შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც გინახავს, კიდევ ნახავ! (თავი 2-3)


3-09-2015, 03:12
ავტორი მანდარინკა
ნანახია 2 446

დილაუთენია მარგოს ზარმა გამაღვიძა, ჰოდა ჩვენც ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელკავი და გავქანდით ანიჩკასკენ.
საავადმყოფოში შესვლისას მარგო უფროსი წინ გავუშვი, მე კი ექთანის მოსაძებნად წავედი, ვიფიქრე რაიმე ახალს მაინც გავიგებ ანას მდგომარეობის შესახებთქო. ერთ კვირასი გამოვწერთო მომახენეს. ჰოდა მე ამ ამბით გახარებული სასწრაფოდ გავემართე ნაცნობი პალატისკენ.
-ვაიმე...მაპატიეთ რა, ვერ დაგინახეთ კარგად ხართ?_ვიღაც მამაკაცს ვასკდები ზურგიდან, რომელმაც რამისაა ცხელი ყავა ზედ გადაისხა...
-არაუშავს_წამიერი დაბნეულობის შემდეგ გონზე მოდის თუარა გაღიმებულად გამომყურებს. -უბრალოდ შემდეგში ფრთხილად იყავით, თქვენთვითონაც არ დაიშავოთ რამე._თბილი სიცილით მეუბნება, მერე კი გზას მითმობს.
მეც ღიმილ ით ვშორდები და პირდაპირ ანას პალატისკენ ვიღებ გეზს.
-ანა ბებო!_კარებს ვაღებ თუარა ლოგინზე წამომჯდარ ანიჩკას ვახტები მკლავებზე, ქალიც მზრუნველად მიკოცნის დაბერილ ლყებს. მარგოც იქვე ზის და ბედნიერი თვალებით გამომყურებს.
-მარგო, ჩემო კარგო, ეს რა ენერგიული ბავშვი გყავს!
-ჩემი შვილიშვილი არაა რო?_სიცილით პასუხობს მარგოც თან ვხედავ როგორი ამაყი სახე უჭირავს.
-აუ მემგონი წეღან ვიღაც დავწვი დერეფანსი და რამისაა მეც თავ-ყბა მოვიტეხე_კისკისით ვუყვები ორი წამის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც პალატის კარები ფარტოდ იღება და ოთახში ნაცნობი სახე შემოდის, ყავის ჭიქით ხელში.
-ანანო, უნდა ამაყობდე რო ასეთი ძლიერი შვილიშვილი გყავს თორე „ნეო-ინკვიზიტორებმა“ კინაღამ ცოცხლად დამწვ..._მხიარულად მობუზღუნე მამაკაცი ჩემი ჩაბჟირებული თვალების დანახვაზე წამით ჩერდება, მერე კი უფრო მაგარი სიცილით აყრუვებს არემარეს
-აი ამ ქალბატონმა რამისაა სიცოცხლეს გამომასალმა ბე. ინკვიზიტორო!_თვალებმოჭუტული გამომყურებს და ბუზღუნით იშვერს საჩვენებელ თითს ჩემსკენ.
-ეს ისეთი ხიფათიანია შვილო, მადლობა ღმერთს რომ თვითონაა ჯანმრთელად._მზრუნველად მიღიმის ანიჩკა და თვაზე დანაოჭებულ ხელს მადებს. -ეს დ ათ ო ა ჩემი უფროსი შვილიშვილი.
-სასიამოვნოა ქალბატონებო_თბილად მიწვდის ხელს ახოვანი მამაკაცი თან საყვარლად ასრულებს რევერანსს.
-ძალიან ვწუხვარ მომხდარის შესახებ. არ მინდოდა ანა ბებოს რამე მოსვლოდა..._ავარიის გახსენების შემდეგ ხალისიან სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება მედება.
-ახლა თუ არ გამოიცვლი მოწყენილ ხასიათს შენი წუწუნი მომკლავს იცოდე._თითის ქნევით მეუბნება ქალი
-ვერ ხედავ რა ძლიერი ბებო მყავს, ქალბატონო მარგო?_დათოს სიცილმა წამში განმუხტა ყველანაირი დაძაბულობა და მეც მალე გადამივიდა მოწყენილი მზერა სახიდან...
დათო ისეთივე საოცარი ადამიანი აღმოჩნდა როგორც ანა. საკმაოდ გრელი და მსუყე დიალოგის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შეხვედრა დაგვეგეგმა ასე რომ რამდენიმე ხანში რომელიმე კაფეში დავჯდებით და „ვიჭორავებთ“.
საბოლოოდ მალევე წამოვედი. მაგრამ ჯერ, მარგოს თხოვნით და ანას დაჟინებით, ლაიზა ბებოს გავუარე მანქანით. თინის გაუჩინარებით გაკვირვებულმა, სასწრაფოდ გამოვკითხე ყველაფერი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როდესაც გავიგე, რომ თინიას საყვარელი ლექსოსთვის ხელი ჩაუკიდია და ქალაქგარეთ წაუყვანია რაღაც უცნობ საქმეზე.
მოგვიანებით, სახლში მისვლამდე დინამ და ლილემ დამირეკეს, შენი კარების წინ ვდგავართ და თუ არ გაგვიღებ შემოვანგრევთო. მეც რაღა დამრჩენოდა, მათი „მუქარით“ შეშინებული სასწრაფოდ გავემართე სახლისკენ...
***
-სად ხარ აქამდე ქალო?_როგორც კი ლიფტი იღება ლილეს აწითლებული სახე მხვდება თვალებში.
-მო მალე დაალევინე ამას რამე წამალი თორე მოკლავს ეს ალერგია ხო იცი_დინას ხმამაღალი კისკისი და ლილეს მუჯლუგუნი ერთია. მეც ფუსფუსით ვაღებ კარს და სულ მალე ლილეს ალერგიაც წყნარდება აბების მიღების შემდეგ.
-გლინტვეინი, ლიქიორი თუ მამაპაპური ორმოც გრადუსიანი არაყი?_სიცილთ ვარჩევ დასალევს. დიდათ არ მინდა დათრობა მაგრამ სამაგიეროდ ღამე კარგად დავიძინებ.
-გლინი მოგვართვი!
-მო, დინას არ უთქვამს ჯერ ალბათ, თაზუკას და ლექსოს მეგობრები გვპატიჟებენ სადღაც ქალაქ გარეთ, აგვისტოს ბოლოსკენ. წამოიყვანეთ ვინც გინდათო. ორი კვირით ოფისსაც კეთავთ ბარემ და წავიდეთ რა.
-ჰო თან ჩემი და თაზოს კურსელი იყო ერთერთი და კონტაქტში ვართ დღემდეც. იქნებ თინი და ლექსოც დაბრუნდნენ მანამდე._ხვეწნით გამომყურებენ გოგოები.
-რატომაც არა. აბა ამ ორი კვირის განმავლობასი ასე მარტოს ხომ არ დამტოვებთ._კისკისით მომაქვს გლინტვეილის ყავისფერი ბოთლი და იქვე დივანზე ვკალათდები გოგოებთან ერთად.
-ჯიგარი ხარ, მო!
***
საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ შეზარხოშებული (უფროს წორედ მთვრალი) გოგოების გაცილებას ვცდილობ. გარეთ გალასლასებულნი ტაქსის მოლოდინში, კიდევ კარგა ხანს ვიკლებთ სიცილით ქუჩას. სანამ ჩემი წუნია მეზობლები გაგვლანძღავდნენ ქალები მანქანაში ჯდებიან და ძველებური ხმამაღალი ხარხარით ტოვებენ არემარეს.
-რო მიხვალთ დამირეკეთ!_გავკივივარ ბოლო ხმაზე. როგორც იქნა ვხვდები რომ სახლში დაბრუნების დროა ჰოდა უაზრო ღიმილით ვტოვებ ეზოს. ეს ესაა სადარბაზოს კარები უნდა გავაღო რომ პატარა კიბეზე ფეხები ჩვილი ბავშვივით მებლანდება. ჰოდა, ბოლო რაც მახსოვს ფრენის მომენტია.
აი უკვე რამისაა ტროტუარს ჩავახუტებ ცხვრს როდესაც უცნობი ძალა (და საკამაოდ ძლიერი ძალა, თუ საერთოდ ითქმევა ასე) წელზე მეჭიდება და წამის მეასედში მყარად მაყენებს ფეხზე.
-ვფიქრობ ალკოჰოლი და თქვენ ვერ ეწყობით ერთმანეთს ქალბატონო._საოცრად მომაჯადოვებელი, ბოხი ხმა სასიამოვნოდ მივლის ვენებში.
-მაპატიეთ... და მადლობა. მადლობა რომ დამიჭირეთ._შედარებით გონზე მოსული ფეხზე მყარად დადგომას ვცდილობ მაგრამ, მაინც ვგრძნობ რომ უხეშობის მოყვარული ხელები მწარედ მიჭერენ მტევნებს ხორცზე.
-არ ღირს._თბილი ხმა წამის მეასედში მკაცრდება და ყინულივით ცივი ხდება. მე კი, სისხლადუღებულს, ამჯერად ნამდვილად მეხვევა თავბრუ და... -თქვენი ბინის მისამარ... და ვითიშები...

***
ბურუსი. ნაცრისფერი ბურუსი მაწვება თვალებზე. განიერი ლოგინიდან თავს გიჟივით ვწევ, აქეთ იქით ვიხედები: ხის მასიური ლოგინი ორ ტუმბოს შორის დგას რომლების მსგავსი ფერის ტონებში არიან შერჩეულნი. ლოგინიდან მარცხნივ აივნის ღია კარი მოჩანს. მარჯვენა კედელზე კი, ცოტა მოშორებით, ასეთივე მასიური ხის კარებია მოთავსებული. ყველაფერი ერთგვარ ჰარმონიას ქმნის, ოთახიც მოწესრიგებულია. მარტო მე ვარ არეული. ტვინი გამისკდება ახლა ალბათ ფიქრითაც და გუშინდელი სასმელითაც.
თვალების ცეცებაში გართული როგორც იქნა ვამჩნევ ტუმბოზე დადებულ ორ თეთრ ტაბლეტსა და ვაშლის წვენს.
-არ ღირდა არყის გადმოღებაც გუშინ..._მტკივნეულად ვიჭერ გაცხელებულ მტევანს შუბლზე. როგორც იქნა ვდგები ლოგინიდან და აივნისკენ მივემართები. ცივი ნიავი სახეზე გემრიელად მელამუნება
-ვაი რა ლამაზი ყვავილებია!_მომიჯნავე აივნისკენ მეპარება თვალები. ასეთი ყვავილები მეც მაქვს! ასეთი შეზლონგიც მაქვს და ასეთი ძაღლიც მყა...
-ლაი?!_თმა ყალყზე მიდგება როდესაც შოკოლადისფერ ლაბრადორს ვამჩნევ, რომელსაც ვარდისფერი ცხვირი აივნის მოაჯირში გამოუყოფია. ლაილაც ბედნიერად მიქნევს კუდს და ჩვეული გრუხუნა ყეფვით მეგებება შორიდან.
„მეშლება თუ ის ნადვილად ჩემი ბინის აივანია? არა, ნამდვილად ჩემი ბინაა.“
-გაიღვიძე ფისო? _ნაცნობი ხმა ზურგზე მეფინება, ჰოდა მეც მალევე ვბრუნდები ოთახში. იქ კი ასეთი სანახაობა მხვდება: როგორც ვხვდები, აბაზანიდან ახალ გამოსული, მოოქროსფერო, ჟღარ თმიანი, მთასავით მაღალი და ტანადი მამაკაცი პირსახოც მოხვეული მიდგას წინ და „რიჟა“ თავზე დაძარღვულ მტევნებს ისვავს. მკვრივი გულ-მკერდიდან ჩამოწვეთილი წყლის წვეთები, დაკუნთულ თეძოებზე მარგალიტებივით მოგორავენ.
-ჰა, როგორ მოგეწონა გუშინდელი ღამე?_მომწვანო უზარმაზარი თვალებით ცელქი ბიჭუნასავით გამოყუებს და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება. მის ნათქვამზე და სიტყვების კომბინაციის გაგებაზე საშინელი რაღაც მიტივტივებს თავში.
„ნუთუ რამე მოხდა ჩვენს შორის გუშინ?! სრულიად გათიშულ მეს და ამ საშინლად ცხელ უცნობს რამე გვქონდა?!“
-ანუუ ჩ...ჩვენ..?_ავტომატურად ვიხედები ტანზე და მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ დიდი ზომის შავი მაიკა ტანზე, სარაფანივით.
-ჩვენ რა?_გაკვირვებულად მეკითხება თან მომწვანო თვალებს აცეცებს ჩემს სახეზე. მალევე სახე უბრწყინდება და ვხვდები რომ მთელი ძალით ცდილობს სიცილის შეკავებას. -შენ რა გეგონა სექსი გვქონდა? იცი შეიძლება გეწყინოს მაგრამ, მანიაკი არ ვარ._ვითომდა დამწუხრებული სიცილით მეუბნება და ისევ ჩემს გუშინდელ გათიშულობაზე მანიშნებს. -რა? რატო მიყურებ ასე? არ შეგჭამ ნუ გეშინია._სარკაზმს ურევს სიტყვებში. ნეტა რატომ აქვს ასეთი ნაცნობი ხმა? თვალებიც, და საერთოდ, სახის ნაკვთებიც. მმმ, ნეტა თუ შევხვედრ...
-შეენ?_პირდაღებული ვდგავარ ერთ ადგილზე. აი ის „პუპსიკია“ მაშინ რომ ერთობოდა იმ გველთან ერთად აივანზე და რომ ამბობდა „ექსტრემალური გარემოცვა, ექსტრემალური გარემოცვაო“.
-რა მე?_მისი კიდევ უფრო გაკვიირვებული სიტყვების გაგებისას ხმამაღალი სიცილი მიტყდება. მერე ადექი და იძახე ცხოვრებაში დამთხვევები არ ხდებაო.
-ოოო, ვხედავ გუშინდელი სასმელიდან ისევ არ გამოსულხარ._ჰო, როგორ ჩანს ჩვენი „პუპსიკი“ თავისი ტურფა საყვარელივით ცინიზმის მოყვარულია.
-რაო ბატონო „ექსტრემალური ადგილების“ მოყვარულო რატო ხარ ასეთი გაკვირვებული? კი არ შეგ-ჭამ..._თავისივე ფრაზას დამარცვლით ვიმეორებ. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ მის უცნაურ თვალებში მიხვედრილობის სხივი გარბის. -აჰაა, მიცანი ეხლა არა?_ქალური კისკისით შევციცინებ და ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები. პფფ, დაიბნა!
-ოჰოო, როგორც ჩანს ისეთივე მიმზიდველი ყოფილხარ როგორიც ხმა გქონდა._მიმცინარი სახით გამომყურებს და ღრმა ღიმილში თვალები ეკარგება. უეცარი კომპლიმენტი ცოტა არ იყოს მაწითლებს სახეზე, მაგრამ მაინც მეამაყება.
უცნობი მეზობელი რომელსაც ძალაინ კარგადაც ვიცნობ, დინჯი ნაბიჯებით გაეშურა იქვე მდგარი კარადისკენ საიდანაც, როგორც მივხვდი, თეთრი მოკლემკლავიანი და ჯინსის შარვალი გადმოიღო, ხელები კი, ამასობაში წელზე შემოხვეული შავ პირსახოცისკენ წაიღო.
სანამ რამის გააზრება მოვახერხე, პირსახოცი შრაშუნით დაეფინა იატაკზე...და აიიი...ტრუსი აცვია! ჩემი დაძაბულობაც, აწითლებული სახით წამსვე ქრება.
-რა იყო ფისო, დაგცხა?_ექიდნური ღიმილი აიკრა სახეზე.
-თქვენ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ყმაწვილო._მეც არ ვაკლებ ენის სიმწარეს. უცნობის შემყურე, თავიდან ერთიანი ბრაზი მივლის ორგანიზმში, თუმცა მისის საყვარელი, ოდნავ დაჭორფლილ ლოყებში ჩამალული თვალების დანახვა მეც ღიმილს მდებს სახეზე.
***
დაახლოებით ერთ საათში სამზარეულოდან ნაჭამ-ნასვამები გამოვედით. მთელი ეს დრო უმხმოდ გავატარეთ. არც ერთი სიტყვა, წინადადება.
-ჩემი ტანსაცმელი სადაა?_გაკვირვებით ვეკითხები ამჯერად უკვე ჩაცმულ მამაკაცს რომელიც ფორთოხლის წვენს გემრიელად შეექცევა თან იმ ოთახისკენ მიმიძღვება სადაც ცოტა ხნის წინ პირველად გავახილე თვალები.
-იქვე გადავკიდე სკამზე.
-შენ გამხადე გუშინ?
-ჰო.
-სად გეძინა?
-ჩემ ლოგინში.
-შენ ლოგინში?!
-ჰო.
სკამზე აკურატულად გადაკიდებული ტანსაცმლისკენ მიმითითა, დაგტოვებ ცოტა ხნითო და ოთახიდან გავიდა. მეც მალევე მოვწესრიგდი, აღარ გავწელე დრო. სულ ცოტა ხანში კი საძინებლის კარი გამოვაღე და მისაღებში ამაყად გავედი.
-არა, დღეს არ მცალია. არც ხვალ. პირველი დღეა ხომ იცი. როდის გავთავისუფლდები? არ ვიცი, გაჩანია როგორი უფროსი შემხვდება და როდის ისურვებს გამოშვებას. მორჩა წავედი ეხლა. _ჩემი დანახვისას სასწრაფოდ ემშვიდობება მობილურზე მოსაუბრე მეორე აბონენტს და გახარებული თვალებით გამომყურებს. ვგრძნობ როგორ გაურბის სიმპატიის წამიერი ნაპერწკალი თვალებში, მაგრამ მაველევ ქვრება თითქოს არც ყოფილიყოსო.
-ჩემი წასვლის დროა.
-გასაგებია. იმედია კიდევ გნახავ როგორმე.
-თუ შენი „პუპსი“ არ იქნება წინააღმდეგი._ცინიკურად ვპასუხობ, მაგარამ მალევე ვიხევ უკან, მისი გულწრფელი სიტყვების მოსმენისას . -იმედი მაქვს, შევხვდებით._საყვარელი ღიმილით გავყურებ. კარებისკენ ნელი ნაბიჯებით მივიწევ, მეზობელიც უკან მომყვება. ვფიქრობ რაღაცის თქმა უნდა, თუმცა ჩუმადაა. ბოლოს მაინც ვეღარ ითმენს და მოსალოდნელ ფრაზას ამოთქვამს.
-შენი სახელი აქამდეც არ ვიცი...
-სამაგიეროდ შიშველი გყავარ ნანახი_ხუმრობას ვცდილობ...
-არც ისე შიშველი. მინდა მოგახსენო რომ „უგრძელესი“ მაისური და ქვედა საცვალები გეცვა._ისიც მყვება კაიფში. მომწონს ამ ადამიანის აზროვნების სტილი, უბრალო და რბილი.
-მადლობა ყველაფრისთვის._მსუბუქი ღიმილით ვემშვიდობები და სადარბაზოში გასული, ნელი ნაბიჯებით დავუყვები კიბეებს. რამდენიმე საფეხური მაქვს გავლილი. თუმცა მაინც ვჩერდბი, მერე კი...
-მარგო._ მერე კი ღიმილიანი სახით ვაგრძელებ გზას...
***
ლაილა ბედნიერად შემხვდა, კუდისქიცინით მთელი დილა მახალისებდა. თინიასთან დაკავშირებაც ვცადე. სამი დღე მაინც იქნება რაც უგზო უკვლოდ დაიკარგა. ვნერვიულობ მასზე, არ მინდა რომ შარში გაეხვიოს. თუმცა ერთადერტი ის მამშვიდებს რომ ლექსოა მასთან და სადარდებელიც თითქმის არაფერია.
აივნის ვიზიტებზეც გეტყვით. დღეს სახლში დარჩენა ვარჩიე. ამიტომაც მოვიდა თუარა შუაღამე მაისური ლიფჩიკითურთ გავიძრე და პირდაპირ ლოგინს მივაშურე თავის ოთხ ბალიშთან ერთად...
საავადმყოფოში როგორც უკვე მიხვდით, დღეს ვერ მოვახერხე წასვლა ანას სანახავად. სამაგიეროდ მარგომ მომახსენა რომ ლაიზა წაუყვანია. ჩემი მოხუცები რომ არ მყავდნენ რა მეშველებოდა ნეტა?
ნუ რათქმაუნდა, ჩემ მერვე წლის გაყრილ მშობლებს სად სცალიათ თავიანთი შვილისთვის. დედაჩემს თავისი ახალი ოჯახიც ყოფნის, ორი შვილი და მოსიყვარულე ქმარი, რომელიც მამაჩემს არც კი შეედრება. ლევანიც იგივე სიტუაციაშია, თუმცა მას დედასთან შედარებით ერთი შვილი ყავს ახალი ცოლისგან. სხვადასხვა ოჯახში მცხოვრებნი მაინც ცდილობენ მეგობრული ურთიერთობის დაჭერას. არადა მახსოვს ერთ დროს დასანახავადაც არ უნდოდათ ერთმანეთი. ალბათ ზუსტათ მათ გამო გავხდი ასეთი გულცივი, სიყვარულის და ოჯახის ატანაც რომ აღარ მაქვს...
***
-მადლობა შენს გამოჩენას! სად ხარ აქამდე ადამიანო? _კაბინეტში შესულს, პოლონელისთვის დამახასიათებელი ტონით, დინა მახტება თავზე.
-შენგან და ლილესგან განსხვავებით „პახმელიას“ ასე ადვილად ვერ ვიტან და დილით ადგომაც არ მეხატება გულზე._ბუზღუნით ველაპარაკები თვალებმოჭუტულ დინას, რომელიც ჩემი მაგიდის წინ ჯდება და გემრიელ ყავას ასევე გემრიელად შეექცევა ნაბახუსევზე.
-კარგი ჰო, არ მცემო. გოგო და, თინიზე არაფერი არ იცი? მენერვიულება უკვე. მერამდენე დღეა არც მოუწერია არ დაურეკია. ცალკე ლილემ ხო გადამრია თავისი პანიკით._ნაღველ შერეული ხმით გამოტქვავს თავის აზრებს ქალი.
-არ ვიცი დინ. ერთადერთი ის მომწერა რო ყველაფერი კარგად მაქო, მაგრამ ამ დღეებში ვერ გნახავთო. ლაიზამაც ის მითხრა, ქალაქგარეთ წავიდნენ ეგ და ლექსოო. რატომღაც მგონია რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება მაგათ შორის. თან ვნერვიულობ თან გული კარგს მიგრძნობს.
-შენ პირს შაქარი მო.
-დინ, შენ ის მითხარი, როგრი კადრები შეარჩიეთ? როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-საოცრად. ადრეც სტაჟიანი ხალხი მოდიოდა რათქმაუნდა მგარამ ამჯერად სულ „დამწნილებული“ დიზაინერები და პროგრამისტები გადმოგვიყვანეს. თან, ვაიმე, ისეთი საყვარლები და კარგები რო, არ ვიცი რა!
-მოკლედ, შენ სულ ასეთ რაღაცეებზე როგორ უნდა გიჟდებოდე ჰა?_ოდნავი სიცილით ვპასუხობ ქალს.
-შენგან განსხვავებით ასეთი წუნია მაინც არ ვარ და მამაკაცებს არ ვიშორებ. თან ხომ გახსოვს, აგარაკზე რომ აგვპატიჟეს? რომ გეუბნებოდი ჩემი კურსელია ერთერთთქო. ჩვენთან გადმოუყვანიათ. ბედის ირონია ხოა ეხლა, ჰა?_ ჩაფქრებული დინა ღრუბლებში დაფრინავს პატარა ბავშვივით, მეღიმება მის შემყურე. -აი, აი იქ არიან! გაიხედე!_კაბინეტის გახსნილი ჟალუსისკენ მიმითითებს, სიდანაც სოლიდურად გამოწყობილი, საბუთებზე მოსაუბრე სამი ახალგაზრდა მოჩანს.
სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებ, დინა ფეხზე დგება და მამაკაცებისკენ მიდის ნელი ნაბიჯით. ორიოდე სიტყვის შემდეგ კი, ჩემი კაბინეტისკენ მოყავს.
-ქალბატონო მარგო. ის ნახაზები, თქვენ რომ გინდოდათ ამ ახალგაზრდებს აქვთ. მობრძანდით ბატონებო._სახეზე ოდნავი ღიმილი მედება დინას ტყუილის შემდეგ.
-მართალია პირველი სამუშაო დღე მხოლოდ გუშინწინ ქონდათ ბატონებს, მაგრამ ყველ აფ ერს მალევე შეუდგნენ._ამაყად იწყებს დინა ქოთქოთს.
-გასაგებია._დინჯად ვაქნევ თავს და ოდნავი ღიმილით ვავლებ თვალს ჩემს წინ მდგარ ტანად მამაკაცებს.
-მარგო ეს დიმიტრი ნოზაძეა,_ისევ თავის ცბიერებას მიმართავს დინა და უცნობების წარდგენას იწყებს. -ეს ბექა არაბული, ეს კი ტატო არჯევანიძე._მკვეთრად გამოთქვამს მამაკაცის სახელს და ტვალებს მიჟუჟუნებს. როგორც ვხვდები ისაა ჩვენი ქალბატონის ყოფილი კურსელი. ბატონი ტატო, რომელიც რატომღაც ძალიან მეცნობა. ჰმმ, სად შეიძლება მენახ...
„ჯანდაბა! ექსტრიმის მოყვარული „პუპსიკი“! ჯან-და-ბა! ესღა მაკლდა ეხლა ზედმეტ ტვირთად!“
-სასიამოვნოა ბატონებო. ქალბატონმა დიანამ ახსენა რომ რამდენიმე ახალი ნახაზი შემოგითავაზებიათ..._აკანკალებული ხმის დაწყნარებას კი ვცდილობ მაგრამ დაბნეულობას მაინც ვერაფერს ვერ ვუხერხებ.
„ესეიგი ტატო ქვია არა? ბატონი ტატო არჯევანიძე, რომელიც ზედაც არ მიყურებს. იქნებ აღარც ვახსოვარ?! ჰოი საოცრებავ, ნეტა მართლა ასეც იყოს!“
***
თავი 3
***
-ჰო ბე...ბებოო!.. არ მესმის, მოიც გარეთ გავალ. კი მესმის ეხლა..._ბობოქარი კლუბიდან გარეთ მივემართები და როგორც იქნა ვაღწევ წყნარ, ჩაბნელებულ ქუჩას. -გისმენ გარგუშ...
-როგორ ხარ ბე? როდის უნდა მნახო ნეტა? სულ რომ დაგვივიწყეთ შენ და თინიმ მეც და ლაიზაც.
-ბე მართლა ძალიან დიდი ბოდიში რა. უბალოდ ვეღარ მოვახერხე გამოსვლა. გპირდები რო ხვალე მთელი დღე შენთან ვიქნები. თან შაბათია, სულ თავისუფალი ვარ.
-კარგი გელოდები მაშინ. დედაშენმა დამირეკა სხვათაშორის. ეგ და ძვირფასი ლევანი შემდეგ კვირას, ჩემ დაბადების დღეზე კადრულობენ ჩამოსვლას._მარგო უფროსის ცინიზმს რა გამომაპარებს. მაშინვე ვხვდები რომ დიდიათ არც თავისი შვილის და არც სიძის ნახვა არ უნდა.
-მთავარია შენ არ ინერვიულო არაფერზე მარგო. მეც ვიქნები შენთან და ყველაფერი რიგზე გვექნება._შედარებით ნაღვლიანი ხმით გავკივივარ ქუჩაში და კლუბიდან გამოსული გრუხუნის დახშობას ვცდილობ.
-ბებომ შემოგევლოს შენ. კარგი ბე წადი ეხლა აღარ მოგაცდენ და ხვალე გნახავ.
თბილად ვემშვიდობები უფროს მარგოს და ნელი ნაბიჯებით მივიწევს კლუბისკენ, თან ჩემ მშობლებზე ვფიქრობ.
-მო! ჯანდაბა შენს თავს რამდენს გეძებდი გოგო, გული გამისკდა!
-კარგი რა დ ინ ნუ ხარ ასეთი უჟმური, მარგოს ველაპარაკებოდი_გარეთ გამოვარდნილ დინას სიცილით გავყურებ, შემდეგ კი უკან მივყვები მორჩილი ბავშვივით.
-მოოოო! წამოდიიი, უნდა ვიცეკვოოოოთ!_როგორც კი ღამის კლუბში ვდგავ ფეხს მხრებზე ლილე მახტება და დარბაზის ცენტრისკენ მიმათრევს, თან ჩვეული გაწელილი სიტყვებით აგრძელებს რაღაცეების ბუტბუტს.
მოკლე, შავ კაბაში გამოწყობილი მე, ენერგიული ნაბიჯებით მივყვები აცანცარებულ ქალს, თვალებ მოჭუტულ და ხელებ გადაჯვარედინებულ დინას კი ზურგს უკან ვიტოვებ. მზერა ჩვენი მაგიდისკენ მეპარება, რომელიც ძლივს-ძლივობით მოჩანს გადატენილი დარბაზიდან. გულში ისევ ბედნიერების ელვა გარბის როდესაც, დაჯღანული ლილეს თაზო დ ა დინა რაღაცაზე გამწარებულად კამათობენ. მათი სასაცილო გამომეტყველება ღიმილს მგვრის.
-კარგი, კარგი ლილე, ვცეკვავ ხო... ვცეკვავ..._ფიქრებიდან ახალ გამოსული, დაბნეულად ვპასუხობ მუსიკით აჟიტირებუ ქალს რომელიც ნელ-ნელა მშორდება ცეკვა ცეკვით, სანამ საბოლოოდ არ მეკარგება ხალხის ბრბოში.
თავიდან ცოტაოდენი პანიკა მივლის, მაგრამ ხმამაღალი მუსიკა წამის მეასედში მაბრუნებს ხასიათზე. ელექტრონული ნოტები ყურებში სასიამოვნოდ დაქრიან და ტვინს გემრიელ იმპულსებს უგზავნიან. თითქოს, თვალის ერთ დახამხამებაში ტრანსში ვვარდები და სხეულს ენერგიულად ვაყოლებ არემარეს. მომწონს ეს ყველაფერი...

-ასეთი მადიანი თეძოები ჯერ არსად არ მინახავს ფისო_მამაკაცის უცნაურად ნაცნობი ბარიტონი სასიამოვნო ჟრუანტელს მაყრის კანის ყოველ სანტიმეტრზე. სადისტურად მიჭერს წელზე ხელებს, ისე რომ სულელური ტკივილით ოდნავ მაკვნესებს.
ზურგს ნაცნობი უცნობის განიერ მკერდს ვაკრობ, წელს კი ენერგიულად ვაყოლებ მის ტანს. ვხედავ როგორ მოცურავენ მამაკაცის დაძარღვული მტევნები მუცელზე და თბილად მეხვევიან წელიდან.
-უკვე მერამდენედ გხვდებით ასეთ უცნაურ გარემოებაში არა ქალბატონო მარგო?
„ჩემი სახელი თქვა თუ მეშლება?“
სიტუაციის გადასამოწმებლად ტანს რაც შეიძლება სწრაფად ვატრიალებ და...
მამაკაცის ნაცნობი სახე (რომელიც დარწმუნებული ვარ აქამდე საკმაოდ ბევრჯერ მინახავს) ირონიული ღიმილით გამომყურებს. ღამის კლუბის მოუსვენარ ლაზერულ განათებაზე მოციმციმე მომწვანო-მონაცრისფრო თვალები, მონადირე მხეცის მზერით გამომყურებენ. აზარტისგან აწითლებული ტუჩები ოდნავ მოშვებულ წვერს ქვემოთ ჩასაფრებულად უცდიან შესაფერის მომენტს რომ როგორმე მაინც მოახერხონ „ნადავლის“ ყელის დაკოცვნა. მიუხედავათ იმისა, რომ სხვა სიტუაციაში ასეთი რაღაცის გაფიქრებისას გული სიამოვნებისგან ამიფანცქალდებოდა, ახლა მხოლოდ შიშისა და გაურკვევლობის გრძნობა მიტრიალებს მუცელში.
ბატონი არჯევანიძის დაძარღვული ხელები როგორც იქნა მოშორდნენ ჩემს წელს და ამჯერად დისტანციას იცავენ. სამაგიეროდ მისი არწივივით გამოყვანილი თვალები ალბათ ათასჯერ მაშიშვლებენ საკუთარი ფანტაზიის ყველაზე ბნელ კუნჭულებში.
-შეენ?_დაბნეულობისგან სხვა ვერაფრის თქმას ვერ ვახერხებ. ბურთივით გადიდებულ თვალებს მის სახეზე დავაცეცებ რაიმე პასუხის ამოსაკითხავად, თუმცა თამაშის სურვილის მეტს ვერაფერს ვერ ვხედავს. ირონიით სავსე ჩაცინებით მპასუხობს და მზერააუცილებლად მცილდება. სანამ იმას გავიფიქრებდე რომ ხალხის მოცეკვავე ბრბოდან გამოვიდე და მომხდარის შესახებ დავფიქრდე, მაჯაში ცხელი მტევანი მეკიდება და წინ მიმათრევს. სულ რამდენიმე წუთში კლუბის უკანა, ჩაბნელებულ ჩიხში ვყოფ თავს. აგურით ნაშენებ კედელზე აყუდებულს, აქეთ-იქიდან ძლიერი ხელები მებჯინებიან, ვითომ ისიც არ მეყოფა რომ ამ გაუკვალავ სიბნელეში სულ ვერაფერს ვერ ვარჩევ და ადგილიდან განძრევის საშუალებაც არ მაქ.
-ვერც კი წარმოგიდგენია როგორ მინდოდა შენი კანის ხელახლა შეგრძნება.
-გაგიჟდი ადამიანო?!
-არ გავგიჟებულვარ. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდოდა შენი ხმა გამეგო შედარებით წყნარ გარემოში.
-რა გინდა აქ?_გაკვირვებულად ვეკითხები როდესაც ხელების დაბლა წევს და მეც როგორც იქნა მეძლევა სუნთქვის საშუალება.
-დამცინი?_სიცლით მპასუხობს მეზობელი არჯევანიძე. მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და იქვე კედელზე აყუდებულ სატვირთო ყუთებზე ჯდება. -ის რასაც ყველა აკეთებს კლუბში. მოიცა, შენ გეგონა გყარაულობდი?_ისევ ექიდნური სიცილი.
-რავიცი, მე არ მიმიმწყვდევიხარ კუთხეში და არ დამიწყია რაღაც სისულეები._ვითომდა ჩვეულებრივი ხმით ვეუბნები, მაგრამ ხომ ვიცი ცინიზმში ჩემზე უკეთესადაა „დასპეცებული“, ამიტომაც მაშინვე ხვდება ჩემი სიტყვების არსს.
-სამაგიეროდ მე არ ვიბუტები პატარა ბავშვივით!_სერიოზული სახით მახსენებს ჩვენი ბოლო შეხვედრის ერთ ერთ მომენტს.
-სამაგიეროდ მე არ ვხდი სრულიად უცნობ გოგოებს ტანსაცმელს და მერე მათთან ერთად არ ვიძინებ ერთ ლოგინში!
-უნდა დამეტოვებინე გარეთ ლოთი ქალივით და მერე ვნახავდით!_ჩემსავით გაცხარებული ფეხზე დგება და სახე ახლოს მოაქვს. გვერდიდან ალბათ მოჩხუბარი მამლაყინწებივით გამოვიყურებით—სახე აწითებული მე და თვალებმოღუშული არჯევანიძე.
ჩემ ჯიუტობას საზღვარი რომ არ აქვს მალევე მიხვდა ალბათ, ამიტომაც პირელი თვითონ დანებდა. თვალებდახუჭულმა, ღრმად ამოისუნთქა.
-არ მინდა ეხლა ჩხუბი ტატო. ნორმალურად დავილაპარაკოთ, ერთადერთხელ მაინც.
-მარგო... არ მინდა იფიქრო, რომ იმ შემთხვევის მერე შენ შანტაჟს დავიწყებ._ჩემს სიტყვებს არც იმჩნევს, ვითომ არც არაფერი ცუდი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მიანიშნებს. აი, რატომაა ასეთი საყვარელი? რბილი და უხეში ერთდროულად?
-არ მგონია და არც კი მიფიქრია მაგაზე. დარწმუნებული ვარ, არ ხარ იმ ტიპის ადამიანი რომ ასე მოიქცე. სხვანაირი ხარ..._აგურის კედელს მოშიშვლებული ზურგით ვედები. მისი გაღიმებული სახის დანახვისას ვხვდები, რომ ჩემი სიტყვები ძალზედ სიამოვნებს მოულოდნელობისგან.
-არ მინდა შენი დაკარგვა.
-არ დამკარგავ.
-მეგონა გამირბოდი._სერიოზული ხმა ბაგეს უპობს წამიერი სიჩუმის შემდეგ. მისი ხმა კედლებს შორის ექოს გამოსცემს, ისე რომ სასიამოვნო ტაო მსტუმრობს კანზე, მაგრამ, მიუხედავათ ამისა მაინც მტკენენ გულს ეს სიტყვები.
-შენ არ მაქცევდი ყურადღებას მთელი დღეების განმავლობაში.
-არ მინდოდა თავი ცუდათ გეგრძნო..._სიჩუმეს ვარჩევ, თუმცა ვიცი რომ მართალს ამბობს. ზედმეტი ყურადღება რომ გამოეჩინა ოფისში, ალბათ უგულოდ შევხედავდი. მაგრამ ახლა... მივეჩვიესავით. მინდა რომ მოვიდეს, თვალებში ღრმად ჩამხედოს და შუბლი კოცნით დამიწვას.
ნელი მოქმედებით წევს ტანს ყუთებიდან, თან ზანტი ნაბიჯებით მოემართება ჩემსკენ. მართლაც, რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მიდგება წინ, ისე რომ სულ ერთი წაბორძიკება და მის მკერდს მივეყრდნობი. ჩემი სურვილის მიხედვით, გეგონება ზეპირად იცოდეს რა ვფიქრობ, მომწვანოდ უფერულ თვალებს ღრმად მაწვდის სულში. დაჰიპნოზებული ვდგავარ, როდესაც საფეთქელზე გათოშილი თითების ნაზ შეხებას ვგრძნობ, რომელიც ნელ ნელა ყელისკენ მისრიალებს. ჟრუანტელი კიდევ ერთხელ მახსენებს თავს, თანაც იმ დონემდე რომ არჯევანიძეს ღიმილსაც იწვევს.
-შევიდეთ. ძებნას დაგვიწყებენ...-მოულოდნელად ნათქვამი სიტყვები და უეცრად ზურგშექცეული მამაკაცი გაქვავებულად მტოვებს, თვითონ კი მუშტებ შეკრული მიემართება შესასვლელისკენ. ჯენტლმენის ქცევით გრაციოზულად აღებს კარს, თან მანიშნებს წამოდიო. დარეტიანებულად გავდივარ წინ და რომ არა კლუბის ხმამაღალი მუსიკა, ასეთივე დარეტიანებული დავჩებოდი კარგა ხანს.
ხალხის ბრბოში როგორც იქნა გავარჩიე ჩვენი მაგიდა, დინას და თაზოს სახეებით. ამაყად წავიწიე წინ, როდესაც თავში ისევ ტატო ამომიტივტივდა. ყოყმანით მივიხედე უკან. მოცეკვავე ტალღიდან, ალაგ ალაგ მოჩანს ლარეზით განათებული სახე რომელიც სევდიანი ღიმილით გამომყურებს შორიდან. დაღვრემილი გამომატყველება მედება იმის გააზრებისას რომ დღეს სავარაუდოთ ვეღარ ვნახავ...

-მობრძანდი ქალბატონო?
-ჰო ვიკადრე_კისკისით ვუბრუნდები მაგიდასთან მჯდარ ქალს. -თაზ, ლილე არ გაგვეპაროს სასმელში. როგორმე უნდა გადააჩვიო კოქტეილების წრუპვა რა, თორე წასვლა იცის საცეკვაოდ და მერე კისრისტეხვით თუ დააბრუნებ.
-აი გახდება ჩემი ცოლუკა და დაწყნარდება_სიცილით მპასუხობს თაზოც. -აუ ისე გვაკლია დღეს რაღაც რა, ვერ ვართ ისე როგორც ადრე.
-რაღაც კი არა, ვიღაც, უფროსწორედ ვიღაცეები გვაკლიან. როდის დაბრუნდებიან ნეტა ლექსო და თინი.
-ის ჩემისაც კიდე, ისე გაიკრიფა თავის თინისთან ერთად რო კრინტიც არ დაუძვრია.
-თაზო, წადი ჯობია ლილე მოათრიო აქ... და იქნებ მიხვდე რომ ქალებსაც გვაქ პირადული საქმეები, რაზეც მარტოებს გვინდა ლაპარაკი!_აბუზღუნებული ქალბატონი ხელისკვრით აგდებს თაზოს სკამიდან და საცეკვაო დარბაზისკენ უბიძგებს. ისიც მორჩილედ მიიწევს წინ თან იმაზე წუწუნებს რომ ქალების სულ არაფერი არ გაეგება.
-უიმე შენც კიდე უჟმური ხარ რა.
-გაჩუმდი და ჯობია ის მითხრა ამ ბოლო დღეებში რა გემართება?
-რას გულისხმობ?_თვალები შუბლზე ამდის დინას ცელქად მომღიმარი სახის დანახვისას.
-ღრუბლებში ხარ მო. როცა არ უნდა შემოგხედოს კაცმა, ისეთი გაბრწყინებული ხარ, რომ რამისაა დავბრმავდე ხომე_სიცილით წრუპავს წინ მდგარ დაიკირის.
-უბრალოდ დასვენებული ვარ სულ ესაა. რატომ არ შეიძლება რომ გაბრწყინებული ვიყო ჰა?_ვითომ ნაწყენი ხმით ვეკუკუნები მეგობარს. არადა მეც ხომ კარგად ვიცი რაშია ჩემი „სიხარულის“ მიზეზი.
-მო...შეყვარებული ხარ არა?_ყურებიდან წამოსული ღიმილით მეკრიწება დინა. სიტყვა „შეყვარებულის“ გაგონებაზე მაჟრიალებს.
-არ ვარ დინა, და მორჩა აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი!
-აი ჩვენც აქ ვართ ბრატცებო. ისენი არ კიდე არ მოსულან ტო?_ლილეს მჭიდროდ ჩაბღაუჭებული ლექსო, ჩვეული ბოხი ხმით მიანიშნებს მაგიდასთნ მჯდარ ქალს.
-აი იქ არიან. დიტოოო!
დინას და თაზოს ორსიტყვიან დიალოგს თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ როდესაც ქალი სასწრაფოდ ხტება ფეხზე და ვიღაცის სახელს ბოლო ხმაზე გაყვირის, მოულოდნელოდისგან რამისაა მოხიტო ახალ კაბაზე გადავისხა.
-გამიხეთქე გული ქალო! ვის გაკივი ნეტ...
-მადლობა თქვენ გამოჩენას! სად ხართ აქამდე ტო?_თაზო დინჯი მოძრაობით ესალმება ორ მამაკაცს, რომელიბსაც მალე ჩვენ მაგიდაზე პატოჟობს.
-მო ხომ გახსოვს, დიმა და ტატო? გვაღირსეს, როგორც იქნა, მოსვლა. დასხედით ეხლა, ჰა.
ტანზე ისევ უცნაური გრძნობა მივლის.
გვერდით მომჯდარი სხეულიდან წამოსული სასიამოვნო სითბო ვენებში სისხლს მიდუღებს, ტვინი კი ბურუსით მეფარება როდესაც მუხლზე დადებულ ჩემს მტევანს ვიღაცის სასიამოვნო თითები ძლიერად უჭერენ. გადიდებული თვალებით ვატრიალებ თავს. თვალებში კი ერთადერთი რამ მერეკლება: არჯევანიძის თბილი მზერა მოსაუბრე ხალხის წრეს ვითომდა დიდი ინტერესით გაჰყურებს. არადა ხომ ვიცი ჩემსკენ აქვს ყურსდღება.
წამწამებს მორცხვად ვაფართხუნებ, იმის გააზრებისას რომ ეს მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელი შემთხვევითობით შემოიჭრა, თანაც ისე, რომ ტვინიდან მისი ამოგდება სულ ცოტა ხნითაც აღარ გამომდის...

***
-დინა!
კლუბიდან გამოსული ბიჭები ტაქსის გაჩერებას ცდილობენ. ლილე ისე დაიღალა რომ თაზოს ვეღარც სცილდება.
-რატომ არ მითხარი რომ ესენიც იქნებოდნენ ჩვენთან ერთად?!_იმავე ჩურჩულით მივანიშნებ ტატოსა და დიტოსკენ, რომლებიც ლექსოსთან ერთად რაღაცაზე ინტენსიურად ბაასობენ.
-ვიზე? ააა. რავიცი გოგო აღარც გამხსენებია. მეგონა იცოდი რომ ჩვენთან ერთად მოდიოდნენ კლუბში.
-საიდან უნდა მცოდნოდა ადამიანო არ გადამრიო! ლელა კაკულია კი არ ვარ!
-უიმე კარგი ხო რას ატყდი ეხლა.
-მაბრაზებ და იმიტომ!
-იცი რას გეტყვი მარგო? არაფერსაც არ გეტყვი! გაგებუტები და მორჩა!
-ცივ წყალს დალევ ჩემთან რომ მივალთ არაუშავს.
-რას ქვია შენთან რომ მივალთ?
-დარჩი ჩემთან დღეს რა. მოსაყოლი მაქ რაღაცეები. ლილე მკვდარია ვერ ხედავ მაგას რა უნდა მოვუყვე, დაისვენოს ჯობია.
-არ წამოვალ.
-კაი რა დინ. ჩემო ცანცარუშკა. არ გამებუტო რა_გემრიელად ვკოცნი ლოყაზე და მხარზე ვადებ თავს, თან ლეკვის თვალებით გავყურებ.
-ნაყინს თუ მაჭმევ არ გაგებუტები!
-ეს უკვე მომწონს! იმდენი ნაყინი მაქ სახლში რო უ გინდა სულ შენ გიჭამია დინ_ჩემი უნებლიე სიცილი ჩვენს წინ დგარი ბიჭების ყურადღებას იქცევს.
ტატოს ტუჩები ერხევა ჩუმ ღიმილში, მე კი გულის ფანცქალით მეცხრე ცაზე ვფარფატებ...

***
-ნაყინი საყინულეშია._საძინებლიდან სამზარეულოსი გავყვირი მეგობარს თან ახალ კაბას ვიხდი, პიჟამოს ვიცმევ და დინასთვისაც ვამზადებ საღამურებს.
ისევ ამ დღეების ერთიდაიგივე დამთხვევებზე მეფიქრება. ჯერ ისი იყო რომ სრულიად შემთხვევით მის სახლში გავღვიძე. მერე თურმე ჩვენ ოფისში დაუწყია მუშაობა. ახლა ის რომ დინას და საერთოდ მთელი ჩემი საამხანაგოს კურსელია, რომელიც თავის ძმაკაცებთან ერთად ქალაქგარეთ გვპატიჟობს.
-აჰა ეს შენი პიჟამო დინ. დანარჩენი ყველაფერი იცი სადაცაა.
-აუ ერთი სული მაქ როდის მოვა აგვისტო რო ჩვენც დავისვენოთ ცოტა რა.
-ესეიგი წასვლას აპირებთ ხო?
-ბიჭების აგარაკზე? ჰო რათქმაუნდა. და რას ნისნავს აპირებთ? შენ არ მოდიხარ თუ რა.
-აუ არ ვიცი დინ. ამაზე მინოდა ლაპარაკი..._კეფახე ნერვიულად ვიკიდებ ხელს. არასდროს არ მილაპარაკია მეგობრებთან საკუთარ გრზნობებზე და ზოგადად ურთიერთობებზე. არც დინასთან. ახლა კი როცა საქმე საქმეზე მოვიდა, გულის ბაგაბუგი გააქვს.
-მო მოხდა რამე? ყველაფერი რიგზე გაქ?
-მოგიყვები მაგრამ იცოდე არ დაგცდეს სიტყვა. გახსოვს მაშინ რომ დავლიეთ? გამოგაცილეთ თუარა ცუდათ გავხდი. არ ვიც რა ირი დამეტაკა რამისაა ზედ ტროტუარზე ავისხლართე, რომ არა...
-რომ არა რა, მო?
-მოკლედ, ვიღაც ტიპმა დამიჭირა. მერე მარტო ის მახსოვს რო უცნობ ოთახში გავიღვიძე.._პაუზას ვაკეთედ და დინას დაღებულ პირს ვაკვირდები. მეღიმება რატომღაც.
-თქვენ რა სექსი გქონდათ?!
-არა ქალო! არ გვქონია არაფერი.
-ნუ ხოო, რათქმაუნდა ძაან გეტყვოდა გქონდათ თუ არა რამე. გათიშულზე კიდე რა გეცოდინებოდა._იმის მაგივრად რომ დამაწყნაროს, საეჭვო აზრებს მიდევ თავში.
-გაჩერდი ადამიანო არ გადამრიო ეხლა. გეუბნები არაფერი არ გვქონიათქო. ჰოდა მთავარი ისაა, რომ ვერც კი წარმოგიდგენია ვინ იყო ჩემი „მშველელი“...
-ვიინ?_გაწელილად მისვავს კითხვას ქალი ისე რომ თვალებმოჭუტულ მზერას წამითაც არ მაცილებს. -მითხარი ეხლა ნუღა მტანჯავ გოგო.
-ტატო იყო, ტატო._თვალდახუჭულად ვამბობს არჯევანიძის სახელს. დინასგან სიჩუმეა. ჯერ ერთ თვალს ვახელ, მერე ნელ-ნელა მეორეს და აი ამ დროს იწყება ყველაზე სახალისო რამ. ფეხზე წამომხტარი დინა ჯერ გაკრეჭილი სახით გამომყურებს, მერე დივანზე ხტება და სამი წლის ბავშვით იწყებს ხტუნვას.
-რას აკეთებ გოგო?!
-მარგო, ლევანის ასული, ამილახვარი შეყვარებულია! ჩვენი მარგო შე-ყვა-რე-ბუ-ლი-აააა! მოიცა და როგორ აღმოჩნდი ტატოსთან?
-როგორ და, ლუბას ახალგაყიდულ ბინაში გადმოსულა. ასე რომ მინდა გახარო, ჩემი მეზობელია ვაჟბატონი. და არ ვარ შეყვარებული გაიგე ერთხელ და სამუდამოთ!
-დარწმუნებული ხარ რომ არა, მო?_ისევ მოჭუტული თვალებით გამომყურებს.
-დინ ნორმალურად არც კი ვიცნობ, რა სიყვარულზე ლაპარაკობ საერთოდ. მითუმეტეს იცი ჩემი დამოკიდებულება ამ სისულელისადმი. მითუმეტეს ყავს უკვე ვიღაც იმას...
-შეყვარებულს გულისხმობ?_სიცილით მიბრუნებს კითხვას.
-ჰო. ვიღაც გოგოსთან ერთად დავინახე აივანზე.
-მერე რა. იქნებ მისი და იყო უბრალოდ, ან ნათესავი._დინას გულუბრყვილო სიტყვებზე ძლიერად მეცინება.
-არა დინ, რასაც ეგენი აკეთებდნენ აივანზე, ეგრე ნათესავებს არ ექცევიან._კიდევ უფრო მეზრდება სიცილი როცა მეგობრის, თავიდან გაურკვეველ, შემდეგ კი მიხვედრილ სახეს ვხედავ.
-ააააა! მივხვდიი!_პატარა გოგოსავით შემოკრა ტაში. -აუ მარგო მოდი ერთს გეტყვი. მერწმუნე რომ ის გოგო მხოლოდმორიგი ნაშაა რომელსაც ტატო არჯევანიძე ღამ-ღამობით უბრალოდ ჟიმავს, მაპატიე „უწმაწურობებისთვის“_ბოლო სიტყვას ბრჭყალების ჟესტით ამკობს.
-კიდე არ მითქვამს ყველაფერი. დღესაც შემხვდა კლუბში სანამ თქვენ ნახავდით...
-რაო მერე რა მინდაო?
-მგონია რომ ძალიან მივეჩვიე ამ მოკლე პერიოდში. საერთოდ არ ვიცნობ მაგრამ, ვითომ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდითაა.
-დამიჯერე მო, ეს რაღაცაზე მაინც მეტყველებს. შეიძლება იმ გოგოს მართლაც ჟიმ... იმ გოგოსთან აქვს რაიმე კავშირი მაგრამ რატომღაც ვფიქრობ რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება...

______________________________

მორიგი თავებით შევაკოწიწე როგორც იქნა.
ვიცი, ჯერ ყველაფერი ძალიან გაურკვეველია მაგრრამ მენდეთ სულ ცოტა ხანში სულ ყველაფერს გაიგებთ.

დამიფასეთ და შემიფასეთ ნაშრომი ორიოდე კომენტარით <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent