შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად) ''3 თავი"


2-09-2015, 17:28
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 3 429

ჩემდა გასაკვირად ალექსანდრე ფეხზე წამოირთა და გულითად მომესალმა. -მაშინ ერთმანეთის კარგად გაცნობის საშუალობა არ გვქონდა, მაგრამ ახლა რამდენიმე დღით ვრჩები და, იმედია, ამ დღეებში დავმეგობრდებით კიდეც. - ღიმილით მომიგო ალექსანდრემ - ხო მართლა ჩვენს უჟმურს ყურადღება არ მიაქცია - ბოლოს დაამატა და სიცილით მიმანიშნა ძმაკაცისკენ. ალექსანდრე აქ ჩემს დასახმარებლად წამოხვედი, ასე რომ ლაპარაკს შეეშვი და ჩემს ოთახში წამიყვანე. - მკაცრად მიუგო მეგობარს გეგამ, მე კი ამრეზით შემათვალიერა. როგორც კი გეგამ და ალექსანდრემ ოთახი დატოვეს, ბებიამ ლაპარაკი წამოიწყო. არ ვიცი რა მეშველება, ხომ ხედავ როგორია, არც აქამდე იყო მაინცდამაინც გახსნილი და მხიარული, ახლა კი საერთოდ პირქუშ არსებად იქცა. მკურნალობასა და ეტლზე უარს აცხადებს, არადა ალექსანდრესაც შვებულება მალე დაუმთავრდება და მე რა ვქნა არ ვიცი. - ტირილით შემომჩივლა მართა ბებიამ და ჩამეხუტა. მალევე შედარებით დამშვიდდა ბებია და სამზარეულოსკენ გავემართეთ ვახშმის მოსამზადებლად. შემწვარი კატლეტი და გარნირად კარტოფილის პიურე მოვამზადეთ, ბებიამ სანაქებო კუბდარიც გამოაცხო და სუფრის გაშლა დავიწყეთ, როდესაც მართა ბებიას საძოვარზე გაშვებული ძროხა გაახსენდა და მის მოსაყვანად გასწია. სუფრა უკვე გამზადებული იყო, ამიტომ მისაღებისაკენ გავწიე, სადაც ალექსანდრე მოთავსებულიყო და კომპიუტერში რაღაც ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა, როგორც კი შემამჩნია კომპიუტერი გვერდზე გასწია და მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმანიშნა. მგონი მუშაობდი და ხელს არ შეგიშლი წავალ - მშვიდად მივუგე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც მისმა ხმამ ოთახში დამაბრუნა. არაფერია, შენობის ნახაზებს ვუყურებდი, პროექტი უკვე მზადაა, მაგრამ მაინც გადავავლე დეტალებს თვალი. ხო მართლა მე არქიტექტორი ვარ, შენ მასწავლებელი ხო ? - შემეკითხა ალექსანდრე. კი მასწავლებელი - ვუპასუხე და გულში ვინატრე მასაც არ ეკითხა აქ რატომ ჩამოვედი. ჩამოსვლის დღიდან ხომ ყველას ეს აინტერესებდა და მეც ერთი და იგივე კითხვებზე პასუხის გაცემამ დამღალა. მართა ბებიამ შენი ჩამოსვლის შესახებ გვიამბოა და მისასალმებელია, რომ შენნაირი მასწავლებლები გვყავს. - გამიღიმა ალექსანდრე და საუბარი განაგრძო - იცი, გეგა ცოტა უხეშია, მაგრამ გულით მასზე კეთილი ადამიანი არ მეგულება. არ გეწყინოს თუ უხეშად მოგექცა, ხომ ნახე არც მე და არც ბებიას არ გვინდობს. ასეთია, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად გვეიმედება მე და მართა ბებიას. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით და მას მერე ერთად მოვდივართ, მერე სამშენებლო ფირმა ჩამოვაყალიბეთ და ასე ერთმანეთის მხარში დგომით მოვდივართ. - მოკლედ მომიყვა ალექსანდრემ მისი და გეგას ურთიერთობის შესახებ. მეც ჩემი ანაბელის, ბელის შესახებ მოვუყევი. თითქოს გავუგეთ ერთმანეთს და მაშინდელი ცოტათი არასასიამოვნო მზერაც დამავიწყდა, ალბათ, მაშინდელი ნერვიულობის ბრალი იყო - გავიფიქრე და კვლავ საუბარს შევყევით. მართა ბებიაც დაბრუნდა და ალექსანდრემ გეგამ ოთახისკენ გასწია, სახედრის ფუნქციის შესათავსებლად, აბა მისი ჯორი ძმაკაცი ვერ ხვდება, რომ ბავშვურად და უაზროდ იქცევა. ძლივს შევიკავე თავი ჩემსავე ფიქრებზე არ გამცინებოდა, როდესაც ოთახიდან ყვირილის ხმა შემოგვესმა. მართა ბებია გეგას ოთახისკენ გაემართა და მეც ინსტინქტურად მივყევი. - რა ვერ გაიგეთ შემეშვით ეს დედა აფეთქებული! - იყრიალა გეგამ და ის იყო ალექსანდრესაც უნდა დაებრუნებინა პასუხი რომ ჩვენ დაგვინახა, კბილები გააღრჭიალა და,ალბათ, გულში ,,დალოცა’’ ძმაკაცი. სატირლად გამზადებული მართა ბებია ოთახიდან მე და ალექსანდრემ გამოვიყვანეთ და სავარძელში ჩავსვით. გეგას საქციელზე ბავშვთა ფსიქოლოგიის წიგნიდან განვლილი თავნება ბიჭის ოინები და მისი მოგვარების გზა გამახსენდა და იმ წუთას მივხვდი, რომ გასაღები ჩვენს ხელთ იყო. ბებია, იცი , შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ გეგას საქციელი ბავშვის საქციელს ძალიან წააგავს და ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეს ბავშვის შემთხვევაშია გამართლებული. არ უნდა ავყვეთ, იგნორი გავუკეთოთ და მალევე თვითონვე გადაწყვეტს ნაბიჯის გადადგმას. გეგა თითქოს ჯიუტი თხასავით იქცევა, რაც მეტს სთხოვთ სიცოცხლისკენ შემობრუნებას და მეტს ზრუნავთ, მით უფრო მეტად ამბობს უარს ბრძოლაზე. ასე თავის დაგუბებულ ბოღმას ანთხევს და ვერც ხვდება, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავს აზარალებს. ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ არც თქვენ და არც ალექსანდრე აღარ შეაკითხავთ და დროს მისცემთ. დამიჯერეთ ცოტა ხანში თვითონვე დაგიძახებთ და ყურადღებას მოითხოვს, თქვენც მხოლოდ იმას გაუკეთებთ რაც ენდომება და ნელ-ნელა აქეთ შეგეხვეწებათ. - მართა ბებიას მივუგე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი მათ. მართალია ბებია, ვცადოთ, აქამდე სულ ჩვენ ვიჩენდით ინიციატივას და გეგამ მაინც არაფერი ისწავლა. იქნებ თეკლეს მეთოდმა გაამართლოს, ვცადოთ - მიუბრუნდა ბებიას. მართა ბებიამ, მიუხედავად ნერვიულბისა, დაგვეთანხმა. ვივახშმეთ, ჯიუტ თხას იგნორი გავუკეთეთ და ალექსანდრეს მიერ კომპიუტერში ჩართული ფილმის ყურება ბოლო ხმაზე დავიწყეთ. მშიერია, ბებია, ცოდოა - ვერაფრით ვაკავებდით მართა ბებიას, ბოლოს მაინც დავითანხმეთ, რომ ხვალამდე დაგვეცადა და მერე მართლა ძალით შეგვეტანა საჭმელი. დილით 8-ზე ავდექით და გეგმის განხორციელებას შევუდექით, სპეციალურად ხმამაღლა მივმართე სასაუზმოდ მართა ბებიასა და ალექსანდრეს. ცოტა ხანში გეგას ოთახიდან ხმაურის ხმა შემოგვესმა - მე დაგავიწვდით! ახლა გამომიყვანეთ მისაღებში სასაუზმოდ. ოთახი ბოხმა, გაბრაზებულმა და ბავშვურად გაბუშტულმა ბარიტონმა გაკვეთა. მე და ალექსანდრე თავი ვეღარ შევიკავეთ და ავხარხარდით. ესეც ასე ჯიუტი თხა მორჯულების გზასაა - ხმამაღლა წამომცდა და ალექსანდრემაც გაიგო. ვაიმე, ჯიუტი თხა - სიცილსგან ვეღარ სუნთქავდა ვერც ალექსანდრე და ვერც მე. მართა ბებიამ გეგა მოაწესრიგა და ალექსანდრეც მის მოსაყვანად წავიდა. სკამზე ჩამოსვა მუქ ლურჯ პერანგში გამოწყობილი გეგა და მხოლოდ ახლაღა გავიაზრე თუ რამდენად მომხიბვლელი იყო ჩვენი ჯიუტი თხა. განიერი მამაკაცური მხრები, როგორც ეტყობოდა სიმაღლითაც მაღალი იყო, სახე ერთდროულად მკაცრიც და რაღაცნაირად თბილიც ჰქონდა. სწორი ცხვირი, სავსე ტუჩები და მისი საოცრად ცისფერი, თითქოს გამჭვირვალე თვალები განსაკუთრებულად გამორჩეულ მთის იერს ქმნიდა. წვერიც საოცრად უხდებოდა მის გამოვყანილ სახეს. მალევე მოვაშორე მზერა გეგას და ჩვეულებრივ საუზმობა განვაგრძეთ. მიუხედავად იმისა, რომ მართა ბებია სიხარულისგან ანათებდა, ცდილობდა, არ შემჩნია და გუშინ დასახულ გეგმას მიჰყოლოდა. ჩაი დავისხით და ყველა ჩვენს თეფშს მივუბრუნდით, როდესაც გეგამ კვლავ მკაცრი ხმით გაჰკვეთა ოთახი: ჩემი ჩაი. მის წინ მდებარე ცარიელ ჭიქაზე მიგვანიშნა, დავინახე როგორ აპირებდა ბებია მისთვის ჩაის დასხმას, ამიტომ დავასწარი და ჩაიდანი გამოვართვი და გეგას წინ დავუდე. დამისხი, რას მიყურებ! - შეკრული წარბებით მომიგო და კუშტად შემომხედა. ამ წუთას ნამდვილად ბავშვს ჰგავდა, მაგრამ სერიოზული სახე შევინარჩუნე და მშვიდად მივუგე, დაისხი მერე. უჰ იმ წუთას, ალბათ, ბოლოს გამოუშვებდა ისე გაცოფდა, მაგრამ თავი შეიკავა და უხმოდ დაისხა ჩაია. გეგას შეკრული წარბების ფონზე ვისაუზმეთ, აი ალექსანდრე კი ენას არ აჩუმებდა და თავის შესახებ მიყვებოდა. სუფრა ავალაგეთ და როდესაც გეგია მიხვდა, რომ მისთვის არავის სცხელოდა, ინება ხმის ამოღება და ოთახში გაყვანა სთხოვა, თუმცაღა შუა გზაშივე შეაწყვეტინა და მისაღებში ყოფნა მოისურვა. თქვენ ისე გაჯეჯილდით, რომ მისაღებიდან ფეხს არ მოვიცვლი. - მიუგო ძმაკაცს და თან მე შემომხედა. გეგას მზერა დავაიგნორე და სასკოლო მასალის ჩამოსატანად მეორე სართულზე ავედი, როდესაც ბებია ჩამეხუტა და ლოყები დამიკოცნა. მადლობა ბებია, შენ რომ არა რა მეშველებოდა -ღიმილით მომიგო და თავისი დანაჭაობული, ასაკისგან დაბერებული, მაგრამ სითბოთი აღსავსე თვალებით შემომხედა. არაფერია ბებია მართლა. მართა ბებია იცოდე მაქსიმალურად მკაცრად მოიქეცი და დამიჯერე შედეგი უფრო მეტი გვექნება - მეც ღიმილით მივუგე და გულში ჩავეკარი, საბუთები ავიღე და გასვლას ვაპირებდი, როდესაც კართან ალექსანდრე დამეწია და სკოლამდე მიყვანა შემომთავაზა.



№1  offline მოდერი ლილიანა

კარგია,ველოდი,
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2 სტუმარი darina

Dzalian dzalian magaria velodebi axal tavs, au rogor momwons ukve gega

 


№3  offline მოდერი sopiko

სუპერ! საოცრებაა! ხომ იცი როგორ მიყვარხარ... გეგა მეცოდება, ძალიან რთულია იმის შეგრძნება რომ ვიღაცას ებრალები, ცდილობ მათი ყურადღება თავიდან აიცილო და ისევმოიქცე თითქოს არაფერი გიჭირს.განსხვავებული სიუჟეტია განსხვავებული გმირებით. დარწმუნებული ვარ ეს სამი შეძლებს გეგას გამოჯამრთელებას და მერე... მერე შენ იცი და შენმა გენიალურმა ნიჭიერებამ. ველოდები ახალს...

 


№4  offline წევრი Scream

კარგია მართალც რომ შესანიშნავად წერ , მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება დიალოგები თორემ მთლიანობაში ძალიან კარგია winked

 


№5  offline წევრი Be_the_ONE

ლილიანა
კარგია,ველოდი,


მადლობა smile

darina
Dzalian dzalian magaria velodebi axal tavs, au rogor momwons ukve gega

მადლობა დიდი smile


sopiko
სუპერ! საოცრებაა! ხომ იცი როგორ მიყვარხარ... გეგა მეცოდება, ძალიან რთულია იმის შეგრძნება რომ ვიღაცას ებრალები, ცდილობ მათი ყურადღება თავიდან აიცილო და ისევმოიქცე თითქოს არაფერი გიჭირს.განსხვავებული სიუჟეტია განსხვავებული გმირებით. დარწმუნებული ვარ ეს სამი შეძლებს გეგას გამოჯამრთელებას და მერე... მერე შენ იცი და შენმა გენიალურმა ნიჭიერებამ. ველოდები ახალს...


სოფი მადლობა love გეგა მეც მეცოდება, რთულია მისი მდგომარეობა, მაგრამ , იმედია , ეშველება ჩვენს ჯიუტ თხას... :დ ნუ თეკლე მოწადინებულია და ვნახოთ :დ შენს კომენტარზე და შენს შეფასებებზე ვჭედავ, იმედანად დაუზარებლად მიზიარებ აზრს გმირებზე, მაგ მომენტზე სასიამოვნო არაფერია love მი სი მალატ <3

Scream
კარგია მართალც რომ შესანიშნავად წერ , მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება დიალოგები თორემ მთლიანობაში ძალიან კარგია winked


მადლობა კომენტარისთვის და აუცილებლად გავითვალისწინებ შენს შენიშვნას, თუ კიდევ რაიმე ისეთს შეამჩნევ აუცილებლად დაწერე და ვეცდები გამოვასწორო smile შემდეგში უფრო მეტი დიალოგები იქნება smile

 


№6  offline მოდერი nicol

ველოდებოდი და თურმე წინა თავი გამომრჩენია...
ეხლა წავიკითხე ორივე...
კარგად წერ... გამართულად... მომეწონა და ველიდები სულმოუთქმელად...
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი Be_the_ONE

nicol
ველოდებოდი და თურმე წინა თავი გამომრჩენია...
ეხლა წავიკითხე ორივე...
კარგად წერ... გამართულად... მომეწონა და ველიდები სულმოუთქმელად...


მადლობა love ვეცდები მალევე დავდო შემდეგი თავი smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent