საწოლის დედოფალი (10 ნაწილი)
-გვაგვიანდება ვიკა, მალე! - დაღლილი ერეკლე კართან ატუზულიყო და ოთახში მორბენალ გოგონას თვალს აყოლებდა. -ახლავე - ფუსფუსი განაგრძო და ნახევარსაათიანი პრანჭვის შემდეგ ძლივს გამოდგა ნომრიდან ფეხი. - რამე ცუდად ხომ არ მაქვს? - ჰკითხა მამაკაცს და მის წინ დატრიალდა. -ყველაფერი იდეალურია - გაუღიმა, ტუჩებში თბილად აკოცა და ხელჩაკიდებული გაუძღვა წინ. ერთმანეთს ხელს ერთი წამითაც კი არ აშორებდნენ, სულ მიწებებულები დადიოდნენ ტყუპებივით. საკმაოდ ლამაზ შენობაში შეაბიჯეს და პოდიუმისკენ გაემართნენ. -ერეკლე, ვიკა! თქვენ გელოდებოდით! - სიხარულით შეეგება ტატო მოსულებს და ორივე გადაკოცნა. -ვიკი, დებორა გამოსაცვლელშია გოგონებთან, მიდი შენც მალე და დავიწყოთ რეპეტიცია - თქვა ტატომ და ვიკას მიუბრუნდა. -კარგი - გაუღიმა და მამაკაცს ახედა. თბილი ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან. შუბლზე მიაწება მხურვალე ტუჩები და წელიდან ხელი ნაზად მოაშორა. -მიდი, აბა შენ იცი - დაუბარა გამოსაცვლელისკენ მიმავალ გოგონას და ეჭვისთვალით მომზირალი ტატოს დანახვისას სიცილი აუტყდა. სწრაფად გამოიცვალა ტანზე და სხვა მოდელი გოგონების ჯგუფს შეუერთდა. -ვიკა, შენ გეძებდი ახლა! - ღიმილით მიუახლოვდა გოგონას დებორა და თბილად გადაკოცნა. - ყველა მზად ვართ ხომ? - იკითხა და ყველას თვალი მოავლო. -დები, რაღაცის თქმა მინდა, შეიძლება ერთი წამით? - მორიდებულად გაუღიმა ვიკამ ქალს და მის პასუხს დაელოდა. -რა თქმა უნდა, წამოდი - ხელი მხარზე დაადო და სხვა ოთახში გაიყვანა. მათ ნატაც გაყვა ჩუმ-ჩუმად, თუმცა ვიკას და დებორას ეს არ შეუმჩნევიათ. „ნეტა რა საიდუმლოს მალავს?“ - თავის თავს ჰკითხა ნატამ და ოთახს მიაყურადა. -გისმენ ვიკა, რამე ხდება? - ჰკითხა ქალმა და მსუბუქად გაუღიმა. -დებორა, ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც თითქოს ახლა ჩანს, თუმცა ერთი სული მაქვს როდის გეტყვი და ამიტომ დაკარგული დროისთვის ბოდიში - უხერხულად ჩაიცინა და ქალს ახედა. -არაუშავს საყვარელო, აბა მითხარი - ქალბატონი უკვე ეჭვობდა რაღაცეებს, თუმცა წინასწარი დასკვნებისგან თავს იკავებდა. -ერეკლემ სიყვარული ამიხსნა! - ბედნიერად ახარა და გაიკრიჭა. -გილოცავ ძვირფასო! მიხარია, თქვენი ბედნიერება! - თბილად გადაეხვია და გულწრფელად გაუღიმა. -მადლობა! ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდათ... ამ დროის განმავლობაში ძალიან შეგეჩვიეთ... - მიმართა ოდნავ მორიდებულად და შემდეგ კარს გახედა - მგონი დაბრუნების დროა... - ქალბატონი კარში გაატარა და შემდეგ თვითონ გავიდა... ნატას რა დაემართა ამ დროს? ყურებს არ დაუჯერა!.. გაშეშებული იდგა კართან და ახალ ამბავს გონებაში ამუშავებდა. მათი ნაბიჯების ხმაზე კი ფართხა-ფურთხით მივიდა თავის ადგილზე და გარეთ გამოსულებს მტრული მზერა სტყორცნა... ერეკლე და ტატო დარბაზიდან აკვირდებოდნენ წინ და უკან მოსიარულე მოდელებს და შემფასებლურ მზერას აყოლებდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა... როდესაც პოდიუმზე ვიკა გამოჩნდა, მისმა და ერეკლეს მოსიყვარულე თვალებმა თითქოს მთელი დარბაზი გაათბეს. გოგონას უკან ნატა მოდიოდა შურით სავსე თვალებითა და დაბღვერილი მზერით. ტატო მაშინვე აქაქანდა ღიმილი სად წაიღეო. წყვილზე ყურებაში გართულ ნატას კი ფეხი გადაუბრუნდა და მთელი ძალით ხმაურიანად დაეპერტყა ძირს. -ვაი, ფეხიი!!! - დაიწივლა ტირილის პირას მისულმა. ყველა მას მივარდა. - მგონი ფეხი მოვიტეხე... - ლამის ისტერიკაში ჩავარდნილიყო. მართალია ფეხზე არაფერი სერიოზული არ სჭირდა, მაგრამ ისე იყო განერვიულებული, რომ მარტო მის დასაწყნარებლად გამოიძახეს სასწრაფო. დამამშვიდებელი ნემსის გაკეთებამდე იმდენი იწივლა ნემსის მეშინიაო, რომ ექიმებს მოუწიათ გაეკავებინათ და ისე შეეყვანათ წამალი კუნთში. შემდეგ კი ჯერი ფეხის დათვალიერებაზე მიდგა... მოტეხილი არ ჰქონდა, მაგრამ გადაბრუნებული ჰქონდა ძალიან ცუდად და სავარაუდოდ მალე დაუსივდებოდა. ამის გაგებაზე კაპასა ქალბატონი კინაღამ გაგიჟდა. თან თურმე თაბაშირის დადებაც აუცილებელი იყო მინიმუმ 1 კვირით. -ანუ რა გამოდის, ხვალინდელ ჩვენებაზე პოდიუმზე ვერ გამოვალ? - იკითხა შეშფოთებულმა ნატამ. -ქალბატონო, სამწუხაროდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უმჯობესია 1 თვე საერთოდ არ ატაროთ - მიმართა ექიმმა. -მე უკეთესად ვიცი რა არის უმჯობესი! ტატო, მიპასუხე... ვერ გამოვალ ხო? - შეუღრინა ექიმს და ტატოს ლეკვის თვალები მიანათა. -ნატუკ, აბა მე რა გითხრა. ხომ გაიგე ექიმმა რაც თქვა - მიმართა დასევდიანებულმა. -ეს უსამართლობაა! - ხელები აიქნია და ტირილი მორთო უკანალდაბრუჟებულმა. შემდეგ ექიმებმა წაიყვანეს მახლობელ საავადმყოფოში, რომ ფეხზე სურათი გადაეღოთ და უკეთესად შეეფასებინათ დაზარალებულის მდგომარეობა. იმის გამო, რომ ჩვენებას ერთ მოდელი გამოაკლდა, ბევრი რამის შეცვლა გახდა საჭირო. ნატას სამოსები სხვა მოდელ გოგონებზე გადაანაწილეს და რეპეტიცია თავიდან დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე ბევრად უფრო მეტად გაიწელა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ყველა საღამოს 7 საათამდე გაუჩერებლად მუშაობდა და ნატას არ ყოფნით გამოწვეული პრობლემების და მოულოდნელობების გამოსწორებას ცდილობდნენ. -ძალიან დავიღალე... - დაიწუწუნა ვიკამ და მანქანაში ჩაჯდა. -ჩემთვის ენერგია აღარ გეყოფა? - თავის ადგილზე მოთავსდა ერეკლე და გოგონას ეშმაკურად გაუღიმა. -მაგისთვის სულ არ მჭირდება ენერგია - თვალი ჩაუკრა ამან და ღვედი შეიკრა. -კაია, თორემ ისე ვერ გაუძლებ - უპასუხა სიცილით -რა იყო, შტურმით მიპირებ აღებას? - ჰკითხა და აკისკისდა -ჯერ-ჯერობით მაგას ვერ გავრისკავ. ჩემი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხარ - თვალი ჩაუკრა და სასტუმროსკენ გაემართა. -რა გეშველება - გაუცინა და საღამოს პარიზს თვალი მოავლო... ვნებამორეულებმა კოცნით შეგლიჯეს ერეკლეს ოთახის კარი და მოწყვეტით დაეშვნენ საწოლზე. ანთებულმა მამაკაცმა ერთი ხელის მოსმით გააშიშვლა გოგონას სხეული და უფრო მეტი მონდომებით განაგრძო მისი ალერსი. ვიკა სიამოვნების ხმებს ვერ იკავებდა და ამას არც ცდილობდა... მამაკაცს მხრებზე და ბეჭებზე ეფერებოდა და თვალები თავისდაუნებურად ეხუჭებოდა. ერეკლემ მთელი კისერი დაუკოცნა, შემდეგ სახე და ტუჩებსაც მიადგა. მათი ბაგეების შეერთებას ვიკას კვნესა მოჰყვა, რაც არც თუ ისე ცოტახანს გაგრძელებულა... დაღლილები და კმაყოფილები მიეხუტნენ ერთმანეთს... ერთმანეთის გულისცემას უგდებდნენ ყურს და ტკბილ იავნანად ჩაესმოდათ. -შენზე ჩახუტებულ ძილს არაფერი სჯობს - უჩურჩულა ერეკლემ და შუბლზე აკოცა. ვიკას სულ ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს ტანზე და ბედნიერს ჩაეღიმა. -არც შენთან ერთად ძილს - ცხვირი კისერში გაუხახუნა და იქვე დაუტოვა ნაზი კოცნა. იმ საღამოს დიალოგი ასე ამოწურეს. უბრალოდ არ იყო საჭირო არანაირი ზედმეტი სიტყვა, ყველაფერს მათი გულები ამბობდნენ. მეორე დილას პირველ ჩვენება იყო. ყველა ადრიანად შეიკრიბა პოდიუმზე ნატას გამოკლებით, რომელიც ჯერ კიდევ ექიმისგან იღებდა კონსულტაციებს იმის იმედით, რომ დასკვნით ჩვენებაზე მაინც შეძლებდა ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიკამ ნამდვილი მოდელივით წარადგინა თავისი სამოსი, რამაც იგი ტატოსა და დებორას თვალში კიდევ უფრო აამაღლა. ერეკლე სახეგაბადრული უყურებდა თავის ულამაზეს შეყვარებულს და გული სითბოთი და სიამაყით ევსებოდა. ეს პატარა ქალბატონი მისი იყო და ვერავინ ვერასდროს ვერ შეძლებდა მისი თავი წაერთმიათ. მამაკაცი სრულიად დარწმუნებული იყო თავის გრძნობებში და ბედნიერი იყო, რომ ვიკასაც იგივე თავდაჯერებულობას ამჩნევდა. ეს ხომ უდავოდ საერთო მომავალს და ბედნიერ ოჯახს ნიშნავდა. უკვე წარმოედგინა როგორი შვილები ეყოლებოდათ - ყველაზე ლამაზები და საყვარლები. ჩვენების შემდეგ წვეულება იყო. ვიკას მოკლე წითელი მოტკეცილი კაბა ეცვა, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მაკიაჟი უცვლელი ატრიბუტით - წითელი პომადით. -წამოდი ვიცეკვოთ, არ გინდა? - ყურში ჩასჩურჩულა გოგონას და წელზე მოხვეული ხელის თითები აათამაშა, რამაც ვიკას მთელს სხეულში ჟრუანტელის დავლა განაპირობა. -ვიცეკვოთ - გაუღიმა გოგონამ. მამაკაცი ფეხზე წამოდგა, იმ საღამოს ულამაზესი ქალბატონი ფეხზე წამოაყენა და საცეკვაოდ გავიდნენ. -ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ხარ - ყურში უჩურჩულა ვიკას და ტანზე მჭიდროდ აიკრა. გოგონამ მსუბუქად შემოაწყო ხელები კისერზე და საყვარელ თვალებს ღიმილით ახედა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ. მხოლოდ ისინი და მუსიკა... მათი ცეკვა... ქერა კულულები ზურგს უკან გადაუყარა და კისერზე აკოცა. -ერეკლე... - უღონოდ ამოიკნავლა გამოჭერილი მსხვერპლივით და უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა. -გისმენ... - ყურში უჩურჩულა და იქვე კიდევ ერთი კოცნის კვალი დაუტოვა, რამაც საბოლოოდ აუბნია თავგზა ისედაც აფორიაქებულ გოგონას. -სირცხვილია... აქ ასე მოქცევა არ შეიძლება... - უთხრა და გამაფრთხილებელი თვალებით ახედა ერთი თავით მაღალ მამაკაცს. ერეკლე ბედნიერად მომღიმარი სახით უცქერდა ვიკას, რამაც გოგონას სახეზეც ღიმილი გამოიწვია. მორცხვად დახარა თავი ძირს და შუბლით მის ნიკაპს მიეყრდნო. -ჩემი პატარა გოგო... - ჩურჩულით თქვა ერეკლემ და ცეკვა განაგრძო... სახლში შუაღამეს მივიდნენ. ორივე დაღლილები იყვნენ, ამიტომ პირდაპირ საწოლზე წამოწვნენ და ტრადიციულად გადაიკვანძნენ ერთმანეთში. -დაიღალე? - ჰკითხა ერეკლემ თბილი ხმით. -აჰაამ... - უპასუხა ძალაწართმეულად და თვალები მილულა. - ახლა იცი რას ვფიქრობ? - ჰკითხა მამაკაცს მცირეოდენი დუმილის შემდეგ. -რას აბა? - თავი მისკენ მიატრიალა და ცხვირი ცხვირზე მიადო. -ორი ნომერი რათ გვინდა? -ჭკვიანური კითხვაა - ჩაიცინა ერეკლემ თვალების გახელის გარეშე - მართალი ხარ, რომელი დავიტოვოთ? - თვალდახუჭულმა მოძებნა გოგონას ტუჩები და ნაზად აკოცა. -ალბათ ჩემი ოთახი, იმდენი ტანსაცმლის თავიდან დალაგება მეზარება... - უპასუხა ჩურჩულით, თუმცა ეშმაკური ღიმილი მაინც გაეპარა სახეზე. -ანუ მე რო უნდა ვიწვალო ეგ არ განაღვლებს? - ჰკითხა ერეკლემ ღიმილით და ახლა ცხვირზე აკოცა. -არაა... - უპასუხა უდარდელად და გაეცინა. -მოგხედავ მერე მე შენ კარგად... - მოჩვენებითი სიმკაცრით გააფრთხილა გოგონა და ისევ ტუჩებში აკოცა. -ასე თუ უნდა მომხედო მაგას რა ჯობია - გაუცინა და კოცნაზე თვითონაც ნაზი კოცნით უპასუხა. -შტერუკელა ხარ პატარა... - გაეცინა მამაკაცს და ახლა შუბლზე ეამბორა. -რამე ადგილი დამიტოვე სადაც არ გიკოცნია? - ჰკითხა და აკისკისდა. -კი, მაგრამ მაგასაც მივხედავთ - უპასუხა ეშმაკური ღიმილით - თბილისში რომ დავბრუნდებით დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა უნდა გაგაცნო - უთხრა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. -აუ, მეშინია... - დაბნეულად უპასუხა და თითქოს აფორიაქდა - რომ არ მოვეწონო? - ჰკითხა ერეკლეს პატარა ბავშვივით და თვალები გაახილა. -რატომ არ უნდა მოეწონო - გაეცინა ერეკლეს და მანაც გაახილა თვალები. -მე რავიცი... - მოკლედ გასცა პასუხი და ნახშირის თვალებში ჩაიკარგა. -აუცილებლად მოეწონები, აბა რა იქნება... ჩემი შტერი ხარ... - გაუცინა და ბაგეებზე ნაზად აკოცა. - მანამდე ჩემი ძმაკაცებიც უნდა გაგაცნო, კარგი ტიპები არიან, მოგეწონება... -მე ჩემს დაქალს გაგაცნობ... სკოლიდან ვმეგობრობთ და დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია... - უპასუხა და ღიმილი შეაგება. -შენს ოჯახს არ გამაცნობ? - ჰკითხა და წარბი აზიდა. -მამაჩემი გარდაცვლილია და დედაჩემთან კონტაქტი დიდი ხანია არ მქონია... - უპასუხა ოდნავ დასევდიანებულმა და თვალები დახარა. -კარგი, არაუშავს... ყველაფერი კარგად იქნება... - შუბლზე თბილად აკოცა და ხელი სახეზე ჩამოუსვა. - არ გინდა, რომ მასთან ურთიერთობა გამოასწორო? -არ ვიცი... ასე მგონია, რომ აღარ ვაინტერესებ და დავავიწყდი... - თქვა და ცრემლებისგან თავი ვერ შეიკავა. -ეგ მეორედ აღარ გაიფიქრო... ყველა მშობელს ყოველთვის ახსოვს თავისი შვილი... - დაამშვიდა და ცრემლები მოწმინდა. -ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ვერ გავძლებ... - სუსტად გაუღიმა, ორივე ხელი კისერზე მოხვია და ძლიერად ჩაეხუტა. მამაკაცმაც შემოაჭდო თავისი უშველებელი ტორები და პატარა გოგონა გულში ჩაიკრა. -ვერც მე გავძლებ უშენოდ - უპასუხა დაუყოვნებლად, შემდეგ ნელა მოშორდა ვიკას და თბილად გაუღიმა - ახლა დაიძინე, თორემ ხვალ ვეღარ ადგები. მოდი ჩემთან... - გოგონამ თავი მკერდზე დაადო, ერთი ხელი კი კისერზე მოხვია და კნუტივით გაიყურსა... ............. ესეც შემდეგი თავი... არ მინდა ისევ იმ უსიამოვნო თემაზე ვისაუბრო... ჩემი აზრი და პოზიციები ისედაც ნათლად ჩამოვაყალიბე წინა თავის კომენტარებში. მათ ვისაც ჰგონიათ, რომ პლაგიატი ვარ, სჯობს საერთოდ აღარ წაიკითხონ ეს ისტორია, ან უსაფუძვლოდ რაიმეს დაბრალებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება ჩემს საყვარელ მკითხველს, რომლებიც ისედაც მრავლად არიან და ჩემი სჯერათ, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. თქვენმა კომენტარებმა და ზოგიერთის შეწინააღმდეგებამ ისევ მომცეს სურვილი გამეგრძელებინა ისტორიის წერა. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ... თვითონ ეს თავი ცოტათი პატარაა, თუმცა ეს დღეებია დასაწერად ვერ მოვიცალე. შევეცდები ისევ გავზარდო თავების მოცულობა და კვლავ გაგახაროთ. უზომოდ მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო და ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.