-ახლა ერთად გავალთ. ელიზას გვერდით ამოუდგა და ხელჩაკიდებულები გავიდნენ.მაყურებელი ისევ ტაშს უკრავდა.დედა-შვილს თაიგულები მიართვეს.ბოლოს სცენაზე სანდრო ამოვიდა,თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით ხელში.ელიზაბეტთან მივიდა,ყვავილები გაუწოდა და ხელზე აკოცა.წელში გასწორდა. -მართალია ეს ვარდები ვერც შენ სილამაზეს აღემატება და ვერც სურნელებას,თუმცა ვიმედოვნებ გაღიმებას მაინც გამოიწვევს.-თვალი ჩაუკრა და ღიმილიანი გამომეტყველებით შეერია ხალხს. ელიმ გაიღიმა და ვარდების სურნელი ღრმად შეისუნთქა.ბარათს მოჰკრა თვალი.სწრაფად შევიდა საგრიმიოროში და ბარათი გახსნა."გაიღიმე" ამოიკითხა ერთადერთი სიტყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.