ვერ დაგივიწყებ... მეტჯერ ვეღარ! [სრულად]
ვერ დაგივიწყებ... მეტჯერ ვეღარ! *** რაღაცები იწყება, ჩერდება და შემდეგ გრძელდება, დაუსრულებლად. *** იყო ცრემლის ღვრა. იყო ჩახუტება. იყო ცხელი კოცნის მიყოლილი კვალი შუბლზე ბოლომდე. იყო სინანულიც, წამიერი. ესკალატორით ზემოთ წაწევა ხომ სრული კატასტროფა. თუმც მე მაინც გახარებული ვიყავი. ემოციებით მთვრალი მივბარბაცებდი თვითმფრინავისკენ და არ მჯეროდა, რომ ეს ხდებოდა... რომ მე ვბრუნდებოდი სამშობლოში ამდენი ხნის შემდეგ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდებოდა იყო გერმანიაში დატოვებული დედა და შეყვარებული. ჩემი ძვირფასი დომინიკი – უკვე მენატრებოდა ან არც მენატრებოდა, არ ვიცი. იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული და ბედნიერი ამ მოგზაურობით, რომ სხვა ყველაფერს თავისთავად ესმებოდა ხაზი. სუნქვა შეკრული ველოდი როდის გამოაცხადებდნენ დაშვებას და როდის ვაგრძნობინებდი ფილტვებს ბედნიერებას. დრო სასწაულად გაიწელა, თუმცა თბილისის აეროპორტს არ ავცელილვართ. გადმოსვლისას გამაკანკალა. ღრმად ჩავისუნთქე ახალი ჰაერი და სუნთქვა შევიკარი. თითქოს ისევ დავკარგავდიო – მეშინოდა. ცოტა შეშინებული გამოვედი ხალხში და მცირე ძებნის შემდეგ, ნაცნობსა და საყვარელ სილუეტებს მოვკარი თვალი. ერეკლეს იქ არ ველოდი, მაგრამ სასწაულად გამიხარდა, რომ დამხვდა. პირველი მამას ჩავეხუტე და იმდენად დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ჩახუტება, ლამის დაგვათენდა. თუმცა აისის დროს ჩამოვფრინდი. ერეკლესთან, როგორც ყოველთვის, ეს შეხვედრაც განსაკუთრებული იყო. ერეკლე ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ ეჭვი მაქვს, არცთუ საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი თქვენთვის. *** –ერეკლეა შენთან, – ოთახში ნახევარი სხეულით შემოვიდა მამაჩემი თანხმობის შემდეგ. –შემოვიდეს მერე, – გავიკრიჭე და საწოლზე წამოვჯექი. მამა გავიდა და ერეკლე შემოვიდა. –არ დაიღალე სახლში ჯდომით? – შემოსვლისთანავე წამოიწყო და სავარძელში ჩაესვენა. –ძალიან, – გულწრფელი ამოსუნთქვა დავაყოლე მე. –ჰოდა წავიდეთ! – ღიმილით წამოდგა ფეხზე ერეკლე. –სად? – ისე შევხედე, თითქოს თუ ახლა მას წავყვებოდი, დამკარგავდა ან მომიტაცებდა. –ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი დავათვალიეროთ ან ჩემი მეგობრები გაიცნო და გავერთოთ. –ვითომ არ იცის ერეკლე ამაღლობელმა, რომ სანდრა გართობის ფანია, – გავიკრიჭე და ფეხზე წამოვფრინდი. მართლა ძალიან მენატრებოდა გართობა. გერმანიაში სწავლა, სწავლა და სწავლა, აქ კიდევ კომპიუტერი, კომპიუტერი და კომპიუტერი, – მომაბეზრებელია, მგონი. ერეკლეს ოთახიდან გასვლისთვის ვუბიძგე და გარდერობს მივაწყდი. –ერე, როგორ ჩავიცვა, როგორი ხალხია? – კარებს მივეყრდნე და ხმამაღლა გავძახე. თან ნერვიულად მოვჰყევი ტუჩის კვნეტას. –კაბა ჩაიცვი, – გამომძახა. – ოღონდ სადა! – დაამატა. გამეცინა. ჩავიცვი. *** თავშეყრის ადგილი ჩემი სახლიდან კარგად შორს იყო. ორმოცი წუთის სავალში. ვიღაც ბიჭის სახლი იყო, რომელიც მეგობრების შეხვედრის ადგილად ექცია. როგორც დემემ თქვა, სამაგისოდ ყოფნის ფული, ასე რომ... კაი ტიპი უნდა იყოს, მაგრამ მე არ დავინტერესებულვარ დიდად... თავიდან მაინც. ისეთი ადგილი იყო, როგორი ხალხიც – მხიარული. თუმცა თავიდან მეგონა, რომ ნარკომანების ბუდეში აღმოვჩნდი და ერეკლეს წინასწარ ვუმზადებდი ცხრა სართულიან წყევლა–კრულვას. სანამ საქართველოში ვიყავი, მოვასწარი სწავლა, ჩემი მეზობლების გადამკიდემ:). აქაო ერეკლე გოგოსთან ერთად შემოვიდაო – ყველამ ერთად შემოგვხედა. ზოგი დაბოღმილი სახით, ზოგიც – პირიქით. ბევრები იყვნენ, ძალიან და გამიკვირდა კიდეც, რომ ერეკლე ამ საზოგადოებაში აღმოჩნდა. ყოველთვის დასტოინი ბიჭი იყო, ბავშვობაში მაინც. მოკლედ, გავიცანი. ოცამდე იყვნენ და რამდენი დათვლა დავიწყე, იმდენი აირივნენ ერთმანეთში და ამერია. ვითვლიდი განა იმიტომ, რომ უაზროდ ვიყავი და დრო გამყავდა, არა! იმიტომ ვითვლიდი, რომ თავში ზუსტად გამენაწილებინა ვინ – ვინ იყო. საბოლოოდ კი მივიღე ის, რომ ყველას სახელი ერთიანად აირია თავში და სრული დომხალი წარმოიქმნა. –ესეიგი, სანდრა? – მხიარულად ჩამოჯდა ერთ–ერთი გოგო ჩემს გვერდით და კინაღამ კოქტეილით სავსე ჭიქა ამოატრიალა. რომ დამსხმოდა, უეჭველად ვერ გადამირჩებოდა. –ესეიგი, სანდრა, – მოკლედ მოვუჭერი. თავიდანვე არ მომეწონა ეს გოგო. ზედმეტად ჭკუამხიარულობდა. –მე ლიკა! – გამიღიმა. –სასიამოვნოა, – გავუღიმე და უინტერესოდ გავუშტერე თვალი სივრცეს. –ერეკლე შენი... – ტუჩზე იკბინა, ვერ დაასრულა. –ჩემი ბავშვობის მეგობარია, – თავი დავუქნიე. –გასაგებია... – ვიგრძენი, რომ მოეშვა. –მოგწონს, – არ დავმალე შთაბეჭდილებები. გაოგნებულმა შემომხედა. –როგორც წესი, მასეთ კითხვებს შეყვარებული გოგონები სვამენ, – გაკვირვების მიზეზს მივუხვდი. –წამოდი, სხვებსაც გაგაცნობ, – ფეხზე წამოხტა, მკლავში ძლიერად ჩამავლო და უკითხავად, აშკარა უპირატესობით გამაქანა ხალხის ბრბოსკენ. რამდენიმე ბიჭი და გოგო შემოსხდომოდა მაგიდას გარშემო და რაღაცაზე საუბრობდნენ. ერთ ბიჭს ნახევრად შიშველი გოგო ჩაესვა კალთაში, მეორეს ორი გოგონასთვის შემოეხვია წელებზე მარწუხები, დანარჩენები მარტონი ისხდნენ. ცოტა დაბნეულებმა და ბევრად გაოცებულებმა შემომხედეს. მათ შემყურემ ღიმილი ვერ დავმალე. –ბავშვებო, ეს სანდრაა! – მხიარულად წამოიძახა ლიკამ. – ეს გუკა, ეს მაშო, ეს თაკო, ეს დათა, ეს ანკა, ეს გიო და ესეც ლუკა, – ჩამოარაკრაკა ისე, ნორმალურად ვერ გავიგე ვინ – ვინ იყო. თუმცა ასე თუ ისე, მივხვდი. –სასიამოვნოა, – ღიმილით გადავხედე ყველას. ახლაღა შევნიშნე, რომ ორ გოგოს შორის მჯდარი მამაკაცი „ზე–სიმპატიური“ იყო. რაღაც არანორმალური, თითქოს უცხო და ამავდროულად ძალიან ნაცნობი ნაკვთები ქონდა. მომეწონა? არა, გადავირიე, თუმცა თავს წავეჩხუბე და მზერა მისგან მარჯვნივ გადავიტანე. არ ვადიდებ, მაგრამ მგონი მეც ვიგრძენი მისი მწველი მზერა რომ დაცოცავდა მთელ ჩემს სხეულზე და სრულიად მოულოდნელად დავიბენი. –სანდრა, აქ ხარ? – შემანჯღრია ლიკამ. –კი, რა ხდება? – ამოვიჩურჩულე მცირე ხნის შემდეგ. –დაჯდომა შემოგთავაზეს და... – მხრები აიჩეჩა და ხის სკამზე მიმითითა. –მადლობთ... – ამოვიჩურჩულე და მძიმედ დავენარცხე სკამზე. ჩაიცინეს. არ მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. რაღაცეებს განიხილავდნენ, ჭორაობდნენ, ჩემს იქ არსებობას სრულებით არ იმჩნევდნენ, ერთი შეხედვით, თუმცა ვგრძნობდი, რომ მზერა მწვავდა... მარჯვენა ლოყას მიწვავდა. –შენ ვისთან ერთად ხარ? დამავიწყდა სახელი... – ჩემკენ მომართული წიკვინისმაგვარი ხმა გავიგე და ღიმილით მივატრიალე თავი. –ერეკლემ მოიყვანა! – გაბრწყინებულმა დამასწრო ლიკამ. –სადაა ერეკლე? – მამაკაცის ძალიან მკაცრი და ცივი ბარიტონი გავიგე და გამცრა. –არ ვიცი... გოგონებთან დავტოვე იქ... – დაბნეულმა მივატრიალე მარცხნივ შეკრებილი ხალხისკენ თავი და ერეკლეს მოსაძებნად თვალები დავქაჩე. –თუ გოგოებთან დატოვე, ჩათვალე, რომ აღარც დაბრუნდება, – მამაკაცის ხმას სიცილი შეეპარა და მომენტში მომეჩვენა, რომ დათბა. მაგრამ მხოლოდ მომენტში. –იმედია მეხუმრები, – ანერვიულებულმა გავხედე მამაკაცს, რომელსაც დათა ერქვა. –რატო უნდა გეხუმრებოდე? – გაღიზიანდა. ვერ მივხვდი რატომ. უნებურად გავაპარე მზერა ლიკასკენ, ტირილამდე მისულიყო გოგო. –ლიკა, – დავიჩურჩულე. აცრემლებული თვალები, რომლებიც გაოცებულმა მომაპყრო, მბჟუტავსა და ნაირფერ შუქშიც გავარჩიე. გავბრაზდი დათაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოდა, თუმცა ორივეს გასაღიზიანებლად თქვა. მთელი საღამო ვუყურებდი თვალებში, ჯიქურად და ისიც არ მარიდებდა მზერას. ოღონდ ჩემი ბოროტი მზერისგან განსხვავებით, მასში იყო რაღაც მეტი, ირონიულობასა და სიბრაზეს იქით. ყველაზე ნაკლებად ვგრძნობდი მის ირონიულ ღიმილში დატყვევებული კომფორტულად თავს, მაგრამ აშკარაა, რომ ძალიან შვენოდა ლამაზ იერ–სახეს. პირველი იყო... პირველი მამაკაცი, რომელსაც ირონიაც კი შვენოდა. *** მართალი აღმოჩნდა მამაკაცი. ერეკლეს უბრალოდ კი არ მოვუკითხივარ, მისთვის თვალიც კი არ მომიკრავს. აშკარაა, რომ წლებმა მასზეც იმოქმედა და მუდმივად თავის თავში ჩაკეტილი ბიჭი თავქარიანი მამაკაცი გახდა. სახლში წამოვედი. უკვე საკმაოდ დაღამებულიყო ერეკლეს ლოდინში და ქუჩაში ტაქსის კი არა, მანქანასაც იშვიათად ვხედავდი. გართობისთვის შერჩეული სახლი გარეუბანში მდებარეობდა და ალბათ ამიტომ. მობუზული მოვდიოდი. ქუჩას მივყვებოდი და ზუსტად არც ვიცოდი სწორად თუ – არა. გულში ერეკლეს ვლანძღავდი. სადა კაბაო – ისე გამაფრთხილა, თითქოს ჩემს უკან წამოყვანას არ აპირებდა. ამიხდა. უნდა მივხვედრილიყავი. ფიქრებში ძლიერ გართულმა ვერც კი გავიგე როგორ მომიახლოვდა მანქანა და როგორ გაჩერდა ჩემს ფეხებთან. უბრალოდ, დიდმა სინათლემ სიბნელეს შეჩვეული თვალი ამატკია და მეც გამოვერკვიე ფიქრებიდან. –ჩაჯექი, – ცივი ბარიტონის გაგებისას ისევ ისე გამაჟრიალა. ამრეზით გავხედე, უფრო სწორად, „უკაცრავად?“ – სახით. –ჩაჯექი–მეთქი, მეტს არ გაგიმეორებ! – უცვლელად ცივი და მკაცრი იყო. უფრო გაოცდა სახე და უფრო დანაოჭდა. –ერთი მიზეზი მაინც მითხარი, რატომ უნდა ჩავუჯდე უცნობს მანქანაში? – თვალები მოვჭუტე. –ერთი იმიტომ, რომ ამ მამაკაცზე ბევრად საშიშ ქუჩაზე მიაბიჯებ, – არ დააყოვნა პასუხი. – გავაგრძელო? – დაამატა. –უცხო მამაკაცებს მანქანებში არ ვუხტები.. თავქარიანს ვგავარ? – ჩემთვის უფრო ვიკითხე, ცხვირი ავიბზუე და გზა გავაგრძელე. გაყინული თითები ჩემს წელზე მოსაცმელის ქვეშაც ვიგრძენი. ვიღაცამ ამიღო და უკითხავად დამდო. ნუ რაღა უკითხავად, მაგრამ:).. გონზე მაშინ მოვედი, როცა მანქანა დაიძრა. დათას ცოტა შეშინებულმა და ბევრად გაკვირვებულმა გავხედე. უმეტყველო სახით მისჩერებოდა სივრცეს და რიტმულად სუნთქავდა. სამარისებრ სიჩუმეში მისი გულისცემა დრამაზე რიტმა დარღვეულ დარტყმას მახსენებდა. მცრიდა. ისე, როგორც ზამთრის სუსხიან საღამოს. –სად მივდივართ? – ხმა ამიკანკალდა. –შორს, – არც შემოუხედავს, ისე მიპასუხა. –შენ არც კი იცი სად ვცხოვრობ... – ნელ–ნელა მეპარებოდა ხმა. –დღეიდან ვიცი და გამიხარდება, შენც თუ გეცოდინება! – ახლაღა შემომხედა. მეთბილა? – ვერ გეტყვით დაზუსტებით. ვერ მივუხვდი, თუმცა გულმა მიგრძნო, რომ კარგი არაფერი მელოდა. ცოტა კოქტეილმა დამამშვიდებელსავით იმოქმედა და საქარე მინაზე თავ–მიდებულს ჩამეძინა. *** თავის ისეთმა ტკივილმა გამაღვიძა, მეგონა ამიფეთქდებოდა მალე. თვალები მონაცვლეობით გავახილე და თეთრსა და უცხო ჭერს მზერა გავუსწორე. ვიგრძენი მუცელზე რაღაც რომ მამძიმებდა და გაკვირვებულმა გადავატრიალე თავი მარცხნივ. კივილი რომ არ დამეწყო, პირზე ავიფარე ხელი. წუხელ დავლიე, თუმცა იმდენი არა, რომ ისე გამთიშვოდა გონება, დღეს პარტნიორი ვერ მეცნო. ვიცანი, თუმცა ნაწყვეტ–ნაწყვეტად. წინა ღამემ დაჭრილი კადრებივით გამირბინა, თუმცა იმდენსაც მივხვდი, რომ არაფერი მომხდარა. დათას ძლიერ ხელს დავეჯაჯგურე და ჩემს სხეულს მოვაცილე. მამაკაცმა ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. წამოვჯექი საწოლზე. წინა ღამის კაბით არ ვიყავი, თუმცა არც ნაკლებად გამომწვევი საღამური მოსავდა ჩემს სხეულს. გამიკვირდა და დამცხა. არა, გავიყინე. მამაჩემი გამახსენდა, კიდევ კარგი, რომ ღამის სამსახური აქვს, თორე რა მეშელებოდა? რას ვუპასუხებდი? – ალბათ, ვერაფერს. მიმპარი მზერით შევათვალიერე ოთახი და დიდ საათზე შევაჩერე თვალები. თორმეტთან თითქმის მისულ ისრებს რომ შევხედე, გული გამისკდა კინაღამ. ტუმბოზე მიგდებული ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და გამოტოვებულ ზარებს დავაჩერდი. უყოჩაღია ბესოს – მამაჩემს. ალბათ, სახლში რომ არ დავუხვდი, ინერვიულა. გადავურეკე. –მა, როგორ ხარ? – აჭრილი ხმით ვკითხე. –სანდრა, სად გაქვს ტელეფონი? – გაბრაზება დაეტყო ხმაზე. –რავიცი, მამა, ვერ გავიგე ხმა... – ტუჩზე ვიკბინე. –ერეკლემ დამირეკა და მითხრა, რომ მასთან დარჩი.. იცოდე არ მანერვიულო, – გამაფრთხილებლად დაიჩურჩულა და გამითიშა. ჯერ შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ შემდეგ, გონებამ რომ მოვლენები თანმიმდევრული წყობით დაალაგა, მივხვდი და სუნთქვა შემეკრა. უკან მივტრიალდი და გაოგნებული მივაჩერდი მომღიმარ მამაკაცს. როდის მოასწრო ნეტა გულაღმა გადმოტრიალება? –რატო? – ორივესდა მოულოდნელად ვიკითხე. –იმიტო, – მოკლედ მომიჭრა. –რატომ ვარ აქ და საერთოდ, რას გავს შენი საქციელი? – გაბრაზება ვერ დავმალე მე. –კაცის საქციელს, – ისევ მომიჭრა. გამეცინა. –მართლა მასე გგონია? –კაცს რომ ქალი მოგეწონება, არ უნდა მისცე უფლება სხვისკენ გაიხედოს, – უდარდელად თქვა. აბა ჩემთვის ეკითხა?! –არ ხარ შენ ნორმალური, – ნერვიულად გამეცინა, ისევ. –უთქვამთ... –ბევრი მოგიტაცია? –პირველი ხარ. – მახარა. –გამიხარდა! – ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე. –უნდა გიხაროდეს, – საწოლზე წამოჯდა და სხეულით „გამემარიაჟა“. ყურადღება არ მივაქციე. მაგისი სხეულისთვის მცხელოდა? –შეყვარებული მყავს, – ამოვიჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი. –ჰო? – ახლა მას გაეცინა. – უკვე არ გყავს. –აუ შენ რა კარგად გაკლიაა! – ნერვიულად მეცინებოდა და უკვე ისტერიკაში გადამდიოდა. ტუმბოზე ეგდო ჩემი კაბა. ხელი დავავლე და ჩავიხუტე. –რას ვიზავთ? ცოტა ყველას გვაკლია... – თვალი ჩამიკრა და წამოდგა, საცვლის ამარა. –ჩაიცვი თუ შეიძლება, – მივმართე, მაგრამ ჩემი ტონი სულაც არ იყო თხოვნის. – და ჰო, – გამახსენდა. – ცოტა კი, მაგრამ შენ ძალიან გაკლია! გაეცინა. ახარხარდა და ასე წამოვიდა ჩემკენ. მინდოდა, რომ მის სასწაულს ღიმილს დაეფარა ყველა საშინელი გრძნობა, მაგრამ არ გამოდიოდა, ზიზღი მთელ ჩემს ორგანიზმს კიბოსავით მოსდებოდა. მომიახლოვდა, მე კი გაქვავებული, გაყინული ნაბიჯს ვერ ვდგამდი. სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და მისი ცივი, გაყინული სუნთქვა ჩემს სახეს მოხვდა. გავიყინე, როგორც ყოველთვის. –იცი რას ნიშნავს, როცა დიდი სანაცნობო წრე გყავს? – დაიჩურჩულა. მკითხა, მაგრამ პასუხის გაცემა არ მაცალა. –იმას, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია მოაწერო ხელი, გყავს თუ არა „პატარძალი“ გვერდზე, – გაიკრიჭა. რა დამემართა ვერ აღგიწერთ. გავქვავდი? ვაი იმ გაქვავებას. სუნთქვაც კი შემეკრა. გამაჟრიალა. რა ფეხით გადმოვედი თვითმფრინავიდან ნეტა? –რას გულისხმობ? – ხმა წამერთვა. ძლივს ამოვიხავე. –დღეიდან ჩემი ცოლი ხარ და შეგიძლია გაიხსნა, – გაკრეჭილი დამდგარიყო ჩემ წინ და ისეთი მიყურებდა, თითქოს ბედნიერებას გამოვასხივებდი ამ სიახლის გაგონებაზე. –მეღადავები ხო? ვიგრძენი თვალებში წყალი ჩამიდგა და ყელში ბურთი მომაწვა. ცოტაც და ავტირდებოდი. ავტრიდებოდი კი არა, ავბღავლდებოდი. დამჯდარიყო მერე და ვენუგეშებინე თავისი გახუნებული სიტყვებით და არანორმალურად ლამაზი ღიმილით. ამეტირა. კენტ ცრემლს ლუწი მოჰყვა და მთლიანი სახე დამიწვა ცხელმა, ძალიან ცხელმა ცრემლებმა. დავინახე, რომ სახე შეეცვალა და არა მხოლოდ დავინახე, ვიგრძენი როგორ გარდაისახა. –ტირი? – ნიკაპს სამი თითი ჩაავლო და სახე თავისკენ ამაწევინა. არ შევხედე. მგონი გაღიზიანდა, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ დანაშაულს მიხვდა. მხრებში ჩამავლო და ჩამიხუტა. მოვცილდი. მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები და გაავებულმა შევხედე. –არაკაცი ხარ! – დავიჩურჩულე და სიტყვებს ყველაზე დიდი ზიზღი ამოვაყოლე. რას ვიზავთ, ხანდახან ასეა, როცა ქმედებებში არ ეტევა გადმოსაცემი განცდები და გრძნობები, სიტყვები თავისუფლად იტევს ხოლმე. –კაცი, რომელსაც არ შეუძლია ქალს თავი შეაყვაროს და მისი თანხმობითვე მოირგოს ქმრის წოდება, არაკაცია, აბა რა არის?! – ვიღრიალე წყობიდან გამოსულმა. –მაპატიე, – ამოიჩურჩულა თითქმის თავითვის, მაგრამ მაინც გავიგე. მეტიც, იმდენად ჩავწვდი მის უკანასკნელ ქმედებებსა და სიტყვებს, რომ ვაპატიე კიდეც. უბრალოდ გულის რომელიღაც კუნჭული ვერ პატიობდა. –მაგრამ დამიჯერე, შემიძლია თავი ვიმართლო! – დაამატა. იქვე, კუთხეში, კედელთან დავეშვი და ავქვითინდი. ვგრძნობდი მის მწველ მზერას. გულში რამდენადაც მეცოდებოდა ჩემი თავი, იმდენად მეცოდებოდა დათაც. *** თითქოს მისმა რამოდენიმე სიტყვამ ყველაფერი შეცვალა. თითქოს არა, გატყუებთ, უეჭველად შეცვალა. დაბნეულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ან როგორ. მისი ცოლი ვიყავი, საბუთები ამის პირდაპირი მტკიცებულება იყო. საბუთები, რომლებიც ხელში არ მჭერია, მაგრამ მაინც ღრმად მწამდა მისი არსებობის. დათას თვალების სიწმინდეს რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ეს კაცი სიტყვას არ მომატყუებდა, არასდროს. და თუ რამეს გააკეთებდა, აშკარა იყო, რომ გააზრებით. თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ ჩაიდინა ამხელა საქციელი ასე, გაუაზრებლად. მომდევნო საათები კატასტროფა იყო. მანამ, სანამ ზარი არ დარეკეს. წამოდიო თავით მანიშნა დათამ და მეც უკითხავად ავედევნე. ვისაც ყველაზე ნაკლებად ველოდი, ის დამიხვდა. დიახ, ერეკლე. –ერეკლე... – ამოვიჩურჩულე და ავეკარი. არ მეგონა მისი მოსვლა თუ ასე დამაწყნარებდა, მაგრამ მოხდა. თითქოს დამამშვიდებელი დამალევინესო, აღარც ვცქმუტავდი და აღარც ფრჩხილებს ვიჭამდი. თუმცა ნერვიულობის განელება მის სრულად წაშლას არ ნიშნავდა. მიდი და სცადე, ცოლად მოგიყვანონ, შენ არაფერი იცოდე და არ ინერვიულო... წარმოდგენაც შეუძლებელია ასეთი რამის, ვიცი. მისაღებ ოთახში ვისხედით ჩვენ, სამნი, და არც ერთი ვიღებდით ხმას. მე ერეკლეს ავკროდი სხეულზე და არ ვაპირებდი რამის თქმას, პრინციპში არაფერი მომდიოდა თავში სათქმელად. ბოლოს სულის შემხუთველი სიჩუმე ერეკლემ დაარღვია. –სანდრა... – დაიჩურჩულა და მომიშორა, – არის რაღაცები, რაც უნდა იცოდე... გაკვირვებულმა ავხედე და უნებურად დავუქაჩე თვალები. რა შემეძლო გამეკეთებინა იმის მეტი, თუ არა მეკითხა, რა ხდებოდა, რაში იყო საქმე? ჰოდა მეც ვკითხე. –მზად ხარ, რომ მოისმინო მიზეზი რატომ ხარ აქ? – იკითხა დათამ. ხმა აჭროდა, თითქმის დაეკარგა. ვამჩნევდი, რომ ცდილობდა კონტროლი არ დაეკარგა. გამოსდიოდა, მაგრამ რად უჯდებოდა მე ხომ ვხვდებოდი? თანხმობის ნიშნად, უბრალოდ თავი დავუქნიე. –ამას გიყვები შენთვის უბრალო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, ამიტომ შეხედე პირდაპირ და არა ირიბად, – თვალებში ჩამხედა. გამაჟრიალა. – მაშინ პატარა იყავი.. იცი როგორი ბანალური ისტორია გვაქვს? – გაეცინა. გავითიშე. –აი, რომ უნდა დაჯდე და იცინო... – ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. – შენზე ხუთი წლით უფროსი ვარ... გეცინება? – მესმის. მაშინ ჩვენც შენს უბანში ვცხოვრობდით. ძმაკაცობდნენ მამაჩემი და მამაშენი. ხშირად მოდიოდით ჩვენთან. ნუთუ დაგავიწყდა პატარა ბიჭი, რომელიც მუდამ თმას გაწიწკნიდა და აგატირებდა ხოლმე? არ უნდოდა, დამიჯერე, ზედმეტი სიყვარულისგან მოსდიოდა. შენ ჯერ კიდევ ახლად მიდიოდი სკოლაში, მე რომ უკვე ქუჩის ბანდაში „ვიჩითებოდი“. არავის ვუშვებდი შენამდე, აი მე კი მუდამ გაწვალებდი.. გამიგე, ეგოისტი ბიჭი ვიყავი. შენ არც ის გახსოვს, ხელი რომ მოგტეხე. უნებურად გადმოგაგდე დივნიდან და ამ უნებურობის გამო მთელი თვე თაბაშირით დადიოდი. წლები მიდიოდა, ჩემი თვალები კიდევ პატარა გოგოს იქით არ იხედებოდა.. მიკვირდა რატომ, მაგრამ პასუხი არ ვიცოდი, არ მესმოდა. თხუთმეტის ვიყავი, ხმა რომ გავარდა, სანდრა დიასამიძე ავარიაში მოყვა და ტვინის შერყევა აქვსო. ჩვენ იმ საღამოს სხვა უბანში გადავედით და შენზე მეტი არაფერი გამიგია. – ამოისუნთქა. გული ამიჩქარდა. კადრები ნაწყვეტ–ნაწყვეტად ამომიტივტივდა თავში. დათა აგრძელებდა. ძლივს ვარჩევდი სიტყვებს მე. –ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ჩემი სანდრა ბრუნდებოდა. ერეკლე და მე ბავშვობიდან ვძმაკაცობთ, ეგ არ გახსოვდა შენ. რომ გნახე, ასე დახვეწილი, დაქალებული, იცი რა დამემართა? გაგაღმერთე... ყოველთვის გაღმერთებდი, მაგრამ გუშინ განსაკუთრებით. მთელ ჩემს ცხოვრებას დავთმობდი, შენთვის რომ გამეზიარებინა საწოლი და იცი წუხელ არც მძინებია. გაკვირდებოდი... შენს თითოეულ ნაკვთს ვაკვირდებოდი და მეტად ვრწმუნდებოდი, რომ შენს გარდა ჩემს გაბედნიერებას ვერავინ შეძლებდა. დღეს არჩევანი შენზეა... ვიცი, რომ შეყვარებული გყავს, მაგრამ რომ წამოხვედი და იქ დატოვე, ოდნავ მაინც თუ დაგწყდა გული? – მკითხა მოულოდნელად. დავიბენი. სიმართლე რომ მეთქვა, ცუდად გამომდიოდა... რომ მომეტყუებინა ეგეც. –დომინიკი კარგი ბიჭია... – ამოვთქვი დაბნეულმა და უნებურად შევხედე მომღიმარ ერეკლეს. წეღანდელი ნერვიულობა მოხსნილიყო მისი სახიდან. –კარგი ბიჭია, მართალი ხარ, მაგრამ კითხვაზე ზუსტად მიპასუხე.. – გამიღიმა. –არა, – არ მოვატყუე. –ჰოდა დაფიქრდი... ხელის მოწერაზე ვიხუმრე, მაპატიე.. – გაიცინა. თვალები ძალაუნებურად დამექაჩა გაბრაზებულზე, მაგრამ ჩავცხრი. მცირედი ფიქრის და ნათქვამის გაანალიზების შემდეგ, მეც გამეღიმა. პატარა, მწვალებელ ბიჭზე შეყვარებული სანდრა გამახსენდა... *** სახლში დავბრუნდი. ყველაფრის გაანალიზება მჭირდებოდა. დათა გაგებით შეხვდა, როცა ვუთხარი, რომ სახლში ვბრუნდებოდი. ან კი რა უნდა ეთქვა? დაუკითხავად მომკიდა ხელი და თავის სასახლეში წამომიყვანა, ეგონა მეც მასავით მოთმინებით შევხვდებოდი ამბავს, რომელსაც შეეძლო ჩემი მთელი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა? – ვერ ვიზავდი. *** რამდენიმე დღე ისევ სახლში შევიკეტე. არც ერეკლეს ვიღებდი და მამაჩემსაც ძალიან იშვიათად ვხედავდი. რა მქონდა სადეპრესიო, მაგრამ მაინც ვდეპრესიულობდი. ნებით არ მინდოდა, თავისთავად ხდებოდა. ქართული ნომერი მედო ტელეფონში, მაგრამ ხმა მქონდა გათიშული. იმ საღამოს არ ვიცი რას ველოდი, ვნახე, რომ უამრავი ზარი იყო შემოსული, მაგრამ არც ერთგან არ დამირეკავს. უბრალოდ, ხმა ჩავურთე. სკაიპში ნაცნობი სახე გამწვანდა და გამეღიმა. ჩემდა გასაკვირად ცრემლები მომადგა თვალზე. დავურეკე. არაფერი ზედმეტი არ მიგრძვნია მისი ხმის გაგონებისას... არც მონატრება, არც სინანული, მხოლოდ მასთან საუბარი მომნატრებოდა. მომიკითხა, მოვიკითხე. თითქოს მასაც გათვითცნობიერებული ჰქონოდა, რომ ყველაფერი წარსულში დავტოვეთ, როგორც თვითმფრინავზე ავედი. იმდენად ჩვეულებრივად საუბრობდა, გამიკვირდა კიდეც. სად გაქრა ძველი დომინიკი, ყველა სიტყვით რომ გეფერებოდა – ვერ ვხვდებოდი. ტელეფონი აწრიალდა. უცხო ნომერი იყო, მაგრამ მაინც ვუპასუხე. –სანდრა... – ნაცნობი ბარიტონის გაგონებისას გამაჟრიალა. –ჰო დათა, – ამოვიკნავლე საცოდავად. –მომენატრე... – ხმა წასვლოდა. –ამოხვალ ჩემთან? – ვკითხე ჩემდაუნებურად. –მისამართი დამავიწყდა, სანდრა... –არ მჯერა, დათა, – ნერვიულად გამეცინა. –უბრალოდ იმიტომ დაგირეკე, – დასაწყისზე გავიყინე. – რომ შორს მივდივარ, სანდრა... დომინიკმა გაიცინა. ლეპტოპი დავხურე და გვერდზე გადავდე. –ხედავ? მოგნატრებია... – გაიცინა. გამცრა. –უბრალოდ... – თავის მართლებას შევეცადე, მაგრამ არ მაცადა. –დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ არ მიპასუხე... კიდევ ერთხელ, საბოლოოდ გადავიტან უცაბედ გაქრობას... ამეტირა. –სანდრა, ნუ ტირი... – ისედაც წასული ხმა სრულად დაეკარგა, – შენ მე არ მიცნობ... გესმის? სატირალი მიზეზი არ გაქვს... –რატომ გგონია, რომ არ გიცნობ? – ამოვისლუკუნე და ფანჯარასთან მივედი. დავინახე. კაკლის ხეს ამოსდგომოდა, თავზე კაპიუშონი წამოეკრა, თითქმის არ ჩანდა, მაგრამ ხომ ვგრძნობდი, რომ ის იყო. საუბრობდა, მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა. ფეხშიშველი მივრბოდი კიბეებზე. სადარბაზოში გავიყინე. თვალები დავისრისე, ატირებული თვალები, მაგრამ ფაქტი იყო... იქ არავინ იდგა. –წახვედი, დათა, – უსულო სხეულს ჩავჩურჩულე და კედელთან ჩავიკეცე. ვქვითინებდი და სხვა არაფერი შემეძლო გამეკეთებინა. თითქოს გავნათდი, მოულოდნელად. ძალიან კარგმა, არა, იდეალურმა იდეამ მოიფიქრა ჩემი სტუმრობა და ფეხზე წამოვფრინდი. ერეკლესთან უნდა მივსულიყავი, უეჭველად. ის მიშველიდა. მარტის სუსხიან საღამოს მივრბოდი კორპუსებს შორის, მტირალი სახით, ბრეტელებიანი მაისურისა და სპორტული, თხელი შარვლის ამარა. არ მციოდა, მაგრამ ვგრძნობდი მწველ თვალებს რომ მომაყოლებდნენ. ერეკლეს კორპუსი ჩემიდან არც თუ ახლოს იყო, მაგრამ მაინც მალე მივედი. ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე. ფეხშიშველმა ავირბინე ოთხი სართული და კარზე ბრაგუნს მოვყევი. *** –სულ გაგიჟდი, სანდრა? – ოთახში მიმოდიოდა ერეკლე და თავზე ხელებს ისმევდა. გაყინული წყლით სავსე ჭიქას ძლიერად ვუჭერდი თითებს. თითქოს მასზე ვაფრქვევდი ბოღმას. –სად წავიდა? – ხმა წამსვლოდა. –უარი უთხარი, სანდრა... შენ თავს დააბრალე, – აშკარად მიბრაზდებოდა. –მე არ ვიცოდი... – ამეტირა. –რა არ იცოდი, რა? – ყვიროდა ის. –რომ მიყვარდა... არ ვიცოდი, ერეკლე, რომ მიყვარდა, გესმის? – ვბღაოდი მე. –ჰოდა შენ თავს დააბრალე–მეთქი, – დაჯდა და სახე ხელებში ჩამალა. გავუგე. ვგრძნობდი ჩემს დანაშაულს და მაინც ბოლომდე ვერ ვიაზრებდი... როგორ შემეძლო ბავშვობის სიყვარული, რომელიც უკვე არც მახსოვდა, ასე მყვარებოდა. *** ისევ მარტოობა. ისევ სინანული. ისევ დეპრესია. ვერც თბილისში ვჩერდებოდი და არც გერმანიაში მინდოდა დაბრუნება. ჰოდა წავედი. პარიზის ბილეთი ავიღე და გავფრინდი. მამაჩემს ვთხოვე, რომ ერეკლესთვის და საერთოდ, თუ ვინმე მიკითხავდა, ეთქვა, რომ გერმანიაში დავბრუნდი. არ მინდოდა, რომ სცოდნოდათ. რატომ არ მინდოდა? – არ ვიცი. *** გამიმართლა, რომ პირდაპირ ფრენაზე მოვხვდი და არ მომიწია გადაჯდომა. თუმცა ამანაც საშინლად დამღალა. ტაქსი გავაჩერე და სასტუმროს მისამართი ვუკარნახე, რომლის ნომერიც წინასწარ ავიღე. აღმოჩნდა, რომ ონლაინ რეგისტრაცია არასაკმარისი იყო და თავიდან დამარეგისტრირეს. ამჯერად შედარებით იაფფასიანი და ფასთან შესაბამისი ნომერი შემხვდა, მაგრამ ამ ეტაპზე ოღონდ დამეძინა, არ ვჩიოდი. დავიძინე კიდეც, მაგრამ ორი წუთის ნაცვლად, ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ. არ ვიცი რა ხდებოდა და რატომ მიწევდა პირველ მოსულს ბოლოსთვის დაცდა, მაგრამ ფაქტი იყო –გავლენიან პირი ჩამოსულიყო. *** დილით ჩაძინებულს გვიან გამეღვიძა. ყოველთვის ასე იყო – მგავრობა სასწაულად მღლიდა. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ უხასიათოდ მყოფმა არც წამოსვლისას ვივახშმე, არც თვითმფრინავში მივიკარე არაფერი და არც პარიზის კაფე–ბარების ტკბილეულობების დაგემოვნება მოვისურვე, ასე რომ, ცარიელ კუჭს საშინლად უნდოდა ამოვსება. საათი ცხრას უჩვენებდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სასტუმროს რესტორანი იმუშავებდა, მაგრამ მაინც ჩავიცვი, ბარათი წავიყოლე და ჩავედი. გამიმართლა. მოცარიელებული რესტორნის პერსონალი ადგილზე იყო. დიდად ვერ გამაკვირვა ამ ფაქტმა, ერთ–ერთ საუკეთესო სასტუმროში ვიყავი და...:) განთქმული ვისკი, სიგარეტი და დესერტი შევუკვეთე და იქვე კუთხეში ჩამოვჯექი. როგორც წესი, არ ვეწეოდი, თუმცა რამდენჯერმე გასინჯული მქონდა და ამ მწუხარების ჟამსაც მომაკითხა მისმა მუზამ. ჰოდა მოვწიე. დავლიე. და ვჭამე. ის იყო ანგარიშის გასასწორებლად ბარათი გავუწოდე მიმტანს, შორიდან მოვარდნილი სიცივე ვიგრძენი და გამაკანკალა. ფრანგული არ ვიცი, მაგრამ ზუსტად მივხვდი რაც უთხრა. მიმტანი უკან გაბრუნდა. –ასე მალე? მის ხმის გაგებაზე გავიყინე. როგორც ყოველთვის. –მინდა დავიჯერო, რომ არ გამყიდეს, – ნერვიული ღიმილი შევნიშნე მის სახეზე. ჩემ წინ ჩამოჯდა. –შეგიძლია დაიჯერო, – ხმა ჩამიწყდა. –შენ აქ ხარ, ანუ არ შემიძლია... შევნიშნე თითები როგორ მოუჭირა ერთმანეთს და კინაღამ დაიმტვრია. –დათა, მაპატიე... – ტირილს ვიწყებდი. –რა გაპატიო, სანდრა? – ჩაეღიმა. –ყველაფერი მაპატიე... – გულახდილი ვიყავი, მაგრამ ეს გულახდილობაც მიჭირდა. –თავი რომ შემაყვარე, ეგეც გაპატიო? – ღიმილს არ წყვეტდა ის. –ძალიან გწყინს ეგ ფაქტი? – ცოტა ქალური სიეშმაკით მივაშტერდი თვალებში, უძიროდ ლურჯ თვალებში. –შენ თუ გწყინს, ეგაა საკითხავი, – თვალი ჩამიკრა და ღიმილი მოიშორა. ისევ წინანდელი მოუსვენრობა დამეტყო და მეტად ავნერვიულდი. –პირიქით, – მზერა მისი თვალებიდან მაგიდისკენ ჩამოვიტანე და ვისკის ჭიქაზე შევაჩერე საბოლოოდ. – მინდა რომ დავთვრეთ, ძალიან მაგრად.. მერე ისევ ერთად დავიძინოთ და რომ გავიღვიძებთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, – გავანდე ჩემი ოცნებები და ნერვიულობისგან ტუჩი მოვიკვნიტე. ვისკის ჭიქის პირს ცერა გადავუსვი. –ისევ რომ დაგავიწყდე?.. – გაეღიმა ისევ. ნერვიულობდა. ღრმად სუნთქავდა და დროდადრო თავზე ხელს იტარებდა. –ვერ დაგივიწყებ... მეტჯერ ვეღარ! – კენტმა ცრემლმა მარცხენა ლოყა დამიწვა. უმალ დავმალე სახე. –პარიზში ვართ... თვალებში მიყურებდა ის. ძლივს ვიკავებდი თავს, ისევ არ გადმომეყარა ცრემლები მე. –ცხოვრებაში ორი საყვარელი პერსონაჟი მყავს: რავიკი – რომელსაც ვერ ვაცოცხლებ და შენ – რომლის გარეშეც თავს ვერ ვიცოცხლებ, – ჩემი ჭიქა თავისკენ მიაცურა და ჩაცალა. – გაგვიმარჯოს... – კიდევ შეავსო ჭიქა. ოფიციანტს ჭიქა ვთხოვე და მეც შევივსე. –მინდა ვინმეს მიგამსგავსო, მაგრამ არაამქვეყნიური ხარ... – გამეღიმა. – გაგვიმარჯოს! სასმელი გვეკიდებოდა. გრადუსი გვედებოდა და ჩვენც ვიხსნებოდით. იმაზე მეტად, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა. ჩვენი სიყვარულიც ხომ სწორედ ასეთი წარმოუდგენელი იყო. –სანდრა... – ხმა აჭრილმა მომმართა და მეც ძლივს გავუსწორე მის მიმყოლ თვალებს მზერა. – შენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, მგალობელთა გუნდში უნდა იყო... – იღიმოდა და თავს ოდნავ არხევდა. – გაგიმარჯოს! – ვინ მოთვლის მერამდენე ჭიქას სწევდა ჰაერში. *** –დე, – ცივს და ამავდროულად ძალიან ცხელ თითებს კისერზე მადებს და კალთაში, ისე, როგორც პატარაობაში, მიჯდება. – შენ და დათას ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი? – ეშმაკურად მიღიმის. ჩვენს ისტორიას იზეპირებს. მეც ვახვევ კადრებს და ვყვები. რომ ვასრულებ მისი ცივი ხმა ამდენი წლის მერეც მყინავს. –რაღაცები იწყება, ჩერდება და შემდეგ გრძელდება დაუსრულებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.