სკოლა ბავშვების წესებით (17)
ყველა ერთ ამბავში იყო. განსაკუთრებით ვანდა ზეიმობდა რატის ჩამოსვლას. საგანგებო ვახშამიც კი შეუკვეთა სასტუმროს რესტორანში. მიუხედავად იმისა,რომ ელენეს მასთან საუბარი სურდა მაინც თავს იკავებდა. არ უნდოდა მშობლებს თვალში გამოჩხეროდნენ. შვიდი იყო ვანდამ ყველა სუფრასთან ,რომ მიიწვია. მხოლოდ ელენეს ოჯახი, მარი და ბიჭები იყვნენ. -რატი გვეგონა გამოცდები გქონდა და ვერ ჩამოხვიდოდი. -ერთ კვირას ვისვენებ დედა. -ანუ ერთი კვირით გვესტუმრე?_ ხმა ამოიღო ნინიმაც. -დაახლოებით დაიკო. -და მაინც ასეთი მოულოდნელი სიურპრიზი დამაბნეველია _თქვა თამუნამ -თქვენ როდის ბრუნდებით თბილისში?_იკითხა რატიმ -ალბათ რამდენიმე დრე დავრჩებით_დააზუსტა ვანდამ ელენეს მთელი საღამო ხმა არ ამოუღია. რატი მისკენ თვალს აპარებდა,მაგრამ არ ელაპარაკებოდა. თორმეტისკენ უფოსები დასაძინებლად წავიდნენ. ბავშვებმაც ოთახებისკენ აიღეს გეზი. ნინი დედამისს წამოეწია და ლაპარაკი შესთავაზა. -უკვე გვიანაა ნინი შეიძლება სხვა დროს ვისაუბროთ? -რაღაც მინდა გითხრა დედა. დდი ხანია ვცდილობ ამის თქმას ,მაგრამ შესაფერისი დრო ვერ მოვნახე... -კარგი ჩემს ოთახში შემოდი _ შიგნით შეუძღვა ქალმა_მითხარი რისი თქმა გინდა. -არა მარტო შენთვის ვაპირებ რატისაც ვუთხრა... -რას გულისხმობ? -საქმე ისაა, რომ მე და ლევანი უკვე რამდენიმე თვეა ერთად ვართ -რაა? რომელი ლევანი ? -ჩემი კლასელი -და მაგას ახლა მეუბნები ? -დიდი ხანია მინდა გითხრა ,მაგრამ დრო ვერ შევარჩიე... ხან სკოლაში დავრჩი ,ხან იმდენი ხალხი იყო ჩვენტან სახლში ,რომ ... მოკლედ აქამდე ვერ მოვახერხე. - კარგად იცი ,რომ მე იმ დედებს არ ვგავარ შვილს ,რომ ატერორებენ . მამაშენი ,რომ გაგიჯდება ხომ იცი ? -ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს დედა და არაფერს არ ვაშავებთ ისეთს ,რომ თქვენ პანიკაში ჩავარდეთ -მეთერთმეტე კლასში ხარ ... -მაგას რა მნიშვნელობა აქვს დედა ხვალ ცოლად კი არ მივყვები . უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებით და ვცდილობთ უკეთ გავიცნოთ... -კარგი ოღონდ იცოდე ეს ამბავი თავშისაცემი არ გამიხადო. იცოდე თვალ-ყურს გადევნებთ. -ლევანს უნდა ,რომ რატის დაელაპარაკოს. აღარ მინდა მასთან შესახვედრად სახლიდან გაპარვა მომიწიოს. მინდა კინოში ან კაფეში ერთად თუ წავალთ ამისთვის გაპარვა არ მომიხდეს ან შენი მოტყუება. ლევანს იცნობ. მის მშობლებსაც იცნობ და არამგონია მისი საწინაარმდეგო რამე გქონდეთ. -გასაგებია. მიხარია ,რომ ჩემთან მოდი და მითხარი. დარწმუნებული ვარ რატიც გაგიგებს ,მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებ ჭკვიანად. ვანდა ქალიშვილს მოეხვია და მერე მისი ოთახისკენ გამოისტუმრა. ელენე უკვე ნერვიულობის პიკს აღწევდა. რატი რამდენიმე სათის ჩამოსული იყო და მისთვის ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო. მთელი ეს ხალხი წამითაც არ ტოვებდა მარტო და ბუზებივით ეხვეოდა თავზე. საწოლზე დაეხეთქა და ჭერზე გააშტერა თვალები. მერე ესემესის მიწერა დააპირა ,მაგრამ ვიღაცამ დააკაკუნა. -შემოდით _გასძახა ისე ,რომ არც ამდგარა. ნამდვილად თამუნა მოვიდა ლექციის წასაკითხადო გაიფიქრა და ბალიში თავზე დაიფარა. უკვე მესამე დღე იყო დედამისი არა და არ ეშვებოდა. როგორც კი გიასგან მოშორებით დაიგულებდა ,მაშინვე იწყებდა საუბარს. -ამდენი ხანია არ მინახავხარ და თავზე ბალიშდაფარებული უნდა დამხვდე?_ჩაესმა მისთვის ყველაზე სასურველი ხმა. გოგონამ ელვის სისწრაფით მოისროლა ბალიში და ფეხზე წამოხტა. თვალები ააფახურა და გონებაში სიტყვების ძებნა დაიწყო.იმწუთას ვერაფერი მოაგონდა. რატიმ მაჯასი ხელი სტაცა და თავისკენ მიიზიდა. ახლა ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ,როგორც არასდროს. თვალებში უყურებდნენ და ორივე ელოდა როდის იტყოდა მეორე რამეს. ალბათ იმ წუთას კოცნა ყველაზე ლოგიკური და შთამბეჭდავი იქნებოდა ,მაგრამ ასე არ მომხდარა. მათ თვალებს გაცილებით მეტის თქმა შეეძლო ერთმანეთისთვის ვიდრე ტუჩებს. -მართლა იმიტომ ჩამოხვედი ,რომ ჩემი წერილი ნახე? -შენ საკმარისად დიდი არ ხარ იმისათვის ,რომ მშობლებს მარტო შეგატოვო როცა ყველაფერს გაიგებენ. ვალდებული არ მეც აქ ვიყო და თუ საჭირო იქნება მამაშენის წინაშე თავი ვიმართლო. მაგრამ არ მინდა ეს იმ შოუმდე მოხდეს. როცა ყველა თბილისში წავა ჩვენ აქ დავრჩებით და ვისაუბრებთ. -ვერც ვიფიქრებდი ,რომ ჩემთვის ამას გააკეთებდი. -მე ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ როდესმე მე და შენ... სიმარტლე გითხრა აქედან ,რომ მივდიოდი ვერც იმას ვიფიქრებდი თუ ასე მომენატრბოდი. -მეც მომენატრე. რატიმ უფრო ახლოს მიიზიდა მისკენ გოგონა და ისე ნაზად შეეხო მის ტუჩებს ამას კოცნასაც ვერ დაარქმევდით. მერე გრძელ თმაზე ხელები ჩამოუსვა და შუბლზე აკოცა. თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. -მოდი ჩემთან დაჯექი ელენეს გააჟრჟოლა. ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ყოფილა. სკოლაში ბევრი ბიჭი ეფიცებოდა სიყვარულს ,მაგრამ მათთან სერიოზული არაფერი ყოფილა. უფრო მეტიც. საქმე კოცნამდეც კი არ მისულა. რატომღაც ყოველთვის თავს არიდებდა მათთან ფლირტს. რატიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და საწოლზე დასვა. -ნუ გეშინია ელენე რა ემართება? უბრალოდ მინდა დაწვრილებით მომიყვე რა მოხდა ჩემს დასთან. ელენემ მოკლედ უამბო ყველაფერი. რატის გაეცინა და ურჩია ნინის შერიგებოდა. -კარგი რა სისულელით მოუვიდა. დაივიწყე . თან მაგან რა იცის ,რომ ის ნაძირალა შენ რომ გატყუებს მე ვარ? -ნებისმიერ შემთხვევაში. -მოიცა შენ ,რომ ხედავდე ჩემი და ცუდად იქცევა თვალს დახუჭავდი? ისე საუკეთესო მეგობარს ,რომ ატყუებ არც ისე კარგი საქციელია. -შენ არ მითხარი არავის უთხრაო?_გარაზდა ელენე -მე იმას გეუბნები ,რომ მისი საქციელი არ უნდა გაგკვირვებოდა. შენც ასე მოიქცეოდი მის ადგილას. -შესაძლოა _თავი დახარა ელენემ -ხოდა შერიგდით. ახლა შემომხედე და ის მითხარი შენ რას ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე. მინდა გულწრფელად მოგისმინო. მე ვაპირებ ,რომ გიას ყველაფერი ვუთხრა. -ჩვენ თუ არა თამუნა მაინც ეტყვის. სჯობს ჩვენ დავასწროთ. დედა ვერ იტანს მამას ,რომ ატყუებს არ გაჩუმდება. მამა არასდროს მოუტყუებია და ჩემს გამო მასთან პრობლემებს არ შეიქმნის. მიუხედავად ყველაფრისა ის იდეალური ცოლია. აი ისეთი ქმრებს ,რომ ვერაფერს უმალავენ. -მოვაგვარებთ ყველაფერს შენ ნუ ღელავ კარგი? -კარგი... რატიმ ისევ აკოცა.ამჯერად უფრო ვნებიანად. ხელები მოხვია და თავისკენ უფრო მეტად მიიზიდა. ელენე ცდილობდა მოეშორებინა ,მაგრამ ვეაფრით მოერია. -კარგი ჰო მხოლოდ გაკოცე რა მოხდა. დაუჯერებელია როგორ განსხვავდებით აქური გოგონები ამერიკელებისგან. ისინი სულ სხვანაირები არიან. შენს ასაკში უკვე კარგად გამოცდილები. -მაპატიე ,რომ მე მასეთი არ ვარ...ხომ ხედავ როგორც კი საქმე ბიჭთან მივიდა ყველა გაგიჟდა. -სულელო არც კი მიფიქრია,რომ მაგის გამო ცუდი ხარ. მე უბრალოდ ავღნიშნე. -სჯობს წახვიდე თორემ შეიძლება დედაჩემი მოვიდეს. ან ვინმე სხვა. პრობლემები არ გვინდა. -კარგი წავალ. პირდაპირ მითხარი ,რომ ჩემი გაგდება გინდა. -სულაც არ მინდა უბრალოდ... -წავედი. ხვალ გნახავ და იმედია დალაპარაკებას შევძლებთ. იქნებ როგორმე ერთი წუთით მაინც დაგვტოვონ მარტო. რატი ამჯერად მხოლოდ მოეხვია და წავიდა. ელენეს მთელი ღამე არ დაეძნა.თვალწინ ედგა რატის ჩამოსვლა და მასთან საუბარი. მამამისზეც ფიქრობდა და დედამისზეც. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. მიუხედავად ამისა ადრიანად ადგა. თამუნა დერეფანში შემოხვდა და მიესალმა. -დედა სად იიყავი ამ დილა ადრიან? -ლუკასთან გავათენეთ წუხელ მე და ვანდამ. სამი იყო დაწყებული ლევანთან ერთად მოვიდა. სანაპიროზე ერთად უსეირნიათ და მთელი ღამე სიცხე ქონდა. -როგორ არ დაგვიძახე. სად გაგონილა ამ ზამთარსი ღამე სანაპიროზე სეირნობა. -სეირნობას ვინ დაეძებს რაღაცაზე დანაძლევებულან წყალში ჩახტომაზე და ... -გიჟები ხომ არ არიან? დაჩი სადაა? -დაჩი გვიან მოვიდა რეპეტიციიდან და ალბათ ჯერ ისევ სძინავს. -მე წავალ ლუკას ვნახავ. ელენე ოთახში ,რომ შევიდა ლუკა თვალებს ძლივს ახელდა. ეტყობოდა ჯერ ისევ სიცხე ქონდა. -ბიჭო შენ ხომ არ გაგიჟდი ამ დეკემბერში ზღვაში რამ ჩაგაყვინია_ბალიში მოუქნია გოოგონამ -გეყოფა თავი მისკდება -უნდა გაგისკდეს და ღირსი ხარ ... -გამარჯობაათ ... რა გჭირს ბიჭო შენ?_შემოვიდა რატი -გეყოფათ ახლა არ უნდა ამას ამდენი ხალხის თავზე დგომა . ყველა გარეთ_ტაში შემოკრა ვანდამ და ყველა გარეთ გამოყარა. ქვემოთ სუფრა უკე გაეწყოთ. თამუნა ლანგარზე საწმელებს აწყობდა. -რას აკეთებ თამუ ?_მიაძახა ვანდამ -ლუკას წავუღებ აბა ამისთვის ხომ არ ავაყენებ ? ბავშვი ჩაგვაბარეს და ორი დღე ვერ მივხედეთ -საუკეთესო ცოლი გყავს_მიაძახა ვანდამ გიას ,რომელიც მაგიდის თავში დამჯდარიყო. -მე რაღაც იდეა მქონდა ,მაგრამ ეტყობა თქვენ ვერ წამოხვალთ..._თქვა რატიმ -რა იდეა?_ გამოჩნდა დაჩიც -მწვანე კონცხზე მინდოდა ასვლა. ვერასდროს ავედი რამდენჯერაც აქეთ ჩამოვედი. აბა ვინ წამოვა -მე და თამუნა ლუკას ვერ დავტოვებთ. ბავშვს სიცხე აქვს ორმოცი მგონი ... _თქვა ვანდამ -მე რეპეტიციაზე გავრბივარ ..._ძლივს თქვა პირგამოტენილმა დაჩიმ. -ჩემისთანა მოხუცს იქ რა უნდა თუ ქალები არ მოდიან ? _ ამოილუღლუღა გიამ -ვინ თქვა ,რომ მოხუცი ხარ მამიკო ?_ისაყვედურა ელენემ -გოგონებო წამოხვალთ?_ახლა მარის და ნინის მიუბრუნდა რატი -მე საქმეები მაქვს_დედას გადახედა ნინიმ და ისიც მიხვდა რა იგულისხმა. რატი ახლა მარისკენ შებრუნდა. -მე და ნინის ერთად გვაქვს საქმეები. _არ დააყოვნა გოგონამ -დღეს საყიდლებზე მივდივართ. აქედან რამე უნდა წავიღო სამახსოვროდ ._სწრაფად მოიფიქრა ნინიმ . ვანდამ გაბრაზებული სახით გახედა ,მაგრამ არაფერი შეუმჩნევია -ელენე შენც გოგონებთან ერთად მიდიხარ?_ჩაეზია გია -არა ... დღეს არსად არ მივდივარ. -აქ სასტუმროში დასაჯდომად წამოხვედი? რაც მოხვედი სულ გძინავს. მაგას თბილისშიც მოახერხებდი. -ხოდა წამოდი მწვანე კონცხზე ... თუ არავის უნდა ჩვენ წავიდეთ ... ელენემ შესფოთებული სახით გადახედა რატის. ბიწი მიხვდა ,რომ ძალიან გააბრაზა. -მე არ ... _უარის თქმა სცადა ელენემ -წადი ელენე თორემ სახლში ჯდომა არ შეიძლება. ყველას რარაც საქმე აქვს შენ კი მარტო ზიხარ საწოლზე თითქოს შინაბერა იყო _ წააქეზა ვანდამ -სულაც არ ვარ შინაბერა _გული მოუვიდა გოგონას _ელენე ფეხზე წამოხტა -თბილად ჩაიცვი იქ ძალიან ცივაო ასე ამბობენ. _მიაძახა რატიმ. _ დედა მანქანას მე წავიყვან კარგი ? . რატი მანქანას ამოწმებდა ,რომ გზაში პრობლემა არ შექმნოდათ ელენე ,რომ გამოვიდა. -ეს როგორ ქენი... -რა? -მამაჩემს ჩემი წაყვანა შესთავაზე -მერე რა? ნუ ვარდები ხოლმე პანიკაში. -მამაჩემისთვის იმის თქმას აპირებ ,რომ ერთად ვართ და მანამდე მარტო მიგყავარ სადღაც ტყეში. ცოტა უხერხული არ არის? -მაგაზე არ მიფიქრია...დაჯექი ..._თვალი ჩაუკრა და მანქანის კარი გაუღო. ცოტა ხანში რატიმ მანქანა დაქოქა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.